შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მორჯულება 16 თავი


10-03-2016, 21:38
ავტორი niino
ნანახია 3 571

ისე კარგად გაერთნენ,რომ წასვლა არ უნდოდათ თბილისში..
-ეკა შენ როდის ჩამოხვალ თბილისში?(ტასო)
-არვი ტასო ვერ ველევი აქაურობას,მითუმეტეს თბილისის სიცხე რო მახსენდება..აუ იცი რა მოვიფიქრე? პარასკევს ჩამოდით რა და ორშაბათს მეც წამოვალ თბილისში,რას იტყვით(ეკა)
-კარგი აზრია მაგრამ..ტა მორიდებით დიტოს გახედა ტასომ..
-არაა პრობლემა ჩამოვალთ(დიტო)
-მიყვარხაართ ჩემი გიჟი მეგობრებიიი(ეკა)
ტასომ დამშვიდობებისას ეკას უთხრა ეკა მეშინია აქ რო გტოვებ,ხო მიხვდი რას ვგულისხმობ?(ტასო)
-კაი რა მეგობარო დამშვიდდი ისეთი არაფერი მოხდება-და ჩაეხუტა მეგობარს..მათი წავლის შემდეგ მოიწყინა ეკამ და წიგნის კითხვით შეიქცია თავი..როცა ადგა მზე კარგა ხნის ამოსული იყო,ნათელას წაეხმარა საქმეებში შემდეგ მდინარისკენ დაუყვა გზას,კარგა ხანს ნებივრობდა მდინარეში ისე,რომ თედოს მოსვლა არც გაუგია..საღამოსკენ თედომ გააცილა და უთხრა
-დილას მოვალ და სასეირნოდ წავიდეთ(თედო)
-აუ კაი რაა დილას მეზარება ადგომა..ცოტა მოგვიანებით რო წავიდეთ არაა?(ეკა)
თედოს მის ამ საქციელზე გაეღიმა და თანხმობა უთხრა..ეკა საწოლში იწვა და ფიქრობდა-ვატყობ ეს ბიჭი დროზე ადრე გამაქცევს აქედან..არადა მასთან დისტანცია უარეს შედეგს გამოიღებს გული მიგრძნობს...ეხ თედო თედო...მეორე დღეს ნათელა და ეკა სამზარეულოში იყვნენ თედოს ხმა,რომ შემოესმათ..
-ბებო თედოსთან ერთად გავდივარ სასეირნოდ მალე დავბრუნდები აკოცა ნათელას და თედოს გასძახა მოვდივარო..ლამაზ ადგილებში სეირნობდნენ და უმარავ თემას განიხილავდნენ..მდელოზე დაჯდა თედო და ეკასაც ანიშნა დამჯდარიყო,მოულოდნელად ეკას ხელი დაუჭირა
-ეკა ახლა რაც მინდა გითხრა,რახანია გულში მაქვს და მოსვენებას არ მაძლევს..პირდაპირ გეტყვი,ეკა მიყვარხარ...ეკამ იცოდა ეს ყველაფერი თედოსგან გრძნობდა მაგრამ ახლა თუ ეტყოდა ამას არ ელოდა და გააკანკალა,ახლა ინანა სასეირნოდ რო გამოყვა..თედო აგრძელებდა საუბარს მაგრამ ეკას არაფერი ესმოდა..
-შენი აზრი მაინტერესებს ეკა (თედო)
-მე არ ვიცი რა გითხრა დაბნეული ვარ..მე შენ როგორც მეგობარს ისე გიყურებ,გიყურებ ისე როგორც ძმას-კარგა ხნის შემდეგ უთხრა ეკამ
-მე შენი დობა არ მჭირდება ეკა-ცოტა არ იყოს სიმკაცრე იგრძნო თედოს ხმაში ეკამ და მიხვდა ისეთი არაფერი უნდა ეთქვა,რაც დიტოს გააღიზიანებდა
-თედო უნდა დავფიქრდე ასე უცებ ვერაფერს გეტყვი,ცოტა დრო მომეცი(ეკა)
-კარგი ეკა,მაგრამ დიდხანს ნუ მალოდინებ,უკვე არ შემიძლია უშენობა და როცა ვფიქრდები შეიძლება შენ თბილსიში დაბრუნდე,ლამისაა გავგიჟდე..
-წავიდეთ გვიანია უკვე,ნათელა შეშინდება(ეკა)
-ხო რათქმაუნდა-უსიამოვნოდ უთხრა თედომ.ეკას ერთი სული ჰქონდა მისულიყო სახლში..მთლად გაჩუმებაც არ ვარგოდა და ეკა ხან რა თემას წამოიწყებდა ხან რას მაგრამ თედო იშვიათად ყვებოდა საუბარში და ეს ეკას დიდად არ მოსწონდა..სახლში მისვლა და საწოლში ჩაწოლა ერთი იყო..გაახსენდა თედოს სიტყვები და ტანში უსიამოვნოდ გასცრა..ტასოს დაურეკა და ყველაფერი მოუყვა
-ხო გეუბნებოდი ეკა ხო გითხარი არა?ხვალვე წამოდი რა არ დარჩე მანდ(ტასო)
-გაგიჟდი ტასო?განა მისი მეშინია? ეს დღეები მდინარეზეც არ წავალ თავს ავარიდებ,თან ნათელასაც უამრავი საქმე აქვს და მივეხმარები,მერე თვქენც ჩამოხვალთ..კარგი რა დაშვიდდი მეგობარო(ეკა)გული იჯერა ტასოსთან საუბრით,ის იყო დასაძინებლად ემზადებოდა ტელეფონზე ლევანის ნომი იცნო..თითქოს გაუხარდა გულის სიღრმეში..ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ ძილს მისცა თავი..ორი დღე ეკა არ გასულა სახლიდან,ნათელას კი უკვირდა მაგრამ არაფერს ეკითხებოდა..თედო კი ამაოდ ელოდა მდინარეზე მაგრამ ეკა არ ჩანდა..მიხვდა ეკა არ მოვიდოდა და საღამოსკენ სახლში მივიდა.ეკამ შეიპატიჟა და ბალკონზე დასხდნენ,ყავაც გამოიტანა..
-ეკა ორი დღეა არ გამოჩენილხარ მდინარეზე-დაიწყო თედომ მძიმედ საუბარი
-ხო არ მეცალა ნათელას ვეხმარებოდი(ეკა)
-ეკა ვიცი ეგ მიზეზეია,არ გინდა ჩემი მოტყუება რა ძალიან გთხოვ,კარგად გიცნობ..ვიცი თავს მარიდებდი,მაგრამ ეხლა აქ ვარ შენს წინ და შენი აზრი მაინტერესებს.უნდა მითხრა ის,რის გამოც ეს ორი დღეა თავს მარიდებ(თედო)
ეკა ძალიან ღელავდა მაგრამ ძალა მოიკრიბა
-თედო მე რაც გითხარი მაგას ვფიქრობ ახლაც და ასე იქნება სულ..სხვა იმედს მე ვერ მოგცემ და ნურც შენ გექნება იმედი..არ მინდა გული გეტკინოს მაგრამ მირჩევნია სიმართლე გითხრა ვიდრე მოგატყუო და ტყუილი იმედი გქონდეს..(ეკა)
-სხვა გიყვარს? ისეთი თვალებით შეხედა თედომ ეკას ლამის ადგულზე გაიყინა
-არა.არავინ მიყვარს.სხვანაირად ვერ შემოგხედავ და გამიგე(ეკა)
-არა მე არ მჭირდება შენი მეგობრობა,არც დობა.ნერვიულად საუბრობდა თედო..კარგი მე წავალ..
სანამ ეკა რამეს ეტყოდა თედო უკვე გამქრალიყო..ეკა ცოტათი დამშვიდდა..ბოლო-ბოლო გარკვეულია ყველაფერი და იმედიც არ ექნება-ამ ფიქრებში შევიდა ნათელასთან..
-მესმოდა შვილო თვქენი საუბარი და კარგად მოიქეცი,პირდაპირ რომ უთხარი სათქმელი.დაიტანჯება მაგრამ ეგრე ჯობია ვიდრე იმედი ჰქონდეს..დრო გავა და გადაუვლის შენ მაგაზე არ იჯავრო შვლო(ნათელა)
-ეჰ ბებო ნეტა მასე მოხდეს(ეკა)
პარასკევი დღე იყო..ეკა მოუთმენლად ელოდებოდა ტასოს და ნანას..იმ დღის მერე თედო თვალით არ უნახია და ცოტა არ იყოს აშინებდა ეს სიმშვიდე ეკას..შუადღეს ახალგაზრდებმა გამოუარეს ეკას და მდინარეზე წასვლა თხოვეს.ეკას არ უნდოდა,მაგრამ ნათელამ უთხრა წასულიყო და ნანას მოსვლამდე გაერთობოდა..
-კარგი ბებო წავალ მაგრამ არ ვიბანავებ არ ვარ რაღაც ბანაობის ხასიათზე(ეკა) ბრეტელებიანი მაიკა გადაიცვა ჯინსის შარვლები და კედები ამოიცვა და შეუერთდა მეგობრებს..აძალებდნენ მაგრამ არ ჩავიდა მდინარეში,ნაპირზე ჯდომა არჩია.
-რატომ არ ბანაობ?-შემოესმა თედოს ხმა და უსიამოვნოდ გასცრა ტანში..
-რავი არ მინდა თან მალე უნდა დავბრუნდე სახლში(ეკა)
-წამო გავისეირნოთ თან ვილაპარაკოთ(თედო)
-თედო თუ შენ ისევ იმ საკითხზე აპირებ საუბარს მინდა გითხრა,რომ ისევ იმ აზრზე ვარ და არაფერი შეცვლილა(ეკა)
-არა ეკა მაგი არ მქონდა მხედველობაში..უბრალოდ აქვე გავისეირნოთ უარი არ მითხრა რა(თედო)
მიხვდა ეკა სხვა გზა არ იყო და გაყვა თედოს,მიუყვებოდნენ მდინარის ნაპირს,თედო შედარეით მხიარული ჩანდა..ცოტა რომ გასცილდნენ ახალგაზრდობას ეკამ უკან დაბრუნება სთხოვა თედოს რაზეც უარი მიიღო,ეკას გაუკვირდა,სწორედ ამ დროს მანქანა მოუახლოვდათ ელვის სისწრაფით....ეკა გონს რომ მოვიდა უკვე მანქანაში იჯდა გვერდძე თედო ეჯდა,ეკასთვის ხელები შემოეჭდო და ეკას კივილის თუ ბრძოლის მიუხედავად,განძრევს საშუალებას არ აძლევდა..თედო იმედოვნებდა რომ ვერავინ ნახა,მაგრამ ეს ამბავი ელვის სისწრაფით მოედო სოფელს.ნათელამ ერთი სიკვდილი გაათავა..ტელეფონი აიღო და მეზობლის ბავშვს ნანასთან დარეკვა სთხოვა..ნანა ტასო დიმა და დიტო გზაში იყვნენ ეს ამბავი რომ გაიგეს.ნანა ტიროდა,ტასოც არ იყო უკეთეს დღეში..ბიჭები კიდევ იმაზე ბჭობდნენ თუ სად შეიძლებოდა თედოს ეკა წაეყვანა.ნანას უამრავი კითხვები დაუსვეს..როგორც იქნა მივიდნენ ნათელასთან..ბიჭებმა გოგოები დატოვეს სახლში და თვითონ თედოს სახლში წავიდნენ,მანდ მშობლების გარდა არავინ დახვედრიათ,ისინი კი აზრზეც არ იყვნენ რა ხდებოდა..ტასო ლანძღავდა თედოს,ნათელა და ნანა ტირიდნენ..უცებ ტასომ ტელეფონი აიღო და გარეთ გავიდა
-ბატონო ლევან მე ვარ ტასო..
-რა ხდება ტასო რა ხმა გაქ? ხო მშვიდობაა?(ლევანი)
-არა,არა ბატონო ლევან ეკა მოიტაცეს.არვიცით სად არის ძალიან ვნერვიულობთ ყველანი..მგონი ეს ამბავი უნდა გცოდნოდათ მიტომ დაგირეკეთ(ტასო)
ლევანის იმის გარდა,რომ ეკა მოიტაცეს სხვა არაფერი გაუგია..ტასოს გამოკითხა თუ სად იყვნენ და ესღა უთხრა დამშვიდდით მალე მოვალ..ტასოს იმედი მიეცა..
ამ დროს ეკა ერთ წყნარ ადგილას მდებარე სახლში იყო და ტირილისგან სულს ძლივს ითქვამდა..ინანა აქ ჩამოსვლა,ინანა ყველაფერი..
-მძულხარ ვერ გიტან..მეგობულად მიყვარდი მაგრამ ახლა ისე მეზიზღები როგორც კეთროვანი-გაჰკიოდა მთელი ხმით ეკა
-არაუშავს ეკა მოვითმენ შენგან..ჩემი შენდამი სიყვარული მიღირს ამად..დრო გავა და შეგიყვარდები..შენ ჩემი მომავალი ხარ,ჩემი შვილების დედა იქნები..მოთმინებით დაგელოდები(თედო)
- არასოდეს..არ გაბედო და არ მომეკარო ცხოველო-თავის თავს არ გავდა ეკა,კიოდა და ნერვიულად იქნევდა ხელებს.თედომ მარტო დატოვა დამშვიდდებაო..და კარები ჩაკეტა..



ვიცი შეცდომები უამრავი იქნება მაგრამ მაპატიეთ..ველი თვქენს შეფასებებს...



№1 სტუმარი Natia

Male dadeee

 


№2 სტუმარი eto

vaimee ragac esets velodi eka mecodeba levanic codoa. inedia levani male ipovis mis siyvaruls velodebi moutmeblad

 


№3  offline წევრი cancara

Vaime tedo ra gadaxti eke fanjridan da gauqecia gadzele sasweafid

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent