შენ ჩემი გახდები?!... (თავი 21)
იმ ღამით ისეთი ბედნიერი ვიყავი,როგორც არასდროს,მის სურნელს მთელს სხეულზე ვგრძნობდი და ვხვდებოდი,რომ ჩემი ცხოვრება კიდევ უფრო გავერაგდა ვიდრე ადრე,მაგრამ არც ის მადარდებდა,მისი მაისური ჩავიხუტე და ვფიქრობდი,როგორ მიმიღებდნენ ხვალ,მისი მშობლები და ახლობები,როგორ არ მინდოდა ის სიტყვები ამხდენოდა რასაც დედა მეუბნებოდა; „მისი ოჯახი არასდროს მიგიღებს შენ რძლად“ როგორ მინდოდა გამეგო მიზეზი იმის,თუ რატომ ვერ იტანდა დედა მის ოჯახს და თავად ალექსანდრეს,მაგრამ ალბად ამის დროც მოვიდოდა! ფირების გასაფანტად თავი გადავაქნიე და მხარი ვიცვალე,კიდევ ერთჯერ დავყნოსე მის მაისურს და გავიტრუნე ძილის მოლოდინში! ************** *************** ********** დილით მობილურის ზარმა გამაღვიძა,საათს გავხედე და 9 ხდებოდა. ნომერი არ მეცნო,მაგრამ რატომღაც მაინც ვუპასუხე. -გისმენთ... -ნინი,შვილო შენ ხარ? -ვინ ბრძანდებით? -თენგიზი ვარ,ნათლია შენი... -უი,ნათლია,როგორ ხარ? ნომერი ვერ ვიცანი,ბოდიში... -კარგად შვილო.... უნდა ვილაპარაკოთ ნინი,სასწარაფო საქმე მაქვს... -რა საქმე ნათლი? -შენ სიმართლე უნდა გაიგო,სრული სიმართლე! -რა სიმართლე? ერთიანად დამიარა აღელვებამ ტანში. -ჩვენს სახლში რო მოხვალ ამას მაშინ გაიგებ,მაგრამ შენს ქმარს ნუ ეტყვი ჩემთან რაზეც მოდიხარ კარგი? -კი,მაგრამ...სიტყვა გამაწყვეტია თენგიზმა. -არავითარი მაგრამ ნინო,მე წუხელ დავბრუნდი მოსკოვიდან,დედაშენმა როოგორც კი მითხრა ვის გაყევი,ელდა მეცა,ეს როგორ გააკეთე?! ხმამაღლა მიყვირა,მაგრამ მერე გაჩერდა კარგა ხანს დუმდა და ქშინავდა ეტყობა რაღაცაზე ძაალიან ნერვიულობდა. რომელ საათზე შეძლებ დღეს მოსვლას?ისევ მშვიდი ხმით მკითხა. -ჩავიცმევ და წამოვალ ახლავე... -გელოდები! მითხრა და გამითიშა. ნეტავ რა ხდება? ნუთუ წუხანდელი ნატვრა ამიხდაა? სიმართლე უნდა გავიგოოო?! საწოლიდან წამოვდექი,რაც ხელში მომხვდა ჩავიცვი,არ მიფიქრია არაფერზე,სათვალე ავიღე,დასიებული თვალების დასამალად და ალექსის ძებნას შევუდექი. მისი საძინებლის კარი შევაღე,ჩვილი ბავშივივით ეძინა მას,გაღვიძება არ მინდოდა,მაგრამ არც სხვა გზა მქონდა,სახეზე დავუსვი გაყინული ხელი და ასევე გაყინული ტუჩები შევახე თვალებზე,ვიგრძენი როგორ შეეირხა,თავი წამოვწიე და მისი კაშკაშა ჭაობისფერი თვალები მიყურებდნენ... -რას აკეთებ ნინო,რას? ნელი მონოტონური ტონით მითხრა და გაიზმორა. -დამავიწყდა რომ შენთან მოკარება მეკრძალება და ისიც დამავიწდა,რომ გუშინდელი დღე სიზმარი იყო,უბრალოდ ლამაზი სიზმარი!.დანანებით ვთქვი და ცრემლებით სავსე თვალებით შევხედე მწოლიარე ნაკაშიძეს. -რა გინდა აქ? ვითომ არ გაუგია ჩემი ნათქვამი ისე მკითხა. -შენთვის მინდოდა მეთქვა,რომ ნათლია ჩემთან მინდა წასვლა,დამირეკა და მელოდება. -დღეს ჩემები მოდიან ხომ იცი და რატომ შეუთანხმდი შეხვედრაზე,ვერ მივალთ. -ვერ მივალთ? კარგად ვერ გავიგეეე რაღაც....მოთმინების ძარღვი გამიწყდა. მივალთ არა მივალ,შენ არავის დაუპატიჟებიხარ,საღამომდე დავბრუნდები არ იჯავრო,მე შენი ცოლი ვარ და არ შეგარცხვენ ნუ ღელავ! -ესეიგი მე არ დაუპატიჟებივარ?თვალები მოჭუტა და სიცილი აუტყდა. რა იყო სიძედ არ მიღებენ? -თუ ძაალიან გაინტერესებს კი,არ გიღებენ,შენ მე, დედა და ოჯახი დამაკარგიე,მიშაც კი არ მცემს ხმას,ჩემი ძმა არ მირეკავს,დედაჩემი არ მელაპარაკება,ეს ყოველივე შენი ბრალია და შენი უაზრო შურისძიების ბრალი! ცეცხლებს ვყრიდი თვალებიდან. თენგიზი ერთადერთია ვინც ამ ხნის მანძლზე შემეხმიანა და ჩემი ნახვა უნდა,აუცილებლად წავალ მასთან! მტკიცე ვთქვი და მისი პასუხის მოლოდინში გავისუსე. -იცი რაა,ამაზე ლაპარაკს აქამდეც ვაპირებდი შენთან... ჩემებსაც არ ეხატები გულზე,განა რატომ არ მოვიდნენ,იმ ღამესვე როცა აქ მოგიყვანეე და რატომ მოდიან მესამე დღეს ერთადერთი ვაჟის რჩეულის გასაცნობად? აბა ტვინი გაანძრიეე! მაგრამ მე ყველას მოვთხოვე მიგიღონ და თუ არ მიგიღებენ შეუძლიათ ეს სახლი დატოვონ,სულ ფეხებზე....ამას ამ საღამოსაც ვიტყვი...შენებს რაც შეეეხება მე არ დამიკარგინებია ისინი შენთვის,მე ნუ მადანაშაულებ მაგაში,რაც გინდა ის ქენი,წადი,თუ გინდა სულ წადი ამ სახლიდან,არ დაბრუნდე,მაგრამ რაც მოგივა მე არ დამადანაშაულო მაგაში! გაიგეეე?! მიღრიალააა. შენი პრეტენზიები ყელშია უკვეეე,არ მიყვარხარ,არ გიკარებ,არაფრად მიმაჩნიხარ,მაგრამ ჩემი ცოლი გქვია მაინც...აზრად რატომ არ მოგდის რატომ გაქვს სტატუსად ნაკაშიძის ცოლი?! დამღალა იმის მტკიცებამ ყველასთან რომ ..... აქ გაჩერდა,მაგრამ კვლავ განაგრძო. რაც გინდა ის ქენი,სულ ფეხებზე რაც მოგივა,მე შენი ბედისგან შენი დაცვით დავიღალეე...... -რა მომივა დღეს რომ აღარ დავბრუნდე ნაკაშიძე,რა მომივა? ხმას მეც ავუწიე და თვალებში ჩავაშტერდი,მივხვდი იმ პასუხს მივიღებდი დღეს მისგან და თენგიზისგან რაც მაინტერესებდა სულ. -რას გიზამენ და მაგ ლამაზ თავს წაგაცლიან გედენიძის ქალო. სახე ახლოს მომიტანა და ისე მითხრა,ძარღვი არ შეტოკებია სახეზე. -რააა? ღადაობ? ენის ბორძიკით ვუთხარი. -არ ვღადაობ! მაგ უტვინო ტვინს გაგასხმევიებენ და მერე იტლიკინე ბევრი!საათს დაწვდა და დახედა. -ვინ ....გამასხმევიებს ტვინს? ყელი სიმშრალისგან მეწვეოდა უკვე,ნერვიულობისგან ხელებს ვიმტვრევდი. -არ დაბრუნდე და ნახავ. წადი ახლა ნათლიაშენთან,დაცვის ბიჭები წაგიყვანენ და შენ გადაწყვიტე საღამოს დაბრუნდები თუ არაა. წადი ლუკას დაუძახე ამოვიდეს ჩემთან. უხმოდ დავტოვე მისი ოთახი და გაოგნებული ვიყავი,შიშმა შემიპყრო...ლუკას მოსაძებნად წავედი. -ქალბატონო ნინუცა ცუდად ხართ? ნუკა მეცა მკლავში. -არა,წყალი მომიტანე ნუკა. რამდენიმე წუთში მომიტანა წყალი და შეშფოთებული მიყურებდა. -ნუ ღელავ კარგად ვარ ნუკა. ლუკას ვეძებ არ იცი სადააა? -გარეთაა დავუძახოოო? -არა არ გინდაა,მე თითონ... გარეთ გავედი და ლუკას მხარზე ხელი დავდე. გაოცებული თვალები მომაპყრო...საოცარი თვალები ჰქონდა,სიკეთეს ასხივებდნენ. -რა იყო შეგეშინდაა ლუკა? -არ გელოდით ქალბატონო... დაბნეულმა მიპასუხა. -ალექსი გეძახის,საძინებელშია. 5 წუთში ლუკა დაბრუნდა და მანქანისკენ გამიძღვა კიდევ ერთ ბიჭთან ერთად. ნახევარ საათში თენგოს სახლთან ვიყავით,ვღელავდი ჯერ ალექსის სიტყვები არ მქონდა გააზრებული.... ზარის ღილაკს ძლიერად მივაჭირე ხელი და დაველოდე როდის გამიღებდნენ კარს. -როგორ ხარ ნინ...ლიკა გამომეგება და მხურვალედ მაკოცა. -არამიშავს,შენ რასშვრები? -კარგად ვარ....გილოცავ,ბედნიერი იყავი ნინ. -მააადლობა ლიკა. ნათლია სადაა? -მამა კაბინეტში გელოდება,გუშინ დაბრუნდა და ისეთ ცუდ ხასიათზეაა მტრისას. -კაი ლიკა ავალ მე მაღლა. თენგო მამას ბავშობის მეგობარი იყო,კლასელები იყვნენ,ერთ ეზოში ცხოვრობდნენ,მთელი ბავშვობა და დიდობაც ერთად გაატარეს. მამა,რომ მოკვდა და ჩვენ ყველამ მიგვატოვა და ყველაფერი დავკარგეთ ის გვიდგა გვერდში,მას და მის ცოლ-შვილს, წამით არ მიუტოვებივართ,მამას სურნელის მსგავსი სურნელი აქვს თენგოსაც,ალბად ამიტომ მიყვარდა კიდევ უფრო ძლიერ. კარზე დავაკაკუნე და შევაღე. -მოხვედი ნინი?! სავარძლიდან წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა. მაგრად მომხვია მკლავები და გულში ჩამიკრა ისე,როგორც ადრე,გაბრაზებული და აღელვებული იყო სახეზევე ეტყობოდა. -როგორ ხარ ნათლია? -ცუდად.. ეს როგორ გააკეთ ნინო,დედაშენს რატომ არ დაუჯერე... როგორ გაყევი იმ ბიჭს ვინც თურმე მრავალი დამცირება მოგაყენაა ჩემს აქ არ ყოფნაში?! -მიყვარს და ამიტომ გავყევი,მთელი არსებით მიყვარს თენგოო,ჩემთვის ყველაფერია ის! ალექსის დაცვაც და სიმართლის აღიარებაც მომინდა. -იმდენად გიყვარს რომ მისგამო ოჯახი დათმე? -ოჯახი არ დამითმია და არც დავთმობ,დედა დამშვიდდება და გამიგებს,მჯერა მე ამის,როდის იყო შვილი გათხოვების გამო ვინმეს დაეკარგა. იმედიანად ვლაპარაკობდი,მაგრამ გულში იმედის ნაპერწკალი მქონდა მხოლოდ. -მარიამს არ იცნობ? ის არ გაპატიებს ამ ქცევას თუ რამე ისეთი არ მოხდა რაც მას შეძრავს. იცი ვინაა ეგ შენი სიყვარული? იცი მაინც ვისი ცოლი ხარ გოოგო? მიყვირა და აღელვებისგან მძიმედ სუნთქავდა. -ალექსანდრე ნაკაშიძეა,მისივე ჰოლდინგის პრეზიდენტი და რაც მთავრია ის კაცია რომელიც მე მიყვარს და ვიღებ ისეთს როგორიცააა.არ შევეპუე მის სიტყვებს და ალექსის დაცვა განვიზრახე. -როგორს იღებ გოგო როგორს?! შენ ჭკვიანი იყავი და გამოშტერებული ხარ ახლა... რა გაგიკეთა ასეთი?! იცი რომ მკვლელია შენი ნაკაშიძე? თავში რაღაც მომხვდა თითქოს,მე ხომ ეს მან მითხრასავით გუშინ მაგრამ იმაზე უფრო მძიმე აღმოჩნდა ამის მოსმენა ვიდრე მეგონა. -მკვლელი გიყვარს შენ იცი? თენგო არ ცხრებოდა. -ვიცი....ძლივს ამოვილუღლუღე. -იცი და მაინც მის გვერდით გინდა ყოფნა?! შენ გააფრინე ნინი? თენგო გაოცებული მიყურებდა. -ხო გავაფრინე მე ის ისეთი მიყვარს როგორიცააა,მკვლელიც მიყვარს და მეყვარება ბოლო ამოსუნთქვამდე,მას მე არ გადავიყვარებ,მისი გადაყვარება შეუძლებელია,ჩემთვის,მან ღრმად გაიდგა ჩემში ფესვები! 4 წელია ეს სიყვარული დამაქვს გულით,მაგრამ არავის ვუმხელ,ნაკაშიძე ჩემი ერთადერთი სიყვარულია! თენგიზი მიყურებდა და ვერ მცნობდა,მისი მზერა კი სულს მიყინავდა. -გიყვარდეს,მანამ გიყვარდეს სანამ სიმართლეს გაიგებ. ახლა რასაც გეტყვი ეს დედაშენმა არ გითხრა და იცი რატომ? იმიტომ რომ ეგონა ისე მოეგებოდი გონს,თუმცაღა მარიამმაც არ იცის სრული სიმართლე. გაიხსენე მამაშენის სიკვდილი...მიდი... -ეს რაში მჭრდება?!მე მაშინ პატარა ვიყავი... ვერ ვხვდებოდი საით მიყავდა თენგოს საუბარი. -მიდი ნინი,მიდი... -ავად იყო და საავადმყოფოში მოკვდა,მორიგე ექიმის დაუდევრობის გამო. -ახლა გიოს სიკვდილი გაიხსენე... ყველაფერი კადრებივით ამომიტივტივდა... -წარსულზე სალაპარაკოდ მომიყვანე აქ?!მივდივარ მეე აქედან,არ მინდა არაფრის გახსენება. ვთქვი და ფეხზე წამოვდექი,ჩანთას ხელი დავავლე და კარისკენ წამოვედი,თენგომ უეცრად იქუხა. -ვერსად ვერ წახვალ! რომ გეუბნები გაიხსენე მეთქი უნდა გაიხსენოოო.... -რა უნდა გავიხსენო,რააა? ის რომ ჩემს გამო მოკვდა ჩემი ძმაა? ის რომ ვერ ვუშველე? რა გინდა ჩემგან,იმ ფაქტებს რატომ მახსენებ რის დავიწყებასაც ვცდილობ?მოთმინება დავკარგე და ვუყვირე გიორგის და ჩემს ნათლიას. -შენ აქ არაფერ შუაში ხარ... კარგად გაიხსენე მიდი,როგორ რა იყოოო... -ავარია,რომ მოხდა მე ვერ შევბრუნდი შიგნით დროზე,მე ვერ გადმოვიყვანე ის...აბა ვისი ბრალიაა ვისი? -შენ არაფერ შუაში ხარ.... გიორგი მანამ იყო მკვდარი სანამ,შენ შეხვიდოდი მანქანაში,ისეთი სიძლიერის ავარია არ იყო რომ მძღოლი იმ დონეზე დაშავებულიყო რომ მომკვდარიყო,თანაც შენ ხომ გონება დაკარგული იყავი,და ხომ გახსოვს რომ მანქანიდან არ გადავრდნილხარ?! ხომ გახსოვს? -კი მახსოვს...გიო მეხვეწებოდა ჩავჭიდებოდი რამეს მაგრად და თვალები არ დამეხუჭა,მაგრამ მე... ცრემლები მომადგა და სახე სულ დამისველეს მათმა დინებამ. -მერე შენ გარეთ აღმოჩნდი მანქანიდან საკმაოდ შორს და საპირისპირო მიმართულებით,როგორ შენ ხომ გონება მანქანაში დაკარგე და მანქანა უკვე ამ დროს ხრამში ეგდო,გიო კი გელაპარაკებოდაა?! -რას ამბობთ ნათლია,აბა რა მოხდა მაშინ?! თუ არაა.... სიტყვა გამიწყდა შუაზე. -გიორგის ნატყვიარი ჰქონდა შენ კი არ დაგინახავს ეს,არც კი გაგიგიაა ეს დღემდე. მაკაროვის ტიპის იარაღით ჰქონდა სასიკვდილო ჭრილობა მიყენებული,მაგრამ იმდენ სისხლში და დაძაბულობაში შენ ეს ვერ გაიგე და იცხოვრე იმ აზრით რომ შენ გამო მოკვდა ის,ჩვენ კი არაფერი გითხარით,იმიტომ რომ წელს თქვი ის ფაქტები რითაც მივხვდით,რომ შენ შენს თავს იდანაშაულებდი. -არა ეს შეუძლებელია.... ჩემი ძმაა...ჩემი გიოო....როგორ,როგორ.... სიტყვებს ვერ ვპოულობდი წინადადების შესავსებად. ის ხომ სიკეთის განსახიერება იყო ნათლია,რატომ გაიმეტეს ასე,რატომ? -ჩემი ნათლული ჩემი სიამაყეც იყო,მისი მსგავსი არავინ ვიცი,ალბად უფალმა ის ასე მალე ამიტომაც წაიყვანა ჩვენგან,საუკეთესო რომ იყო... -რატომ და ვინ გაიმეტა ის? მითხარი...ცრემლები მოვიწმინდე და კატეგორიულად მოვთხოვე ეთქვა სრული სიმართლე. -მართა ხომ გახსოვს? თენგო ფანჯარასთან მივიდა და ჰორიზნოტს გახედა. -ვინ მართა? -გიორგის,რომ გოგო უყვარდა... -ააა, ლეჟავაა? კი...ის რა შუაშიაა? -ისაა თავშიც და შუაშიც....ამოიგმინა თენგიზმა და ჩემსკენ შემობრუნდა. -რაას ამბობთ? -შენ გიოს ყველა საიდუმლო იცოდი,ისიც გეცოდინებოდა გიოს და იმ გოოგოს რომ უყვარდათ ერთმანეთი. -კი...მართამ თვითმკვლელობაც კი ცადა,გიოს სიკვდილი რომ გაიგო..მათ საოცრად უყვარდათ ერთმანეთი... -მართა სხვა ბიჭსაც უყვარდა იცოდი? კითხვითი მზერა მომაპყრო თენგიზმა. -კი,მაგრამ მართას ის არ უყვარდა,როგორც მე ვიცი... -არ უყვარდაა?! საკითხავია კიდევ ეს. იმ ბიჭმა დაურეკა იმ დღეს გიორგის და მისვლა თხოვა,შენ რომ აიღე ყურმილი მიხვდა რომ არ ეტყოდი და მასაც დაურეკა,ორმაგი ტკივილი უნდოდათ თქვენი ოჯახისთვის მოეყენებინათ. შენ რომ მიხვედი და გიომ დაგინახა,შენი დაცვა ცადა სანამ იქ საუბრობდით მუხრუჭები გადაჭრეს და ასე აღმოჩნდით ხრამში,მერე კი შენ გონება დაკარგული,რომ იყავი ეგონათ მოკვდი,დემეტრემ მის ძმაკაცს სთხოვა შენი თავიდან მოცილება მან ვერ გაგიმეტა და ისე დაგტოვა ცოცხალი კლდის ძირში. გიორგის კი სასიკვდილო დარტყმა დემეტრემ მიაყენა,იმის გამო რომ მართა მასთან ყოფილიყო... -ღმერთო ჩემო! აღმოხთა ჩემს ბაგეებს და ცრემლებმა უფრო ინტესიურად იწყეს დენა... -ეს ყველაფერი არ არის... ის უნამუსო გოგო მალევე გაყვა მერე იმ დემეტრეს ცოლად და გამოაცხადა მე ის მიყვარდაო,თქვენ უკვე ეს არ იცოდით. შენი ძმის სიკვდილის მიზეზიც ქალი იყო და მამაშენისიც. თენგიზი იმ სიმართლეს ღაღადებდა რასაც ამდენი წელი ტაბუ ჰქონდა დადებული. -მამაჩემთან რაღა მოხდა?! ელდა ნაკრავივით წამოვხტი ფეხზე სავარძლიდან. მითხარი ნათლია,მითხარი! -დამშვიდდი გთხოვ! მარიამი როგორც ხედავ ძაალიან ლამაზი ქალია და ახალგაზრდობაში კიდევ უფრო ლამაზი იყო,ის უყვარდა ერთ კაცს,მაგრამ მარაიამს მამაშენი უყვარდა და მათ შექმნეს ოჯახი...მერე გიო გაჩნდა,მერე შენ და ბოლოს ნიკო...ამდენი წლის მანძილზე ვერ შეძლო მათი დაშორება ზაზამ,მაგრამ როდესაც მამაშენი ავად გახდა იმ ნაბიჭვარს,ძალად ქურდს მიეცა საშუალება გასწორებოდა მას,მორიგე ექიმს ფული გადაუხადა და მანაც არ მიცა სისხლის გამათხელებელი და მოკლა....ამით ზაზა მარიამს გაუსწორდა სინამდვილეში,ახალგაზრდა ქალი სრულიად მარტო დატოვა ღია ცის ქვეშ,უსახლ-კაროდ,ამიტომ ადანაშაულებდნენ მამაშენის ნათესავები დედაშენს. შოკში ვიყავი და ხმას ვერ ვიღებდი თენგიზი კი განაგრძობდა იმ ისტორიიის მოყოლას სადაც დიდი სიყვარული და ტკივილი იყო მხოლოდ. -იცი რა არის ყველზე დიდი მუხანათობა შვილო,სწორედ იმ ზაზას შვილია დემეტრე, და 14 წლის მერე თქვენი ოჯახების გზები ისევ გადაიკვეთა და სწორედ ზაზა დაეხმარა მის შვილს ამ ყველაფრის დაგეგმაში და განხორციელებაშიც,ამით კიდევ ერთჯერ უნდოდა ეტკინა მარიამისთვის. ორივეს მოკვლა უნდოდა მაგრამ უფალმა მხოლოდ გიო წაიყვანა მასთან და მარიამი ცოცხლად მოკვდა კიდევ ერთჯერ ამ დღეს.... თენგოსც უბრწყინავდნენ ცრემლები თვალებში,ვხვდებოდი როგორ უჭირდა სიმართლის თქმა ჩემთვის. -ეს დაუჯერებელია,შეუძლებელია ეს! ჩემი მამა და ჩემი ძმა ასე როგორ გაწირეს,მაგრამ მათი გაწირვა არაფერია იმასთან როგორაც დედა გაიწირა,როგორი სიყვარულია ეს,ასე გაიმეტა საყვარელი ქალი იმ ზაზამ?! ცრემლები მდუმარედ მომდიოდნენ. მერე გონს მოვეგე თითქოს და თენგოს ის ვკითხე რაც ასევე ძლიერ მაინტერესებდა. -ეს ყველაფერი თუ იცოდით რატომ არ დააკავეთ ისინი,რატომ?თენგოს ვანჟღრევდი და პასუხს ვეძებდი. -არანაირი მტკიცებულება არ არსებობს,ეს ყველაფერი ზაზამ სიკვდილის წინ აღიარა...ნივთ ტკიცებები არ არსებობს და როგორ დავაკავოთ ისინი?!. მერე უეცრად გონება გამინათდა. -ნათლია ალექსს ამ ყველაფერთან რა კავშირი აქვს? რატომ გძულთ ასე? ხელი ხელზე დავადე და თვალებში ჩავაშტერდი. -ზაზა ალეექსის ბიძაა,ხოლო დემეტრე ალექსის ბიძაშვილი,მაგრამ ალექსი არავის არ სძულს,უბრალოდ ის იმ ოჯახის წევრია,რომელიც ჩვენ გვმტრობს..... ზურა სრულიად განსხვავდება ზაზასგან,ზაზა რომ მოკვდა არც კი მისულა ზურა მის დასაფლავებაზე... გულმა თითქოს ფეთქვა შეწყვიტეს იმ წამებში,სული მტკიოდა საშინლად და მას თენგო ხედავდა....ხედავდა როგორ მოვკვდი წამებში,საყვარელი მამაკაცის ბიძამ მომიკლა მამა და ბიძაშვილმა ძმა....მერე თითქოს დამამშვიდა კიდეც თენგომ იმით,რომ ჩემი მამამთილი მათ არ გევდა. უეცრად ფეხზე წამოვხტი და სრული ისტერიკა დამემართა,კივილს მოვყევი,ტირილი ბღავილში გადამეზარდა,ყველაფერს ვამტვრევდი რაც კი ხელში მომხვდებოდა... ნათლია ვერ მამშვიდებდაა,მერე უეცრად დედაჩემმა შემოაღო კარი,მის ნახვას არ ველოდი და გავშეშდი. -ეს წაარმოუდგენელიაა...ბედი ასე გვეთამაშებოდეს წარმოუდგენელია დედა...ა;ექსი მათ არ ჰგავს,არაა! ვიმეორებდი ერთი და იგივეს და თან მოვთქვამდი. -შეიძლება არ ჰგავს,მაგრამ ის მისი სისხლი და ხორციაა.... დედამ მითხრა და ხელი დამადო თავზე. -და რაც მთავარია ისიც მკვლელია! დაამატა თენგიზმა,მე უარესად გავბრაზდი და ფეხზე წამოვხტი. -ალექსს შეეშვით არ იცით მან მოკლა თუ არა მართლა და როგორ შემოაკვდა,ის... კიდევ ვიცავდი ყველაფრის მიუცედავად ჩემს სიყვარულს. -როგორ მოკლა და ნარკომანი იყო ეგ შენი ალექსის,ნარკომანი....მერე სისხლი გამოუცვალეს და გერმანიააში გააგზავნეს ოჯახმა...ეგეც დემეტრესთან ერთად აწიოკებდა ოჯახებს,ზაზას სიკვდილამდეც და მის შემდეგაც,მაგრამ ზურამ შეძლო და გაამოსტაცა მისი ძმის და ძმისშვილის კლანჭებს მისი ერთადერთი ვაჟი.... ძმას არ აპატია ქმედებები ზურამ მაგრამ ძმისშვილს აპატია რაღაც დოზით და დღეს რაღაც კავშირი აქვთ კიდეც,ისეთი არაა როგორც ბიძა-ძმისსშვილს შეეფერება,მაგრამ აქვთ..გაიგე აქვთ...მიყვირა თენგომ და შემანჯღრია... კარგა ხანს ვდუმდი,მერე კი თითქოს დამშვიდებულმა ვკითხე. -რა გინდათ ახლა ჩემგან? ცრემლები მოვიწმინდე და თვალებში ჩავხედე ჯერ დედას მერე თენგოს. -გაშორდი ნაკაშიძეს და აქედან წადი....დაივიწყე შვილო....ის შენი შესაფერი არაა....ახლა სიმართლე იცი და იმედიაა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებ! მითხრა თენგიზმა დედაჩემსაც თვალი უქნა და გარეთ გავიდნენ. თითქოს გავითიშე,მხოლოდ ტკივილს ვგრძნობდი ვერაფერზე ვერ ვფიქრობდი...არ ვიცი რამდენხანს ვიყავი ასე მერე გონს მოვეგე,საათს შევხედე უკვე 5 ხდებოდა. წამოვდექი,ხელ-პირი დავიბანე და დაბლა ჩავედი.ყველა მელოდა. -მე სახლში მივდივარ,ჩემს ახალ სახლში....ალექსს მე არ გავშორდები,არასდროს არ გავშორდები და ამაზე მეტჯერ ნუღარ მეტყვით რამეს. დარწმუნებული ვიყავი ჩემს თავში და თითეულ სიტყვას გააზრებულად ვამბობდი. -სად მიდიხარ?გააფრინე შენ? შენიი ძმის მკვლელის გვერდით აპირებ ცხოვრებას და ერთ მაგიდაზე ჭამას? თენგომ კვლავ მიყვირა. -ის ჩემი სახლია,ის ჩემი ქმარიაა და მე მას არ მივატოვებ...ჩემი ძმის მკვლელთან ერთად არც ვიცხოვრებ და არც საჭმელს შევჭამ,ხოლო ალექსს არ მივატოვებ არაა,მას არ მოუკლავს ჩემი ძმა და მამა...ის უდნაშაულოაა და თქვენ ჩვენს სიყვარულს დანაშაულად ნუ აქცევთ! ისე მშვიდად ვლაპარაკობდი მეც მიკვირდა სხვებს კი არაა... -რა გაგიკეთეს ასეთი?!.... დედაჩემმა ეს მკითხა და თვალებში ჩამშტერდა. -არაფერი უბრალოდ დიდი სიყვარული მაჩუქეს ალექსანდრე ნაკაშიძეს სახით! ვუთხარი და სახლი დავტოვე,განადგურებულმა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.