რთულია კიდევ ენდო 10
მეორე დღეს ალექსანდრე ექვს საათზე უკვე ოფისში იყო.მალმალე უყურებდა საათს და შვიდი საათის მოსვლას ელოდა.ეგონა რომ მარიამი ბავშვია და ასე ადრიანად ალბათ ვერ ადგება,დარწმუნებული ვარ სამუშაოს პორველივე დღეს დააგვიანებსო და აი კარის ხმა გაიგო და მარიამიც გამოჩნდა. -როგორც ჩანს ნაადრევი დასკვან გავაკეთე.ჩაილაპარაკა ალექსანდრემ.გოგონა კაბინეტისკენ წამოვიდა,დააკაკუნა და პასუხს არ დალოდებია ისე შევიდა . -დილამშვიდობის ბატონო ალექსანდრე.იქნებ პატივი დამდოთ და ამიხსნათ,მაშინ როდესაც არცერთი თანამშრომელი არ არის ადგილზე,მე დილაუთენია აქ რატომ უნდა ვიყო? -გუშინ გაფრთხილება მიიღე,ზედმეტი ლაპარაკი გავნებს.ამიტომ გაჩუმდი და ის გააკეთე რასაც გეტყვი. -ხოდა მეც გეტყვით,თქვენ წესებს არღვევთ,ხელშეკრულებაში მსგავსი რამ არ წერია,არ ვარ ვალდებული თქვენს ხუშტურებზე ვიარო და სამსახურში სამუშაო საათების დაწყებამდე ორი საათით ადრე გამოვცხადდე.ასე რომ თუ გინდათ ასე მოვიქცე,დამატებით ანაზღაურებას ვითხოვ. ღმერთო ამასთან ბრძოლა გაჭირდება,გაიგიქრა ალექასანდრემ.თუმცა კომპრომისზე წასვლას არ აპირებდა. -თუ უკმაყოფილო ხარ შეგიძლია მიბრძანდე.თუ არადა ნუ წუწუნებ.ჩემი მდივანი ამაზე უფრო ადრე მოდიოდა და აკეთებდა საქმეს. -მაგრამ მე თქვენი მდივანი არ ვარ,უბრალოდ მდივნის თანაშემწე ვარ.ამიტომ ვალდებილი არ ვარ... -გაჩუმდი.დღეიდან მდივნის მოვალეობასაც შენს თავზე აიღებ.ახლა კი მომისმინე.დღეს შეხვედრა მაქვს,ამიტომ საკომფერენციო დარბაზი მოამზადე,საბითები ცრა საათისთვის წესრიგში მოიყვანე და ზედემტი ლაპარაკი არ გავიგო.ხო ცხელი ყავა შემომიტანე,შაქარი ერთი კოვზი. მარიამმა ისეთი სახე მიიღო ალბათ დიდი სიამოვნებით წააცლიდა თავს სანდროს.თუმცა უხმოდ გავიდა და საქმის კეთებას შეუდგა.ეს მის დამარცხებას არ ნიშნავდა მაგრამ სანდრომ კმაყოფილმა გააგრძელა საბუთების კითხვა.მალე მარიამი ყავით ხელში შემოვიდა უფროსს მიართვა. -დამელოდე ჯერ გავსინჯავ,თუ არ მომეწონება თავიდან გააკეთებ.ყავა მოსვა და აშკარად მოეწონა,მაგრამ არ შეიმჩნია.ნუ არაუშავს შეგიძლია წახვიდე და კიდევ ოც წუთში სასაუზმოდ გავდივარ და შენც წამოხვალ. -დიდი მადლობა,მე არ მშია ასე რომ აქ დავრჩები. -თუ არ გშია ნუ შეჭამ,იქ საბუთების მიწესრიგებაში დამეხმარები.მე ვისაუზმებ შენ დაალაგებ ყველაფერს ისე როგორც საჭიროა. -ამის გაკეთება აქაც შემიძლია. -რამდენჯერ უნდა გითხეა უსიტყვოდ უნდა დამემორჩილო.წამოხვალ,რადგან ეს საბუთები ძალიან მნიშვნელოვანია და ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მოაწესრიგო. -კარგით უფროსო,როგორც თქვენ იტყვით.უთხრა და თან გავიდა კაბინეტიდან.მალე წავიდნენ,იქვე ახლოს კაფეში დასხდნენ.მარიამს მართლაც არ უსაუზმია,უბრალოდ უყურებდა სანდროს და ის მითითებებს აძლევდა რა და როგორ უნდა გაეკეთებინა.საკმაოდ კარგი მოწაფე აღმოჩნდა,საოცარი სისწრაფით ითვისებდა გოგონა ყველაფერს.პირველმა სამუშაო დღემ შესანიშნავად ჩაიარა,თუ არ ჩავთვლით რომ ალექსანდრესთან ყოველი შესვლის მერე უკან გაცეცხლებული ბრუნდებოდა.სამუშაო საათები დასრულდა და როგორც იქნა სახლში მივიდა.ისეთი დაღლილი იყო რომ ფეხებს ვეღარ ამოძრავებდა.მაშინვე ოთახში ავიდა,შხაპი მიიღო და დასაძინებლად მოემზადა.თუმცა ახალ დაწოლილი მუცელმა შეაწუხა,რადგან მთელი დღე არაფერი ეჭამა და საშინლად შიოდა.წამოდგა სამზარეულოში ჩავიდა და კარზე ზარმაც დარეკა. -კარგით რა,ახლა სტუმრობის დრო იყო?დათა მაინც იყოს სახლში.კარებისკენ წალასლასდა და გააღო.როდესაც კარაში მდგომი ბექა დაინახა სულ გადაავიწყდა დაღლილობა და ზედ შეაფრინდა. -ბექუნა,ჩემი არაბიოლოგიური ძმა მოვიდა.ვაიმე როგორ გამახარე.მოდი მალე.სახლში შეიყვანა,დივანში ჩასვა და თვითონაც გვერდით მიუსკუპდა. -როგორ ხარ ფერია? -კარგად,უბრალოდ დღეს პირველი დღე მქონდა სამსახურში და საშინლად დავიღალე. უცებ ბექას ტელეფონმა დარეკა. -სად ხარ ბექა?(ალექსანდრე) -დათასთან ვარ ძმა.ცოტახანში გამოვალ.ხომ შვიდობაა? -კი ,კი მოგვიანებით ჩემთანაც შემოიარე. -კარგი ძმა.ბექამ ტელეფონი გვერდზე გადადო,გათიშვით კი არ გაუთიშია და მარიამს მიუბრუნდა.სანდროც ზუსტად ასე მოიქცა და უცებ ტელეფონიდან ხმა ისევ რომ მოესმა აიღო და ყურზე მიიდო.საკმაოდ კარგად ისმოდა ბექას და მარიამის საუბარი. -ანუ შენი უფროსი არ მოგეონს. -მომწონს?ნამდვილი დესპიტია.სამსახური რომ არ მჭირდებოდეს საშინელ დღეში ჩავაგდებდი.დიდი სიამოვნებით დავკიდებდი ფეხებით და ვუყურებდი როგორ ჩაექცეოდა ტვინში სისხლი,შემდეგ კი სულს განუტევებდა. -მარიამ გაგიჟდი?რეებს იძახი.სხვათაშორის ალექსანდრე ონიანი ასეთი სულაც არ არის. -და შენ რა იცი? -ის ჩემი ბავშვობის ძმაკაცია ასე რომ კარგად ვიცნობ. სანდროს გოგოს სიტყვებზე გაეღიმა და მობილური გათიშა.ანუ დიდი სიამოვნებით ჩამომკიდებდი ფეხებით ხომ.დამაცადე შენთვის ყოველ დღე ახალ ახალი სიურპრიზები მექნება,მერე ვნახოთ კიდევ რისი სურვილი გაგიჩნდება. ნუ ბექამ და მარიამმა ბევრი ისაუბრეს და ბოლოს მარიკუნა მტკივნეულ თემას შეეხო. -სიყვარულის საქმე როგორ გაქვს?დაბერდი კაცი და ცოლის მოყვანას არ აპირებ? -ეჰ მარიამ,ისე ამოიოხრა მარიამს გული შეეკუმშა. -რა ხდება ბექა?შემიძლია რამით დაგეხმარო? -არა პატარავ,შენ არაფრის გაკეთება არ შეგიძლია.უბრალოდ ჩემი შემთხვევა განსხვავებულია.ისეთი გოგო შემიყვარდა ვისი შეყვარებაც არ შეიძლებოდა,მაგრამ ახლა უკვე გვიანია. -მას თუ უყვარხარ? -კი ვუყვარვარ.სწორედ ეს მიღებს ბოლოს,მხოლოდ ჩემს ტავს რამეს კიდევ მოვუხერხებდი,მაგრამ მას რომ ცუდად მყოფს ვხედავ,ამის ატანა არ შემიძლია. -კი მაგრამ,ერთმანეთი თუ გიყვართ,რა გიშლით ხელს რომ ერთად იყოთ? -ეს რთული ამბავია.განხილვადაც არ ღირს.უბრალოდ შეუძლებელია ჩვენი ერთად ყოფნა და მორჩა.აღარ გვინდა ამაზე საუბარი. -კარგი როგორც გინდა.არ ჩაეძია მარიამი მაგრამ გაიფიქრა რომ ამას ასე არ დატოვებდა და გაარკვევდა ვინ უყვარდა ბექას,მერე კი მასთან ყოფნაშიც დაეხმარებოდა.მოკლეთ ბევრი ილაპარაკეს,მერე დათაც მოვიდა და გოგონამ ისინი მარტო დატოვა.მეორე დღე ისევ ადრიანად დაიწყო.სამსახურში ისევ შვიდ საათზზე გამოცხადდა,თუმცა იქ არავინ დახვდა.არც სანდრო იყო ჯერ მისული.მაინც დაიწყო საქმის კეთება,რადგან უსაქმურობას ვერ იტანდა.ყველაფერი წესრიგში მოიყვანა,საბუთებიც,კაბინეტიც და უცებ სანდროც შემოვიდა. -ოჰო,ყოჩაღ,როგრც ჩანს ყველაფერი გაკეთებული გაქვს. -დიახ,ყველაფერი მზად არის და საშინელი თვალებით გადახედა უფროსს.სანდროს გოგონას თვალების დანახვაზე უცებ ჟრუანტელმა დაუარა,მაგრამ არ შეიმჩნია.მთელი დღე ისევ ალექსანდრეს მითითებებს ასრულებდა და საღამოს ოფისში ბექას დანახვამ ძალიან გაახარა. -ძმაკაცს ესტუმრე? -კი კაბინეტშია? -ხო მიდი შედი.ბექა კაბინეტში შევიდა.ამ დროს ლიფტიდან სალომე გამოვიდა.მარიათან მივიდა და ჰკითხა -სანდრო სად არის? -კაბინეტშია და თქვენ შეხვედრაზე ხართ? -როგორც ჩანს ახალი ხარ.მარიამმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.მე ალექსანდრეს და ვარ სალომე ონიანი,ასე რომ მასთან შეხვედრაზე ჩაწერა არ მჭირდება. სალომ თბილად გაუღიმა გოგონას და კაბინეტისკენ წავიდა.ტელეფონმა დარეკა და მარიმმა უპასუხა.კაბინეტში შემოდი გაისმა ალექსანდრეს ხმა. -ჯანდაბა ვერ ვიტან.დიდი სიამოვნებით გადავაყლაპებდი ამ ტელეფონს და დავახრჩობდი.ადგა და კაბინეტისკენ წავიდა.შესულს ასეთი სიტუაცია დახვდა.ბექა გამწარებული,უყურებდა გოგონას,რომელიც ძმას ელაპარაკრბოდა.მარიამის დაკვირვებულ თვალს არასდროს არაფერი ეპარება და თან არასდროს ცდება. -ძამიკო დღეს დევიდი ჩამოდის და მინდა რომ ჩვენთან იცხოვროს.დევიდის ხსენებაზე ბექას სახე აელეწა,ხოლო სალომ თვალი თვალში გაუყარა ბექას და მის რეაქციას დააკვირდა. -კი მაგრამ თქვენ ხომ შეყვარებულები არ ხართ და აქ რა უნდა? -არა ძამიკო არ ვართ.ახალი ამბავია,როგორც გავიგე ლენაზეა შეყვარებული და მისი გულისთვის ჩამოდის.სალომემ ისევ შეხედა ბექას და ბექას სახე რომ დაინახა გაეღიმა.არც მარიამს გამორჩენია ეს ყველაფერი და რის მარიამი იქნებოდა ყველაფერი რომ არ გამოეცნო და გაერკვია. -მარიამ რას დგახარ,ყავა მოგვიტანე. -ბექა შენ უშაქრო ხომ?(მარიამი) -ბექა შენ?და შენობით ლაპარაკის უფლება ვინ მოქცა?(ალექსანდრე) -ბატონო ალექსანდრე,თქვენ უფროსი ხართ და ამიტომ მოგმართავთ ასე. -სხვათაშორის ბექასაც ეკუთვნის ეს კომპანია,ასე რომ მასაც წესიერად მიმართე. -მაპატიეთ, მაგრამ ამ კომპანიის კი არა ქვეყნის პრეზიდენტიც რომ იყოს მაინც ასე მივმართავ.რადგან ის ჩემთვის მეორე ძმა არის.ასე რომ თქვენი საქმე არ არის მე ჩემს ძმას როგორ მივმართავ.ახლა უკაცრავად დაგტოვებთ და ყავს მოგართმევთ. გოგონა წავიდა და სამი წყვილი თვალი გაიყოლა თან.ჯერ სამივე გაოცებული იყო,ხოლო შემდეგ სალომ იმხელა ხმაზე გადაიკისკისა რომ ბიჭებს ლამის გული გაუსკდათ. -რაო ალექსანდრე მიგიჩინეს ადგილი?(სალო) -ამ გოგოს მივკლავ,რა გინდიდა ბექა?აქ რატომ მოიყვანე?(ალექსანდრე) -მე არ მომიყვანია,მე უბრალოდ გთხოვე უარი არ უთხრათქო და იმაზეც გაგაფრთხილე რომ ადვილი არ იქნებოდა მასთან მუშაობა და ძან მაინტერესებს მდივნად რატომ დაისვი?(ბექა) -მაგარი გოგოა.მომწონს.ასეთ რძალზე უარს არ ვიტყოდი.ისევ გადაიკისკისა გოგონამ. -ახლა თუ არ გინდათ ორივემ მიიღოთ მანამდე მოკეტეთ.არა ამ ჩვიდმეტი წლის ლაწირაკს უფლებას არ მივცემ გაიმარჯვოს. დამაცადეთ მას თუ ჭკუა არ ვასწავლო მაშინ კაცი არ ვიყო. -რამდენის? ჩვიდმეტი წლის არის მხოლოდ?ასეთი პატარაა და ნახე სანდროს რა ჩაუტარა?ყოჩაღ გიგონა.შენით აღფრთოვანებული ვარ.(სალო) -ამ დროს კარში მარიამი შემოვიდა ყავის ჭიქებით და ყველას მიართვა.ისევ ბექას და სალომეს გადახედა და როცა მათი ერთამნეთისკენ მიმართული მზერა დაიჭირა მაშინვე დარწმუნდა თავისი აზრის სისწორეში.სალომე ნამდვილად ის გოგოა,მაგრამ რატომ არ შეუძლია მასთან ყოფნა?აი ამას ვერ ხსნიდა. -კარგით მალე დალიეთ და მერე საქმეები მაქვს,დამტოვეთ თქვენთვის აღარ მცალია.მარიამი კაბინეტიდან გავიდა და ელოდებოდა ბექაც როდია გამოვიდოდა.ბექა და სალომე ერთად გამოვიდნენ,მაგრამ ბექა ჩამორჩა,მასთან ერთად ლიფტში ნამდვილად ვერ შევიდოდა.მარიამი უცებ მივიდა მასთან და მაშინვე ჰკითხა -სალომე ონიანია ის გოგო ვისზეც გუშინ ვისაუბრეთ? -ცოტა ჩუმად გოგო რა გაყვირებს? -ანუ ის არის და მაინც იცი რას ვერ ვხვდები?რატომ არ შეგიძლია მასთან ყოფნა,გათხოვილია?მაგრამ მის თვალებშიც ზუსტად იგივე დავინახე რაც შენსაში.არ იუარო,ვიცი რომ ის არის. -მოკლეთ ნამდვილი კუდიანი ხარ.ხო ის არის და სწორედ ეს არის პრობლემა. -ალექსანდრემ იცის? -რა, გაგიჟდი?არა და ვერც ვერასდროს გაიგებს. -რათქმაუნდ,ამას აქამდე როგორ ვერ მივხვდი,ის ხომ შენი ძმაკაცის დაა.აი რა არის პრობლემა,ალექსანდრე. -კარგი გეყოფა ამაზე ფიქრი.აზრი არ აქვს არაფერს.ჩემი გრძნობა ჩემთან ერთად ჩავა საფლავში.ბიჭმა გაუღიმა,თვალი ჩაუკრა და იქიდან წავიდა.სალომე უკვე მანქანაში იჯდა როდესაც ტელეფონი მოიძია და გაახსენდა რომ კაბინეტში დარჩა.გადმოვიდა და ისევ ოფისისკენ წავიდა. -მარიამ ახლავე შემოდი. -გისმენთ. -როგორ გაბედე ჩემთან ასე ლაპარაკი. -მაპატიეთ მაგრამ ახლაც იგივეს გავიმეორებ და ეს იქით იყოს და ბექას კარგად იცნობთ? -რა?ბექა რა შუაშია? -რამდენად კარგად იცნობთ,ან მას და ან თქვენს დას? -ნუ მაგიჟებ,რას ბოდავ ვერ ვხვდები?რას ნიშნავს ვიცნობ?რათქმაუნდა ვიცნობ,თან მთელი ცხოვრებაა. -ისე იცნობთ რომ მათი უსიტყვოდ გაგებც კიშეგიძლიათ? -რათქმაუნდა.და რატომ მეკითხები. -იმიტომ რომ არცერთსაც არ იცნობთ.ნამდვილი ბრმა ხართ და ვერაფერს ხვდებით. -გოგო როგორ მელაპარაკები, ზედმეტის უფლებას რომ აძლევ თავს ხვდები? -არაუშავს,სამსახურიდანაც რომ გამაგდოთ უნდა გითხრათ.ნამდვილი სულელი ხართ.ამდენი ხანია თქვენს დას და ბექას ერთმანეთი უყვართ და თქვენ ვერაფერს ამჩნევთ.იმასაც ვერ ამჩნევთ როგორ იტანჯებიან და ერთი სულელური და იდიოტური წესის გამო თავს ასე იტანჯავენ. -რა?რეებს როშავ? -ბატონო ალექსანდე,იმაზე მეტად ბრმა ყოფილხართ ვიდრე მე მეგონა.მე ეს დღეს ერთი შეხედვით მივხვდი და თქვენ წლებია ამას უყურებთ და ვერაფერს ხედავთ.ახლა ვხვდები რატომ მეუბნებოდა ბექა რომ მათი სიყვარული შეუძლებელი იყო,იმიტომ რომ ძმაკაცის და შეუყვარდა და ეშინია რომ თქვენთუ ამას გაიგებთ,დაგგარკავთ,რომ ამას ვერ აპატიებთ.ეს უაზრო ქართული მენტალიტეტის გამო ხდება.იმის გამო რომ არ შეიძლება ძმაკაცის დას სხვათვალით შეხედო,რომ არ შეიძლება მისი შეყვარება.მაგრამ თქვენ გავიწყდებათ რომ სიყვარული არ გვეკითხება თუ ვინ უნდა შევიყვაროთ.ის თავისით არჩევს თავის გულის სწორს და არ აინტერესებს ეს ძმაკაცის და იქნება თუ ვიღაც უცხო.დავიჯერო თქვენი დის ბედნიერებაზე წინ დგას ეს თქვენი შეხედულება? -ასე არ იქნება,რაღაც გეშლება,რომელიმე მაინც მეტყოდა რამეს.შენ ეს ალბათ შენი ბავშვური გონებით დაასკვენი.მათ ერთმანეთი არ უყვართ,პირიქით სულ კინკლაობენ და ცდილობენ ერთმანეთს თავი აარიდონ. -და რატომ ხდება ეს კინკლაობა?მიზეზით არასდროს დაინტერესებულხართ?ისინი უბრალოდ ამ კინკლაობით მათი გრძნობის დამალვას ცდილობდნენ და მე ბავშვურად არ ვმსჯელობ.ჩემი მოსაზრება გადამოწმებული და დამტკიცებული მაქვს.მე მხოლოდ ბექას ბედნიერება მინდა და ვიცი რომ ეს სალომეს გარეშე შეუძლებელია.კარგად დაფიქრდით და გაიხსენებთ რომ რამე მაინც იქნებოდა ისეთი რამაც თქვენი ყურადღება მიიქცია,მაგრამ ამასთან ვერ დააკავშირეთ.ძალიან გთხოვთ მიეცით მათ ბედნიერების უფლება.ბექა მარათლა ძმასავით მიყვარს.სწორედ ამიტომ გითხარით ყველაფერი,შეიძლება ამის გამო ძალიან გამიბრაზდეს და მეჩხუბოს მაგრამ მე მისი ბედნიერება მინდა,რაც თქვენი დის გარეშე შეუძლებელია.ახლა დაგტოვებთ და დაფიქრდით.მიხვდებით რომ სიმართლეს ვმაბობ და იქნებ იმაზეც დაფიქრდეთ რომ მათ ხელი არ შეუშალოთ.სანდროს არაფერი უთქვამს,მარიამი კი კარისკენ წავიდა.სალომე ამ დროა კართან იდგა და ყველაფერი ესმოდა.გული ისე უცემდა ეგონა გაუსკდებოდა.მოს ცხოვრებაში ის ეტაპი დგებოდა რისიც ყოველთვის ეშინოდა და რასაც გაურბოდა.უკან წასვლა დააპირა მაგრამ მარიამმა დაინახა და დაუძახა -სალომე თქვენ აქ ხართ?სალომეს გაგონებაზე სანდრომ თავი მაღლა ასწია და სალომეს დაუძახა. -სალომე სასწრაფოდ შემოდი კაბინეტში.მარიამ ბექას დაურეკე და ახლავე დაბრუნდეს უკან.გოგონა კაბინეტიდან გავიდა,ხოლო სალო ფეხისთრევით და გულის ფანცქალით შევიდა ოთახში. -რა ხდება ალექსანდრე?აკანკალებული ხმით ჰკითხა ძმას. -დაჯექი და ხმა არ გავიგო შენი.სალომე ძმის ნებას დაემორჩილა და სავარძელში ჩაჯდა.მთელი სხეული უკანკალებდა,ნერვიულობისგან ლამის თითები სულ დაილეწა.სანდრო ხმას არ იღებდა უბრალოდ ფანჯარაში იხედებოდა. -აი მოვიდა,ჩაილაპარაკა თავისთვის. -ვინ მოვიდა?იკითხა სალომ ალექსანდრემ ისეთი თვალებით გამოხედა გოგონა ლამის გაქრა ადგილიდან.მალე ბექაც შემოვიდა ოთახში. -რა ხდება სანდრო?და სალო რომ დაინახა იქ და თან ასეთ მდგომარეობაში,მანაც დაკარგა ფერი. -დაჯექი,ანიშნა სალომეს გვერდით სავარძელზე,ისიც უსიტყვოდ დაემორჩილა.ორივე იჯდა და ელოდებიდა ალექსანდრეს საუბრის დაწყებას.სანდრომ ვისკის ჭიქა აიღო.ხელში ნერვიულად ათამაშებდა და უცებ კედელზე მიანარცხა. -ჯანდაბა,თქვენ ორს ცხოვრებაში ყველაზე მეტად გენდობოდით,თქვენ კი რა გააკეათეთ?არაფრად ჩამაგდეთ. -რას გულისხმობ ძმა?რა ხდება გარკვევით ამიხსნი? -აგიხსნა?მე უნდა აგიხსნათ რამე?თუ თქვენ უნდა მიხსნიდეთ ამდენი ხანი ჩუმად რატომ იყავით?რატომა არცერთმა არ მითხარით არაფერი?პატარა ლაწირაკისგან უნდა ვგებულობდე სიმართლეს?არ გრცხვენით?როგორ დამიმალეათ რომ ერთმანეთი გიყვარდათ?მე თქვენ ვინ გგონივართ?მონსტრი რომელსაც ადამიანური გრძნობები არ გააჩნია?რომელმაც სიყვარული არ იცის რა არის და ადამიანი რომელიც თავისი დის ბედნიერებაზე წინ რამე სხვას დააყენებს?ამიხსენით ვინ გგონივართ.რატომ უნდა ვიგებდე სხვისგან რომ ჩემს ერთადერათ დას და საუკეთესო ძმაკაცს ერათმანეთი უყვართ და მათი ცალცალკე ყოფნის მიზეზი მხოლოდ მე ვყოფილვარ. -სანდრო მომისმინე გთხოვ.გაიგე არ შეგვეძლო არაფრის თქმა.ეს ხომ უბრალოდ არასწორია და ამის გაგება ყველას გაუჭირდება. -ბექა მოკეტე ახლა სანამ მთელი ხარ.ახლა მითხარით ორივემ.ერთმანეთი მართლა გიყვართ? სალომეს გახედა რომელიც ცრემლებს ვეღარ იკავებდა და მერე ძმაკაცს რომელიც სახეზე ფერებს იცვლიდა ნერვუულობისგან. რაღას უცდით?პასუხს ველოდები. -მაპატიე ძმაო,ვიცი რომ ამის დაძახების უფლებაც აღარ მაქვს მაგრამ კი მიყვარს,ყველაზე და ყველაფერზე მეტად.მიზეზი მხოლოდ ის იყო რომ არ მინდოდა შენი დაკარგვა ან ის რომ სალო არჩევანის წინაშე დამეყენებინა. -სალომე შენ? გოგონამ ხმა ვერ ამოიღო,უბრალოდ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. ღმერთო გადამრევთ თქვენ.დიდი ხანია?ისევ ორივემ თავი დაუქნია და დასჯილი ბავშვებივით ისხდნენ თავდახრილები. თურმე როგორი კარგად მიცნობთ და მენდობით.როგორ იფიქრეთ რომ რომელიმეს არჩევანის წინაშე დაგაყენებდით?თქვენ სულ გაგიჟდით? -ანუ ეს რას ნიშნავს ალექსანდრე?(ბექა) -ერთმანეთი გიყვართ ხო? -კი გვიყვარს ისევ უპასუხა ბექამ. -ხოდა ადექით ახლა და მომშირდით აქიდან.მე წინააღმდეგი არ ვარ.მინდა რომ ბედნიერები იყოთ.ახლა კი მოშორდით სანამ გადავიფიქრე. სალომეს ამ სიტყვების გაგონებაზე თვალები გაუბრწყინდა,ძმას კისერზე ჩამოეკიდა.მერე გარეთ გავარდა და მარიამს ჩაეხუტა. -მადლობა მარიამ ყველაფრისთვის.მიყვარხარ ოღონდ მართლა.მერე ისევ კაბინეტში შევარდა ბექას ხელი დაავლო და გიჟივით გააქანა დერეფანში.ალექსანდრე და მარიამი კი მათ ბედნიერი სახით უყურებდნენ. მაპატიეთ დიდი თავი არ არის,მაგრამ დღეს მეტის დადება ვერ მოვახერხე.ეს თავი ძირითადად სალოზედ და ბექაზეა მაგრამ გპირდებით შემდეგი ალექსანდრეს და მარიამს დაეათმობათ.მადლობა თქვენ რომ კითხულობთ მიყვარხართ ყველა..ველი შეფასებას |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.