გავისეირნოთ?! გარე განათება ჩაქრა...... (2)
კარგა ხანს მივდიოდი ცეკვა-სიმღერით ჩაბნელებულ ქუჩაზე.. ჩემი სევდა კი წვიმის წვეთებმა ჩამორეცხეს. აღარაფერზე აღარ ვფიქრობდი, უბრალოდ ვმღეროდი და გაზაფხულით ვიჟღინთებოდი, მაგრამ უკნიდან ვიღაცის ხარხარი შემომესმა, სწრაფად გამოვიძრე ყურიდან ყურსასმენი, უცნობს მივაშტერდი და სრული შოკი მივიღე , როცა ჩემ წინ მოცინარი შოკოლადის ბიჭი დავინახე. გაოცებამ კი უფრო მაშინ იმატა, როცა ბოდიშის მოხდა დააპირა, მაგრამ იმ წამს არაფრის მოსმენა არ მინდოდა, სიტყვა გავაწყვეტინე და სასეირნოდ წასვლა შევთავაზე. მანაც უყოყმანოდ მიიღო ჩემი წინადადება და გვერდით ამომიდგა. -ცუდად დავიწყეთ.. საუბარი შოკოლადის ბიჭმა დაიწყო. -არ მინდოდა შენთან უხეშობა, ბოდიშს გიხდი, ბიჭებმა მითხრეს შენ შესახებ.. -მოიცა, ვინ ბიჭებმა? შენ რომ გახლდნენ იმათ? და მე რომ არ ვიცნობ? გავოცდი.. -ჰოო.. მაგრამ ერთ უბანში ცხოვრობთ და მამაშენს იცნობდნენ, არ გაწუხებენ ზედმეტი ყურადღებით, უბრალოდ იციან ვინც ხარ. მშვიდი ტონით განაგრძო უცნობმა. -ოოჰ.... თავი კინოს ვარსკვლავი მგონია. გამეცინა და უცნობს შევხედე. -ანუ უკვე შენც იცი ჩემი ვინაობა ხო? -კი, შენ მართა ამირეჯიბი ხარ, პიანისტი... ჩაილაპარაკა თავისთვის. -არც ისე დიდი ინფორმაცია არ გქონია. მე ისევ გამეცინა. -დასაწყისისთვის ესეც საკმარისი იქნება. მგონი შევძლებთ რომ ვიმეგობროთ, არა? ჩამეკითხა და ვიგრძენი როგორ გაიღიმა. -რატომაც არა... ბოლო დროს , ცხოვრებამ ჩამომაშორა ძველ მეგობრებს. მაგრამ იმედია, ახლების გაჩენის პერსპექტივას არ გამიქრობს .. ერთ-ერთი მათგანი უკვე სახლში მელოდება. -ჰოდა ძალიან კარგი, მაშინ მეორე მე ვიქნები და გპირდები, რომ შენი სამეგობრო წრე ძალიან გაიზრდება.. და შენი ცხოვრება ნელ-ნელა გავარდისფრდება. პატრიოტულ ფიცს ვდებ, რომ ცხოვრებას გაგიხალისებ. წარმოთქვა ამაყად და მარჯვენა ხელი გულზე დაიდო. -სიტყვაზე გიჭერ.. ვუთხარი და მის გულწრფელობაზე გამეცინა. -ისა, შენ კი იცი ჩემ შესახებ რაღაცები, მაგრამ მე წარმოდგენაც კი არ მაქვს ვინ ხარ. -უი, ეგ სულ დამავიწყდა. თავი მოიქექა უხერხულად. -ე.ი. მე გახლავართ უტა მიქელაძე. 25 წლის, ფეხბურთელი, უკაცრავად ყოფილი ფეხბურთელი, 8 წლის წინ მიმიწვიეს გერმანიის ერთ-ერთ გუნდში სათამაშოდ და რამდენიმე თვეში შენც გადმოსულხარ ჩვენს უბანში. დაახლოებით ორი თვის წინ კი უბედური შემთხვევა მოხდა და ფეხზე ტრამვა მივიღე. რა არ ვცადე, თუმცა ყველა ექიმი ერთხმად დათანხმდა იმ ფაქტს, რომ მე ვეღარასდროს შევძლებდი თამაშს.. და ერთი კვირის წინ ჩამოვედი თბილისში. წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა ვაკეთო. ამიტომ მთელი დღე მძინავს.. თუმცა..... უცებ სიტყვა გაწყვიტა და თემა შეცვალა. -შენ დიდი ხანია უკრავ? -მკითხა ღიმილით. -კი საკმაოდ, ვუპასუხე დაუდევრად და ვცადე დაწყებული თემა გამეგრძელებინა.-დაა.. რა უბედურ შემთხვევას გულისხმობდი? -არაფერი ისეთი, გზაზე უყურადღებოდ გადავდიოდი და მანქანა დამეჯახა. დამუხრუჭება კი მოასწრო, მაგრამ ბოლომდე ვერა და ფეხი ცუდად მოვიტეხე.. ღიმილით კი საუბრობდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ყელში დიდი ბურთი ჰქონდა გაჩხერილი. არ შემცოდებია, უბრალოდ თანავუგრძნობდი, იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდი, იმ წამს რაზეც ფიქრობდა... -ჰოდა მოდი ასე მოვიქცეთ... შენ ხომ ჩემი ცხოვრების გაფერადებას აპირებ?! მე საპასუხოდ შენთან ერთად დავიწყებ ახალი ოცნების ძებნას და იქამდე არ გავჩერდები, ვიდრე ორივესთვის საყვარელ საქმეს არ ვიპოვნი. ვუთხარი ღიმილით და გზა განვაგრძე. -მოიცა, შენ ხომ ისედაც გაქვს ნაპოვნი საყვარელი საქმე? თუ შენც რამე ტრამვა მიიღე ხელზე? მკითხა გაოცებულმა. -ხელზე არა, ცხოვრებაში მივიღე ტრამვა... არ გამიმართლა მილიონერი რომ არ ვარ.. და ჯანდაბა, აღარასდროს აღარ გავეკარები პიანინოს... დღეს კონცერტი უნდა მქონოდა, მაგრამ ჩემს კონცერტზე სხვას აკვრევინებდნენ, მე ხომ გამიმწარეს ცხოვრება და იმ საცოდავ გოგოსაც არ აძლევენ მშვიდად ამოსუნთქვის სასუალებას.. სიმღერა უნდოდა მაგრამ მისმა ფულით გაბღენზილმა მამიკომ აუკრძალა და პროფესორებს აიძულა, დღევანდელ კონცერტზე ის გამოსულიყო.. აი ასე. ერთი გასროლით ორი კურდღელი მოკლა. ის გოგო ახლა ჩემთანაა, წეღან რომ გითხარი ჩემი ახალი მეგობარიათქო, აი ის... გაგაცნობ მერე.. ჰოდა, ნუ დაყრი ფარხმალს რა.. ერთად მოვძებნოთ საყვარელი საქმე ახლიდან კარგი?? ვუთხარი მე და გამამხნევებლად მხარზე ხელი დავარრტყი. -ვააახ... ვინაა ეგ კაცი? მე დაველაპარაკები მაგასაც და იმ დებილ პროფესორებსაც.. კბილებში გამოსცრა უტამ. -ნუ ბობოქრობ ერთი რაა.. გამეცინა მე.-არავის არ დაელაპარაკები, არასდროს მიყვარდა ბევრი ლაპარაკი, ჯობს რომ საქმე აკეთო და იმით დაამტკიცო შენი ძალა. -ჰოო ეგაც მართალია.. ჩაიბურტყუნა დათვივით და მე სიცილი ვეღარ შევიკავე.-რა გაცინებს? მკითხა ისევ დუდღუნით. -არაფერი.. ვუპასუხე ცრემლების წმენდით. -ისე , უცნაური სახელი გქვია... უტა.... -ჰოო.. დამტანჯა უკვე ამ სახელმა რა.. ბურდუნი განაგრძო მან...-არც შენ არ მოგწონს ხო? -პირიქით, მე ძალიან მომწონს.. ჩავილაპარაკე ჩუმად. -ვაა მართლა ეე? პირველი ხარ მგონი ვისაც ჩემი სახელი მოსწონს. თქვა გაოცებულმა. -ჰოო... ზოგადად პირველობა მიყვარს. ისევ გამეცინა მის გულწრფელობაზე. -უტა, სად ცხოვრობ? -შენ გვერდით კორპუსში. სხვათაშორის, ჩემი ოთახის ფანჯარა, ზუსტად შენ კორპუსს უყურებს. რომელ სართულზე ხარ? იქნებ დაგინახო კიდეც აივნიდან. -მეხუთეზე, შენ? ვკითხე ინტერესით. -მართლა? მეც მეხუთეზე ვარ.ჰოდა გიბრძანებ, გადაცხოვრდე იმ ოთახში, საიდანაც ჩემი კორპუსი ჩანს, რომ ყოველ წამს დაგინახო ფანჯრიდან. ბრძანება გასცა მიქელაძემ. -ისედაც მანდ მძინავს, ფანჯრის მეზობლიც გავიცანი... ღმერთო ახლა სიკვდილისთვისაც მზად ვარ. ვთქვი მე და თეატრალურად აღვმართე ხელები ზემოთ. -რა გეშველება. გაეცინა უტას , თუმცა სიცილი ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინა. -ჰოო ნიი....... სად?! კარგიი, მოვალ ახლავე. არა , არა მანდ დამელოდე. დაამთავრა თუ არა საუბარი ტელეფონი გათიშა და მე შემომხედა. - მართა, უნდა წავიდე რა , აუცილებელი საქმე გამომიჩნდა. -კარგი უტა. ნახვამდის, გამიხარდა შენი გაცნობა. ვუთხარი მე და წასასვლელად შევბრუნდი, მაგრამ მან მკავში ხელი ჩამჭიდა და შემაჩერა. -მისმინე, ბოდიში, რომ ვერ გაცილებ სახლამდე. ხომ არ შეგეშინდება? -რომ შემშინებოდა, გარეთ არც გამოვიდოდი... შევატყვე, რომ რაღაცნაირად უხეშად გამომივიდა თქმა და ტონი შევარბილე. -წადი შენ, თუ გეცლება ხვალ ჩემთან ამოდი შენს მეგობრებთან ერთად, კატოსაც გაგაცნობთ და გავერთობით ცოტას. -ჰოდა ძალიან კარგიი.. ხვალ ბიჭებთან ერთად შენთან ვარ, მისამართი კი ვიცი. გაიცინა მან , ლოყაზე მაკოცა და გაიქცა... მე კი ნელა გავუყევი სახლისკენ მიმავალ გზას ღიმილით... ვგრძნობდი, რომ მისი გამოჩენა, ჩემს ცხოვრებას ძირფესვიანად შეცვლიდა... დილით საკმაოდ გვიან გამეღვიძა... ბოლოს როდის გავიღვიძე ასე გვიან, აღარც მახსოვს, როგორც წესი, 7 საათზე უკვე პიანინოს ვეჯექი ხოლმე, მერე სამსახური, მერე ისევ რეპეტიცია... ისევ და ისევ პიანინო.... მაგრამ მე ხომ დანებება გადავწყვიტე... ახალი ცხოვრების დაწყება და ყველანაირი კავშირის გაწყვეტა ჩემ პირველ სიყვარულთან-მუსიკასთან... მიუხედავად ამისა, დილა მაინც ღიმილით დავიწყე... თითქოს პირველი სექტემბერი ყოფილიყოს და რაღაც ახლის მოლოდინით ვყოფილიყავი სკოლაში წასასვლელი... საწოლზე მიგდებული სპორტული შარვალი ამოვიცვი და შტურმით ავიღე ახლა უკვე კატოს ოთახი. -ეკატერინე.............. კატოოო.... კატუუშ..... გავკიოდი ბოლო ხმაზე.. მაგრამ პასუხი არ ისმოდა. -ოე... ფშიუუუ... კატო ადექი ჯულიარდში მიგიწვიეს... ჩავილაპარაკე საკმაოდ ხმადაბლა, მაგრამ კატო წამში ფეხზე იდგა და დაჭყეტილი თვალებით მიყურებდა. -ეგეთი სწრაფი თუ იყავი, რაღას გამხიე დილიდან კივილით, შენსავით კარგი იოგები კი არ მაქვს.. გამეცინა მე და კატოს ხელი გადავხვიე. -საძაგელი ხარ მართა.. ჩაიდუდღუნა და ისევ დასაწოლად მოემზადა , მაგრამ მე არ ვაცადე.. -ოჰ... მძინარე მზეთუნახავო, ძალიან ხომ არ გაგიტკბა ჩემი სტუმართმოყვარეობა?! დღეიდან შენ ამ ოჯახის წევრი ხარ, ასე რომ საჭმლის მომზადება შენზეა და დალაგებაზე მორიგეობა დავაწესოთ. გავიცინე ისევ და კატოს ენა გამოვუყავი. -ეეე... მეთქი ერთი დღე მაინც დამაცდის გლოვასთქო.. გაეცინა კატოსაც და თავისი ბარგი გახსნა. -აბა დღეს რა გეგმები გვაქვს? „ბეზძელნიკობის“ საერთაშორისო კვირეულს გახსნილად აცხადებ? -დიახ , დიახ!!! ერთი კვირა მაინც მე და შენ ჩემო კატინკა, უმუშევარი, უსაქმური, უპასუხისმგებლო გოგოები ვართ.. ვთქვი და თავზე ხელები შემოვილაგე. -არა, ყველაფერში გეთანხმები, მაგრამ გოგოები არა, მე ვარ გოგო და შენ სადღაც შუაში , გოგოს და ბიჭს შორის. შემომხედა კატომ და საცოდავად ამათვალიერა. -რას მიწუნებ ერთი? ჩემი თავი შევათვალიერე მეც. -რა რას გიწუნებ, ორი წლის წინ მომხდარი უბედურებისშემდეგ, შენს თავზე ხელი გაქვს ჩაქნეული. აბა სარკეში ჩაიხედე? ბოლოს როდის გაიკეთე მაკიაჟი? ან კაბა როდის ჩაიცვი? არც ცოტა დიეტა და ვარჯიში არ გაწყენდა. ვსო , დღეიდან მე ვარ შენს გარეგნობაზე პასუხისმგებელი. მითხრა და კიდევ ერთხელ ამაყოლა მზერა დაკვირვებით. არა, მსუქანი არ ვყოფილვარ, მაგრამ გამხდარიც არ მეთქმოდა, უფრო ზუსტად კი ხელი მქონდა ჩაქნეული ჩემს გარეგნობაზე და ტანზე. ვჭამდი როცა მინდოდა, რასაც მინდოდა და არც ვვარჯიშობდი, შესაბამისად ჩემმა კუნთებმა ტონუსი დაკარგეს და არცისე სახარბიელოდ აღარ გამოიყურებოდა ჩემი ტანი, როგორც ადრე. ამას ემატებოდა ისიც, რომ საშუალო სიმაღლე მქონდა და ყოველი ზედმეტი კილოგრამი მაშინვე მეტყობოდა. მომხდარი შემდეგ, ტკბილეულის ჭამას მოვუხშირე და ისე მოვიმატე 2 წელიწადში 15 კგ, რომ ვერც შევამჩნიე. ახლა კი 65 კილოიანი, უსამსახურო, უპროფესიო და ოცნების გარეშე დარჩენილი გოგო, ნუ როგორც კატო იტყოდა გოგოს და ბიჭს შორის არსებული ინდივიდი ვარ, არც ერთი თაყვანისმცემლით, რაც კიდევ უფრო მეტად მიდაბლებს თვითშეფასებას და მხოლოდ ერთი მეგობრით, რომელიც ამ წამს ჩემს წონაზე ჩხუბობს. -რა გინდა ვა? არავინ არ მყავს ვისაც უნდა გავეპრანჭო და ... ავბურდღუნდი და თან სარკეში ჩემი თავი შევათვალიერე. -და აუცილებელი კი არაა, რომ ვინმე მოგწონდეს, შენი თავისთვის უნდა ცდილობდე, რომ კარგად გამოიყურებოდე... დაიმახსოვრე, მალე გამოჩნდება ვიღაც, ვის გამოც ძალიან ძალიან მოგინდება,რომ ლამაზი იყო და აუცილებლად გაგახსენდება ჩემი სიტყვები. მითხრა კატომ და ოთახიდან გავიდა. -რას შეჭამ?? გამომძახა სამზარეულოდან. -ყიყლიყოს. გავძახე მე ისე, რომ სარკისთვის თვალი არ მომიშორებია. -აჰაა.. ელაპარაკე... არაფერი არ გესმის რა.. გაეცინა მას და გავიგე, როგორ გამოაღო მაცივრის კარი. ამასობაში მეც მოვწყდი სარკეს და კატოსთან გავედი. -კაატ.. მოდი მოეშვი შენ ჩემზე ნერვიულობას და მითხარი , რას აპირებ. პიანინოს ეშვები? -კიი მართა, დაკვრას თავს ვანებებ.. თუმცა კონსერვატორიაში სიარულს არა, ვოკალის განხრით მაინც დავრჩები... მომდევნო კვირიდან გადავიტან საბუთებს ვოკალზე. შენ რაღას აპირებ? მკითხა კატომ და კვერცხი გატეხა. -მე? წარმოდგენა არ მაქვს, დასაწყისისთვის სამსახური უნდა ვნახო სადმე... დღესვე დავაგზავნი სივებს.. მანამდე კი შენით უნდა დავტკბე. მუსიკას რაც შეეხება, ჯერ -ჯერობით პიანინოს ხსენებაც კი არ მინდა. ვუთხარი და ვეცადე გამეღიმა, თუმცა რამდენად გამომივიდა არ ვიცი. -უიი მართლა, დღეს ბიჭები ამოვლენ, გუშინ გავიცანი. ვუთხარი კატოს და მაგიდასთან მოვკალათდი. -ვინ ბიჭები კაცო? როდის მოასწარი? მკითხა მან და ტაფაზე პურის ნაჭერი მოათავსა. მე კი ყველაფერი დეტალურად მოვუყევი. -აჰაა... გასაგებიაა... და ხომ არ მოგწონს ეგ უტა შემთხვევით?? შემპარავად გამიღიმა კატომ და ჭიქაში წყალი დაისხა. -ვერ ხარ შენ? ამდენი ხანი რას გიხსნიდი აბა? მეგობრები ვართ! მეგობრები. ისე, როგორც მე და შენ ! და მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთი დღეა რაც ვიცნობ, კარგად გავუგეთ ერთმანეთს, იმიტომ რომ ერთნაირი პრობლემები გვქონდა, ამიტომ დარწმუნებული ვარ, საუკეთესო მეგობრები გავხდებით. გავწიწმატდი მე და კატოს ხელიდან გამოვტაცე მომარჯვებული ჭიქა. -ოჰ... როგორ გაბრაზდი .. გაეცინა მას. -კი არ ვამტკიცებ არაფერს, უბრალოდ ვარაუდი გამოვთქვი და შენ ისე გაბრაზდი, აღარ ვარ დარწმუნებული.. სიცილს არ წყვეტდა. -კატოოო.... შევუღრინე მე და სამზარეულოდან გავედი. -დავაი.. დავიწყეთ ახლა სახლის დალაგება .. შევძახე და მუსიკას ბოლო ხმაზე ავუწიე.. cake-I will survive ჩავრთე და ცეკვა-ცეკვით შევედი ისევ სამზარეულოში , სადაც მოცეკვავე კატო დამხვდა , თეფშებით ხელში. -რას აკეთებ?? ვკითხე მაღალ ხმამაღლა, რომ მუსიკის ჟღერადობა გადამეფარა. -ვქარგავ. ვერ ხედავ რას ვაკეთებ? მაგიდას ვალაგებ! მიდი, შენ საწოლები გაასწორე. ბრძანება გასცა კატომ და თეფშები ნიჟარაში ჩააწყო. -მტერი შემოვუშვი ხალხხო სახლში, მტერიიი...... ხელები ზევით ავღმართე, ოთახისკენ წავედი და თან ტანი ახალ სიმღერას ავაყოლე , ამჯერად N’to –time -ს ვუსმენდი და თან საწოლებს ვასწორებდი... ისე გავერთეთ სახლის ლაგებით, რომ ვერც კი ვიგრძენით, როდის შებინდდა. -მაართააა... მისაღებში ყრუდ გავიგე კატოს ყვირილი მუსიკის ხმაში. -ჰოოუუ.... გავძახე მეც . -კარზე ზარია, გააღე რა... მეც ფეხზე წამოვდექი და ისევ ცეკვა-ცეკვით მივედი კარამდე და მომღიმარი უტა ორ ბიჭთან ერთად სახლში შემოვუშვი. ბიჭები მაშინვე გამახსენდნენ გუშინდელი საღამოდან... -რა ამბავია გოგო?? მთელ ეზოში ისმის მუსიკის ხმა.. გიჩივლებენ მეზობლები. გაიცინა უტამ და ლოყაზე მაკოცა. -რა არ მოგწონს ერთი? გამეცინა მეც.. -რატო, მე მომწონს.. მითხრა ბიჭმა, რომელიც უტამ „გაბრიელად“ გამაცნო და СUT-papaoutai-ს აყვა სიმღერით. -ყურადღება არ მიაქციო, ზედმეტად მხიარული და კომუნიკაბელურია. მითხრა მეორე ბიჭმა თბილი ღიმილით. -მე მათე ვარ. განაგრძო მას შემდეგ , რაც მოცეკვავე გაბრიელს თვალი მოვაშორეთ და ხელი გამომიწოდა. -სასიამოვნოა. მე მართა ვარ. გავუღიმე მათეს და სამზარეულოში შევუძეხი სამივეს. სადაც კატო გავაცანი. -აჰაა... ესეიგი შენ ხარ კატო? მესაუბრა გუშინ შენზე მართა. გაუღიმა უტამ. -კიი მე ვარ. იმედია, ცუდი არაფერი გითხრა ხო? იკითხა კატომ, მაგრამ პასუხს აღარ დალოდებია.. -რა მაგარიააა..... იყვირა ბოლო ხმაზე და იმ წამს ჩართულ სიმღერას „uptown funk”-ს ცეკვა-სიმღერით აყვა. მე გამეცინა და კატოსკენ ასევე ცეკვით მიმავალ გაბრიელს გავაყოლე თვალი და გამეცინა. -იპოვა თავისი ჭკუის რა გინდა... ხელები გულზე გადაიჯვარედინა მათემ და მაგიდას მიეყრდნო. ორივეს გაგვეცინა მის სერიოზულ სახეზე... რამდენიმე წუთი ვუყურეთ მოცეკვავე წყვილს, რომელმაც მართლაც კარგად გაუგო დროის ზედმეტად მოკლე პერიოდში ერთმანეთს , შემდეგ კი ისევ მათემ წამოიწყო საუბარი. -ბიჭო, რაო გუშინ ნინომ? ისე კითხა უტას, თითქოს მე იქ საერთოდ არ ვყოფილიყავი. -რა უნდა ეთქვა, კისერზე ჩამომეკიდა. მომენატრე , რამდენი ხანია არ მინახიხარო და თავისი თბილი კოცნებით დამავიწყა , როგორი უბედური ვარ.. ჩაილაპარაკა ხითხითით უტამ და მოცინარ მათეს მხარზე ხელი დაარტყა. -ისე ზედმეტად ცხელია, ხო იცი? წამით იმისაც კი შემეშინდა , არ დამწვასთქო. სიცილს განაგრძობდა უტა. -ეეე... ხომ არ გავიწყდებათ, მე ც რომ აქ ვარ? ჩავილაპარაკე გაბრაზებულმა და ჯერ ჩემს მარჯვნივ მდგარ უტას ავუბღვირე, მერე კი მარცხნივ მყოფ მათეს ჩამოვუბღვირე, რომელიც სიცილისგან ჩაკეცილიყო. -მაიცა რა, შენ ძმა ხარ, რა გვაქვს შენთან დასამალი.. სიცილით განაგრძო უტამ და მხარზე ხელი გადამხვია. -ჰოოო... სულ ვოცნებობდი, რომ 22 წლის ასაკში უფროსი ძმა მეპოვნა.. ღმერთოო მადლობააა... წამოვიყვირე მე და ხელი იქამდე „ავხვიე“ სადამდეც ავწვდი. ამაზე კი უფრო მეტად გახალისდა და ცოტა დაიხარა, რომ ხელის გადახვევა მეც შემძლებოდა. -აუუ მშიაა.. რა გაქვთ საჭმელი? მკითხა მათემ და გარშემო მიმოიხედა. -არც არაფერი, მეგონა თქვენ მოიტანდით. ოთახში შემოვიდა კატო და გაბრიელიც უკან მოყვა გაწვრთვნილი ლეკვივით. -ეე... ეგ კი აღარ მოგვფიქრებია.. წამო კაატ ჩავიდეთ რამე ამოვიტანოთ რაა... ჰკითხა დასერიოზულებული სახით გაბრიელმა... -წამო გაბი წამოო,, ისევ ჩვენ ვიზრუნოთ ამათზე , თორემ დავრჩებით მშივრები და ეგ იქნება.. თავი გადააქნია კატომ და გაბრიელთან ერთად გავიდა.. როგორც კი კარი გაიხურეს , მაშინღა მოვედით გონზე და ისეთი სიცილი აგვიტყდა , ფეხზე ვეღარ ვიდექით. -არაა... ამათმა როდის მოასწრეს ასე დაახლოვებაა??? ცრემლებს იწმენდდა უტაა და მუცელზე ხელს იჭერდა. -რავიცი, რას გაიგებ, ჯერ კიდევ გუშინ ისეთი მოწყენილი იყო, მეგონა მთელი თვე დეპრესიაში იქნებოდა,ეს კიდევ.... გამეღიმა მეც. -ბიჭო , ბაბის დავურეკოთ რა, ცოდოა მარტო სახლში. თქვა მათემ და სანამ უტა პასუხს გასცემდა, აივანზე გავიდა. -ვინაა ბაბი?? ვკითხე უტას. -ჩემი დაა. ხომ არ გეწყინება, რომ ამოვიდეს? დედა სამსახურშია და მარტოა სახლში. -არაა.. ხო არ გადაირიე, რა უნდა მეწყინოს, მოვიდეს კაცო, რაც მეტი ვიქნებით, მით უკეთესი. ვთქვი მე და უტას გავუღიმე. დაახლოებით 15 წუთში ბარბარე მართლაც ჩვენთან იყო. რომ დავინახე მაშინვე მივხვდი, რომ უტას და იქნებოდა. მასავით შავგვრემანი იყო, შავი თმით და ღამესავით შავი თვალებით. აღფრთოვანებული დავრჩი გოგონას უშუალობით და სულ გადამავიწყდა ბიჭების არსებობა. სამზარეულოში ვისხედით ყავის სმით გართულები. უტა და მათე კი აივანზე იდგნენ. -გაბრიელი სადაა?? მკითხა ღიმილით ბაბიმ და ყავა მოსვა. -ჩემს დაქალთან ერთად ჩავიდა საჭმლის ამოსატანად, რამე თუ გინდა შენც დაურეკე და წამოიღებენ. -არაა.. არაფერი. კიდევ რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ უტა შემოვიდა ოთახში. -აბა ბარბარე, როგორ მოგეწონა ჩემი ძმა? იკითხა მან და ხელი გადამხვია. -რაა?? ვინ ძმა უტა? გაოცდა ბაბი და ინსტიქტურად მათეს ახედა. -ეგ ძველი ძმაა გოგო, მე ახალ ძმაზე გეუბნები, აი ამაზე. ჩემზე მიუთითა უტამ და გაიცინა. -რა იდიოტი ხარ უტა... რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ ბიჭსა და გოგოს შორის, ასეთი ახლო მეგობრობა არ არსებობს.. ჩაიღიმა ბაბიმ. -არ შემიძლია ბარბარეს არ დავეთანხმო.. შემოგვიერთდა მათეც, -უბრალოდ მეგობრობა კი, მაგრამ თქვენ რაღაც ზედმეტად დაძმაკაცდით, თან მოკლე დროში და ეგეთი მეგობრობა არ არსებობს , შანსი არაა.... ჩაეღიმა მათესაც და თვალი ჩამიკრა. -როგორ არაა.... ერთხმად წამოვიძახეთ მე და უტამ , ამით კი მათეს და ბაბის დაცინვაც დავიმსახურეთ. მალე გაბრიელი და კატოც მოვიდნენ ,პიცით და უამრავი გემრიელობით, რომლებიც ტელევიზორის წინ, პატარა მაგიდაზე მოვათავსეთ და დიდი ხნის ომის და დაგნარის შემდეგ „მეფე ლომი“ ავირჩიეთ საყურებლად... არ დავარღვიე ტრადიცია და კიდევ ერთხელ გულამოსკვნილად ვიტირე, როცა მუფასა დაიღუპა და სიმბა უმამოდ დარჩა, ამით კი რა თქმა უნდა გარშემომყოფების არაადამიანური სიცილი გამოვიწვიე... სტუმრები მალე წავიდნენ.. მე და კატომაც ცოტა ვისაუბრეთ და დავიძინეთ.... დღეები დღეებს მიყვებოდა... უტას კი ყოველ წამს უფრო მეტად ვუახლოვდებოდი და „ვუძმაკაცდებოდი“.. 24 საათი ერთად ვიყავით... კატომ დაპირებისამებრ ვოკალის განხრით გაანაგრძო სწავლა, ბაბი უნივერსიტეტში დადიოდა, გაბი და მათე კი თავიანთი ბიზნესის გაფართოვებას ცდილობდნენ... შედარებით რთულად ჩემთან და უტასთან იყო საქმე... დავრჩით ორი უსაქმური ერთმანეთის შემყურე.. იმ დროს, როცა სხვები თავიანთი საქმით იყვნენ დაკავებულები, ჩვენ ან ფილმებს ვუყურებდით, ან ვსეირნობდით, ან გოგოებს „ვათვალიერებდით“, ან მაქანის ტარებას მასწავლიდა და ესე გადიოდა დრო... მაგრამ ჩემი საარსებო დანაზოგი ნელ-ნელა იწურებოდა და სამსახურის ძებნაც აქტიურად დავიწყე.. ერთ დღესაც გაბუსხულმა ავაკითხე უტას, თუმცა ლელა დეიდაც სახლში დამხვდა და კიდევ ერთხელ დაგვცინა ორივეს... უსაქმურები ხართო. ჩვენც კიდევ ერთხელ ავიტანეთ დაცინვა და ის იყო, სავარაუდო სამსახურების განხილვა უნდა დაგვეწყო, რომ უტას დედამ შემოგვთავაზა იდეა. გამომდინარე იქიდან, რომ უტას მამა საკმაოდ წარმატებული ბიზნესმენი იყო, გარდაცვალების შემდგომ თავის ოჯახს დაუტოვა თავისი სამშენებლო ფირმა, რომელსაც ლელა განაგებდა. ვინაიდან ფირმის მომავალი მმართველი უტა უნდა ყოფილიყო, გადაწყვიტა, რომ დრო იყო მუშაობა დაეწყო დაბალ თანამდებობაზე და თავისით განეგრძო კარიერულ კიბეზე ზევით სვლა. ამიტომ ლელამ მენეჯერის პოზიცია შესთავაზა, მე კი მისი მდივნის... -აჰააა დღეიდან კი ნამდვილად 24 საათი ერთად მოგვიწევს ყოფნა. გაეცინა უტას და ისე, რომ ჩემს პასუხს არ დალოდებია, ლელას თანხმობა განუცხადა და თავის ოთახში წამათრია. -ვერ ხარ შენ? იქნებ არ ვიყავი მე თანახმა.. ამოვიბურდღუნე მას შემდეგ, რაც კარი მივხურეთ და მის საწოლზე არ წამოვწექი. -ოოო... ნუ ბოდიალობ რა.. სადაც მე იქაც შენ .. თქვა და მაისური ერთი ხელის მოსმით გაიხადა და მთელი სისრულით გამოაჩინა შოკოლადის ტანი... უცნაურად გამაჟრჟოლა მისი კუბიკების და დაკუნთული მკლავების დანახვისას და თვალი მოვაშორე. -რა სტრიპტიზი მომიწყვე, სუ გადაირიე? ვკითხე და თავი ბალიშში ჩავრგე,რომ ჩემი გაწითლებული ლოყები არ დაენახა. -კარგი მართა რა, რა გოგოსავით იქცევი ოოო... მითხრა და კარადიდან ტანსაცმლის გადმოყრა დაიწყო. -შენ წარმოიდგინე, ვარ კიდეც გოგო... გავბრაზდი მე. -ჰო ჰოო... ერთი შენ ხარ გოგო და მეორე მე პრიმა ბალერინა. დამცინა ისე, რომ ტანსაცმლის ძებნისთვის თავი არ დაუნებებია. პირველად მეწყინა ასე, რომ გოგოდ ვერ აღმიქვამდა, თუმცა არაფერი მითქვამს. უფრო ღრმად ჩავმალე სახე მის ბალიშში და ღრმად შევისუნთქე მისი სუნი. - ეს კაია?? მკითხა ცისფერ პერანგზე, რომელიც იდაყვებამდე აეკეცა და დაძარღვულ მკლავებს აჩენდა. -გააჩნია რისთვის. ჩავიბურდღუნე ჩემთვის. და კიდევ ერთხელ შევათვალიერე მისი უნაკლო აღნაგობა. -აი იმ გოგოს ვხვდები, წინაზე რომ მოგიყევი, ნატალის. იცი რა გოგოა? კისრიდან ეწყება ფეხები... ქუჩაში ნორმალურად გავლას არ აცდიან, ყველა ზედ უყურებს... ეგეთი ლამაზი გოგო რავი რაა..... მე გულდაწყვეტილი ვუსმენდი გაბრწყინებულ უტას და მთელი ძალით ვცდილობდი ყელში გაჩხერილი ბურთის გადაყლაპვას. -რა ჯანდაბა მჭირს, რა იყო.. პირველად გავიგე,რ ომ გოგოდ არ აღმიქვამს? თუ იმაზე მწყდება გული, რომ ვიღაც გოგოზე ასეთი აღფრთოვანებით ლაპარაკობს?? დაწყნარდი მართა... ძმაკაცებზე ასეთ რამეებს არ ფიქრობენ.... ვფიქრობდი გულში , თუმცა რეალობა სულ სხვაგვარი იყო.. აშკარად ვეჭვიანობდი და არ მინდოდა, რომ ის მაისური ჩაეცვა,რომელიც მე ასე ძალიან მიყვარდა. -არა. არ მინდა ეგ პერანგი რომ ჩაიცვა. ვუთხარი გაბუსხულმა. -რატო?? არ მოგწონს? გაკვირვებულმა შეათვალიერა თავისი თავი სარკეში. -რომ მომწონს მაგიტომ არ უნდა ჩაიცვა. მარტო ჩემთან ჩაიცვი ხოლმე და იმ შენ ტურფებთან რამე სხვა მოირგე, ზედმეტად ბევრი ტანსაცმელი გაქვს და დარწმუნებული ვარ, აარჩევ რამეს. ვუთხარი გამწარებულმა , საწოლიდან წამოვხტი და ოთახის კარი გავიჯახუნე. მესმოდა, როგორ მეძახდა, მაგრამ არ გავჩერებულვარ, ლელა დედიდას კარგათთქო მივაძახე და გარეთ გამოვვარდი. -არა, რა მჭირს ? პირველად ვხედავ, რომ ვიღაც გოგოსთან მიდის? რას ვბრაზდები??? ვფიქრობდი და უკვე სახლში მისული საკუთარ გამოსახულებას ვათვალიერებდი სარკეში. -ჯინსის დახეული შარვალი, კედები და 4 ზომით დიდი მაისური მეცვა, თმა კი უწესრიგოდ მქონდა აკოსილი. -არა დაკლება ნამდვილად არმაწყენდა. გამოვუტყდი ჩემს თავს გულდაწყვეტილი და ტელეფონი გავთიშე, რომ უტას ზარებისხმა აღარ გამეგო. ფანჯარასთან მივედი და დავინახე, როგორ ჩაჯდა „შოკოლადის ბიჭი“ მანქანაში. მაისური გამოეცვალა. შავი, მოკლემკლავიანი მაისური ეცვა. გამეღიმა.. მაინც დამიჯერა... ორ დღეში უტასთან ერთად მათ ფირმაში ვიყავი და ვცდილობდი, მაქსიმალურად დამემახსოვრებინა ის, რასაც ლელა გვეუბნებოდა.. რასაც უტაზე ვერ ვიტყვით.. მთელი დღე სადღაც დაფრინავდადა ჩემს ჩხუბზე არ რეაგირებდა. -ეეე სკვინჩა... რას აკეთებ? მომიახლოვდა ყურებამდე გაღიმებული უტა და ჩემს მაგიდას დაეყრდნო. -შენს საქმეს.. შევუღრინე მე და ისე,რომ ზედ არ შემიხედავს, საბუთების თვალიერება განვაგრძე. -გავიდა უკვე ჩვენი სამუშაო დღე. თან ერთი საათია უკვე.. მითხრა მან. მეც ინსტიქტურად საათს დავხედე. 8 საათი იყო უკვე. ფეხზე წამოვდექი და მერეღა ვიგრძენი დაღლილობა. გავიზმორე და იქვე მიგდებულ ჩანთას დავწვდი. უტას გვერდი ავუარე და ლიფტისკენ წავედი. -ეეე.. სკვინჩა კაი რაა...მეც დაღლილი ვარ. მაგრამ მართლა ძალიან მჭირდები, ხო იცი ისე არ გთხოვდი.. უკან მომყვებოდა უტა და გაუჩერებლად ლაპარაკობდა. -აი შენ თავს ვფიცავარ მეწყინება...აუ კაი სკვიჩა რაა... მართაა..... მითხრა ბოლოს გაბრაზებულმა და გაჩერდა. -ოოო... რა გინდა, რა ჯანდაბა გინდა, ამოღერღე ჰაა... მივუბრუნდი შებეზრებული და როცა მისი კმაყოფილი სახე დავინახე უკან გაბრუნება დავაპირე, მაგრამ დამეწია და ხელი გადამხვია. -ასე არ ჯობს კაცო?? რას მარბენინებ ამხელა კაცს.. -ჰოო.. კაცს როგორ არა.. ჩავიქირქილე ჩემთვის , მაგრამ გაიგო. -მოგხვდება ახლა... ცალი წარბი ამიზიდა და თვალებში ჩამაშტერდა.. კიდევ ერთხელ გამაჟრჟოლა და თვალი აავარიდე. -ჰაა.. აღარ იტყვი რა გინდა? -ჩვენ ახლა ერთ ადგილას წავალთ და გზაში შენს წუწუნს არ მოვისმენ... კარგი?? მკითხა და თხოვნით სავსე მზერა მომაპყრო. -სანაცვლოდ რას მივიღებ? ვკითხე გამომცდელად. -რასაც მეტყვი. -ნაყინიიი....... წამოვიძახე პატარა ბავშვივით და თვალები გამიბრწყინდა. -ჰოო შენს ტანს ეგღა უნდა... დამცინა თავისი ჭკუით. მაგრამ მე გულში თითქოს რაღაც ჩამწყდა.. არასდროს მაინტერესებდა, რას ფიქრობდნენ ჩემზე გარშემომყოფები, არც კატოს ვაქცევდი ყურადღებას, მაგრამ როცა ეს უტამ მითხრა მერჩივნა იქვე გამსკდომოდა მიწა. -აღარ მინდა.. ვთქვი და სწრაფად მოვშორდი იქაურობას... ეს იდიოტი კი რათქმა უნდა, ვერ მიხვდა, რაც მეწყინა და უარესად მომიკლა გული. -კარგი ხოო რა დაგემართა? ერთის ნაცვლად ორს გიყიდი, კი არ მენანება, მე შენთვის ვთქვი, ჩემთვის კი არა... ვაიმეე.. მართლა მერჩივნა იმ წამს სიკვდილი.. გაქცევას ვცდილობდი. ის კი ნაბიჯით არ მშორდებოდა, ავუჩქარებდი ფეხს, ისიც უჩქარებდა, შევუნელებდი, ისიც უნელებდა. -ბოლოსდაბოლოს მეტყვი, თუ არა, რა გინდა? ვკითხე გაღიზიანებულმა და შევეცადე ბრაზი დამემალა. -ერთ ადგილას გამომყევი რა... მითხრა და ისევ ყურებამდე გაიკრიჭა. -კარგი. ვუპასუხე და სწრაფად გამოვაღე მანქანის კარი, რაც უფრო სწრაფად შევასრულებდი მის თხოვნას, მით უფრო მალე დავიხსნიდი მისგან თავს... დაახლოებით 20 წუთში ერთ-ერთ საიუველირო მაღაზიაში ვიყავით... -მიდი, რაც მოგწონს აირჩიე. მითხრა ღიმილით უტამ და ხელით მიბიძგა ვიტრინისკენ. მე კიდევ ერთხელ დამბურძგლა, უამრავი კითხვა ცვლიდა ჩემს გონებაში ერთმანეთს, მაგრამ ხმისამოღებას კი ვერ ვახერხებდი. -რატომ? ერთი ამისთქმაღა მოვახერხე და გაკვირვებულმა ავხედე მის შავ თვალებს. -ეგრეა საჭირო.. მიდი დროზე, არ გვაქვს მაგდენი დრო.. მითხრა უკვე დასერიოზულებულმა და ჩემ გვერდით დადგა ვიტრინასთან. ხმა აღარ ამომიღია, ოდნავ გავუღიმე და სამკაულების თვალიერება დავიწყე. საბოლოოდ კი ძალიან ძალიან ნაზი „კულონი „ავარჩიე, ოქროს კულონზე ჭადრის პატარა ფოთოლი იყო გამოსახული და ოქროს ძალიან თხელ ძეწკვზე ეკიდა, იმდენად თხელი იყო, რომ ყელზე რომ მოვირგე, საერთოდ აღარ ჩანდა... უტას მოეწონა ჩემი არჩევანი და საჩუქრად შეაფუთინა კონსულტანტს. -შეფუთვა აღარ იყო საჭირო. ვუთხარი მას შემდეგ , რაც გარეთ გამოვედით და ღიმილით შევხედე უტას. -როგორ არა, აბა ისე ხომ არ მივუტანდი? მკითხა გაოცებულმა. -ვის ხომ არ მიუტანდი? თვალები გამიფართოვდა გაოცებისგან. -ნატალის, აბა ვის უნდა წავუღო? -აა... ნატალის... მე ვიფიქრე რომ... ღმერთო რა სულელი ვარ. რა იდიოტი ვარ, მე კიდევ.... ვფიქრობდიჩემთვის და მაქსიმალურად ვცდილობდი , რომ იქვე არ მეტირა... მაგრამ გარე განათება ჩაქრა და ჩემი შეუკავებელი ცრემლებიც ვეღარ დაინახა უტამ... -რას ფიქრობდი? ჩამეძია ის. -არაფერს.. ვიფიქრე სხვა გოგოსთვის უნდათქო... ვიცრუე ურცხვად. -ჰოო... ვიცი , რომ ბევრი გოგო მყავდა, მაგრამ ნატალიმ რაღაც სხვანაირად გამიტაცა.. მითხრა მან და ტელეფონიც აუწრიალდა. -ვიცი ვიციი.. დავაგვიანე, მაპატიე. სად ხარ? კი კიი ვიცი! 15 წუთში მანდ ვარ. შემდეგ კი ტელეფონი გათიშა და მანქანა გააღო. -სკვინჩა. მე წავედი, ნატამ დამირეკა , ნაყინი სხვა დროს იყოს რა , შენით ხო მიხვალ სახლამდე? მომაყარა უტამ... მაგრამ პასუხის მიღება ვერც ერთ წინადადებაზე ვერ მოასწრო, რადგან სანამ პირს გავაღებდი მანქანა დაქოქა და დაუმშვიდობებლად მოსწყვიტა ადგილს.... უკვე მეორედ დამტოვა ბნელ ქუჩაში მარტო და ვიღაც გოგოსთან გაიქცა... მწარედ გამეღიმა.... ყურსასმენები მოვირგე და ფეხით გავუყევი ბნელ ქუჩას. მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ არ მეტირა, მაგრამ მერე coldplay-fix you დაიწყო და ცრემლებმა თავისით მონახეს გზა ჩემს სახეზე. ათჯერ მაინც დავაწყებინე სიმღერას ახილიდან, ტირილს კი ვერადა ვერ ვწყვეტდი... -ეეეი ლამაზო.. გავიგე ზურგს უკან ხმა, თუმცა არ შევიმჩნიე, ნაბიჯს ავუჩქარე და ის იყო, სირბილზე უნდა გადავსულიყავი, რომ უცნობმა მკლავში ხელი ჩამავლო და თავისკენ შემაბრუნა. საკმაოდ ბნელოდა და უცნობის სახე ვერ გავარჩიე.. თუმცა საკმაოდ ბრგე , რომ იყო ის კი შევამჩნიე. ყურიდან ყურასსმენი გამოვიძრე და ძალიან მშვიდად ვკითხე. -რა გნებავთ?? -ოჰ.. მომაქციე ყურადღება? მკითხა ირონიულად და უფრო მომიჭირა მკლავზე ხელი. -თუ შეიძლება ხელი გამიშვით და მითხარით რა გინდათ. ხმაში გაღიზიანება შემეპარა. -არ იცი, რომ ლამაზმა გოგოებმა ღამე ქუჩაში მარტო არ უნდა იარონ? არ გინდა ცოტა გავერთოთ? მკითხა და ახლოს მიმიზიდა თავისთან. -თქვენი საქმე არაა მე როდის გამოვალ ქუჩაში სასეირნოდ. ვუთხარი , ფეხში წიხლი ამოვარტყი და რაც ძალა მქონდა გავიქეცი. ვგრძნობდი, რომ მომდევდა, მაგრამ უკან შებრუნებას ვერ ვახერხებდი, არ მინდოდა ერთი წამითაც კი შევყოვნებულიყავი. უცებ რაღაც ჩიხი დავინახე და იქ შევვარდი. სწრაფად ავკრიფე უტას ნომერი და რამდენიმე წამი დაველოდე, მაგრამ არ მპასუხოვდა, დაახლოებით 6 ჯერ მაინც ვცადე, მაგრამ არც ერთხელ არ მიპასუხა... ბოლოს კი მათეს ნომერი ავკრიფედა იმას დავურეკე... -მათეე... მიშველე... ჩავჩურჩულე ყურმილში. -რა ხდებაა?? მიპასუხა დაძაბულმა მათემ. -ვიღაც ტიპი ამეკიდა, რაღაც ჩიხში ვიმალები და დარწმუნებული არ ვარ, კიდევ მომდევს თუ არა, მაგრამ მარტო მეშინია წამოსვლა რა, გარე განათებაც ჩაქრა და არც უტა არ მპასუხობს და შეგიძლია, რომ მომაკითხო? მივაყარე და მისი პასუხის მოოლოდინში გავისუსე. მესმოდა როგორ გაუხშირდა სუნთქვა. -ორ წუთში მანდ გავჩნდები, შენ მისამართი მიკარნახე და ფეხიარ მოიცვალო მანდედან .. მეც მისამართი ვუთხარი და ტელეფონი გავუთიშე. შემდეგ კი კიდევ ერთხელ ვცადე უტასთან დარეკვა, თუმცა არც ამჯერად არმიპასუხა... -რა სწრაფი ყოფილხარ.. გავიგე ისევ ის საძაგელი, ნაცნობი ხმა და გამაჟრჟოლა.. რაღაცის თქმა დავაპირე, მაგრამ თმაში წამწვდა და კედელს მიმანარცხა სახით. მე მწვავე ტკივილი ვიგრძენი შუბლზე და დაბლა დავვარდი.-ბ...ო.. როგორ გაბედე და ფეხი როგორ ამომარტყი... ამას არ შეგარჩენ, მე უბრალოდ გართობა მინდოდა და ახლა მომიწევს, ჯერ ჭკუა გასწავლო და მერე გავერთო. ჩაისისინა, ისევ თმაში ჩამბღუჯა ხელი და ზევით ამწია, როგორც კი ფეხზე დავდექი, მუში გამარტყა ლოყაში, ვიგრძენი, როგორ გამისკდა ტუჩი.. ისევ ძირს დავეცი, ბუნდოვნად ვხედავდი ყველაფერს, ყვირილი მინდოდა, მაგრამ პირიდან მხოლოდ ხრიალისბგერები ამომდიოდა...-ყვირილი გინდა ხოო??? აბა ვნახოთ ამის მერე თუ დაგრჩება ძალა საყვირლად, მითხრა და ამჯერად მუცელში ამომარტყა წიხლი მთელი ძალით ... სიმწრისგან მოვიკუნტე... სიმწრის ცრემლები და სისხლი ერთმანეთს ერეოდა ჩემს სახეზე... თუმცა მაშველი არსად ჩანდა... კიდევ ერთი წიხლი ვიგრძენი მუცლის არეში, მაგრამ ისე აღარ მტკენია... სიმწრისგან უფრო მოვიკუნტე და სახეზე ავიფარე ორივე ხელი... მანქანების მუხრუჭების ხმამ გააყრუა იქაობა. ერთი მანქანიდან მათე გადმოხტა, მეორედან კი უტა და გაბრიელი გადმოცვივდნენ.. უტა ჯერ ჩემთან მოვიდა.. -სკვინჩა, სკვინჩა.. გესმის?? მაპატიე გევედრები, მაპატიე გთხოვ... ღრიალებდა და მისი ცრემლები სახეზე მეცემოდა და ჩემსას უერთდებოდა. ჩემი სახე ხელებში მოიქცია და როცა დაინახა ერთიანად დასისხლიანებული ვიყავი, ხელში ამიყვანა და თავისი მანქანის უკანა სავარძელზე მიმაწვინა.. ორ წუთში მოვალო ჩამჩურჩულა და უკან გავარდა. საშინელი ღრიალის და გინების ხმა მესმოდა... დარჩენილი ძალები მოვიკრიბე და მანქანიდან გადავბობღდი. ვხედავდი, როგორ გამეტებით ურტყამდა უტა უცნობს. ბიჭები კი გვერდით ედგნენ, მაგრამ არ აპირებდნენ მათ გაშველებას.. უტა კი ურტყამდა და ურტყამდა. -როგორ... როგორ გაბედე და თითი როგორ დააკარე... მოგკლავ.. გეფიცები არ გაცოცხლებ.. შენ იცი საერთოდ... იცი ვინაა?? იცი რას ნიშნავს ჩემთვის?? რა იცი რაა.. არაფერი.. არაკაცო... რამე რომ მოუვიდეს.. ვაიმე.. მოგკლავ... ღრიალებდა... ნაწყვეტ-ნაწყვეტ უტა... მუქარას, ღრიალს და გინებას პერიოდულად მისი ხავილი აჩერებდა ხოლმე... -უტა... უტა... წამიყვანე აქედან გეხვეწები... მივედი უტასთან და ვცადე რომ გონზე მომეყვანა. როგორც კი დამინახეს, ბიჭებმა მაშინვე მოაშორეს ძმაკაცი უცნობს და გვერდით გასწიეს. მაგრამ უტა არ წყნარდებოდა...მაინც ღრიალებდა და საცემრად იწევდა.-უტააა....... ვიღრიალე უკანასკნელი ძალით და შევძელი კიდეც მისი გონზე მოყვანა, მაშინვე გაჩუმდა და მე შემომხედა, წამში ჩემთან გაჩნდა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია.. -მართა... სკვინჩაა... მაპატიე გთხოვ.... ვგრძნობდი, რომ იმ წამს ჭკუაზე არ იყო... მაგრამ ძალა არ მქონდა, რომ დამემშვიდებინა. -უტა.. სახლში წამიყვანე გთხოვ.. ამოვიხავლე და თვალებიც დამიბნელდა................ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.