შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბიჭი სახელად 66-33-XX (დასასრული)


8-03-2016, 21:29
ავტორი ირინა
ნანახია 5 137

ვგრძნობდი, რომ მოვწონდი ლილეს, რომ რაღაცას გრძნობდა ჩემს მიმართ, მაგრამ ასეთი სიტყვები? გაოგნებული ვუსმენდი, როგორ ყვებოდა თავისი გრძნობების შესახებ.. ხმას კი ვერ ვიღებდი. ღმერთია მოწმე, მინდოდა იმ წამსვე მეთქვა, როგორ ძალიან მიყვარდა, მაგრამ ვერ შევძელი, დამამუნჯა.. აზროვნების უნარი წამართვა.. უბრალოდ ვუსმენდი და მის თითოეულ სიტყვას სამუდამოდ ვუდებდი ჩემს გულში ბინას. დუდა და ნიტა მაშინვე წავიდნენ, როგორც კი ლილემ საუბარი დაასრულა. დავრჩით მხოლოდ ჩვენ ორნი და არაჩვეულებრივი გარემო, ჩემი ფიქრების გასაზიარებლად, მაგრამ ვერ მოვახერხე ვერც ამჯერად ვერაფერი. დაახლოებით 15 წუთი ვისხედით ხმის ამოუღებლად , შემდეგ კი ძილინებისა მისურვა და ოთახისკენ გაიქცა. ადგილიდან ვერ ვიძვროდი, არც კი ვიცი რამდენ ხანს ვიჯექი ასე ფიქრებში გართული.. მაგრამ საშინელლმა გრუხუნმა გამომაფხიზლა. გარეთ გავიხედე, თავსხმა წვიმა იყო, ჭექა-ქუხილიც თანდათან უფრო მატულობდა. -ვაიმე ლილე.. გავიფიქრე , როცა კიდევ ერთხელ დაიქუხა და თავპირისმტვევით გავვარდი მის ოთახში. ჩუმად შევიპარე და გული მომიკვდა, როცა, თავზე საბანგადაფარებული, მოკუნტული და მოცახცახე ლილე დავინახე. ფრთხილად გადავხადე საბანი, გვერდზე მივუწექი და გულზე მივიხუტე.. შემდეგ კი დავიხარე და ჩუმად ჩავჩურჩულე ერთი სიტყვა, რომელშიც აბსოლუტურად ყველა ჩემი გრძნობა, განცდა და სიტყვა ჩავაქსოვე.
-მიყვარხარ.... ვიგრძენი როგორ დაიძაბა, შემდეგ კი მოდუნდა.
-ვიცი.. ჩაიჩურჩულა მანაც. ჩემი მკლავებიდან თავი გაითავისუფლა და ტუჩებზე ძალიან ნაზად მაკოცა, შემდეგ კი ძველ ადგილს დაუბრუნდა.
-არანორმალურო, იქნებ ცოტა შეგეცხადებინა, ან გაოცება გამოგეხატა, ან რამე... გამეცინა მის ქცევაზე .
-ეგ სხვა გოგოებმა გააკეთონ სიყვარულში რომ გამოუტყდები. მითხრა დაუდევრად და თვითონაც შემომხვია წელზე ხელები. ვსო.. ამ დროს უკვე წამერთვა კამათის ყველანაირი ძალა და სურვილი. მთელი ძალით მივიკარი სხეულზე და მალე ჩაგვეძინა კიდეც...



დილით კისრის ტკივილმა გამაღვიძა. რის ვაი-ვაგლახით გახილე თვალი და აღმოჩნდა, რომ ისევ ვაჩეს გვერდით ვიწექი, ერთი ხელი ჩემს თავ ქვეშ ამოედო, მეორე კი ჩემს კისერთან ედო.. მეტკინებოდა აბა რა იქნებოდა, ამხელა მკლავები რომ მელაგებოდა ზედ... თვალი მისი სახისკენ გავაპარე.. ისეთი საყვარელი იყო.. გაბუშტული, ოდნავ გახსნილი ბაგით მშვიდად სუნთქავდა. მისი გუშინდელი სიტყვა გამახსენდა და სიამოვნების ჯრუანტელმა დამიარა მთელს სხეულში... რა კარგი გრძნობა იყო.... ზოგადად, ამ დროს, ნორმალური გოგოენბი მივიდოდნნენ და თავის გულის სწორს, ნაზად აკოცებდნენ, ან სახეზე მიეფერებოდნენ. მაგრამ მე ხომ არ ვარ ნორმალური, როგორც ვაჩე იტყოდა, ამიტომ იმედი არ გავუცრუე და დილაუთენია ჩემმა არანორმალურმა გონებამ მშვენიერი აზრი მომაწოდა. ეშმაკურად გამეცინა. ფრთხილად გავითავისუფლე თავი, მის ყურთან დავიხარე და რაც ძალა მქონდა ვუყვირე..
-პადიომ ვაჩე მუჯიროოო... გვბომბავეენ.... აი მე ხომ მაქვს ხოლმე საოცარი რეაქციები, როცა მსგავსი ხერხით მაღვიძებენ, მაგრამ მისმა რეაქციამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. იმ სიმაღლეზე ახტა, ლამის თავი ჭერს მიახტა. ჰაერში რამდენი სალტო გააკეთა არ ვიცი. აშკარად აღარ მეცინებოდა, წამით ისიც კი ვიფიქრე გაგიჟდამეთქი. რამდენიმე წამი დასჭირდა გონზე მოსასვლელად, მე კი ამასობაში საცოდავი სახით ვუყურებდი. როცა დამინახა და გააცნობიერა რაც ჩავიდინე, სერიოზული სახით , ნელი ნაბიჯით წამოვიდა ჩემკენ.
-ვაჩე .. ისა.. ვიხუ,რე უბრალოდ... ოოო.. შენც ხომ შემაშინე ერთხელ ეგრე.. აუ ნუ მიყურებ რა ეგეთი სახით. მე უკენ ვიხევდი , ის კი ჩემი მიმართულებით განაგრძობდა სიარულს. უცებ ფეხ ქვეშ ძალა გამომეცალა, საწოლზე გადავვარდი და ამჯერად იქიდან ვეხვეწებოდი მუჯირს ჩემ შეჩერაბას. ის კი როგორც ჩანს , ამას აშკარად არ აპირებდა. საწოლზე ამოვიდა და ჩემს ზემოდან მოექცა. დავიძაბე და ოდნავ გავფართხალდი. ხელები გამიკავა ცალი ხელით, მეორე კი ჩემი წელისკენ წაიღო. ტუჩეები ყურთან ახლოს მომიტანა და ჩამჩურჩულა.
-სიცილი მოგინდა ხომ დილიდანვე, ხოდა გაცინებ მე შენ კარგად. დაამთავრა თუ არა სიტყვა, თითები აათამაშა ჩემს მუცელზე. ბავშვობიდან ცუდად ვხდებოდი მოღიტინებაზე, ვბჟირდებოდი, არც ამჯერად ყოფილა გამონაკლისი, თან თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ვაჩეს შეხებაზე მილიონჯერ უფრო მგრძნობიარე ვარ.. ვეღარ ვსუნთქავდი ისე ვიცინოდი. მან მეორე ხელიც გაითავისუფლა და ამჯერად ორივე ხელის , საკმაოდ გრძელი თითებით მიღიტინებდა და ჩემთან ერთად იცინოდა. -კარგია ხოო?? რაო გვბომბავენოო?? ხოდა აი შენ ბომბები. -მეუბნებოდა სიცილით და ღიტინს განაგრძობდა, მაგრამ რომ დაინახა , მართლა ცუდად ვიყავი სიცილით ხელები გამიშვა, მაგრამ ჩემი მუცლიდან არ აუღია.. კარგა ხანი დამჭირდა დასამშვიდებლად, მაგრამ როცა ვაჩეს თვალებს წავაწყდი, დავმშვიდდი კი არა ისე ავფორიაქდი, ლამის გული გამისკდა. ვხედავდი, როგორ ამობერვოდა კისერზე საკმაოდ სქელი, ცისფერი ძარღვი და როგორ ფეთქავდა..უკვე საკმაოდ მოზრდილი, ტალღოვანი თმა შუბლზე ჩამოშლოდა. სწორი ცხვირის ნესტოები გაუფართოვდა ღრმად სუნთქვით.. შავი, გრძელი წარბებიდან კი მისი შავი,თვალები მიმზერდნენ ვნებამორეული... რამდენჯერმე შემინიშნავს მისი ასეთი მზერა, მაგრამ ყოველთვის ახერხებდა თავის ხელში აყვანას.. ახლა კი სულ სხვანაირი იყო.. გამაჟრჟოლა... მერეღა დავაკვირდი სიტუაციას.. მე რათქმა უნდა, ისევ ჩემი ძმის მაისურის ამარა ვიყავი, მაგრამ ამ სიცილში და ფორთხიალში, მაისური ზევით ამეწია და მხოლოდ მკერსღა მიფარავდა. მერეღა გავაცნობიერე ცხადად, რომ ვაჩეს ხელები ჩემს შიშველ მუცელზე ეწყო და არა მაისურზე... მერეღა მივხვდი, რომ მხოლოდ საცვლების ამარა ვიყავი და ბიჭი , რომელიც ვნებიანითვალებით მიმზერდა , ზემოდან მყავდა მოქცეული.
-ვაჩე... დავაპირე რაღაცის თქმა, მაგრამ მისთვის ახლა რომც მეკივლა იმასაც ვერ გაიგებდა. გიჟივით დამწვდა ტუჩებზე. არანორმალურად მკოცნიდა და ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა.. მე კი ვფართხალებდი.. ცალი ხელით ხელები გამიკავა. მეორე კი გვერდზე მომიჭირა.. ოდნავ ამოვიკვნესე.. ამან უფრო გაახელა და უფრო ვნებიანად მაკოცა.. ის ხელი, რომლითაც ხელებს მიკავებდა, ოდნავ შეასუსტა.. ალბათ აინტერესებდა, რას ვიზამდი, მე კი საბოლოოდ გავითავისუფლე ხელები და კისერზე შემოვაწყვე.. ოდნავ გაეღიმა და გათავისუფლებული ხელი ფეხზე ჩამისრიალა.. ამჯერად მეც ავყევი კოცნაში. მთელი ძალით ვხვევდი ხელებს კისერზე და მთელი ძალით ვიზიდავდი ჩემკენ ... ცოტახანში საბოლოოდ მივუშვი ჩემი გრძნობები ნებაზე თავდაყირა გადავეშვი ვნებების მორევში. ცალი ხელი მაისურის ქვეშ შევუსრიალე და იმ წამსვე ვიგრძენი, როგორ დაბურძგლა სხეულზე.. ოდნავ წინ წამოვიწიე და მაისური გავხადე .. მან კი უფრო მეტად მომიჭირა გვერდზე ხელი, მეორეს ხან ფეხზე და ხან მუცელზე დაასრიალებდა. საბოლოოდ კი ჩემს მკერდთან აღმოჩნდა.. დავიძაბე, თითებიც კი დამეძაბა, რომელსაც წამის წინ მის პრესზე და ზურგზე დავასრიალებდი. არ ვიცი, ალბათ იგრძნო ეს.. ხელი გვერდზე გაწია.. მერე მეორე ხელიც შეუშვა ჩემს წელს... მთელი ძალა დაატანა თავს, რომ ჩემს ტუჩებს მოწყვეტოდა... მაგრამ, საბოლოოდ, მოსწყდა კიდეც. თვალებში მიყურებდა. მერე უცებ ფეხზე წამოდგა და გასასვლელისკენ გავიდა.. გაოგნებული ვუყურებდი, ვერაფრით ვერ გამეგო , რას ფიქრობდა, ან რას აკეთებდა... ტირილი მომინდა.. და ალბათ, ასეც მოვიქცეოდი, ოთახიდან რომ გასულიყო. ის კი, ისევე მოულოდნელად შემობრუნდა ჩემსკენ, როგორ მოულოდნელადაც წავიდა, ტუჩებზე მოწყვეტით მაკოცა და ჯერ ისევ სუნთქვაგახშირებულმა მითხრა.
-ლილე, გეხვეწები, რაც შეიძლება დახურული ტანსაცმელი ჩაიცვი.. მე გაოგნებული შევცქეროდი, მას კი ოდნავ ჩაეღიმა, ძირს მიგდებული მაისური აიღო და ამჯერად მართლა გავიდა ოთახიდან. კარგა ხანი დამჭირდა გონზე მოსასვლელად. მერე კი უბრალოდ ჩამეღიმა და კიდევ ერთხელ ახლიდან შემიყვარდა ვაჩე მუჯირი...

საჭირო ნივთებს დავავლე ხელი და სააბაზანოში შევვარდი. იქიდან კი პირსახოცშემოხვეული გამოვედი. მერეღა გამახსენდა, რომ გამოსაცვლელად აღარაფერი მქონდა, ყველაფერი დასვრილი იყო.. ჩემი ძმის ოთახისკენ გავეშურე. კარზე ფრთხილად მივაკაკუნე, მაგრამ პასუხი რომ არავინ გამცა, გაბედულად შევაღე და საცვლების ამარა ვაჩე შემრჩა ხელში. გაოგნებულები ვათვალიერებდით ერთმანეთ.
-რა დახურული ჩაგიცვამს ლილე, ეგეთი დახურულიც არ მითქვამს მე.. ჩაილაპარაკა ვაჩემ და კიდევ ერთხელ ამათვალიერა.
-ხოო... შენც საპირისპიროდ გაიგე მგონი ჩემი ნათქვამი , ტარზანივიტ ნუ დადიხართქო და შარვალიც გაიხადე. არ ჩამოვრჩი არც მე... მერე ოდნავ ღიმილი შემეპარა, ვაჩეც იღიმოდა, ღიმილი ფხუკუნში გადაგვივიდა, შემდეგ კი ისეთი ხარხარი ავტეხეთ ფეხზე ვეღარ ვიდექით.
-არა, არ შეიძლება ჩვენი ერთ ოთახში ყოფნა, მითუმეტეს ასეთი ჩაცმულობით, მითხრა ჯერ ისევ მოცინარმა ვაჩემ და შარვალი ამოიცვა რის ვაი-ვაგლახით. -შენ რატომ ხარ აქ?
-ტანსაცმელი აღარ მაქვს და დუდასთან ვნახავთქო ვიფიქრე. მხრები ავიჩეჩე მე.
-აჰაა.. გასაგებია, კარგი მე გავალ მაშინ , გამოიცვალე და დაბლა ჩამოდი. მითხრა მაისურის სწორებით და ოთახიდან გავიდა. ისევ გამეღიმა, წეღანდელი სიტუაცია რომ გამახსენდა და ტანსაცმლის ძებნას შევუდექი.


…..
ნელა მიდიოდა და სიფრიფანა გოგონას ხელს არ უშვებდა... ოდნავი ღიმილი აპობდა მის ბაგეს...
-დუდა, როგორ ფიქრობ, ვაჩესაც მოსწონს შენი და?? ჰკითხა ნიტამ ბიჭს და ხელი მოუჭირა.
-ნწ... არ მოსწონს.. უყვარს. გაეღიმა ისევ დუდას.
-და დარწმუნებული ხარ , რომ ყველაფერი კარგად იქნება? იქნებ არ უნდა დაგვეტოვებინა მარტო ვაჩესთან? დაეჭვდა ლილე.
-და შენ დარწმუნებული ხარ, იმაში, რომ, თუ მე არ მოვისურვებდი აქამდე მივიდოდა საქმე? კვლავ გაეღიმა უმცროს ახვლედიანს და ამჯერად ხელი გადახვია შეყვარებულს.
-აჰაა... ანუ მოგწონს ვაჩე. გასაგებიაა.. ჩაილაპარაკა გოგონამ,
-არა, მოწონებით მარტო შენ მომწონხარ. გაუცინა და თავზე აკოცა.
-რა იდიოტი ხარ. გაეღიმა ნიტასაც. -კარგია, მარტო რომ დავტოვეთ, უფრო გაერკვევიან თავიანთ გრძნობებში.
-ხოო... იმედი მაქვს, რომ ლილეს არ შემოაკვდება.. შენი იმედი მაქვს ვაჩე. ეს უკვე თავისთვის ჩაილაპარაკა დუდამ..
-დუდა, დღეს სად უნდა წახვიდე? ნოდო თბილისშია წასული და ეჭვი მეპარება, ბებიაჩემმა მარტოს მოგცეს ჩემთან დარჩენის უფლება.
-და შენ დარჩებოდი ჩემთან მარტო? ეშმაკურად ჩაეკითხა დუდა.
-კი, გენდობი სამაგისოდ, რომ შენთან მარტო დავრჩე.. ბიჭს სიამოვნების ტალღამ დაუარა სხეულში.
-ჰოდა გადაწყვეტილია... შენ სახლში შედი და შენი ოთახის ფანჯარა გამიღე.. პატარა საიდუმლო ვიქონიოთ ბებოსგან კარგი? ჩაეკითხა გამომცდელად.
-კარგი... ჩაილაპარაკა დამორცხვებულმა ნიტამ და უფრო მეტად მიეკრო ბიჭს...


სახლში 12 საათისთვის დაბრუნდა, მაგრამ მისაღებში მხოლოდ ყურებამდე გაკრეჭილი ვაჩე დახვდა.
-ჰააა... დალაგდით?? მივარდა მუჯირს.
-დიახ, დიახ. მოვგვარდით რომელია, სიყვარულში გამოვუტყდი ბიჭო.. რა სიყვარულობანა ამიტყდა ამხელა კაცს.. ორი შვილი უნდა მეჭიროს ფაფებით ხელში. გაეცინა მუჯირს.
-ეეჰ.. სიყვარულმა ასაკი არ იცის ჩემო ვაჩე. ჩაილაპარაკა გამოცდილი კაცივით დუდამ და როცა სიცილისგან გაგუდულ მუჯირს მოკრა თვალი, თვითონაც გაეცინა.. -ისე , შენ მაგის გამო ხარ ეგეთი ბედნიერი?? თუ მოხდა კიდევ რამე,? კითხა მას შემდეგ რაც ცოტა დაწყნარდა.
-ბიჭო, მოხდა მოხდაა.... აი ყველას ცხოვრებაში ხომ არის ბედნიერი დღეები, მარტო კარგი რაღაცები რომ ხდება მაგ დღეს, ხოდა დღეს მაქვს მე ეგეთი დღე.. გუშინ ჩვეულებრივ დავიძინე და დღეს უკვე შეყვარებული მყავს.. ჩემმა საუკეთესო ძმაკაცმა მოიყვანა ცოლი. შეიძლება იცი კიდეც, ლექსო ქვია, არ უხსენებია ლილეს?
-კი , კიი,, როგორ არა, მაგის შეყვარებულს ნანა ხო?? შუბლი შეჭმუხნა დუდამ.
-არაა, ნატა.. გუშინ გაპარულან და ჩემთან წასულან სოფელში. ბებიაჩემი სიხარულით ცას ეწია, მგონი ჩემზე მეტად ეგ ყალთაბანდი უყვარს. ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან ვაჩე.
-ვაა.. რა მაგარია ეე.. სად გაქვს სოფელი? ჩაეკითხა დუდა.
-ლიხაური გაგიგია? გურიაშია. ბებო დამრჩა იქ.. მისი გაზრდილი ვარ, მას შემდეგ, რაც ჩემი ოჯახი საზღვარგარეთ წავიდა, თბილისში ბებო მზრდიდა, მაგრამ რაც ფეხზე დავდექი, სოფელში გადაწყვიტა დაბრუნება. ცოდოა შვილო ჩვენი კერა უპატრონოდო და გამექცა.. სახე ოდნავ დაუსევდიანდა მუჯირს, თუმცა მაინც იღიმოდა.. მაგრამ მოულოდნელად ისეთი კივილის ხმა შემოესმა, ლამის გული გაუსკდა და დუდასთან ერთად შევარდა ლილეს ოთახში.
-რა გაკივლებს გოგო, ნორმალური ხარ? გაუბრაზდა დას დუდა. შეშინებული ვაჩე კი იქვე სკამზე დაეხეთქა და თავი ხელებში ჩარგო..
-რა რა მაკივლებს.. ზაზა ჩამოდის... ამ წამს დამირეკა , ოღონდ ელამ არ იცის და სიურპრიზი უნდა გავუკეთოთ. საწულზე ხტუნავდა ლილე და ცალ ხელს ოთხი ზომით დიდ შორტს არ უშვებდა, თორემ დარჩებოდა ისევ ნახევრად შიშველი.
-კაი ტოო ღადაოობ... რა მაგარიაა ეეე.... აღმოხდა დუდას. აუ წავალ ჩვენებს დავურეკავ რაა...თქვა და ოთახიდან გავარდა, ლილე კი საწოლზე ხტუნვას არ წყვეტდა.
-ეე .. არანორმალურო... თავისაუღებლად უთხრა ვაჩემ ლილეს.
-ჰოოო... ისე უპასუხა, რომ საწოლზე ხტუნვა არ შეუწყვეტავს .
-მგონი ეს ჩვენს ცხოვრებაში ერთ -ერთისაუკეთესო დღეა და არ მინდა ესე უბრალოდ დამთავრდეს. ჩაილაპარაკა ვაჩემ და ფეხზე წამოდგა.
-რას გულისხმობ?? ხტუნვა შეწყვიტა ლილემაც .
-რას და ჩვენი ურთიერთობის დასაწყისს, იმას რომ ზაზა ჩამოდის და შენი ლუიკოები გაბედნიერდებიან. კიდევ იმას , რომ ნატა და ლექსო გაიპარნენ და ახლა ჩემთან არიან სოფელშიი, კიდევ იმას, რომ დღეს საღამოს ოცნებას აგისრულებ.. ღიმილმა დაუფარა ვაჩეს მთელი სახე..
-რაა???? გაიპარნენ?? ვაიმე რა მაგარიაა... აცქმუტდა ლილე და ტელეფონს დაუწყო ძებნა. რამდენიმე წამს უყურა ვაჩემ ბედნიერი სახით და მერე შეაჩერა.
-რას ცქმუტავ რაას??
-ტელეფონს ვეძებ , სად ჯანდაბაშია.. ზედ არ შეუხედავს ლილეს . ისე უპასუხა.
-გამორთული აქვთ იმათ. ბებიაჩემმა დამირეკა და იმან მითხრა. გელოდებიან ბავშვები, დროზე ჩამოდიო.. ასე შემომითვალა...
-მეც მოდივარ... გაიკრიჭა ლილე.
-ეჰეჰეე.. დამაცადე გოგო, აბა.. იქნებ რა უნდა გითხრა. ჩაიდუდღუნა ვაჩემ და ლილეს შეხედა, რომელიც ფიქრებით აშკარად სხვაგან იყო.
-ეე დარტყმულო, რა ოცნების ასრულებას გულისხმობდი წეღან?? ვაჩეს გაეღიმა...
-რას და იმას, რომ დღეიდან ბებია გეყოლება, ვისთან ერთადაც შეძლებ ჩურჩხელების ამოვლებას. ზუსტად ისეთი ბებია, როგორიც გინდოდა, ჭაღარა, სოფელში რომ დაგელოდება და სულ პურის სუნი რომ ექნება... ჩაილაპარაკა ვაჩემ და გაოგნებულ შეყვარებულს შეხედა.
-ეეე... რას ამბობ, საიდან?
-„სიტყვა და საქმეში“ გამოვაქვეყნე განცხადება.. საიდან და ბებიაჩემი უნდა გაგაცნო უტვინო. შეუბღვირა ვაჩემ და ოთახიდან გასვლა დააპირა. მაგრამ გახარებული ლილე ზედ შეაფრინდა..
-ვაიმე.. ვაი .. ვაიმეეე. მერე, რომ არ მოვეწონო?? აუუ რა მაგარიაა.აუუ დღეს.. აუ.. ვაიმე.... დღევანდელი დღე ისტორიას დარჩება.. სიტყვებს ვერ აბამდა ერთმანეთს ლილე.
-ჰოო... ისტორიას ნამდვილად დარჩება, ჯერ ხომ არ დასრულებულა დღე, ვინ იცის კიდე რას გიმზადებს ლილე ცხოვრება... როგორც ჩანს დღეს კარგ ხასიათზეა ჩვენი ბედი და ვნახოთ რა მოხდება... ჩაილაპარაკა თავისთვის ვაჩემ და ხელები შემოხვია გოგონას..
-რას გულისხმობ?? ჩაეკითხა ლილე.
-ნუ ხარ გოგო შენ მოუთმენელი.. მაგასაც გაიგებ, როცა საჭირო იქნება. გაეღიმა ვაჩეს და ცხვირზე აკოცა ლილეს. ახვლედიანი კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას, მაგრამ დუდას ყვირილმა სიტყვა გააწყვეტინა....

...
ფეთიანებივით გავცვივდით მე და ვაჩე პირველ სართულზე და როცა დავინახეთ, როგორ მისდევდა ცოცხმომარჯვებული ნინა ბებო ჩემს ძმას, იქვე ჩავიკეცეთ ორივე.
-შე თაგვო შენა ჰააა... მართლა რა თაგვივით შემომეპარე ჰააა... მოდი აქ, მოდი ნუ გარბიხარ, კარგად მოგდო ერთი ცოცხი, მოდი მეთქი აქა... მაგიდის გარშემო დარბოდნენ და ნინა ხმის ამოღების საშუალებას არ აძლევდა დუდას.
ვეღარ ვსუნთქავდით სიცილით, ვაჩე ჩემზე საშინელ მდგომარეობაში იყო... შუქნიშნის ფერებივით იცვლებოდა მისი სახე.
-კარგი რა ნინა ბებო რაა.. არაფერი არ მომხდარა, კარგი რა... უბრალოდ ერთ ოთახში გვეძინა.. დუდღუნებდა დუდა და სირბილს არ წყვეტდა.
-უყურე ერთი ამ თაგვს ამასა.. ხოდა მეტი რაღა უნდა მომხდარიყო შე მამაძაღლო, ერთ ოთახში გეძინათ.. არ მაინტერესებს მე შენი ქალაქური აზრები. გუშინ რაც მოხდა ეგრე ვერ ჩაივლის, 18 წლისები რო დახდებით, ან ჩემ შვილიშვილს ცოლად მოიყვან, ან არადა მე დაგკოდავ და სუ მთლად უცოლ-შვილოდ დაგტოვებ. გაიგე შენა?? არ ცხრებოდა ნიინა ბებო.. ამის გაგონებაზე, ჩემი და ვაჩეს სიცილი სულ სხვა ეტაპზე გადავიდა, ვხიხინებდით, ცრემლები გაგვდიოდა, გულისრევის შეგრძნებაც გვქონდა და შუქნიშნის ფერები კი ცისარტყელას მრაფალფერში გადაიზარდა.
-ჰოდა მეც ეგ მინდა ზუსტად, ნიტა ჩემი შეყვარებულია. ამას თქვენც გეუბნებით და ყველას ვეტყვი. როგორც კი 18 -ის გავხდები, ან თქვენ გამატანთ თქვენს შვილიშვილს , ანარადა დავავლებ ხელს და ძალით წავიყვან... და ხელსაც ვეღარ დააკარებს მერე ვეღარავინ.. დასერიოზულდა დუდა და სირბილი შეწყვიტა. მეც და ვაჩეც დავმშვიდდით ცოტა, წამიერად მოვასწარი იმისი გაფიქრება, რომ მართლა მომესწრო ბიჭი... ასეთი სერიოზული ცხოვრებაში პირველად ვნახე. მაგრამ ფიქრი არ დამცალდა, ნინა ბებომ მომარჯვებული ცოცხი თავზე დააფარა ჩემს ძმას და სიცილის ახალი ტალღაც ავარდა...
-უყურეთ ერთი ამ ცინგლიანს ამასა.. დიდი ხანია გაიზარდე, ტრუსიკიანი რო დატანტალებდი ჩემ ეზოში გგონია დამავიწყდა? გადიდგულდა ბიჭი. ჯაჯღანებდა ნინა ბებო, მაგრამ უკვე თბილი და ღიმილიანი სახით. როგორც წესი ჰქონდა.
-ოო ნინა ბებო, კარგით რაა... ხომ გითხარით, რომ ყველაფერი სერიოზულადაა, როდემდე უნდა მირტყათ ეგ ცოცხი.. ისევ აბურდღუნდა დუდა, მაგრამ მოხუცი მას აღარ უსმენდა.. ამჯერად მე მომიბრუნდა.
-ეე ახტაჯანა. როგორა ხარ შვილო?? მომესალმა მოხუცი და პირველად გაიღიმა გულიანად. ფეხზე წამოვდექი და მოხუცს კისერზე ჩამოვეკიდე.. დავუკოცნე დანაოჭებული სახე და მხოლოდ მაშინღა ვუპასუხე.
-ნინა ბებოო.. როგორ მომენატრე..
-მოგენატრე არა ისა. აბა რო მოგნატრებოდი ხო მნახავდი აქამდინ ჰა?? ისევ ადადღანდა მოხუცი .. -შე თხა, როდის თხოვდები ჰა?? ნეტა ისე არ მომკლა რო შენი ქმარი არ მანახა რაა..
-ნინა ბებო, შენ კი არა, ნეტა მე არ მოვკვდე ისე, რომ ჩემი ქმარი მეთვთითონ არ ვნახო. სიცილით ვუთხარი, ისევ ლოყაზე ვაკოცე და მოშტერებულ მუჯირს ენა გამოვუყავი.
-ბებო, ეს ყმაწვილი ვინ არის ჰაა?? არ უნდა გამაცნოთ? ახლაღა შეამჩნია მის წინ მდგარი მომღიმარი ვაჩე.
-ბებო, ეს ვაჩე მუჯირია.. საუბარში ჩაერთო დუდაც. ჩემი ძმაკ.... თუმცა სიტყვა ისევ ვაჩემ გააწყვეტინა.
-ლილეს საქმრო ვარ.. გაუღიმა ისევ ვაჩემ და როცა ჩემს დარცხვენილ სახეს მოკრა თვალი, გაეღიმა.
-დედააა....... ეს რას მოვესწარიი შვილოო... საქმროვო.. გესმით თქვენაა... მითხოვდება ეს ახტაჯანა.. ყვიროდა ნინა ბებო და მთელი ძალით უჭერდა თავის დანაოჭებულ ხელებს, ვაჩეს თითებზე. მუჯირი კი თავხედად მომშტერებოდა და კმაყოფილი იღიმოდა.
-არა, ერთი როდიდან გახდი ჩემი საქმრო ჰაა??? შევუღრინე, მას შემდეგ რაც ნინა გავისტუმრეთ.
-ამ წამიდან.. მითხრა და შუბლზე მაკოცა.-საღამოს მეჩხუბე რა, ახლა ბევრი საქმე გვაქვს..
-რა საქმე კაცო?? ჩავილაპარაკე გაოგნებულმა...
-რა საქმე და ახლა შენ ზაზას დაურეკე და უთხარი, პირდაპირ გურიაში ჩამოვიდეს, შეძლებ??
-არაა,, თვითმფრინავშია უკვე. მაგრამ აეროპორტში რომ იქნება მაშინ თვითონ დამირეკავს და მერე ვეტყვი. მაგრამ გურიაში რა უნდა?
-რა უნდა და ახლა ჩვენც გურიაში მივდივართ, ჩემს სოფელში. არ უნდა მივულოცოთ ახალგაბედნიერებულებს?? ჯერ შენ და დუდას ჩაგიყვანთ, იქ დაგტოვებთ, მერე კი თბილისში წავალ , რაღაც საქმეებს მოვაგვარებ, მერე კი ელას გამოვუვლი და ბავშვთან ერთად წამოვიყვან გურიაში. ხოდა ზაზაც იქ მოვა საღამოს და აბა წარმოიდგინე მისი რეაქცია... ჩაილაპარაკა ვაჩემ და თავისივე გეგმით კმაყოფილმა ჩაიცინა.
-ვაიმეეე.. როგორიმაგარი ბიჭი ხარ შენ... ნამდვილი პრ მენეჯერი რაა.. როგორ ყველაფერი გათვალე.. შევაქე მაგრამ რათქმა უნდა, ირონია არ მოვაკელი.
-შე ქაჯო შენ.. მიდი მიდი , დროზე მოემზადე.. დუდა ნიტას დაემშვიდობება და წავიდეთ ჩვენც, თორემ დიდი გზაა და თან მე თბილისშიც უნდა წავიდე.
-კარგი , მოვასწრებთ , რა განერვიულებს კაცო... მხრები ავიჩეჩე, თუმცა მაშინვე წამოვხტი და ნივთების შეგროვება დავიწყე. გაეღიმა ვაჩეს, მაგრამ აღარაფერი უთქვამს..


საღამოს 6 საათისთვის უკვე გურიაში ვიყავით...
-ბებოოო...... ბეეე..... ღრიალით შევიდა ვაჩე ეზოში.
-ბებო შემოგევლოს შენ, ჩემო ვაჟკაცო, რახან შენ გნახე, რაღა მოკლავს, ბებოს სიამაყე... წამიერად მეტყველების უნარიწამერთვა. ისეთი სანდომიანი სახე და თვალები ჰქონდა ვაჩეს ბებიას, მინდოდა მივსულიყავი და ჩავხუტებოდი, მაგრამ მომერიდა.
-ბებო, გაიცანი, ეს ლილეა, შენი ახალი შვილიშვილი. უთხრა ვაჩემ და თვალი ჩამიკრა.
-დედაა... რას მეუბნები კაცო.. ვაიმე, მომიკვდეს თავი, არ უნდა გაგეფრთხილებინე შვილო, ამისთანა სტუმარი რომ მოგყავდა?? -აქოთქოთდა მოხუცი და მთელი ძალით ჩამიკრა გულში. -მართლა მოგკლავ ვაჩე მუჯირო. გავიფიქრე ჩემთვის, მაგრამ მოხუცის ტკბილ ჩახიტებაზე უარი ვერ ვთქვი და მთელი ძალით შემოვხვიე მეც ხელები.
-ბეე.. ეს კი დუდაა, ლილეს ძმა. ამჯერად ჩემი ძმა გააცნო მოხუცს. -ბავშვებო, ბებოს ლილი ქვია, მაგრამ ეჭვი მაქვს, ძალიან გაგიჯავრდებათ, ქალბატონო ლილი რომ დაუძახოთ, ასე რომ თქვენც ბებოთი შემოიფარგლეთ.. დაგვარიგა ჭკუა ვაჩემ და სახლში შებოტა. სადაც მაგიდასთან წამოსკუპებული ლექსო და მისი უკვე ცოლი-ნატა ისხდნენ და ყავას შეექცეოდნენ. ნუ წარმოგიდგენიათ, ალბათ, რა ამბავი ატყდებოდა იქ... დიდი ხნის ხვევნა-კოცნის შემდეგ, როგორც იქნა მაგიდას შემოვუსხედით სმენად ქცეულები-კითხვით -„როგორ მოხდა ეს ყველაფერი“?
-აუუ ... მე წასასვლელი ვარ, თბილისში უნდა წავიდე და უკან მოვასწრო ჩამოსვლა. ასე, რომ ჩემს გარეშე დაიწყეთ ჭორაობა და მე გვიან საღამოს შემოგიერთდებით. თქვა ვაჩემ და გარეთ გავიდა, გასაღებისტრიალით. მაგრამ მე დავეწია. ცერებზე ავიწიე და ტუჩებზე მოწყვეტით ვაკოცე.
-ჭკუით იარე იცოდე.. გავაფრთხილე და მაშინვე მოვშორდი.
-არის შეფ.. წელში გაიმართა მუჯირი.
-დარტყმული ხარ.. გამეცინა მის ქცევაზე მე.
-დარტყმული ვარ დარტყმული, მე ხომ ყველაზე არანორმალური გოგო შემიყვარდა, ნამდვილი დარტყმული ვარ!!! წარმოთქვა სააცოდავი სახით ვაჩემ და გამომცდელად შემომხედა, ალბათ იფიქრა, რომ გავუბრაზდებოდი.
-ზუსტადაც! აბა ჩემნაირი არანორმალური რომ შეგიყვარდა დარტყმული ხარ ნამდვილად!!
-ვააახ.. გამაგიჟებს ეს გოგო.. აღმოხდა ვაჩეს. შუბლზე მაკოცა და მანქანაში ჩაჯდა.. იქამდე ვიდექი ჭიშკართან, სანამ თვალს არ მოეფარა.. გამეღიმა... რაღაცნაირად დამთბა და ასეთი ღიმილიანი სახით შევბრუნდი სახით.
-აბა გვრიტებოო.. გისმენთ მთელი გულისყურით.. მაგიდასმივუჯექი მე და ლექსოს დანატას გადავხედე..
-აუ ლექსოო,, წამო რა აივანზე გავიდეთ, რაღაც საქმე მაქვს, ვაჩემ დამაბარა. უთხრა დუდამ და ლექსო აივანზე წაათრია.
-რა საქმე აქვთ ნეტა? ჩავილაპარაკე ჩემთვის.
-რავიცი მე, მაგათსას რას გაიგებ.. შენ ის მითხარი შენ და ვაჩე რას შვებით? მკითხა ნატამ...
-ვაოხრებთ ერთმანეთს, ოღონდ სიყვარულით. გავიკრიჭე მე.
-ვაახ... აი ხო სულ გეუბნებოდით, რომ ერთმანეთისთვის იყავით გაჩენილები. ვაჩეს გარდა ვერავინ გაუძლებს ლილესთქო და ლილეს გარდა ვერავინ გაუძლებს ვაჩესთქო. არ ჩუმდებოდა ნატა..
-ჰოოო... დაწყნარდი ეხლა... მომიყევი. თქვენ როგორ გადაწყვიტეთ გაპარვა. ამჯერად მე ჩავაცივდი.
-გოგო, თქვენ რაც წახვედით სვანეთში, ანა ლექსოს აეკიდა.. ცალკე მაგას ვაფრთხილებდი, ცალკე იმ ვაჟბატონს რომ ტრა..ი დაეყენებინათ, მაგრამ არ მომისმინა.. ჰოდა გუშინ სამსახურში მივაკითხე ლექსოს და დავინახე ლიფტში როგორ შედიოდა ანა, დამაინტერესა რა უნდოდა ლექსოს სამსახაურში და უკან გავყევი. როგორც კი კაბინეტში შევიდა , ფეთიანივით ეცა ლექსოს და კოცნას აპირებდა, მაგრამ ამან მოიშორა.. მერე კიდევ სიყვარულს ეფიცებოდა ჩვენი ქალბატონი... ხოდა ამ დროს მე გამოვდივარ სცენაზე... რომ დამინახა ფეხზე წამოდგა და კარისკენ წავიდა.. გავაფრთხილე, რომ კიდევ ერთხელ თუ მიეკარებოდა ლექსოს, თმით ვითრევდი, ისიც შეშინებული გაქანდა გარეთ... ახლა უკვე ლექსოზე მიდგა ჯერი. მისი მჯერა და ბოლომდე ვენდობი,მაგრამ არ ვიყავი დარწმუნებული კიდევ რას გამოთხრიდა ანა. ჰოდა არც ვაციე, არც ვაცხელე, -ცოლად მომიყვანე, თორემ ეჭვი მაქვს არ მოგასვენებენ ანა და ანასნაირი ბ..ი და მერე ან შენ შემომაკვდები, ან ეგენითქო... ხოდა შეშინდა ჩვენი ვაჟბატონი და იძულებული გახდა ცოლად მოვეყვანე...
სიცილით ძირს ვხოხავდი უკვე... მუცლის კუნთები ისე მტკიოდა, ცრემლები გამდიოდა სიმწრით, მაგრამ სიცილს მაინც ვერ ვწყვეტდი .. შემდეგ კი ნატაც ამყვა.. იქამდე ვიცინეთ, სანამ ოთახში დაფეთებული ლილი ბებო არ შემოგვივარდა.



....
-ხოო ბიჭოო.. გაამზადეთ ყველაფერი ძმობას გაფიცებთ რაა და დილით უკვე გურიაში იყავით. მე ვეღარ ვასწრებ და თქვენ იმედზე ვარ იცოდეთ. ოთოს უთხარი, რომ მინდვრის ყვავილებით გააკეთებინოს.. ვარდები და ეგეთი ბანალურობები არც მე მევასება, არც ლილეს... კაი..დაახლოებით 12 ზე იქ ვიქნებით რა და მოამზადეთ იქამდე ყველაფერი.-ოოო არაა.. არ მინდა დიდხანს ლოდინი... კი არადა, მინდა რომ ეს სასწაული დღე უფრო საოცარი გავხადო.. -კაი , კაი, დაგირეკავთ მერე.
ტელეფონი გავთიშე და ლილეს სახლისკენ ავიღე გეზი. გული ამოვარდნას მქონდა... არასდროს ვიფიქრებდი, თუ „მსგავს“ რამეზე ამდენი ნერვიულობა მომიწევდა. -არა, მართლა დარტყმული ვარ რაა.. და უარი რომ მითხრას, მერე სად ჯანდაბაში მივდივარ??-მაგრამ არა, არ მეტყვის... ვუყვარვარ.. გავიფიქრე მე და ჩემს ფიქრებზე გამეცინა. ამასობაში კი ლილეს სახლსაც მივადექი. მანქანიდან სწრაფად გადავედი და ზარი დავრეკე. კარი ილიამ გამიღო და ცოტა აფორიაქდა რომ დამინახა.
-ვაჩე, ხომ მშვიდობაა?? ასე გვიან რატომ ხარ აქ? ბავშვებს დაემართათ რამე?
-არა, არა.. ილია, სერიოზული საქმე მაქვს თქვენთან და იმედია , უარს არ მეტყვით. შევაჩერდი თვალებში და შევამჩნიე, ოდნავ როგორ ჩაეღიმა.
-შემოდი , შვილო. შინ შემიძღვა ილია და ნინოსაც დაუძახა. 2 წუთში უკვე მისაღბში ვისხედით სამივე, მაგრამ სიტყვებს კი ვერ ვუყრიდი თავს.
-მმ.. საიდან დავიწყო არც კი ვიცი... მოკლედ, მე თქვენი ქალიშვილი მიყვარს, ისიც იმავეს გრძნობს... მაგრამ ახლა არ იცის აქ რომ ვარ, თქვენ არ იფირქროთ, რომ ჩუმად ვხვდებოდით ერთმანეთს, არა, მხოლოდ გუშინ გამოვუტყდით ერთმანეთს გრძნობებში , დუდამ კი თავიდანვე იცოდა , რასაც ვფიქრობდი... შეიძლება იფიქროთ, რომ ვჩქარობ, მაგრამ მინდა ლილეს ხელი გთხოვოთ... ახლა ჩემთანაა გურიაში, დუდასთან და ჩემს მეგობრებთან ერთად.. ეს კიდევ ცალკე ისტორიაა..მერე მოგიყვებით, მოკლედ მინდა, რომ ხვალ დილით შევირთო თქვენი ქალიშვილი... თვითონაც არ იცის.. რაღაც სიურპრიზის მაგვარს ვაპირებ.. სიტყვების გადაბმამიჭირდა უკვე ერთმანეთზე ისე ვნერვიულობდი..-ვიცი, როგორც უფრთხილდებით თქვენს ლილეს და ისიც ანალოგიურად გიფრთხილდებათ, ამიტომ არ მინდოდა უნებართვოდ გადამედგა რამე ნაბიჯი და ჯერ თქვენთან მოვედი. აბა რას მეტყვით?? ძლივს დავამთვრე სათქმელი და მომრიმარ ილიას და თვალებაწყლიანებულ ნინოს მივაშტერდი.
-რა უნდა გითხრათ შვილო, ისედაც ვიცოდით , რომ რაღაც მსგავსი მოხდებოდა, თორემ ლილე ისე შენ სვანეთში არ ამოგიყვანდა, უბრალოდ არ გვეგონა, თუ ასე მალე მოატეხავდი რქებს.. თქვა ილიამ და გადამეხვია..-მომილოცავს ჩემო ბიჭო... ღმერთმა ბედნიერები გამყოფოთ. ჩემი ნებართვა გაქვს,მაგრამ ის ახტაჯანა რას იზამს, ეგ უკვე შენზეა დამოკიდებული, მითხრა მან და თვალი ჩამიკრა.
-დათანხმდება.. ჩაილაპარა აქამდე წყნარად მჯდარმა ნინომ... და ამჯერად ის გადამეხვია.
-თბილისში როდის დაბრუნდებით?? მკითხხა ილიამ
-არ ვიცი ილია, რამდენიმე დღე დავრჩებით გურიაში, რომ ბებოს გული არ დავწყვიტოთ.. ჩემი ოჯახი საზღვარგარეთაა და არ მგონია, ხვალამდე მოასწრონ ჩამოსვლა. ამიტომ ჯერ-ჯერობით მხოლოდ ბებო მყავს დამას მინდა რომ გავუზიარო ჩვენი სიხარული, მანამდე ჩემებიც ჩამოვლენ და უკვე მერე გავაკეთოთ დიდი ქორწილი, არ რავი როგორც გინდათ , როგორც ლილე გადაწყვეტს, ჩემთვის ყველაზე მთავარი ხვალინდელი დღეა ... დანარჩენი კი მეასე ხარისხოვანია. უკვე დაწყნარებული ვსაუბრობდი და თვალს არ ვაშორებდი, მომღიმარ ცოლ-ქმარს.
-ნინო, პატარა სათხოვარი მაქვს.. რამე თეთრი კაბა მინდა, სარაფანი , რომ ხვალ ლილემ ჩაიცვას.. არ მინდა მიხვდეს რას ვაპირებ, ამიტომ უბრალო სარაფანი რომ იყოს რა... ოღონდ თეთრი .. და რამდენიმე ხელი ტანსაცმელი.. ჩავილაპარაკე ოდნავ დარცხვენით და ნინოს შევხედე, რომელიც უკვე ლილეს ოთახში იყო და ნივთებს ალაგებდა.
კიდევ 15-20 წუთი გავჩერდი ახვლედიანებთან , დამშვიდობებისას გადამეხვივნენ და წარმეტებები მისურვეს, შემდეგ კი მანქანამდე მიმაცილეს. მეც ღიმილით დავქოქე მანქანა და ელას სახლისკენ დავიძარი.



საათს დავხედე.. სამი ხდებოდა უკვე. ყველას ეძინა, მაგრამ მე რა დამაძინებდა, სანამ ვაჩე არ მოვიდოდა ელასთან და ლუიკოსთან ერთად. ზაზას ვესაუბრე. ნახევარი საათის წინ ჩამოვიდა თბილისში და ჩვენი გეგმაც გავაცანი... სიხარულით ცას ეწია.. მითხრა რომ თავისი მშობლების სახლში წავიდოდა, ბარგს დადებდა, მანქანას წამოიყვანდა და ეგრევე წამოვიდოდა გურიაში. ჩემი გათვლით სადღაც დილის 7 საათისთვის უკვე გურიაში იქნებოდა ზაზაც და აი მაშინ დაიწყებოდა ნამდვილი სიხარული... ყველა საყვარელი ადამიანი გვერდზე მეყოლებოდა... ვერ ვიჯერებდი, რომ ამდენ ბედნიერ სახეს ვნახავდი... როგორც იქნა დუდა და ნიტა ერთმანეთს გამოუტყდნენ გრძნობებში... ლექსო და ნატა შეუღლდნენ... ელას ზაზა ჩამოუვიდა... მე და ვაჩე.... ჩამეღიმა ამის გაფიქრებაზე.... მე და ვაჩე.. ერთად... ცოტა რთული წარმოსადგენი იყო ჩემთვის, როგორი შეყვარებულობა გვექნებოდა... ან ჩემთვის რომ წამოეკრა თავში რამეს, ან მაგისთვის და დავშორებულიყავით?? არაა... მაგაზე არ უნდა მეფიქრა... მაგრამ ის კი ვიცოდი, რომ ჩვენი შეყვარებულობის პერიოდი ბეწვის ხიდზე სიარულის ტოლფასი იქნებოდა... ამ ფიქრებში ვიყავი გართული, როცა მანქანის ხმა მომესმა, თავპირისმტვრევით გავვარდი გარეთ და ლუიკოები რომ დავინახე სიხარულით ცას ვეწიე...
-ნათლიას ანგელოზიიი... ნათლიას ხრუტუნაა... ჩემი ტკბილი გოგოო.... მივვარდი ელას და ბავშვი ხელიდან გამოვტაცე.
-არა უყურე ერთი ამის სითავხედეს.. ამდენი ხანია არ მინახავს და არც კი მიმჩნევს. მოჩვენებითად გაიბუსხა ელა და თვითონვე ჩამეხუტა,როცა დაინახა, რომ ყურადღებას არ ვაქცევდი.
-ეეჰ... მაგას არც მე ვაინტერესებ.. მთელი დღეა საჭესთან ვარ და არც კი შევცოდებივარ.. აბურდღუნდა ვაჩეც.. აუუ ამას სხვანაირად ვეღარ გავაჩუმებდი, მივუახლოვდი, ცერებზე ავიწიე და მოწყვეტით ვაკოცე.
-არა, უყურე ერთი ამათ რა დღეში არიან... ან ბავშვი იცოდეთ, ან ხალხი.. რამ გადაგრიათ... კაცო... იცინოდა ელა. ვაჩემ კი შუბლზე მაკოცა და მას შემდეგ რაც ელა სახლში შევიდა, ყურში ჩამჩურჩულა:
-მომენატრე... ტანში გამაჟრჟოლა... არაა. მაინც ვერ გადავეჩვიე მის სიახლოვეს ნერვიულობას.. ისევ მბურძგლავდა..
-მეც... ვუპასუხე ჩუმადვე და ლუიკო ს ყელში ჩავრგე სახე. რომ ვაჩეს არ შეემჩნია ჩემი აწითლებული ლოყები, მაგრამ რას გამოვაპარებდი, გულიანად გადაიხარხარა და ლუიკო გამომართვა.
-ისე მეც მინდა ბევრი ცალი ესეთი... მითხრა და ბავშვი ხელში შეათამაშა.
-ნელა დარტყმულო, ბავშვი არ დაგივარდეს. შევუღრინე მე.
-ბავშვი არ დამივარდება, მაგრამ ჩემს წინადადებას ნუ აიგნორებ... მეც მინდათქო ბევრიცალი ლუიკოსნაირი.. მითხრა და ეშმაკურად ჩაიცინა.
-ხოდა იყოლიე მერე. ჩავიდადღანე მე.
-ვიყოლიებ კიდეც.იმაზე მალე , ვიდრე შენ წარმოიდგენ . მითხრა ნიშნისმოგებით და სანამ რამეს ვკითხავდი სახლში შევიდა. ბავშვი ელას დაუბრუნდა.-წადით ახლა თქვენ დაიძინეთ, მე აქვე წამოვწვები. თქვა ვაჩემ და თვალი ჩამიკრა. მაშინვე მივხვდი რასაც გულისხმობდა, ზაზას დახვედრახომ სჭირდებოდა. ჩემი ტელეფონი მას დავუტოვე და ლუიკოებთან ერთად მეორე სართულზე ავედი.
-ლილე, ძალინ გიყვარს ხო?? მკითხა ელამ მას შემდეგ, რაც დავწექით.
-კი ელა ძალიან... შენ ხარ ჩვენი კუპიდონი... გამეცინა მე.
-ჰოოო... იცოდე, უნდა გადამიხადოთ ამისთვის. ჩაიცინა მან.
-უკვე მოფიქრებული გვაქვს როგორ უნდა გადაგიხადოთ.. რამდენიმე საათში შენს საჩუქარს გახსნი...
-ვაიმეეე... რას მჩუქნით?? ჩამეკითხა გაფართოებული თვალებით ელა.
-რას და ყველაზე ყველაზე ძვირფას ღვინოს, რომლის მსგავსადაც ვერც ერთი ღვინო ვერ დაგათრობს... ერთ ყლუპსაც თუ მოსვამ, ეგრევე ვარდისფერ ბურუსში გაგდებს თავფეხიანად... ჩავიღიმე ეშმაკურად მე.
-და ახლავე მომეცით მერე, რაღას ვუცდით? ადადღანდა ელა.
-ნუ ხარ გოგო მოუთმენელი.. ჯერ არ მოუტანიათ ... გამეცინა ისევ...-აუ ელა... იცი რა, რაღაცნაირად მეშინია.. ძალიან მიყვარს ვაჩე, იმასაც ძალიან ვუყვარვარ, მაგრამ აი ამ შეყვარებულობის პერიოდის მეშინია.. წეღან ჩემთვისაც ვფიქრობდი, ორივე ძალიან რთულები ვართ და რომ ვერ შევეწყოთ და დავშორდეთ?? აუ არ ვიცი რაა... ამოვიოხრე მე და მძინარე ლუიკოს ვაკოცე.
-ნუ ღელავ, არ დაშორდებით. შეიძლება არცგქონდეთ ეგ შეყვარებულობის პერიოდი. რა იცი.. ამჯერრად ელას ჩაეღიმა.
-მოიცა, რას გულისხმობ??
-არაფერს. ნუ ხარ გოგო შენ მოუთმენელი.. გამომაჯავრა მე . ორივეს გაგვეცინა.. კიდევ ცოტახანს ვისაუბრეთ შემდეგ კი ერთად გადავეშვით სიზმრებისსამყაროში.


დილით ელას კივილმა გამაღვიძა. თუმცა არ შემშინებია, ვიცოდი რაც აკივლებდა. ჩამეღიმა.. აუჩქარებლად ავდექი, ჩავიცვი და დაბლა ჩავედი.. არც შევმცდარვარ ელა ზაზაზე იყო შემოხვეული და სიცილ-ტირილით უკკოცნიდა სახეს. მომღიმარი ვაჩე კი ბავშვთან ერთად ჩემსკენ დაიძრა...
-მგონი გამოგვივიდა სიურპრიზი , როგორ ფიქრობ? ჩაილაპარაკა და შუბლზე მაკოცა.
-ნამდვილად, გავუღიმე მეც და ლუიკოს ვაკოცე. შემდეგ კი ბოლო ხმაზე დავიჭყავლე. -სიძეეე.... შე ძველოო... მასზე ზედ აკრული ელა არ შევიმჩნიე, ისე მოვეხვიე და ყურებამდე გავიკრიჭე.
-ესეიგი ესაა , ხომ ჩემი ღვინო, ყველაზე მათრობელა.. ჩაეცინა ელას.
-დიახ.. დიახ... ესაც შენ საუკეთესო საჩუქარი.


დაახლოებით ნახევარ საათში ყველა მისაღებში ვისხედით და ვსაუზმობდით, თან ვიცინოდით. მაგრამ მე რაღაცნაირად აფორიაქებული ვიყავი...
-ელაა.. მგონი დროა არაა?? გადაულაპარაკა ჩუმად ვაჩემ, მაგრამ მე მაინც გავიგე.
-რისი დრო?? რას გულისხმობთ? დავინტრიგდი მე.
-ეკლესიაში წასვლის ლილე, დღეს გვინდა მე და ლექსომ ჯვარი დავიწეროთ. მიპასუხა ნატამ და თბილად გამიღიმა.
-ეეე რა მაგარიაა... აღმომხდა გაბრწყინებულს და მაშინვე ფეხზე წამოვდექი. -მაშინ დროა მოვემზადოთ. ბიჭები პირველი სართულის სააბაზანოთი სარგებლობთ, გოგოები ზევით ავალთ. გავეცი განკარგულება და თავპირისმტვრევით ავვარდი ზევით. ჯერ გოგონებს დავეხმარე მოწესრიგებაში. ბოლოს კი მე შევედი სააბაზანოში. რომ გამოვედი, ოთახში აღარავინ დამხვდა, თუმცა ჩემი თეთრი სარაფანი, რომელიც გუშინ ვაჩემ ჩამომიტანა და რომლის ჩაცმასაც ნატასთავის ვაპირებდი, ისევ საწოლზე იყო მიფენილი. აზრზე კაკუნის ხმამ მომიყვანა.
-ვინ არის??
-მე ვარ.. გავიგე ვაჩეს ბუბუნა ხმა კარს მიღმა
-პირსახოცით ვარ ვაჩე.. რა გინდა, მანდედან მითხარი. მაგრამ მუჯირმა კარი გააღო.
-ლილე ყველა წავიდა, ჩვენღა დავრჩით მარტო.
-კი მაგრამ სად წავიდნენ?? უჩვენოდ, რატომ წავიდნენ? დავიბენი მე.
-რავიცი, ჩვენს გარეშე გულითაც რომ უნდოდეთ ვერ დაიწყებენ ცერემონიას. ასე რომ ჩაიცვი და დროზე წავიდეთ.
-კი მაგრამ, ეს თეთრი კაბა აქაა დამაშინ ნატამ რა ჩაიცვა?
-თავისი კაბა ჩაიცვა და დამაბარა, რომ ეს შენ ჩაგეცვა.
-ხო, მაგრამ ორივე თეთრ კაბაში ხომ არ ვიქნებით?
-პატარაძალმა ასე დამაბარა და უნდა დაემორჩილო..
-კარგი ხოო.. გადი გარეთ, მოვემზადები უცებ და წავიდეთ.ჩავიბურდღუნე მე და მომზადება დავიწყე. ალბათ 20 წუთი მაინც დამჭირდა. კაბა ჩავიცვი. თუმცა ვაჩეს კაბის შესაფერისი ფეხსაცმლის წამოღება აზრად არ მოსვლია, ამიტომ მუჯირისნაირ კეტებზე შევაჩერე არჩევანი. ცუდი არ გამოვიდა, მუხლს ოდნავ აცილებული მაქმანიანი სპილოსძვლისფერი კაბა, მშვენივრად მოუხდა „ოლსტარის“ კედებს. თმა უბრალოდ გავიშალე.. სახეზე, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და სარკეში ჩემი თავი კმაყოფილმა შევათვალიერე. -მიუხედავად იმისა, რომ ასე სადად ვიყავი, ცხოვრებაში პირველად მომეწონა საკუთარი თავი. გავიღიმე და გასასვლელისკენ წავედი. კართან ვაჩე დამხვდა აყუდებული. მასაც გამოეცვალა ტანსაცმელი. ჯინსის შარვალი ეცვა ჩემნაირ კედებთან ერთად, ზევიდან კი ღია, ცისფერ პერანგი აერჩია, იდაყვებამდე აკეცილი მკლავებით, საიდანაც კარად ჩანდა მისი ნავარჯიშები და დაკუნთული ხელები. გაშტერებული მიყურებდა, გაფართოებული თვალებით და სიტყვის თქმას ვერ ახერხებდა,ინიციატივა მე ავიღე საკუთარ თავზე.
-ვაა... რა ლამაზი ხარ ტოოო........ გავიცინე და მის გარშემო შემოვუარე თვალიერებით.
-არა, მართლა არაა ეს გოგო ნორმალური..გაეცინა ვაჩეს და შუბლზე მაკოცა. შემდეგ კი ყურთან დაიხარა და ჩამჩურჩულა-ულამაზესი ხარ. მე ხელკავი გამოვდე და სკუპაობით ჩავყევი პირველ სართულამდე.. ვაჩემ მანქანის კარი გამიღო და მხოლოდ მას შემდეგ დაიკავა თავისი ადგილი, რაც მე მოვკალათდი.
-ნატამ დამაბარა, ეს თავზე დაიმაგროსო, უკანა სავარძლიდან გამოიღო თეთრი ქრიზანთემებით გაკეთებული გვირგვინი...
-ვაიმე რა ლამაზიიააა.. აღმომხდა მე და ისე რომ სიტყვის თქმა არ ვაცალე თავზე დავიმხე.. გაეცინა ჩემს ქმედებაზე. შემდეგ კი თეთრი ქრიზანთემებისვე გვირგვინი მომაწოდა.. -ისე ჩქარობდა, რომ ეს დარჩა ნატას და წამოუღე რაა..
-კარგი, რა პრბობლემაა,, ვუთხარი მე და თაიგული გამოვართვი...

დაახლოებით 10 წუთში უკვე ეკლესიასთან ვიყავით, ვაჩემ ამჯერადაც იმარჯვა და კარი გამიღო.. ეკლესიაში შევედით და თვალები შუბლზე ამივიდა, როცა ნატა წითელ კაბაში დავინახე. გაოგნებულმა მოვათვალიერე გარემო.. უამრავ ბედნიერ ადამიანს მოეყარა თავი.. ელას -ზაზასთან და ლუიკოსთან ერთად, ლილი ბებო ჩემს ძმასთან ერთად იდგა, ნატა და ლექსო ერთად.. მომღიმარი ოთო და ანდრია კი მღვდელს ამოსდგომოდნენ გვერდში.
-მამაო , აი ჩვენი ნეფე-დედოფალიც მოვიდა.. თქვა ოთომ და ამის თქმაზე აპლოდისმენტების ხმამ გააყრუა იქაურობა. ამ დროის განმავლობაში პირველად შევხედე ვაჩეს. რომელიც იდგა და თბილად მიყურებდა.. ასე თბილად არასდროს არ შემოუხედავს ჩემთვის... მიყურებდა და იღიმოდა...
-ლილე ახვლედიანო, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე, რომ აი ვერ მოვითმენ რა უშენოდ რაა, მეზარება ეს შეყვარებულობანა და კუკუ-დამალობანა და ამიტომ დღესვე მომყვები ცოლად რა, რომ ყოველ დილით შევძლო შენი გაბურძგნული თმის ყურება და ყოველ საღამოს მოგიშალო ნერვები. ჰოო მართლა, მინდა რომ ამჯერად ჩემი მაისურით იტანტალო სახლში და აღრ მინდა, რომ ამაზე თვალს გარიდებდე.. ბოლო წინადადება ყურში ჩამჩუჩულა და როცა ჩემი გაოგნებული სახე დაინახა , მერეღა დაამატა. -შენს მშობლებს ველაპარაკე უკვე და თანახმააა ორივე, დაგირეკავენ თვითონ.. ასე რომ ლილე ახვლედიანო, დღეს შენ ჩემი ცოლი გახდები, ოღონდ არ იფიქრო , რომ ნებართვას გთხოვ. ხომ არ დაგავიწყდა, რომ ერთი კვირა ჩემი ხარ და ის უ ნდა გეკეთებინა, რაც მე მინდოდა, ხოდა დღეს მინდა ცოლად გამომყვე.. და მინდა, რომ ეს ერთი კვირა მთელ ცხოვრებად იქცეს და მინდა რომ განა მხოლოდ შვიდი დღე, არა, მთელი ცხოვრება მინდა ჩემი იყო... ჩაამთვრა ვაჩემ და გამომცდელად შემომხედა.
-დარტყმული ხარ ვაჩე მუჯირო, შენ რა გგონია შემაშინებ? მე უკვე გითხარი, რომ სიტყვას არ გადავალ და შევასრულებ ჩემს დანაპირებს , რადგანაც ყველაფერი უნდა შეგისრულო ამ ერთი კვირის მანძილზე, გამოყვები ცოლად, მაგრამ მერე აზრადაც არ გაივლო ჩემი თავიდან მოშორება. იმიტომ რომ ან ჩემთან იქნები , ან არავისთან გაიგე ბიჭო?? (ბაბულიკური კილოთი ვუთხარი და წარბები ზემოთ ავქაჩე)...
-არანორმალური ხარ.
-შენ დარტყმული... ვცანცარებდით, მაგრამ მხოლოდ ღმერთმა იცოდა, რასაც ვგრძნობდით იმ წამს, მთელი სხეული მიცახცახებდა და ვატყობდი ვაჩეც როგორი აფორიაქებული იყო. -მოემზადე ვაჩე მუჯირო... ამის მერე ყოველი შენი დილა „პადიომ“-ით დაიწყება. გავიცინე მე...
-მაგასაც ვნახავ, ვისი დილა დაიწყება მხიარულად. ჩაიცინა და საკურთხეველთან მიმიყვანა... მიუხედავად ჩემი ცანცარისა, ჯვრისწერისდროს ტირილი ამიტყდა, ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ასე იმექმედებდა ეს საიდუმლო ჩემზე... ვაჩე თბილად მიღიმოდა და ხელს უფრო მაგრად მიჭერდა თითებზე. ჩემი მეჯვარე ნატა კი, მეორე ხელზე მიჭერდა თითებს. ჰაა-- მორჩით ეხლა ტირილს და გავაგრძელოთ კაცო ცერემონია. თქვა ოთომ , რომელმაც ვაჩეს მეჯვარეობა ითავა. და ჯვრისწერის ცერემონიაც გავაგრძელეთ.


ნახევარ საათში ეკლესიის ეზოში ვიყავით. მე კიბის მეორე საფეხურზე დავდექი, რომ თაიგული მესროლა. „გასათხოვარ გოგონები“ კი მხოლოდ ნატა და ლილი ბებო აღმოჩნდნენ, ამიტომ არავის გაკვირვებია, რომ ნახტომში ნატამ იმარჯვვა და თაიგულიც ზარ-ზეიმით დაიჭირა.
-თბილისში რომ ჩავალთ , ჩვენ მერე დავიწერთ ჯვარს.. გადაულაპარაკა ლექსოს და თვალები დაუბრიალა. გულიანად გამეცინა მათ ქცევაზე... ამასობაში, უკნიდან ვაჩე მომეპარა და მუცელზე შემომხვია ხელები. მე ნელა შევბრუნდი მისკენ, ცერებზე ავიწიე და ვუთხარი, ის რასაც ამდენი ხნის განმვალობაში ვფიქრობდი, მაგრამ წარმოთქმას ვერ ვბედავდი.
-მიყვარხარ ვაჩე... თვალებში მივაშტერდი... დავინახე როგორ ჩატეხა ტუჩის კუთხე... აი ისე, პირველად ლაპარაკის დროს რომ ვიგრძენი და მაშინვე შემიყვარდა მისი ღიმილი...
-ვიცი... გამომაჯავრა მუჯირმა და თავის დიდ მკლავებში „ჩამმალა“.............................................

........
ესაც ჩემი პირველი ისტორია <3 უღრმესი მადლობა ყველას, რომ ასსე თბილად მიმიღეთ.. თქვენი თბილი სიტყვები იყო ჩემი სტიმული და მოტივაცია იმისთვიშ, რომ ყოველი მომდევნო თავი უფრო საინტერესო გამომსვლოდა. იმედია, არ გამკიცხავთ იმის გამო, რომ "უკვე" დავასრულე ისტორია,უბრალოდ არ მიყვარს ბანალურად გაწელილი ამბები, და მერჩივნა აქ დამესრულებინა. უახლოეს მომავლაში შემოგთავაზებთ ჩემს ახალ ნაშრომს <3 <3 დიდი სიყვარულით თქვენი ირინა <3 <3 <3



№1  offline წევრი ტომა

ძალიან კარგი იყო, უზომოდ..
ყოველდღიურად პოზიტივით მმუხტავდა, გული დამწყდა რომ დამთავრდა:)
ველოდები შემდეგ ნაწარმოებს
love

 


№2  offline წევრი ირინა

ტომა
ძალიან კარგი იყო, უზომოდ..
ყოველდღიურად პოზიტივით მმუხტავდა, გული დამწყდა რომ დამთავრდა:)
ველოდები შემდეგ ნაწარმოებს
love

ტომაა <3 <3 ძალიან ძალიან დიდი მადდლობა შენ , თითოეული სიტყვისთვის დამესიჯისთვის <3 კი უახლოეს მომავალში დავიწყებ ახალს <3

 


№3 სტუმარი ემი

კარგი გოგო ხარ შენ.... სულ სიცილ-კისკისით წავიკითხე მთელი ისტორია.... ლამაზად წერ და ასე გააგრძელე love

 


№4  offline წევრი ირინა

ემი
კარგი გოგო ხარ შენ.... სულ სიცილ-კისკისით წავიკითხე მთელი ისტორია.... ლამაზად წერ და ასე გააგრძელე love

ემიი <3 <3 ძალიან ძალიან დიდი მადლობა <3

 


№5 სტუმარი lile

vaimeeeee ra kargi iyo au axla vitireb guli ki damcyda ♥♥♥♥ ar minaxixar ar vici vin xar ra xar mara am istoriam sheni tavi shemayvara gogooo:-D:-D ♥♥ velodebi shemdegs uaxloes momavalshi

 


№6 სტუმარი kati

Zalian pozitiuri da kargi iyo.velodebi axal istorias.

Zalian pozitiuri da kargi iyo.velodebi momdevno istorias.

 


№7 სტუმარი darina

Rogori tbili, tkbili da magari istoria iyo, yovel dges mixalisebda, madloba shen aseti tbili da gemrieli istoriis sheqmnistvis, arc me miyvars banalurobebi da amitom.ar vtvli rom male daasrule, martalia cota mewyina damakldebian es gini wyvili, magram ukve velidebi shens axal istorias, warmatebebi.

 


აარ მეგონა შენი თუ პირველი ისტორია იყო ძალიაჯ მომეწონა საოცრად კარგი იყო
--------------------
romantikosi mwerali

 


№9  offline წევრი BvBArMy

Guli damwyda ragacnairad rom damtavrda. :/ imdenad michveuli viyavi am istorias. Dzalian kargi iyo ❤️ Yochag. ❤️ Imedia axali istoriit male dagvibrundebi.
--------------------
I Hate Everything About You

 


№10  offline წევრი Pepper

თბილი და ტკბილი ისტორია იყო <3

 


№11  offline წევრი trisi

Ar mindoda am istoriis damtavrebbaa iseti magariaa yvelaze yvelaze Magariaa <3 axals velodebi ;))
--------------------
Painter

 


№12  offline წევრი ირინა

lile
vaimeeeee ra kargi iyo au axla vitireb guli ki damcyda ♥♥♥♥ ar minaxixar ar vici vin xar ra xar mara am istoriam sheni tavi shemayvara gogooo:-D:-D ♥♥ velodebi shemdegs uaxloes momavalshi

ლილეე <3 მადლობა შენ, რომ ასე ერთგულად ადევნებდი ამ ისტორიას თვალს <3

kati
Zalian pozitiuri da kargi iyo.velodebi axal istorias.

Zalian pozitiuri da kargi iyo.velodebi momdevno istorias.

დიდი მადლობა <3 <3 მალე შემოგთავაზებთ ახალ ისტორიასაც <3

trisi
Ar mindoda am istoriis damtavrebbaa iseti magariaa yvelaze yvelaze Magariaa <3 axals velodebi ;))

ტრიის <3 <3 დიდი მადლობა შენ <3 ძალიან საყვარელი ხარ <3

BvBArMy
Guli damwyda ragacnairad rom damtavrda. :/ imdenad michveuli viyavi am istorias. Dzalian kargi iyo ❤️ Yochag. ❤️ Imedia axali istoriit male dagvibrundebi.

დიდი მადლობა, რომ ასე ერთგულად ადევნებდი თვალს <3 კიი კიი აუცილებლად მადლე დაგიბრუნდებით <3

 


№13  offline წევრი gvanciii kereselidze

Aimeee rakagiii iyoo...momeewonaaa
--------------------
G.ke

 


№14  offline წევრი milangirl

ძალიან მომეწონა. ძალიან თბილი, ტკბილი და პოზიტიური ისტორია იყო. დიდი სიამუვნებით ვკითხულობდი ხოლმე. გული დამწყდა რომ დამთარდა, მაგრამ იმედია მალე დაბრუნდები.

 


№15 სტუმარი stumari #77

ძალიან კარგი ისტორიაა, საოცრად ხალისიანი, უზომოდ ვისამოვნე, მადლობთ.

 


№16  offline წევრი ირინა

stumari #77
ძალიან კარგი ისტორიაა, საოცრად ხალისიანი, უზომოდ ვისამოვნე, მადლობთ.

didi madlobaa❤️❤️❤️❤️

milangirl
ძალიან მომეწონა. ძალიან თბილი, ტკბილი და პოზიტიური ისტორია იყო. დიდი სიამუვნებით ვკითხულობდი ხოლმე. გული დამწყდა რომ დამთარდა, მაგრამ იმედია მალე დაბრუნდები.


maqsimalurad vecdebi rom rac sheifeba male dagibrundet axali istoriit❤️❤️❤️❤️

 


№17  offline წევრი lamazmani

dzalian magari istoria iyo ai dzalian sayvareli tbili tkbili da yvelanairi rac ki kargia ai martla dzalian magari iyo mara ar mindoda rom damtavrebuliyo dzalian magari iyo veli shens axla istorias male dabrundi dzaan magari gogo var momenatreba martla es istotia vache dzaan momenatreba da masze dzaan duda male dabrundi axali istoriit❤❤❤❤❤❤❤❤

 


№18  offline წევრი შამხათი

გავგიჟდი მართლა! ყოჩაღ და ყოჩაღ შენ! საოცრად თბილი ისტორია იყო, მშვენიერი დებიუტი გქონდა ამ საიტზე. მინდა რომ კიდევ გაგვანებივრო ასეთი საყვარელი ისტორიებით. love

 


№19  offline წევრი ირინა

<3 დიდი მადლობა ყველას <3 მინდა გითხრათ, რომ დაგიბრუნდით უკვე ახალი ისტორიით :) და იმედია მალე დაიდება და მოგეწონებათ <3 <3

 


№20 სტუმარი Xatia

Arachveulebriviaa ^_^

 


№21 სტუმარი lile

shegvatyobine mere istoriis saxeli axals ro dadeb nu sanam dadeb ro mivxvdet :-D♥♥♥♥♥♥

 


№22  offline წევრი ტომა

lile
shegvatyobine mere istoriis saxeli axals ro dadeb nu sanam dadeb ro mivxvdet :-D♥♥♥♥♥♥

დაიდო უკვე ირინას ახალი ისტორია "გავისეირნოთ?! გარე განათება ჩაქრა....."
ქვია.

 


№23 სტუმარი Lile

Vui ra kargia madloba

 


№24 სტუმარი Guest Lia

Zalian kargi da tkbili istoriaa
Aseti gemrieli wasakitxi istotia mindaaaaaaa sxva

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent