შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამაბრუნე სამოთხეში 1(უსასრულო ღამე)


8-03-2016, 23:20
ავტორი Soow
ნანახია 2 033

ქუჩის ბოლოს სინათლეს მოვკარი თვალი,კიდევ უფრო მოვუმატე სირბილს.მივრბოდი ფეხშიშველი გაყინულ ასფალტზე,მივრბოდი მთელი ძალით.რატომ მივრბოდი სინათლისკენ? განა ეს დამიბრუნებდა ჩემს ძველ ნათელ ცხოვრებას?განა ის შუქი გაანათებდა ჩემს გულს? არა! იგი კიდევ უფრო მეტ შუქს მოფენდა ჩემს უბედურებას.გამკრთალებულ შუქს თვალი მოვწყვიტე ,და მივხვდი რომ ამოუცნობი ძალა თვითონ მკარნახობდა ქმედებებს. ხიდზე ვიდექი ღამის ოთხი საათი იყო,ამ ისედაც მიტოვებულ რაიონში ისედაც იშვიათად თუ გამოივლიდა ტრანსპორტი,ღამის ოთხ საათზე კიჩემნაირი უბედური ადამიანის გარდა გარედ არავინ იქნებოდა.
ხიდის მოაჯირზე შევდექი ,ქვემოთ ჩავიხედე,თვალები დავხუჭე და შევეცადე ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი მომენტები გამეხსენებინა.
ჯეშტის გრეხისა და შუშის მსხვრევის ძლიერმა ხმამ შემაკრთო და მოაჯირიდან გადავვარდი,ოღონდ წამიერი ფრენის მაგივრად,დაცემა ვიგრძენი სველ ასფალტზე.
-რა იღბლიანი ვარ !-ჩავილაპარაკე ირონიულად და თვალებიდან ცრემლები წამომცვივდა.უკან მივიხედე და და ხიდის შემტვრეული მოაჯირი დავინახე,აქეთ იქეთ მანქანის დამტვრეული ნაწილები ეყარა.
-რა უსამართლობაა ! -ჩავილაპარაკე და ხიდის მეორე მხარეს გავიქეცი და ქვემოთ ჩავიხედე. მანქანა ბოლომდე ჯერ არ ჩაძირულიყო და მისი ნაწილი წყანს ზემოთ წივტივებდა,და ნელნელა ქვემოთ მიდიოდა.
არ ვიცი ეს უკვე რატომ გავაკეთე,მაგრამ გადავხტი.ჩემპიონი არ ვყოფილვარ ცურვაში მაგრამ,ზღვისპირა ქალაქში ვიყავი გაზრდილი და წყალში თევზივით ვგრძნობდი თავს.მანქანის მარცხენა მხარეს მივედი,გაუმართლა მას ვინც შიგნით იყო,რომ მანქანა ბორბლებზე გადმოტრიალდა და კარის გაღებას უფრო იოლად შევძლებდი.
მკრთალი სილუეტი განწირულად ფართხალებდა მანქანაში,საცაა გული უნდა წასვლოდა,კარი გავაღე და და გარეთ გამოვათრიე.როცა ამოვყვინთეთ გონება დაკარგული ჰქონდა, ნაპირამდე კი ნამდვილად ვერ შევძლებდი მის გაცურებას.
-მიშველეთ-რამოდენიმეჯერ ვიყვირე,თუმცა შველის იმედი არ მქონდა.
შევეცადე წყალშივე გამომეფხიზლებინა,ახალგაზრდა მამაკაცი,და უხეშათ დავიწყე მისი ნჯღრევა.
-ააა,!-გამოფხიზლდა კაცი-მე .. მე ძალიან დიდი მადლობა და დიდი ბოდიში,თქვენი სიცოცხლე საფრთხეში არ უნდა ჩაგეგდოთ-დაიწყო უსასრულო მადლობების გადახდები.
-ბოლოს შევამჩნიეთ რომხიდზე რკინის კიბე იყო მიმაგრებული,და ისევ ხიდზე ავედით,იმ საზარელ ადგილას დაბრუნება არ მინდოდა,მაგრამ სხვა გზა არ მქონდა,აქ რამდენი ხანიც არ უნდა დავრჩენილიყავი,მაინც ვერ დავიხრჩობოდი.ირონიულად ვახსენებდი ჩემს თავს რა უბედური ვიყავი და როგორ არაფერში მიმართლებდა.
მხოლოდ ხიდზე ასვლის შემდეგ მოვკარი თვალი ასპალტზე დაგდებულ ყვითელ ემბლემას ,რომელზეც ცხენის გამოსახულება ეხატა და ქვემოთ შავი ასოებით ეწერა "Ferarri".
"ო,ახლა ეს კაცი ნამდვილად გადაირევა!" ვიფიქრე მე და ვეცადე იქაურობას მოვრიდებოდი.
-სად მიხიდართ ! -ნებას არ მოქცემთ ასეთ მდგომარეობაში წახვიდეთ,მარტო.
-როგორ მდგომარეობაში? იმას გულისხმობთ რომ სველი ვარ? არაუშავს ისედაც ფეხით მივდიდოდი.
-ვიცი მე თქვენ სადაც მიდიოდით!-უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა და ხელზე ხელი წამავლო.
-მისმინეთ ბატონო ძალიან მინდა რომ მარტო დავრჩე ! თქვენი მადლობები მიღებულია.
-მომეცი უფლება რომ სიკეთე აგინაზღაურო.-გულწრფელი თვალები ,მომაშტერა და ვერ შევძელი შევწინააღმდებოდი.
ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და გაიღიმა,ეკრანმა სახე გაუნათა.
-მადლობა რომ წყალგაუმტარი ტელეფონებიც გამოუშვით!-თითქოს ვიღაც მის ნაცნობს უხდიდა მადლობას .
-ნიკ? ნიკ ავარიაში მოვყევი! მანქანა ჩაიძირა და გთხოვ გამოუშვი ვინმე მეორმოცდაათე გზადკეცილის გაყოლებაზე,ძველ ხიდთან.... კარგად ვარ ! .... არ არის საჭირო სასწრაფო დახმარების მანქანა !
მერე მოგიყვები.
ტელეფონი გათიშა.
-სამშვიდობოს ვართ -მითხრა და გამიღიმა.
მე კი ისევ ჩემი ძალნატანევი ღიმილი დავანახე და გვერძე გავიხედე რომ ისევტირილი არ დამეწყო.ცოტახანში თვალი შევაპარე და დავინახე,როგორ მიყურებდა.
"ესღა მაკლდა ახლა უკვე სიცოცხლეს ძლივს გადარჩენილებსაც კი ვეცოდები."გავიფიქრე და ბრაზი,სევდა,სირცხვილი ყველაფერი ერთად მომაწვა.
-ამას რატომ აკეთებდით? მკითხა ის კითხვა, რომლისაც ყველაზე მეტად მეშინოდა.
-ამას თქვენთვის მნიშვნელობა არააქვს ! დიდი მადლობა რომსახლამდე მიგყავართ ! -ცოტა უხეშად გამომივიდა,მაგრამ ამაზე სულ არ ვდარდობდი.
-პირიქით მადლობა თქვენ ! -თვალები ამარიდა,თითქოს მიხვდა რომ ჩემთვის კიდევ რამის შეკითხვას აზრი არ ჰქონდა.
მანქანამ მალე მოაკითხა,ახლა აღარ გამიკვირდა მისი მანქანის ჩაძირვაზე არანაირი რეაქცია რომ არ ჰქონია.უხერხულად ჩავჯექი ჩემი სველი და დასვრილი ტანსაცმელებით მანქანაში.
-სერ ! კარგად ხართ ! -შეეკითხა მძღოლმა!
-არ ინერვიულო რობი არაფერი მიჭირს.სასტუმროში წავიდეთ!
-როგორ სახლში არ დაბრუნდებით?-შეეკითხა როჯერმა.
-გველების სოროს თუ გულისხმობ მაშინ არა !

გამიკვირდა არც კი უკითხავს ,ჩემი მისამართი.ამიტომ მე თვითონ ვუთხარი რომ აქვე ვცხოვრობდი,მართალია მისამართი არ მქონდა და საერთოდ არც სახლი არ მქონდა. ჩვიდმეტი წლის გოგოსთვის ცოტა არ იყოს არაბუნებრივად ჟღერდა.ჩემს ნათქვას იგნორი გაუკეთა. ნუთუ ვერ გაიგონა? თუ სამდე სხვაგან აპირებს ჩემს წაყვანას?
-სერ ,უკაცრავად აი აქ გამიჩერეთ ! -რაღაც დასახლებულ კორბუსს მოვკარი თვალი , და გადავწყვიტე რომ ადვილად დამიჯერებდნენ და შემეშვებოდნენ.
სრული იგნორი მივიღე ჩემს თხოვნაზე.მერე განცვიფრებული სახე მივიღე და უფრო ხმამაღლად ვიყვირე რომ ჩემს სახლს გაცდნენ.
-გგონიათ ისევ მარტო დაგტოვებთ რომ თქვენ თავს რამე დაუშაოთ?
-მისმინეთ სახლში დედა მელოდება,ისედაც ჭკუაზე არ იქნება ჩემი სულელური საქციელით, მე მას ჩანაწერი დავუტოვე და ამბათ ახლა ან მეძებს და ან გულშეწუხებული გდია სახლში.
ესეც ვიცრუე რადგან დედა მორგში იწვა.მის ხსენებაზე კიდევ უფრო მომედო ცეცხლის ალი გულზე თვალებიდან ცრემლები წამომცვივდა.
-მაშინ რატომ აკეთებდით ამას თუ დედაზე ნერვიულობთ?-ხმას აუწია და გაღიზიანებული ყვიროდა.
-ეგ თქვენი სადარდებელი არ არის სერ უბრალოდ მანქანა გამიჩერეთ!
ტელეფონი მომაწოდა და მითხრა რომ დედასთვის დამერეკა.ამაზე კიდევუფრო მეტად ავნერვიულდი ,და ლამის კივილი დავიწყე .ბოლოს მანქანაც გამიჩერეს და უკან მოუხედავდ გადავხტი მანქანიდან და გავიქეცი. არ ვიცოდი სად მივრბოდი, ვისთან.
ბოლოს უახლოეს სკვერში შევედი,და ხის სკამზე ჩამოვჯექი!
-ყველაფერი დაკარგე სიამაყის გარდა,და ეგ სიამაყეც მალე დაგღუპავს.
ეს პირველი ღამე იყო გარეთ: ცივი,სუსხიანი და წვიმიანი.გარეთ ზამთარი იყო,მე კი ფეხშიშველი ,მოკლე ,გრძელმკლავიანი ,თხელი ,შავი კაბის ამარა წამოვწექი გრზელ სკამზე და თვალები დავხუჭე.
რისი იმედი მქონდა ნეტა, რომ დამეძინებოდა?
ვიხსენებდი ძველი სახლის სითბოს,მამას ჩახუტებას,დედის ღიმილს ,ჩემი პატარა ძამიკოს და დაიკოს კისკისს და თამაშს.
-ღმერთო რატომ გამომაგდე სამოთხიდან? რა დავაშავე ასეთი?-კანკალით ვლუღლუღებდი.
- ყველაფერი ზუსთად ხუთ თვეში განადგურდა.-ვუყვებოდი ჩემს თავს- პირველად ჩემი პატარა ძამიკო დაიღუბა,სკოლის სახურავხზე აძვრა ! მისმა ცნობისმოყვარეობად მაღუპა მაგრამ მერე მთელი ოჯახი თან წაიყოლა.პატარა დაიკო ამ ყველაფერს მისი თვალებით უყურებდა, და სამ კვირაში ნერვული შეტევა დაემართა მისი გული პატარა დატვირთვებსაც ვერ უმკლავდებოდა,ამხელა სტრესსა და საშინელებას როგორ შეეჭიდებოდა მისი პატარა გული?-ვკანკალებდი,მთელი სახე დამმანჭვოდა და ცრემლები ერეოდა,ჩემს თვალებზე დაწვეთებულ წვიმის წვეთებს.-მერე?! მერე მამა წავიდა-ვაგრძელებდი ჩემი თავისთვის ამ საშინელებების გახსენებას,და ვფიქრობდი რომ ყველაფერს გავცემდი რაც დამრჩენოდა ვიღაც რომ ჩამხუტებოდა,ჩემი გასაჭირი მოესმინა და დავემშვიდებინე.-მამა ავარიაში გარდაიცვალა,სამთვეში დედას კიბო აღმოუჩინეს და ორი კვირის სიცოცხლე დარჩაო პირში მომახალეს.ყველაფერი გავყიდე სახლი,მანქანები,მაღაზია ჩემი ტანსაცმელებიც კი მეორადებში ჩავაბარე.მართალია დედას კიდევ თვე ნახევარი სიცოცხლე ვაჩუქე მაგრამ,მან მაინც მიმატოვა! წუხლ დამტოვა !-კიდევ უფრო ავკანკალდი ახლა უფრო ნერვებისგან და ბოლოხმაზე ვიყვირე- თქვენ რა მაცინით ?!
ერთი ნათესავიც კი არ მყავდა გერმანელი დეიდას გარდა,რომელსაც ვიცნობდი.და ისიც თავშესაფარში ცხოვრობდა მისი მეუღლის დაღუპვის შემდეგ!

ცოტახანი უემოციო სახით ვიჯექი სკვერში , მერე კი უკნიდან ვიღაცის თბილი ხელი შემეხო.შევკრთი,უკან მივიხედე და ჩემნაირი ადამიანი დავინახე.მოხუცებული კაცი,ჭუჭყიანი სველი ტანსაცმელები ეცვა.მარცხენა ხელში გაღლეტილი ქოლგა ეჭირა.ირონიულად ჩამეცინა,ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ მე ვუყრიდი ასეთ ხალხს ცურდას,ახლა კი ...

-გაცივდები შვილო ! -მითხრა თბილად და თავით მანიშნა წამომყევიო.
წესით უნდა შემშინებოდა,მაგრამ საკუთარი გამოცდილებიდან მივხვდი რომ ასეთი ადამიანი არაფერს არ დამიშავებდა.
-მირჩევნია მარტო დავრჩე -ვუთხარი უემოციოთ.
-გადახურულში წამოდი,იქაც მარტო იქნები არ ინერვიულო.-თბილად გამიღიმა და მისი აელვარებული,კეთილი თვალები შემომანათა.
უსიტყვოდ ავდექი მადლობა თვალებით გადავუხხადე და წავყევი.
ძველი მიტოვებული რესტორნის, ვერანდა კაფეში შევედით ,ჩალეწილი შუშებიდან,ქარი და წვიმა შემოდიოდა,ბეტონზე ცეცხლის კვალი დარჩენილიყო,ალბათ ეს კაცი აქ უკვე დიდი ხანია აფარებდა თავს. კუთხეში კარდონები და ჭველი ჭინჭები იყო მიფარებული!კაცმა მეორე კუთხეში გადაანაწილა ჩემთვის ,როგორ ცდილობდა რომ შედარებით სუფთა ნაჭრები ჩემთვის მოეცა.ხელი მხარზე დავადე
-საკმარისია,ესეც მეყოფა,დიდი მადლობელი ვარ თქვენი.-სევდიანად გავუღიმე და იმ ჭინჭებში შევძვერი.
- ო ! ღმერთო ჩემო თქვენ ფეხზე არ გაცვიათ რა უყავით თქვენი ფეხსაცმელები?
-მე ისინი გავიძრე სანამ სირბილს დავიწყებდი.
-სირბილს? ამითგათბობას ცდილობდით?
-არა! ამას მნიშვნელობა არ ააქვს! - მე ისინი საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ გავიზრე და ქუჩაში ფეხშიშველმა დავიწყე ხეტიალი .
-კარგი !-ჩაილაპარაკა ხვნეშით თან ცეცხლს ანთებდა-ასეთი პატარა გოგო როგორ მოხვდით აქ ? მე ყველა უსახლკაროს ვიცნობ თითქმის,მაპატიეთ თუ რაიმე შემეშალა,იქნებ თქვენ სულაც არ ხართ უსახლკარო.
-არაფერი შეგშლიათ ბატონო! მე უსახლკაროც ვარ და უპატრონოც.
-რის გაკეთებას აპირებთ?
-არ მინდა რომ ნარკომანი და მეძავი გავხვდე, რამდენად შესაძლებელია ეს ჩემთვის?
-ყველაფერი შესაძლებელია როცა ენერგიით სავსე და ახალგაზრდა ხარ!თუ ახლა არ მიიღე სწორი გადაწყვეტილება სიბერეში ჩემნარად დარჩები.
-მე არ ვიცი რა იქნება ჩემთვის სწორი გადაწყვეტილება!
-აი , მისმინე,მე შემიძლია დაგეხმარო! მაგალითად ფული გასესხო,ნორმალური ტანსაცმელი იყიდე და მუშაობა დაიწყე.ჯერ ალბათ ყველაზე მცირედიდან დაიწყებ! მეხუთე ხელფასზე ცემი ფული დამიბრუნე შეიძლება მანამდე მომაკითხოს ჩემმა შვილმა და ეგ ფული საჩუქრად დაგრჩეს ჩემგან.
-არა ! მე თქვენგან ფულს ვერ ავიღებ ! -საშინლად შემრცხვა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდა რა საცოდავი ვიყავი.
-კარგი მაშინ,რამდენიმე კვარტალში აქედან ბორდელია , იქ მოგიწევს მუშაობა ! დახმარების ხელს რომ გიწოდებენ მიიღე !
-თქვენი აზრით ჩვიდმეტი წლისას სად მიმიღებენ?-უნებლიედ ცრემლები წამომცვივდა.
-მიმტანად, კურიერად,დამლაგებლობა სჯობს იმას რაც წინ გელოდება თუ არ იშრომებ.
-თქვენ თქვით რომ ! თქვენსავით გადავიქცეოდი სიბერეში თუ კი სწორ გადაწყვეტილებას არ მივირებდი,რას გულისხმობდით?
-იმას რომ მეც არ ვიკადრე შრომა!ჩემი ცხოვრება ძღაპარივით იყო, ბევრი ქალები,ფული,სასმელი. მაგრამ ეს ყველაფერი ბინძური იოლად ნაშოვი ფული იყო რომელსაც სისხლისა და ცოდვების სუნი ასდიოდა და არა ოფლისა და შრომის.ახლა ერთ-ერთი ჩემი ქალისგან ,მისი სახელიც კი არ მახსოვს შვილი მყავს რომელიც ადვოკატია და სახლიდან გამასახლა!
-კი მაგრამ ის ხომ თქვენი შვილია? როგორ დაგტოვად ქუჩაში?
-ისე მომექცა როგორც მე მას ,ყველაფერი სამართლიანადაა! მეც ხომ ბედის ანაბარა მივატოვე ის ჯერ კიდევ დედამისის მუცელში.

რამდენიმე საათიანი ლაყბობის შემდეგ ორივეს ჩაგვეძინა.დილას კაშკაშა მზემ გამოანათა და ჩემსავითუგუნებო ამინდი სადღაც გამქრალიყო. ჩემი შემფარებელი უკვე ამდგარიყო თავისი "საწოლიდან". თავთან მედო ძველი ქურთუკი და დახეული ბოტები.ქურთუკის ქვემოთ კი პლასტმასის კოლობში ჩაყრილი უამრავი ხურდა და პატარა წერილი.
"ფული აიღე თორემ,სხვა მაწანწალები წაიღებენ.
მისტერ რობინ მაკვაიერი."

ყველა ის დახეული ტანსაცმელი ჩავიცვი რაც ჩემთვის ჰქონდა განკუთვლნილი მისტერ რობინს ,ფული ავიღე და გარედ გავედი.
პირველად შეძლებისდაგვარად ყველაზე თბილი და ყველაზე იაფიანი ტანსაცმელი ვიყიდე.ერთ ერთი სუპერმარკეთის სააპირფარეშოში თავი მოვიწესრიგე და გამოვიცვალე.მყარად მქონდა გადაწყვეტილი რომ დღესვე ვიშოვიდი სამსახურს რადაც არ უნდა დამჯდომოდა.
ამოვიარე,ყველა კაფე ,ყველა საღონისძიებო დაწესებულება,პიცერიები,მიმტანის სერვიზები.არსად არ იყო ჩემი ადგილი საბუთების გარეშე.უკვე შუადღე იყო და ძალამიხდილი ვიყავი,ტროტუარზე მყოფ გრძელ სკამზე ჩამოვჯექი და ვფიქრობდი იქნებ ვინმე ნაცნობს მივეღე სამსახურში,იქნებ დამლაგებლად მაინც? ან მეეზოვეთ?

-ამას ვის ვხედავ! -მომესმა ნაცნობი ხმა.-რამდენი გეძებე შენი სახელიც კი არ ვიცი,გუშინ სიკვდილის გადამარჩინე მე კი შენი სახელიც არ ვიცი,და ნება მოგეცი ერთი უბანი ბეხშიშველს გეარა.
-არაუშავს -ვუთხარი მე -მიშელი მქვია-ჩავილაპარაკე სევდიანად.
-მიშელი! ლამაზად ჟღერს -მე სემი ვარ !-გვერდზე ჩამომიჯდა და ჩემი თვალიერება დაიწყო.
ალბათ ჩაცმულობით მიხვდა რომ ფულის ან გემოვნების დეფიციტი მქონდა.
-მიშელ,ჩემი სული ვერ მოისვენებს თუ კი რაიმეთი არ გამოვხატე ჩემი მადლიერება!
-სერ თქვენ უკვე გამოხატეთ!
-ძალიან გთხოვ როცა სერს მეძახი თავი მამაჩემი მგონია,და ეს მაღიძიანებს.ჩემთვის ეგ არ არის საკმარისი.რა გინდათ? რას ითხოვ თქვენი გული? იქნებ ცოტა ოდენი თანხით დაგეხმაროთ? -უხერხულად მეკიტხებოდა ის.
-არა ! ნამდვილად არ მინდა ! ეს ცოტათი შეურაცმყოფს!
-მაპატიეთ ! შეიძლება ... მაპატიე შეიძლება გავიგო რამდენის ხართ?
-ჩვიდმეტის.
-ახლა სკოლაში არ უნდა იყო?-სახე შეეცვალა.
-ასე მოხდა რომ...
- რა რომ?
-ის რომ...
- შემიზლია სამსახური შემოგთავაზო!
- მმმ , ალბათ დავთანხმდები, უბრალო სამსახური მჭირდება.ძალიან დამავალებთ თუ კი დამეხმარებით-სიამაყეზე გადავაბიჟე და დახმარება მაინც ვსთხოვე,ალბათამიერიდან ეს ჩემი ჩვევა გახდებოდა.
- რა განაწყობა! მაგრამ იცოდე კარგად ისწავლე- ლოყაზე მიჩქმიტა,მერე უხერხულად შეიშმუშნა მიხვდა რომ არც თვითონ იყო დიდი ბიჭი,იმდენად დიდი რამდენადაც თვითონ ეგონა თავი,ისევ ბოდიშის გადახდა დააპირა ასეთი შეუფერებელი საქციელისთვის თუმცა თემა სხვა რამეზე გადავიტანე.
-თქვენ რითი ხართ დაკავებული?-შევეკითხე მე.
-ჯერჯერობით ქველმოქმედებით! ალბათ მალე მეც მომიოწევს საკუთარი საქმის წამოსწება.
-ქვველმოქმედებით!? ყოჩაღ!
-ხო მე ყოველთვის მზად ვარ დავაბრუბნო ხალხი სამოთხეში.-ჩაიცინა და გზა გააგრძელა.



№1 სტუმარი mariami

kargiaa! Tuaq gagrdzeeleba gaagrdzele

 


№2  offline წევრი Soow

რათქმაუნდა აქვს მეორე თავი უკვე დადებულია საიტზე.

 


№3 სტუმარი მიკა

ხალხო,უაზრო ისტორიების წერას,ჯერ გრამატიკის წიგნი რომ გადაშალოთ,არაა? მეორმოცდამეათე რა უბედურებაა?:დდ

 


№4  offline წევრი Soow

დიდი მადლობა კრიტიკისთვის. გარწმუნებთ რომ ყველა ჩემი შეცდომა ტექნიკურა, მართალი ხართ როცა გადავიკითხე უკვე დამატებული მქონდა და ძალიან ბევრი შეცდომები მაქვს დაშვებული, სჯობდა დადებამდე გადამეკითხა. ძალიან გთხოვთ დამიტოვეთ ერთი ისტორია მაინც სადაც შეცდომები არ არის და მერე გააკრიტიკეთ ჩემი გრამატიკა. კლავიატურაზე წერა ძალიან რთულია, მერწმუნეთ ხელით რომ გიწერდეთ ერთ შეცდომასაც ვერ ნახავდით !
მიკა
ხალხო,უაზრო ისტორიების წერას,ჯერ გრამატიკის წიგნი რომ გადაშალოთ,არაა? მეორმოცდამეათე რა უბედურებაა?:დდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent