შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ის... ნაწილი 3


5-03-2016, 00:01
ავტორი amordzali
ნანახია 2 268

არ მახსოვს როგორ შევედი საძინებელში, ყავის ჭიქა არ იდგა საწოლთან ,
გავიყინე ერთ ადგილას ისევ სამზარეულოში შევბრუნდი და რა ჯიუტად მიყურებდა
ფინჯანი სამზარეულოდან. მობილური ავიღე და ნომერი ავკრიფე
-კოკა ჩემთან გამოდი, კოკა გთხოვ რა რაც შეილება მალე
-ემილი კარგად ხარ მომესმა აღელვებული ხმა
-არვიცი კოკა გამოდი ჩემთან ჩავძახე და ავკანკალდი

არ მახსოვს რამდენი წუთი გავიდა სანამ კოკა მოვიდა კარები აჩქარებით გავაღე და ჩავეხუტე, კოკა მეშინია კოკა...
-ემილი რა ხდება კარგად ხარ, რა მოხდა?
აჩქარებით მოვუყევი ჩემი უცნაური ამბები და ავკანკალდი

ემილი დამშვიდდი და ისე მომიყევი, ეტყობოდა რომ ვერაფერი გაიგო კოკამ ჩემი მონაყოლიდან ,არც მიკვირს მეც ვერაფერს ვიგებდი და სამჯერ მოვყევი ერთიდაიგივე, კოკა რა ხდება ჩემს თავს ?
ემილი მგონი გადაიღალე, იქნებ სიზმარში ნახე და რაც შეეხება ყავის ფინჯანი ალბათ შენ დადე და ასე გახსოვს დამშვიდდი..
-არა კოკა არაა, მასე ვფიქრობდი მეც მაგრამ არაა არა შენ არ გესმის,
-კარგი ემილი კარგი ყველაფერი მესმის დამშვიდდი, მოდი ჩემთან
-კოკა მეშინია, ვუთხარი და მივეკარი

სამსახურში დავრეკე და გავაფრთხილე რომ ცუდად ვიყავი, თავი მოვიწესრიგე და გარეთ გავედი კოკასთან ერთად.მთელი დღე გაბრუებული დავდიოდი სახლში მისვლა არ მიდა ისე ვარ დაღამების მეშინია,კოკამ მიმაცილა სახლამდე და შემომყვა,
-ემილი ჩემთან დარჩი თუ ცუდად გრძნობ თავს, მშვიდად დაიძინებ,ამ ამბავზე კი შევთანხმდეთ ,რომ ის ფინჯანი არაფერს ნიშნავს შენ დადებდი იქ და აღარ იფიქრო ამაზე მითხრა და შუბლე მაკოცა
-კარგი კოკა გავუღიმე, არ წახვიდე ჯერ აბაზნაშ შევალ და მალე გამოვალ ვუთხარი და თმა გავიშალე
-კარგი პიცას შევუკვეთავ და ვჭამოთ მითხრა და თვალი ჩამიკრა
ცხელი წყალი მომიხდა გამომაფხიზლა , ხასიათზეც მოვედი,მშვიდად ვარ სველი თმაზე საშრობი ოდნავ მოვიტარე და გადავიცვი ტანსაცმელი,
მმმ რა სუნი გაქ შემომეჭმები მითრა კოკამ და ყელში მაკოცა
-სადააა ჩვენი პიცა ვუთხარი და წვენი დავასხი
-წესით წუთი-წუთზე მოვა ,მითხრა და ჩემი ჭიქიდან მოსვა,ფანჯარა გამოვაღე და მოვუკიდე, კოკა მომიახლოვდა და წელზე შემომხვია
ხელები, სიგარეტის ღერი გამომართვა და ჩემთან ერთად არტყავდა ნაფაზს.
-როგორ მიყვარხარ, მითხრა და საფერფლეში ნამწვავი ჩააქრო,შიშველ წელზე ვიგრძენი მისი ხელის შეხება , ტუჩები ქვედა ტუჩს შეეხო და აჩქარებულად მკოცნიდა
-აი პიცაც მოვიდა ,ვუთხარი და კარზე ზარის ხმაზე თავი დავიძვრინე, კოკა კარისკენ გაემართა და ყუთით ხელში დაბრუნდა,
-ემილი მერიდები? მკითხა მოულოდნელად
-არა , რატომ მეკითხები ვუთხარი და გავუღიმე
-არვიცი ასე მგონია, ზოგჯერ ისე მინდა შენთან ,არც ის მინდა დისკომფორტი იგრძნო
-ყველაფერი რიგზეა კოკა, ვუთხარი და პიციანი თეფში გავუწოდე

უკვე საკმაოდ გვიანი იყო როდესაც კოკა გავაცილე და კარი ჩავკეტე,
რამდენიმე წუთიც არ იყო გასული რომ კოკამ დმირეკა
-ჩემი მანქანის გასაღები ემილი მითხრა სიცილით
-რაზე ფიქრობდი გავიცინე ჩამოგიტანო?
-შენზე ვფიქრობდი, გელოდები კარგი მითხრა და გათიშა, ჟაკეტი მოვიცვი და გავედი კოკა პადიეზდთან იდგა და იცინოდა, არა რატომ ჩამოგიყვანე იცი ?შენთვის რაღაც მაქვს და მანქანაშია არადა კართან ვაპირებდი დატოვებას და რადგან აქ ხარ მითხრა და საბარგული ახადა
-შაყვარელიიიიი გავიცინი და ჩავეხუტე, მანქანიდან ფუმფულა დათუნია მიყურებდა , აჰა უჩემობას გადაგატანინებს მითხრა და მაკოცა
-ვაიმე კოკა ეს მგონი ლიფტშიც არ შეეტევა ან ჯერ ეს უნდა ავაგზავნო მერე მე ვკისკისებდი, გაიქეცი ეხლა არ გაცივდე მითხრა და გამიღიმა

გახალისებული შვებრუნდი სახლში, ხვალ დასვენება მაღვიძარა არ მინდა
გავიფიქრე და სახეზე სიამოვნების ღიმილმა გადამიარა, კოკა
გამახსენდა რა საყვარელია მგონი მიყვარს მეც ფიქრებში წავედი და საძინებელში შევედი, ტანზე გავიხადე და როგორც ყოველთვის ბოლო ღერს გავუკიდე, ჩემი მავნე ჩვევა ძილის წინ მოწევა,კიდვე მაქვს ბევრი ჩვევა, როგორც შიშველი ძილი ტანს ზევით, ზოგჯერ მავიწყდება და წინა დილის ამბავი გამახსენდა გამეცინა, თმა
გადმოვიყარე სხეულზე და ისე გამოვაღე ფანჯარა...
ისე ჩამეძინა არ მახსოვს,შუაღამისას გამომეღვიძა და გადავბრუნდი რატომღაც საათს დავხედე 03:32 აჩვენებს თვალები ოდნავ გავახილე და ზურგზე დავწექი,საკმაოდ ბნელა ოთახში, უცნაურად შევიშმუშნე და მკერდზე ზეწარი გადავიფარე, ოთახი მოვათვალიერე ნეტავ რას ეძებ გავიფიქრე და ჩემს თავს კითხვა დავუსვი თან მეღიმება, ღიმილი სახეზე მიმეყინა, სიბნელეს თვალი მიეჩვია და გარკვევით ვხედავ, არა არ მეჩვენება ვხედავ რა დაჟინებით მიყურებენ თვალები , თვალები დავხუჭე გავახილე, ისევ იგივე კადრია ხელზე ვიჩქმიტე, მძინავს არა არ მძინავს კიდევ დავხუჭე და გავახილე იგივე მზერა
ჩემს პირდაპირ ოთახის შუაგულიდან მიყურებს სხეულში გამაცია და
დავიკივლე....



№1  offline წევრი ტომა

ველოდეები შემდეგსსს

 


№2  offline წევრი difference

საინტერესოაა..მალე დადე

 


№3  offline წევრი amordzali

დღეში მხოლოდ ერთი სიახლის დადება შემილია ამიტომ დღეს ღამე 12 ის მერე დავდებ ისევ :) გპირდებით გავზრდი თავებს .

 


№4  offline წევრი cancara

Ou ou gagtdzele neta raxdeba

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent