შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მზის ჩასვლა (თავი პირველი)


9-03-2016, 02:24
ავტორი fireending
ნანახია 3 170

განთიადი გაზაფხულის დასაწყისში ისეთი ლამაზია, დილის მზის სხივები საოცრად ლამაზს ხდის გარემოს, ჰაერში კი ახლადაყვავებული ყვავილების სურნელი ტრიალებს, ჩიტები უმღერიან მზის ამოსვლას საამო ხმით.ასეთი სილამაზის დანახვისას რაც არ უნდა ცუდ ხასიათზე იყოს ადამიანი წუთით მაინც გაიღიმებს. სწორედ გაზაფხულის მშვენიერი დილა იყო, ნინა ყოველთვის ადრე იღვიძებს დღეს დილასაც არ უღალატა ჩვეულებას, გაიღვიძა მოწესრიგდა და კიბეზე ღიმილით ჩამოირბინა. ნინა 18 წლის მშვენიერი ახალგაზრდა გოგონა იყო, მეგობრებში ყოველთვის ქალბატონი პოზიტივის სახელით იყო ცნობილი. მამამისი საქართველოში და არა მარტო საქართველოში ცნობილი ბიზნესმენი დავით ჯავახიშვილი იყო. დატოს ძალიან უყვარდა მისი ერთადერთი ქალიშვილი და ცდილობდა ყოველთვის გაენებივრებინა, თუმცა ნინა ძალიან წესიერი გოგონა იყო, მიუხედავად დიდი სიმდიდრისა ის არ იყო ამპარტავანი. ნინა ძალიან სუფთა, უმანკო , კეთილი, ნიჭიერი და მშვენიერი გოგონა იყო და რა თქმა უნდა მამაც ამაყობდა მისით. დედა 10 წლის წინ დაეღუპა. მაშინ ამერიკაში ცხოვრობდნენ. საქართველოში 3 წელია რაც დაბრუნდნენ და საცხოვრებლად ბათუმი არჩიეს, რადგან ნინას ძალიან უყვარდა ზღვა. პატარაობაში ხშირად დაყავდა დედას ზღვაზე, გონებაში ახლაც ჩარჩენილი აქვს დედამისის მარიანას მშვენიერი სახე და ხმა.ნინა მამამისი კაბინეტში შევიდა.დათო კომპიუტერთან იჯდა და რაღაცას ბეჭდავდა.
-დილა მშვიდობისა მამიკო. უთხრა ნინამ და მამას აკოცა.
-დილა მშვიდობისა ჩემო ოქრსოფერო შროშანო. როგორც ყოველთვის ადრე ადექი.
-ჰო, არ მიყვარს საწოლში დიდხანს გაჩერება.
კარზე დააკაკუნეს.
-მობრძანდით.
მსახური შემოვიდა.
-საუზმე მზად არის ბატონო დავით. სად ისაუზმებთ?
-ნინა, შენ სად გირჩევნია?
-აივანზე.
-კარგი. ლონდა აივანზე ვისაუზმებთ.
-კარგი ბატონო დავით.
მსახური გავიდა. ნინა და დათო სასაუზმოდ აივანზე გავიდნენ. ნინა მობილურით ინტერნეტში იყო შესული და ბექას სურათებს ათვალიერებდა. ბექა მათ ოჯახში ცხოვრობდა. დათოს მამამ იშვილა . ბექა დათოზე თხუთმეტი წლით უმცროსი იყო. მათ სახლში სულ პატარა იყო რომ მივიდა, სულ რაღაც 7 წლის და შვილივით გაზარდეს. ყველას ძალიან უყვარდა. ბექა ახლა ლოს ანჟელესში იყო სასწავლებლად. ნინას ის ძალიან ენატრებოდა, რადგან ძალიან შეეჩვივნენ ერთმანეთს.
-რაზე ფიქრობ ჩემო შროშანო?
-მამა, ბექა როდის ჩამოდის?
-არ ვიცი შვილო, წელს უნივერსიტეტს ამთავრებს, ალბათ ორ თვეში ჩამოვა. მოგენატრა არა?
-კი, ძალიან. მართალია სულ მაწვალებს, მაგრამ მაინც.
-ჰო, იმასაც მოვენატრეთ.
-აბა კი, იშვიათად მირეკავს.
-დრო არ აქვს შვილო. სწავლობს.
ამ დროს დათომ მობილურზე შეტყობინება მიიღო.
-ნინა, მე სამსახურში უნდა წავიდე. სკოლაში წაგიყვანო?
-არა, დღეს პირველი გაკვეთილი მიცდება და მძღოლი წამიყვანს.
-კარგი. დროებით.
დათომ ნინას შუბლზე აკოცა და სამსახურში წავიდა.ნინა სამზარეულოში ჩავიდა და მსახურებს მიესალმა. ბევრი მსახური არ ყავდათ სამი ქალი ლონდა, მისი ორი ქალიშვილი ეკა და ნუკა და ორი მძღოლი გუგა და სანდრო. ნინა ზოგიერთ მდიდარ გათამამებულ გოგონებს არ გავდა მსახურებს ზემოდან რომ უყურებდნენ, პირიქით, ის ხშირად ჯდებოდა და საუბრობდა მათთან. დღეს დილითაც ცოტა ხანს იჯდა მათთან ნინა, შემდეგ კი მძღოლს დაუძახა და სკოლაში წავიდა.
საღამო ხანი იყო, მზე თითქმის ჩასული იყო. ნინამ თბილი მოსაცმელი მოიცვა , ეზოში გამოვიდა და ჭიშკრისკენ წავიდა.
-ნინა
-ჰო სანდრო
სადმე მიდიხარ?
-კი, დედას სასაფლაოზე.
-მოიცა მანქანას გამოვიყვან და წაგიყვან
-არა, არ გინდა. ახლოსაა , ცოტას ფეხით გავივლი. მალე მოვალ.
-კარგი ნინა
სასაფლაო მათ სახლთან ახლოს იყო და ნინა მალე მივიდა. სასაფლაოს შესასვლელთან მოხუცი ქალი ვარდებს ჰყიდდა, ნინამ რამდენიმე იყიდა და დედის საფლავს მიუახლოვდა. საფლავზე ვარდების დიდი თაიგული დახვდა. დათო თითქმის ყოველდღე მოდიოდა აქ და ყვავილებს ტოვებდა მარიანას საფლავზე. ნინა დედას სურათს მოეფერა და თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა. ძალიან ენატრებოდა დედა. მას ხომ არ დასცალდა დიდხანს დამტკბარიყო დედის ალერსით. ბუნდოვნად იხსენებდა დედის სახეს. გონებაში წარმოუდგა მოგონებები, როგორ სეირნობდნენ სანაპიროზე, კვლავ გრძნობდა დედის სითბოს. ქარმა დაუბერა. ნინას შესცივდა, თან უკვე ბნელდებოდა, მზეს თითქმის აღარ ჩანდა. ის ადგა და წასვლა დააპირა, თუმცა მოპირდაპირე მხარეს საფლავთან ახალგაზრდა გოგონა შენიშნა. გოგონას მოწყენილი სახე და საოცრად სევდიანი თვალები საფლავის სურათებისკენ იყო მიპყრობილი.ეს გოგონა ლიზა ბაქრაძე იყო. ნინას და დათოს მეზობლად ცხოვრობდა ადრე, მაგრამ მისი მშობლები და უფროსი ძმა ავარიაში დაიღუპნენ როცა ლიზა ძალიან პატარა იყო და ბიძასთან საფრანგეთში იზრდებოდა. ახლა უნივერსიტეტი დაამთავრა , მშობლების მემკვიდრეობა მიიღო და საქართველოში დაბრუნდა. ნინა ლიზას უყურებდა, ლიზამაც გამოხედა ნინას და გაუღიმა, ნინა მიუახლოვდა და მიესალმა.
-გამარჯობა.
-გაგიმარჯოს. უპასუხა ლიზამ. შენ მარიანას ქალიშვილი ხარ?
-კი, თქვენ იცნობდით დედაჩემს.
-კი, პატარა ვიყავი , როცა ერთხელ შევხვდი.
-მართლა? სად?
-მე თქვენს მეზობლად ვცხოვრობდი, მაგრამ ახლა წლებია აქ არ ვყოფილვარ.
-თქვენ ლიზა ხართ? მე მსმენია ქვენი ოჯახის შესახებ. ძალიან ვწუხვარ.
-მადლობა ჩემო კარგო. მეც ძალიან ვწუხვარ მარიანას გამო.
-მადლობა. ძალიან მენატრება დედა. მეშინია რომ ერთ დღესაც დამავიწყდება მისი სახე, ღიმილი. როგორ მინდა ისევ შემეძლოს მოვეხვიო.
-არ დაგავიწყდება, რადგან ის სულ შენთან იქნება, შენს გულში და გონებაში ნინა.
-ჰო.
ნინას შეტყობინება მოუვიდა მამამისისგან.
-ლიზა, უკაცრავად, უნდა წავიდე. მამა მწერს.
-არაუშავს. სასიამოვნო იყო შენი გაცნობა.
-ჩემთვისაც ძალიან.
-ნინა, მე აქ თითქმის არავის ვიცნობ, მოხარული ვიქნები თუ მესტუმრები.
-დიდი სიამოვნებით. უპასუხა ნინამ
ლიზა და ნინა ერთმანეთს დაემშვიდობნენ. ნინა სახლში დაბრუნდა.ვახშმის შემდგენ ნინა და დათო ტელევიზორთან იჯდნენ. სიჩუმე ნინამ დაარღვია
-მამა. დღეს დედას სასაფლაოზე ვიყავი და ერთი გოგონა გავიცანი.
-მართლა? ვინ?
-ლიზა ბაქრაძე. თურმე ადრე ჩვენს მეზობლად ცხოვრობდა.
-ლიზა? ნუთუ დაბრუნდა. მის ოჯახთან ძალიან ახლოს ვიყავი. მისი მშობლები და უფროსი ძმა 18 წლის წინ დაიღუპნენ, ლიზა მაშინ სულ რაღაც 5 წლის იყო. ჩვენ მაგ დროს ამერიკაში ვცხოვრობდით, თუმცა როცა ის უბედური შემთხვევა მოხდა აქ ვიყავით. ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ.
-საბრალო გოგო. ისეთი სევდიანი თვალები ჰქონდა. ნუთუ არავინ დარჩა?
-მხოლოდ ერთი ბიძა, მასთან იზრდებოდა საფრანგეთში.
-მამა, ლიზამ დამპატიჟა მასთან სახლში და ვფიქრობ შენც თუ წამოხვალ უფრო გაუხარდება, თანაც მის მშობლებს იცნობდი.
-ვიფიქრებ.
-ძალიან გთხოვ. ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მინდა უფრო ახლოს გავიცნო.
-კარგი შვილო, ვესტუმროთ.
მართლაც რამდენიმე დღეში ლიზას ნინა და დათო ესტუმრნენ. ლიზა ძალიან გახარებული იყო ნინას ნახვით.
-მიხარია რომ მოხვედით. მობრძანდით.
-ლიზა, ეს მამაჩემია დათო.
-სასიამოვნოა.
-ჩემთვისაც . სულ პატარა მახსოვხარ.
-ჰო, დიდი დრო გავიდა.
ლიზამ ისინი სახლში შეიპატიჟა და ყავით და ნამცხვრით გაუმასპინძლდა.
-აქ ცხოვრებას აპირებ ლიზა? ჰკითხა დათომ.
-ალბათ კი, ჯერ არ გადამიწყვეტია. მინდა მშობლების დატოვებული ბიზნესი გავაგრძელო. მინდა მათი ღირსეული მემკვიდრე ვიყო.
-წარმატებას გისურვებ. შენი მშობლები ძალიან ჭკვიანი და წარმატებული ბიზნესმენები იყვნენ და ეჭვი არ მეპარება შენც ასევე წარმატებული იქნები. თუ ჩემი დახმარება დაგჭირდეს არ მოგერიდოს.
-დიდი მადლობა.
-მე ძალიან გამიხარდება თუ დარჩები . თქვა ნინამ.
ლიზამ გაუღიმა. ჩანდა ამ ორ გოგონას ერთმანეთი ძალიან მოეწონა. მათი ასეთი სწრაფი დაახლოებაც საერთო ტკივილმა განაპირობა, ორივემ დაკარგა საყვარელი ადამიანები.როცა ნინა და დათო სახლში დაბრუნდნენ ნინა მაშინვე თავის სახატავი ტილოსკენ წავიდა, თითქოს ფუნჯი თავისით მოძრაობდა მის ხელში, ფერებსაც ისე ჰარმონიულად უხამებდა ერთმანეთს, ძალიან კარგად ხატავდა.
დათო თავის კაბინეტში იჯდა და მუშაობდა, მაგრამ დღეს უცნაური რამ ხდებოდა, პირველად მის ცხოვრებაში მუშაობას გულს ვერ უდებდა. მას ლიზას სახე წარმოუდგა თვალწინ. მისი ღიმილი, მისი საოცრად ლამაზი და სევდიანი თავლები. იხსენებდა მის წაბლისფერ თმას და თოვლივით თეთრ სახეს. გონებიდან ვერ მოიშორა მასზე ფიქრი. თვითონაც გაკვირებული იყო. ლიზა სწრაფად შეიჭრა მის გულში. მისმა ღიმილმა გაალღვო ის ყინული რაც მის გულს მეუღლის გარდაცვალების შემდეგ აწვა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent