შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უფროსის ვაჟი! [1]


12-03-2016, 18:57
ავტორი Likk Red
ნანახია 7 225

უფროსის ვაჟი!
I თავი.
მაგიდასთან მისულმა პირველი რაც შეამოწმა უფროსის კაბინეტი იყო, მთლიანად შეათვალიერა გამჭირვალე შუშიდან უფროსის კაბინეტი და ოხვრით დაებერტყა სავარძელში. თვალებმიხუჭული იხსენებდა მისი სახის ნაკვთებს, მის მიხვრა მოხვრას, სიარულის მანერას. გონებაში მხოლოდ მისი სახელი უტრიალებდა. სამსახურში დილით ადრე მოდის, რომ უფრო დიდხანს უყუროს მას, მაგრამ დღეს რატომღაც არ გაუმართლა, წასული დახვდა, ან არც ყოფილა მოსული.
კაბინეტში მალევე გამოიძახა ბატონმა ლევანიმ, ფეხზე წამოდგა და უფროსის კაბინეტისკენ გაემართა, კაბა შეისწორა და მხოლოდ დაკაკუნების შემდეგ შევიდა.
–გისმენთ ბატონო ლევან– გაუღიმა მის საყავრელ ხანში შესულ მამობილს. მას შემდეგ რაც აქ მუშაობა დაიწყო, ლევანმა ის შვილივით მიიღო, ყოველთვის პატიონდა, რამეს თუ აშავებდა, მაგრამ ეს იშვიათად თუ ხდებოდა და მხოლოდ ყავის ჭიქის გატეხვით ან ფურცლების დაკუჭვით შემოიფარგლებოდა, მაგრამ მილასთვის ესეც დანაშაული იყო.
– ყველა გააფრთხილე, რომ ნახევარ საათში დარბაზში გამოცხადდეს.
–კარგით ბატონო ლევან– თავი დახარა და ფურელზე რაღაც მიაწოდა, კარების გასაღებად ხელი წაიღო, მაგრამ კარების მაგივრად ვიღაცის ძლიერ პრესზე მიაჭირა თითები. სწრაფად აიხედა მაღლა, ხელში კი ის ერთადერთი შერჩა.
გული აუფრთხიალდა, ხელები კი აუკანკალდა, მისმა ღიმილმა კი საერთოდ გადარია ჭკუიდან, მონოტორულად გაიღიმა და ლოყა მიუშვირა მისკენ გადმოხრილ ბიჭს. იგრძნო როგორ დაუარა ჟრუანტელმა მთელ სხეულში.
–გამარჯობა მილა– ბოხი ბარიტონი ჩაესმა, რის გამოც გონება საერთოდ გაეთიშა, უყურებდა მას და მისი ღიმილით ტკბებოდა– როგორ ხარ?– ფიქრები და წამებში აშენებული ოცნების კოშკები მისმა ხმამ დაუნგრია.
–კარგად მიშო, შენ როგორ ხარ?– ხმის კანკალით წარმოთქვა და თმა ყურსუკან გადაიწია, მის წინ ყოველთვის პატარა გოგოს ემსგავსებოდა.
–ძალიან ძალიან კარგად– გახარებულმა წამოიყვირა.
–კარგია– გაუღიმა, მაგრამ ისე არა როგორც საჭირო იყო, მისი ღიმილითაც შეამჩნევდი როგორ ტკიოდა, რადგან იცოდა ამ 'ძალიან, ძალიან კარგად'ს მიზეზი. იცოდა რომ ასე კარგად სხვის გამო იყო, სხვისი ღიმილი ხდიდა კარგად, სხვისი მოფერება, სხვისი კოცნა და არა მისი. ტკიოდა, მაგრამ მის ტკივილს გულში შიგნით ღრმად ახშობდა, მის სიყვარულთან ერთად.– ახლა კი ჩემი წასვლის დროა– გვერდი აუარა და მისი მაგიდისკენ წავიდა. სკამზე ჩამომჯდარმა სახე ხელებში ჩარგო.
ეცადა, ძალიან ეცადა რომ არ ეტირა, მაგრამ მისი მეამიტი ხასიათის გამო მაინც აეტირა, ტკივა რომ სხვა უყვარს, მაგრამ მაინც ბედნიერია, როცა მის ღიმილს ხედავს.
მალევე შეიშრო ცრემლები და თავი გაამხნევა, ყველა თანამშრომელს შეატყობინა რომ 20წუთში დარბაზში ყოფილიყვნენ, შემდეგ კი მის კუთვნილ კომპიუტერს დაუბრუნდა და ძველი სტატიების კითხვა დაიწყო. რამოდენიმე სტატიის კითხვის შემდეგ, თანამშრომლების ზუზუნმა გამოაფხიზლა.
საბუთებით და ცარიელი ფურცლებით ხელში დარბაზში შევიდა და ბატონი ლევანის გვერდით დაიკავა ადგილი. როგორც ყოველთვის ყოველკვირეული შეკრება გაიმართა, განიხილავდნენ სიახლეებს და წყვეტდნენ ახალი თემების შინაარს და აზრს.
მილას როგორც ყოველთვის სტატიას პოლიტიკაზე წერდა, რადგან პოლიტოლოგია ქონდა დასრულებული, არ აპირებს პოლიტიკაში ყოფნას, მაგრამ როცა ამ ფაკულტეტზე მოხვდა სხვა გზა აღარ დარჩა, უნდა ესწავლა, ფილოლოგობა უნდოდა, ეს ორი კი ერთმანეთს დაუკავშირა და მართლაც რომ მისი პროფესიით დაიწყო მუშაობა.
ერთერთ ყველაზე ცნობილ და გაყიდვად გაზეთში მუშაობს, პირველი კურსიდან. ამ სამი წლის მანძილზე მოახერხა რომ გაზეთის ორი გვერდი დაეთმოთ მისი სტატიებისთვის, რომ ვთქვათ რომ ბევრს შრომობს მოგატყუებთ, მაგრამ მის მოვალეობას ყოველთვის პირნათლად ასრულებს. უკვე იმდენად აქვს გამჯდარი გონებაში, რომ ყოლევთვის წინასწარი იცის რა დაწეროს. ყოველთვის ისე წერს მის სტატიას, რომ არავინ გამოთქვას პრეტენზია.
–მილა შენ უკვე კარგად იცი რაც უნდა გააკეთო, ამიტომ ამაზე განხილვას არ დავიწყებ.– ღიმილით გადახედა მამაკაცმა მილას– ახლა კი ყველა საქმეს შეუდექით– თანამშრომლებს გადახედა, რომლებიც მალევე წამოიშალნენ და დატოვეს დარბაზი. მილა როგორც ყოველთვის ბოლოს აპირებდა გასვლას, ამიტომ დაელოდა, როდის დაიცლებოდა დარბაზი.
–მილა– ბატონი ლევანის ხმა აჩერებს.
–გისმენთ.
–რაღაც მინდა გთხოვო– ყოყმანის შემდეგ მაინც წარმოთქვა ეს სიტყვები- შეგიძლია საჩუქარი აარჩიო ჩემი რძლისთვის?
თითქოს ერთ წამში მოკვდა, როდესაც გაიგონა სიტყვა 'რძალი'. არადა როგორ ეგონა, რომ ბატონ ლევანსაც არ მოსწონდა მიშოს შეყვარებული.
უარს ვერ ეტყოდა, ამიტომ დათანხმება მოუწია, ბოროტულმა აზრმა გაუელვა თავში, იფიქრა რაიმე საშინელებას ვუყიდიო, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა, არ იყო ბოროტი და არ შეეძლო ასეთი რაღაცის გაკეთება, მითუმეტეს ამას ბატონ ლევანს ვერ გაუკეთებდა.
–შეგიძლია წახვიდე, მთელი დღე თავისუფალი ხარ.
–კი მაგრამ ბატონო ლევან ბევრი საქმეა, მოვაგვარებ და მერე წავალ.
–მილა დაისვენე. საქმე მოიცდის– მხარზე ხელი მოუთათუნა– სასაჩუქრე მაღაზიაში წადი, რამეა აარჩიე უცებ, აი ისეთი გოგოებს რომ მოსწონთ, დამირეკე და თანხას ბარათზე გადმოგირიცხავ. ან აი ჩემი საკრედიტო ბარათი– საფულე ამოიღო ჯიბიდან და საკრედიტო ბარათი გაუწოდა– შენს გემოვნებას ვენდობი.
–კარგით ბატონო ლევან– თავის დაკვრით დაემშვიდობა და მისი მაგიდისკენ წავიდა. თავდახრილი ფიქრობდა რა უნდა არჩია 'რძლისთვის' რომელსაც საშინლად ვერ იტანდა. არა იმიტომ რომ მიშო უყვარდა და ვერ ეგუებოდა მასთან რომ იყო, არმედ იმიტომ რომ 'რძალში' ვერ ამჩნევდა იმ სიყვარულის ნაპერწკალს მიშოსადმი, კარგად იცოდა და ხვდებოდა რომ მიშო კი არა, მიშორს ფული მოსწონდა და უყვარდა, დაშორებას კი მხოლოდ ამისგამო ვერ შეეგუებოდა.
მის მაგიდასთან მისულმა ჩუმად წამოიკვნესა, როდესაც ვიღაცას შეეჯახა, სურნელი იგრძნო და მიხვდა რომ მიშო იყო, სიცილით აიხედა და მისი სახე კიდევ ერთხელ ახლოდან დაათვალიერა.
–ისევ შენ მილა–სიცილი დაიწყო მიშომ და მილას მეგობრულად ხელი გადახვია.
–ხო... ისევ მე და ისევ შენ და არა ჩვენ– ბოლო სიტყვები ჩუმად დაამატა, თავისთვის.
–ხომ რის გამო ვარ აქ– უცებ ჩაფიქრდა ბიჭი– შენი დახმარება მინდა
გული აუჩქარდა იმის გააზრებაზე რომ მიშოს მისი დახმარება უნდოდა და არა მისი აწ უკვე საცოლესი. გაუხარდა რომ მასთან მივიდა. გულაჩქარებულმა ძლივს დაუქნია თავი.
–შეგიძლია საშოპინგოდ გამომყვე? ქალის რჩევა მჭირდება, ჩემ ქრისტის არ ეცალა თორემ არ შეგაწუხებდი.
თითქოს ყველაფერი თავზე ჩამოენგრა, ხელები უღონოდ დაუშვა დაბლა და ცრემლების შეკავებას ეცადა. დიდი ძალისხმევის შემდეგ მხოლოდ 'კარგი' ამოიჩურჩულა, მის გასაგონად. მაგიდასთან მისულმა მისი ჯინსის ქურთუკი აიღო, ჩანთაზე გადაკიდა და მიშოსთან მივიდა.
–არ წავიდეთ?
–ლევანს არაფერს ეტყვი?– დაბნეულმა გადახედა.
–ბატონმა ლევანმა გამათავისუფლა მთელი დღით, ამიტომ თავისუფლად შემიძლია გამოყოლა– მკრთალად გაუღიმა და გასასვლელისკენ წავიდა, მიშოც უკან მიჰყვა.
მანქანაში ჩასხდნენ, მძღოლმა ისინი დიდი სავაჭრო ცენტრისკენ წაიყვანა. მგზავრობის დროს ხმას არცერთი იღებდა, ერთმანეთს არ ესაუბრებოდნენ, თორე მიშო კი იყო ტელეფონზე ჩამოკიდებული და ესაუბრებოდა ქრისტის.
მილას ბევრჯერ მოადგა თვალზე ცრემლი, მაგრამ ყველა მათგანი უკუაგდო, ეცადა არ მოესმინა მათთვის, როცა მოხვდა რომ ძნელი იყო არ მოსმენა, იმ თბილი სიტყვების რომელსაც მიშო ქრისტინეს ეუბნებოდა, უბრალოდ აიღო ტელეფონი და ყურსასმენები, ყველაზე ხმაურიანი მუსიკა ჩართო და ბოლომდე აუწია ხმას. 'Secrets - One Republic' ამ სიმღერაზე გადასვლისას, რატომღაც მზერა მიშორკენ გაექცა, მორიდებლად უყურებდა, ეს მზერა კი მიშორს სულაც არ აწუხებდა, ან აწუუხებდა და არ იმჩნევდა, ან კი უბრალოდ სიამოვნებდა.
სავაჭრო ცენტრთან მისულები მანქანიდან გადმოვიდნენ, მილამ ყურსასმენებს და ტელეფონს ჩანთაში ჩაუძახა და მიშოს მიუბრუნდა.
–აბა რა უნდა ავარჩიოთ?– ინტერესით კითხა.
–რაიმე ელეგანთური, კლასიკური.
–ანუ შარვალ–კოსტუმი, მაგრამ უფრო მოხერხებული და თავსიუფალ სტილში– უცებ მიხვდა მის ნათქვამს, ღიმილით გადახედა და მისმა ღიმილმა თითქოს გული გაუთბო.
–ხანდახან მიკვირს ხოლმე და მგონია რომ ძალიან კარგად მიცნობ– თითქოს დიდი საიდუმლოში გამოუტყდა ისე თქვა მიშომ, რაზეც მილას ჩაეცინა, რასაკვირველია იცნობდა, მის ყველა სიტყვას უკვირდებოდა, მის ყველა მოქმედებას. შეძლებისდაგვარად იცოდა ყველაფერი მასზე და ქრისტიზე.
–შეიძლება გიცნობ კიდევაც– იდუმალებით მოცული ხმით უთხრა და ერთერთ მაღაზიაში შევიდა. მათთან მისულ კონსულტანტს გაუღიმა– მიშო უთხარი მას რა ფერის პერანგი გინდა და რა ზომა, მე შარვალს და კოსტუმს ვნახავ– უცებ მიაყარა და გახარებული წავიდა სექციებს შორის. მალევე იპოვა ის რასაც ეძებდა, ნაცრისფერი კოსტუმი ქონდა ხელზე გადაკიდებული, რომელიც წელში გამოყვანილი იყო, შარვალი შავი ნაჭრის იყო, თხელი და მოხერხებული, არც ძალიან მოტკეცილი და არც ძალიან თავისუფალი. მიშოსთან მივიდა, რომელიც ისევ პერგანგების წინ იდგა და არჩევდა რომელი ჯობდა.
–კარგი რა, როგორ შეგიძლია ასე მალე აარჩიო– ბუზღუნით გადახედა მიშომ, ახლად მისულ მილას.
მის ასეთ ტონზე და გამოხედვაზე სუნთქვას კი შეეკრა. გული აუჩქარდა, მაგრამ მოახერხა და არ შეიმჩნია.
–კარგი მითხარი რომელი ფერი გინდა?– სხვადასხვა ფერის პერანგხებს ხელი გააყოლა და ერთერთზე შეაჩერა- ეს მოგიხდება– პერანგის ჩამოსახსნელად ფეხისწვერებზე აიწია, მაგრამ ამინც ვერ მიწვდა. სიცილის ხმის გაგონებისას წარბები შეკრა და ბიჭს გახედა.
–ძალიან საყვარელი ხარ– სიცილით უთხრა მიშომ, მილა ცოტაც და წაიქცეოდა, ის ბრაზი სულ გადაავიწყდა, სადღაც მიიკარგა, ისე გაუთბა და გაუნათდა გული. უნდოდა მოხვეოდა კოცნით დაეხრჩო, მაგრამ მის სიცილზე იცინოდა.
როცა მიშო სიცილს მორჩა ჩამოხსნა მილას მოწონებული პერანგი. მილამაც მისცა მისი არჩეული ტანსაცმელი და გასახდელისკენ მიუთითა. ისევ დაიწყო სექციებს შორის სიარული, კიდევ ერთი რამოდენიმე შარვალი და კოსტუმი მოიმარჯვა, პერანგებიდანაც აარჩია რამოდენიმე და დაელოდა როდის გამოვიდოდა მიშო.
–მგონი კარგია ხო?– ტანსაცმელში გამოწყობილი გამოვიდა გარეთ, მის დანახვაზე მილამ წამიერი შოკი მიიღო, პირველად ხედავს ასე გამოწყობილი, რადგან მიშო სპორტულ ფორმაში უფრო ხშირად დადის ხოლმე, კლასიკური კი რაღაც ახალია მისთვის.
–კი, ძალიან კარგია– ძლივს შეაკოწიწა სიტყვები და ჩახველების შემდეგ წარმოთქვვა– ამეებსაც გაისინჯავ თუ დავაბრუნო ესენი?
–შენი არჩეული ტანსაცმელი ისე მომწონს რომ გენდობი, ისე ჩემი ზომა როგორ მიხვდი? ყველაზერი ზუსტად მომერგო– დაბნეული მიაჩერდა მიშო, შემდეგ კი მზერა ისევ სარკეზე გადაიტანა და მისი თავი შეათვალიერა, კმაყოფილია.
–რავიცი, თვალისზომით მივხვდი– უცებ მიაყარა სიტყვები და უკან შებრუნა, რომ ტანსაცმელი კონსულტანტისთვის მიეტანა, სასაცილოა იმას ხომ არ ეტყოდა, იცი მე შენს ოთახში შევიპარე, შენს ტანსაცმელს ვსუნავდი და ვათვალიერებდიო. ამის გაფიქრებაზეც კი აუწითლდა ლოყები.
–ნამდვილად შეგიძლია შოპინგი, მაგრამ შენ რატომ არ იცმევ შენი გემოვნებისამებრ?– მაღაზიიდან გამოსულმა მიშომ მეტად საინტერესო კითხვა დაუსვა.
–კომფორტულია, რას ერჩი ამ ტანსაცმელს?– თეთრი უბრალო ზედაზე და შავ უბრალო შარვალზე დაიხედა. ყველაზე კომფორტულად ასე გრძნობს თავს.
–არასდროს გივლია მაღალ ქუსლებიანი ფეხსაცმლით, არასდროს მინახიხარ მაკიაჟით, არც სათვალის გარეშე და გაშლილი თმებით. მგონია რომ რაღაცას მალავ, ან ვიღაცას ემალები ასე– მხრები აიჩეჩა ბიჭმა.
მილამ მის სიტყვებზე თვალები აატრიალა, არც არავის ემალება, უბრალდო არ მოსწონს ეს თოჯინებივით გადაპრანჭული გოგოები, მაღლებზე რომ შედგებიან და ყველაფერი ,რომ უჩანთ. აფასებს ბუნებრივ სილამაზეს.
–კარგი რა.– ბუზღუნით ამბობს და მის საქციელზე თვითონვე ეცინება.– ახლა საით?– უცებ ცვლის თემას.
–სადმე კაფეში დავჯდეთ, გეპატიჟები– უცებ მიაყარა და მსიკენ 90გრადუსით შეტრიალდა, მილამ ჩაფიქრებული სახე მიიღო, შემდეგ კი სიცილით დასთანხმდა.
კაფესთან მიახლოებულს თითქოს ყველა გეგმა თავზე ჩამოექცა, როცა სავაჭრო ცენტრში შემოსული ქრისტი დაინახა, იფიქრა მანამ შევალთ კაფეში სანამ მიშო დაინახავსო, მაგრამ გოგომ იმხელაზე იკივლა მიშოს სახელი, რომ ეს გარდაუალი იყო.
მათკენ გაექანა და ბიჭის მკლავებში გაეხვია. უცებ წაეტანა ტუჩებზე, სულაც არ უფიქრია, რომ შეიძლებოდა ვინმე უყურებდეს, სულაც არ ადარდებდა ეს. მილა კი ამღვრეული თვალებით შეყრურებდა ერთმანეთში ახლართული წყვილს.
იფიქრა ჩუმად გავალ ხელს არ შევუშლიო, მაგრამ მიშომ შეამჩნია და გოგოს ტუჩებს მოწყდა. ტუჩებზე ხელი მოსივა, ტუჩსაცხის მოსაშორებლად, გოგო მის გვერდით დაიყენა და წელზე ხელი მოხვია. მილამ მის ხელს დახედა და ნაღვლიანად გაუღიმა.
–სად მიდიხარ მილა?– ბოხი ხმით კითხება.
–ამ... რავიცი– დაბნეულმა ჩაილაპარაკა როცა ვერაფერი მოიფიქრა.
–წამოდი, წამოდი, მე გეპატიჟები, ჩემი ქრისტიც შემოგვიერთდება, ერთად დავლიოთ ყავა და ვჭამოთ ნამცხვარი– უცებ ჩამოარაკრაკა, მეორე ხელით მილას გაუყარა ხელკავი და კაფეში შეიყვანა.
–აქ მასთან ერთად რას აკეთებ??– ჩუმად ეკითხება ქრისტი, ვითომ მიშოს გასაგონად, მაგრამ მილაც იგებს. მის სიტყვებზე თვალებს ატრიალებს.
–საშოპინგოდ ვართ მე და მილაჩკა– სიცილკით წარმოთქვა ბიჭმა სიტყვები და მილას ღიმილით გადახედა.
–ნუ მეძახი მასე– უცებ გაუბრაზდა და გვერდში ხელს დაარტყა.
–მასთან ერთად საშოპინგოთ? ანუ ისევ მოგვიწევს მაღაზიებსი სიარუი– დაასკვნა უცებ– კარგია, შენთან უფრო მეტ დროს გავატარებ–კრუტუნით ამბობს და მიშოს ლოყაზე ცხვის უხახუნებს. ბიჭი ამაყად იჯგიმება და წინ ამაყი ღიმილით მიიწევს. იმასაც ვერ ხვდება რომ ამ სიტყვებით მილას შეურაცჰყოფა მაიყენა ქრისტიმ.
–აბა გოგოებო რას მიირთმევთ?– ეკითხება მაშინ როდესაც ადგილს იკავებენ.
–იოგურტი მინდა მე მარტო, მარწყვის– ამბობს ფრჩხილებზე დაჩერებული ქრისტი, მის სიტყვებზე მიშო და მილა ერთდროულად ატრიალაებნ თვალებს.
–მე შაურმა მინდა და ცხელი შოკოლადი– უცებ ამბლობს მილა– ოღონდ ხახვის და წიწაკის გარეშე.
–აჰაჰააჰ– უცებ იცინის ბიჭი, რაზეც გაოცებული უყურებს მილა, ქრისტი შოკირებული აჩერდება ჯერ ერთს, მერე მეორეს.– მომესმა ხო?
–არა– მხრებს იჩეჩს– მიყვარს ჭამა და რა ვქნა– ამოიბუზღუნა, მაგრამ მაინც გაუღიმა ბიჭს.
–მეც შაურმას შევჭამ მაშინ– უკვე შეკვეთის მისაცემად მიდის, როცა ქრისტი ფეხზე დგება და ბიჭს მკლავზე ეკიდება.
–შაურმა არ ჭამო რა, ცუდი სუნი გექნება და შენ ხო იცი როგორ მიყვარს შენი სუნამოს სუნი.
–კარგი– ნებდება ბიჭი– ნამცვას შევჭამ და ჩაის დავლევ. გაღიმებული გოგო ლოყაზე კოცნის და მილასკენ მიდის. დაჯდომამდე ახერხებს მის შეთვალიერებას, პირველი რასაც მისი დანახვისას შეამჩნევ ეს გრძელი, უშველებელი ფეხებია, მასზეა ნათქვამი ფეხები კისრიდან ეწყებაო. საშუალო ზომის მკერდი და ძალიან ლამაზი ტანის ფორმა. ქერა გრძელი თმა, მსხვილი ტუჩები, რომელიც სავარაუოდ არ არის ბუნებრივი, ლამაზი ცხვირი, ფაფუკი ლოყები და ცისფერი თვალები.
მილას გვერდით ჯდება და გოგოს უკმაყოფილო სახით უყურებს. არასდროს მოსწონდა და ახლა მითუმეტეს არ მოსწონს.
–მილა სამუშაოზე რატომ არ ხარ?– ვიტომ ინტერესით ეკითხება და შემფასებლური მზერით ათვალიერებს.
–ბატონმა ლევანმა გამათავისუფლა– ტელეფონს მიჩერებული ეუბნება, ცდილობს ყურადღება არ მიაქციოს.
–და ჩემ მიშოსთან ერთად რატომ ხარ სავაჭრო ცენტრში?
–იმიტომ რომ შენ არ გეცალა მისთვის– ღიმილით უყურებს, ლოყები საყვარლად ეფაკლება, მაგრამ არ იმჩნევს. რატომღაც სიამაყის გრძნობა უვლის მთელ სხეულში.
–აბა გოგოებო რაზე საუბრბოთ?– მის მაგიდასთან მიშო მიდის და ქრისტის გვერდით ადგილს იკავებს, მის წინ იოგურტს დებს, მილას წინ კი ცხელ შოკოლადს.
–მადლობა– უღიმის. მზერას კი აშორებს, არ უნდა უყუროს როგორ ესიყვარულებიან ერთმანეთს. ინსტაგრამზე შესული სიახლეებს ათვალიერებდა, მაგრამ მათი ხმა მაინც ესმოდა, სიტყვები კი გულში ისარივით ესობოდა.
მიშომ რამოდნიმე წუთში შაურმა მოუტანა მილას და წინ დაუდო, თვალებ ანთებული ჭამას შეუდგა და დაცარიელებული კუჭი მალევე ამოივსო, მალევე შეჭამა შაურმა, ჭამის დროს ყურადღებასაც კი არ აქცევა მიშოს და ქრისტის. მთლიანად კონცენტრირებული იყო ჭამას.
–ძალიან ძალიან დიდი მადლობა– ამბობ სიცილით.
–გემრიელი იყო?
–კი ნამდვილად– მუცელზე ხელი მოისვა და გაეკრიჭა ბიჭს.
–ახლა კი ჩემი წასვლის დროა, მარტო დაგტოვებთ– ჩანთა და მასზე გადაკიდებული ჯინსის ქურთუკი აიღო და წამოდგა.
–მიყვარს მიხვედრილი ხალხი– უცებ ამბობს ქრისტი.
მილა მის სიტყვებზე ძალიან ბრაზდება, მარგამ არაფერს იმჩნევს, მათ სიტყვის უთქმელად ტოვებს.
გაცოფებული მიდის და საიუველირო მაღაზიაში შედგის, ამდენი თეთრი ფერი თვალებს ჭრის. თვალიერებას იწყებს, ათვალიერებს ყველაფერს, ზოგიერთ აქსესუარს თვითონაც ირგებს. ქრისტიზე გაბრაზებული თავიდან ყველაზე საშინელ ბეჭედს ადებს ხელს, რომელიც ძალიან დიდი ზომის იყო, უყურებს და ეცინება, წარმოიდგენს როგორ უკეთია ეს ქრისტის.
ბოლოს, მხოლოდ ბატონი ლევანის გამო, არჩევანს უბრალო, მაგრამ ძალიან ლამაზ ყელსაბამზე აჩერებს, რომელიც თეთრი ფერით თვლებით არის მორთული. მომსახურე პერსონალს თხოვ რომ ლამაზად შეუფუთოს, თანხასაც იხდის და მაღაზიას კმაყოფილი ტოვებს.
მაღაზიიდან გამოსული გარემოს ათვალიერებს, მზერას წყვილზე აჩერებს, რომელიც ბედნიერი სახით დადის აქეთ იქით. მიშო და ქრისტი, ზედმეტად ბედნიერი სახეებით მოძრაობენ. მილა ისევ იღიმის, ისეთი ღიმილიც რომელიც მისი სიყვარულის შემდეგ დასჩემდა.
თავჩახრილი გადის გარეთ და ჰაერს ისუნთქავს, თვალებზე მომდგარ ცრემლებს აკავებს და ქუჩაში ფეხით მისერინობს, ბოლოს დაღლილი ტაქსს აჩერებს და სახლისკენ მიდის.

......
ჩაჩამ...ჩარარარაჩაჩაააააააააააააამ!
დავბრუნდი ჩემი ნოვოე ისტორიით, იმედი მაქვს მოგეწონებათ!



№1  offline წევრი შოკი მოკი

მომეწონა ძალიან !!^^ გააგრძელე მალე დადე <3

 


№2  offline წევრი cancara

Kaia gagrdzele

 


№3  offline წევრი aNuGi

კარგია გააგრძელე აუცილებლად love მალე დადე, სულმოუთქმელად ველოდები request
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№4 სტუმარი Nino

Magariaaa..momwoonssss

 


№5  offline წევრი Pepper

შენი წინა ისტორია ხომ იყო ჩემი ერთერთი ყველაზე საყვარელი ისტორია რაც კი წამიკითხავს დ ავატყობ რომ ესეც შეუერთდება ჩემს საყვარელ ისტორიებს.
ძალიან მაგრად ხომ წერ და სულ სულ ახალს გვთავაზობ რაღაც რაღაცეებს <3
მილა ძალიან საყვარელო ჩანს ^^
მესმის მისი საშინელებაა ცალმხრივი სიყვარული.
ქრისტი ერთი უბრალო მეტიჩარა ქალია. არასდროს მყვარებია ასეთი თავის "ვიზუალზე" გადამკვდარი ქალები. არ კესმის მიშოს რატომ უყვარს ასე.
მთლიანობაში მშვენიერი პირველი თავი იყო და მალე ცელი შემდეგს <3
ძალიან ნიჭიერი ხარრრ <3

 


№6  offline წევრი S.likuna

dzalian magariaa gaagrdzele

 


№7  offline წევრი kiko

აუუუუ ძაან მაგარია love მიუხედავად იმისა რომ ქრისტი ჩემი მოსახელეა მაინც ვერ ვიტან უკვე angry არ დააგვიანო რა <3

 


№8 სტუმარი kesoo_keso

Auu dabrundii ra magariaa <3 ukve mezizgeba qristi da misnairebi.darwmunebuli var arc uyvars misho,misi fuli ainteresebs.chemi azrit milam unda achvenos qristis tavisi adgili! Miyvars sheni wina istoria "Seqsualuri bosi" vici rom esec dzalian saintereso istoria iqneba! Warmatebebs gisurveb da dzalian gtxov ar daigviano ra! Sulmoutqmenlad veli meore tavs,isev eget dids :d :*

 


№9  offline წევრი Reny

საყვარელია! იმედია გააგრძელებ <3

 


№10  offline აქტიური მკითხველი aanamaria

აუუ როგორ მომეწონაა უფუფუ love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent