შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის ძალა (10 თავი)


11-03-2016, 13:57
ავტორი Lonelygirl
ნანახია 1 900

ცხოვრებაში პირველად შემიყვარდა. ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი ასეთი ძლიერი ტკივილი სულში. ცხოვრებაში პირველად მენატრებოდა ასე ძლიერ. მის გარეშე თითქოს ყველაფერმა აზრი დაკარგა. საბედნიეროდ ანუკა ჩემს გვერდით იყო. მისი პოზიტივი მითბობდა დღეებს და თანდათან უკეთ ვხდებოდი. ტკივილი რჩებოდა, მაგრამ თანდათან შეგუება ვისწავლე. დრო გადიოდა. მისი ყოველი ზარი საკმარისი იყო რომ სრული ბედნიერება მეგრძნო. ვცხოვრობდი იმისთვის რომ მესწავლა კარგად, რომ მალე ჩამებარებინა გამოცდები და მეც მასთან წავსულიყავი დედაქალაქში. დრო გადიოდა, ისე ნელა როგორც არასდროს...
სამშაბათი დილა იყო. როგორც ყოველთვის ინგლისურზე მივდიოდი. სახლიდან ადრე გავედი და ფეხით გავუყევი გზას. მიყვარდა ასე სიარული, მარტო. ფიქრში ხელს არავინ მიშლიდა, თანაც გაზაფხულის ულამაზესი დილა თენდებოდა. მზე ანათებდა და მის შუქზე საკუთარ ლანდს ვაკვირდებოდი. უცებ ჩემს გარდა სხვისი ლანდიც დავინახე, მაგრამ ვიფიქრე ვიღაც გამვლელია მეთქი და არ შევიმჩნიე. დიდხანს მომდევდა უკან უცნობი სილუეტი, აშკარად გოგო იყო, ლანდშიც ეტყობოდა მოკლე კაბის ნაწილი და გაშლილი თმა. უკან არ მიმიხედავს, უბრალოდ გზას ვაგრძელებდი.
-შენ მარიამი ხარ?-მომესმა უკნიდან ხმა.
-და შენ ვინ ხარ?-მივტრიალდი.
-ე.ი შენ ხარ მარიამი,-ირონიულად გაიღიმა და თავიდან ფეხებამდე ამათვალიერა,- რაც შენს შესახებ გავიგე მას შემდეგ მაინტერესებდა მენახე,-ირონიულად მელაპარაკებოდა.
-არ მეტყვი ვინ ხარ?-დავიბენი.
-შენში ეს მოსწონს?,-კითხვაზე არ მპასუხობდა,- მეამიტი რომ ხარ.
-რაზე ლაპარაკობ?-უფრო მეტად დავიბენი,-ვიღაცაში გეშლები,-ვუთხარი და გზა გავაგრძელე, მაგრამ თავი არ დამანება. მკლავში ჩამეჭიდა და მომაბრუნა.
-გაგიჟდი?,-უკვე ვრაზდებოდი,-თქვი ვინ ხარ?
-კარგი, ნინი მქვია, მაგრამ სახელს რა მნიშვნელობა აქვს, გიოს შეყვარებული ვარ,-ეს ისე ამაყად წარმოთქვა.
-რა?
-ხო, რაიყო, გეგონა მართლა უყვარდი?-ჩემს ნერვებზე თამაშობდა.
-სისულელეა, შენი არ მჯერა,-სულ ვკანკალებდი.
-ვიცოდი რომ არ დამიჯერებდი, ამიტომ ეს წამოვიღე,-მითხრა და ხელში რაღაც კონვერტი მომაჩეჩა.
-ეს რა არის?
-გახსენი!,-ხმამაღლა განაცხადა.
დავიბენი. არ ვიცოდი რა იყო, მაგრამ მეშინოდა. არ მინდოდა ისეთი რამ მენახა რაც ცხოვრებას დამინგრევდა. ძალა მოვიკრიბე და გავხსენი. სურათები იდო, მათი სურათები, ერთად იყვნენ, ერთმანეთს ეხუტებოდნე, ზოგში კოცნიდნენ. ამაზრზენი იყო. ცუდად გავხდი, ხმას ვერ ვიღებდი. გაშტერებული ვუყურებდი სურათებს და ცრემლი გამდიოდა.
-ხომ გითხარი!,-ამაყად მომაძახა,-ის ჩემია, გესმის? - ეს მითხრა და წავიდა.
შუა ქუჩაში ვიდექი. ვერ ვტოკდებოდი. მთელი შიგთავსი მტკიოდა. თითქოს ცა თავზე ჩამომექცა. ცხოვრება 1 წამში დამენგრა. გაბრუებულმა ტაქსი გავაჩერე, სახლში მივედი ფული ავიღე. ტაქსი სადარბაზოსთან მელოდებოდა. უკან გამოვედი და ჩავჯექი. არ ვიცოდი სად მივდიოდი, მაგრამ უნდა წავსულიყავი. ქალაქგარეთ ერთი სასტუმრო იყო ულამაზესი ხედით ტყესთან ახლოს. იქ გადავწყვიტე წასვლა. დედას მივწერე ანუკასთან ვრჩები მეთქი, მაგრამ ანუკაც უნდა გამეფრთხილებინა. დავურეკე და ყველაფერი მოკლედ მოვუყევი.
-არ არსებობს, მარიამ!-ჩამძახა ტელეფონში,-ალბათ მოგატყუა.
-სურათები ვნახე, მათი სურათები,-თან ვტიროდი,-კარგი, უნდა გავთიშო, უბრალოდ იცოდე სადაც ვიქნები.
-კარგი, არ ინერვიულო დაიკო, ხომ იცი შენს გვერდით ვარ.
-მიყვარხარ ანუკა,-ვუთხარი და ტელეფონი გავთიშე. ის ერთადერთი იყო ვისაც ვენდობოდი. ჩემთვის დაზე მეტი იყო. სულ ჩემ გვერდით ჩნდებოდა როცა მჭირდებოდა. მხოლოდ მას შეეძლო ჩემი გამხიარულება როცა მოწყენილი ვიყავი. ჩემი პოზიტივი იყო ეს გოგო. მაგრამ ახლა ისიც ვერ დამეხმარებოდა. ადამიანმა, რომელიც ასე მიყვარდა, დამცინა და ცხოვრება დამინგრია. ჩემი გრძნობები არაფრად ჩააგდო. ეს ფიქრები გონებას მირევდა. მალე მივედით და სასტუმროში დავბინავდი. კომფორტული ოთახი მქონდა ლამაზი ხედით, მაგრამ ეს სულ არ მენაღვლებოდა. საწოლზე დავენარცხე ძალაგამოცლილი და ფიქრებში წავედი. ამ დროს ტელეფონმა დარეკა. ვიფიქრე ალბათ ანუკა იქნება მეთქი მაგრამ არა. ის იყო, ის უნამუსო, რომელმაც ასე მატკინა გული. გავუთიშე, მასთან დალაპარაკება არ მინდოდა. არ ჩერდებოდა, რეკვა არ სწყინდებოდა და მეც სულ ვუთიშავდი. ბოლოს შეტყობინება მომწერე: „ მარიამ, კარგად ხარ? ვნერვიულობ, დამირეკე“ . უზრდელი, უნამუსო, თურმე ნერვიულობს,-გავიფიქრე.
ცოტახანში ანუკამ დარეკა.
-გისმენ ან,-ისეთი ხმა მქონდა თვითონვე შემეშინდა რომ გავიგე.
-რა ხმა გაქვს, შენ რა ტირი?,-გაბრაზდა,-ჩამოვალ შენთან რა.
-არ გინდა, მარტო მინდა ყოფნა.
-მისმინე მარიამ, გიორგიმ დამირეკა,-პირდაპირ მაჯახა.
-რა?,-ისევ სლუკუნი დავიწყე,-რა უნდოდა?
-მარიამს ვურეკავ და არ მპასუხობსო, ვნერვიულობ და შენ დაგირეკეო. იდიოტი, ბედავს და კიდევ რეკავს. მაგრამ შენ არ ინერვიულო, ისე გამოვლანძღე ჭკუა ვასწავლე.
-მერე რა თქვა?
-არაფერი, ხმას ვერ იღებდა. თან ვითომ ვერ ხვდებოდა რაზე ველაპარაკებოდი. გავბრაზდი და გავუთიშე,-ცოტახანს შეჩერდა,-მერე ირაკლისთვის დაურეკავს. მან არაფერი იცოდა და მირეკავდა რა ხდებაო.
-რამე უთხარი?
-რა თქმა უნდა ვუთხარი. იკამ დაურეკა რომ გაეგო რა ხდება, მაგრამ მხოლოდ ის უთხრა ახლავე წამოვალო და გათიშა.
-რა? სად წაოვალო?
-აქ მოდის მარიამ ალბათ, არვიცი. შენ არ ინერვიულო, მე მივხედავ. მაგრამ, მისმინე, იქნებ ჯობდეს დაელაპარაკო, გაარკვევდით ყველაფერს.
-რა უნდა გავარკვიოთ,-ბოლო ხმაზე ვტიროდი,-რაც საჭირო იყო გავიგე უკვე,-ვუთხარი და ტელეფონი გავთიშე.
არ მასვენებდა ის ფიქრი რომ ის მოდიოდა. კი მაგრამ, რისთვის? ან როგორ ბედავდა კიდევ ჩამოსვლას. იმდენად ვიყავი გადაღლილი რომ ამ ფიქრებში გართულს უნებურად ჩამეძინა. არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი ასე, ტელეფონის ხმამ გამაღვიძა და რომ წამოვდექი უკვე ბნელდებოდა.
-გისმენ ანუკ,-ტელეფონს ვუპასუხე.
-სად ხარ, ამდენი ხანია გირეკავ,-მკაცრი ხმა ჰქონდა,-მაპატიე რა.
-მეძინა, რა ხდება?
-მაპატიე გთხოვ, მითხრა რომ ყველაფერი უნდა აგიხსნას და რომ არასწორად გავიგეთ.
-რა? ვინ გითხრა? ნორმალურად ამიხსენი,-დავიბენი.
-გიორგი ჩამოვიდა, ჩემთან იყო და ვუთხარი სადაც ხარ. ახლა ალბათ უკვე მოდის. მაპატიე მაგრამ უნდა მეთქვა, ვერ წარმოიდგენ რა მდგომარეობაში იყო, ამდენი ხანია ვიცნობ და ასეთი არ მინახავს.
-ეს რა ქენი, არ უნდა გეთქვა,-გავბრაზდი
-მაპატიე გთხოვ.
-კარგი, არაუშავს,-გავუთიშე.
არ ვიცოდი რა მექნა. მასთან საუბარი არ მინდოდა, მისი ხმის გაგონებაც კი იმხელა ტკივილს მომაყენებდა. ჩანთა ავიღე, ანგარიში გავასწორე და გამოვედი. ვიფიქრე ტაქსს გავაჩერებ და წავალ მეთქი. მაგრამ არ დამცალდა. ფეხებთან ნაცნობმა მანქანამ დაამუხრუჭა და რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით გააჩერა. შემეშინდა, შეხედვა ვერ მოვასწარი რომ კარი გაიღო და გიორგი გადმოხტა მანქანიდან.
-მარიამ!-გაგიჟებული მომვარდა.
-ახლოს არ მოხვიდე,-დავყვირე და უკან დავიხიე.
-მარიამ, უბრალოდ მომისმინე,-მუდარის ტონი ჰქონდა.
-და ეს რას შეცვლის? არ მინდა არაფრის მოსმენა. წადი, მომშორდი,-უნებურად ცრემლი გამდიოდა.
-გემუდარები, მომისმინე, არასწორად გაიგე, ნება მომეცი აგიხსნა.
-რა გავიგე არასწორად?,-ჩანთიდან სურათები ამოვიღე და სახეში მივაყარე,-ყველაფერი სწორად გავიგე. ერთი რამ არ მესმის, ჩემი მოტყუების უფლება როგორ მოგეცი,-ტირილი ამიტყდა და ჩავიკეცე.
-მარიამ, -ჩაიმუხლა ჩემს გვერდით,-არასოდეს მომიტყუებიხარ, გეფიცები. მიყვარხარ, მართლა ძალიან მიყვარხარ!
-წადი გთხოვ, ისედაც საკმარისად მატკინე გული,-ვსლუკუნებდი.
-გთხოვ, ნუ ტირი, ის ძუკნა ამად არ ღირს. ადექი, გთხოვ,-ხელი მომკიდა და წამომაყენა.
-გამიშვი,-ხელი გავაშვებინე,-მე კარგად ვიქნები,-ცრემლი მოვიწმინდე,-შენს გარეშე ცხოვრებას ვისწავლი და დაგივიწყებ, რადგან არ იმსახურებ რომ ასე მიყვარდე.
-და მე? მე როგორ ვიცხოვრო შენს გარეშე,-ცხოვრებაში პირველად დავინახე მის თვალზე ცრემლი. სულში რაღაც ჩამწყდა. ვხედავდი მართლა განიცდიდა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი რატომ. თუ ის ნინი უყვარდა და მასთან უნდოდა, მაშინ აქ რატომ ჩამოვიდა, რატომ მომძებნა.
-მომისმინე და გეფიცები სიმართლეს გეტყვი, არაფერს მოგატყუებ, გთხოვ უბრალოდ უფლება მომეცი ყველაფერი მოგიყვე.
ჩუმად ვიყავი არ ვიცოდი რა მეთქვა. ბოლოს გადავწყვიტე მომესმინა. იმას მაინც ვიმსახურებდი რომ გამეგო რა მოხდა.
-გისმენ,-ცრემლები მოვიწმინდე და მანქანას მივეყრდენი.
-გმადლობ!,-ისიც გვერდით მომიდგა,-ის გოგო, ნინი,- უჭირდა დაწყება,- ერთ დროს მართლა ვიყავი მასთან, მაგრამ სერიოზული არაფერი ყოფილა. ერთმანეთს ვხვდებოდით და მალევე შევეშვი. ამაზეა გაცოფებული. გაიგო რომ მიყვარხარ და აღარ იცის რა გააკეთოს რომ დავშორდეთ.
-სურათები ვნახე.
-ხოო სურათები ადრინდელია, მაშინ არც კი გიცნობდი. როცა აქ ჩამოვედი და გაგიცანი ეს ყველაფერი უკვე დამთავრებული იყო გეფიცები.
-ამბობ ვხვდებოდით მაგრამ სერიოზული არაფერი ყოფილაო, გოგოებს უბრალოდ ასე იყენებ და შემდეგ იშორებ?
-კარგი რა, შეყვარებული კი არ ვიყავი. არ ვიცი როგორ გითხრა, ზოგიერთ გოგოსთან უბრალოდ ვერთობით ბიჭები. მისთვის ისიც კი არასოდეს მითქვამს მომწონხარ მეთქი. უბრალოდ ზოგჯერ ვერთობოდით ერთად და მალე შევეშვი.
-ასე მარტივად ხო?
-მოდი პირდაპირ გეტყვი, ბევრი გოგო მყავდა, ვაჟიშვილი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ მათ იცოდნენ რომ უბრალოდ ვერთობოდი. გრძნობები არცერთთან არ მქონია და არც არავისთვის ამიხსნია სიყვარული. უბრალოდ ორივეს გვინდოდა და ვიყავით ერთად, შემდეგ კი ეს ერთი ან ორი ღამის ურთიერთობა უბრალოდ მთავრდებოდა.
-გარყვნილი ხარ!
-ვიყავი! მარიამ, - ხელი მომკიდა,- შენ მე ცხოვრება სხვა თვალით დამანახე. ცხოვრებაში პირველად შემიყვარდა და შევიცვალე. ახლა ყველაფერი სხვანაირად არის. მე მიყვარხარ და არ მინდა ჩემი წარსული ჩვენი დაშორების მიზეზი გახდეს.
-თავი ჩემს ადგილას წარმოიდგინე, შენ რას იზამდი, მითხარი... არ გაბრაზდებოდი?
-ნეკნებს დავუმტვრევდი,-სრულიად გულწრფელად მიპასუხა.
-მეც ასე მოვიქცე? ყველა ვინც შენი წარსულიდან გამომეცხადება და შეურაცხყოფას მომაყენებს ვცემო?
-არავინ მოვა! კარგი რა, ნუღა მეჩხუბები, შევრიგდეთ,-ახლოს მოვიდა.
-მგონი ჯობს უბრალოდ დავშორდეთ.
-რა?-გაგიჟდა ეს რომ გაიგო,-ამას ასე მარტივად მეუბნები?
-მაინც შორს ვარ შენგან. არ ვიცი რას აკეთებ, ვისთან ხარ, ვინ არიან შენი მეგობრები. საერთოდ არაფერი ვიცი.
-ამიტომ მინდოდა ჩემთან წამოსულიყავი. მე გთხოვე გამომყევი მეთქი მაგრამ უარი მითხარი. ამჯერად მაინც დამიჯერე.
-შენს ცხოვრებას მიხედე და შენს ნინის ,-ამ სახელის წარმოთქმისას იმხელა ტკივილი ვიგრძენი.
-შენ ხარ ჩემი ცხოვრება!-თვალებში მიყურებდა,-იმ გოგოს კიდე ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებ. ხომ გითხარი ის არავინ არ არის ჩემთვის.
-კარგი გვეყო, უნდა წავიდე,-წასვლა დავაპირე.
-სად უნდა წახვიდე?-გაბრაზდა
-სახლში, შეგიძლია შენც დაბრუნდე.
-მარიამ!-ხმამაღლა დამიძახა,- ასე განზრახ მექცევი? კარგი, მესმის რო გაბრაზდი, გეწყინა, მაგრამ მე ხომ აგიხსენი ყველაფერი, ჩემი არ გჯერა?
-მჯერა, გავიგე რომ მასთან ერთობოდი. ყოველთვის ვიცოდი შენი წარსული რა მექალთანეც იყავი, ამის გამო არაფერს გეუბნები. ეს შენი წარსულია და მე მასში არ ვიყავი.
-აბა რა პრობლემაა? არ მესმის.
-პრობლემა ისაა, რომ არ ვიცი დღესაც ასეა თუ არა.
-არ მენდობი? ,-ლოყაზე მისი ხელი ვიგრძენი,-მისმინე, გეფიცები მართლა არავინ მინდა შენს გარდა. უბრალოდ დაფიქრდი, სხვა რომ არსებობდეს ახლა აქ ამდენს შეგეხვეწებოდი?
-არ ვიცი
-რომ არ მპასუხობდი, იცი რა დამემართა? ცხოვრებაში პირველად ვინერვიულე ასე ძალიან,-ჩემი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში მიყურებდა,- მარიამ, კარგი რა, ნუღარ მტანჯავ.
გავჩუმდი, არ ვიცოდი რა მეთქვა. ვგრძნობდი რომ სიმართლეს ამბობდა. ხმას ვერ ვიღებდი.
-შევრიგდეთ?-მუდარით მითხრა და ოდნავ გამიღიმა.
ისევ ჩუმად ვიყავი. მინდოდა ძალიან მაგრად ჩავხუტებოდი და მეთქვა რომ მიყვარს, მაგრამ სიამაყე ამის უფლებას არ მაძლევდა.
-მარიამ, გთხოვ ! -ისეთი სევდიანი იყო, მისი მწვანე თვალები წყლით იყო სავსე და მეც თავი ვეღარ შევიკავე.
-ჩამეხუტე! -სიტყვის დამთავრება ვერ მოვასწარი რომ მის მკლავებში ვიყავი. გული ისე სწრაფად მიცემდა, მეგონა ამომივარდებოდა.
-ძალიან მიყვარხარ!-ჩამჩურჩულა და თან მეფერებოდა. დიდხანს ვეხუტებოდით ასე ერთმანეთს. შემდეგ მანქანაში ჩავსხედით და წამოვედით.
-მარიამ,-ისე დამიძახა გზისთვის თვალი არ მოუშორებია.
-ხო
-დამპირდი, რომ ასე აღარ მოიქცევი,-თბილად შემომხედა.
-როგორ?-თითქოს არ ვიცოდი რას გულისხმობდა.
-ვიღაცამ რაღაც გითხრა და შენც დაიჯერე. არც კი დამირეკე რომ გეკითხა. უბრალოდ დასკვნები გამოიტანე ეგრევე. ჩემთვის უნდა დაგერეკა.
-კარგი, გპირდები რომ შენს ნდობას ვისწავლი,-ვუთხარი და მივეხუტე.
-როგორ მომენატრე ვერც კი წარმოიდგენ,-შუბლზე მაკოცა, თან გზას უყურებდა.
-აუ ჩემი ტელეფონი, ანუკაც უნდა დავურეკო, ალბათ ნერვიულობს, ვეჩხუბე წეღან და.
-რატომ ეჩხუბე? რომ მითხრა სადაც იყავი?
-ხო.
ანუკას დავურეკე და ვუთხარი შევრიგდით მეთქი. იმხელა იწივლა, ტელეფონშიც ისმოდა. გიოს გაეცინა.
-ანუკამ მითხრა ირაკლისთან ვართო.-ვუთხარი როცა ტელეფონი გავთიშე.
-ჩვენც წავიდეთ, და ეხლა არ დამიწყო სახლში წამიყვანეო, შანსი არააა, ვერსად წახვალ,-გამიღიმა, თუმცა სიმკაცრე იგრძნობოდა.
-კარგი, წავიდეთ სადაც გინდა, დედაჩემმა მაინც იცის რომ ანუკასთან ვრჩები,-გაუხარდა, გამიღიმა, საოცარი მწვანე თვალები შემომანათა და მეც უბრალოდ მას მივენდე.
------------------------------------------------------
დაგპირდით და აი დიდი თავიც. იმედია მოგეწონებათ თუ არა და მაშინ უბრალოდ აზრი არ ჰქონია გაგრძელებას, რადგან მხოლოდ თქვენთვის ვწერ. თქვენი კომენტარები ჩემთვის ინსპირაციაა. ველოდები ემოციებს და თქვენს შეფასებებს



№1 სტუმარი twilight

კარგად წერ. ძალიან მომეწონა და დიდი სურვილი მაქვს რომ ამ ისტორიის გაგრძელება წავიკითხო. გამიხარდება თუ შემდეგი თავებიც დაემატება რადგან ძალიან მაინტერესებს როგორ გაგრძელდება მათი ისტორია ❤ ძალიან მაგარია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent