შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირადი ცხოვრება თუ კარიერა? (თავი 8)


8-03-2016, 23:22
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 832

ლიფტის გამოძახებისას არასდროს ეგრძნო მსგავსი მღელვარება..ეს? ეს უბრალოდ საოცრება იყო,რაღაც არაამქვეყნიურთან ასოცირდებოდა...ავიდა მითითებულ სართულზე,მაგრამ გაშეშდა,გაშეშდა კარებთან,ძალა მოიკრიბა,ძლიერად ჩაისუნთქა და შემდეგ ისევ ამოისუნთქა..გრძნობდა,რომ ხელის გულები უოფლიანდებოდა,სიცხე უწევდა,წნევაც არ ემორჩილებოდა...სოსო ეგოისტი იყო,უყვარდა გაგიჟებით,უყვარდა ყველაფრის დათმობით..უბრალოდ უყვარდა,უყვარდა ეკას მთელი არსება,მისი თითეოული უჯრედი,მასთან უნდოდა,მისი ყურებაც კი ბედნიერს ხდიდა ბიჭს..ეს გრძნობა მისთვის უცხო იყო,პირველად განიცდიდა მსგავს რამეს,პირველად გრძნობდა,რომ აღმაფრენას ეცემოდა,პირველად გრძნობდა,რომ ის არ იყო ის...სიყვარული ადამიანს გარდაქმნის ხოლმე...ჰო,ასეა...ნამდვილად ასეა!
ქეჩას დააბიჯა ფეხი,ისევ ძლიერად ჩაისუნთქა,მაისური გაისწორა და ზარი დარეკა,დარეკა ყველაზე მღელვარედ,ცხოვრებაში ყველაზე მღელვარედ...
-ვინ უნდა იყოს? ვინმეს იცნობ აქ?-გაუკვირდა სალომეს.
-არა,საიდან?-ნონამ გახედა დაქალებს და კარებიკენ გაიხედა..-მეზარება..ეკა,მიდი რა..-გაუღიმა დაქალს და წვენის სმა განაგრძო.
-კარგით,ზარმაცებო!-სიცილით წარმოთქვა და კარებისკენ წავიდა.
-ვინ არის?-არც გაუხედავს ისე თქვა..კარს მიღმა ვინ იცის,რა დაემართა სოსო...ეკას ბევრი არ უცდია,კარი გააღო და უკან შეხტა..არ ელოდა მას,სახეზე ხელები აიფარა და მდუმარედ გავიდა თავის ოთახში.სოსო სახტად დარჩა,სახლში შევიდა,ნონა და სხვა გოგონები შეათვალიერა,ყველა გაკვირვებით უყურებდა ბიჭს,ნონაც აღტაცებულ სახეს იღებდა..
-გაგექცა?-ბოლოს სიჩუმე ნონამ დაარღვია.
-დაუძახე და უთხარი,რომ არ წავსულვარ..
-ვერ დაგინახა თუ?-ირონიით ჰკითხა ბიჭს და გოგონებს,ანიშნა წავიდეთო.
-მარტო მტოვებთ?-წარბი მაღლა აეწია სოსოს.
-რა იყო? შეგჭამს?-კილო არ შეუცვლია ნონას,ისე გავიდა.
-ეკუნ...-სოსო დივანზე დაეშვა და სახეზე ხელები აიფარა...-მომენატრე და არ წავსულვარ..მაპატიე,რომ არ წავედი..მაპატიე,რომ...-ენა დაება,რადგან ამ დროს კარი ეკამ გამოაღო..
-გაპატიო,რომ ეგოისტურად გიყვარვარ?-სიცილი აუტყდა გოგონას.
-ჰო,მაპატიე,რომ...
-რატომ არ წახვედი?-წინ აესტევა და მკაცრად ჰკითხე.
-ვერ წავედი..
-რატომ?
-მიყვარხარ...შენს გამო,შენს გამო,რადგან საშინლად მენატრები..შენს გარეშე ცარიელი ვარ,სული არ მაქვს თითქოს.
-პოეტურია.
-ანუ?
-უბრალოდ გაიხადე და საცურაოდ წამოდი...-ბალიში თავში ესროლა და კისკისით გავიდა კარებიდან.
-ეკუნ,ვგიჟდები შენზე.
-ცურვაში შევეჯიბროთ რა-მასთან ახლოს მივიდა და ხელზე ჩამოეკიდა.
-ეს უკვე მომწონს..არ მაკოცნინებ?
-თუ გამასწრებ,კი-თვალი ჩაუკრა და ბიჭის ხელი,რომელიც მის წელზე იყო,მოიშორა.
-მკაცრი გოგო ხარ..
-შევეჯიბროთ..ბალონამდე რა მანძილიცაა მაგდები ორი უნდა გავიაროთ,კარგი?
-რამდენი? რომ დამეხრჩო?
-ვნახოთ ვინ ვის დაეხრჩობა-ხარხარებდა გოგონა.
-კარგი,ჩემო...
-გიჟი ხარ!-ლოყაზე უჩქმიტა და ზღვისკენ გაიქცა.
-დაგიჭერ-ნაპირთან დაიჭირა ეკა და ხელში აიტაცა..გოგონა ხარხარებდა,სოსო არ უშვებდა...
-მეღუტინება-მუცლიდან იშორებდა მის ხელებს...
-არაა...ღირსი ხარ.
-ვნახოთ,აბა...დავნაძლავდეთ-ძლივს გაუსხლტდა ბიჭს ხელიდან..
-ანუ თუ მე წავაგე,შენი კოცნა ახდება და თუ შენ წააგე,ერთი კვირა კოცნა აგეკრძალება...
-აუ,რა ცუდია..ანუ უნდა მოვინდომო..
-კარგი,მოვემზადოთ..-ხელები ასწია ეკამ და კაბა პირდაპირ გაიძრო-წავედით-გაიქცა ნაპირისკენ.
-მოვდივარ-აედევნა სოსო...
-ერთი ..ორი..სამი..წავიდა..-ორივე მოსწყდა ადგილს...ერთი ბალონი და ოდნავ შეჩერება,შემდეგ კიდევ იმდენივე მანძილი,თავიდან თანაბრად მიდიოდნენ,შემდეგ ეკამ გაუსწრო,შემდეგ სოსომ მოიკრიბა ძალები და მთელი ენერგიით წავიდა,გოგონას გაუსწრო და ჩამოიტოვა კიდეც...ფინიშამდე მივიდა და შეჩერდა,ეკას მოსვლას ელოდა,მხოლოდ მოგება ხომ არ იყო,გოგონა რომ დამხვრჩალიყო,მერე ვის აკოცებდა?
-აუ,სწრაფი ყოფილხარ-თავი გააქნია ეკამ და გაჩერდა.
-მთელი ძალების გამოყენება მომიხდა...-გაეცინა ბიჭს.
-დავბრუნდეთ?-ჰკითხა ეკამ.
-დახრჩობას ხომ არ აპირებ?
-რას იზამ,რომ ჩავყვინთო და თავს დახჩობა ვსცადო.
-შეგეწინააღმდეგი.
-ჰაჰაჰაჰ...-აკისკისდა ეკა.
-ჩემი სურვილი მინდა.
-აქ? შუა ზღვაში?-გაიკვირვა გოგონამ...
-აქ-წელზე სოსოს ხელი,ხოლო ტუჩებზე მისი გავარვარებული ბაგეები იგრძნო..
-კარგი,მორჩა-ძლივს მოიშორა ბიჭი და ნაპირისკენ წავიდა..
-სად ხართ? გეძებდით?-ნაპირზე გოგონებს სიცილი აუტყდათ,როცა წყვილი დაინახეს.
-აქ ვართ-სოსოც გამოვიდა ზღვიდან.
-დავამარცხე თქვენი დაქალი-შეზლონგზე წამოწვა და თავზე ეკას კაბა დაიხურა.
-ჰეი..რას შვრები?-ეკამ დაინახა თუ არა,გადააძრო და გაბრაზებულმა შეხედა-ჩემია.
-შენ კი ჩემი ხარ...-წელზე მოხვია ხელი და თავის გვერდით დააწვინა.
-ვერ დავეტევით-აბუზღუნდა ეკა.
-გახსოვს მაშინ რა გითხარი?
-როდის?
-როცა ჩამოგიყვანე...
-ჰო,გამახსენდა..გრძნობები აქრობენ საზღვრებს და ისინი უბრალოდ ყოვლისმქმენლი არიან-აკისკისდა ეკა და მკერდზე თავი დაადო.
-ძლიერად ფეთქავს,ჰო?-აციმციმებული თვალებით შეხედა გოგონას.
-ჰო-ხელით გული შემოხაზა სოსო მკერდზე და შემდეგ წამოდგა-ასე კარგ რუჯს ვერ მივიღებ.

ორი კვირა მხიარულად გაატარეს,ეს მათ ცხოვრებაში საუკეთესო დასვენება იყო,შემდეგ თბილისში დაბრუნდნენ და ისევ დაიწყო ეკამ ბუტიაობა,სოსოს სახლში არ უშვებდა,დამღალა შენმა ეგოისტურმა სიყვარულმაო...სვანეთში წასვლაზე უარი თქვა,რადგან იცოდა,რომ სოსოც წამოვიდოდა.სადმე უნდოდა წასვლა,სადაც ბიჭისგან დაისვენებდა..მისი მზრუნველობა და ყოველ წამს კუდში დევნა თავს აბეზრებდა....ნონასთანაც გაწყვიტა კავშირი,სვანეთი დაულაშქრავი დატოვა და მარტო წავიდა დიდი ბებიის სახლში,სადაც მარტო ის ცხოვრობდა...ხევსურეთში ერთი მარტოსული სახლი ჰქონდა და მუდამ მოწყენილი იყო.ეკას მოსვლა ისე გაუხარდა,როგორც არაფერი გახარებია არასდროს..შვილთაშვილს მთელი სახე უკოცნა,რამ ჩამოგიყვანა აქ ბებიაო..გოგონამ,დასვენბეა მინდოდაო,ტელეფონი გამორთული ჰქონდა,სურდა,რომ გარემოს ბოლომდე მოწყვეტოდა,აგვისტოს ბოლომდე დავრჩებიო,უთხრა ბებიას და ბარგის ამოლაგეგა დაიწყო..ბიბლიოთეკიდან გამოეტანა უამრავი წიგნი,რომელთა წაკითხვასაც აპირებდა,თითოეული მათგანი საინტერესო და ჩამთრევი იყო..მთელ დღეებს კითხვასა და სეირნობაში ატარებდა,რამდენიმე მაღალ ადგილასაც ავიდა,ოღონდ მარტო,ბებიამისს მაგდენი არ შეეძლო,აქაც არავის იცნობდა.

-როგორ ხარ? ჩამოვედით..-სვანეთიდან ახალი ემოციებით დაბრუნებულიყო ნონა.ბიძაშვილთა მივიდა მაშინვე,აინტერესებდა,როგორ არისო.
-უი,ჩამოხვედი-გადაკოცნა ნონა.
-ჰო,რას შვრები? როგორ დაისვენე?
-არაფერი,აქ ვიყავი და ვმუშაობდი...
-რამე ისმის ეკასგან?
-არა,გამორთული აქვს ტელეფონი.
-ჰო,ვერც ჩვენ ვუკავშირდებოდით..ისე მაგარი იყო სვანეთში.
-როდის ჩამოვა ნეტავ?
-ამდენი ხნის მანძილზე ვახტანგის გარეშეც ჯიგრულად ვარ,მგონი.არც მიყვარს და არც მას ვიყვარვარ-გადაიხარხარა გოგონამ,თუმცა ვინ იცის,რეალობაში რას ფიქრობდა?!
-მკლავს ეგ გოგო..როგორც კი გაიგებ რამეს,შემატყობინე..
-ერთი კვირა დაგრჩა და მიდიხარ-მხარზე ხელი დაარტყა და კარებისკენ წავიდა-მეჩქარება.
სოსო ამ ხნის მანძილზე უქმად არ ყოფილა,ძალიან სერიოზული ნაშრომი დაწერა,რომელსაც უცხოეთის ჟურნალებიც კი დაბეჭდავდნენ.ეს მაინცდამაინც არ ადარდებდა,მისთვის ეკა იყო მთავარია,იმის ფიქრიც კი ანადგურებდა,რომ გოგონას ამდენი ხნის მანძილზე ვერ ნახავდა..

-ბებო,როდის მიდიხარ?-ინტერესით ჰკითხა ბებიამ ეკას.
-ჯერ არა...ხუთ სექტემბერს-იცოდა,რომ სოსო სამში მიდიოდა და სწორედ ამიტომ აიჩია ეს თარიღი.
-უი,რა კარგია-გაეღიმა მოხუცს.
-ძალიან კარგი!-ლოყაზე აკოცა ეკამ.

სოსო შეშლილს ჰგავდა,სმითაც არ სვამდა და მოწევითაც არასდროს მოუწევია,უბრალოდ იყო და ემოციებისგან კვდებოდა,ღამეებს თეთრად ათენებდა,არ ეძინა და მთელი დღეები კითხულობდა,ამაზე გადაჰქონდა ყურადღება...
-ძმა,შენი წასვლა უნდა ავღნიშნოთ...არ გადემშვიდობოთ?-ლუკამ დაუარეკა და სთხოვა,რომ მასთან მისულიყო,ისიც დასთანხმდა,წავიდა,უფრო სწორედ,ძალით წაიყვანა თავი...სიცარიელისა და სიმარტოვის შეგრძნება კლავდა...ეკაზე გაბრაზებული იყო.განცვიფრებული და მაინც უყვარდა იგი,აგიჟებდა გოგონა..

-მომენატრები!-აეროპორტში ემოციურად გადაეხვია ბიძაშვილს ნონა.
-ეკა მომიკითხე,როცა ჩამოვა-ლოყაზე აკოცა და უკან წაიწია.
-აუცილებლად...მეც ძალიან მომანატრა მაგ მაიმუნმა გოგომ თავი...
-კარგი..მეც მომენატრები-ხელი დაუქნია და ზურგი აქცია...იდგა გაშეშებული ნონა და არ ინძრეოდა...უკნიდან ხმა მოესმა და ლამის იყო წაქცეულიყო...
-აქ რა გინდა?-ვახტანგის სახე დალანდა და მაშინვე მისკენ წავიდა,კისერზე ჩამოეკიდა და ძლიერად ჩაისუნთქა მისი სურნელი,უფრო სწორედ,სუნამოს სურნელი.
-მომენატრე.
-არც დაგირეკავ-მოშორდა ეკა და თვალები დაუბრიალა.
-არც შენ..უბრალოდ ჩვენი ცხოვრებით ვცხოვრობდით..
-ჰო და ეს არაა სიყვარული..ეს არაფერია..კარგად იყავი!-მოშორდა მამაკაცს და კარებისკენ წავიდა.
-ნონაააა-გამოედევნა ვახტანგის ხმა,მაგრამ აღარ შემობრუნებულა.ნანობდა,რატომ შევახტიო,მაგრამ ეგ არაფერი,ეს ხომ უბრალოდ აფექტი იყო და მეტი არაფერი,მხოლდამხოლოდ აფექტის უაზრო მდგომარეობა.

ხევსურეთს ძლივს დაემშვიდობა,ბებია ძლივს მიატოვა,ძლივს დაქოქა მანქანა და ძლივს გამოსწია თბილისისკენ..დედაქალაქში შემოსვლისთანავე იგრძნო მძიმე სუნი,მაგრამ მშობლური,არაჯანსაღი,მაგრამ ნაცნობი,ნაცნობი და მონატრებული..იგრძნო და სასიამოვნო შეგრძნება დაეუფლა..ტელეფონი ჩართო და სოსოგან რამდენიმე ათასი გამოტოვებული ზარი დახვდა..ჯერ სიცილი აუტყდა,შემდეგ კი საკუთარ თავზე დაფიქრდა...არ გადაურეკავს,თუმცა გოგონების ნახვა უნდოდა,მაგრამ არ დაურეკავს,გადაწყვიტა,რომ სიუპრიზი მოეწყვო..მალე სწავლაც იწყებოდა და ძველ რეჟიმს უნდა დაბრუნებოდა..ძალები აღდგენილი ჰქონდა,შეტევაზე იყო...ნაკითხ-ნაჰაეროვნ-დავენებული გრძნობდა,რომ ფრენა შეეძლო...
პირველ რიგში,ოჯახი ნახა,გადაეხვია ყველას,მოიკითხა და შემდეგ ბარგის ამოლაგებას შეუდგა,შხაპი მიიღო ნაცნობ სააბაზანოში და საყვარელ ჯინსის შორტი ამოიცვა,თეთრი უმკლავებოდა მაისურიც ნახა და თეთრი კედებიც მოირგო..ახლა შეეძლო ნონასთან წასულიყო და სიუპრიზი გაეკეთებინა..
ეცნო ნაცნობი ადგილები და სიამოვნების გრძნობა დაეუფლა...განშორების მერე ყველაფერი ტკბილი რომ ხდება..იქნებ აუცილებელია,რომ მოვინატროთ ხოლმე რაღაც-რაღაცები?
-ჩემი გოგოოოოო-კისერზე ჩამოეკიდა ნონა,რომელიც მასთან შედარებით ტანკი იყო და წააქცია..
-არ გამჭყლიტო...-აწუწუნდა და ძლივს მოიშორა.
-სოსო განადგურდა..გუშინწინ წავიდა,სულ შენ გკითხულობდა.
-გამოტოვებული ზარები,ნახე-ტელეფონი ცხვირთან მიუტანა ეკამ.
-რატომ? იცი,მივატოვე ვახტანგი..ვუთხარი,რომ ეს არ იყო სიყვარული..
-მართლა?
-ჰო,3-ში...აეროპორტში.
-სოსომ რაო?-დაინტერესდა ეკა.
-მომიკითხეო...მთელი თვე იჯდა და სტატიაზე მუშაობდა,საოცრება გამომივიდაო.ალბათ იქ გამოუქვეყნებენ...ის ძალიან ნიჭიერია..
-მიხარია-დივანზე დაეშვა და ბალიში გულშ ჩაიკრა ისე,როგორც ჩვეოდა...
-რა ხდება აბა? გაიცანი ვინმე?
-მარტო მე,ხევსურეთ,ბებო და წიგნები...-ღიმილით წარმითქვა.
-არ მჯერა.
-ასე იყო...რამე ახალია? სალო და ანი რას შვრებიან?
-გუშინ წავიდა სამცხე-ჯავახეთში სალომე,მოსწონს იქ და გადმოსვლას არ აპირებს,კარგად შეეწყო იქაურ ყოფას.
-ჰო? კარგია..დღეს დავურეკავ სკაიპით.
-კარგი იქნება..ჰო,იქნებ სოსოსაც დაურეკო..
-მინდა,მაგრამ არ შემიძლია..მერე უფრო მოვენატრები და ის ჰო იცი როგორია? არ მინდა,რომ ხელი შეეშალოს დიდების მწვერვალზე სვლაში.
-კარგი რა...ნუ ტანჯავ...
-გებრალება კიდეც?
-თუ გიყვარვარ,დაურეკე.
-კარგი,გპირდები-ლოყაზე აკოცა დაქალს,თუმცა არ იცოდა რას ამბობდა ან რატომ ამბობდა..სოსო ენატრებოდა,მაგრამ ამავდროულად გაურბოდა მას,აშნებდა მისი შეშლილივით სიყვარული ან იქნებ ამ ყველაფრისთვის არ იყო მზად?

პირველად დაიძინა საკუთარ საწოლში ამდენი ხნის მერე,პირველად შეიგრძნო ნაცნობი სურნელი და პირველად იგრძნო საშინელი მონატრება..ადრე ასე ძლიერ არ სწვავდა ეს გრძნობა...ვერ დაიძინე და ფეხზე წამოდგა,იქ დილა იქნებაო,გაიფიქრა და ტელეფონისკენ გაიხედა,მაგრამ არ დაურეკა,რა წესია,რას იფიქრებს,გვიანიაო...“ფეისბუქში“ შევიდა,სოსო გვერდზე გადავიდა და ცდილობდა,რამე ენახა,თუმცა ვერაფერს წააწყდა და ისევ სხა გვერდზე გადავიდა...სოციალურ ქსელში დროის გასაყვანად ყველაფერი იყო,შეეძლო,მთელი ღამე ეძრომიალა...ნახა,რომ სალომე იყო შემოსული,დაურეკა და ნახევარ საათს ესაუბრა,მონატრებოდა მისი ხმა...ანის მერე ვანხავო,გაიფიქრა და თავი ბალიშზე დადო...ის დღე გაახსენდა,როცა კოცნაზე დაენაძლევა სოსოს,გაეღიმა,სიამოვნების ჟრუანტელმა დაუარა მთელ სხეულში,მერე ისიც გაახსენდა,რომ ორი წელი ვერ ნახავდა საყვარელ ადამიანს,მერე ვინ იცის რა იზამდა ის ჩამოვიდოდა თუ იქ დარჩებოდა...ეკას კიდევ სამი წელი ჰქონდა ბაკალავრის დამთავრებამდე დარჩენილი,მერე წავიდოდა ალბათ უცხოეთში მაგისტრატურის გასავლელად,ამერიკულ სან დიეგოში ესწავლა იქნებ იქ,სადაც სოსოს ნახავდა...ამერიკა სიტყვა შესძულდა,რადგან იქ იყო მისი სოსო და არა მასთან....
არ ეძინებოდა..ნუთუ ისევ უნდა ამდგარიყო და ისევ ყავა დაელია...ასეც მოიქცა,რამდენიმე დღეში უნივერსიტეტი ეწყებოდა და ისედაც მოუწევდა კოფეინზე დამოკიდებულების დაბრუნება....
დილაუთენია ფიტნესში წავიდა,მონატრებოდა იქაურობა,ნაცნობები გადაკოცნა და გასახდელში შევიდა...ხასიათზე არ იყო,მაგრამ იმედი ჰქონდა,რომ ვარჯიში უშველიდა....ასეც მოხდა,მოტივირებული გამოვიდა გარეთ,ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და მანქანამდე ფეხით წავიდა...სახე უღიმოდა და გრძელ გაშლილ თმაზე ჰაერი ელამუნებოდა...ტელეფონი აწკრიალდა და კინაღამ ორმოში ჩავარდა,როცა სოსოს სახელს მოკრა თვალი..ხელები აუკანკალდა და თავბრუ დაესხა...შეჩერდა,ღრმად ამოისუნთქა და ფერდაკარგულმა მიიდო ყურთან...
-ეკუნ..-ნაცნობმა და მონატრებულმა ხმამ ააკანკალა გოგონა...ეს გრძნობა ეცნო,ეს გრძნობა,ეს მძაფრი გრძნოა..
-სოსოოოო-მღელვარებით წარმოთქვა ბიჭის სახელი და ბოლო ასო გაუგრძელდა.
-ვგიჟდები და ვაფრენ...ჰო,ეგოისტურად მიყვარხარ!!!-ამოუსუნთქველად საურობდა ბიჭი.
-სოსო,ზედმეტი მომივიდა ალბათ-შეეცადა,საკუთარი საქციელი განემუხტა.
-როგორ გრძნობ თავს?
-დასვენებული..ახლა გამოვედი დარბაზიდან და...და კინაღამ ორმოში ჩავვარდი შენი ნომერი რომ დავინახე..
-კიდევ კარგი,გადარჩი...
-კიდევ კარგი!
-მენატრები...
-მეც. რა ხდება ახალი? გავიგე შენს სტატიაზე?
-ისეთი არაფერი..ლექცია მქონდა დღეს,საკმაო რაოდენობით აუდიტორიაც მყავდა...მოკლედ,ყველაზე მაგარ ჟურნალში მიბეჭდავენ.
-გილოცავ..ეს ხომ მაგარია! ძალიან მიხარია,სოსო!
-გმადლობ,ეკუნ..მაგრამ...მაგრამ მენატრები...ნეტავ,აქ იყო.
-ჰო,კარგი იქნებოდა...

ასე მიდიოდა მათი საუბრები..დრო გადიოდა და სოსო ლამის იყო შეშლილიყო...ნონა ვახტანგს საბოლოოდ დასრულდა,თუმცა ვახტანგი ისევ კეთილად იყო განწყობილი ეკასადმი...გოგონა ძალიან შეუყვარდა და მუდამ ზრუნავდა მასზე,მისი საუკეთესო სტუდენტი გახდა ეკა...
ეკა მთელი დღეები მედიცინაში იყო ჩართული,ზოგჯერ საავადმყოფოშიც კი ათენებდა,მთელი დღეები არ ეძინა,რათა წარმატებისთვის მიეღწია,სოსოს ხშირად ვეღარ ესაუბრებოდა,რადგან დროის ცვლილება და გადატვირთული გრაფიკი ამ უკანასკნელს ხელს უშლიდა...დრო გადიოდა და ცხოვრების რუტინა უკვე ჩვეულებრივი რამ ხდებოდა...
სოციალურ ქსელშიც მხოლოდ მედიცინასთან დაკავშირებით თუ შედიოდა....ეს ყველაფერი ეხმარებოდა,რომ სოსოზე არ ეფიქრა და კარგადაც მოქმედებდა...
-ცოტა ხანში გავალ,რაღაცაც ვნახავ..-გასძახა ქეთის.შემთხვევით სოსოს ახალ სურათს წააწყდა და გაეღიმა...გაუხარდა მისი ბედნიერი გამომეტყველების დანახვა,ისევ იფითქეს მოგონებებმა და თვალები აუცრემლიანდა....გადავიდა საყვარელი ადამიანის გევრდზე და ერთმა ფოტომ გააშეშა...ქერა გოგონასთან ერთად ნახა სოსო და გული ჩაწყდა...ლამის იყო ეკივლა და ყველაფერი დაემტვრია..არასდროს ეგონა ეჭვიანი თუ იყო,თუმცა სიყვარული რას არ შვრება...
რა ექნა? დაერეკა და ეჭვიანობის სცენები მოეწყო..მერე რას გააწყობდა? გადაწყვიტა,რომ არაფერი ემოქმედა..ამის მერე სულ შეწყვიტა სოსოსთან კონტაქტი,მის ზარებს არ პასუხობდა,სულ გამოცვალა ნომერი და ნონასთანაც არ ესაუბრებოდა ამაზე.
-ნომერი გამოცვალე? ახალს არ ეტყვი სოსოს?-ეკითხებოდა ნონა.
-არ უთხრა.
-რა მოხდა?
-უბრალოდ ყველაფერი დასრულდა-მოკლედ მოუჭრა დაქალს.
-რას ქვია დასრულდა?
-სხვა გოგოსთან ერთადაა და დასრულდა...არ მჭირდება არაფრის ახსნა..
-ახალი წელი მოდის,არ გინდა ჩამოვიდეს?-დაინტერესდა ნონა.
-არა.იმ გოგოსთან იქნება..
-ვინ გოგო?
-არ იცი..უბრალოდ არაფერი უთხრა..არ მიყვარს ახსნა-განმარტება..გესმის?-ბოლოს მაინც გამოუტყდა დაქალს.
სოსომ ეს რომ გაიგო,გაგიჟდა..არ ეგონა.ასეთი ეჭვიანი თუ იყო ეკა...ნონასთვის არაფერი უთქვამს,გარდა იმისა,რომ მისი დაქალი ძალიან ფეთქებადი ყოფილა და არაფერს უკვირდებოდა...
ეკასთვის ყველაზე უღიმღამო წინაა საახალწლო პერიოდი იყო,ყველაზე მეტად ვერ იტანდა ამ დღეებს..არც იმის გაცნობიერება უნდოდა,რომ მალე მისი დაბადების დღე იქნებოდა,ლამის იყო მთელი შიგთავსი ფერფლად ქცეოდა..
-რატომ ხარ ასეთი? ნაძვის ხე დავდგათ რა-ქეთი ეხვეწებოდა და ბოლს ძლივს დაითანხმა შვილი,ის გაჰყვა შეუსრულა...
დიახ,ცდილობდა,ყურადღება გადაეტანა,მაგრამ არაფერი გამოსდიოდა..უბრალოდ დადიოდა და ვერაფერს ხედავდა,მიწას ვერ გრძნობდა ფეხქვეს,მწუხარებათა ირეალურ სამყაროში გაჭედილიყო და ვერ გამოდიოდა.

-დაბადების დღეზე რას აპირებ?-ჰკითხა ქეთიმ.
-არაფერს,დე...
-რა გჭირს?
-არაფერი.
-გოზინაყი გაშინჯე,მოდი.
-რა დროს ეგაა? ჯერ ხომ 30-ია-ნაღვლიანად თქვა და თავის ოთახისკენ წავიდა.
ტელეფონმა არ მოასვენა,ეს ნონა იქნებოდა..ჰო,ნონა,რომლის ღიმილიც სოსოს ახსენებდა და მისი დანახვაც არ სურდა ხოლმე ზოგჯერ.
არ უპასუხია,მას ხომ ორმაგად არ სურდა არავინ..ღამით ისევ ვერ დაიძინა,ისევ მისი დაბადების დღე იყო,მეცხრამეტე დაბადების დღე..
„ნუთუ ასე მალე გავიდა დრო..ჯერ პატარა ვიყავი,შიში დედის კალთას არ მაშორებდა,ახლა კი ოთახში ვემალები სიყვარულს...დავმარცხდი! დროა...დროა ვაღიარო..-საწოლიდან წამოდგა და ჩუმად გარეთ გავიდა,ფეხით ჩაიარა კიბეები და სუფთა ჰაერი ჩაისუნთქა...ღამე უამრავ მოგონებას იწვევდა მასში..აი,რას ნიშნავდა,გქონოდა წარსული..ჰო,ის იტყოდა..იტყოდა,რომ წარსული ჰქონდა,მას ჰქონდა წარსული...რომელიც ახლა მელანქოლნიას უქმნიდა...ისევ ღრმად ჩაისუნთქა სპეტაკი ჰაერი,გაეღიმა,გაეღიმა სიმწრისგან,შესცივდა,გაახსენდა,რომ ქურთუკის ჩაცმა დავიწყებოდა,დაავიწყდა,მაგრამ ესეც არ ადარდებდა....
ტკიოდა...ტკივილი მთელ სხეულსა და მთელ გულს სტკენდა....
-არ არსებობს!-ცას ახედა..დაიანახა ნაცნობი ნახევარმთვარე,სრულს აბა ვინგაიმეტებდა...საკუთარი ცხოვრება გაახსენდა,ამ მთვარეს შეადარა და გული ჩაუდუღდა..გრძნობდა,რომ ვიღაც მის გაცხელებას ელოდა და ბუღს უდენდა..და სად იყო ის ვიღაც? შორს,სადღაც შორს...ირეალური სამყაროდან შორს ზეირეალურ სამყაროში...ის შორს იყო...სოსო სხვაგან იყო...
მოგონებები რჩება,მაგრამ ისინი მიდიან..ჩვენს გულებში დაიდებენ ბინას და მერე მიდიან..განა შეიძლება ეს? შეიძლება,გახდე ხიზანი,სამუდამო ხიზანი...და მაინც და მაინც წახვიდე?! განა ეს შესაძლებელა?ჰო,ისინი ხომ უნამუსოები არიან..
ათასი ფიქრი და ათასი გრძნობა...მთვარე,რომელიც მგზნებარედ დაჰყურებს არემარეს,გული,რომელიც არ ჩერდება,ისევ ფეთქავს,ისევ....გრძნობები,რომლებიც ერთმანეთში ირევა და საშინლად ვრცელი სიცარიელე...
ისევ ტკივილი,ისევ....
სიარულში შემოათენდა...ისევ გაყარა ღრუბელი მთვარემ...ისევ ამოვიდა მზე...ეს ისევ მისი დღე იყო,დღე,რომელიც ტანჯავდა....დღე,რომელიც სუნთქვის უფლებასაც კი არ აძლევდა....დღე,დღე,ტკივილის დღე!
მთვარეულივით შეაბიჯა სახლში...უკვირდა,როგორ მივაგენიო,მაგრამ მაინც მიაგნო....სახლში არავინ დახვდა..გაახსენდა,რომ ისევ სოფელში აპირებდნენ წასვლას..გული ეტკინა.ჩემი დაბადების დღე სულ არ აინტერესებთო,მაგრამ განა მართალი იყო?! ის თვითონ არ აძლევდა ამის საშუალებას...რა არ უთხრა ქეთიმ და ამან,თავი დამანებეო..მაინც მოელოცა ქეთის დაბადების დღე.მთელი ოჯახის სახელით მისალოცი დაეტოვებინა...ამ უკანასკნელმა სოსო გაახსენა,მას უყვარდა მსგავსი რაღაცები...

„ეკა,სად ხარ? კარგი რა...მომენატრე“-ნონას მოწერილმა გააღიმა,მის გარდა ახლოს არავინ იყო.ძალიან უყვარდა ნონას ეკა,სულ ენატრებოდა ამ ბოლო დროს,მაგრამ ეკა მონატრებას მონატრებად ტოვებდა....
არავის ნახვა არ უნდოდა....ვერც კი აცნობიერებდა,რომ გული არაფერზე მისდიოდა...საკუთარ დაბადების დღეს მარტო ატარებდა...გაახსენდა,რომ ახალი წლის ღამეს ვახტანგს ჰქონდა ოპერაცია.იფიქრა,დამხმარედ ჩავეწერებიო..იცოდა,რომ ახალი წლის დღეებში ჭირდა ასისტენტის პოვნა..დაურეკა და სთხოვა..ისიც დასთანხმდა და თან ძალიან დიდი სიხარულით.

-შენ გადამარჩინე-გაუღიმა გოგონას და ანიშნა,მოემზადეო.
-მე კი თქვენ-კმაყოფილად გაუღიმა ეკამ.
სისხლმა ცოტა დაახშო...ოთხსაათიანი ოპერაციის შემდეგ სულ სხვა ადამიანი დადგა ეკასგან..თითქოს ეს გარდაქმნა იყო,თითქოს სულ სხვა გახდა..ბედნიერი ჩანდა,ადრენალინი აციმებდა...
-დღეს დაბადების დღე გქონია,შენ კი აქ...-გაეცინა ექიმს.
-არაფერი..არ მიყვარს ეს დღე...ოპერაციისთვის მადლობა.
-მე კი ახალი წელი არ მიყვარს...მარტო ვხვდები...არ გინდა,რომ მარტო არ დავტოვოთ ერთმანეთი?
-რა გეგმები გაქვთ?-გაუღიმა ექიმს.
-ნაძვის ხეც არ მაქვს მოწყობილი..შენზე უარესი ვარ,მერწმუნე...
-ჩემთან არის,დედაჩემმა მაიძულა და ასევე გემრიელი რამეებიც მაქვს,გოზინაყიც კი,მართალია,პირი არ დამიკერებია,მაგრამ მაინც..გეპატიჟებით..მაინც მარტო ვარ,თბილისში არავინაა და.
-კარგი,წავედით...
-ჩემი მანქანით!-გასძახა ეკამ და ხალათი გადაიძრო.
ნონას ზარებისთვის ისევ არ უპასუხია..ელქტრონული ბუხარი დაანთო და საახალწლო მოსართავები შემატა ოთახს.
-დამეხმარე რა-სკამზე იდგა,მაგრამ მაინც ვერ მისწვდა.
-ახლავე-ვახტანგმა მაშინვე ჩამოკიდა ფიფქი,შემდეგ შორს გაიწია და შეხედა ოთახს.
-ლამაზია,არა?-კმაყოფილად ჰკითხა ეკამ.
-ძალიან...
-წამო,გოზინაყს გაგაშინჯე ახალ წლამდე!-შინაურულად მიმართა,თუმცა მალევე მიხვდა და შეასწორა...-უი,მასწავლებელი ხართ და.
-არა,ასე სჯობს..ახლა ჩვენ მეგობრები ვართ.
-მეგობრები?-გაეღმა ეკას.
-ნუთუ ასეთი დაუჯერებელი?
-კარგი,ვახტანგ,წამო!
-კარგად ჟღერს.ფეიევერკები მოვიტანე და მაგრად გავერთობით.
-შესანიშნავია-ტელეფონი გამორთო,რომ ნონას არ ჩაეშალა მათი მყუდროება...

-გილოცავ!-ვახტანგს თავი ფანჯარაში გაეყო და ფეიევერკს ისროდა,ხოლო ეკა გვერდით ედგა და სასმელს წრუპავდა...
-ლამაზია,არა? მოდი..შენც ისროლე..
-კი,მომეცი....-გამოართვა მამაკაცს და სასროლად მოემზადა.
-რას იტყვი?
-მოდი,დავლიოთ-ჭიქა მიაწოდა და რაფაზე ჩამოჯდა...-ლამაზია,ძალიან ლამაზი!
-მეც ხალისიანი გამხადე!-მხიარულად ჩაილაპარაკა ვახტანგმა.
-წინა წელს ბედნიერი ვიყავი,იმ ახალ წელს ძალიან მიხაროდა..ახლა კი..კიდევ კარგი,მოეხვედი,თორემ...ალბათ..
-ალბათ რა?
-არ ვიცი-სიცილი აუტყდა ეკას და ჭიქა ხელმეორედ შეავსრო.
-დავთვრეთ?
-ჰო,ნაბეღლავიც მაქვს და...-ახარხარდა ეკა.
-გოზინაყი მომაწოდე რა-სთხოვა ვახტანგმა.
-კარგი,რომელი გინდა?-ორ ნაჭერზე გააჩერა მზერა და შემდეგ თავისით აურჩია.
იცინეს,ისაუბრეს,იხალისეს...იცეკვეს და მუსიკებით ლამის იყო აეღოთ კორპუსი.შემდეგ ჩაეძინათ ბუხართან...თავის საყვარელ ბალიშზე ედო თავი ეკას,ხოლო ვახტანგს-სკამის თავზე...

-აუ,რა საშინელებაა..არ იღებს-თავისთვის საუბარობდა ნონა და ბიძაშვილს წყევლიდა გულში,შენი ბრალიაო.გული ტკბილეულს გადააყოლა,ცოტა დალია კიდეც,შემდეგ კი ფილმს მიუჯდა..წვეულებაზე წინა დღეს კარგად კი გაერთო,მაგრამ ეკა მაინც ენატრებოდა,მაინც აკლდა....
ოთხი საათი იქნებოდა,როცა კარი გააღო და შეხტა....გაუკვირდა სოსოს დანახვა,მაგრამ მაინც გაუხრდა..კისერზე ჩამოეკიდა და მთელ სახეს უკოცნიდა..ჩქმეტდა და აწვალებდა.
-გეყო,გოგო!
-რა მოგენატრე?-ბიძაშვილს კარების წინ გადაუდგა და არ უშვებდა.
-რამეს მაჭმევ?
-კარგი,შემო-ხელი მოჰკიდა და მისაღებში დასვა...-ახლავე.
-რაა ახალი აბა? კარგად გაერთე?-პირდაპირ ეკაზე საუბარს ვერ ახერხებდა.
-ეკა მენატრება...არ მპასუხობს და არ ვიცი რა ხდება მის თავს...
-არ გპასუხობს? მისულიყავი-ეკას გარდა ისევ დაავიწყდა ყველაფერი,ისევ მისი სფეროს გარშემო დაიწყეს სოსოს ფიქრებმა და მთელმა არსებამ ბრუნვა...
-მენატრება...-სევდიანად თქვა ნონამ და ბიძაშვილს თავი მხარზე ჩამოადო.
___
ერთი თავიც და მოვრჩები.
ტყუილად მიხაროდა,პირველ სამ თავზე,ბევრი ნახვა აქვს-მეთქი,თურმე ფოტოს გამომოკუნტრუშობდით.რას იზამ.



№1  offline წევრი gvanciii kereselidze

Dzalian kargiaaa
--------------------
G.ke

 


№2  offline წევრი Mashka19

Dzaan kargi istoriaa gushin cavikitxe kvela tavi ertad <3 martla erti suli mkonda rodis dadebdi <3 <3 da kidev moutmenlad velodebi shemdeg tavs <3

 


№3  offline აქტიური მკითხველი tatuka20

Ici rogor gelodebi xolmeeee?auu eka dzaan mishlis nervebs raaa cota chkuaze moikvane raa ras erchis am bichs gavgijdii velodebi shemdegs

 


№4 სტუმარი მარო

მე გელოდებოდი. მომდევნო თავსაც და ახალ ისტორიასაც ველოდები (kiss)

 


№5  offline ადმინი უნდა ვწერო

მადლობა ყველას..
დღეს გვიან დავდებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent