შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ჩემი გახდები?!... (თავი 23)


13-03-2016, 03:03
ავტორი aleqsandra
ნანახია 5 213

ზოგჯერ მგონია,რომ ბედისწერა ჩემს თავზე უბედობის ბორბალს ატრიალებს....ხანდახან ისიც მგონია,რომ მარტოოობისთვის ვყავარ გამეტებული. ადრე ჩემს ირგვლივ უამრავი ადამიანი იყო დღეს კი - მარტო ვარ სულ მარტოოო.... უბრალოდ ყველა გაქრა მაშინ,როდესაც მათ გარეშე ჰაერი ცოტაა,ფილტვებს ჟანგბადი არ ყოფნით,თვალებს კი მლაშე სითხე, რომ ერთი ამოვიგმინო და ასე მდუმარედ არ მდიოდეს ცრემლები....კივილი მინდა,მაგრამ ხმა არ მაქვს,რა დამემართა მე ხომ მუდამ ზღვასავით მეამბოხე სული მქონდაა?! მე ხომ მუდამ ვეომებოდი ყველას და ყველაფერს?! ნუ თუ ცხოვრებამ დაამაჩოქა,თანაც ისე რომ ფეხზე ვეღარ ვდგები ტკივილისგან და ხელის შემშველებელიც არავინ მყავს...ნუთუ ჩემი სულის მელანქოლიამ უნდა გამიდოს ის ხიდი,რომელიც აუცილებლად ჩაწყდება.... და დიდმა შავმა ხვრელმა მშთანთქოს?! ნუ თუ ამ გასაჭირს ვერ გადავიტან?! ვფიქრობდი და წკაპუნა წვიმას უერთდებოდა ჩემი ცრემლთა დინებაც,ბოლოს ყველაფერმა დამღალა და ღვინით სავსე ბოკალი მოვიყუდე და სრულად გამოვცალე.
-გაუმარჯოს ჩემს წარსულს,აწმყოს და მომავალს! ვთქვი და ახლად შევივსე შავი სითხით სასმისი.
************* **************** **************
-უმისოდ ყველაფერი ცარიელია დაადა,უმისოდ სული მეყინება....მისი ბუზღუნი,წუწუნი,კივილი,ყვირილი რომ არ მესმის ვგიჟდები ცხოველს ვემსგავსები,უდედოდ დარჩენილ ცხოველს,რომელსაც სითბო უნდა,რომ ცივ ზამთარს თავი დააღწიოს და შეხვდეს სურნელოვან გაზაფხულს.....მისი სურნელი რომ ვიგრძნო უკვე ყოველ წამს ვეხები მის ნივთებს.... განადგურებული იყოოო ალექსანდრე ნაკაშიძე.
-კარგი რა ძმაო,დამშვიდდი,არ მომკვდარა ის ისევ აქაა ჩვენს გვერდით,მხოლოდ რამდენიმე კვარტალი გაშორებს მის სითბოს... დადა ცდილობდა დაეწყნარებია,მაგრამ ასეთი ალექსი მასაც ტკიოდა უკვე დღეს.
-მეხუთე დღეა წავიდა დად და არ დაურეკავს,მისი არაფერი ვიცი...არ ვიცი რას ჭამს,რას სვავს,რას აკეთებს სულ მარტო...როგორ სუნთქავს არ ვიცი და ეს მანადგურებს...
-კარგი ახლაა,სულ სამი დღის მოყვანილი გყავდა სახლში და დავიჯერო სულ აკონტროლებდი რას ჭამდა და სვავდა?! ნუ პანიკიორობ.... ახალი ნაპასი დაარტყა დადამ და ისე გააბოლა,რგოლი მოხატა,კუპრმა ჰაერში.
-მე მას სამსახურში,მაინც ვხედავდი,ვიცოდი რას აკეთბდა,როგორ იყო ახლა კი არაფერი არ ვიცი... ხელი ჰკრა ლარნაკს და ნამსხვრევებად აქცია,ეს დადამ აინუნშიც არ ჩააგდო და ისევ იგივე ემოციით განაგრძო საუბარი.
-დავიჯერო სულ არაფერი არ იცი?! დაეჭვებით ჰკითხა დადამ და ფართოდ გაიღიმა.
კარგად გიცნობ ნაკაშიძე,რაიმე მაინც გეცოდინება,მიდი თქვიი,ასე არსად გაუშვებდი შენ იმას.
ცოტა ხანს თავჩაქინდრული იჯდა მდუმარედ,მერე კი დუმილი დაარღვია.
-მისი მეგობრის ბინაშიაა,ლუკა აედევნა უკან...იმ ღამესვე გაუვლია,მარკეტში,მასმერე არსად გასულაო ლუკამ....
ნეტავ რას აკეთებს?! ისევ ამოილუღლუღა და ვისკის ჭიქაზე,რკალი მოხაზა.
ალბად წიგნს კითხულობს დადა ხომ?! ან ტელევიზორს უყურებს,მას ხომ ამისთვის არასდროს ეცალაა...ანდაც ალბად კარტს თამაშობს...
-ხო ალბად ჯოკერს თამაშობს,სულ ნაძლევზე! სულ გაუბერე ა,რა წიგნი,რა ტელევიზორი ან რა კარტი, ქალი ყველაფრისგან მოსაწყვეტად გაიქცა შენ კი..... გამაგიჟებ მეე....
-როდის გაიდგა შენში ასე ფესვები გედენიძის ქალმა ალექსანდრე?! ბოხმა ბარიტონმა გააპო ირგვლივ ჰაერი.
-მამაა....შენ...შენ აქ რას აკეთებ?! დაბნეული და გაკვირვებული საუბრობდა უმცროსი ნაკაშიძე.
-გეგონა,რადგანაც მოსვლა აგვიკრძალე არ მოვიდოდი?!
ერთი რამ მითხარი კარგი?! უყოყმანოდ დაუქნია ზურას შვილმა თავი.
-შეიძლება ადამიანს ადამიანის დაცვა გინდოდეს....შესაძლოა ისიც გინდოდეს,რომ ჰქმნა სიკეთე,მაგრამ სიკვდილზე არცერთი სიკეთის ანგელოზი არ მიდის ამ დროში,შენ რატომ მიდიხარ ამ გოგოს გამო?! მითხარი,რატომ ხარ ასე მასზე მიჯაჭვული,შენი პირით მითხარი მიდი... ზურა ელოდა იმ სიტყვის მოსმენას,რომელიც ალექსის პირიდან არასდროს მოესმინა ჯერ.
-ძალიან უბრალო თუმცა ბრალიანი მიზეზის გამო მაა,მე ის.... აქ შეყოვნდა.
-მიდი თქვიი,აღიარე შილო,მიდი... ალექსსმა თავი გადააქანა.
-მე ის მიყვარს... ჩემს თავზე მეტად მიყვარს მააამა!
-როგორც იქნა დადა,ვეღირსეთ აღიარაა,გამოტყდა! ზურას სიცილის ხმა სახლს ახმაურებდა და დაღონებულ შილს გულში იხუტებდა.
-ჩვენ კი გვეღირსა,მაგრამ მას როდის ეტყვის ესააა,საქმე ზურა ძიაა...
-ის ამას ვერასდროს გაიგებს და აქვე მოკვდება,ამაზე საუბარი გასაგებიაა?! ეს რომ მან გაიგოს მას მე ვეღარ დავიცავ,მას კი ვჭირდები.... უმისობა მკლავს, 5 დღე გავიდა ისე,რომ წამით არ მინახავს.... დადა ასეთ მდგომარეობაში მყოფს რომ უყურებდა ძმაკაცსს,გული ეკუმშებოდა,უეცრად რაღაც მოაგონდა და იმედიანად გაიღიმა.
-გინდა მე ვნახო,რას აკეთბს,გინდა გავიგო როგორააა?!
-რათქმაუნდაა. ალექსი მაამას მოშრდა და ძმაკაცს მხარზე ხელი დაკრა.
-მისამართი მომეცი...
-არაა,ეგ არ გამოვა....იფიქრებს რომ მე გაგზავნე და არა,რომ შენი ნებით მიხვედი იქ... ღიმილიანი სახე უეცრად კვლავ მოეღუშა ნაკაშიძეს.
-ნუ სულელობ,მე მინდა და მივდივარ იქ...შენ არაფერს გეკითხები და არც იმას....განა შენთან მეგობრობა თუ შემიძლია,მასთან ვერ ვიმეგობრებ?!
-დადა ძაალიან კარგი ბიჭი ხარ! ზურამ შეაქო შვილის მეგობარი.
-ის ბედოვლათი თემო სად ჯანდაბაშია,ის რომ მივიდეს კიდევ ხო,მეგობრები არიან ეგენი,მაგრამ შენ არაა....
-რა არაა...მეგობრობას შევთავაზებ,თემოზე ნაკლები რითი ვარ?! თემოს ეპატიება ახლა არ სცალია ჩვენთვის თავის ბუდეს იწყობს... თქვა და გაიღიმა.
-რაა?! გაუკვირდა ნაკაშიძეს.
-ხო ბუდეს,იწყობს ..ერთი გოგო სერიოზულად მოწონს და დასდევს. კაი წავედი მე მომეცი ეგ ქაღალდის ნაგლეჯი ახლაა.... ხელიდან გამოტაცა ალექს და თვალი ჩაუკრა.
-ამაღამ მოხვალ?! კარში გადიოდა დადიანი უკვე,სიტყვა რომ დააწიაა ნაკაშიძემ.
-რავიცი არ გინდოდა რომ წავსულიყავიი,ასეო ისეოო?!..... შენთვის ყველაფერს გააკეთებს შენი ძმა. თქვა და სახლი დატოვა ღიღინ-ღიღინით.
******************************* *************************
კარზე ზარმა შემაკრთო,აქ არავის ველოდი....ვიცოდი ალექსი არ მოვიდოდა,არც დედა,არც ნიკო....სხვა კი ჩემი გულშემატკივარი არავინ მეგულებოდაა აქ.
კარგა ხნის ყოყმანის შემდეგ გავაღე კარი და გაღიმებული დადა,რომ დავინახე გავოცდი.
-დადააა?! შენ...შენ აქ რა გინდა?!....
-შენ სანახავად მოვედი...როგორ ხარ? ჩვეული სითბოოთი გაჟღენთილი ტემბრით მითხრა.
-მან გამოგზავნა არაა?! თვალები შევანათე და მანაც ურცხვად გამისწორა.
-სულაც არაა....ის ამას არასდროს მეტყვის....ის სხვაა..შენ მას არ იცნობ კარგად... ხუთი დღეა შენზე არაფერი ვიცით და წამოვედი,მაინტერესებდა როგორ იყავი.... ხმა არ ამომიღიაა,მივხვდი რომ მართლა თავისით მოვიდა და ისე ზრუნავდა ჩემზეც როგორც ალექსზე.
-არ შემომიშვებ?! ისე მკითხა გამეღიმააა და უმალ გავიწიე.
-ბოდიში კართან დაგაყენე ამ სიცივეში.
-სიცივეში თუ არაა შენთან უფრო თბილა ვიდრე გარეთ...რა იყო გოგო გათბობა არ მუშაობს კარგად?! ყინავს სახლში ვერ ხვდები?! შეშფოთებულმა მკითხა და ბატარეეიისკენ წავიდა.
-რა ვიცი...არ შემიმჩნევიაა....მე არ მცივაა...ამოვიფრუტუნეე.
-რას ჰქვია არ გცივაა,ხელები მაჩვენე...გაყინული ხარ,ხვდები შენ?! დადა კვლავ არ ცხრებოდა.
-მე ასე მაქვს სულ ხელები....გათბობას აუწია დადამ და შემომხედა კარგა ხნის შემდეგ.
-მე მართალია არ მიცნობ ისე ახლოს არ ვართ,მაგრამ ის რომ ალექსის მეგობარი ვარ არ გვიშლის ხელს ჩვენც ვიმეგობროთ...მართალია თემო არ ვარ,მაგრამ...
-თემო რა შუაშია აქ.... მე შენ ისედაც მეგობრად გთვლი...ისევ საზარელი დუმილი ჩამოწვა.
-ახლა როგორ ხარ? ისევ დადამ ითავა დუმილის დარღვევა.
-არ ვიცი...ორ სამყაროს შორის ვარ გახევებული...ვერც იქით მივდივარ და ვერც აქეთ... ჩემკენ დაიძრა და ჩემი გათოშილი ხელები აიღო ხელში,მერე მოეორეთი თავი ამაწვეინა და თვალებში ჩამხედა.
-მიდი თქვი სათქმელი,იტირე,იყვირე,გალანძღე მიდი....მე მოგისმენ,ყველა შენს გამოხტომას ავიტან....მიდი მოსიარულე მკვდრად ნუ იქცევი...მარტოობაა კი არაა ადამიანები გჭირდება შენ...გაიღე ხმა,მიდი....მისი თითეული სიტყვა გულზე ტყვიასავით მეცემოდა მაგრამ მაინც ვდუმდი,უემოციო თვალებით ვუყურებდი.
-რატომ დუმხარ,ნინუცა,რატომ?! ვერ ხვდები რომ ეს ტკივილი მარტოს მოგკლავს?! ვერ ხვდები რომ შენს თავს ანადგურებ?! წარსული დატოვე იქ სადაც მისი ადგილია,შეეშვი მისით და მასში ცხოვრებას...ცხოვრება იცი,რომ მხოლოდ ძლიერებს ებრძვის,მხოლოდ მათ რომ აჩოქებს მუხლებზე?! რადგან შემდეგ ისევ წამოდგენ! ცხოვრება სუსტებს არ ეხება ნინუც არაა....ან რატომ უნდა შეეხოს,ისინი ხომ ისედაც მთელი ცხოვრება მუხლებზე დაცემულნი არიან! მიდი ნინუც მიდი თქვი და გული დაასვენეე. ეს ბოლო წვეთი იყო,როგორ შეეძლო ამ ბიჭს ადამიანების სულში ასე ჩაწვდომა?!
-რა ვთქვა დადა რაა?! როგორ გამწირა ყველამ და ყველაფერმა?! როგორ მომატყუა ცხოვრებამაც და საზოგადოებამაც?!..... მწარედ ავქვითინდი,ამდენი დღის მდუმარე ცრემლები ალაპარაკდნენ.
მტკივა ცხოვრება მტკივა... 23 წლის ასაკში მტკივა ცხოვრება და 80-ის რომ ვიქნები წარმოგიდგენია რას ვემგვანები?! მენატრება ჩემი ოჯახი მენატრება,თბილი,ჰარმონიული და ჩემებური....ჩემს გვერდით დღეს არავინ არაა,მარტო ვარ დაადა გესმის,სულ მარტო...დღეს შენ ხარ პირველი ვინც მომიკითხა....ყველას მეც ვავნე და მათაც მავნეს...ბევრი დავაშავე,ბევრს ვატკინე....მაგრამ ცხოვრებამ ასმაგად მატკინა,ყველა პატარა ტყუილისთვისაც კი გადამიხადა დიდად სამაგიეროო.....მინდა ვიკივლო მაგრამ ვერ ვკივი დაადაა ვერაა! შენ თქვი ცხოვრებაზე,რომ მარტო ძ₾იერებს აჩოქებს,მაგრამ მე რომ ძლიერი არ ვარ რატომ მაჩოქებს,რატომ?! რატომ გამიმეტა ასე ყველაფრისთვის....რატომ არ გამახარაა წამითაც კი ისე,რომ არ გამამწაროს?!
მე დღეს ნული ვარ,ნული...არავინ აღარ მყავს,ოჯახი,მეობა,საყვარელი მამაკაცი,მეგობრები,სამსახური,პატივისცემა საზოგადოებაში,ნათესავები ყველა დავკარგე და დამრჩა მხოლოდ ბედოვლათი ჩემი თავი,რომელიც სწორად მიხვდი მკვდარიაა,მკვდარი!
ვერასდროს წარმოვიდგენდი იმას რომ ჩემი სულის ადამიანები იარსებებდნენ,თუმცა მერე გავიგე რომ არსებობდნენ,მაგრამ ორივე ნაკაშიძეებმა წამართვეს... მომიკლეს მამაც,დედაც,ძმებიც და საკუთარი თავიც....უმეოდ დამტოვეს! როგორ ვიცხოვრო მე მათთან ერთად,იმის გამო რომ ნაბიჭვარმა დემეტრემ მე ან ჩემი ოჯახის რომელიმე წევრი არ მოკლას,როგორ?! როგორ ვავნო საყვარელ ადამიანებს?! უბრალოდ რთულია ეს ყველაფერი ჩემთვის ამ ასაკში...გასააზრებლადაც კი რთულია და გასაკეთებლად ხომ საერთოდ...არ შემიძ₾იაა არაა!!! მუხლებზე დავეცი და ცხოველივით ავბღავლდი...დადა დაიხარაა,მომეხვია,ძ₾იერად მომეხვიაა და მაცადა სანამ გულს მოვიჯერებდი და როდესაც ბღავილიდან სლუკუნზე გადავედი,სამზარევლოში გავიდა და ჩაის ფინჯნებით ხელში დაბრუნდა.
-დალიეე,გამიგია,ჩაი სულის იარების ტკივილს წამიერად აყუჩებსოო.... გამიცინა და ჩაი მომაწოდა.
როგორ შეეძ₾ო ამხელა სითბოს გაზიარება არ ვიცი,მაგრამ საოცარი ადამიანი იყო ის კი ვიცი... გამოვართვი და მეც გავუღიმეე.
იქვე მინის მაგიდაზე კონიაკი მედო,ავიღე და დადას გავუწოდე,უარი მითხრა....რომ დავხედე გრადუსი არც მე მომეწონა,წამოვდექი იატაკიდან და ამერიკული ვისკი ჩამოვიღე ბარიდან... დადა უემოციოდ მიყურებდა ჯერ,მაგრამ როდესაც დამინახა ჩაიში უნდა ჩამესხა მკლავში მეცაა...
-არ გინდა... ხომ იცი ამერიკული ვისკი ბომბიაა და თან ცხელ სითხეში გაუზავებული,საშინელებააა...არ ღირს მერწმუნეე.... გაუძლებ.
-ვერ გავუძლებ....და ავხედე ამღვრეული თვალებით,მანაც ხელი შემიშვა და ჩაის ჭიქა ნახევრად ვისკით შევავსე.
ორივე ვდუმდით,ცაი გამოვცალე,მერე კი ჭიქაში ჩამოვისხი ისევ სასმელი,გამოვცალე ბოლომდე და დადიანს გავხედე,ჩაფიიქრებული იყო.
-როგორააა?! ჩემმა ხმამ შეაკრთო.
-შენსავით.... აკლიხარ მის გულს...
-კაი რა არ გამაცინო! კვლავ გადმომიგორდა ცრემლი. ის უბრალოდ თავს გრძნობს დამარცხებულად სხვა არაფერი....ჩემდამი არფერს გრძნობს იის...
-შენ გგონია ეგრე...მოდი პატარა საიდუმლოს გაგიმხელ კაი?!
-როგორც გინდა უემოციოდ ვუთხარი. და კვლავ შევივსე სასმლით ჭიქა.
-პირველ რიგში გთხოვ მომეცი უფლება ეგ ვისკი გაგიზავო კაი?! მოგკლავს ეგრეეე... ხელი წამოიღო ჭიქისკენ,მაგრამ ავუკარი. მიხვდა არ დავემორჩილებოდი და თავის ადგილს დაუბრუნდა.
კარგი,ახლა კი საიდუმლოო...შენ მას უყვარხარ ნინუც,უყვარხარ მთელი არსებით.
-უგულოს უყვარს უგულოო?! ჰაჰაჰაა...ღადაობ დადაა?! გადავიხარხარე.
როდის იყო ასე ხდებოდა როდის?! სიყვარულს გული უნდა,მას კი არ აქვს,ახლა არც მე მაქვს....
-ნუ სულელობ,შენ მას არ იცნობ კარგად....მართლა უყვარხარ...ისე მეუბნებოდა დადა რომ ალექსის ნათქვამი სიტყვები წარსულში დავიჯერებდი,რომ მართლა ვუყვარდი ნაკაშიძეს.
-თუ ვუყვარვარ ეს რანაირი სიყვარულიაა?!....თვალები მაგრად დავხუჭე და ამოვიხვნეშე.
-ახლა არ მინდა ამაზე საუბარი დადაა.... მასთან ყოფნა და მის გარეშეც ერთნაირად მტკივა..4 წლის წინ შევცდი ის რომ შევიყვარე ისე,რომ თავი დავკარგე....თუმცა ახლა ამას აღარ ეშველება,მოდი ამ ჭიქით წარსულს,ცრემლებს და იმ სიყვარულს გამუმარჯოს მის გარეშეც რომ კვდები და მისიანადაც!
****************** ******************** ***************
-შენ?!... აქ რას აკეთებ?! მარიამ ლიქოკელი,გაოცებული უყურებდა მის სიძეს.
-ვიცი არ გსიამოვნებთ,ჩემი დანახვაც კი,მაგრამ გთხოვთ შემომიშვით....უნდა ვილაპარაკოთ,ყველაფერი უნდა გავარკვიოთ. ნაკაშიძე სვენებ-სვენებით ლაპარაკობდა და ნერვიულობდა კიდეც თითქოს.
-მართალი ხარ ალექსანდრე,შემოდი. მარიამი სასტუმრო ოთახში შეუძღვა სიძეს და წვენით სავსე სასმისიც მიაწოდა. დუმილი ალექსსმა დაარღვია.
-ვიცი გძულვართ მეც და ჩემი ოჯახიც,მაგრამ მე ამ საქმეში არაფერ შუაში ვარ და არც მამაჩემი....ბიძაჩემი იყო ასეთი გულღრძო,მან მეც კინაღამ დამღუპა,მაგრამ მე გონს მოვეგე ღვთის მადლით ადრეევე....უფრთო ანგელოზი არ ვარ,მაგრამ არ ისეთი ვარ,როგორიც გგონივართ....სიტვა გააწყვეტია მარიმმა და ხელზე ხელი დაადო.
-გაჩუმდი ალექსანდრე,გაჩუმდი... მე შენ და შენი საკუთარი ოჯახი არ მძულხართ,თქვენ არაფერი დაგიშავებიათ ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის.... ასე გასინჯე მე ზაზა და მისი შვილიც არ მძულს....სიძულვილი 56 წლის ქალი ვარ და არ ვიცი რა გრძნობააა,ჩემმა შვილებმაც არ იციან რა არის ეს გრძნობა და არც მინდა ოდესმე გაიგონ მისი გემო...
ზაზამ მე მომკლა ორივე შემთხვევაში....თემო ჩემი ერთადერთი სიყვარული იყო და მან ეს სავსებით კარგად იცოდა ადრიდანვე,მე მისთვის არასდროს მიმიცია იმედი,მაგრამ შენი თქმის არ იყოს ის გულღრძო იყო,მან ვერ აიტანა ჩემი და თემოს ბედნიერება და ქორწინების 7 წლისთავზე დაამიმსხვრიაა ის...თემო საოცარი ადამიანი იყოო,უაზროდ თბილი,მოსიყვარულე,მხიარული და რაც მთავარია მან იცოდა სიყვარული ყველასი,ყველა უყვარდა,კაცთმოყვარე იყო... ნინო და გიორგი საოცრად ჰგავდნენ მაას,სახითაც კი.... ოღონდ განსხვავება ის იყო,რომ ნინო ბობოქარია,ზღვის ტალღასავით,ქარიშხალივით ბრგვინავდა სულ ბავშვობიდან... გიო და თემო კი სხვანი იყვნენ... ბევრი ვიტანჯე,მაგრამ ამ გადმოსახედიდანაც შემიძ₾ია ვთქვა,რომ ქმარ-შვილში გამიმართლაა.... ნიკო 2 წლის იყო,ნინო და გიო 5 და 6 წლისანი,როცა დაობლდნენ... მთელი ერთი წელი ტიროდნენ ნინია და გიო მამას,მერე ერიდებოდათ და ჩუმად ქვითინებდნენ ღამით.
მთელი ქონება,სახლ-კარი ყველაფერი დავკარგეთ,ამავდროულად მამა და საუკეთესო ქმარი,მაგრამ ეს ჩვენ 4-მა ერთად გადავაგორეთ,მაგრამ ბედმა ისევ გამამწარა ისედაც გამწარებული და ჩემი გიორგი წამაართვა.
ნინია და გიო ერთი სულით ცხოვრობდნენ,ისინი ერთად არ დაბადებულად მაგრამ ერთნი იყვნენ....იმ დღეს 2 შვილი კინაღამ დავკარგე,იცი ეს რა საშინელი განცდაა ალექს,არ იცი,ეს ბიძაშენმაა და შენმა ბიძაშვილმა განმაცდევიეს...
ნინია იმ დღის მერე შეიცვალაა,მოკვდა და სხვა დაიბადაა,მისი ძმა ერთჯერაც არ უტირიაა,გასვენებამდე ხმაც არ ამოუღია,მერე კი გინაღამ გაგიჟდა..... მას ცხოვრების შიში დაჩემდა....ყოველ ღამე იცი ერთსა და იმავე კოშმარს ხედავს...მე და ის ვეღარ ვუგებთ ერთმანეთს,იმ დღის შემდეგ რაც გიო მოკვდა... ნინო ამაყიაა,გიო არ იყო ასეთი საოცარი იყოო...ნიკოც დამეჯაბნააა...სხვისი შვილები ჩემთან მეგობრობენ,ჩემი ნინია კი გამირბოდაა სულ... ბევრი რამ გადავიტანე ალექს,ბევრი,მხოლოდ წისქვილის ქვა არ დატრიალდა ჩემს თავზე.
შენ რომ გაგეგო შენს შვილს იმ გვარის შვილი უყვარს ვინაც შვილი და ქმარი მოგიკლა რას იზამდი?! მიპასუხე რას იზამდი შვილო?! მარიამს ცრემლები უბრწყინავდნენ თვალებს შიგნით.
-არ ვიცი..ამოიბლუკუნა ალექსმა.
-მე შენთან საწინააღმდეგო არაფერი მაქვს....იმისიც მჯერა რომ შენ არავინ მოგიკლვს,თუმცა ცუდ ცხოვრებას ეწეოდი ეს კარგად ვიცი,მეც და შენც.....მაგრამ ადამიანები ერთჯერ ვცდებით გზას და შენც აცდი,აყევი ბიძაშენის თვითმლიქვნელობას...ეს არფერიაა.....მთვარია ახლა ისწავლე ჭკუაა... ნინო შენი შესაფერი არაა,მე ეს ვიცი,თქვენ სრულიად სხვადასხვა ფენიდან ხართ....ის სხვანაირიაა,მას კაპრიზები აქვს მუდამ....ამაყი,თავქარიანი და ბობოქარიაა.... მაგრამ სიყვარულს წესები არ აქვს და მას შენ დიდი ხნის წინ შეუყვარდი,მე ვერ შევაჩერე ამ გრძნობის დინება...ვიცი რომ შენც გიყვარს თუმცა...ეს სიყვარული ორივეს გტკენთ... მჯერა რომ ამ ყოველივეს დაძლევთ და თქვენი სიყვარულის ხეს აღმოაცენებთ. დაიხარა და თავზე აკოცა ალექსს მარიამმა.
-რომ ამბობდნენ თქვენზე საოცარი ქალიოა მართალი ყოფილაან,ქალბატონო მარიამ.... აღმოხდა გაოცებულ ალექსის ბაგეებს.
-საოცარი არავინაა უფლის გარდა უბრალოდ მე დედა ვარ და ქალი.მე ამ ეტაპზე ვიაზრებ რაც მოხდა... რომ შევძლოო და შენს სახლში ფეხი შემოვდგა სიკვდილის ფასად მიზის,მაგრამ გპირდები აუცილებლად,მოვალ...მე ტანჯვით იმიტომ არ გამიზდია შვილი,რომ დავკარგო.... გათენდება ის დღეც როდესაც მე თქვენთან მოვალ..მანამდე ნინიას მიხედე...
-ის ჩემგან წავიდა,რამდენიმე დღე მთხოვა,მაგრამ 5 დღე გავიდა და ჯერაც არ დაბრუნებულა....... ის აღარ დაბრუნდება ალბად....ამოიხვენეშა და სევდიანი თვალებით შეხედა ქალს.
-დაბრუნდება...მალე დაბრუნდება,ის ასეთია...ერთჯერ მეც გამომექცა დედაქალაქში,აქ არ ვცხოვროდი,მაშინ....არ იჯავრო,იმაზე რომ არ დაბრუნდება,მაგრამ მოემზადე იმისთვის,რომ დაბრუნდება ის განადგურებული....მოსიარულე მკვდარს ემსგავსება...მისი ამ ქვეყნად დაბრუნება გაგიჭირდება,ძალები მოიკრიბე და არ დანებდე.....მეც მოგეშველები...
-მაადლობთ ქალბატონო...
-ახლა წადი,დაიძინე გვიანია,მერე იმის შემხედვარე ცხოვრება შეგზიზღდება და ვერ დაისვენებ. მხარზე ხელი იმედიანად დაადო,აკოცა და გამოუშვა ისე სახლში მარიამმა სიძე.
***************** *************************
დღეები დღეებს მისდევდა,მაგრამ სირუხეც მატულობდა,ალექსისა და ნინუცასთვის... ალექსი ვინ უწყის,რამდენჯერ მივიდა ბინის კართან მაგრამ დაკაკუნება ვერ გაბედა და ვერა.
დადა 2-ჯერ იყო მას მერე ნინოსთან. უკვე გაზაფხული დგებოდა ლამაზი გაზაფხული,ენძელების თაიგული უყიდა დადამ და გასწია,ნაცნობი ბინისკენ.
-შენსავით ლამაზი ვერაა,მაგრამ წავაა! კარი გააღო თუ არა,აჯახა დადამ ნინუცას.
-შემოდი,უთხრა უემოციოდ და დივანზე მოიკუნტა, ღვინიანი ბოკლით ხელში.
დადა იმის დამტკიცებას ცდილობდა,ნინო მხოლოდ ერთი დღე სვავდა თუ სმა დაიწყო სერიოზულად...დღეს ყველაფერში დარწმუნდა,რამდენჯერაც მოვედი სულ სვავს,ჩაისაც კი არ სვავს,უსასმელოდ. დადას გაოცებული იყო სად გაქრა ის ძ₾იერი გოგო,რომელზეც ალექსი უყვებოდა,ხოლმე.
მეხუთე ბოკალი,რომ გამოცალა და კვლავ შეივსო,დადას მოთმინების ფიალაც აივსო.
-სმა დაიწყე?! რაც შეეძლო მშვიდად უთხრა.
-სხვაგვარად არ შემიძლია...ხო დავიწყე,ასე შემიძლი მხოლოდ,რომ ვისუნთქო დად ! სირცხვილისგან სად წასულიყო,არ იცოდა ნინოს რეალური,მე,მაგრამ ახლანდელ „მეს“ არ ცხვენოდა. და ის ბოკალიც,გამმოცალა,და როდესაც ახალს ისხამდა კვლავ,დადა აღრიალდა.
-საკმარისია ნინოო! ადექი,შეხედე რას გევხარ?! სარკის წინ დამაყენა და მაიძულებდა შემეხედა ჩემი თავისთვის,თუმცა თვალებს არ ვახელდი.
-მოსიარულე მკვდარიც კი აღარ ხარ,უარესი რამ ხარ! ლოთი ხარ შენ,ლოთი! ალკოჰოლიკი ხარ! რამდენი დღეა რაც სვავ? რაც წამოხვედი არაა სვავ ხომ?! მიდი მიპასუხე,მიდი!
-ხო,ვსვავ,იმ ღამიდან ვსვავ რაც წამოვედი. მე არ ვარ ალკოჰოლიკი არა! ტიროდა ნინუცა.
-სად გაქრა ის საამაყო ქალი,ვერ ვხვდები,ალექსი რომ დააჩოქა სადაა ის ნინუცა?! დანანებით და შემზარავი ხმით მელაპარაკებოდა დადა და გული მეფლითებოდა თითეული მისი სიტყვით.
-ალექსს,ნუ ახსენებ! ვუკივლე.
-ახლა რაღაცას გეტყვი და იმედია,დაიმახსოვრებ კარგად.
თუ გინდა,რომ ალექსი არ დაკარგო და შენი ოჯახიც,გონს მოეგე და სმას შეეშვი ხვალ,არ ვიცი თუ გახსოვს....ალექსის დაბადების დღეაა...ახლა მე ამით ყველაფერი გითხარი,რაც გინდა ის ქენი,გინდა დაბრუნდი და სიყვარულისთვის,ოჯახისთვის და სიცოცხლისთვის ერთად იბრძოლე ან არაა და დარჩი აქ დამირეკე და მთელი წლის სამყოფ სასმელს მოგიტან და თავი მოიკალი სმით! დადამ ზურგი,მაქცია და კარი გაიხურა,ხმაურით.
*********************** ******************* ***************
ცივი შხაპი მივიღე,მინდოდა გონება გამეთიშა და წამითაც არ მეფიქრა გედენიძეზე და არც არაფერზე...შავი უსახელო მაისური და ამავე ფერის სპორტული შარვალი ჩავიცი,მისაღებში ჩავედი და ტელევიზორი ჩავრთე,თან იქნებ ჩამძინებოდა.
არ ვიცი როდის ან როგორ,მაგრამ ჩამეძინა და ვიგრძენი,სახეზე გაყინული ხელი როგორ ხაზავდა რკალებს და სწავლობდა ჩემს სახეს...ძილ-ბურანიდან ვერ გამოვერკვიე,მაგრამ კარგად მივხვდი,რომ ეს არ იყო,ნაცნობი ხელი,ეს ვიღაც უცხოს ან შეცვლილის ხელი იყო.
თვალები გაჭირვებით გავახილე და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა...მეგონა თავიდან მელანდებოდა,მაგრამ რაც უფრო და უფრო მოვშორდი მორფეოზის სამყაროს,სილუეტი მით უფრო მკვეთრი გახდა.
-დაბადების დღეს გილოცავ! მითხრა და მისმა ამ სიტყვებმა, საერთოდ ამრიეს!


მაადლობა ჩემო შოკოლადებო,რომ ასე გიყვართ და მოგწონთ ჩემი ნაჯღაბნი  <3
მაადლობა იმისთვისაც,რომ მეც ასე ძლიერ გიყვარვართ. <3 დიდი მაადლობა ასევე უამრავი დაბადების დღის მოსალოცი შეტყობინებისა და პოსტისთვის.<3
ველი დღეს ძაალიან ბევრ თბილ კომენტარს <3
სტუმრები გავაცილე თუ არაა დაგიდეთ ახალი თავი,ვერ გაგიმეტეთ ისე)) <3
ისიამოვნეთ ტკბილებოო <3
გკოცნით :* <3



№1  offline წევრი kora

თბილო გოგო როგორ გამახარე ახალი თავით love ნინუცა ძალიან მეცოდება, ამ გოგოსთან ტკივილმა უსასრულოდ დაიდო ბინა და ეს არ მომწონს sad ამ თავში საოცრად მომეწონა ქალბატონი მარიამი, აი თურმე ვის ჰგავს ნინუცა ასეთი ძლიერი, თუმცა ცხოვრებამ მაინც დააჩოქა ეს გოგო sad იმედია ალექსი მალე გაუმხელს საკუთარ გრძნობებს, თორემ უკვე უსასრულოდ გრძელდება ეს ტკივილი და არ მომწონს ეს ყველაფერი sad
პ.ს. თუ გინდა რომ გაგვახარო შემდეგ თავში დაატკბე ესენი და არ დაგვანახო სევდა love
--------------------
kira.G

 


№2  offline მოდერი aleqsandra

kora
თბილო გოგო როგორ გამახარე ახალი თავით love ნინუცა ძალიან მეცოდება, ამ გოგოსთან ტკივილმა უსასრულოდ დაიდო ბინა და ეს არ მომწონს sad ამ თავში საოცრად მომეწონა ქალბატონი მარიამი, აი თურმე ვის ჰგავს ნინუცა ასეთი ძლიერი, თუმცა ცხოვრებამ მაინც დააჩოქა ეს გოგო sad იმედია ალექსი მალე გაუმხელს საკუთარ გრძნობებს, თორემ უკვე უსასრულოდ გრძელდება ეს ტკივილი და არ მომწონს ეს ყველაფერი sad
პ.ს. თუ გინდა რომ გაგვახარო შემდეგ თავში დაატკბე ესენი და არ დაგვანახო სევდა love

ეს ყველაფერი რეალობაა,თბილისში სულ რამდენიმე წლის წინ ასე იტანჯებოდა ერთი გოოგო და ის ჩვენ გვერდით ცხოვრობდა love მარიამი ძლიერი ქალია love
მიხარია,რომ მოგწონს love

 


№3  offline აქტიური მკითხველი uchveulo

uuuuh ra kargiaaaa

 


№4  offline მოდერი aleqsandra

uchveulo
uuuuh ra kargiaaaa

love

 


№5 სტუმარი eto

vgijdebi am istoriaze da shen kargad wer. ninuca mecodeba cxovrebam isev daachoqa aleqsic codvaa iqneb gamoutydes ninucas siyvarulshi :* moutmenlad velodebi aleqsandra axal tavs <3 12 is mere ver dadeeb????

 


№6  offline აქტიური მკითხველი grafo

ოჰო, არადა მე მეგონა მეგობრები მაინც ჰყავდათ ამ წყვილს ნორმალური. ტიპი ეკითხება სად გაქრა ის გოგო ვინც ესა და ეს დააჩოქაო და ა.შ. ვახ დედაა, ყველა ერთნაირი სად შეიყარა. ვერაფრით ვერ ვხვდები სამაგიეროს გადახდა, გრძნობების არ გამოხატვა, ჯიბრით მოქცევა როდიდანაა სიძლიერის გამოხატულება. ყველა ერთმანეთზე სუსტია ამ ისტორიაში, განსაკუთრებით მთავარი გმირები.

 


№7 სტუმარი Daki dati

Shen xar saocarii. Dade axalitavi

Rogori kargixar chemo sayvarelo.. momewena axali yavic da shenze agarafels vambobb.. kargi iyo da tu malmale dadef shenc kargi iqnebi .. :D vxumrob mainc kargixar. <3

 


№8  offline მოდერი aleqsandra

Daki dati
Shen xar saocarii. Dade axalitavi

Rogori kargixar chemo sayvarelo.. momewena axali yavic da shenze agarafels vambobb.. kargi iyo da tu malmale dadef shenc kargi iqnebi .. :D vxumrob mainc kargixar. <3

ტკბილოო და გემრიელოო,მიხარია თუ მოგწონს love

 


№9 სტუმარი Mariam lomtadze

Ara shenxar saocari <3

 


№10  offline მოდერი aleqsandra

Mariam lomtadze
Ara shenxar saocari <3

საოცრად თბილო მარიკუნა love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent