შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გავისეირნოთ?! გარე განათება ჩაქრა..... (1)


10-03-2016, 15:12
ავტორი ირინა
ნანახია 6 750

-ჯადაბაა.. ჯანდაბა.. დავაგვიანე მაინც. ვწუწუნებდი მე და ნებიჯს უფროდაუფრო ვუჩქარებდი. 6 საათი ხდებოდა კონსერვატორიის დიდ დარბაზში რომ შევედი. ერთდროულად ტკივილი, სევდა, გაოცება და იმედგაცრუება აისახა ჩემს სახეზე... როიალთან კატო იჯდა და შოპენის ეტუდს ასრულებდა „op 10, no 12”… ვგრძნობდი როგორ მევსებოდა თვალები ნელ-ნელა წყლით.
-გამარჯობა მართა..მომესმა ნაცნობი და საძულველი ხმა. -არ მეგონა , თუ მოხვიდოდი.
-გამარჯობა, ქალბატონო ლანა.. იცით.... სიტყვები გონებაში დაუდევრად დაფრინავდნენ, თუმცა ჩემი ტუჩები ვერ ახერხებდა მათ წარმოთქმას... -გუშინ ხომ მითხარით, რომ კონცერტი 8 საათზე დაიწყებოდა. ნახევარი საათის წინ კი დამლაგებელმა დამირეკა, არ მოდიხარ, დარბაზი უკვე ხალხით ივსებათქო. მაგრამ როცა ვუთხარი, რომ კონცერტი 8 ზე იყო , დაიბნა... 8-ზე არანაირი კონცერტი არაა დაგეგმილიო. იქნებ ამიხსნათ რა ხდება? მე ხომ მთელი წელი ვვემზადებოდი, მე ხომ ყველაფერს ვაკეთებდი.. ხმა ამიკანკალდა და სიტყვის გაგრძელება ვეღარ მოვახერხე.
-ვიცი ჩემო საყვარელო, რომ ყველაფერს აკეთებდი, მაგრამ მოდი , პირდაპირ გეტყვი... სამწუხაროდ, შენი მცდელობით და მეცადინეობით, ამ კონცერტზე ვერაფერს გახდებოდი. მართალია, ბევრს აკეთებდი, მაგრამ გავლენიან მშობლებს შენი მცდელობებით ვერ გაიჩენ... რას იზამ, ასეთია ცხოვრება.. მხოლოდ ფილმებში უმართლებთ „კონკიებს“.. ყველამ კარგად იცის, რომ კატო შენი ფეხის ფრჩხილადაც არ ღირს, მაგრამ რას აკეთებენ შენს დასაცავად?! არც არაფერს, იმიტომ რომ ეშინიათ და იმიტომ , რომ იციან, თუ კატოს გავლენიანი მამიკო იქნება მათთან ვალში, თვითონაც მოახერხებენ სოციალურ კიბეზე ერთი საფეხურით ზემოთ ასვლას. თვალებამღვრეული ვუსმენდი ლანას და ვეღარაფერს ვეღარ ვგრძნობდი გულისრევის გარდა..
-და თქვენ? თქვენ მაინც რატომ არ დამიცავით? თქვენ მაინც ხომ იცით რად მიჯდება კონსერვატორიაში სწავლა... დღეს და ღამეს ვასწორებ, რომ ვიმეცადინო და თან ვიმუშავო. თქვენ მაინც ხომ იცით, რომ ჩემი მშობლები ყველაფერს აკეთებდნენ ჩემთვის სანამ ცოცხლები იყვნენ... რაღა გავაკეთო მეტი, რა? უკვე ბოლო ხმაზე ვღრიალებდი.. -როგორ დაგანახოთ, რომ ფული ყველაფერი არ არის?! მაგრამ როგორ არ არის, სულები გაყიდეთ, თავმოყვარეობა გაყიდეთ... რა, თქვენ გგონიათ, რომ კატოს მოსწონს ახლა იქ ჩემს მაგივრად ჯდომა?? ძალიან მაინტერესებს , რომელს მოგეწონებოდათ, როცა უბრალოდ იმიტომ გაფასებენ, რომ ფულიანი მამიკოს გოგო ხარ.. წარმოდგენაც არ გაქვთ, როგორ მღერის კატო... მაგრამ არა, არც გაინტერესებთ, იმიტომ რომ კატოს მამიკოს სიმღერა დაბალი დონე ჰგონია და თავის ერთადერთ შვილს იმას აკეთებინებს , რაც თვითონ უნდა... კატოს გავხედე, დაკვრა შეეწყვიტა და თვალებიდან ცრემლებს იშორებდა... -რატომ არ გვაცდით ცხოვრებას , რატომ? ორივეს გვინგრევთ და ფეხქვეშ თელავთ ჩვენს ოცნებეებს, კატოს სიმღერას არ აცდით, მე-დაკვრას... ბოლო ხმაზე ვღრიალებდი და მთელი ძალით ვცდილობდი თვალზე მომდგარი ცრემლის შეკავებას. მოულოდნალად სცენაზე ავვარდი, ვგრძნობდი, როგორ გამომაყოლა დარბაზმა თვალი... კატოს თვალებში მივაჩერდი. ოდნავ შესამჩნევად გამიღიმა და სკამიდან წამოდგა. თითქოს, მიხვდა რასაც ვაპირებდი.. მისი ადგილი მე დავიკავე როიალთან... თვალები დავხუჭე, კლავიშებს თითები გადავუსვი , თითქოს დავემშვიდობე და ინსტიქტურად დავიწყე იმის დაკვრა, რასაც იმ წამს ვგრძნობდი შოპენი „nocturne In C Sharp Minor”….თვალებს არ ვახელდი, ისე მივაყოლებდი თითებს კლავიშებს და გადმომქონდა ჩემი სული დარბაზში... ვეღარ შევიკავე თავი, მაინც წამომივიდა ჯერ ერთი ცრემლი, შემდეგ მეორე.. მესამე მეოთხე....... და ბოლოს უკვე ტირილი ამიტყდა, თუმცა დაკვრას არ ვწყვეტდი... უფრო მეტი ემოციით.. მეტი განცდით, მეტი ტკივილით ვაჭერდი კლავიშებს თითებს და ისედაც მძიმე მუსიკას უფრო ვამძიმებდი.... დავამთავრე დაკვრა... ამასთან ერთად კი ტირილი და მწუხარებაც..- კარგად მოვიქეცი, რომ დავუკარი. გავიფიქრე მე, თუმცა თვალები კიდევ რამდენიმე წამი არ გამიხელია.. თითებით კიდევ ერთხელ მივეფერე ძველ როიალს და ფეხზე წამოვდექი. დარბაზი გაყინული დამხვდა.. მსმენელთა უმეტესობა ტიროდა, ზოგი ფეხზე იდგა და საცოდავი სახით მიყურებდა, მაგრამ ტაშის დაკვრას ვერ ბედავდა... ის პედაგოგები, კი რომლებმაც ასე გამიმწარეს სიცოცხლე, რაღაცებს ჩურჩულებდნენ ერთმანეთში. უკვე სცენიდან ჩამოსვლას ვაპირებდი, როცა მეოთხე რიგში მჯდომი სანდომიანი მამაკაცი ფეხზე წამოდგა და მსუბუქად დამიკრა ტაში, ორ წამში უკვე მთელი ძალით ურტყამდა ხელებს ერთმანეთს.. ცოტახანში კი მთელი დარბაზი ფეხზე იდგა და ისე მიკრავდნენ ტაშს. 15 წუთი მაინც არ გაჩერებულა დარბაზში აპლოდისმენტებით გამოწვეული ქუხილი.. მწარედ გამეღიმა... -ესეც გედის უკანასკნელი ცეკვა.. ჩავილაპარაკე ჩემთვის და სცენიდან ჩამოვედი.
-მართა, სად მიდიხარ, ვერ ხედავ ხალხი ჯერ კიდევ ფეხზე დგას?! გასასვლელთან დამეწია ლანა.
-მართალი ხარ, ხალხი ფეხზე დგას და შენ და დანარჩენი პროფესორები კი ყელამდე ნეხ..ი. სუნი მაინც არ გაწუხებთ?? მაგრამ არაა, მიჩვევა იცის ალბათ. ირონიულად გავუცინე პროფესორს.
-როგორ.. როგორ ბედავ.... სათვალე გვედზე მოექცა ლანას და გაგიჟებული სახით შემომხედა.
-მე კი არა, თქვენ როგორ ბედავთ?! საერთოთ ხმას როგორ იღებთ. უთავმოყვარეო ადამიანი ხართ. ვერ გიტანთ. ადამიანი როცა სხეულს ყიდის, ეგ არაფერი არაა, მაგრამ სულს რომ ყიდის, საზიზღრობაა და მეტი არაფერი.. უი ჰო,, კიდევ ერთი, რომ გავიგო , კატოსაც ისე გაუმწარეთ ცხოვრება და წაართვით ოცნება, როგორც მე.. აი მერე გაჩვენებთ, რეალურად რა შეუძლია მართა ამირეჯიბს... ბოლო სიტყვები განსაკუთრებულად ხმამაღლა ვთქვი, რომ იქვე მჯდომი კატოს მამისთვის ყოფილიყო გასაგები. ნოტებს ხელი დავავლე გარეთ გამოვვარდი...

ნელა მივუყვებოდი ქუჩებს.. უკვე ბინდდებოდა.. -ნეტავ რამდენ ხანს უნდა ვიტანჯო კიდევ?? 2 წლის განმავლობაში ერთი ღამეც არ მძინებია ნორმალურად... დღე და ღამეს ვასწორებდი , რომ კონსერვატორიაში მესწავლა და ჩემი ოცნება ამესრულებინა. თან კაფეში ვმუშაობდი, პატარა პიანინოსთან ვიჯექი და მთელი საღამოს განმავლობაში გაუჩერებლად ვუკრავდი, თან ღამეებს ვათებდი მეცადინეობაში.. მთელი 22 საათი პიანინოსთან ვიჯექი. 2 საათი მეძინა ხოლმე... დღევანდელი კონცერტი კი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო ჩემი კარიერის განვითარებისთვის.. მაგრამ რა მივიღე.... -ფუუუ......... როგორ მინდოდა ვინმესთან ჩხუბი, რომ მეყვირა, მეკივლა ბოლო ხმაზე და ბოლომდე დავცლილიყავი ემოციებისგან... ვეღარ ვტიროდი... უკანასკნელად მაშინ ვიტირე, როცა მშოვლები დამეხოცნენ და დამტოვეს მარტო, ბედისანაბარა. 6 სთვის განმავლობაში განუწყვეტლივ ვტიროდი და წინასწარ გამოვიგლოვე ალბათ, მოსალოდნელი სირთულეები, რადგან როგორც არ უნდა გამჭირვებოდა, ცრემლს არ ვაგდებდი თვალიდან... დღეს.. ამდენი ხნის მერე ეს პირველად მოხდა... პეკინიდან ვაჟა-ფშაველასკენ შევუხვიე... ჩემს კორპუსსაც მოვკარი თვალი და ის იყო, სადარბაზოში დავაპირე შესვლა, რაღაც ძალიან მძიმე მომხვდა თავში და იქვე გავიშოტე... გული არ წამსვლია, მაგრამ გონზე მაინც არ ვიყავი. აზრზე ბიჭების სიცილმა მომიყვანა.. ორი ერთმანეთს ეყუდებოდა, მესამე კი ჩაკუზულიყო მუცელზეხელებმიჭერილი და ისე იცინოდა.. გვერდზე დავიხედე, ფეხბურთის ბურთი ეგდო... მერეღა აღვიდგინე გონებაში, როგორ თამაშობდა ეს სამი ბიჭი ფეხბურთს, უფრო სწორად კი უბრალოდ პასებს აძლევდნენ ერთმანეთს...-ოოო... ღმერთო . აი ზუსტად ის არის, რაც ახლა ნამდვილად მჭირდებოდა.. ჩავილაპარაკე მე და ფეხზე წამოდგომა დავაპირე, მაგრამ თავბრუ დამეხვა და ისევ იქვე დავვარდი.
-უკაცრავად.. ბურთს ვთამაშობდით, მაგრად მომივიდა დარტყმა და ბურთი შენ მოგარტყი.. მზერა ავაყოლე ჩემს წინ გაჩერებულ ბიჭს. შავი ბოტასები, მუხლამდე შორტი და თეთრი მაისური ეცვა.. შავი დატალღული თმა შუბლზე ჩამოყროდა და დიდი, შავი თვალებთ მიყურებდა.-წამოდგომაში დაგეხმარებით... მითხრა მან და მარჯვენა ხელი გამომიწოდა.. -ჯერ ტუჩებზე დავაკვირდი, საშუალო ზომის, ძალიან ლამაზი ტუჩები და თეთრი კბილები ჰქონდა, შოკოლადისფერი რუჯის ფონზე კი უფრო თეთრად მოჩანდა მისი კბილები. ტუჩებიდან დაკუნთულ ხელზე გადავიტანე ყურადღება. იდაყვებს ქვემოთ თითებამდე , ძარღვები ჰქონდა ამაოყრილი ... -ჰმმ... არა, ღმერთო, მადლობა საჩუქრისთვის, თან ლამაზი საჩუქრისთვის.. გავიფიქრე მე და ფეხზე წამოვდექი ისე, რომ უცნობის ხელი არ დამიხმარებია. თვალებში ჩავაშტერდი, ნუ უფრო ზუსტად რომ ვთქვა: „ავაშტერდი“ , სულ მცირე ერთი თავით მაინც იქნებოდა მაღალი, ან შეიძლება ორითაც, არ ვიცი... მეგობრულად მიღიმოდა და ისე იდგა, რომ ლამპიონის შუქი პირდაპირ თავთან დანათოდა და გაცისკროვნებულს გავდა.. ჰოო აი ფრთები აკლდა და ანგელოზი იყო პირდაპირ. რამდენიმე წამში დანარჩენი ორიც შემოგვიერთდა.... დაახლოებით ერთი სიმაღლისები იყვვნენ.. ერთს ყავისფერი თმა და ცისფერი თვალები ჰქონდა.. მეორეს კი ქერა თმა და ოქროსფერი თვალები. გამომწვევად შევათვალიერე სამივე, ირონიულად ჩავიღიმე. ბურთი ჩემს ფეხებთან მოვათავსე, პატარა გამორბენი გავაკეთე და ჰოპ.... ბურთი ჰაერში აიჭრა.... დიდხანს იფრინა და ბოლოს ვიღაცის ავტოფარეხის უკან გადავარდა.. ბიჭები ჯერ ბურთს უყურებდნენ, შემდეგ კი მე მომაჩერდნენ გაოგნებულები.
-უიი... უკაცრავად, ბურთს ვთამაშობდი, მაგრად დავარტყი და ჯანდაბაში გავუშვი... ჩავილაპარაკე მე , კიდევ ერთხელ მოვათვალიერე სამივე ირონიული ღიმილით და სადარბაზოში შესვლა დავაპირე, მაგრამ ვიღაცის ხელმა შემაჩერა, რომელიც მაჯაში ძლიერად ჩამჭიდებოდა და წასვლის საშუალებას არ მაძლევდა. მისკენ შემოვბრუნდი და „შოკოლადის ბიჭი„ შემრჩა, რომელიც პირველად მოვიდა ჩემთან.
-ეე... საყვარელო, საით გაგიწევია. არ ფიქრობ, რომ უნდა აგვიხსნა შენი საქციელი? მკითხა მან და მაჯაზე უფრო ძლიერად მომიჭირა ხელი.
-ხომ გითხარი, ფეხი ძლიერად ამოვარტყითქო და გადარჩით, რომ წინ არ მედექით, თორემ შეიძლება ძირს გართხმული მენახეთ, როგორც მე, რამდენიმე წამის წინ. ჩავილაპარაკე გულგრილად და ხელის გათავისუფლება ვცადე.
- ეე ამას უყურე რაა... რამდენს ტლიკინებ გოგო?? ჩემკენ გამოიწია ქერა, მაგრამ „შოკოლადის ბიჭმა“ შეაჩერა.
-მომისმინე გოგო, აგიხსენი ადამიანურად , რომ შემთხვევით მოგარტყი ბურთი და რა ისტერიკებს იმართებ ??? წარბები შეჭმუხნა მან და ავისმომასწავებლად გამომხედა.
-შენ მომისმინე ბიჭო.. ცინიზმი არ დავაკელი არც მე. ჯერ ერთი-არსებობს სტადიონი და იქ ითამაშეთ, თუ ძალიან გინდათ და მეორე, თავპირი დამამტვრევინეთ და კიდევ თქვენ ხართ დიდ გულებზე? ვუთხარი და ნატკენი ხელისგული დავანახე,რომლიდანაც სისხლი მდიოდა.. შევამჩნიე, როგორ დაიძაბა „შოკოლადის ბიჭი“.
-და მერე რაა? შემთხვევით არსად არ წაქცეულხარ? ამჯერად ყავისფერთმიანმა დაიწყო საუბარი.
-ზუსტადაც, შემთხვევით კი, მაგრამ ეს მგონი არ იყო შემთხვევითობა. შევუბღვირე ყავისფერთმიანს. კიდევ რაღაცის თქმას ვაპირებდი, მაგრამ „შოკოლადის ბიჭმა“ არ დამაცადა.
-წავედით. თქვა მან და წასასვლელად შებრუნდა.
-ერთი წამი რა, მგონი ამჯერად მე არ დამიმთავრებია საუბარი. იქნებ დამდოთ პატივი და მაცადოთ სიტყვის დამთავრება. დაჟინებით მივაჩერდი „შოკოლადის ბიჭს“.
-არა, აღარაფერი მაქვს მე არც სათქმელი და არც მოსასმენი. წასასვლელად გამზადებული უკან შემუბრუნდა და ჩემს დაჟინებულ მზერას მიაჩერდა. -მე ბოდიში უკვე მოგიხადე და შენ თუ არ იღებ ეგ უკვე შენი პრობლემაა. სხვა დროს აალბათ ხმას არ ამოვიღებდი, უბრალოდ ავდგებოდი და გზას გავარძელებდი, მაგრამ იმ წამს მთელს მსოფლიოზე ვიყავი გამწარებული და ვცდილობდი , როგორმე ჩხუბი დამეწყო. აი ისე, ნასვამი კაცები რომ ეძებენ „შარს“.
-აუ არა რაა... რას ქვია აღარაფერი გაქვს სათქმელი და მოსასმენი. სულ გადაირიე? და ის რაც შენ გააკეთე , შენი აზრით ბოდიშის მოხდა იყო? რაღაც არ გეტყობა, რომ მართლა განიცდი მომხდარს.
-აუუ .. აღარ მაქვს უკვე შენი ნერვები. წავედით მართლა ბიჭებო რა. მიუბრუნდა ჩვენზე მოშტერებულ ბიჭებს.
-თავხედი ხარ. გამოვცარი კბილებში მე.
-შენ კიდევ გატუტუცებული , უზრდელი გოგო. დედიკომ და მამიკომ გაგანებივრეს ასე?? მაგრამ არაა საყვარელო ცხოვრება ასეთი ტკბილი და ყველაფერი ისე არ ხდება როგორც შენ გინდა. მოიხსენი ეგ ვარდისფერი სათვალე და რეალურად შეხედე ყველაფერს. თვალებში ვუყურებდი... მეგონა ტირილს დავიწყებდი, მაგრამ არა... უბრალოდ მზერას არ ვაშორებდი.
-კარგი.. ესღა ვთქვი. მწარედ გამეღიმა და სადარბაზოში შევედი. მესმოდა, როგორ მეძახდა გავჩერებულიყავი, მაგრამ ნაბიჯს არ ვუნელებდი. სირბილით ავედი მეხუთე სართულზე და კარი გავაღე. -ვარდისფერი სათვალე მოვიხსნა ხო? მშობლები მანებივრებენ ხო?? ცხოვრება არც ისეთი ტკბილია , როგორიც მე მგონია? გისურვებ , რომ არასდროს გენახოს ცხოვრების ისეთი სიმწარე, როგორიც მე ვნახე.. ნივთები იქვე მივყარე და სამზარეულოში გავედი ჩაის გასაკეთებლად, თუმცა კარზე ზარის ხმა შემომესმა. სწრაფად მივედი და გამოვაღე, თვალებ დაწითლებული კატო შემრჩა.
-მართაა.......... მე ..ეე. წასასვლ..ლლ.ელი არსადდ მაქვს და შეიძლება , შენთან ვიცხოვრო ცოტა ხანი?? ტირილს არ წყვეტდა კატო.
-შემოდი დროზე. სახლში შემოვუშვი კატო და ჩემოდანი გამოვართვი. -მოდი ახლა მე ჩაის გაგიკეთებ, ცოტას დამშვიდდები და მერე მომიყვები რაც მოხდა , კარგი?? გამამხნევებლად გავუღიმე და სამზარეულოსკენ წავიყვანე.
-მართა, სახლიდან წამოვედი. მამას ვეჩხუბე და ვეღარ დავრჩებოდი იქ.. წამოსვლისას კი ვუთხარი, რომ მხოლოდ მაშინ დავბრუნდებოდი სახლში , როცა წარმატებას მივაღწევდი და დავუმტკიცებდი, რომ ცუდი არაა სიმღერა. სენ რომ არ ყოფილიყავი, კიდევ დიდხანს, ან შეიძლება სამუდამოდაც გამეგრძელებინა მის ჭკუაზე სიარული, მაგრამ შენ გამბედაობა მომეცი... იცი რა ამბავი დაატრიალე იქ?? ჯერ შენი სიტყვები მომხვდა გულზე. შემდეგ კი შენი შესრულება.. -ღმერთო, ასეთი გრძნობით, თავად შოპენიც არ უკრავდა მგონი.. საოცარი იყავი.. მადლობა შენ ამ შანსისთვის, მაგრამ ამიერიდან ჩემი შეფარება მოგიწევს.. დაძაბული ვუსმენდი მის სიტყვებს. თავს ვიდანაშაულებდი, რომ ოჯახთან ჩემს გამო ქონდა უთანხმოება. ყოველთვის მომწონდა კატო, დაქალები არასდროს ვყოფილვართ, მაგრამ მომწონდა მისი ხასიათი.. შესრულების კარგი ტექნიკა ჰქონდა, მაგრამ რაღაცნაირად , რობოტივით უკრავდა, თითქოს აიძულებდნენ... რაღაც დროის შემდეგ კი მართლაც დავრწმუნდი, რომ აკეთებინებდნენ იმას, რაც საერთოდ არ მოსწონდა. შემეცოდა რაღაცნაირად, ჩემზე ორი წლით პატარა იყო და მისი დაცვის არანორმალური სურვილი მქონდა ყოველთვის, ისე ვუფრთხილდებოდი , როგორც უმცროს დას, დღევანდელი ჩემი ქცევით კი პრობლემა შევუქმენი...
-კატო.. ბოდიშს გიხდი, მე რომ არა, მამასთან კონფლიქტი არ გექნებოდა...
-შენ რომ არა, არასდროს ვიქნებოდი ბედნიერი. არც კი ვიცი როგორ აგიხსნა, მაგრამ მას შემდეგ , რაც შენს სახლში ფეხი შემოვდგი, პირველად ვიგრძენი თაავი თავისუფლად და მშვიდად ამდენი ხნის მანძილზე. გამეღიმა მის სიტყვებზე.
-ჰოდა ძალიანაც კარგი, დღეიდან ერთად ვიცხოვრებთ, სახლი საკმაოდ დიდია და დავიღალე მარტო ცხოვრებით. დღეიდან ჩემს დად გაცხადებ, კეთილი იყოს შენი ფეხი აქ.. დღეს დაისვენე და ხვალიდან უფრო დეტალურად აგიხსნი ყველაფერს.
-მადლობა მართაა, მადლობა ყველაფრისთვის. მითხრა მან და კისერზე ჩამომეკიდა. -აუუ, ძალიან დავიღალე და შეიძლება დავიძინო უკვე? მკითხა მორიდებულად.
-მე რა გითხხარი გოგო, თავისუფლად მოიქეცითქო და ძილზე მთხოვ ნებართვას? გამეცინა მე. -წამოდი, წაგიყვან შენს ოთახში. ვუთხარი და ოთახამდე მივაცილე, სადაც მისი ჩემოდანი უკვე შეტანილი მქონდა. -ძილინებისა კატო, აღარაფერზე არ ინერვიულო, აი ნახავ ხვალიდან ყველაფერი შეიცვლება, ვუთხარი და შუბლზე ვაკოცე.
-ძილინებისა, მადლობა მართა ყველაფრისთვის..მე ოდნავ გავუღიმე და ოთახიდან გამოვედი.. მიხაროდა , რომ კატო ჩემთან იცხოვრებდა, ისიც მესიამოვნა, რომ როგორც იქნა, იმას გააკეთებდა, რაც უნდოდა. ფანჯარასთან მივედი და გამოვაღე. სასიამოვნო სუნი შემოვარდა ოთახში.. გარეთ გავიხედე და გამეღიმა.. გაზაფხულის წვიმის და ყვავილების სუნმა თავბრუ დამახვია.. კარგა ხანს ვიდექი ფანჯრიდან გადაყუდებული, სანამ გარე განათება არ ჩაქრა და არ გამოვფხიზლდი. -აი ამჯერად კი ნამდვილად ისაა, რაც მჭირდებოდა.. გავიღიმე მე, კედები ჩავიცვი, ჯაკეტი და ყურსასმენები ავიღე და გარეთ გავვარდი...



„დილით“ გვიან გამეღვიძა და კინაღამ გული გამისკდა, როცა ჩემს ოთახში მათე და გაბრიელი დავინახე.
-ხო არ გამოს..ით? გული გამისკდა შიშით. ამოვიხავლე მე და იდაყვებზე წამოვიწიე.
-გული არა ტოროლა... ადექი დროზე. გარეთ მივდივართ. მითხრა გაბრიელმა და ყავისფერი გაბურძგული თავი მოიქექა.
-სად გარეთ მივდივართ, ხო არ გაუბერეთ? არსად არ ვაპირებ გასვლას , ან რომელი საათია „ვაფშე“? ვიკითხე და ტელეფონის ძებნა დავიწყე.
-3 ხდება შე ჩ..ა. რამდენი ხანი უნდა ეგდო ეგრე კუნძივით? ერთი კვირაა უკვე თბილისში ხარ და ფეხი არ გაგიდგამს სახლიდან. შენ ჯანდაბამდე გზა გქონია, შენს დას და ლელა დეიდას რატომ არ უფრთხილდები? არ იცი როგორ ნერვიულობენ? გამიბრაზდა მათე.
-ოო.. დავაით რაა.. თქვენი ტრ..ის საქმე არაა, მე გავალ სახლიდან თუ არა. დაახვიეთ აქედან დროზე. ვუთხარი საკმაოდ მშვიდად და ისევ დასაძინებლად დავწექი, მაგრამ ლოყაზე საშინელი ტკაცანი ვიგრძენი და გამწარებული წამოვხტი ფეხზე, საჩხუბრად მომზადებული. მაგრამ ხელში ბარბარე შემრჩა და მაშინვე დავწყნარდი. არა, იმას კი არ ვამბობ, რომ არ ვჩხუბობთ ხოლმე. პირიქით, ხელჩართული ომი გვაქვს გამართული ყოველ დღე. მაგრამ ხუმრობით, სერიოზულად კი არასდროს არ მიჩხუბია მასთან. ჯერ მხოლოდ 18 წლისაა, მაგრამ მამას გარდაცვალებამ მასში რაღაც გარდატეხა მოახდინა. შემდეგ მეც წავედი გერმანიაში და დავტოვე დედასთან ერთად მარტო. ახლა კი იდგა და გაკაპასებული თვალებით მიყურებდა.
-შენ რაღა გინდა, რას მეცით ამ დილაუთენია ყველა?
-ჯერ ერთი დილა აღარაა უკვე დიდი ხანია. დაიწყო ბაბიმ საკმაოდ მშვიდი ტონით. თუმცა ვხედავდი, როგორ უფეთქავდა მინიატურულ ყელზე ცისფერი ძარღვი. და მერე მეორე, ბიჭები მართალს ამბობენ უტა, როდემდე უნდა იჯდე სახლში? მესმის, რომ ცუდად ხარ, რომ შენი , როგორც ფეხბურთელის კარიერა ერთ წამში განადგურდა.. მაგრამ ჩემთვის მთავარი ისაა, რომ ცოცხალი ხარ.. შენც რომ რამე დაგმართნოდა იმ უბედური შემთხვევის მერე, თავს არ ვიცოცხლებდი. ბედნიერი კაცი ხარ, პატარა ბავშვი გადაარჩინე და მხოლოდ ფეხის ტრამვით შემოიფარგლე. რა მოხდებოდა, იმ კაცს დატორმუზება რომ ვერ მოესწრო?? ისე გადაგივლიდათ ორივეს, თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებდი. მაგრამ ღმერთმა ასე არ ინდომა, ორივე გადარჩით და მადლობა თქვი. შენს ოცნებას რაც შეეხება, კიდევ იპოვნი.. შენ 25 წელი დიდი ასაკი ნუ გგონია, ეგ ფეხბურთელისთვისაა უკვე დიდი , თორემ ჩვენთან , ნორმალურ ადამიანებთან ზუსტად მაგ ასაკში იწყებენ ცხოვრებას.. ყველაფერი კარგად იქნება უტა, აუცილებლად იქნება... სიკეთე დაგიფასდება და შეიძლება ფეხბურთზე საინტერესო საქმეც იპოვნო... მიდი ახლა მოწესრიგდი და გარეთ გამოდით, ყავას მოგიმზადებთ.. დაასრულა საუბარი ბარბარემ, ლოყაზე მაკოცა და გარეთ გავიდა.
-ბიჭოოო.. აი შენ ძმობას ვფიცავარ, რომ დავინახო ბაბის კიდევ ერთი ცრემლიც გადმოუგორდა შენს გამო, პირობას გაძლევ, ფეხბურთის თამაშს კი არა, სიარულს ვეღარ შეძლებ. კბილებსი გამოსცრა მათემ და ჩემს დასთან გავიდა სამზარეულოში.
-ეს ვერაა კარგად. ჩემზე მეტად აწუხებს ჩემი დის ცრემლები , თუ რას ტლიკინებს ერთი გამაგებინა.. გაბრაზებული ოთახში სიარულს მოვყევი.
-აუუ კაი უტა რაა.. რო ატრ..ებ ხო შენც იცი?! როდის აქეთ ნებდება უტა მიქელაძე ასე ადვილად?! მადლობა თქვი, რომ ფეხი ვაფშე ადგილზე გაქვს, პატარა ტრამვას ჩივი ტო? ბაზარი არაა, ნერვიულობ და კვდები ფეხბურთის გარეშე. მაგრამ ბაბიმ მართალი გითხრა ბიჭო რა.. უფრო საინტერესო საქმეს იპოვნი.. მიდი ახლა აწიე ტ...ი და გამო გარეთ, თორე მეც შევუერთდები მათეს და ერთად გირტყამთ მაგ გამოქლიავებულ თავში.. გამიღიმა გაბრიელმა. მხარზე ხელი დამკრა და გარეთ გავიდა..
ვიცი რომ მართლები იყვნენ და არასწორად ვიქცეოდი, ერთი კვირის წინ დავბრინდი თბილისში და ძილის გარდა არაფერი მიკეთებია, არ ვიცოდი რითი გამეყვანა დრო და ამიტომ დათვივით სულ მეძინა.. ფეხბურთი ყველაფერი იყო ჩემთვის, მაგრამ ერთ წამში ყველაფერი დამთავრდა, ფეხზე ტრამვა მივიღე და სამწუხაროდ, ვეღარასდროს შევძლებდი თამაშს.. -ჯანდაბას, მართლა ასე ადვილად ხომ არ დავნებდები, ცხოვრება გრძელდება და გავაგრძელებ რა... გავიფიქრე ჩემთვის და ღიმილით გადავიცვი მაისური. სამზარეულოში გავედი და ბიჭები , ბაბისთან ერთად უკვე ყავას სვამდნენ.. ცოტახანს დავრჩით სახლში, მერე კი ასე მონატრებული ხინკლის და ხაჭაპურის საჭმელად წასვლა გადავწყვიტეთ. საღამოს კი დანაყრებულები ეზოში დავრჩით და ბავშვობის გახსენება გადავწყვიტეთ.
-ბაბი, მიდი რა სახლში ადი და ბურთი ჩამოგვიგდე. შევეხვეწე ჩემს დას და საცოდავი თვალებით შევხედე.
-ბიჭო, თამაში რომ არ შეიძლება შენთვის? დაბნეულად შემომხედა გაბრიელმა.
-თამაში არ შეიძლება შე ბატო, თორემ პასების გაგორება და მსუბუქად გათამაშება როგორ არ შეიძლება. გამეცინა მის გულიბრყვილობაზე მე.- ორივე ფეხიც რომ მომაჭრან, ხომ იცით, რომ მაინც გაჯობებთ.. სიცილს არ ვწყვეტდი.
-აუუ ბაბიი.. მიდი რა ჩამოაგდე ბურთი, რომ დავუმტკიცო შენს დებილ ძმას ჩემი ძალა. გაიჯგიმა მათე და და მოცინარ ბარბარეს ხელი კრა.
-რა გეშველებათ.. ჩაიცინა ბაბიმ და სადარბაზოში შევიდა. რამდენიმე წუთში უკვე ბურთს ვუგორებდით ერთმანეთს და ბავშვობას ვიხსენებდით სიცილით. ყველანაირი სევდა სადღაც გაქრა.. -კიდევ კარგი დავუჯერე .. გავიფიქრე მე. როგორი ამაყი ვიყავი იმ წამს , რომ ასეთი ძმაკაცები მყავდა.. ამასობაში საკმაოდ შებინდდა და ლამპიონებიც ჩაირთო. რატომღაც , ღამე ყოველთვის უფრო მეტად მიყვარდა.. რაღაცნაირ ხასიეთზე ვდგებოდი, როცა ლამპიონებით განათებულ ქუჩებს ვხედავდი, მაგრამ უფრო მეტად მომწონდა, როცა გარე განათება ქრებოდა.. ერთდროულად სევდა და რაღაც რომანტიზმი მიპყრობდა. ამ დროს შეიძლებოდა სააათობით მესეირნა უგზო-უკვლოდ...
-ბიჭო ნახე ეე... ფიქრებიდან გამომიყვანა გაბრიელის ხმამ.-რა გაშტერებული მიდის.. ნეტა რაზე ფიქრობს??
-ვინაა ეე? ვკითხე ბიჭებს და საშუალო სიმაღლის, სრულ გოგონას გავხედე, რომელსაც ხელში რაღაც ქაღალდები ეჭირა და კუს ნაბიჯებით მიუყვებოდა ქუჩას.
-მართა ამირეჯიბია. საუბარში ჩაერთო მათეც.-რაც გერმანიაში წახვედი , რამდენიმე თვეში გადმოვიდა აქ და მშობლებთან ერთად ცხოვრობდა, მაგრამ....
-ჰოდა, რაღაც ძალიან ჩაფიქრებული მიდის, გამოვიყვან უცებ ფიქრებიდან.. სიტყვა გავაწყვეტინე მათეს და ბურთი ფეხებთან გავიჩერე.
-ეე რას აპირებ? ხომ არ გაგიჟდი? ჩანაფიქრს მიმიხვდა მათე.
-რას და აი ამას. ვთქვი მე და ბურთი მართას მიმართულებით გავგზავნე. ცხრიანშიც გავარტყი. გოგონას თავში მოხვდა და იქვე გაიშხლართა. გაოგნებულ სახეს აქეთ-იქით ატრიალებდა და არ იცოდა რა გაეკეთებინა.. თავიდან მათე და გაბრიელი გამიბრაზდნენ, მაგრამ დიდხანს ვერ შეიკავეს თავი და ისეთი სიცილი აგვიტყდა, რომ ფეხზე ვეღარ ვიდექით. ბოლოს მაინც შემეცოდა და მასთან მივედი ბოდიშის მოსახდელად, თუმცა იმაზე თავხედი აღმოჩნდა ვიდრე მე მეგონა, გათამამებული, ტუტუცი ბავშვი იყო. ასეც ვუთხარი და კიდევ ერთხელ მოვემზადე პასუხის გასაცემად, მაგრამ მხოლოდ“კარგი“-ო მითხრა და წავიდა... ბიჭებს მივუბრუნდი.
-ბიჭო, არ იცნობთ? აბა სახელი საიდან იცოდით? მე მეგონა, რომ იცნობდით და მაგიტომაც გადავწყვიტე გახუმრება, მაგრამ კაი ქაჯი შემრჩა ხელში. მამიკოს განებივრებული გოგოა და ყველაფერი გასდის ალბათ რაც უნდა. ჩავილაპარაკე მე.
-სახელი ვიცით შე ს..ო. ჩვენი უბნელია, ის კი არ გვითქვამს რომ ვიცნობთ. იმან კი საერთოდ არც იცის ალბათ ჩვენი ვინაობა. აუუ მაინც რა იდიოტი ხარ, როდისღა ისწავლი ჯერ ფიქრს და მერე ლაპარაკს. საქონელო.. მითხრა მათემ და მაშინვე წავიდა.
-ამას რა დაემართა? ის გოგო მოსწონს, თუ რა გული მოუვიდა? თვალი გავაყოლე მიმავალ მათეს.
-კი არ მოსწონს, შეეცოდა შე დებილო. საიდან მოიტანე ეს განებივრებული გოგო და ვარდისფერი სათვალე? მაგაზე უბედური ვინმე კაი ხანია არ მინახავს ტო.. შენი წასვლიდან ორ--სამ თვეში გადმოვიდა აქ მშობლებთან ერთად. ბედნიერი, შეხმატკბილებული ოჯახი იყო. თვითონ მართას არ ვიცნობდი, მაგრამ მამამისი მაგარი კაცი იყო, ყურადღებიანი, რამდენჯერმე დაგვეხმარა კიდეც რაღაც საქმეებში. ჩვენც პატივს ვცემდით და ვაფასებდით მასაც და მის ოჯახსაც, მაგრამ ორი წლის წინ თავის მეუღლესთან ერთად ავარიაში მოყვა და იქვე დაიღუპა ორივე. სასწრაფომაც კი ვერ მიუსწრო... რა საცოდაობა იყო ვერ გეტყვი.. მართა ვაფშე არ ტიროდა, გაოგნებული იჯდა და ვერ აცნობიერებდა, რომ მის თავს ხდებოდა ყველაფერი. მაგრამ დაკრძალვის დღეს დაიწყო ტირილი და მგონი ერთი წელი აღარც დაწყნარებულა, ადამიანს აღარ გავდა..სულ რამდენჯერმე ვნახეთ გარეთ მაგრამ აი ზომბს გავდა რაა.. დადიოდა და ყურადღებას არავის აქცევდა. მერე ცოტა დაწყნარდა და გააგრძელა კონსერვატორიაში სწავლა,პარალელურად კი სადღაც კაფეში მუშაობს , პიანისტია და კაფეშიც სულ პიანინოს უზის.. რავი ტო. ვაფშე სძინავს თუ არა ეგაც არ ვიცი... დღეს და ღამეს ასწორებს.. შენ კიდე ვარდისფერი სათვალეო.. საიდან მოაბოდიალე ტო... თხრობა დაასრულა გაბრიელმა და შემომხედა. მე გაოცებული ვიდდექი და არ ვიცოდი რა მექნა...

-გაბი, მიდი შენ მათეს გაყევი რა და მოვალ მეც მალე.. ვუთხარი და ქუჩას გავუყევი. რამდენიმე მეტრი არ მქონდა გავლილი, რომ გარე განათება გამოირთო. მაღლა ავიხედე და მხოლოდ მაშინღა შევამჩნიე, რომ წვიმდა... სხვა დროს ასეთი ამინდი გამაგიჟებდა სიხარულით, მაგრამ ახლა არა.. ახლა ჩემი თავი მეზიზღებოდა, რომ ასეთი დაუფიქრებელი ვარ. იქვე პარკში შევედი და საქანელაზე ჩამოვჯექი, ნელა ვქანაობდი და ვფიქრობდი.. მაგრამ მოულოდნელად ვიღაცის სილუეტი დავლანდე და ყურადღებით დავაკვირდი.. მართა ამოვიცანი მასში... დავაცადე ,რომ წინ წასულიყო და მერე ჩუმად გავყევი უკან. ალბათ ორი ნაბიჯიც არ გვაშორებდა ერთმანეთს, მაგრამ მას არაფერი ესმოდა, ყურსასმენები ეკეთა და ხმამაღლა მღეროდა emily wells-ის “juicy”-ის , მომენტებში ემოციები შემოუტევდა ხოლმე და მთელი გრძნობით „მღეროდა“, ნუ „ჭყიპინებდა“ უფრო... გამეცინა.. ამ სამყაროს არ ეკუთვნოდა იმ წამს... მერე ალბათ რაღაც უფრო სწრაფიც ჩაირთო და სიმღერასთან ერთად ცეკვაც დაიწყო, მოგვიანებით გამახსენდა რომ-barrie gladden/ryan spendlove-ს „take my heart”-იყო. ჯერ ერთ გვერდზე გაიხედა, მერე მეორეზე, მოათვალიერა, ხალხი ხომ არ იყო და ამჯერად ბოლო ხმაზე დაიწყო სიმღერა და ცეკვაც მიაყოლა. თავი ვეღარ შევიკავე, ხმამაღლა გამეცინა და იმდენად ხმამაღლა, რომ ალბათ მიწაზე დავაბრუნე, ყურსასმენი გამოიძრო და უკან შემობრუნდა...
-ეე... შოკოლადის ბიჭო.. დაიყვირა შეშინებულმა..
-რაა??? რის ბიჭო? რამდენიმე წამი გაოგნებული ვუყურებდი.
-შოკოლადის.. ჩაილაპარაკა შედარებით დამშვიდებულმა.
-შოკოლადის რატომ? ვკითხე მე და ოდნავ გამეღიმა.
-შავი ხარ..
-აა.. მე მეგონა ტკბილი ვიყავი. ამჯერად უკვე გულიანად გამეცინა.
-არაა.. შავი, მწარე შოკოლადი ხარ .. მითხრა და თვითონაც გამიცინა. ისე თავისუფლად მელაპარაკებოდა, გამიკვირდა და უარესად დამნაშავედ ვიგრძენი თავი.
-ისა.. ბოდიში.. წეღან ზედმ..... მობოდიშება მინდოდა, მაგრამ სიტყვა გამაწყვეტინა.
-გავისეირნოთ?! გარე განათება ჩაქრა და........ თან წვიმს.
-გავისეირნოთ........... დაწყებული წინადადება აღარ დამიმთავრებია. გვერდით მივუდექი და ნელა გავუყევით წვიმის და ყვავილების სუნით გაჟღენთილ ჩაბნელებულ ქუჩას........



№1 სტუმარი darina

Dzalian dzalian momewona ukve miyvars me eseni, vgrdznob rom magari wyvili iqneba, gamixarda ase male rom dagvibrundi dzalian shemayvare tavi wina iatoriit.

 


№2  offline წევრი შამხათი

კარგი დასაწყისია, საინტერესო ისტორია ჩანს. მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას.

 


№3  offline წევრი ირინა

darina
Dzalian dzalian momewona ukve miyvars me eseni, vgrdznob rom magari wyvili iqneba, gamixarda ase male rom dagvibrundi dzalian shemayvare tavi wina iatoriit.


აუუ <3 <3 მადლობა შენ დიიდი დიდი love

შამხათი
კარგი დასაწყისია, საინტერესო ისტორია ჩანს. მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას.

დიდი მადლობა <3 <3 ვეცდები რომ კარგი გამოვიდეს <3

 


№4  offline წევრი cancara

Gagrdzele kaia

 


№5 სტუმარი Black

Emily wellsi?eg gogo martla magra mgeris gamixarda rom chemi sayvareli janris simgerebi amovicani..kargi iyo<3

 


№6 სტუმარი kuza

au dzaan momewona. gaagrdzele aucilevlad da ar gvalodinooo

 


№7  offline წევრი ირინა

cancara
Gagrdzele kaia

madlobaa❤️

ტომა
სიტყვებიც არ მაქ
უბრალოდ ძალიან მაგარი ხარ
და ველოდები შემდეგს..

vgijdebi shenze❤️❤️

[quote=kuza]au dzaan momewona. gaagrdzele aucilevlad da ar gvalodinooo[/
vecdebi ar galodinot

Black
Emily wellsi?eg gogo martla magra mgeris gamixarda rom chemi sayvareli janris simgerebi amovicani..kargi iyo<3

ahaa☺️☺️☺️ vgijdebi dzaan miyvarss

 


№8 სტუმარი Lile

♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥

ახალი როდიიიის?♥♥♥♥

 


№9  offline წევრი ირინა

Lile
♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥

ახალი როდიიიის?♥♥♥♥


dges game an xval dilit

 


№10 სტუმარი kati

ამ ისტორიასაც უკვე ველოდები,მალე დადე ხოლმე რა love

 


№11  offline წევრი ირინა

kati
ამ ისტორიასაც უკვე ველოდები,მალე დადე ხოლმე რა love

კატიი :))) 12-ის მერე დავდებ :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent