შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეგობრობის მოთხოვნა (11 თავი)


12-03-2016, 09:06
ავტორი I.am.dreamer
ნანახია 2 129

-მოყევი ყველაფერი. დეტალებში.
შევედი თუ არა სკოლის ეზოში დიტო ჩამაჯინდა.
-ამომასუნთქე. კლასში შევიდეთ რა ცივა აქ.
-ვიღაცას რაღაცა აქვს მოსაყოლი. წამოდი ქალბატონო. -მკლავში მწვდა ნინოწარბებმაღალი და დერეფანში გამათრია სადაც სამიტის ყველა წევრი იმყოფებიდა სესილიას გამოკლებით.
ყველაფერი დაწვრილებით მოვყევი ყველა პირდაღებულები მიყურებდა
-ღადაობ?-ელენემ ტუჩები მოკუმა.
-ვეით ვეით და გაბრიელი რომ არა ის უცხოელი... ნუ ხომ მიხვდი. - დიტომ გაიღიმა და მკლავზე დამეყრდნო.
-ფუუ ნუ ხარ იდიოტი და შენი დირთი მაინდი შენთვის შეინახე. - ხელი ავაღებინე.
-კაი გოგო 16 წლის ხარ რა ჯერ არ გაგიგია მაგაზე? ადამიანის ფიზიოლიგიური მოთხოვნილებაა რომელიც მამრობით სქესში უფრო უმართავია.
-დიტო მოკეტე შენი სექსუალური ფანტაზიები შენთვის შეინახე - დავიჭყანე და ყური ავუწიე.
-გაბრიელი და სესილი მარტო ერთ ოთახში... ჩახუტებულები... ფუ შენი რა რომანტიკულიააა- გაინაბა ნინი და ოცნებებში წავიდა.
-რომ არა ეთო და მისი გამჭრიახი გონება არც არაფერი მოხდებოდა. - ნინომ ლოყაზე მაკოცა და მომიღიტინა.
-ძლივს ვიღაცამ აღნიშნა. და სესი სადაა?
-ეგ შენ უნდა იცოდე ეთუნიი- ეს თქვა ელენემ და კლასში შევიდა.
სესილია სკოლაში არ მოსულა ჩვენ კი შაბათ-კვირას მომხდარ თავგადასვლებს განვიხილავდით.
სპორტის გაკვეთილი ბოლო იყო და მარტო მომიწია წამოსვლა რადგა ყველა ჩემი მეგობარი მანამდე წავიდა გაკვეთილებიდან.
ბაღისკენ წავედი ვიფიქრე გზას მოვჭრი სახლამდეთქო. უცებ მკლავში ძლიერი ტკივილი ვიგრძენი. ეს კახა იყო მან უხეშად შემაბრუნა მისკენ.
-რა მოხდა შაბათს კონცერტზე?! - მკაცრი ტონით მკითხა.
-ჯერ ერთი ხელი გამიშვი და მეორეც ეგ შენი საქმე არაა.

-ნუ მეუზრდელები და კითხვაზე მიპასუხე თორემ... - სიტყვის დამთავრება არ ვაცადე.
-თორე რა? მომკლავ? ძაან დიდი წარმოდგენა გაქ შენს თავზე.
ეს მივაძახე და წამოვედი.
"მძულს ეგ ნაგავი. თავი ვინ გონია? ყველა მის ბრძანებას არ ასრულებს. მაგალითად მე. ღმერთო რეებს ვბოდიალობ"
გზავი გულში ვლანძრავდი კახას.
მეორე დღესაც აკტუალური იყი ჩემი და სესის ისტორიები.
-და მშობლები? -აშკარად ლოგიკური კითხვა წამოვუდა ნინისგან.
-ყველაფერი მოვატყუეთ გარდა იმისა რომ "სოდომის" კონცერტზე ვიყავით.
-ეჰჰჰ გაზარდე ამის მერე შვილი. -ძაან გაატრაგუკულა ნინიმ თუმცა სწორი შენიშვნა იყო.
-იცით დავფიქრდი და როცა გავთხოვდები და თუ რათქმაუნდა გავთხოვდი და როცა შვილები მეყოლება არასდროს გავუშვებ რაღაც "სოდომის" მსგავს კონცერტზე რომ ვიღაც დებილი არ აეკიდოს და არასდოს ვენდობი მსგავს სიტუაცუაში მათ მონათხრობს. საკუთარი მაგალითის გამო.
-აუ რა ჩამოაყალიბა საღოლ შენ- თავზე დამადო ხელი კახამ.
-მადლობა. - უღიმღამოდ ვუპასუხე და ხელი ავაღებინე.
"ერთი კვირაც და სკოლა დამთავრდება... ცოტაც მოითმინე."
მასწავლებლის თხოვნით ვინც კლასშივიყავით სკოლაში დავრჩით გასაფორმებლად.
-ის ფიფქი მომეცი... ეგ არა გოგო მეორე.
-ოო ეთო. ესს?
-აჰამ ჩემი ჭკვიანი ელო.
-ნუ მეაფირისტები მაქედან არ გადმოვარდე.
-ჰაჰ გამაცინე რა გადმომაგდებს.
-ეგ ვიღაც უცხოელ მუტრუკს არ შეუშინდა სიმაღლე დააბრთხობს?- კარებში შემოსული დიტო საუბარში ჩაერია.
-ნუ შემჭამეთ. უცით რა... თქვენ რომ ყოფილიყავით ჩემს ადგილას რას იზამდით? გული კინაღამ გამისკდა თქვენ კიდე ღადაობთ... მძულხართ...
-კაი გვაპატიე- ამოილუღლუღეს და ისევ კარი გაიღო.
-ეთერი რომელია?
ყველას მე დავასწარი.

-აქ ეთერი არავინაა დაახვიე ბიჭი.
-კარგი... - მეტი არაფერი უთქვამს და კარი გაიხურა.
-რატომ არ უთხარი რომ შენ იყავი?- ნინის გაურკვევლობა აღებეჭდა სახეზე და მერხზე შემოჯდა.
-რა ვინმეს საქმეა მე ვინ ვარ და სხვათაშორის არც ეთერი მქვია. ეთო რომ ეთქვა კიდე ხო.
-აუ ვინმემ ეს ტილო გარეცხეთ რაა. - ელენემ ნარინჯისფერი საშინლად ბინძური ტილო ააფრიალა.
-მე გავრეცხავ მაინც გავდივარ. - ინიციატივა გამოვიჩინე და ფრთხილად ჩამოვბობღდი ერთმანეთზე აკონწიალებული სკამებიდა.
ვინაიდან სწავლა დამთავრებული იყო სკოლიდან ყველა გაკრეფილიყო. არც დირექტორი არც მანსწავლებლები და მანდატურები.
დერეფანში მივაბიჯებდი და თავი ყველაფრის პატრონი მეგონა. თითქოს მილიარდელი, საკუთარ რეზიდენციაში, ძვირადღირებულ სამოსში გამოწყობილი დავდიოდი და მოსამსახურეების შესრულებულ ბრძანებებს ვამოწმებდი.
-"რა დებილი ხარ შენ და მილიარდელობა ისე ასცდით ერთმანეთს, როგორც ჩემი ტომ ჰარდი წლევანდელ ოსკარს"
ყრუ ძახილი მომემა უკნიდან. ფიქრებისგან თავი გავითავისუფლე და უკან შევბრუნდი.
-"თავს როდის დამანებებს შემაწუხა უკვე" - გავიფიქრე და ადგილზე გავშეშდი როცა ხმამაღლა დამიყვირა დამიცადეო.
-ანუ ეთერი არ გქვია ხო? გამაცინე - ირონიულად გაიღიმა კახამ და თვალი გამისწორა.
-მაგას რა ჯობია თუ გაგაცინე თუმცა ბრთხილად იყავი არ გაგაცივო... წელში... ნუ როგორცაა ეს გამოთქმა- ენა დამებლუკა და თავი ყველაზე დიდ იდიოტი მეგონა იმ მომენტში.
-მოკლედ ეხლა უცებ მოყვები კონცერტის ამბებს და თავისუფალი ხარ. - თავზე ხელი ბავშვივით გაამისვა და წრე დამარტყა.
-რა წრეებს მირტყამ მოვკვდი და "ზალაში" ვართ თუ რაჯანდაბაა? - ხელით შევაჩერე კარუსელივით მბრუმავი კახა.

- ხომ გითხარი მოსაყოლი არაფერია. და საერთოდ რაში გაინტერესებს იქნებ ამიხსნა.
-არ ვიცი მაგ კონცერტზე როგორ აღმოჩნდით ან გაბრიელს როგორ გადაეყარეთ. ბარმენი რომელსაც შენ ელაპარაკებოდი ჩემი ძმაკაცია და მომიყვა ყველაფერი. მეგობარი რომელსაც გაბრიელი გადაეყარა სესილის ძებნის დროს ასევე ჩემი ძმაკაცია და გაბრიელის მშობლებმაც მითხრეს რომ მათთან დარჩი. გაბო კი არცერთ ძმაკაცთან არ იყო იმ ღამეს. ანუ სესილისთან გაატარა. როგორ და რანაირად აი ეს არის ჩემი ინტერესის ობიექტი.
-ვააა შერლოკ ჰოლმსი 21-ე საუკუნეში ასწორებს ძმაო. - ტაში დავუკარი და ქედი მოვიხარე მის წინაშე.
-***აკებ ძაან თან
-წესიერად კახა... და რატომ ხარ ამ ამბიბთ დაინტერესებულითქო ეს გკითხე და არა როგორ გამოქექე ამბები ჭორიკანა ქალივით.
-მეორე დღეს გაბრიელი ანას დაშორდა. ანა კი ჩემი დაა და თუ მაგ *რაკმა ანა სესილიში გაცვალა მართლაც ოქროს *ირი ეკუთვნის.
-ღმერთო ოქროს გლობუს გულისხმობ ხოო? - იმდენად გამეცინა თავი ვეღარ შევიკავე და ავხარხარდი. - მოდი ძმაო შენ შენს საქმეს მიხედე ანა და გაბრიელი კი თავისას და გამიღუნე ტვინი იმით რაც არ ვიცი. კარგადდ- ხელი დავუქნიე ტილი გავრეცხე და კლასში დავბრუნდი.
-სადხარ ამდენ ხანს?
-რავი წავუძინე დერეფანში შენ სად ხარ არ უნდა ამომაკითხო და გამაღვიძო ნინი?
-მორჩი ღლაბუცს.
-აუ რა უნდააა მოგიყვეეთ.
ალბათ ნახევარ საათიანი ლაპარაკის მერე ამოვისუნთქე.
-ოქროს იგიოო? აუ ცუდად ვარრრ... - ელენემ კატასტროფულად ხმამაღლა გაიცინა.
-კახა რაღაცას ეჭვობს და თუ გაბრიელს უთხრა სესილის დაერხა. - ნინიმ შუბლი შეკრა ჩანთა აიღო.
-იმედია არაფერი გაჟონავს. წამო დაღამდა საქმესსაც მოვჩით.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent