ნუ მიბღვერ!ყველაფერი ვიცი რასაც ფიქრობ 3
ჯანდაბა!რა კარგი დილა გამითენდა დღეს .ჯერ იყო და მოკლე პიჟამოეით გავტანტალდი სამზარეულოში ,სადა ჩემთვის უნობებს მოეყარათ თავი,მერე უნივერსიტეტში ლექტორათ ბრაზიანი უცნობი არ გამეჩითა?!.ამას თან ერთვის თეკოს გაუთავებელი ტიტინი.სადაცაა ჩემი დომხალი ტვინი გასკდება. ვეცადე მისი ახსნილი ლექცია რამენაირად გადამეხარშა.უზრდელობისა და სიბრაზის კვალობაზე თავისი საქმე კარგად კი იცის.აუ,როდის გავა ლექცია?! -როგორც კი ზარი გამოვა თემები მაგიდაზე დამიტოვეთ!..-გასცა ბრძანება.საათს საბოლოოდ დავხედე და ამოვისუნთქე ,როდესაც ზარი გამოვიდა.თეკოს არ დაველოდე ისე დავიძარი გასასვლელისაკენ. -თქვენ არ გეხებათ ეს?!ერთი კვირაა არ გივლიათ და ახლა თემის გაკეთებაც არ გინდათ!-კარების გაღებას ვაპირებდი,როცა მისი ბრაზით სავსე მკაცრი ბარიტონი მისწვდა ჩემს ყურთასმენას.ნელა შემოვტრიალდი,ირონიულად გავუღიმე,მის მაგიდას მივუახლოვდი,ჩანთიდან თემა ამოვიღე და მსუბუქად დავანარცხე მაგიდაზე.უხმოდ გამოვტრიალდი და გავუჩინარდი.არადა როგორ მინდოდა მისი გაბრაზებული სახე მენახა.რაიყო არ გეგონა ,რომ მექნებოდა დავალებაა?!...ამ ფიქრებში ვიყავი გართული,როცა თეკლა მომვარდა. -სალ,აუ,იცი რა სახე ჰქონდაა?-ხელმკლავი გამიკეთა. -არ მაინტერესებს.არ რაზე უნდა გაბაზებულიყო?!მეორე ლექია რომელზე გვაქვს? -2საათში.-უკმაყოფილოთ გააწკლაპუნა პირი. -მაშინ სადმე ახლოს დავჯდეთ და ყავა დავლიოთ.რას იტყვი?-თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. -მე ყავა და შოკოლადის ნამცხვარი მინდა.შენს თეკ? -მეც ყავას დავლევ,მაგრამ ნამცხვრისა რა მოგახსენო, დიეტაზე ვარ. მალევე ყველაფერი შევუკვეთეთ და აქაურობის დათავალიერება დავიწყე. -თეკო,როგორ ხარ?-ჩემს მეგობარს ვიღაც უცნობები მიუახლოვდნენ. -კარგად ვარ.პირველ ლექციაზე რატო არ იყავით?-წამოიმართა და გადაკონა.როცა ყურადღება ჩემზე გადმოიტანეს, ჩემი თავი მათ გააცნო და დაჯდომაც შესთავაზა. -რატომ არ ვიცნობდით შენს ამ მშვენიერ დაქალს?-ერთ-ერთმა ქერა ახოვანმა ტიპმა იკითხა.მგონი დათო ერქვა თუ რავი..სახიდან ნაძალადევი ღიმილი არ მომიცილებია,სიბრაზე თანდათან მიმძაფრდებოდა,რადგან მათი ფიქრები ნამდვილი ამაზრზენი და გულის ამრევი იყო. -ხო,ჩემი დაქალი ლონდონში სწავლობდა ხუთი წელი და მაგიტომ არ იცნობთ.-მოიცა როგორ უყურებს ჩემი დაქალი ამ ბიჭს.ოოო,მოსწონს.სამწუხაროა ის ბიჭი დად ,რომ უყურებს,მაგრამ კარგიაა მისნაირი ტიპები ამას არ იმსახურებენ. -ძმებო,ჩვენც შევუკვეთოთ რამე?-ჰკითხა ისევ ქერამ თავის ორ ძმაკაცს.მათ ყავის გარდა არაფერი არჩიეს.საუბარში არ ვერთვებოდი და მათი უაზრო საუბარი უკვე აღარც მესმოდა ,რადგან საღამოს მამასთან შეხვედრის შესახებ ვფიქრობდი.რეალობაში ჩემი ტელეფონის ზარმა დამაბრუნა.იქაურობას გავერიდე და ვუპასუხე.ძალიან ავფორიაქდი,რადგან დედის ნომრიდან მეზობელი მირეკავდა და მატყობინებდა ,რომ სახლში ახლავე დავბუნებულიყავი.უთქმელად ავიღე ნივთები და სწრაფად გავუჩინარდი. ********************************************************************************************************************************** თეკლასთან -ნეტა რა მოუვიდა?-გაკვირვებული იყო თეკლა და ჯერ გონს ვერ მოსულიყო. -ხო,რა წესი იყო დაუმშვიდობებლად წავიდა ...-ეწყინა დათოს. -მოიცა მესიჯი მომწერა.... დედა ავად ჰყოლია და ამიტომ გავარდა უთქმელად.ბიჭებო,მე უნდა წავიდე.დათო ,მერე გნახავ კარგიი?-ფეხზე წამოვიმართე. -აუუ,თეკ,სალოს ნომერი მომეცი რა.-დათომ სალის ნომერი,რომ მთხოვა ძალიან მეწყინა,მაგრამ არ შევიმნიე.თან გავბრაზდი ისე უნაურად ,რომ უყურებდა ჩემს დაქალს. -არ ესიამოვნება.მე კი პრობლემები არ მინდა.-ავწუწუნდი,ისედა ვიოდი,რომ მართლა არ ესიამოვნებოდა,თან ნათელი იყო ,რომ აქედან არცერთი ტიპი არ მოუვიდა თვალში,მიუხედავათ,მათი სიმპატიურობისა.ბოლოს სხვა გზა არ მქონდა და ნომერი ჩავაწერინე,რომ გაიგეს სალო ამას ალბათ მიმაკლავს ზედ. **************************************************************************************************************************************** გზაში კინაღამ ავარია მოვახდინე.სამაგიეროდ ჯარიმები არ ამცდა. სახლის კარები კი არ გამოვაღე .უფრო სწორად შევგლიჯე.დედის ოტახამდე როგორ მივირბინე არ მახსოვს.ინსტიქტურად მოვძრაობდი. დედა საწოლზე იყო წამოწოლილი,სახე გაფითრებოდა და მისი მშვენიერი სახე ცრემლებს დაენამა.გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა.მასთან მივედი ,დავიჩოქე,ხელებით მის სახეს შევეხე და ცრემლები მოვწმინდე. -დე ,ჩემო ლამაზო ,არ იტირო კარგიი,მოდი ჩამეხუტე.-კარგა ხანი ქვითინებდა ჩემს მკერდზე ,დარდისაგან დაღლილს მალევე ჩაეძინა.არ მინდოდა მისი მარტო დატოვება,მაგრამ ვიფიქრე რამეს მოვამზადებდი. სამზარეულოში ჩვენი მეზობელი ფუსფუსებდა.გამიკვირდა,მაგრამ არაფერი შევიმჩნიე. -ქალბატონი ნათია...-ღიმილიტ მივმართე და წყლის ჩიქაში დასხმა დავიწყე. -შვილო, შენ ხარ?ვიფიქრე წვნიანს მოვამზადებდი.-თბილი ღიმილით შემომხედა. -დიდი მადლობა,არ იყო საჭირო.თქვენ ხომ არ იცით დედაჩემს რა მოუვიდა?ან რა მოხდა ? -შვილო,მასთან ვიყავი ,ვჭორაობდით და ერთმანეთის ამბებს ვყვებოდით.ამ დროს განქორწინების საბუთები მოუვიდა ,ეტყობა ძაან განიადა და ამიტომ გული წაუვიდა ..-,,საწყალი ქალი .საცოდავი.ქმარმა ნეტა მართლა უღალატა?არ ვიცი არა.ლამაზი ქალია ამიტომ არამგონია მისი ქმარის რამე ბრალი იყოს....“-კინაღამ სიბრაზისაგან მის გაკეთებულ ბულიონში ჩავაყოფინე თავი.არავინ იცის სიმშვიდე რად მიჯდებოდა. -მადლობა .თქვენ,რომ არ ყოფილიყავით მასთან არ ვიცი რა მოხდებოდა.-აფერისტული დანანებით გავაქნიე თავი. -არაფერია,მოდი ყავა დავლიოთ.-საჭმლის მორევას მორჩა და ყავის გაკეთება დაიწყო. **************************************************************************************************************************************** ვაჩესთან მთელი დღე ძმაკაცებთან ერთად გავატარე.საღამოს კლუბში ვიყავით დავლიეთ კიდეც.ცალკე ოთახშიც გავედით და დალევა იქ გავაგრძელეთ.დილით ლექცია მქონდა .თავი მტკიოდა და საწოლიდან ძვლივს ავწიე.სარკეში ჩემს თავს,რომ შევავლე ,გული კინაღამ შემიქანდა.მოვწესრიგდი და უღიმღამოთ გავუიდექი გზას. ლექცია ნორმალურად არ იყო დაწყებული,როცა უკანა რიგებიდან გოგონები რაღაცაზე საუბრობდნენ.ამაზე ჭკუა კინაღამ გადამეკეტა და დავიყვირე კიდეხ.ბედის ირონია არაა?!რადგან ერთ-ერთი გოგო ჩემი ნერვების მომშლელი აღმოჩნდა.ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა.თან რა უტიფტად მიყურებდა თვალებში თითქოს რამეში ვიყო დამნაშავე.თვალები ავარიდე და იშვიათად ვიყურებოდი მისკენ.ის კი მთელი ლექცია იდაყვზე დაყრდნობილი თითქოსდა მისმენდა .როგორც კი ლექცია გამოვიდა იმწამსვე დაავლო თავის ნივთებს ხელი და გასასვლელისაკენ დაიძრა.შევახსენე დავალების შესახებ.ძაან გამიკვირდა თემა ,რომ ამოიღო ჩანთიდან ,დამიგდო მაგიდაზე და ვითომც არაფერი ისე გავიდა.ნერვები უარესად მომეშალა. შუა დღეს ძმაკაცები ჩვენს მასხარასთან გიოსთან სახლში შევიკრიბეთ.გიო მარტო ცხოვრობს და ხშირად მისი სახლის მასპინძლები ვართ. დალევა ნამდვილად არავის გვსურდა .პიცა გამოვიძახეთ და ენერგეტიკულებთან ერთად მისი მირთმევა დავიწყეთ. გიომ ჩუმათ ჩემი წილი პიცა ამწაპნა და ვითომც არაფერი ისე ჩაკბიჩა.ამაზე შევუღრინე და მუშტი მოვუღერე. -ნუ მიბღვერ ვაჩე.ნახე ბექა რა კარგ ხასიათზეა ,სახიდან სულელური ღიმილი არ მოუშორებია .ალბათ, იმ გოგოზე ფიქრობს.-ჩაიფხუკუნა გიუნამ. -არ მითხრა,რომ იმ უცნობ გოგოზე ფიქრობ!-წარბები შევკარი და ძმაკაცის პასუხს დაველოდე. -ხო და სხავათაშორის იმ გოგოს სალო ჰქვია.დღეს დილით დედამისს წყლის მილი გაუსკდა და დახმარება ითხოვა.... -ხოდა ესეც სიხარულით გაცუნცულდა.-ახარხარდა გიო. -მაცადე მოყოლა!-გაუბრაზდა ბექა. -საქმეს ვაჯეთებდი და ამ დროს დედას ძახილით ოთახიდან გამოტანტალდა,თან მოკლე პენუარითა და აბურძგნული თმებით ,ის ისეთი საყვარელი იყო,დაბნეული აცეცებდა თავის ცისპერ თვალებს.... -ეს გოგო უეჭველი გულში ჩაუარდა.-გაუხარდა გიოს. -არა არ ჩამივარდა უბრალოდ რაღაცნაირია ,განსხვავებული ...სამწუხაროდ უნივერსიტეტში ეჩქარებოდა და მალე დაგვტოვა.-ბექამ თვალები მაგიდას გაუსწორა. -იმედია მთელი ის დრო ხამივით არ მიაშტერდი.-მასხარამ ეშმაკურად გადახედა ბექას და ჩემი მეორე პიცის ნაჭერის წართმევა განიზრახა. -გიო ,ხელი არ ახლო ამას!რა ვერ გაგიძღა მაგ კუჭი,სადაცაა ორივე ზედ მიგვაყოლო!-მოჩტი მოვუღერე. -რა ვქნა ,რომ მინდა?!-მეამიტურად ააფახურა წამწამები და გატიკინებულ მუცელზე ხელი მოისვა. -აუ ,შოკოლადის ნამცხვარსაც შეჭამდა კაცი,ნეტა არ მაქვს?.-წამოხტა და სამზარეულოსაკენ კურტუმოს ქნევით დაიძრა. -მქონია.თქვენ არ გინდათ?-გამოგვძახა იქედან.-ალბათ უკვე გაათავა კიდეც. -არა ,მე დღეს ვჭამე .-გასძახა ბექამ. -არც მე მინდა.-მივაძახე მე. -თუ არ გინდათ რა !სამაგიეროთ მე ბევრი შემხვდება.-სიხარულისაგან დაიყროყინა რასაც ქვია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.