შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აჩქარებული გულისცემა (თავი მეათე)


9-03-2016, 08:12
ავტორი Pepper
ნანახია 2 290

ანასტასიასთან
რამდენიმე წუთის შემდეგ მისგან
თავი გავინთავისუფლე და სხვა მხარეს
შევტრიალდი რომ ჩემი ცრემლები არ
დაენახა
- წადი - ხმააკანკალებულმა ვუთხარი
და ცრემლების ახალმა ნაკადმა გაიკვლია
გზა ჩემს სახეზე. მალევე ვიგრძენი თბილი
დაძარღვული ხელები ჩემს წელზე რამაც კიდევ
უფრო ამიჩუყა გული და ხმამაღლა
ავსლუკუნდი. ამან კი ალექსანდრეს სწრაფი
რეაქცია გამოიწვია. უცბად მომატრიალა
მისკენ და კვლავ მის მკლავებში
მომაქცია.
- რა ხდება სტას- ხმა დაბოხებულმა
მითხრა და ჩემი სახე მის უზარმაზარ
ხელებში მოიქცია მის შავ თვალებში
ჩავიკარგე და კვლავ ამოვისლუკუნე
- რატო მექცევი ასე ? - ამოვიტირე და
დამუშტული ხელები მკერდზე დავარტყი
- რატომ მაბნევ. მოხვალ მოულოდნელად
მაკოცებ და ასევე მოულოდნელად გაქრები
ისე რომ არაფერს ამიხსნი. მტკენ ნუთუ
ვერ ხვდები? შეიძლება ბავშვი ვარ მაგრამ
მაინც არ მინდა ის ადამიანი მკოცნიდეს
დაუკითხავად და მეხუტებოდეს ვისთვისაც
არაფერს ვნიშნავ - ძლივს ვთქვი ის რასაც
მთელი ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ
გონებაში ვამბობდი.
- რა სულელი მყავხარ სტას. მართლა
რა პატარა და სუფთა ხარ. ვიცი რომ
არ ვარ იმდენად კარგი, რომ გაგაბედბიერო
ისე როგორც შენ იმსახურებ თუმცა არც შენი
გაშვება შემიძლია. - ჩემი პატარა მუშტები
მის უზარმაზარ ტორში მოიქცია მეორე ხელით
კი ისევ ჩამიხუტა- მჭირდები სტას - ჩემს თმებში
ამოილუღლუღა და რამდენჯერმე მაკოცა
თავზე.
- მაინც ვერ ვხვდები - გაბუტულმა ამოვილუღლუღე მის მკლავებში-
- უბრალოდ მჭირდები აქ ჩემს გვერდით პატარა ქაჯო - გაიცინა ჩემი თმა მის ერთ ხელზე დაიხვია და სწრაფად ჩაისუნთქა მისი
სურნელი. - ჩემი საყვარელი არომატია შენი ნაზი
თმის სურნელი პატარავ - სწრაფად მაკოცა ნიკაპზე
შემდეგ კი კოცნით ყელისკენ ჩაუყვა რამაც
ლაპარაკის უნარი წამართვა და საოცარი
შეგრძნებები გამოიწვია ჩემს სხეულში,
რომ არა მისი მკლავები ალბათ ახლა
დაბლა ვიქნებოდი გაწოლილი ამ უზარმაზარი
ემოციებისგან რასაც მისი შეხებით განვიცდიდი
- სტას სად ხარ აქამ...- აივანზე ლაპარაკით გამოვიდა მარიამი და როცა მე და ალექსანდრე არსებულ სიტუაციაში დაგვინახა წინადადება არ დაასრულა- თქვენ რა
ერთად ხართ ? - გაოცებულს აღმოხდა
მხოლოდ ახლა გავაცნობიერე რომ ალექსანდრეზე
სრულიად ვიყავი აკრული სწრაფად მოვშორდი
მას მარიამს ხელი დავსტაცე და სახლში შესვლას ვაპირევდი ალექსანდრეს სიცილის ხმა რომ მომესმა
- რას აკეთებდით ქალბატონო იქ ასე
ერთმანეთზე მიწებებულები - წარბები ამითამაშა
მარიამმა როცა შიგნით დივანზე ჩამოვჯექით-
- მოგიყვები დღეს ღამით - ამოვილუღლუღე-
- იცოდე არ დაგაძინებ - თითი სახის წინ მომიტანა
მარიამმა რაზეც გამეცინა და უბრალოდ მოვეხვიე მას.
***
მარიამთან
მას მერე ვფიქრობდი ტასოზე და ჩემს
ბედოვლათ ბიძაშვილზე რაც სვანეთში
ტასომ მითხრა რომ ალექსანდრემ აკოცა.
ვიცოდი რომ ჩემს საუკეთესო მეგობარს
უბრალოდ ისე არ მოექცეოდა როგორც ყველა
დანარჩენ გოგოებს რომლებიც უბრალოდ
სიამოვნებისთვის ატარებდნენ ღამეს
ალექსანდრესთან. თუმცა მაინც ვერ ვიგებდი
რა ურთიერთობა ქონდათ ამ ორს. ვიცი რომ ალექსი მძიმე პიროვნებაა და ვნერვიულობ რომ ტასოს არ აწყენინოს. თუმცა ალექსის
მზერით ვხვდები რომ ტასო მისთვის სულ ერთი არაა და რომ მგონი ცხოვრებაში
ერთადერთხელ ალექსი გოგოსთან
ურთიერთობაზე სერიოსულად ფიქრობს.
ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამომიყვანა
რომ დავხედე გამეღიმა და სწრაფადვე ვუპასუხე
- მომენატრე - გაისმა ჩემთვის ყველაზე საყვარელი ხმა -
- სულ რამდენიმე საათის წინ მნახე - ჩავიცინე-
- დღეს ტასოსთან რჩევი ისევ ?
- კი ბევრი გვაქვს სალაპარაკო -
- კარგი გამოგივლით მანდ და ერთად წავიდეთ
ტასოსთან -
- კარგი-
- მიყვარხარ -
- მეც მიყვარხარ-
ტელეფონი გავთიშე და საერთო საუბარში
ჩავერთე. ალეკოსთან 12 საათამდე გავჩერდით
დამიანემაც მალევე მოგვაკითხა ყველას
დავემშვიდობეთ და ტასოს სახლისკენ წავედით
იქ მისულებმა მე და ტასომ ტასოს ოთახში
ჭორაობა დავიწყეთ ყველაფერი მომიყვა და
როგორც აღმოჩნდა ტასომაც არ იცის რა
უნდა მისგან ალექსანდრეს. თუმცა რა დიდი
მიხვედრა ამას უნდა. მოსწონს იმშტერს
და არც საკუთარ თავს უტყდება და დაქალსაც
მიფორიაქებს. ემოციებისგან დაცლილს
ჩაეძინა ქალბატონს და მეც სწრაფად გავეშურე
დამიანესთან. მის ოთახში ჩუმად შევიპარე
და ასეცე ჩუმად მივუწექი გვერდზე. ხელები
წელზე მოვხვიე და თავი მკერდზე დავადე
თუმცა სწრაფი რეაქციით სულ მალე
მის ქვემოთ ავღმოვჩნდი.
- რას აკეთებ შე პატარა ეშმაკუნა ამ შუაღამისას
ჩემს ოთახში და ჩემს საწოლში - წარბები ამითამაშა
დამიმ -
- მე მეგონა გეძინა - ამოვიფრუტუნე -
- და ამიტომ გადაეყვიტე უნებართვოდ
დაწოლილიყავი აქ და ჩამხუტებოდი ? - წარბები მაღლა აწია და სერიოზული სახით
შემომხედა. თვალები მაშინვე ამიცრემლიანდა
და მისი მკლავებიდან თავის დახსნა ვცადე
- სად მიდიხარ ვითომ ? - წელზე მომკიდა
ორივე ხელი და ლოგინზე დამაბრუნა ისევ -
- ხომ მითხარი არ მესიამოვნა შენი აქ ყოფნაო
- ამოვიტირე და მის მზერას გავექეცი -
- მე ეგ არ მითქვამს სულელო ბავშვო - გაიცინა
გაგეხუმრე. ყველაზე ბედბიერი ვარ რომ მყავხარ
სრულიად მავსებ. იცოდი რომ მომენატრე და
მაგიტომ მოხვედი ხომ ?- ღიმილით მომიახლივა
სახედა სანამ პასუხს გავცემდი მისი ტუჩები ჩემსას
მიაწება. მკოცნიდა ნაზად და თან სახეზე ხელებით
მეფერებოდა. ტუჩებს რომ მოწყდა ნიკაპს
ჩაუყვა კოცნით რაზეც გულის ცემა
საგრძნობლად ამიჩქარდა. პიკს მაშინ
მივაღწიე როცა ყელში ნაზი და სველი
კოცნების დატოვება დაიწყო. მის მკლავებში
გამაკანკალა და გაოგნებულს ბაგეებიდან
რაღაც გაურკვეველი ბგერები წამომცდა.
გული საშინლად მიცემდა. სხეული კი მისი
შეხებისგან მიკანკალებდა. სულ მთლად
გავითიშე როცა მისი რბილი და სველი
ტუჩები ლავიწის ძვალს შეეხო.
მსგავსი გრძნობებისგან გამოუცდელი
დაბნეული ვაცეცებდი თვალებს. დაკანკალი
კიდევ უფრო მიტანდა. გულის ცემა კი
ალბათ ყველაზე მაღალი იყო რაც კი
შეიძლებოდა მქონოდა. დამიანე მიხვდა
რომ ეს ჩემთვის მეტისმეტი იყო
ამიტომ სწრაფად დაუბრუნდა ჩემს ბაგეებს
სწრაფად მაკოცა და თვალებში ჩამხედა.
- ჩემი პატარა ბავშვი. მაპატიე ვიცი რომ
შენთვის ყველა ეს შეგრძნება ახალია
და შეიძლება ზედმეტიც მაგრამ შენ ისეთი
ტკბილი ხარ პატარავ ვერ ვჩერდები. მიყვარხარ
საშინლად, უბრალოდ ვერც კი ავხსნი ისე
- შუბლზე მაკოცა სწრაფად დაწვა ჩემს გვერდით
მის მკლავებში მომიქცია და რამდენჯერმე
მაკოცა თავზე - ახლა შეგიძლია დაიძინო
პატარავ -
- მიყვარხარ - ჯერ კიდევ ეიფორიაში მყოფმა
ძლივს ამოვიჩურჩულე. მის მკერდს დავადე
თავი და სწორედ ასე თბილად ჩამეძინა
მის მკლავებში.
****
ანასტასიასთან :
დილით რომ გავიღვიძე ქალბატონი
არ დამხვდა.მივხვდი სადაც იქნებოდა
სწრაფად გადავიცვი სარაფანი და
სტუმრევის ოთახისკენ წავედი. იქ შესულს
უთბილესი სანახაობა დამხვდა,
ჩემს დამის მის უზარმაზარ მკლავებში მოექცია ჩემი ციცქნა მარუსა. ქალბატონიც ზედ იყო აკრული. სახეზე ღიმილმა გადამირბინა სწრაფად გადავუღე ფოტო. კიდევ რამდენიმე წუთით დავტკბი მათი ბედნიერებით, თუმცა მე რა ანასტასია ვიქნები მომენტი თუ არ გავუფუჭე. ხმამაღლა განწირულმა დავიყვირე, რაზეც ორივე შეშინებული წამოხტა. სიცილისგან
წელში მოვიხარე და ხელებით მუხლებს
დავეყრდენი. როცა მიხვდნენ ორივე რომ
უბრალოდ ვცანცარებდი, ორივემ დამიბღვირა
და სანამ რაიმეს მოიმოქმედებდნენ სწრაფად
გავასწარი ოთახიდან. ჩემები უკვე წასულიყვნენ ასე რომ სწრაფად მოვამზადებინე ნანას
საუზმე სამივესთვის. მალე დამი და მარიამიც
ჩამოვიდნენ და ორივემ მიმლანძღა დილანდელი
ინციდენტის გამო. დღე მშვენივრად დაიწყო.
ორივეს დავცინოდი რაზეც საპასუხოდ ან მარიამი
მჩქმეტდა ან დამიანე მიღუტუნებდა. დღე მხიარულად გავატარეთ საღამოს კი გადავწყვიტეთ კაფეში წავსულიყავით მე დემე ნიკოლოზი და მარიამი.
ასეც მოვიქეცით საღამოს მხიარულად ვატარებდით ნიკოლოზი და მე მარიამის და დამის ურთიერთობაზე ვხუმრობდით სულ და საპასუხოდ მათ თვალების ბრიალს ვიღებდით. კაფეში ჩემი საყვარელი
სიმღერა გაისმა ნიკოლოზს ხელი დავავლე
და ცეკვაში ავიყოლიე. ხალხი ღიმილით
გვიყურებდა. ჩვენც ისე ვაყოლებდით
ტანს მელოდიას როგორც შეგვეძლო.
ცოტახანში კაფის კარები გაიღო და იქ
მდგარი ალეკო,გიორგი და წარბებშეკრული
ალექსანდრე დავინახე, რომელიც
თვალმოუცილებლად და დაძაბული
სახით გვიყურებდა ჩემი და ნიკოლოზის
ერთმანეთზე აკრულ სხეულებს. უცბად დავიძაბე რაღაც ცუდის მოლოდინში.
****
დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის. მაპატიეთ თუ შეცდომებს აღმოაჩენთ ტელეფონით დავდე ეს თავი <3
მადლობთ რომ კითხულობთ ბევრს ნიშნავს <3



№1  offline მოდერი tsn

გამოჩნდი, როგორც იქნააა ♥♥♥ ძალიან კარგი იყო, აღარ დაიკარგო რა...

 


№2  offline წევრი gvanciii kereselidze

Dzan magariA momwonss
--------------------
G.ke

 


დიდება შენს გამოჩენას ..აად ხარ ამდენხანს?! აი ისტორია კარგია მაგრამ პატარა თავებია და აგვიანევ იქნებ შემდეგი მალე დადო და დიდი თავი?
--------------------
romantikosi mwerali

 


№4  offline წევრი Pepper

lann❤
დიდება შენს გამოჩენას ..აად ხარ ამდენხანს?! აი ისტორია კარგია მაგრამ პატარა თავებია და აგვიანევ იქნებ შემდეგი მალე დადო და დიდი თავი?

ხვალ დავდებ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent