დამაბრუნე სამოთხეში 2 (ჩამეხუტე)
ყველაფერი კარგი ოდესღაც მთავრდება,მაგრამ შეიძლება ამ სირთულეებმა სხვანაირად დაგანახონ სამყარო.ღმერთის მადლობელი ვიყავი , რომ ბოლომდე არ გამომაცდევინა ქუჩაში დარჩენილი მოზარდის ბედი. ყველაფრისდა მიუხედავად გამიმართლა, რომ იმ ღამეს სემი შემხვდა! -უკაცრავად!-ამომძახა წინა მაგიდიდან ახალგაზრდა ქალმა. -რას მიირთმევთ? -თუ შეიძლება ლუდი და შებოლილი ყველი მომიოტანეთ. -შეკვეთა რამდენიმე წუთში იქნება.-ვუთხარი რაც შეიძლება მხიარული სახით. ბარში მუშაობა,არც ისე დამღლელი იყო! პირიქით უფრო საინტერესოც კი იყო.არ ვწუწუნებდი,ჩემს სამსახურზე,რადგან შეიძლება საბუთების გარეშე არასრულწლობანი არავის მივეღე. გულს ერთი რამ მიღრნიდა,დღეს ის საშინელი მორგიდან დედა უნდა გამომეყვანა და მიწას უნდა მიმებარებინა.კიდევ კარგი რომ მისი დაკრზალვის საკითხი რამდენიმე კვირით ადრე მოაგვარა მისმა ადვოკატმა.არ მინდოდა,კიდევ ერთხელ იმ ყველაფრის გადატანა რაც გადავიტანე,ყველაფრის დავიწყება მინდოდა,მაგრამ დედის დაკრძალვაზე უნდა მივსულიყავი,მე ვალდებული ვიყავი. დაკრძალვაზე უემოციო სახით ვიდექი,მაგრამ ჩემს შიგნით დიდი ომი იყო გაჩაღებული.მინდოდა რაც ძალი და ღონე მქონდა მეყვირა,ცრემლების ბურთი კისერში მომაწვა ,თვალები ამიწყლიანდა,მაგრამ გადავყლაპე,ჩემში ჩავიკალი ჩემი გრძნობები. წამოსვლის წინ გადავხედე ჩემს ოჯახს,რომლებისგან მხოლოდ საფლავის ქვებზე დაწერილი სახელები დარჩენილიყო. დღევანდელი ღამის გატარება ისევ ქუჩაში მომიწევდა.ბარიდან ჩემი პატარა ნაჭრის ჩანთა გამოვიტანე და ქუჩას გავუყევი უმისამართოდ. უკნიდან სიგნალის ხმა შემომესმა,მივიხედე და ისევ სემი გადმოვიდა მანქანიდან. -ოღონდ ახლა არა! -ჩავილაპარაკე და ისევ შევტრიალდი. -მიშელ! აბა მომიყევი როგორი იყო პირველი დღე სამსახურში? -ძალიან კარგი იყო სერ დიდი მადლობა! -რატომ მამატყუეთ?-სახე გაუმკაცრდა და მცდელი თვალებით ჩამხედა თვალებში ,რომლებსაც ალბათ კიდევუფრო მეტი ტყუილის თქვა მოუხდებოდათ. -უკაცრავად? რას გულისხმობთ? -მითხარი რომ სახლში დედა გელოდებოდა,დღეს კი მის დაკრძალვაზე იყავი. -თქვენ რა მითვალთვალებთ?-ხმა აკანკალებულმა შევეკითხე. -ამის გაგებას თვალთვალი არ სჭირდება!-ხმაში ბრაზი შერეოდა.-ყველაფერს მომიყვებით პატარა ქალბატონო. -სერ ,ამაზე საუბარი არ მინდა თქვენი მადლიერი ვარ ,ძალიან დამეხმარეთ! -იცი დიდი შარში ხარ,ესაუბრები ყველაზე ჟიუტ ადამიანს მთელს მსოფლიოში,თანაც მინისტრის შვილს ასე რომ ერთი ზარით შემიძლია ყველაფერი გავარკვიო შენზე,მაგრამ მინდა რომ შენ თვითონ მომიყვე.სიცოცხლე გადამირჩინე და მინდა რომ დაგეხმარო,არ დამიწყო ისევ რომ უკვე დამეხმარეო. -კარგი სერ სახლიდან წამოვედი და ვცდილობ ჩემით ავიწყო ცხოვრება,სხვისი დახმარების გარეშე. -ისევ სერ?... ჯარგი ამას რა მნიშვნელობა აქვს. უბრალოდ გიყურებ და ვხვდები რომ ტყუილის თქვა არ გამოგდის. -შემეშვი -ვუთხარი უხეშად და ზურგი ვაქციე. -ასე ადვილი არ არის ჩემი თავიდან მოშორება-მკლავზე მომკიდა ხელი და მანქანაში ჩამაჯინა.-შენ არასრულწლოვანი ხარ! გინდა ინტერნატში გაატარო ერთი წელი?მისმინე ეს კანონით ისჯება როცა არასრულწლოვანს ამუშავებენ,ჩვენს ქვეყანაში.მითხარი სახლიდან რატომ წამოხვედი,ვიცი დედის სიკვდილი რამხელა ტკივილია ,ჩემი გამოცდილებიდან გეუბნები. მაგრამ ასე ქუჩა ქუჩა ხეტიალის უფლებას არ მოგცემ. სად აპირებ ახლა წასვლას? მეგობართან? იქნებ ვინმე ნათესავთან ცხოვრობ? შევყოყმანდი არ ვიცოდი კიდევ რა ტყული მომეფიქრებინა. -თავშესაფარში,მის შესახებ ცოტამ იცის, ერთ ქალააქვს მისი სახლი გადაკეთებული,თვის ბოლოს ფული უნდა გადავუხადო. -კარგი,მაშინ წავიდეთ! მამაშენმა ან შენმა სხვა ოჯახის წევრებმა თუ იციან სად ხარ? -არ მყავს ოჯახი-უთხარი სწრაფად,და მერე ვინანე რომ ყველაფერს ვეუბნებოდი,ალბათ ჩემი დახმარების სურვილი რომ არ ჰქონოდა ყველაფერს მოუყვებოდი,მაგრამ არ მინდოდა ვინმეზე ვყოფილიყავი დამოკიდებული.ვიცოდი სულელურად ვიქცეოდი რომ არ ვეუბნებოდი.ასე რომ დანებება გადავწყვიტე. -სულ მარტო ხარ?-შემეკითხა დაბალი ხმიტ და სახე უფრო მოულბა,მაგრამ თვალებში სევდა ჩაუდგა,ალბათ ვეცოდებოდი და ეს მაღიზიანებდა. -ხო, ხო სულ მარტო ვარ! და და ძმა დედა და მამა არავინ მყავს! არავინ გაიგე! - უკვე ნერვებისგან წამოვაყრანტალე ყველაფერი. მანქანამ მძაფრად გადაუხვია გზიდან,და კიდეში გაჩერდა.სწრაფად გადაიძრო ღვედი და ჩამეხუტა. იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის ,მეგონა რომ ჩემს უტაქტო ნათქვამზე გაბრაზდა და ჩემს მანქანიდან გადაგდებას აპირებდა.უნებლიედ თვალებიდან ცრემლები წამომცვივდა,მეც შემოვხვიე ხელები და მწარედ ავტირდი.როცა მისი მკლავიდან თავი ავწიე მის კალთაში ვიჯექი,საშინლად შემრცხვა, უცებ გადავბობღდი ჩემს სავარძელზე. -მაპატიე!-ჩავილაპარაკე ჩუმათ და თავი ძირს დავხარე. -შენ მაპატიე, მითხრა და მკლავზე ხელი მომითათუნა. მანქანა მოაბრუნა და სხვა მიმართულებით წამიყვანა. -სად მივდივართ? -ჩემთან-სახის გამომეტყველება არ შეცვლია მტკიცედ მითხრა. -არა! არა თქვენთან ვერ წამოვალ ჩემ თავშესაფარში უნდა დავფრუნდე. -მიშელ! არ გაქვს არანაირი თავშესაფარი,გუშინ ღამე სკვერში გაატარე, როცა შენს წამოსაყვანად მოვედი უკვე იქ აღარ იყავი. -ეგ საიდან გაიგეთ?-სახეზე წიტელი ფერი გადამეკრა. -მიშელ გეგონა იქ შენი დატოვება მინდოდა?გუშინაც ჩემთან წაგიყვანდი ან ჩემს დასთან!მისმინე ასე თუ არ მოვიქცევით ერთი წლის ინტერნატში გატარება მოგიწევს,და გარწმუნებ რომ იქ არც ისე მოგეწონება,ჩემი გამოცდილებიდან გეუბნები. -მაგრამ არ მინდა რომ შეგაწუხოთ! -შენი აზრიტ ახლა უფრო კარგად ვიქნებოდი,და ჩემი ოჯახი არ შეწუხდებოდა შენ რომ არ ყოფილიყავი? -კი მაგრამ სემ! -აი უკვე წინსვლაა სახელით მომმართე. მანქანა მდიდრულ კორპუსთან გაჩერდა.იმ რაიონში სადაც ადრე მე ვცხოვრობდი.მრცხვენოდა ასეთი ჩაცმულობით იმ ელიტაში გარევა,მაგრამ სხვა გამოსავალი არ მქონდა,და ადამიანისთვის რომელმაც გუშინ ღამე ღია ცის ქვეშ მაწანწალასავით გაატარა, ეს სათაკილო სულაც არ უნდა ყოფილიყო.მანქანიდან ჩავედით, მდიდრულ კორბუსში შევედიტ, სემმა რაღაც გადაულაპარაკა მერე კი ლიფტში შევედით. -აი ესეც ჩემი სახლი. მიშელ ! მე უნდა წავიდე ასე რომ შეგიძლია თავი ისე იგრძნო როგორც საკუტარ სახლში,ზალიან მალე დავბრუნდები. აი აქ სამზარეულოა, სააბაზანო კორიდორის ბოლოშია,თუ დაიღალე შეგიძლია მეორე საეთულზე ნებისმიერ ოთახში შეხვიდე, მე სულ ქვემოტ ვიძინებ ხოლმე. -დიდი მადლობა სემ! მეორედ გადამეხვია მკლავზე მომეფერა და ჩქარი ნაბიჯით გავიდა ოთახიან. ისე მონატრებული ვიყავი სახლზე, უკვე იმდენი ხანია საავადმყოფოში ვადექი დედას თავზე და სავარძელზე მეძინა.პირველად სააბაზანოში შევედი ,ვიბანავე და ჩემი ძველი შავი კაბა გავრეცხე მერე საშრობში მოვათავსე,გავაუთოვე და ჩავიცვი. დილის მერე არაფერი მეჭამა და მუცელი ფუღუროსავით მქონდა, სამზარეულოში შევედი და მინდოდა რამე მეჭამა,მაგრამ ვეგეტარიანელისთვის შესაფერისი საჭმელი ერთი ვაშლის გარდა ვერ ვნახე.ვფიქრობდი დამეცადა თუ არა სემისთვის,მაგრამ ძილის სურვილი იმდენად დიდი იყო რომ,ეგრევე ჩამეძინა როცა მეორე სართულზე პირველივე საძინებელში შევედი და წამოვწექი. -მიშელ?! -გაისმა კაკუნი კარზე, გამოვფხიზლდი წამოვხტი და კარი გავაღე. -წამოდი ვისაუზმოთ! ცოტა დრო გვაქვს შემდეგ შენს საბუთებზე უნდა წავიდეთ! -საბუთებზე?-ჩავილუღლუღე, მე თან მძინარე თვალებს ვიფშვნეტდი. -მაპატიე ასე ადრე რომ გაგაღვიძე... ხო საბუთებს,ასე ვერ იცხოვრებ. სააბაზანოში შევედი თავი მოვიწესრიგე,და ქვემოთ ჩავედი სასაუზმეთ,მართლა ძალიან მშიოდა, მაგრამ მაგიდაზე , ხორციანი პიცა,ხორციანი ღვეზელი, და ყველაფერი ხორციანი იყო მეგონა რომ ჭიქებში წვენისა და ყავის მაგივრად ხორცი იქნებოდა ჩადებული,გული კინაღამ ამერია. -იცით არ მშია,საერთოდ ვერ ვჭამ ხოლმე დილაობით. -ჩემი ხათრით რომ შეჭამო? -ვეგეტარიანელი ვარ-ჩავილაპარაკე უხერხულად, და ოდნავ გავუღიმე რომ თავი დამნაშავედ არ ეგრძნო. -ამაზე როგორ არ ვიფიქრე!არაუშავს ხილის სალათი გვაქვს,და კიდევერთი სალათი რაღაც მწვანილებით, მე არაჯანსაღი საკვების "ფანი" ვარ.-მთელს სახეზე ეშმაკური ღიმილი გადაეკრა. -როგორ შეგიძლიათ პატარა საყვარელი ცხოველები დახოცოთ და ჭამოთ ადამიანებმა.-ხუმრობითვუთხარი მე თან ჩემს ვეგეტარიანულ სალათს მივირთმევდი. -ზუსტად ჩემი გარდაცვლილი უფროსივიტ ლაპარაკობ.ისიც ვეგეტარიანელი იყო და ყოველთვის მეჩხუბებოდა როცა ერთად მივდიოდით რესტორანში. ძალიან მაკლია ხოლმე, კარგი ადამიანი იყო მაიკლ ტრავოლტა. -ჰმ..-ლუკმა გადამცდა და კინაღამ დავიხრჩე ამ სახელის გაგონებაზე- მაიკლ ტრავოლტა? თქვენ რომელ კომპანიაში მუშაობდით? -რა მოხდა? ეგ დიდი ხნის წინ იყო,მერე თვითონ პატარა ბიჭი მოუკვდა და კომპანია გაყიდა. სარეკლამო კომპანია იყო.მერე გავიგე რომ პატარა გოგოც გარდაცვლილა,ისე ვწუხვარ რომ ვერც მის დაკრძალვაზე ვერ მივედი,რათქმაუნდა მივუსამძიმრე მის მეუღლეს , მაგრამ მთელი ამ ხნის განმალობაში წყეული საქმისთვის ვიყავი წასული საფრანგეთში. -ტრავოლტა მამაჩემია- ვუთხარი ჩუმათ. -ღმერთი ჩემო!-შეიცხადა და ჩანგალი ხელიდან გაუვარდა,თავი გაანძრია გამოსაფხიზლებლად-კი მაგრამ ტრავოლტას შვილი ასე როგორ დარჩი? ნუთუ არანაირი დანაზოგი არ ჰქონდა? -ყველაფერი დედას მკურნალობაში წავიდა,იმაზე მეტი ვიდრე მისი დანაზოგი იყო, სახლი,მაღაზიები და კიდევ ადვოკატი რომელიც ამ ყველაფერს აგვარებდა. მე არ მქონდა არაფრის გაყიდვის უფლება და დედა საავადმყოფოში იწვა. -ძალიან ვწუხვარ მიშელ! ვერც კი წარმოვიდგენდი.ჩემი უფროსი მეგობარივით იყო, ისე მასთან სახლში ვიყავი ნამყოფი რამდენიმეჯერ მაგრამ შენ არ მინახიხარ, უცნაურია. -მე ინგლისში ვსწავლობდი, და ალბათ ამიტომ, მხოლოდ ზაფხულობით ჩამოვდიოდი აქ. ხანდახან მამა ვერ ითმენდა და წამოსვლის დღეს თვითონ მაკითხავდა. -შენ ალბათ მიმი ხარ!-მითხრა და გამიღიმა,ტანში დამბურძგლა ასე მხოლოდ მამა მეძახდა. -შენ საიდან იცი? -მამაშენი სულ შენზე ლაპარაკობდა!შენს მაგივრად მე მეძახდა მიმის ხანდახან და სულ ვჩხუბობდით ხოლმე, მეც სკოლის ასაკიდან დავიწყე მუშაობა, მამას ვეჩხუბე და მეორე მამა ვიპოვე. -მიხარია!-ვუთხარი მე. -უკვე გვაგვიანდება! საბუთებისთვის უნდა წავიდეთ! შენი საბუთები სად დატოვე იცი? -ინგლისში კოლეჯში. -ყოველ შემთხვევისთვის მაინც ახლის გაკეთება მოგვიწევს. -რა უცნაური ცხოვრება! რა მოულოდნელობებითაა სავსე, ხანდახან რასაც ვერ წარმოიდგენ ის ხდება.ხანდახან ბედი უბრალოდ დაგცინის და კაიფობს შენზე.წამოდი მიმი დაგარეგისტრიროთ ამ სამყაროში. -წავიდეთ-ვუთხარი მე და ღვედი შევიკარი-არ ვიცი მადლობა რითი უნდა გადაგიხადო. -ეგ ძალიან ადვილია - მითხრა სემმა და მაგრად ჩამეხუტა-მადლობა მიღებულია!-გამიღიმა და მანქანა დაძრა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.