უნდა წავიდე 5- 6
სიყვარული - სითამამე, ორი რამე, რაც ვერ ვნახე. დრო კი მალე ფიქრებს არევს.... მთა თეთრი ზამთარი და თბილი გარემო, ესაა ის რაც სიმყუდროვეს და დაცულობის შეგრძნებას მგვრის... თითქოს ჩემი უსუსურობა და პრობლემები გარეთ დაგუბებულ წყალივით გაიყინა. ალბათ მთელი ჩემი დარჩენილი სიცოცხლე ელენეს მადლიერი ვიქნები ასეთ ადგილას რომ გამომიშვა თანაც ბებიამისთან აგნეს შენ როგორ მოხვდი თამთინასთან? მოულოდნელად მკითხა საღამოს იოანემ როცა ყველანი ბუხართან ვისხედით - ელენემ მირჩია აქ მოსვლა, მართალია თავიდან ძალიან მერიდებოდა თამთინა ბებოსი, მაგრამ ახლა ისე შევეჩვიე მასაც და აქაურობასაც რომ აქედან წასვლას როგორ შევძლებ არ ვიცი -რა დააშავე მთაში რომ გაიხიზნე? ირონიულად გამიცინა გაბრიელმა და თვალებში ჩამაშტერდა თითქოს სულში ჩაძვრომა და ყველაფრის გადაქექვა უნდოდა - რა შუაშია აქ დაშავება? ნამდვილად არ მინდოდა გაბრიელისთვის რამის ახსნა თუმცა... - კარგი, მაგრამ აშკარაა რაღაც ცუდის გამო იმალები, საერთოდ არ იცვლიდა მიმკას და რაღაცნაირი ამრეზით მიყურებდა თითქოს რამე დავუშავე - სულაც არ ვიმალები უბრალოდ პრობლემები მქონდა და განტვირთვისთვის შევაფარე თავი აქაურობას, დაგაკმაყოფილა ჩემმა პასუხმა თუ ისევ არ გასვენებს შენი ეჭვები ჩემს აქ ყოფნაზე? - გაბრიელ ჩემს სტუმარს უაზრო კითხვებით ნუ აწუხებ, წადი შეშა შემოიტანე, შენ კიდე ყურადღებას ნუ მიაქცევ ბებო მაგ უჟმურს ხასიათი აქ თავისებური , თორემ სასწაული თბილი გული აქვს - რაღაც არ ეტყობა თამთინა ბებო - გაიცნობ ნელ-ნელა და მიხვდები აგნეს თვალი ჩამიკრა იოანემ და შეშით დატვირთულ გაბრიელს ერთი ნაფოტი ააცალა - არ მინდა კიდევ ჩავუღრმავდე ამ ინდივიდს, ცალი თვალით გადავხედე გაბრიელს და ჩაის გასამზადებლად წამოვდექი, თეფშზე ლამაზად გადავანაწილე ჩემი გამომცხვარი ნამცხვარი და სუფრაც გავშალე, თან ცალი თვალი გაბრიელისკენ გამირბოდა, რომალიც წინ და უკან დადიოდა ტელეფონით ხელში, აშკარად ზარს ელოდა და ტელეფონი არ იჭერდა, ისეთი ჩაფიქრებული დადიოდა რამდენჯერმე ლამის თავით გაიტანა კედელი -სულ ტყუილად დადიხარ წინ და უკან ამ ოთახში ტელეფონი არ იჭერს ზემოთ ადი და კიბის პირველ საფეხურზე დადექი - ჩემი გაყინვა გადაწყვიტე თუ რა გინდა? - მე შენთვის ვამბობ თუ არ გინდა იარე ბატონო წინ და უკან - შენ რა გული შეგტკივა მაინც ვერ გავიგე - გული კიარ შემტკივა თავბრუ დამეხვა ამდენს რომ დადიხარ -მერე რას მიყურებ? - შენ არ გიყურებ ტელევიზორზე მეფარები, მასე რომ დაწრიალებ - რომელ ტელევიზორზე ლაპარაკობ აგნეს გამორთული რომ არის? -უიმეეე თუარც დაგირეკავენ რა, არ შევიმჩნიე დაბნევა და თამთინასთან გავედი, ჩემს თავზე მეშლებოდა ნერვები რა მინდიდა რას გამოველაპარაკე? რა ჩემი საქმე იყო დარეკავდა თუ არა ? არასდროს ვყოფილვარ ენატლიკინა და რას იფიქრებს ეს ბიჭი რაც გავიცანი მას მერე სულ ჩემი ინიციატივით ვეტლიკინები, არა ისე რაც უნდა ის იფიქროს წავლენ რამდენიმე დღეში და მეტად ვეღარც ვნახავ, ისიც არ ვიცი რამდენ ხანს დარჩებიან აქ ან მე როდემდე უნდა შევაწუხო ეს ქალი, მაგრამ ჯერ არ ვარ მზად დასაბრუნებლად, თანაც მშობლებთან ვერ მივალ რაც არ უნდა იყოს არ შემიძლია მათი გულცივობის პატიება. ერთხელაც არ იკითხეს სად ვარ როგორ ვარ ან საერთოდ რამე დავაშავე თუ არა. თანაც მათი ასეთი ინდიფერენტულობა ჩემთვის ახალი ხილი არაა, ბავშვობიდან მივეჩვიე ისეთ ოჯახს სადაც ოჯახზე ღირებული კარიერული წინსვლაა, ღმერთმა უწყის კიდევ რა მოიგონა ვაჩემ ჩემს შესახებ... - ჩაი გაგიცივდა აგნესა ამდენი ხანიც ნუ იფიქრებ ჩემზე, თვალი ჩამიკრა გაბრიელმა, წარბშეკრულ თამთინას გადახედა, ვჩუმდებიო ანიშნა - მაოცებ რა თავდაჯერებული ბრძანდები -მიხარია თუ გაოცებ - თავხედიც - ბევრჯერ უთქვამთ - მერე რა გიხარია? - კარი გეყოთ ახლა, ისე ერთმანეთი რატო აითვალისწუნეთ გამაგებინეთ რა, ძმაო რას ერჩი ახლა ამ გოგოს ? ანგელოზია გზაშიც როგორ უეცრად გამოგვეცხადა თანაც კეთილია ჩვენი დახმარება უნდოდა გემრიელ ნამცხვრებსაც აცხობს ფიზიკურადაც შეხედე რა ლამაზია , ან შენ რა დაუწუნე ჩემს გაბრიელს? ცოტა ხანში ჩემსკენ შემობრუნდა წარბაწეული იოანე, თუმცა აშკარად თვითონვე ეცინებოდა მის მონოლოგზე...- რა მხარბეჭიანი და სიმპათიურია ვერ ხედაავ? ნუ ხასიათზე არ ვილაპარაკებ ძალიან ბუნჩულა და უპრეტენზიოა - კი აშკარად ეტყობა როგორი ბუნჩულა და საყვარელია - შენც გეტყობა თბილი და მოსიყვარულე რომ ხარ , ანგელოზო, აი ფრთები გაკლია რა, შენ კიდე იოანე რამ გამოგაშტერა რა ორი წლის ბავშვივით სისულელეებს როშავ? - მემგონი ვერ მხედავთ ამხელა ქალს ხო? თქვენი კინკლაობა არ დავინახო იცოდეთ თორე ამიწევს წნევა- და კიდევ სანამ აქ იქნებით აგნესა და გაბრიელ თქვენს გასაგონად ვამბობ, მოგიწევთ ერთმანეთზე ზრუნვა, არც შემეკამათოთ, აზრი არ აქვს... ოთახში საწოლზე თეთრეულია და გადაუგე აგნეს ამ ყმაწვილს და შენ კიდევ ამხელა კაცი ხარ და ქალთან მოპყრობა ისწავლე თორემ, იყიალებ სიკვდილამდე მარტო.... მართალია სულაც არ მომხიბლა თამთინას იდეამ, მაგრამ მისი პატივისცემით ამ უხასიათო კაცის პრიკაზებს რამენაირად ავიტან - აგნესა ამ ნამცხვარს რა ჰქვია? ისეთი სათნო სახით მკითხა გაბრიელმა რატომღაც ეს უწყინარი კითხვა მეუცნაურა - ,,რიჟიკა" რეცეპტის თხოვნა თუ გინდა არ მოგერიდოს - არა, როგორი უცნაური სახელიც აქვს ისეთი გემო ჰქონია - უკეთესი თვითონ დააცხვე, თუ არ მოგწონს რას ჭამ? როგორ მინდოდა იმ ნამცხვარში თავით ჩამერგო , მაგრამ მხოლოდ წარმოსახვის დონეზე დავიკმაყოფილე ეს სურვილი - მაგას არ დაუჯერო აგნეს უგემრიელესია კიდევ მომიჭერი რა, პირგამოტენილმა იოანემ ჩაილაპარაკა და ცარიელი თეფში მომაწოდა... დრო თითქოს იარებს ახორცებს, თუმცა მოგონებები ყოველთვის მტკივნეულია.... - ლილე როგორ ხარ? - შენც ხომ იცი როგორც ვიქნები? ძალიან მენატრები - მეც... მაგრამ ხომ იცი ასე ყოფნა მშველის... არავის ვუკითხივარ? - იმ არაკაცმა ვაჩემ გიკითხა სულ გამაგიჟა დედაჩემს კიბო აქვს და ვიღაც გოგოს მირიგებდა მეუბნებოდა შვილისშვილს მომასწარიოო. ამას კიდე შეშინებია შენი დაკარგვის სიგიჟემდე მიყვარსო ამბობს, მისმა სიყვარულმა მათქმევინა ეს ტყუილებიო... ასეთი ვაჩე არ მინახავს აგნეს არასდროს - გოგო სულ გამოშტერდა ეგ?მე რა შუაში ვიყავი დედამის შვილისშვილები თუ უნდა? - ვეჩხუბე რა არ ვუთხარი, მაგრამ არაფერი არ ესმის ან ჩემი ცოლი აგნესა იქნება ან არავინო მას კი არავისზე გათხოვების ნებას არ დავრთავო , თან ქვეყანას მოსდო, რომ ერთმანეთი გიყვარდათ და დედამისის ავადმყოფობის გამო ვერ გაუძელი მის წიკებს და მიატოვე - ღმერთო, მგონი შეიშალა ასეთ სისულელეებს, როგორ იგონებს ლილე, იქნებ დედამის დაელაპარაკო და ფსიქიატრთან მიაყვანინო - ეგ ვუთხარი და ისე გამლანძხა ნელიმ ხმა ვერ ამოვიღე, რა უნდა მეთქვა შემეცოდა ავადაა , ჩემი შვილი თუ გაგიჟდა აგნესას ბრალიაო - კი მაგრამ მე რა შუაში ვარ, ლილე არავის უთხრა რომ მელაპარაკე მე კიდევ დავრჩები აქ, ძალიან ვნერვიულობ ასეთ რაღაცეებს რომ ავრცელებს მაგრამ რა გავაკეთო, არაფერი არ ვიციი უკვე - როდემდე დაიმალები? როდემდე დარჩები მაქ? - არ ვიცი ლილე - ისევ სულელად თვლი თავს? ისევ აიკვიატე უაზრო აზრები აგნეს? - არა მაგ მხრივ მგონი დავმშვიდდი, რომ დავბრუნდები სწავლასაც გავაგრძელებ და სამსახურსაც ვნახავ რამეს სულაც არ მინდა გულხელდაკრეფილმა ვიცხოვრო - მიხარია მეგობარო, შეიძლება რაღაც არ გამოგივიდეს თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ არაფერი შეგიძლია, ჩვენ ადამიანები შეცდომების წყალობით ვიზრდებით და უკეთესები ვხდებით მიეცი შენს თავს უფლება შენი წილი შეცდომა დაუშვა - აუცილებლად ლილე, მადლობა ნუთუ ასეთი ფარისეველი უნდა იყო ადამიანი რომ სისულელეები ილაპარაკო და ასე დააჯერო შენი სიცრუე ხალხს, დარწმუნებული ვარ ვაჩე კიდევ მალავს რაღაც მიზეზს, თორემ ასეთ უაზრობას, როგორ იკადრებდა. მიჭირს ჩემი მეგობარი ვაჩეს ამ არაკაცთან გაიგივება. მოდით კარტი ვითამაშოთ არ გინდათ? იდეა წამოაყენა იოანემ და ნახევრად მძინარეებს გადმოგვხედა, კარგით რა ხუთი დღეა აქ ვართ და თქვენს ბუზღუნს უხმოდ ვიტანთ მე და თამთინა, ახლა მეცით პატივი და მეთამაშეთ, გავერთოთ ცოტა - ოო კარგი თანახმა ვარ მე, მთქნარებით წამოვდექი და მაგიდასთან დავჯექი კარგად დავინახე როგორ დაიმანჭა გაბრიელი და ისიც მაგიდასთან მოვიდა - თათო შენ არ გვეთამაშები? თბილად გადახედა იოანემ უკვე ჩემს ბებოსაც და გაუღიმა - არა იო მე მეძინება თანაც ბოლო ჩვენი თამაში ცუდად მახსოვს, შენთან მაგათ მიაქციე ყურადღება ერთმანეთი არ დახოცონ - არ იდარდო ბებო ასეთებზე ხელს არ გავისვრი თქო გავსძახე თამთინას და გაბრიელს დავეჭყანე - რა უტვინო გოგო ხარ - თორე შენ მყევხარ ნიჭიერების ეტალონი - არ გყევარ... -საბედნიეროდ მართალი ხარ - უკვე რაღაცაზე დამეთანხმე, ნახე რამდენი საერთო გვაქვს, სერიოზულად ჩაფიქრდა და თვალებში ჩამაშტერდა, ძან გადაეკიდა ეს ჩემს თვალებს, - აგნეს ერთმანეთისთვის ვართ გაჩენილები….. გადმომხედა წარბაწეულმა და თავისი ოცდათორმეტივე კბილი გამოაჩინა, რაღაც მაკვირვებს მისი ასეთი უეცარი ხასიათის ცვლილება და ამაზე სიცილი ამივარდა, რა ფანტაზიის უნარი აქვს გავგიჟდი - ბუხართან ძან ახლოსაც ნუ დაჯდები თორე შენზე სითბო ცუდად მოქმედებს მგონი - დიდხანს გისმინოთ? კამათი შეგვაწყვეტინა ფხუკუნით იომ, - თქვენ კარად არ დაამთავრებთო ჩაილაპარაკა - მე ხმას არ ვიღებ ძმაო ეს მიწვევს, ჩემი ხმის გაგონება სიამოვნებს ალბათ,ისე მასეთი დასასრული სულაც არ იქნება ცუდი, ისევ ამათვალიერა და მზერა ჩემს თითებზე გადაიტანა ამჯერად - გაჩუმდი თორემ მე შენ გიჩვენებ რა მსიამოვნებს და რა არა - ოჰო, ნუ მაინტრიგებ - გაჩუმდით ვახ წამოიყვირა ისევ იომ და კარტი ხელებში აათამაშა - რას ვთამაშობთ იო? - რავი აგნესა სამნი ვართ და დურაკა ხო იცი? - კი მიდი დაარიგე -მოიცათ სურვილებზე ვითამაშოთ თუ ვთამაშობთ, თავისი იდეით კმაყოფილმა გაბრიელმა სკამის საზურგეს მიეყრდნო და მისი შავი გიშერივით თვალები მომანათა - ნუ გგონია რომ ჩემთან სურვილს მოიგებ -ვნახოთ აგნეს - მე ძალიან მომწონს ეგ იდეა უკვე მესამე ხელს ვთამაშობდით და გამწარებული ვეჩხუბებოდი იოანეს რომელიც გულის ნაცვლად ამჯერად ყვავს მაჩეჩებდა, თანაც ძალიან სასაცილოდ გამოსდიოდა ეს მისი ტყუილი - კარგი რა იოანე ასე შეიძლება? ითამაშე პატიოსნად რას იტყუები? - თუ არ მოვიტყუე ცოტა რა თამაში იქნება მაშინ? პატარა ბავშვივით გაიბუსა და კარტს ჩააშტერდა - კარგი მაგრამ შენც ისე მოიტყუე რომ ვერ მივხვდეთ , ბოლოს გამეცინა და გაბრიელს ვანიშნე შენი ჩამოსვლაათქო - შენ რას არ მიხვდები აგნესა ჰა? ორაზროვნად ჩაილაპარაკა გაბრიელმა დაჩაფიქრებულმა ნიკაპზე ხელი მოისვა თან, თვალს ხან თავის კარტში იხედებოდა ხანაც ჩემი კარტისკენ აპარებდა თვალს - ახლა ეგ გამიხარდეს თუ მეწყინოს გაბრიელ? - ეგ არ ვიცი, მაგრამ რომ აგებ ეგ უნდა გწყინდეს, ჩემს სურვილებს უფრთხილდი - ძან ნუ გაიწეწები მოფიქრებისას როგორც გაბრიელმა იწინასწარმეტყველა წავაგე მასთან სამი სურვილი, სამაგიეროდ იოანეს მოვუგე და მხოლოდ ეს მაძლევდა ცოთატი გახარების მიზეზს - ტელეფონზე ვის ელაპარაკებოდი? ესეც ერთი სურვილი - დაქალს, მოიცა შენ რა მისმენდი? - უბრალოდ ყური მოვკარი თქვენს საუბარს, ბოლომდე არ მომისმენია ეგ ჩემი სტილი ნამდვილად არ არის, -ახლა სამზარეულოში შედი კარადის ბოლო თაროზე თამთინა არაყს ინახავს და ის მოიტანე სამი ჭიქაც მოაყოლე? - სამი რად გინდა? მე ვერ დავლევ გაბრიელ სხვა რამე მოიფიქრე რა - ნტუ... ახლა ადგები და ყველაფერს მოიტან რაც გითხარი - მერე არ ინანო - მაგაზე შენ არ იდარდო - გაბრიელ სხვა რამე თხოვე იქნებ ცუდად ხდება - იო შენ არ ჩაერიო ისეთს არაფერს გავაკეთებ რამემ მას რომ ავნოს - მერე ჩემთან ლაპარაკი ხომ არ გინდა პროფილურ თემებზე? -ვინ იცის... კარგი გაჩერდი მოდის ბუტბუტით, რა სახე აქ ნახე ნება რომ დართო გამატყავებს - საინტერესოა მესამე სურვილად რა მოიფიქრე მაგ კრეატიული თავით - მესამეს საჭირო დროს საჭირო ადგილას გამოვიყენებ - ეჭვიც არ მეპარება |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.