შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აი ასე .. ყველაფერი ხდება (2ნაწ.1თავი)


9-03-2016, 23:40
ავტორი daiana
ნანახია 3 493

გაზაფხულის სურნელი ტრიალებდა გარშემო.იასამნებსაც დაეწყო გაყვავილება,საოცარი სურნელი ტრიალებდა მთელს ქალაქში.ხალხსაც ეტყობოდა გაზაფხულის მოსვლა,ახალგაზრდებს დიდი ქურთუკები გაეძროთ და თხელი სვიტერებით დაბიჯებდნენ ქუჩებში,მუქ ფერებს ფერადები ცვლიდა.აწითლებულ ცხვირებს და მოქუფრლ სახეებს,მომღიმარი სახეები ანაცვლებდნენ.გაზონების ახასხასებულიყვნენ და ლაგალაგ პატარა ყვავილებსაც ახარებდნენ.
სამსახურიდან დაღლილი გამოვიდა,ერთი საათი ჰქონდა დასასვენებლად.მანქანაში სწრაფად მოთავსდა,ლეპტოპი უკანა სავარძელზე გადადო და მანქანაც ამუშავა.შესახვევში ცოტა სწრაფად შეუხვია და ოპა,მანქანასაც დაედაკა.ნუ ძლიერად არა მაგრამ ხომ დაეჯახა? მანქანიდან სწრაფად გადავიდა,პატარა წითელი მანქანიდან სუსტი გოგონა გადმოვიდა,გაცეცხლებული სახით.მანქანის წინა მხარეს დახედა,გაცეცხლებული მობრუნდა უკან მაგრამ ადგილზე გაშეშდა.ორივე ერთმანეთის თვალებს ჩაშტერებოდნენ და არ იცოდნენ რა უნდა ექნათ.ნუთუ?სამი წლის შემდეგ?ასე უბრალოდ?როცა დღე და ღამ ნატრობდნენ ერთამენეთის ნახვას .. უცნაურია ეს ცხოვრება .. ძალიან უცნაურია!
-გამარჯობა დემეტრე - დაძაბულმა ამოილუღლუღა და მანქანის „შელამაზებულ“ ნაწილს დააშტერდა.
-შენ? - თითქოსდა ახლა გაანალიზა რომ მის წინ ელენე იდგა,ის ელენე სამი წლის წინ რომ გაუჩინარდა მისი ცხოვრებიდან და უდიდესი ნაკვალევი დაუტოვა გულს,სულს,სხეულს - შენ? ელენე?
-ჰო .. - ჩუმად ამოიჩურჩულა და მის წინ შოკში მდგომ დემეტრეს ძლივს გაუსწორა მზერა.ბიჭმაც ანალოგიური გაიმეორა და ერთმანეთს ისევ თვალებში მიშტერებოდნენ,თითქოსდა სათქმელს ერთმანეთს თვალებით ეუბნებოდნენ.ასე უძრავად იდგებოდნენ კიდევ დიდხანს რომ არა ელენეს ტელეფონის ზარი.ჯინშის ჯიბიდან ამღერებული ტელეფონი ამოიღო და გაიანეს ზარს უპასუხა.
-ჰო განო .. ვიცი რომ დამაგვიანდა,მოვალ მალე .. - ტელეფონი გათიშა და ისევ დემეტრეს მიუბრუნდა - მეჩქარება ძალიან უნდა წავიდე .. მანქანას მივხედავ მე ..
-არა,არა გავაკეთებ მე .. მე დავაზიანე და მევე გავაკეთებ - ბიჭმა სავიზიტო ბარათი ამოიღო ჯიბიდან.
-არა,არმინდა - იცოდა ახლა რომ დემეტრესთან კონტაქტი გაეახლებინა,გული საშინლად ეტკინებოდა,სამი წლის მანძილზე დღე არ გასულა რომ არ გამოეტირა დემეტრე,მისი პატარა და ახლა ისევ დემეტრეს გამოჩენა სახარბიელო ნამდვილად არ იყო .. - მე თვითონ მივხედავ ..
-ელენე
-დემეტრე,არ შემიძლია - ცრემლებს ძლივს იკავებდა,არ უნდოდა იქ დემეტრესთან ეტირა მაგრამ დროულად თუ არ წავიდოდა მალევე გადმოუშვებდა ცრემლებს - არ მინდა .. ვერ გავუძლებ! - მანქანისკენ წავიდა კარი უნა გამოეღო,დემეტრემ რომ დაიჭირა და მისკენ მიაბრუნა.
-სამი წელი .. სამი წელი უშენოდ .. და ახლა ვეღარ ძლებ? მე?! შენ იცი რა დამემართა როცა უგზოუკლოდ გაქრით შენც და განოც? იცი რა დაგვემართა? - მრავლობით ფორმაში თარაში იგულისხმა - შენ იცი მე რა გადავიტანე? - გაცეცხლებული უყვიროდა და ვერც ამჩნევდა ხელს საკმაოდ ძლიერად რომ უჭერდა.
-გამიშვი - აცრემლებულმა ძლივს ამოილაპარაკა და მტკივან ხელზე მოჭერილ დემეტრეს თითებს მისი თითები შეახო - გამიშვი .. დაივიწყე საერთოდ რომ შეგხვდი,დაივიწყე .. -ხელზე ეჯაჯგურებოდა,მაგრამ სულ ტყუილად,დემეტრე კიდევ უფრო უჭერდა ხელს მკლავზე - მტკივა ხელი .. -უკვე ცრემლებსაც აღარ იკავებდა,ერთს,მეორე მოყვა,მეორეს მესამე და ასე ... ბიჭმაც მისი ცრემლების დანახვისთანავე უშვა ხელი მაგრამ არ გაწეულა.
-არსადაც არ გაგიშვებ!
-გამიშვებ .. შენ თავს ვერ დაიტანჯავ და მეც ვერ დამტანჯავ! - დემეტრემ ერთი ღრმად ამოისუნთქა.
-ახლა გიშვებ! .. მაგრამ იცოდე ჯერ არაფერი დამთავრებულა,ყველაფერი ახლა იწყება! - საფეთქელთან სწრაფად აკოცა და გაუჩინარდა.



№1 სტუმარი anita

wina nawili wakitxuli maqvs da amasac velodi rodis dadebdi da gamaxare. imedia male gaagrdzeleb

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent