შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მორჯულება 17 თავი (დასასრული)


11-03-2016, 18:26
ავტორი niino
ნანახია 4 233

დიტო და დიმა რომ დაბრუნდნენ კარგა შებინდებული იყო..ვერაფერი სახარბიელო ამბავი ვერ მოიტანეს..ნათელა ძლივს იდგა ფეხზე ნერვიულობისაგან,ყველანი სამზარეულოში ისხდნენ და კამათობდნენ თუ სად შეიძლებოდა თედოს წაეყვანა ეკა..მანქანის ხმა გაისმა და ტასო პირველი გავარდა კარებში..ლევანი შემოეგება,გიჟს გავდა,ტასოს კარებშივე დაუწყო კითხვების დასმა.ტასომ ყველას გააცნო ლევანი,თუმცა დიტო იცნობდა უკვე..ლევანიმ ბიჭები გარეთ გაიყვანა და რაგაცაზე კამათობდნენ..შემდეგ მანქანაში ჩასხდნენ და თედოს სახლისკენ წავიდნენ..ლევანიმ დაიწყო საუბარი,შემდეგ ვერაფერს ,რომ ვერ გახდა მუქარაზე გადავიდა...ყველა შესაძლო ვარიანტები განიხილეს თუ სად შეიძლება ყოფილიყი თედო და ეკა..თედოს მშობლებიც ძალიან ღელავდნენ..თედოს მამამ თქვა,რომ სახლი ჰქონდათ თიანეთში,სადაც იშვიათად დადიოდნენ და შეიძლება იქ ყოფილიყვნენ..ეს ყველაზე რეალურად მიიჩნია ლევანიმ და გადაწყვიტა თვითონ წასულიყო,ბიჭებს კი თედოს მეგობრების მოძებნა სთხოვა..როგორც იქნა მივიდა დანიშნულების ადგილას..ისეთი სიბნებლე იყო ძლივს არჩევდა სახლებს,რომლებიც აქა იქ იყო ჩადგმული..დაბალზე მდგარ სახლთან გააჩერა მანქანა და ელვის სისწრაფით გაჩნდა ეზოში.სახლის კარები შეანგრია რაზეც თედო გიჟივით წამოხტა,ეგრევე ყელში წვდა ლევანი და მთელ ხმაზე უღრიალა
-სად არის ეკა?(ლევანი)
თედო მშვიდად უყურებდა
-ეკა ჩემი ცოლია და რათქმაუნა ჩემთან არის..შენ კიდევ გირჩევნია ხელი გამიშვა ხომ ხედავ წინააღმდეგობას არ გიწევ(თედო)
ლევანიმ მთელი ძალით კედელზე მიახეთქა თედო და ოთახის კარებს ეცა..მეორე დარტყმაზე კარები ჩამოიღო....
ეკა,რომელიც ოთახის კუთხეში იატაკზე მობუზული იჯდა და ტიროდა ღრიალი შემოესმა და შიშით მოიკნუტა,თითქოს ხმა ეცნო მაგრამ უკუაგდო ისევ ეს ფიქრი..საშინელების მოლოდინში გასუსული იჯდა და თავი მუხლებში ჩაერგო..როცა კარის შემომტვრევის ხმა მისწვდა მის ყურებს შიშისგან წამოხტა..
-ეკა-დაიძახა ლევანიმ..ეკამ იფიქრა მომესმაო მაგრამ მის წინ მდგარი ლევანი,რომ დაინახა ერთი მიაკივლა და ლევანის მკლავებში ჩაესვენა..ოთახიდან გამოიყვანა,მაგრამ თედო გადაეღობა ვერსადაც ვერ წახვალ.ეკა ჩემი ცოლია და გირჩევნია თავი დაანებო მშვიდად საუბრობდა თედო..ლევანიმ უღიალა მაგრამ ვერაფერს გახდა..ეკა დივანზე მიაწვინა და გამოფხიზლება დაუწყო..კარებში თედოს ძმაკაცები გამოჩდნენ,აი თურმე რატომ იყო ასე მშვიდად თედო...ეკა ცივი წყლის შესხმამ გონს მოიყვანა,ხელი ძლიერად ჩაეჭიდა ლევანისთვის და შეშინებული აცეცებდა თვალებს..ლევანიმ ახლა მიაქცია ყურადღება თედოს ძმაკაცებს,რომლებიც მშვიდად იდგნენ..
-იმედია პრობლემებს არ შეიქმნით და მშვიდად წახვალთ აქედან-დაიწყო ერთ-ერთმა საუბარი
-აქედან ეკას გარეშე არსად არ წავალ და იმედი მაქვს თქვენ თვითონ არ შეიქმნით პრობლემებს(ლევანი)
-ეკა თედოს ცოლია და მასთან დარჩება..თქვენ კი იცოდეთ რომ პოლიციის თანამშრიმელს ესაუბრებით ამაყად განაგრძობდა ისევ ის ბიჭი..
-ესეიგი პოლიციის თანამშრომელი არა?იციც იცით მშვენივრად,რომ ეს გოგო მისი ნების საწინააღმდეგოდ იმყოფება აქ და თქვენ უწყობთ ადამიანის გატაცებაში ხელს თქვენს მეგობარს?თვქენ იცით რომ ეს სამსახურეობრივი უფლება-მოსილების ბოროტად გამოყენებაა?-მშვიდად განაგრძობდა ლევანი
-თქვენთვის არავის უთხოვია ჭკუის სწავლება.ჯობია მშვიდად წაბრძანდეთ აქედან..სანამ ჩემი უფლება-მოსილება გამომიყენებია-მუქარა გაურია მან..
-ესეიგი მემუქრებით? მაშინ გეტყვით,რომ თქვენ ემუქრებით საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი კომპნიის ხელმძღვანელს.რომელიც კანონის ფარგლებში მოქმედებს და თქვენს "უფლება-მოსილებას" ჩემთან ვერ გამოიყენებთ..უფრო ადვილად გასაგები რომ იყოს განგიმარტავთ იმას,რომ ეკა ჩემი კანონიერი ცოლია-და პიჯაკიდან დამადასტურებელი მოწმობა ამოიღო რომელიც წინ აუფრიალა მათ ლევანიმ- და შემიძლია თქვენს მეგობარს იქით ვუჩივლო სხვისი ცოლის გატაცებისთვის და თქვენ კიდევ ცალკე იმისთვის რომ თქვენს "უფლება-მოსილებას"ბოროტად იყენებთ..იმედია გასაგებია რაც ვთვქი ასე რომ გზიდან ჩამომეცალეთ..ეკა ხელში აიყვანა და კარებისკენ დაიძრა..ეკა გაოგნებული იყო აზრზე ვერ მოსულიყო თუ რა ხდებოდა მის თავს..ყველანი გაოცებულები უყურებდნენ ქაღალდს რომელიც ლევანის სიტყვებს ადასტურებდა და სრულიად კანონიერი იყო..თედო ღრიალით დაედევნა ლევანის მაგრამ მეგობრებმა წასვლის საშუალება არ მისცეს..
-ჩვენ ვერაფერს გავხდებით..სრულიად კანონიერია.ჯობია შეეშვა და ილოცო არ გვიჩივლოს- ქაღალდზე მიუთითეს თედოს..
ეკა ლევანის იყო ჩაბღაუჭებული და შიში ჯერ კიდევ არ გამქრალიყო მისი თვალებიდან..ნათელა ეკას დანახვაზე მივარდა და გულში იკრავდა..ყველანი თავს ევლებოდნენ..ლევანი იდგა კუთხეში და ღიმილით უყურებდა მათ..ცოტათი რომ დამშვიდნენ ნათელა სამზარეულოში გაქანდა მშივრები იქნებითო და მაგიდის გაშლას შეუდგა..ტასოც მიყვა და ნანასაც ანიშნა გაყოლოდა.ყველანი გაიკრიფნენ ოთახიდან და დარჩნენ ეკა და ლევანი.ლევანი ახლოს მიუჯდა ეკას
-ნუ გეშინია.ყველაფერი დასრულდა არაფაერი გემუქრება ჩემთან(ლევანი)
ეკამ მადლობის თვალებით ამოხედა და მთელი ძალით ჩაეხუტა
-ლევან ეგ ქაღალდი რა იყო?დავიბენი(ეკა)
-ეგ იმის მტკიცებულებაა,რომ შენ ჩემი ცოლი ხარ ქალბატონო(ლევანი)
-კი მაგრამ როგორ? როდის?(ეკა)
-გახსოვს კონფერენციაზე შენს გაკეთებულ პუნქტებს ხელი რო მოაწერე?ეგ ქარალდიც მანდ ჩავდე..(ლევანი)
-საზიზღარო საძაგლო-გაბრაზებას ვერ მალავდა ეკა და მუშტები დაუშინა ლევანის
-რა იყო მგონი ნანობ და თედოსთან ხომ არ დაგაბრუნო?იცინოდა ლევანი.თედოს ხსენებაზე ეკა გაჩერდა და ხელები მოხვია ლევანის
-კი მაგრამ როდის აპირებდი ამის თქმას?(ეკა)
-განა მომეცი საშუალება? აქედ გამოქანდი და..(ლევანი)
-მადლობა ლევან რომ გადამარჩინე..კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა მაგრამ ლევანიმ არ აცალა
-ეხლა ქმარს მადლობას ნუ უხდი..ეგ შეგიძლია სხვანაირად გამოხატო ეშმაკურად შეხედა ლევანიმ
-როგორ?(ეკა)
-მერე ვილაპარაკოთ ახლა ჯობია შეჭამო სუსტად ხარ და არ მომწონს ეს(ლევანი)..ლევანიმ ყველას ყურადღება ითხოვა,შემდეგ ნათელასთან მივიდა და პირდაპირ უთხრა
-შეიძლება ეკას ხელი გთხოვოთ?!
აღტაცებული შეძახილები გაისმა ოთახში..
-შვილო თქვენი ერთად ყოფნა ღვთის ნებაა და მე რა ხელი მაქ მასთან,დალოცვილები ყოფილიყავით..ცრემლმორეული გადაეხვია ნათელა ლევანის და გულში ჩაიკრა..მერე ეკას აჯავრებდნენ ხელს რო აწერდი რას აწერდი რატო არ კითხულობდიო,უეჭველი იცოდიო და სული ამოუღეს საწყალს..
დასაძინებლად გაემართნენ ნანა და ტასო ერთ ოთახში,დიტო და დიმა მეორე ოთახში,ხოლო ეკა და ლევანი მესამე ოთახში გადანაწილდნენ.
-ცოლიანი კაცი ვარ და მარტო რატო უნდა დავიძინოო-ხუმრობდა ლევანი..ოთახში რომ შევიდნენ ლევანიმ ეკას უთხრა
-ლამაზო შეგიძლია ეხლა გამოხატო შენი მადლობა -და ჭინკები აუთამაშდა თვალებში,ეკა დაბნეული უყურებდა ლევანიმ წელზე შემოხვია ხელი და მიიკრა ტანზე
-გელოდები ლამაზო(ლევანი)
ეკა მიხვდა და სიწითლემ გადაკრა სახეზე,შემდეგ აიწია ცერებზე და ფრთხილად აკოცა ლევანის ლოყაზე..
-მიღებულია მადლობა მაგრამ ასე უფრო მომწონს(ლევანი) და დააცხრა ეკას ბაგეზე,ეკას წინააღმდეგობა არც გაუწევია,ხელები შემოხვია ყელზე და გაინაბა ლევანის მკლავებში
-ჩემი მორჯულებული გოგო-ვნებიანად უჩურჩულა ლევანიმ...მთელი ღამე გულში ჩაკრული ყავდა ეკა.ისე შემოეჭდო ხელები მისთვის რომ,განძრევა არ შეეძლო..დილით ადრე წამოიშალნენ და თბილისისკენ დაადგნენ გზას.ნათელაც წამოიყვანეს..ეკა დაბნეული სახით იჯდა ლევანის გვერდით და თავი სიზმარში ეგონა..ლევანი ქორწილი გეგმებს აწყობდა,ეკას ეღიებოდა.....
ეკა საპატარძლო კაბაში ულამაზესი იყო.მისი მეჯვარე ტასოც არანაკლებ ლამაზი იყო..იყო ჯვრისწერა..ქეიფი რესტორანში..ყველანი მხიარულობდნენ..დიტომ ყურადღება ითხოვა დარბაზისგან,შემდეგ შუაგულ დარბაზში დაიჩოქა,ხელში პატარა ლამაზი ბრჭყვიალა ყუთი ეჭირა და ტასოს ცოლობა სთხოვა.მის ამ საქციელს ოვაციები,ტაში და მხიარული შეძახილები მოყვა..ტასო მორცხვად მიუახლოვდა და თითქმის ჩურჩულით უთხრა
-თანახმა ვარ..აქ კი დარბაზი დაინგრა..ქოწრილის შემდეგ სიძე-პატარძალი თაფლობის თვის გასატარებლად გაემგზავრა...
და იყო უამრავი ბედნიერი დღეები მათ ცხოვრებაში...




როგორ მოგეწონათ?ძალიან ვეცადე ბანალური არ გამოსულიყო მინდოდა უბრალო და ზედმეტობების გარეშე..იმედია გამომივიდა.. წინასწარ მადლობა ყველას რომ კითხულობთ...



№1  offline წევრი gvanciii kereselidze

Dzalian kargiii iyooo
--------------------
G.ke

 


№2  offline წევრი human

bravoo ra ai magrad momewonaaa martali gitxra amati siyvarulebi kide mindoda (ekas da levanis) mara araushavs armitac ar var ukmayofilo

 


№3  offline წევრი niino

დიდი მადლობა ყველას..ძალიან მიხარია თქვენი ყურადღება...:*:*:*:

 


№4  offline მოდერი zia-maria

ძალიან,ძალიან,ძალიან კარგი იყოოოო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent