უნდა წავიდე 9
დილით კარზე კაკუნმა გამაღვიძა და კარებში გაბრიელმა თავი შემოყო -თუ უკეთ ხარ ჩამოდი ვისაუზმოთ -ბოდიში გუშინდელისთვის, გამახსენდა როგორ ვეხუტებოდი გასულ ღამეს და თავი უხერხულად ვიგრძენი -ნუ სულელობ, ქვემოთ დაგელოდები -კარგი მოვწესრიგდები და ჩამოვალ ძირს ჩასულს ისევ საზუმე გამზადებული დამხვდა -გაბრიელ ძალიან უსამართლოდ გექცევი არა? გამეცინა მის გაკვირვებულ სახეზე, -წესით მე უნდა ვამზადებდე რაღაცეებს დილით და არ უნდა გიწუნებდე ნახელავს, გავარკვიე სიტუაციაში და ლიმნიანი ჩაი განაბულმა გადავუშვი ყელში -მაგაზე ნუ ღელავ, ერთ დღეს აუცილებლად აგანაზღაურებინებ მაგ პატივისცემას -მესამე სურვილი და რამე? გამეცინა ისევ გულიანად -ვინ იცის? მომწონს შენთან წაკბენების გარეშე ლაპარაკი, თუმცა.... -მგონი მეც... და რა თუმცა ? -კარგი არაფერი, იცი დღეს თამთინას მოიყვანს იოანე -მართლა? ძალიან გამიხარდა იცი როგორ მომენატრა -ასე მალე გიყვარდება უცხო ადამიანები? - ადამიანს გააჩნია გაბრიელ -მართლაც გააჩნია, დღევანდელ ცხოვრებაში ბევრი როდია სანდო - სიმართლე გითხრა ადამიანებს ეს ბოლო პერიდი ნაკლებად ვენდობი -მე? -მგონი კი თანახ ხომ გითხარი ადამიანს გააჩნია თქო -მიხარია, დაიცა მგონი მოვიდნენ ორივენი გარეთ გავვედით , ეზოში შემომავალ იოანეს და თამთინას შევეგებეთ, ქალის სახე დაღლილობას დაეფარა, თუმცა იმ სიხარულსაც კარგად ვხედავდი რასაც შინ დაბრუნება იწვევდა - თამთინა ბებო ვერც კი წარმოიდგენთ როგორ მომენატრეთ და როგორ ვინერვიულე თქვენზე, ლამის იყო ცრემლები გადმომცვენოდა, ზოგადად გულჩვილი და ყველაფერზე მტირალა არასდროს ვყოფილვარ მაგრამ ეს ბოლო პერიოდია, რაც ძალიან შევიცვალე -მეც მომენატრეთ ჩემო ბავშვებო, ხომ იყავით ჭკვიანად? ხომარ ავნეთ ერთმანეთს, თამთინამაც დაგვცინა და სახლისკენ გააგრძელა გზა გაბრიელს ვიღაცამ დაურეკა და ეზოში დაიწყო სიარული, მალე შემოვალო დაგვიბარა და ისევ გაგრძელა მისი საქმე.... -აბა მომიყევი ბებო გაუგეთ ერთმანეთს შენ და იმ ჯმუხმა ბიჭმა? -კარგით რა ბებო თქვენ, რომ მინამიოკებთ ისე სულაც არ არის საქმე - თქვენც კი ვერ ხედავთ შვილო იმას, რისი დანახვაც მე შემიძლია, ასე რომ მოატყუე შენი თავი, მაგრამ მე ნუ მეტყვი აბსურდულ სიტყვებს -მართლა არ ვიცი რა უნდა გითხრათ, ყოველ შემთხვევაში მართლაც არ დაგვიხოცავს ერთმანეთი ამ დღეების განმავლობაში -დროო გაგარკვევთ შვილო დრო.... -მგელივით მშია აგნეს მგელივიით, ოთახში შემოვარა იო და გემრიელად ჩაკოცნა თამთინა,რომელმაც სასწრაფოდ გაუწყო სუფრა,- გულში სითბო მეღვრება ასეთი კარგი ურთიერთობა რომ აქვთ, იმის მიუხედავად, რომ იო თამთინას შვილისშვილი არ არის.... ნამდვილად არ დამასაჩუქრა ღმერთმა ბებიებით, მხოლოდ ერთი ბაბუა მახსოვს, რომელიც სიცოცხლეს მერჩივნა, თუმცა რამდენიმე წლის წინ ისიც გარდაიცვალა, განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა მე და ბაბუს, ალბათ ოჯახში ერთადერთი ადამიანი იყო, რომელსაც ნებისმიერ წამს ეცალა ჩემთვის, ყოველთვის მშურდა მისი თავშეკავებულობის და გონიერების, მისი გამოხედვა დიდი სიყვარულით იყო აღსავსე და სულ პატარაც ვგრძნობდი თუ როგორ ძლიერად ვუყვარდი მას და მთელ ქვეყნიერებას ვერჩიე, ყოველთვის მეუბნებოდა შენი ემოციები სწორად უნდა აკონტროლო და საკუთარი მე არ დაკარგო რაც არ უნდა მოხდესო, თუმცა უნდა ვარიარო, რომ საკმარისად ძლიერი სულაც არ აღმოვჩნდი, ყოველთვის სხვაზე უკან ვაყენებდი ჩემს თავს და ჩემი სურვილები შემეძლო სადღაც შორს მიმეჩქმალა ისე, რომ ირგვლივმყოფნი არ შემეწუხებინა, ახლა ძალიან მეშლება ნერვები ჩემი სისუსტის გამო თუმცა წარსულს უკან ვერ დავაბრუნებ.... ფიქრებიდან ისევ იოანებ დამაბრუნა, რომელიც მეუბნებდა გაბრიელი წავიდა და მოისვენებ მისგანო -სად წავიდა? გამიკვირდა გაბრიელის უეცარი წასვლა და ცოტაც მეწყინა კიდეც - თბილისსში მოუწია წასვლა, სამსახურში რაღაც პრობლემა შექმნილა და უნდა მოაგვაროს, დაგირეკავს რომ ჩავა -მე რატომ უნდა დამირეკოს? ვიკითხე სულელი ბავშვივით და წყლის დასალევად ავდექი თან გავიგონე როგორ ჩაეცინათ იოს და თამთინას -ნუ მიყურებთ ეგრე, რასაც თქვენ ფიქრობთ მსგავსი არაფერი ხდებაა -შენ რა იცი რას ვფიქრობთ პატარა ქალბატონო? -ოო კარგი რა იო, ერთ შარს გამოვექეცი და მეორის აკიდებას ნამდვილად არ ვაპირებ -მაგას შენს თავს უფრო ეუბნები თუ ჩვენ ? თამთინამ ჭიქას ხელი დაავლო და თავის ოთახში ავიდა ცოტას დავისვენებო - აგნეს შეიძლება მოვლენებს წინ ვუსწრებ მაგრამ ორივეს გეტყობათ რომ ერთმანეთი მოგწონთ -რა სისულელეა იო მსგავსი არაფერი ხდება, უბრალოდ ეს დღეებია ცოტათი ადამიანურად ლაპარაკი გამოგვივიდა რა სიმპატიებზე მელაპარაკები? მართლა არ ვიცოდი რა მიზეზით ლაპარაკობდა იოანე ასე, - სისულელეა რასაც შენ ამბობ და აღარ გააგრძელო ეს თემა გთხოვ... -კარგი აგნეს შენი წყენინება არც მიფიქრია, თავის საცოლეზე რამე გითხრა? მკითხა მოულოდნელად -კი მითხრა რომ კიბო ჰქონდა და გარდაიცვალა -მეტი არაფერი? -მეტი არც მიკითხავს ჩავთვალე რომ ჩემი საქმე არ იყო, თანაც თუ უნდოდა თავად მეტყოდა დანარჩენ წვრილმანს -ზოგადად მაგ თემაზე არავისთან საუბრობს ჩემს გარდა, თამთინამ საერთოდ არ იცის საცოლე თუ ყავდა, მინდა მე მოგიყვე ყველაფერი მაგრამ ჩემი მხრიდან არასწორი საქციელი იქნება -მართალი ხარ ....მაგრამ მე არც მაინტერესებს იო დანარჩენი დამიჯერე, არ ვთვლი საჭიროდ რომ კიდევ რამე ვიცოდე -მართალიაა თუ საჭიროდ ჩათვლის თვითონ ბოლომდე მოგიყვება, უბრალოდ მას მერე ქალებს საერთოდ არ ენდობა, ვინმეზე ზრუნვა ან ყურადღების მიქცევა მისი მხრიდან ზედმეტიც კიაა, პირველად გამოიჩინა ქალის მიმართ ყურადღება - შენს მიმართ, მართალია ცოტა უხეშად , მაგრამ შეგამჩნია, კარგი მეც ზემოთ ავალ ძალიან დავიღალე საავადმყოფოში სკამზე გათენებით -კარგი იო თამთინას ხომ ყველაფერი წესრიგში აქვს -კი კი ყველაფერი კარგადაა წამლებიც დაუნიშნეს.... მთელი კვირა ისე გავიდა გაბრიელს არც დაურეკავს და არც მოვუკითხივარ, სიმართლე ვთქვა საერთოდ არ ვღელავდი ამაზე, დილით ლილის დავურეკე და მითხრა დედაშენი ცუდად არის და აუცილებლად ჩამოდიო, ძალიან განვიცადე ეს ამბავი, ყველაფრის მიუხედავად დედაჩემია და მან გამაჩინა, მერე რა რომ ძიძა მზრდიდა რაც დავიბადე მას მერე და საერთოდ არ მიგრძვნია დედის სითბო, მაინც ვიგრძელი გულში ჩხვლეტა, ვგრძნობდი ჰაერი არ მყოფნიდა მაგრამ მაინც უნდა წავსულიყავი სასწრაფოდ -თამთინა ბებო იციით , დედა.... დედა ცუდადაა უნდა წავიდეე, ძალიან მიჭირდა უკვე ლაპარაკიც კი -შვილო შენთვითონ ცუდად ხარ, დაიცა ცოტა მოსულიერდი და მერე წადი, ან რითი წახვალ, მამაშენი ხომ მის გვერდითაა, ნუ გეშინია - არა უნდა წავდე არ ვიცი, როგორ მაგრამ უნდა წავიდე, ჯიუტად ვიმეორებდი და თვალებს ვერ ვუჯერებდი კარებში იო და გაბრიელი, რომ დავინახე -აგნეს ხომ კარგად ხარ რა გჭირს ? უცებ მომვარდა იოანე , გაბრიელი კი ისევ კართან იდგა და მიყურებდა, ვერანაირი ემოციის ამოკითხვა ვერ შევძელი მის სახეძე და ამან თითქოს გულში რაღაც ჩამწყვიტა -დედამისი ცუდად ყოფილა და წასვლა უნდა, ასეთ მდგომარეობაში როგორ გავუშვათ შვილო? -მე წავიყვან, არ ინერვიულო თამთინა ბებო, გაბრიელი წამოვიდა და ჩემს ჩანთას ხელი დაავლო - შენით ხომ შეძლებ მანქნამდე მოსვლას? მკითხა უემოციოდ და გარეთ გავიდა -ყურადღებას ნუ მიაქცევ აგნეს, გამაგრდი, არ ინერვიულო ყველაფერი კარგად იქნება აი ნახავ, თბილად გამიღიმა იომ, მალე თამთინასაც დავემშვიდობე და მადლობა გადავუხადე ამდენი სითბოსთვის... ახლა ის ფაქტიც მაწუხებდა გაბრიელი რაღას მერჩოდა, თითქოს რამე დავუშავე, თუმცა დედის მდგომარეობაზე უფრო ვღელავდი... ფრთხილად ჩავჯექი უკანა სავარძელზე და თვალები დავხუჭე, არც მძინავდა, მაგრამ თვალების გახელაც არ მინდოდა, რამდენიმე საათის შემდეგ პირველად მკითხა გაბრიელმა ცუდად ხომ არ ხარო, მეც უარყოფის ნიშნად თავი გავუქნიე და ისიც გაჩუმდა, ხანდახან გამომხედავდა სარკიდან და ისევ გზას გახედავდა -გბრიელ რამე მოხდა? ვეღარ მოვითმინე ამდენხნიანი სიჩუმე -მოხდა, მითხრა ცივი ხმით, ისე რომ ჩემთვის არც კი შემოუხედავს -რა? ჩემი ხმა ვერ ვიცანი ისე ავნერვიულდი, ,მეც არ ვიცი რატომ მეშინოდა, ზუსტად ვიცოდი მე არაფერშუაში ვიქნებოდი მის პრობლემასთან -მაგაზე ახლა არ ვაპირებ შენთან ლაპარაკს, სჯობს სანამ მივალთ წაუძინო მეც ხმა არ ამომიღია ნამდვილად არ მქონდა ახლა გაბრიელთან კამათის თავი, რამდენიმე საათში უვე საავადმყოფოში ვიყავით, -მამა რა მოხდა, რა დაემართა დედას? -ავარიაში მოვყევით.... შვილო ის -რა რა ჭიირს? თქვი ბოლოსდაბოლოოს -კომაშია და ექიმებიც ვერაფერს გვეუბნებიან, პატარა იმედიც რომ გვქონდეს მისი გადარჩენის -მას ხომ არ აქვს ასე სიკვდილის უფლება მამა? ახლაც როგორ მექცევა ხომ ხედავ არა? ახლაც მტოვებს და ამით ამტკიცებს, რომ საერთოდ არ ვუყვარვარ, ფეხებზე კიდია მე რას ვფიქრობ -სუ შვილო დამშვიდდი... რამდენიმე დღეა რაც საავადმყოფოში ვრჩებოდით მე და მამა, სიახლე არაფერი იყო, ძალიან მიშლიდა ეს მდგომარეობა ნერვებს, არ მინდოდა დედის გარეშე, ასე მეგონა საყრდენი გამომეცლებოდა მისი სიკვდილით, ლილი და ელენე გვერდიდან არ მშორდებოდნენ, რამდენჯერმე გაბრიელს მოვკარი თვალი ელენეს, რომ ელაპარაკებოდა, თუმცა მე ერთხელაც არ ვუკითხივარ... -აგნეს იცი შენ, რომ დაიბადე მე და დედაშენი ძალიან პატარები ვიყავით, ჩვიდმეთი წელი დამიჯერე არ არის იდიალური ასაკი შვილის აღსაზრდელად, ჯერ ძალიან ბედნიერები ვიყავით შენი არსებობის შესახებ, რომ გავიგეთ, გეგმებს ვაწყობდით თუ როგორ აგღზრდიდით, რა წრეებზე გატარებდით, რას გასწავლიდით, ორივე გოგოზე ვოცნებობდით, პატარა საყვარელ გოგოზე, და ეს ოცნებაც უფალმა აგვისრულა, თუმცა შენი დაბადების მერე დავშინდით, მაშინ გავაცნობიერეთ პასუხისმგებლობა... იმაზე დავიწყეთ ფიქრი, რომ რამე არ შეგვშვლოდა ახალი პიროვნების სწორად ჩამოყალიბებაში და გავაცნობიერეთ, რომ იდეალური მშობლები ვერ ვიქნებოდით, ყოველი მცდელობა უკეთესობისკენ შესაცვლელად წყლის ნაყვას გავდა და სულ უფრო ვშორდებოდით ერთმანეთს, მაგრამ შვილო მე და დედაშენს სიცოცხლეზე მეტად გვიყვარხარ,... კარგად ვხვდებოდი, როგორ უჭირდა მამას ამის თქმა და უფრო ძლიერად მიკრავდა გულში, - გვაპატიე შვილო, ვიცი გვიანია, ალბათ ეს ამბავი, რომ არა ვერც ვერასდროს შევძლებდი შენთან გულახდილად ლაპარაკს, რადგან შენი მცხვენოდა... -რაც არის არის მაა, ჩვენ წარსულს ვერ გამოვასწორებთ, მთავარია მომავალში შეცდომებით ცხოვრება არ გავაგრძელოთ და დედა გამოჯანმრთელდეს, ძალიან მიჭირდა საღამოობით ვერცერთს, რომ ვერ გეხუტებოდით ძილის წინ, რადგან ან საქმიან შეხვედრაზე იყავით ან ღმერთმა უწყის სად, ისიც მართალია, რომ ძალიან მშურდა ყველა ბავშვის, რომლსაც ხან დედა აკითხავდა, ხანაც მამა , მე კი სულ ძიძა მელოდა კარებთან... მერეც მინდოდა თქვენთან..... მაშინაც მინდოდა თქვენი მხარდაჭერა მეგრძნო, როცა ვაჩემ არაკაცულად იცრუა, მაშინაც მინდოდა მთები გადაგედგათ შენ და დედას როცა წავედი და არც გითხარით სად... თუმცა ახლა ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მე თქვენი წყალობით ვსუნთქავ, მაგრამ გამიხარდება თუ ყველაფერს შევცვლით ჩვენ სამი..... ამ ლაპარაკის დროს ექიმი გამოვიდა პალატიდან და სახეზე დიდი უკმაყოფილება ეხატა, მაშინვე მივხვდი ყველაფერი რიგზე ვერ იყო და გავითიშე.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.