ის... ნაწილი 6
სახეზე ვიგრძენი ოდნავ ცივი უხეში ძლიერი ხელი ,რომელიც არ მაძლევდა საშუალებას ხმა ამომეღო და საწოლზე ავფართხალდი... თვალები მძიმედ გავახილე, თავი მტკივა,ვგრძნობ რა მძიმედ დევს სხეული საწოლზე და კადრები ამოტივტივდა გონებაში,მოულოდნელად კადრების გახსენებისას სწრაფად წამოვხტი საწოლიდან და კედელს ავეფარე.ღმერთო ჩემო რა ხდება ჩემს თავს? სახლში უშედეგოდ ვეძებდი ჩემი ღამის კოშმარს,სარკეში შევნიშნე როგორ დამლურჯებოდა შუბლი,საჭეს რომ თავი დავარტყი იმის შედეგია ალბად გავიფიქრე და ბოლო მოვლენებით არეული დაბნეული შევედი აბაზანაში. შემდეგ გამახსენდა კოკასთან მომხდარი ინციდენტი და აჩქარებით ვცდილობდი სხეულიდან მომეშორებინა მისი ხელების კვალი,ჩამომეცალა ის წყენა და ტკივილი რაც მის გამო განვიცადე, სწორედ მაშინ როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა მისი თავი მაშინ არ მყავდა გვერდით და უფრო მეტად მტკიოდა გული,როგორ დავიღალე წყლის ხმას ჩემი ქვითინის ხმა შეერია და სივრცეში გაიშალა.. აბაზანიდან გამოსულმა დაქალებს დავურეკე და ვთხოვე მოსულიყვნენ,დაწვრილებით მოვუყევი ჩემი ამბები და სიმართლე რომ ვთქვა მეგონა ,რომ ჩემს გადაღლას დააბრალებდნენ და ა.შ მაგრამ ჩემმა გოგონებმა დამამშვიდეს სჯეროდათ ჩემი და ეს ყველაფერი ჩემი მოგონილი და ჰალუცინაციები არ ეგონათ.პირველად ვიგრძენი რომ ცოტა დავმშვიდდი და გოგონებს ჩავეხუტე როგორ მიხარია რომ მყავხართ და არსებობთ ვეუბნებოდი და ერთად განვიხილავდით რა შეილება ყოფილიყო ეს ყველაფერი... გოგონებმა გადაწყვიტეს იმ ღამეს ჩემთან დარჩენილიყვნენ და დარამებამდე სამსახურებს მიაშურეს,დამშვიდებულმა დავკეტე კარები და რაღაცნაირად მსუბუქად ვარ რა კარგია როცა ჯერათ შენი, როცა გრძნობ რომ მარტო არ ხარ...მობილურზე კოკას 84 ზარი და უამრავი სმს იყო მოსული, არც კი მინდა მისი გახსენება არ მსურდა მისი დანახვაც კი ,ვიგრძენი როგორ მომაწვა სიბრაზე ისევ გასაღები ავიღე და სახლიდან გამოვედი..ბევრი ვისეირნე პარკში და გაზაფხულის სურნელს ხარბად ვისუნთქავდი,თვალები მეწვის უძლობამ, ტირილმა თავისი კვალი დამიტოვა და დამძიმებულ ქუთუთოებს ვგრძნობ... ემილი მომესმა ნაცნობი ხმა და არც კი შევბრუნდი -ემილი რატომ არ პასუხობ ჩემს ზარებს? მკითხა კოკამ და სკამზე გვერდით ჩამოჯდა უკომენტაროდ გავატარე კითხვა თან ისე რომ ზედაც არ შემიხედავს -ემილი მომეცი საშუალება აგიხსნა ყველაფერი, მომისმინე გთხოვ,შენ ვერ წარმოიდგენ რა ცუდად ვარ კოკასთვის არც კი შემიხედავს სიგარეტს მოვუკიდე და კვამლს თვალი გავაყოლე -ემილი , წინადადება არ დავასრულებინე ავდექი და წამოვედი არ შემიძია მისი მოსმენა არა. დასვენებული შევედი სახლში რამდენიმე წუთში კარზე ზარი გაისმა და ზღურბლთან კოკა იდგა,კარი საჩქაროდ მივხურე და კარს უკან ავეკარი, ემილი გთხოვ ემილი კარს იქიდან მესმოდა კოკას ხმა, მაპატიე ემილი რა გავაკეთო მითხარი და გავაკეთებ ემილიიი ალბათ რაღაც მომენტში მინდოდა კარი გამეღო და ჩავხუტებოდი , მაგრამ არაა არ შემიძლია ეს ისე მაქვს კადრები სულ თვალწინ ტრიალებს პატიება არ შემიძლია.. ჩემი გოგოები საღამოს მოვიდნენ , მხიარული ვახშამი გვქონდა ყველა ერთად ბევრი სიცილი ბევრი ლაპარაკი ამბების გახსენება -აბა სად ხარ გამოჩნდი ღამის მოსიარულევ აკისკისდა ლიზიკო და წვენი მოსვა ისე არ შია ნეტა? მოვიდეს მოგვიყვეს რა უნდა რას დადის ღადაობდნენ გოგონები და ბოლოს იმდენი ვიცინეთ მეგონა ეს ყველაფერი მხოლოდ ხუმრობა იყო და ჩემს თავს არ ხდებოდა. შუაღამე შემოპარული იყო როდესაც ძილი მოგვერია და ჩემს საძინებელში ლიზისთან და ტასოსთან ერთად დავწექი და გადაღლილს ჩამეძნა, გოგონები აქეთიქით მეწვნენ გვერდით , არვიცი რამდენ ხანს მეძინა წყურვილმა გამაღვიძა და ნახევრად მძინარემ ლიზის ჩუმად წავჩურჩულე ტასოს არ გაღვიძებოდა ლიზზზ, ლიზიი წყალი მომაწოდე რა და ოდნავ წამოვიწიე , როგორ ბნელა გავიფიქრე და ნახევრად მძინარემ წყლიანი ჭიქა გამოვართვი სულმოუთქმელად დავლიე და და სწრაფადვე მივაწოდე ,აუ ლიზი იცი ისე მიხარია რომ აქ ხართ ვუთხარი და გავხედე...ლიზის სახე ჩემსკენ ქონდა გადმობრუნებული და მშვიდად ეძინა,როცა გავააანალიზე , რომ წყლის ჭიქა მას არ მოუწვდია არაადამიანურად შევკივლე... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.