შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა იბრძვი, გწამს, გიყვარს! –2–


9-03-2016, 17:54
ავტორი sopiko
ნანახია 2 545

[თავი 2]
ონისემ დატოვა! აი, ასე, ადგა და წავიდა!
ადრე სოფიო თავს ცუდად რომ გრძნობდა, გვერდიდან არ შორდებოდა და ფეხქვეშ ეფინებოდა. მაშინ ეს ყველაფერი სიამოვნებდა, მაგრამ ახლა ოცნებები მინიმუმამდე იყო დაყვანილი. ფრთები მათ უბედურებამ მოაჭრა. ცეცხლის წვიმამ კი მათგან ნაგლეჯებიღა დატოვა. როცა ონისე ასეთ დღეში იყო... როცა ნელ-ნელა ილეოდა და სანთელივით ყვითლდებოდა, როგორ შეიძლებოდა ხელი ჩაექნია სოფიოს. ქალს, რომელიც თურმე ძალიან მამაცი და შეუპოვარი ყოფილა! ახლა ის უნდა დამდგარიყო მეწინავე ჯარში და მეუღლე ეხსნა.
მისაღებში ბანცალით გავიდა და დაბლა დაყრილი ‘’რაღაც’’ საზიზღრობები აკრიფა. უეცრად იქვე დადებული ონისეს მობილური შენიშნა. ხელი დაავლო და დარეკილებში საბას ნომერი მოძებნა. აღება არ დააყოვნეს. ზუმერის ხმა საბას აფორიაქებულმა ხმამ შეცვალა.
-ონისე, სად ხარ, ბიჭო?
-საბა, სოფიო ვარ. ონისეს სახლში ტელეფონი დარჩა.-მილეული ხმით თქვა სოფიომ, მაგიდაზე დადებული წყლით სავსე ჭიქა აიღო და ერთი მოყუდებით გადაყლურწა.
-კარგად ხარ? ხომ არაფერი...
-ის, რაც ახლა ხდება არაფერი კი არა ყველაფერია!-პანიკურად ჩასძახა და თავს უმალ დამშვიდებისკენ მოუწოდა.-მაღაზიაში მითხრეს ონისემ სიგარეტი იყიდა და სახლში ავიდაო. მაშინვე აქეთ წამოვედი, მაგრამ... ვერ მოვუსწარი... იმ საშინელი რაღაცის ზეგავლენის ქვეშ იყო. ისე მიყურებდა, როგორც უცხოს...
-სოფიო, თავი ხელში აიყვანე! ახლავე მოვდივარ...-მოძრაობის გამო რაღაც აშუშუნდა ტელეფონში. ეტყობოდა საბა წამოსასვლელად ემზადებოდა.
-აქ მოსვლა არ გინდა... ონისე წავიდა, არადა სულ რამდენიმე წუთის წინ გამოვიდა კაიფიდან. ათასი საფრთხე არსებობს. მით უმეტეს მის მდგომარეობაში. გთხოვ, მოძებნე... იმ სოროშიც წადი. ოღონდ იპოვე...-შეევედრა მამაკაცს და დაღლილობისგან მუხლები მოეხარა.
-შენი ხმა არ მომწონს... ნამდვილად ვერ ხარ კარგად. ჯერ შენთან მოვალ და მერე...-მაინც ვერ მიეღო გადაწყვეტილება.
-არა, საბა! არა_მეთქი!-გააპროტესტა მოკრებილი ძალით და ჩახუთული ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა.-წადი... და... ონისე მოძებნე!
-კარგი, სოფიო! აუცილებლად დაგიკავშირდები...-როგორც იქნა დათანხმდა საბა და ზარიც შეწყდა.
სოფიომ სამზარეულოში შეაბიჯა და მაცივარზე დადებულ სურათს ღრმად ჩააკვირდა. სურათზე პატარა გოგონა იყო გამოსახული. თვალები საყვარლად უციმციმებდა. კოპლებიანი კაბა ეცვა და ხელის გულები შეეტყუპებინა.
მონატრებამ სწრაფად გადაანაცვლა წარსულში... იქ, სადაც ჯერ კიდევ ისმოდა ლოლას ხითხითი...

-დედიკო, გადაღიღე...-ადგილზე ვერ ისვენებდა ლოლა და ქვაფენილზე დახაზულ ცხრილში ხტოდა.
-გადაგიღებ, ოღონდ გაჩერდი, დე... იცოდე აითხაპნება სურათი.-მიუალერსა ქალიშვილს სოფიომ და თავი მაღლა ააწევინა.
-მე რომ ნახატს ვთხაპნი ხოლმე, ეგრე?-ატიკტიკდა გოგონა და ისევ შეიცვალა ადგილმდებარეობა.
-ხო, ისე...-ბავშვის შედარებაზე გაეცინა ქალს.-აბა, შენებურად გამეკრიჭე და ჩიტი გამოფ...რინ...დე...ბაა! გადავიღე!
-მალაზი ვარ ხომ, დედიკო? მახანე... აბა, მახანე!-გვერდით ამოუდგა დედას და მობილურში ცალი თვალით ჩაიჭყიტა.-ურაა! მალაზი ვარ!
-შენ მუდამ დედიკოს მალაზი იქნები, საყვარელო... მე, შენ და მამიკო მუდამ ერთად ვიქნებით!-ჩამუხლულმა მუხლებზე გადაიწვინა ძვირფასი საუნჯე და მუცელზე ცხვირი კისკისით გაუხახუნა.

სურათს ტუჩებით დაეკონა და ცრემლები მსწრაფლ მოიშორა, ლოლიტა რომ არ დასველებულიყო... რომ არ შეცივნოდა... რომ არ გაციებულიყო... მერე იქ ვინ უშველიდა? იქაც დედიკო ხომ არ ეყოლებოდა? ხომ შეიძლება ახლა საბანიც გადახდილი ჰქონდეს, სოფიოს ხელს იშვერს, მაგრამ ლოლას ბუთქუნა თითებს ვერ სწვდება... ანდაც ყურის ტკივილი აწუხებდეს... სოფიოს უჯრაში უდევს წამალი, მაგრამ შვილის ყურებს ვერ ხედავს და როგორ ჩააწვეთოს?!
ეგონა კი არა, დარწმუნებული იყო, რომ მას, ლოლას და ონისეს ერთმანეთს ვერავინ დააშორებდა... ისინი სულიერად იყვნენ დაკავშირებულნი და მათი დაცილება მხოლოდ... მხოლოდ სიკვდილს შეეძლო. ამ შესაძლებლობით დაუნგრია ცხოვრება სოფიოს! ამით შეუღება ლამაზი კაბა შავად... ამით ჩააქრო ონისეს თვალებში სინათლის სხივი, ხმაში კი ბედნიერების ნოტი...
იმ დღესაც არაფერი დაუკლია ლოლასთვის. გაშმაგებული კოცნიდა შვილს, ყელში, ლოყებზე... გულში ათჯერ მაინც ჩაიხუტა... ბევრი არიგა და უჩიჩინა... მასწავლებელს დაუჯერე, სხვა ბავშვებს არ მოშორდე, ფრთხილად იყავიო... გოგონას ბოლომდე არ ესმოდა, თუ რას ეუბნებოდა დედა, თუმცა მაინც თავს უქნევდა. ონისე ცოლს დასცინოდა. ნუ დაახრჩე ბავშვი, საღამოს მოვა, აბა, სად წავაო... არც მან იცოდა სიკვდილს რა ჰქონდა გეგმაში...
სახლიდან გასვლამდის კიდევ ერთხელ ჩაიკრა შვილი გულში. მისი თითოეული მოქმედება შვილთან ურთიერთობაში უკანასკნელი იყო... ეს რომ სცოდნოდა, არ გაუშვებდა, მაგრამ დედის ალღომ უმტყუნა... ცუდი ნამდვილად არაფერი უგრძვნია. უბრალოდ განსაკუთრებულად ჭამდა ლოლას მოფერების სურვილი...
ონისეს სოფიოს ტუჩების დაუგემოვნებლად ბინიდან ფეხი არ გაუდგია. მერე კი ლოლა ხელში აიტაცა და კიბეებზე დაეშვა...
შავი ღრუბელი ახლოვდებოდა... ცოტაც და ბამბის თეთრ ქულას შეეჯახებოდა...
სოფიომ ღიღინ-ღიღინით დაალაგა სახლი. წვნიანი მოამზადა, საღამოს ლოლასთვის რომ ეჭმია. არანაირი წინათგრძნობა არ აწუხებდა. ერთი წამითაც კი არ გაუვლია გონებაში, რომ აღარასდროს გაუღებდა პირს მისი პატარა და ‘’ამუს’’ თქმასაც ვეღარ მოახერხებდა...
შეთხვევით პულტს დაახტა და ტელევიზორი ჩაირთო... კურიერი ახალ ინფორმაციას გადმოსცემდა. ვარდისფრად შეღებილი შენობა ეცნო. ეს სკვერიც ენახა სადღაც... თვალთ დაუბნელდა, სისხლში ამოსვრილი ლოლას თეთრი სარაფანა რომ დაინახა...
ტელეფონისკენ გაექცა თვალი... გამორთული ჰქონდა... აღარ ახსოვს, როგორ დააჭირა ჩართვის ღილაკს... უამრავი ზარი იყო შემოსული უცნობი ნომრებიდან... ვერ გაეაზრებინა ის, რაც ხდებოდა... კარზე მორიდებულმა კაკუნმა შემოსასვლელისკენ წაიყვანა... სადარბაზოში პოლიციელი იდგა. მამაკაცმა თვალები დახარა და ჩაიბუტბუტა:
-სოფიო დიასამიძე ხომ?
-დიახ...-მშრალად დაუდასტურა და ყურთასმენა დაძაბა.
-სამწუხარო ამბავი უნდა გაცნობოთ... თქვენი ქალიშვილი, ლოლა მაჩაბელი გარდაიცვალა...
უღონოდ ჩაიკეცა და ინატრა, რომ მის ქალიშვილს ლოლა არ რქმეოდა, რომ არც მაჩაბელი ყოფილიყო... გრძნობა დაკარგა... მასში ახალმა ფერმა, კუპრივით შავმა სიბნელემ დაისადგურა...

სოროში ბნელოდა. ნესტის სუნი იდგა. აქა–იქ ვირთხები დახტოდნენ, წრუწუნების წრიპინიც ნათლად ისმოდა. ნისლში გახვეულ ახალგაზრდა ბიჭებს ეს გარემოებები სულაც არ აწუხებდათ. ზოგს სიგარეტი ჰქონდა პირში გაჩხერილი, ახალბედებს კი ძლივსძლივობით შეჰყავდათ გადამეტებული ზომა მკლავში, რომელსაც სისხლძარღვები ვეღარ იტევდა.
–მოიტა, გაგიკეთო!–შპრიცი ხელიდან გამოსტაცა ''შპილკამ'' ნიკას, რომლისთვისაც ზედმეტსახელი ჯერ კიდევ არ შეერჩიათ. ''შპილკას'' სინამდვილეში ვაჟა ერქვა, ეს სახელი კი იმიტომ შეარქვეს, რომ გამხდარი იყო და ორი ქოჩორი ჰქონდა.
უცებ შაკირამ ისეთი დასჭექა, ყველამ დამტვერილ, ფეხმომტვრეულ მაგიდას გახედა. ტელეფონი რეკავდა. ნიკას ტელეფონი.
–ჩემი და იქნება!–წამოიწია გაბრუებულმა ბიჭმა და გვერდით მდგარი სკამი გადააქცია.
–რატომ ვერ ვხედავ? ეს... ეს რა მომდის?–ლუღლუღი დაიწყო მან და თვალები დაქაჩა.
–პირველად გაიკეთა?–ცივად გადახედა ''შიმპანზემ'', რომელიც კუნთებისა და მხარბეჭიანობის გამო ''მონათლეს'' ამ სახელით.
–მეორედ, მაგრამ წინაზე დაბალი დოზა გავუკეთეთ... საცდელი იყო! ახლაც ეჩვენება, თორემ არაფერი მოუვა.–ამომწურავად გასცა პასუხი ''შპილკამ''.–ის რას აკეთებს?
ამ მოულოდნელმა კითხვამ ''შიმპანზე'' დააბნია. მერე იმ მიმართულებით გაიხედა, საითაც ''შპილკა'' იხედებოდა და ონისეს წააწყდა, რომელსაც მისივე სურვილის გამო სახელი არ შეუცვალეს.
ონისე გატეხილ ფიცრებზე იჯდა და სველ კედელს მიყრდნობოდა. ბიჭებს გაუკვირდათ. ფხიზელი და ასეთი დაფიქრებული პირველად ნახეს. მამაკაცს ცრემლები მოსდიოდა... ''შპილკას'' დამცინავი რეპლიკები ენის წვერზე მოადგა, მაგრამ ის დრო გაახსენდა, სანამ აქ აღმოჩნდებოდა. ხო, არც ის დაბადებულა ეშმაკად, არც ის იყო თავიდანვე ასეთი უვარგისი. მშობლებიც ჰყავდა, მეგობრებიც, მაგრამ სწორედ ამ მეგობრების გამო იქურდა. ერთ–ერთი ძმაკაცი, გიგიშა ვიღაც ტიპებს ჰყავდათ განოჭერილი. ემუქრებოდნენ და აშანტაჟებდნენ. ერთ საღამოს ვაჟა გიგიშასთან იყო, რამდენიმე მამაკაცი რომ შემოუვარდათ სახლში. სახე ნიღბებით დაეფარათ. ორივე მაგრად სცემეს და შეხვედრა დაუნიშნეს. თუ ფულს მეორე დღეს, ექვს საათზე არ მიიღებდნენ, გიგიშას მოკლავდნენ. ''სასტავმა'' ერთად დაგეგმა ქურდობა, მაგრამ პოლიცია დააჯდათ კუდზე. ყველა გაიქცა, მხოლოდ ვაჟას დაჭერა შეძლეს პოლიციელებმა და ციხეშიც გამოკეტეს. არავინ არ მისულა მის სანახავად. ამაყმა მშობლებმაც კი ამოშალეს თავიანთი ცხოვრებიდან. ციხეში ნარკომანი გახდა და გამოსვლის შემდეგაც იგივეს გაგრძელება მოუწია. დღითიდღე ეფლობოდა ბინძურ ჭაობში, თუმცა სინანული გვიანი იყო...
პირველად დააინტერესა ონისეს ტკივილმა! პირველად მოუნდა ენუგეშებინა და მისი განცდები გაეზიარებინა! მეგობარს მიუახლოვდა და მის გვერდით ჩამოჯდა.

^^^
საღამო მშვიდობისა, ჩემო ძვირფასებო!
აი, არ ვიცი... ამ თავის დაწერა ძალიან რთული აღმოჩნდა... წარმოუდგენელი ტკივილია შვილის დაკარგვა და ყველას ჯვარი ეწეროს... რომ ვფიქრობდი თუ სოფიო რას გრძნობდა, მეც იგივეს განვიცდიდი... იმედია თქვენს გულამდეც მოვა ის, რასაც მე გადმოვცემ!
დაახლოებით უკვე ვიცოდი, რომ ეს საიტი ამ მოთხრობისთვის არ იყო ''დაბადებული'', აქ მკითხველები უპირატესობას ხომ თინაეიჯერულ ისტორიებს ანიჭებენ. არა, მე არავის შეურაცჰყოფას არ ვანიჭებ! ყველას თავისი ჟანრი აქვს... მე მართალია მყავს კითხველები იმ უცნაურ ნაზავებში, სადაც ერთმანეთს ერწყმის სიყვარული, კომედია, სიგიჟე, მაგრამ ამჯერად იყოს ეს! მით უმეტეს მე რამდენიმე ადამიანისთვისაც დიდი სიამოვნებით განვათავსებ თითოეულ თავს!
ველი შეფასებებს, რომ გავიგო, რას ფიქრობთ განვითარებულ მოვლენებზე...
უყვარხართ სოფიკოს!
როცა იბრძვი, გწამს, გიყვარს! –2–

როცა იბრძვი, გწამს, გიყვარს! –2–



№1 სტუმარი ემი

ამატირე....

იმედს მაინც ნუ მოკლავ....

 


№2  offline წევრი Firefly

გუნება წამიხდა...ახლა წავიკითხე ორივე თავი და გული დამეწვა..

სხვისი რაგითხრა,მაგრამ მე ძალიან მომწონს!გელოდები და იმედია ცუდი დასასრული არ გაქვს განზრახული...
--------------------
M.T

 


№3  offline წევრი Gerko

მართალია ამატირე მარ. Dზალიამ კარგია,გააგრძელე

 


№4 სტუმარი lizazu

მე ძალიან მომწონს, ცოტა თავები გაზარდე რა. ჩემი აზრით სოფიო რომ დაორსულებულიყო ონისეს სიცოცხლის სურვილი და ცხოვრების მიზანი გაუჩნდებოდა რომ ამ ჭაობიდან ამოვიდოდა.

 


№5  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ძალიან კარგად გაქვს ემოციები გადმოცემული... არ ვიცი რა გითხრა.... შენი ისტორიებიდან რაც მაქვს წაკითხული ეს ყველას ჯობია... რაღაც საოცარ სულიერ განცდებს და პრობლემებს შეეჭიდე და ვიცი რომ ბოლომდე ასე რეალურად და გრძნობით დაამთავრებ ისტორიას... საოცარი ისტორიაა საოცარი სიუჟეტით... ახალ თავს მოუთმენლად ველი...

 


№6  offline წევრი teddy))

Dzalian magaria! Ramis amatiree :* tineikerul gisjuri chemi sayvarei stilia magram es saocrebaa! Realobasac xom unda gavusworot tvali! Dzalian magariaaa!

 


№7 სტუმარი Teo..

Cremlebi momeria.martlac rtulia xmertma yvela daifaros,onises mesmis magram dedac xom uares tkivils ganicdis .imedi maqvs onise dazlevs amtkivils.

 


№8  offline მოდერი sopiko

ემი
ამატირე....

იმედს მაინც ნუ მოკლავ....

იმედი ყველაფრის წამალია! მიხარია, რომ ჩემი ემოციები შენამდე მოვიდა request
Firefly
გუნება წამიხდა...ახლა წავიკითხე ორივე თავი და გული დამეწვა..

სხვისი რაგითხრა,მაგრამ მე ძალიან მომწონს!გელოდები და იმედია ცუდი დასასრული არ გაქვს განზრახული...

ჩემი მარიამი love დასასრულს მალე იხილავთ...
Gerko
მართალია ამატირე მარ. Dზალიამ კარგია,გააგრძელე

გმადლობ! lol სახელი ალბათ შეგეშალა, სოფო.
lizazu
მე ძალიან მომწონს, ცოტა თავები გაზარდე რა. ჩემი აზრით სოფიო რომ დაორსულებულიყო ონისეს სიცოცხლის სურვილი და ცხოვრების მიზანი გაუჩნდებოდა რომ ამ ჭაობიდან ამოვიდოდა.

დიდი მადლობა, ლიზაზუ love ახალი სიცოცხლე დაკარგულს ვერ დაგავიწყებს... ეს გეგმაში არ მაქვს.
უცნობი ქ
ძალიან კარგად გაქვს ემოციები გადმოცემული... არ ვიცი რა გითხრა.... შენი ისტორიებიდან რაც მაქვს წაკითხული ეს ყველას ჯობია... რაღაც საოცარ სულიერ განცდებს და პრობლემებს შეეჭიდე და ვიცი რომ ბოლომდე ასე რეალურად და გრძნობით დაამთავრებ ისტორიას... საოცარი ისტორიაა საოცარი სიუჟეტით... ახალ თავს მოუთმენლად ველი...

ძალიან გამახარე love მეც ძალიან მიყვარს ეს ისტორია... ვთვლი, რომ ასეთი გრძნობა არსად არ ჩამიქსოვია...
teddy))
Dzalian magaria! Ramis amatiree :* tineikerul gisjuri chemi sayvarei stilia magram es saocrebaa! Realobasac xom unda gavusworot tvali! Dzalian magariaaa!

თედ'უნია love შენი საყვარელი ჟანრიც იქნება აუცილებლად... მოხარული ვარ, რომ ესეც მოგწონს!
Teo..
Cremlebi momeria.martlac rtulia xmertma yvela daifaros,onises mesmis magram dedac xom uares tkivils ganicdis .imedi maqvs onise dazlevs amtkivils.

იმედია... request

 


№9  offline აქტიური მკითხველი terooo

მეგონა ვიყავი ამ ემოციისთვის მზად მაგრამ არ აღმოვჩნდი სწორი. იმდენად შემძრა ტკივილმა.
ყველაზე ძვირფასის წართმევა რაც კი გაგაჩნია...

 


№10  offline მოდერი sopiko

terooo
მეგონა ვიყავი ამ ემოციისთვის მზად მაგრამ არ აღმოვჩნდი სწორი. იმდენად შემძრა ტკივილმა.
ყველაზე ძვირფასის წართმევა რაც კი გაგაჩნია...

ხო, ბოროტი ვარ იმიტომ, რომ მიხარია თქვენი ეს ცრემლები, რომლებიც ჩემს მიერ გადმოცემულმა ტკივილმა გამოიწვია, მაგრამ რა ვქნა... ეს ალბათ იმის ნაკლია, ვინც წერს lol

 


№11 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ეს ის თუ ტკივილია ღმერთმა ნუ განაცდევინა ვინმეს შვილის დაკარგვის ტკივილი ამ ტკივილთან გამკლავება ძნელია ვერანაირი სიხარული ვერ გადაფარავს უბრალო უძლური ხარ და ცხოვრობ სუნთქვა აგრძელებ სიცოცხლეს ძნელია ამით ცხოვრება ვიტირე ძალიან ცუდად ვარ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent