შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნუ მიბღვერ!ყველაფერი ვიცი რასაც ფიქრობ


9-03-2016, 17:45
ავტორი txinko
ნანახია 2 203

ჯერ კიდევ საშინლად მეძინებოდა,როცა ფანჯრიდან შემოსულმა მზის სხივებმა შემაწუხეს.საწოლიდან ძვლივს წამოვიზლაზნე.ფანჯარა გავაღე და ჰაერი ჩავისუნთქე.უცებ მწველი მზერა ვიგრძენი და თვალები ფრთხილად გავახილე.მოპირდაპირე სახლის აივნიდან ბიჭი გაშტერებული მიყურებდა .თავიდან აზრზე ვერ მოვედი,მაგრამ ტანზე ,რომ დავიხედე მივხვდი და საკუთარ თავს გავუბრაზდი.არა რაა...ხო უნდა ჩაიცვა, სალო,პიჟამა ან რამე .რა გჭირს ?!აქაურობა ლონდონი ხომ არ გგონია?!საკუთარ თავს ვუბრაზდებოდი. მალე კი მთლიანად გავშიშვლდი და აბაზანას მივაშურე.
სპორტულები ჩავიცვი და სამზარეულოში გავედი.დედაჩემი რაღაცას გაფაციცებით აკეთებდა ,მაგრამ მე ხომ ვიცი ესეც კრახით დასრულდება და მერე რა აიტანს მის წუწუნს.
-ასე მალე გაიღვიძე დეე?-როგორც იქნა შემამჩნია და თავი მოატრიალა.სიცილი ძვლის შევიკავე ,როცა ფქვილში ამოგვაგნული დავინახე,და ავხითხითდი.
-დედილოოო...ფქვილით თამაშობ?-თან იქვე მდებარე ვაშლი ჩავკბიჩე.
-კარგი რა დე...ყავას გაგიმზადებ.-ყავის ფინჯანს დასწვდა . გაფაციცებით წამოვხტი.
-დე ,საჭირო არაა.მე გავიკეთებ, თან იქ ხომ მარტო ვამზადებდი ყველაფერს?შენც დალევ?-მე ,რომ გამოცდილი მაქვს ახლაც აერეოდა და შაქრის მაგივრად მარილს ჩამიყრიდა ,ან რავიი ,თუნდაც ყველაფერს აურევდა ,ცეცხლს წაუკიდებდა და ისედაც ახალ გარემონტებულ სახლს გადაწვავდა.ეს კი არაერთხელ გამომიცდია .
უკვე მოვადუღე და ტკბილეულობაც გავამზადე.დედას დავაკვიდი და შევცბუნდი.სახე ჩამოსტიროდა.უღონოდ იჯდა და რაღაცაზე გამალებით ფიქრობდა. მისი ფიქრები არ გამომპარვია.-,,ახლა რაღა ვქნა?როგორ ავუხსნი ,რომ ოდესრაც ჩემმა სანაქებო ქმარმა მიღალატა და დავშორდით .არა ა...მიკვირს აქამდე არც უხსენებია რაც ჩამოვიდა...“-ამ ფიქრებში იყო ,როდესაც ფინჯანი წინ დავუდე და გავუღიმე.იქვე ჩამოვჯექი და დავიწყე საუბარი,თან ხელები ცხელ ფინჯანს შემოვაჭდე.
-დე ,ვიცი რაზეც ფიქრობ.მე შენი და მამას შესახებ დიდი ხანია ვიცი რაც ჩამოვედი.-თან ფრთხილად ავხედე .სახეზე გაკვირვება აღებეჭდა.ჯანდაბა ეს როგორ წამომცდაა?!
-კი ,მაგრამ როგორ?ვინ გითხრა?-ძალიან გაუკვირდა და ნაღვლიანი თვალებით შემომხედა.
-აუუუ,ამას ვერც კი წარმოვიდგენდი.მოდი ყავა დავლიოთ თორებ გაგვიცივდა.
-დე,უბრალოდ მივხვდი მე ვიცი ახლა რასაც განიცდი,ალბათ როგორ გტკივა.მიკვირს გარეგნულად ,რომ არაფერს იმჩნევ.აი,იცი შენ ისეთი ძლიერი ხარ ,რომ...-ვეღარ მოვითმინე და კალთაში ჩავუჯექი.
-ხოოო,ბევრი ვიტირე,მაგრამ მერე მივხვდი ,რომ ამით ვერაფერს გამოვასწორებ ,თან შენ მყავხარ და ამითაც უზომოდ ბედნიერი ვარ.-თველები ცრემლებით აევსო და სადააცა მწარედ ატირდებოდა.
-არ იტირო დედილო.ძალიან,ძალიან მიყვარხარ და არასოდეს!არასოდეს მიგატოვებ!ჩემი ტკბილი ლოყები ვისააქო აბააა?ვის უნდა დავუკოცნოვოოო?-გავეკრიჭე გიჟივით და კოცნის მაგივრად ლოყები ავუწელე.
-მეტკინა აა...აბა გაკოცებოოო?-მეამიტურად ააფახურა წარბები.უცებ წამოვხტი.
-არა რაა!პატარა ბავშვი ხარ,მიკაქალ დე...მაიმუნობა მორჩა!კარგი ჩავედი მე მაღაზიაში .მშია-თან მუცელზე ხელი მოვისვი.-შენი ამბავი ,რომ ვიცი მშიერს დამტოვებ ან მომწამლავ და მომკლავ...-კიდე რაღაცის თქმას ვაპირებდი,როცა გაბრაზებულმა თვალები დამიბრიალა,მაგრამ შევამჩნიე ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა ოდნავ.

გამოვიცვალე.კომპორტულად გამოვეწყვე .ფული ჩავიჯიბე ,ტელეფონი მოვიმარჯვე, გასაღებიც ავიღე და სახლიდან რასაც ჰქვია გავფრინდი.
გზადაგზა ვფიქრობდი.დედა საკმაოდ ლამაზია და ალბათ მარტო დიდხანს არ დარჩება,თან არამგონია მამას აპატიოს ეს უმსგავსობა.ისე უნდა ვნახო ,მაინტერესებს რას ფიქრობს,რას განიცდის.ამ ფიქრებში გართული ვიყავი და მალე ჩემ შავ ფერარს მივუახლოვდი.კომფორტულად მოვკალათდი და დავგაზე.
****************************************************************************************************************************************
ადამიანები ხომ ვითომდა ჩვეული არსებები ვართ,მაგრამ გამონაკლისებიც არის.აქ ჩემი თავი ვიგულისხმე.ძნელია როცა ადამიანის სულსა და გულში ძვრები,შენ კი მის აზრებს,ფიქრებს გებულობ.გებულობ ყოველივეს ყველაფრის შესახებ.თუნდაც შენი თავის შეფასებისა..
ძნელია მათი გულისნადები,ტკივილი,სიბოროტე,სიყვარული,სიხარული ...ერთ დროულად განიცადო.პირველად პატარა ვიყავი როცა სხვების ფიქრებს ვკითხულობდი და ამას ვერ ვხვდებოდი,ხოლო სრულწლოვანმა უკვა გადავხარშე,რომ მე ვარ შრულიად განსხვავებული.ხანდახან ჩემი თავი მძულს ,რადგან სხვის სულში დაუკითხავათ ვიჭრები.განა ეს ნორმალურის?!სულაც არა.თითქოს ეს ერთ დროულად წყევლაცაა ,რომელსაც შეუძლია ჭკუიდან შეგშალოს.გულგრილი ვერ დარჩები როცა ხალხის ტკივილით სავსე ფიქრებს გადავაწყდები,მაშინ ყველაფერი მეწვის,ხანდახან ჩემი თავი მთელი გულით მძულს და მეზიზღება....


****************************************************************************************************************************************
დახლებს შორის დებილივით დავიარებოდი და უამრავ რამეს ვყრიდი კალათში.იმდენი რამ ვიყიდე,რომ მანქანაც მგონი ვერ ათრევს.სალაროს ,როგორც კი გათავისუფლდა ,ეგრევე ვეცი .მოსაბეზრებელი წრიპინი კი არა და არ წყდებოდა.უცებ მოლარეს სახე ეცვალა და მეც მისი ფიქრების გაგება მოვინდომე.
-,,არა რა !ხალხს რამდენი ფული აქვს და რამდენ რამეს ყიდულობენ.მე კი ჩემი დაიკოსთვის უბრალო კანფეტიც კი ვერ მიყიდია.ესსაა სამართალიი?!....“-სასწრაფოდ შევწყვიტე ,გული რასაც ჰქვია დამეწვა .შევნიშნე საცაა ატირდებოდა.
-ცოტა სწრაფად ,რომ იმუშავოთ არაა?დავიღალე უკვე კარგა ხანია აქ ვდგავარ.ასეთი არაპროფესიონალები და უქნარები როგორ ხართ?!-მომესმა საკმაოდ გამაღიზიანებელი ბოხი ბარიტონი.შევტრიალდი და შავ მრისხანე თვალებს წავაწყდი.ცინიკურად ჩავიცინე და თვალები უკმაყოფილოთ გადავატრიალე.
-ფუ ამის დედა შე***ცი,სწრაფად რა!-დაუყვირა მოლარეს.დავინახე გოგონა როგორ აკანკალდა შიშისაგან ,უცებ გამოერკვა და სასწრაფოდ შეუდგა საქმეს.გულმა ვერ მომითმინა და მივუბრუნდი.
-იქნებ ტონი აკონტროლოთ!რა უზრდელობაა....-კიდე სიტყვის გაგრძელება მინდოდა და რაღაცის თქმა ,მაგრამ უცნობა რეაგირება მალევე მოახდინა და შემოტრიალდა.მისმა ბოროტმა თვალებმა კინაღამ მომკლეს და არც მე დამაკლო უხეში სიტყვები.
-პატარა ლაწირაკო!შენს საქმეს მიხედე და შენს ,,გუდა ნაბადს“ მოკიდე ხელი მალე და სწრაფად გაათავისუფლე სალარო.-ახლაღა ავათვალიერე,შევამჩნიე კოსტუმი ეცვა,სოლიდურად გამოიყურებოდა და ორო ცალი სიგარეტის კოლოფი ხელით ჩაებღაუჭა..ვინ ჩემი ფეხებია?!ეს კი გავიფიქრე და ჩენი მრისხანე თვალები შევანათე.
-ტონი აკონტროლეთ!ზრდილობა გზაში დაკარგეთ?!მაგრამ საკითხავია თუ საერთოდ გაგაჩნდათ!-მამაკაცს უცებ ძარღვები დაეჭიმა ,სიბრაზისაგან ხელები მომუშტა,კბილებს ძლიერ აჭერდა ,რომ რაღაც საშინელება არ წამოეროშა,საცაა იფეთქებდა.
ნაყიდს დავწვდი და ფული გადავიხადე.
მიკვირდა იქვე რამე,რომ არაფერი ჩამარტყა,მისი სახის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებდით დიდხანს ვერ მოითმენდა ,მაგრამ მე ჩემი გავაგრძელე.
-ოჰჰ,საოცარია ორი სიგარეტის გამო მოგიწიათ ამხელა რიგში დგომა.ოხ,რა სამწუხაროაა ნწწ..-ირონიულად გავუცინე და გააფთრებული დავტოვე.
უკვე საბარგული დავკეტე და მანქანის გაღებას ვაპირებდი,როდესაც ვიღაცის ძლიერმა ხელებმა სასწრაფოდ შემაჩერეს და მანქანაზე ძლიერად ამაყუდეს.
-შენ გოგო! თავს რის უფლებას აძლევ!ამ პატარა ლაწირაკმა არ გამომიყვანა წყობილებიდან?!ახლა გაგიშვებ,მაგრამ თუ კიდე გადამეყრები სადმე..მოკლედ არ ვიცი რას გიზამ.-გაკვირვებული მანქანის კარებზე ვიყავი შპაკლივით გადაკრული.მიუხედავად იმისა,რომ ხელებზე ძლიერად მიჭერდა თავის დიდ ტორებს და ტკივილი უკვე გაუსაძლისი იყო,სახეზე მაინც არაფრისმთქმელი მზერა მეკერა.მინდოდა მეც მეთქვა საკადრისი,მაგრამ უცებ მომშორდა და ჩქარი ნაბიჯებით გამეცალა.

მთელი გზა იმ იდიოტს ვლანძღავდი .მოლარე გოგოზე კი გული ჩამწყდა . მოკლედ გუნება გამიფუჭდა.როგორ შეიძლება ასეთი უხეში და საზიზღარი იყოოო?!....ან რა გასაკვირი იქნება ფიქრებიც თავისივე ბოროტული და უნამუსო,რომ ჰქონდეს?! ისე უნდა მომესმინა...საინტერესო იქნებოდა რაზე ფიქრობდა ეს დავხედი...-დანანებით გავაქნიე თავი და საჭეს ჩავებღაუჭე.

სახლში მისულმა უცებ სალათი მოვამზადე . ტელევიზორში უაზრო სერიალების გარდა არაფერი იყო,მოჟამული სახით დივანზე მთელი ძალით დავეხეთქე.იდიოტი!ორივე ხელის მკლავები ახლაც მტკივა და უკვე ჩამილურჯდა კიდეც.ერთი შევიკურთხე და
ფბ-ზე დავიწყე ძრომიალი ,ცოტახანში ტელეფონის ზუმერის გამაყრუებელი ხმა გავიგონე.
-ხოო.-ჩემი სუნელი დაქალი ბრძანდებოდა.აუ რა აიტანს ამის ტიტინსს?!მობეზრებულმა თვალები კვემოთ დავხარე.
-ასე უნდა დავიწყებაა?ორი დღეა მოთრეული ხარ და ნორმალურად არ მინახიხარ!...-ქოთქოთებდა და უაზროდ ისროდა სიტყვებს.
-ხოდა ,მაშინ გადმო ჩემთან და პიცას მოვამზადებ.
-აუუუ,ხო კარგით, ქალბატონო სალიტა,მაგრამ მე ხომ იცით ზეთისხილიანი არ მნებავს?!
-ვიცი ჭინკა...ჩემთვის ცალკე გავაკეთებ. მართლა მალე გადმოდი შენ ,რომ იცი ისე არ დაიგვიანო!


დედა მეზობელთან გადავიდა.ალბათ, აღტაცებით უყვება ჩემი ჩამოსვლის ამბებს მათ,მაგრამ რაღაც არა მგონია მიცნობდნენ.ისედაც ახალი გადმოსულები ვიყავით და ეს ბინაც ახალი ნაყიდი გახლდა...საშინელებაა აქაურობას ,რომ უნდა მივეჩვიო...
***************************************************************************************************************************************
მამაჩემი მცირე ბიზნესმენია,მაგრამ რაც პატარა რესტორანი გავხსენი მის მერე აღარ დამხმარებია ფინანსურად და დამოუკიდებელიც გავხდი.თანდათან ჩემი ბიზნესი საკმაოდ პოპულარული გახდა ლონდონში და ახლა კარგი არა მეტისმეტად კარგი შემოსავალიც მაქვს.ვაპირებ საქართველოშიც გავხსნა რესტორანი.ეს ორი დღე რაც კი ჩამოვედი სულ საქმეებით ვარ დაკავებული...
არ ვიცი აქ რატომ დავბრუნდი... ალბათ გულმა მიგრძნო ერთ დღეს ,როცა ტელეფონით ანერვიულებული მელაპარაკებოდა ჩემი ლამაზი დედიკო.აქ ჩამოსული მისი ფიქრების მოსმენისას კი სრულიად გავნადგურდი.მთელი ორი დღე ვაკვირდებოდი და ვხვდებოდი ამის ახსნა და თქმა ჩემთვის როგორ უჭირდა,თან უზომოდ სტკიოდა,მაგრამ ამას არაფრის დიდებით არ იმჩნევდა.

23 წლის ვარ ,ჯერ ისევ ვსწავლობ,ამიტომ სწავლის საბუთები ჯავახიშვილში უკვე გადმოვიტანე .ძნელია ახალ გარემოსთან შეგუება. რა აიტანს უამრავ უაზრო ფიქრს.ვიცი სურვილს ვერ დავძლევ და დაუფიქრებლად ჩავძვრები სხვის თავში.მერე იქნება საშინელება...ხომ იცით ,ადამიანი სულ უაზრობებზე ფიქრობს,თან ამას ვერც კი ვაკონტროლებთ.ეს ჩემთვის კი მეტისმეტად რთული ასატანია.
.



დიდ ოთახში სამი ერთმანეთზე განსხვავებული მამაკაცი იჯდა .ლაპარაკობდნენ,სიგარეტს ეწეოდნენ,თან ცოტა საასმელსაც მიირთმევდნენ.
-ვაჩე ,რა სიფათი გაქვს?!-მიმართა ერთ-ერთმა შავგვრემანმა სიმპატიურმა ძმაკაცმა.
- ბექა ,არ იცი მაგის ამბავი?!რაღაცაზეა გაბრაზებული და მთელი დღე მრისხანე სახით ივლის.-ალაზღანდარდა მეტად სასაცილო ტიპაჟის კაცმა.ნუ თუ შეიძლება ითქვას კაცი ვუწოდოთ,რადგან მეტად ბავშვური სახე და გამოხედვა აქვს.
-მოკეთეთ!უბრალოდ დილიდანვე მაღაზიაში ნერვები მომიშალეს და ხომ იცით ჩემი ფეთქებადი ხასიათის ამბავი.
-ვაა,ვინ მოუშალა თავად ბატონ ვაჩე ონიანს გუნება ჰაა?-ახლა სიცილს ვერ იკავებდა ხუმარა ძმაკაცი.
-ოო გიო,ერთმა გოგომ..და კინაღამ კონტროლი დავკარგე,რომ არ მომეთოკა შემომაკვდებოდა..-გაბრაზებულმა მუჭი შეკრა.
-ლამაზი იყოო?-ჩაერთო კვლავ საუბარში ბექა და სამელიც შეავსო.
-ეგ რა შუაშია?!თან არ შემიმჩნევია.ვიღაც ცხვირ მოუხოცავი ღლაპი იქნებოდა....მოდი თემა შევცვალოთ.
-მაგ გოგოსი არ ვიცი,მაგრამ ახალი მეზობლები,რომ გვყავს არ გინახავთ?-(ბექა)
-არა რა იყო?აქვე სახლი იყიდეეს?-იკითხა ვაჩემ და სასმელი სულმოუთქმელად გამოცალა.
-ბიჭო გძინავს?!შენი მპირდაპირე სახლი გაიყიდა .ფერარი მაინც არ შეგინიშნავსს?მეზობლად დედე -შვილი გადმოვიდნენ.
-მაგისთვის მცხელოდა რა?-უკმაყოფილოთ ჩაიფრუტუინა ვაჩემ.
-შვილი რამხელაა?ბიჭია თუ გოგო ?-წამოიძახა აჟიტირებულმა გიუნამ.
-თან რა გოგო .კანფეტ...რა მკერდი, პრესი ..ნუ რისი დათვალიერებაც მოვასწარი.მოკლედ ბიჭებო,აივანზე გამოტანტალდა საცვლების ამარა.მე კი კინაღამ ყბა ჩამომივარდა.-ორივე ძმაკაცი გაკვირვებული უსმენდა ბექას,რომელმაც გოგოს გახსენებისას ნერწყვი ძვლივს გადაყლაპა.საერთოდ,ბექა გოგოებზე იშვიათად საუბრობდა და ათაში ერთხელ ვინმე ძლიერ მოსწონებოდა ,ისიც კი ლაითად,მაგრამ ამ წუთში ვიღაც სრულიად უცნობმა გოგომ თავბრუ დაახვია და ასე აალაპარაკა ჩვენი ბექუნა.ეს ყოველივე უკვირდა ორივე ძმაკაცს.დაინტერესდნენ თუ როგორი შეიძლება ყოფილიყო უცნობი .
-ხო, რა გაკვირებული მიყურებთ?!დამატყვევა და დილიდან მასზე ვფიქრობ.
-ნახე რა ...ვაჩე ,ბექა ,ხშირად უნდა ვიარო თქვენთად უეწველი მაგ გოგოს ვინმე ლამაზი დაქალიც ეყოლება.ასე ,რომ ვერ მომიშორებთ.-ახარხარდა გიო.
-აქამდე ვერ მოგიშორეთ და ახლა რას გავაწყობთ?!რამენაირად უნდა გავიცნო... ვაჩე, შენ ახალ გოგოსთან რას შვრები?-(ბექა)
-რავი ბექა...მომბეზრდა უკვე მაგის გაუთავებელი წუწუნი.. .ხომ იცით სე***ია კარგი და მაგიტომ ვარ მაგასთან.ახლა გამომიცხადა ისედაც შეღებილი ქერა თმა წითლად უნდა შევიღებოო.მე კი საშინლად ვერ ვიტან წითელს!_ზიზღით წარბები შეჭმუხნა ვაჩემ და ძმაკაცებს დააკვირდა.
-რა იყო წითელზე აცრილი ხარ?-(გიო)
-ოოო.ძმაო,შენ წითურებს ვერ იტან.სამაგიეროდ ,მე ვგიჟდები .ის ჩემი უცნობი გოგოც წითური არის სხვათაშორის....ულამაზესი წითელი წელამდე გრძელი თმებით....-(ბექა)
-ახლა ისიც მითხარი რა ფერის საცვლები ეცვა!წარმომიდგენია სრულიად შიშველი,რომ ყოფილიყო რას დაგმართებდა .ქალის გამო ნუ გამოშტერდები!არ ღირს ძმაო!-არ ესიამოვნა ვაჩეს ძმაკაცის ასეთი აფორიაქება.


პ.ს .ვიცი ბევრი შეცდომებია,მაგრამ თქვენი აზრი მაინტერესებს. გაგრძელება ღირსსს?



№1  offline წევრი Firefly

იმედია ეს გოგო ორივე ძმაკაცს არ შეუყვარდება
--------------------
M.T

 


№2 სტუმარი tamuna

Getanxmebi Firefly

 


№3 სტუმარი Dea

Neta orives sheuyvardes ufro saintereso iqneba

 


№4  offline წევრი gvanciii kereselidze

Dzalian kargiiiaa ... mec egre vatyob rom orives sheuyvardebaa... (y)
--------------------
G.ke

 


№5  offline წევრი natia-natia

აუ გაგრძელე რა

 


№6 სტუმარი Busa-bususa

Au dzan magaria ra tqma unda gaagrdzele kargi iqneba mal-male tu dadeb tavebs

 


№7  offline წევრი Reny

გააგრძელებბ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent