შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი სევდიანი ისტორია (სრულად)


13-03-2016, 21:23
ავტორი lonelygirl123
ნანახია 5 048

გამარჯობათ ბავშებო. წინასწარი გეტყვით რომ ეს არაა სასიყვარული ისტორია,ეს უბრალოდ ერთი დღეა ჩემი ცხოვრებიდან და ვიფიქრე დამეწერა და აქ დამედო. კრიტიკულად ნუ შეხედავთ... მადლობთ ვინც წაიკითხავთ ბოლომდე ♥
----------------------------------------------------------

მივუყვები ნისლიან ქუჩებს და მიკვირს რამ გააჩინა ამ დროს ეს ნისლი, თებერვლის 10-ში,შუა ზამთარში.სიცივით მობუზულან ხეები,ქუჩები, ლამპიონები, ქალები და ბავშვები. ავტობუსში ავდივარ და ვიკავებ ადგილს. მინას მიყრდნობილი და ყურსასმენებში აჟღერებული მუსიკა თიშავს სამყაროს და მხოლოდ კადრებს მიტოვებს. ვხედავ როგორ გადადის პატარა გოგონა გზაზე დედასთან ერთად, როგორ ავსებენ ავზს ბენზინით შორი გზისათვის, როგორ კეტავს მაღაზიას გამყიდველი და შინისაკენ მიიჩქარის, აი უცებ მგზავრი მძღოლის ნაცნობი აღმოჩნდება, ჩააბრუნებს ჯიბეში საცოდავ ხურდებს და ხვალინდელი დღისთის გადაინახვს. გვერდზე მჯდომი ბავშვის ტიტინი თითქოს აღწევს ყურამდე და მაინც მესმის ლაღი ხმა, დედას რომ ეალერსება.
მიმავალი ავტობისუდან კადრები ცვლიან ერთმანეთს,სახლები,ლამპიონები,ქუჩები ერთად იდღაბნება ნახატივით. ნაცნობ გაჩერებას ვუახლოვდები, ვჭრი გზას და კვლავ განვაგრძობ.ბინების ფანჯრებიდან მოჩანს შუქები. რამდენ ოჯახში ისმის ნეტა მხიარული კისკისი, ალბათ ზოგგან ვახშმობენ, ოჯახის წევრები, სუფრის გარშემო რომ შემომსხდარნან, ცხელ კერძს ოხშივარი ასდის და კედლებს ეფრექვევა.
-კიდევ დამიმატე დეე...
ეტყვის დედას პატარა ანა ან თუნდაც ნინო. ან იქნებ მარიამი ჰქვია...
ზოგგან კი ბნელა ისე როგორც ჩემს სულში,მაგრამ საჭიროა ბინისთვის ბინადარი და განათდება ოთახებიც და ფანჯრებიც. განათდება და გამხიარულდება. აი ჩემი ფანჯრებიც, ჩაბნელებული და გაძვალტყავებული. არ მოჩანს არც სინათლე და არც სხივი ღუმელის კიაფისა. არ მელოდება დედა რომელსაც ვაღმერთებ, დედა რომელიც ჭაღარაშეპარული ღუმელთან უნდა იჯდეს და საათს დაჰყურებდეს: -შვილი მოვა დაღლილიო-ფიქრებით.დედა რომელიც ღუმელზე უნდა დგამდეს სადილს და სხვებისავით ცხელ კერძს მახვედრებდეს,დედა რომელიც უნდა მეკითებოდეს დღემ როგორ ჩაიარაო და კვლავ მტკივნეული რეალობა იჩენს თავს. მას ხომ მიწის ცივი ბინა აურჩევია და მივუტოვებივარ აქ, ამ საგიჟეთში, სადაც ხალხი ქაოსურად მოძრაობს. აქ, დედამიწაზე, წარმავალია ყველა და ყველაფერი.
ხელს ვწევ და ვანთებ სინათლეს, მაგრამ თითქოს არც არაფერი შეცვლილა. ისევ ბნელა, არც ცხელი კერძის ოხშივარს გავუბრუებივარ და არც პურის ნატეხს დავუნაყრებივარ... ბოლოს კი ერთად ვრჩებით ისევ მე, ღამე, მუსიკა და კვლავ სიბნელე რომელსაც ვერაფერი უშველის ალბათ...



№1 სტუმარი მიკა

ამ ახლანდელ დროში წერა რა ყველამ ერთად გადაიღეთ:) იმას აღარ უკვირდებით,რომ ისტორიის სტილს არ უხდება:დ

 


№2  offline წევრი ThetiredOne

მიკა
ამ ახლანდელ დროში წერა რა ყველამ ერთად გადაიღეთ:) იმას აღარ უკვირდებით,რომ ისტორიის სტილს არ უხდება:დ

მაინტერესებს რა შენიშვნა გაქვს? მე ძალიან მომეწონა)

 


№3  offline წევრი nukiiiiii

ეს უბრალოდ შენი დღე იყო და ძალიან სწორად გადმოეცი მე ასე ვფიქრობ, რადგან იყო ჩანახატში ყველაფერი რაც მას მხატვრულ ელფერს აძლევდა,ამძაფრებდა და უბრალოდ აქცევდა უნიკალურად..რა გითხრ გარდა იმისა,რომ წერა უნდა განაგრძო? მემგონი არც არაფერი მეთქმიდ :D გარდა იმისა რომ გულით გირჩევ განაგრძო წერა და გადმოსცე ის რაც შენშია (ეს მარტო ჩვენ კი არ გვესიამოვნება:) შენც შეგიმსუბუქებს განცდებს..) აბა შენ იცი <3

 


№4  offline წევრი natia-natia

არვიცი რავთქვა მაგამ პირველრიგში მადლობა რომ გაგვიზიარე შენი ერთი ჩვეულებრივი დღე და ვწუხვარ იმ ყველაფრის გამო რაც აღწერე (ბოდიში იმედია სწორად გაიგებ ჩემ ნათქვამს) :( :*

 


№5  offline წევრი შოკი მოკი

საინტერესო იყო მაგრამ ჩანახატი უფრო request

 


№6  offline წევრი lonelygirl123

nukiiiiii
ეს უბრალოდ შენი დღე იყო და ძალიან სწორად გადმოეცი მე ასე ვფიქრობ, რადგან იყო ჩანახატში ყველაფერი რაც მას მხატვრულ ელფერს აძლევდა,ამძაფრებდა და უბრალოდ აქცევდა უნიკალურად..რა გითხრ გარდა იმისა,რომ წერა უნდა განაგრძო? მემგონი არც არაფერი მეთქმიდ :D გარდა იმისა რომ გულით გირჩევ განაგრძო წერა და გადმოსცე ის რაც შენშია (ეს მარტო ჩვენ კი არ გვესიამოვნება:) შენც შეგიმსუბუქებს განცდებს..) აბა შენ იცი <3

nukiiiiii
ეს უბრალოდ შენი დღე იყო და ძალიან სწორად გადმოეცი მე ასე ვფიქრობ, რადგან იყო ჩანახატში ყველაფერი რაც მას მხატვრულ ელფერს აძლევდა,ამძაფრებდა და უბრალოდ აქცევდა უნიკალურად..რა გითხრ გარდა იმისა,რომ წერა უნდა განაგრძო? მემგონი არც არაფერი მეთქმიდ :D გარდა იმისა რომ გულით გირჩევ განაგრძო წერა და გადმოსცე ის რაც შენშია (ეს მარტო ჩვენ კი არ გვესიამოვნება:) შენც შეგიმსუბუქებს განცდებს..) აბა შენ იცი <3

ძალიან დიდი მადლობა სტიმული იყო ჩმეთვის მაქვს რაღაცეები რასაც არ ვაქვეყნებდი და საერთოდ არ ვწერდი მაგრამ რადან ასე გამამხნევეთ გავაგრძელებ წერას. დიდი მადლობა <3

natia-natia
არვიცი რავთქვა მაგამ პირველრიგში მადლობა რომ გაგვიზიარე შენი ერთი ჩვეულებრივი დღე და ვწუხვარ იმ ყველაფრის გამო რაც აღწერე (ბოდიში იმედია სწორად გაიგებ ჩემ ნათქვამს) :( :*

კი მესმის და მადლობა ასეთი კარგი და თბილი კომენტარისთის და თანადგომისთვის ♥

 


№7 სტუმარი მიკა

მერე რა,რაკი შენ მოგეწონა,აუცილებელია,ყველას მოეწონოთ?:ს ისტორიის სტილს არ უხდება აწყმოში წერა,ერთი უვიცი დაწერს რაღაცას და აიტაცებენ მერე სხვებიც:დ გაუგებარი შინაარსის რაღაც იყო,ვერ გაიგებ,რა აზრია ჩადებული. არ მომეწონა მე.

 


№8  offline წევრი lonelygirl123

მიკა
მერე რა,რაკი შენ მოგეწონა,აუცილებელია,ყველას მოეწონოთ?:ს ისტორიის სტილს არ უხდება აწყმოში წერა,ერთი უვიცი დაწერს რაღაცას და აიტაცებენ მერე სხვებიც:დ გაუგებარი შინაარსის რაღაც იყო,ვერ გაიგებ,რა აზრია ჩადებული. არ მომეწონა მე.

ერთი დაბოღმილი საცოდავი ადამიანი ხარ მაგრამ მაინც მადლობა ამ 15 წამისტვის რომ აქ დაწერე კომენტარი :D (#ბოღმისგანგასივებულებიევრივეა)

 


№9 სტუმარი LaNa

Magaria <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent