შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გავისეირნოთ?! გარე განათება ჩაქრა.... (3)


14-03-2016, 00:47
ავტორი ირინა
ნანახია 5 159

მომეჩვენა, რომ მართას გული დასწყდა, როდესაც ვუთხარი საჩუქარი ნატასთვის მინდათქო... მაგრამ არაა.. რა სისულელეა, ის ხომ ისე მიყურებს, როგორც ძმას, რატომ ეწყინებოდა?! მანქანა დავძარი და ნატალისთან შესახვედრად წავედი.- არა, მაინც როგორ იფიქრა, რომ ნატასნაირ რიგით გოგოს ასეთ საჩუქარს ვაჩუქებდი? რა სულელია.. ვფიქრობდი ჩემთვის. მაგრამ ფაქტი ერთი იყო, მე ნატალისთან წამოვედი, მართა კი მარტო გავუშვი ღამით სახლში, თუმცა იმ წამს საერთოდ არ ვთვლიდი თავს დამნაშავედ, იმდენად ვერ აღვიქვამდი გოგოდ, რომ იმის გაფიქრებაც კი დავუშვებელი იყო, მართასთვის ვინმეს ისე შეეხედა, როგორც გოგოსთვის.. ჰოდა საკმაოდ მშვიდად მივატოვე მარტო და წავედი გასართობად. მოულოდნელად კი ტელეფონის ზარმა გამაწყვეტინა ფიქრი. ეკრანს დავხედე და გაბრიელი იყო.
-ჰოო გაბიი... ვუპასუხე მხიარულად.
-სად ხარ შე ჩე..ა? მკითხა ქოშინით.
-ნატალისთან მივდივარ, რა იყო, ხო კარგად ხარ?
-ბიჭო კიი, კატოსთან და მართასთან მინდა ასვლა და ვიქირე თქვენც ხო არ ამოხვიდოდითთქო.
-შენ რაღაც ზედმეტად მოუხშირე მანდ სიარულს და ხო არ მოგწონს რომელიმე ჰა??ვკითხე გამომცდელად და გამეცინა.
-ოო დავაი რა, შენ მაშინ 24 საათი მართასთან ერთად ხართ და ანუ მოგწონს? არ ჩამომრჩა გაბრიელიც.
-ეე... ატრ...ებ უკვე. მართა ჩემი ძმაა, რა მომწონს ღადაობ? ვუპასუხე გაღიზიანებულმა და საჭეს ხელები მოვუჭირე.
-ერთხელაც იქნება, გაგახსენებ მაგ შენს სიტყვებს. რომ შეუყვარდება მართას ვინმე და ყურადღებას აღარ მოგაქცევს, მერე მიხვდები, რომ ძმასავით არ უყურებ. ბრძნული აზრი დამაფრქვია თავზე.
-ოო... შემეშვი რა, დებილობების ლაპარაკს როდისღა მოეშვებით თქვენ? ვუთხარი უარესად გაბრაზებულმა . -მართა ფეხით გამოვუშვი სახლში და წესით 1 საათში იქნება სახლში და კატო არ ავიცი სადაა.
-კატო უკვე სახლშია და მაშინ ავალ მე, მართაც მალე მოვა და... რაღაცნაირად ხმააკანკალებულმა მიპასუხა გაბრიელმა.. მე ჩამეღიმა, თუმცა არაფერი არ ვუთხარი. -ბიჭო, სად ხვდები იმ შენ ტურფას?
-პირველად რომელ კაფეშიც შევხვდი იქ.. ვუპასუხე და არც დავმშვიდობებივარ, ისე გავუთიშე ტელეფონი.. -ნეტავ რას გულისხმობდა, როცა მითხრა, რომ შეუყვარდება მართას ვინმე და ყურადღებას რომ აღარ მოგაქცევს, მერე მიხვდები, რომ ძმასავით არ უყურებდიო.. რა სისულელეა, ვინ უნდა შეუყვარდეს მართას.. რაც არ უნდა იყოს, არასდროს ჩამომშორდება, მაგრამ შეყვარებული თუ ეყოლება?! ალბათ, იმდენ დროს აღარ გაატარებს ჩემთან... ჯანდაბაა... გამწარებულმა საჭეს მთლი ძალით დავცხე მარჯვვენა და მწვავე ტკივილმა მიწაზე დამაბრუნა..-არა, რა სისულელებს ვფქირობ, მართას არავინ არ მოსწონს,მაგრამ რომც მოეწონოს, არ მივცემ უფლებას იმ ვიღაცას, რომ ჩემთვის განკუთვნილი დრო და ყურადღება წამართვას.. ამას უბრალოდ არ დავუშვებ. ამ ფიქრებში კაფემდე ისე მივაღწიე, ვერც კი შევნიშნე. მანქანიდან სწრაფად გადავედი. არც ტელეფონი წამიღია თან და არც ლამაზად შეფუთული ყუთი, რომელზე მიმაგრებულ პატარა ბარათსაც ლამაზად მივაწერე : „ჩემს სკვინჩას“............ და კაფეში შევედი.




მათე
-ბარბარე, რა გავაკეთო მითხარი, როგორ მოვიქცე? არასწორია, არაკაცური საქციელია.. არასდროს მაპატიებს შენი ძმა ამას, რატომ არ გესმის?! ვუთხარი ხმაჩახლეჩილმა და მტირალ ბარბარეს თვალი ავარიდე.
-და აბა რა არის კაცური საქციელი, ჩემი ცრემლები?! ის, რომ ორივე ვიტანჯებით? დავიღალე მათე უკვე შენი ლოდინით, დავიღალე, რომ სულ გეხვეწები, შენი სიცივით და უყურადღებობით დავიღლე, მაგრამ ხომ ვიცი, რომ შენც გიყვარვარ?! ერთად დაველაპარაკოთ უტას, გაგვიგებს.... აღარ შემიძლია ასე გაგრძელება, აღარ... რატომ არ გესმის?? ამოიტირა ბაბიმ და მოწყვეტით დაეცა დივანზე.
-რა ვქნა აბა? რას მოითხოვ ბარბარე ჩემგან? გირჩევნია, არაკაცი მერქვას , მაგრამ ჩემთან იყო?? რატომ არ გესმის, რომ კაცისთვის დაუშვებელია ძმაკაცის დის შეყვარება.. რატომ არ მაცლი რომ დაგივიწყო??? რატომმმ?!!!! ვიღრიალე და მეც მის გვედრით დავჯექი... კარგა ხანს ხმას არც ერთი აღარ ვიღებდით, ბოლოს კი ისევ ბაბიმ დაიწყო.
-გასაგებია... მითხრა დამშვიდებული ხმით, თუმცა ვგრძნობდი, რადაც უჯდებოდა ეს სიმშვიდე. -ამის მერე, მე აღარაფერს დაგაძალებ მათე, აღარ დაგიწყებ კუდში დევნას და აღარც ჩემი გრძნობებით შეგაწუხებ, თუ შენთვის ის ჯობს, რომ გრძნობები გულში ჩამარხო და უტასთან მშვიდად განაგრძო ძმაკაცობა, კი ბატონო... პირობას გაძლევ, რომ მეტჯერ ჩემგან ვეღარასდროს მოისმენ და დაინახავ რამე განსაკუთრებულ ქცევას... შენც იგივე გახდები ჩემთვის, რაც გაბრიელია... შენც ჩემი ძმის საუკეთესო ძმაკაცი იქნები, რომლის სიყვარულიც თავშიც კი არ უნდა გავივლო აზრად... შენ შენი გზით განაგრძე სიარული , მე ჩემს ცხოვრებას მივხედავ, მაგრამ გაფრთხილებ, ოდნავადაც კი ვიგრძნობ შენს ყურადღებას, ან ჩემს ახლომახლო ჩუმად სიარულს, პირობას გაძლევ, ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ, მივალ უტასთან და ყველაფერს ვეტყვი.. კმარა ჩემგან, მეტის ძალა აღარ მაქვს, აღარც შენთან თამაშის თავი მაქვს... ბედნიერებას გისურვებ მათე წერეთელო, შენ ამ წამიდან მოყოლებული უბრალოდ უტას ძმაკაცი ხარ, რომლის სიყვარულიც მორალურად მეკრძალება... ბოლო სიტყვები კბილებში გამოსცრა ბარბარემ.. შემდეგ კი ადგა და ნელი ნაბიჯებით შევიდა თავის ოთახში... ფეხზე წამოდგომის თავიც არ მქონდა.. გაშეშებული ვიჯექი და ერთი წერტილისთვის მქონდა გაშეშებული თვალი.. აღარც კი მახსოვს, როდის შემიყვარდა ეს პატარა არსება. უტას ბავშობიდან ვიცნობ, ბაღშიც ერთად დავდიოდით.. სკოლაშიც კლასელები ვიყავით. მეორე კლასში ვიყავით პატარა ბარბარე რომ დაიბადა. ცივ ნიავს არ ვაკარებდით ჩვენზე 7 წლით პატარა, შავთვალება გოგონას... მარჯვნივ მე ვედექი ხოლმე, მარცხნივ უტა... მოგვიანებით კი გაბრიელიც შემოგვიერთდა... რამდენჯერ დაუძინია ჩემთან ჩახუტებულს, რამდენჯერ ამომფარებია ზურგს უკან, როცა უტასგან დაცვა უნდოდა... წლები გადიოდა, ჩვენ კი უფრო და უფრო ახლობლები ვხდებოდით... თვალსადახელს შუა გადაიქცა პატარა გაწრიპული გოგო, ულამაზეს ქალად. ჯერ კიდევ 10 წლის იყო, როცა უტა გერმანიაში წავიდა... ცრემლებით გააცილა უფროსი ძამიკო და მისი სიყვარული და მონატრება მთლიანად ჩემზე გადმოიტანა.. უფრო მეტ დროს ვატარებდით ერთად.. შეყვარებულის ყოლას არ მაცდიდა... მერე წამოიზარდა და უკვე მე არ ვაძლევდი იმის საშუალებას, რომ ვინმე მოსწონებოდა... ერთ საღამოსაც ლელა დეიდამ დამირეკა და მითხრა, რომ საქმიან შეხვედრაზე მიდიოდა ქალაქ გარეთ და ბაბის მარტო დატოვება არ უნდოდა და მე მთხოვა მასთან დარჩენა... ზაფხული იყო და ბიჭებთან ერთად ლუდს ვსვამდი... უკვე გაცნობიერებული მქონდა, რომ მის მიმართ რაღაც სიმპატიას ვგრძნობდი. მაგრამ თავს არ ვუტყდებოდი. ლელას მაშინვე დავთანხმდი და ცოტა შეზარხოშებული მივედი მიქელაძეებთან. კარი ბარბარემ გამიღო, როგორც აღმოჩნდა, დედამისი უკვე წასული იყო... მეც დაღლილი მივესვენე სავარძელში და ბაბის ჭიქა ცივი წყალი ვთხოვე. ისიც ხმისამოუღებლად გავიდა სამზარეულოში და წყალი გამომიტანა... მაგრამ ფეხი აუსრიალდა და შემთხვევით ზედ გადაისხა მთელი ჭიქა წყალი... მაშინვე ფეხზე წამოვვარდი,მაგრამ ადგილზე გავიყინე, როცა დავინახე, რომ ატმისფერი, მოკლე სარაფანი სულ დასველებოდა და იქიდან ხარბად მოუჩანდა ლამაზი მკერდი...სუნთქვა გამიხშირდა, შევატყვე, რომ ბაბისაც ლოყები შეეფაკლა, მკერდზე ინსტიქტურად აიფარა ხელი და ოთახიდან გასვლა დააპირა, თუმცა მე წინ გადავუდექი... რამდენიმე წამი თვალებში ვუყურებდი, შემდეგ კი დავივიწყე ყველა და ყველაფერი და მის დიდ, წითელ ტუჩებს დავწვდი, მაშინვე ამყვა კოცნაში... რაც კი საღი აზრი მქონდა თავში დარჩენილი, ყველას მოვუყარე თავი და ძლივს მოვწყდი მის ტკბილ ბაგეებს... -დღეს შენთან ვერ დავრჩები, კარი კარგად ჩაკეტეტქო მივაძახე და თავპირისმტვრევით გავვარდი გარეთ. იმ დღიდან მეც დავკარგე მოსვენება და ბარბარემაც... არაფერს არ ვამბობდით , თუმცა სიტყვები არ იყო საჭირო... ბოლოს კი ისევ ბაბი ალაპარაკდა ჩვენს გრძნობებზე, მაგრამ როცა ჩემგან უარი მიიღო, სახეში გამარტყა და ტირილით გავარდა თავის ოთახში. ამასობაში უტაც დაბრუნდა თბილისში და უფრო მეტად მიწევდა ბარბარესთვის თავის არიდება...... -ჯადაბა, რა გავაკეტთო, როგორ მოვიქცე? არავინ არაა, ვისაც აზრს ვკითხავ... გაბრიელი კატოთია გატაცებული და პატარა ლეკვივით დასდევს უკან... უტა.... უტა პირველია, ვისაც არ უნდა დაველაპარაკო... იქნებ მართა?? ჰოო... მართა საუკეთესოა, მას ყოველთვის ესმის ჩემი... ყველაზე სანდო ადამიანია, ვისაც კი შევხვედრილვარ, მისი ნდობა შეიძლება, ახლავე დავურეკავ მართას და შევხვდები.... ფიქრი დამთვრებული არ მქონდა, რომ მართას ნომერი გამოჩნდა ჩემი ტელეფონის ეკრანზე.. მხიარულად ვუპასუხე, მაგრამ ჩემი დადებითი განწყობა სადღაც გაქრა, როცა მართამ ტირილით მითხრა, რომ ვიღაც აეკიდა და შველას სთხოვდა. მისამართი ჩავიწერე და ფეთიანივით წამოვხტი ფეხზე. მაშინვე უტას გადავურეკე, თუმცა არ მიპასუხა.. -ფუუ სი...ი.. გავიფიქრე ჩემთვის და ამჯერად გაბრიელის ნომერი ავკრიფე.
-ჰოო მათე, რა ხდება.. მითხრა მხიარულად, როგორც ყოველთვის.
-ბიჭო მისმინე, მართას ვიღაც ტიპი აეკიდა, ჭავჭავაძეზეა, იმ გამოსი....ლ უტას მარტო გამოუშვია სახლში, თან გარე განათებაც ჩამქარალა და ერთი სიტყვით რაა.. ახლა სადღაც ჩიხში იმალება. ამის დე...შე..ი.. სადაც ვნახავ უტას, იქ მოვკლავ, მე მართასთან მივდივარ, გზაში ვარ უკვე და შენ იმ გამოქლ..ს დაურეკე ან იპოვნე სადაც გინდა და მოათრიე ,დროზე... მისამართი ვუკარნახე და გაზის პედალს უფრო მეტად მივაჭირე ფეხი. თითქმის ადგილზე ვიყავი მისული, რომ გაბრიელის მანქანაც შევნიშნე. ორივემ ერთდროულად გავაჩერეთ და გარეთ გადმოვცვივდით. რაღაცნაირად დავმშვიდდი, იქ უტაც რომ დავინახე, მაგრამ როგორც კი მისი არაადამინური გამოხედვა დავაფიქსირე, ჩემი სიმშვიდე, შეშფოთებამ შეცვალა. ჯერ მართას მივარდა, შემდეგ კი ხელში აყვანილი ჩასვა მანქანაში და უკან მოვიდა უცნობთან... იმდენი ურტყა, მეგონა მარჯვენა მოსტყდებოდა, მართალია, უტა ბოლომდე დალაგებული არასდროს ყოფილა და ყოველთვის იმპულსურად მოქმედებდა, ხშირადაც მოსდიოდა ჩხუბი, მაგრამ ასეთს პირველად ვხედავდით... როცა მამა დაეღუპა, მაშინაც კი არ გადმოვარდნია თვალიდან ცრემლი... იდგა გამართული მხრებით, რადგან იცოდა, რომ ამიერიდან მას უნდა ეზრუნა დედაზე და დაზე, ამიტომ სისუსტის დრო არ ჰქონდა... ცხოვრებაში პირველად ვხედავდი, უტას თვალზე ცრემლს და ეს ალბათ არც არასდროს დამავიწყდება... ღრიალებდა, იგინებოდა, იმუქრებოდა, ტიროდა და გამწარებული ურტყამდა... მე და გაბრიელი კი ახლოს მისვლასაც ვერ ვბედავდით, რადგან ვიცოდით, სანამ თვითონ არ დაწყნარდებოდა, იქამდე არ მოასვენებდა იმ კაცს, თუმცა მართა მანქანიდან გამდმოვიდა და მისი შეჩერება სცადა, როგორც კი დავინახეთ, მასინვე ავაწიწკნეთ უტა უცნობს, ის კი ისევ საცემრად იწევდა და ყვირის არ წყვეტდა. ამ დროს მართამ უკანასკნელი ძალით იყვირა მისი სახელი და უტაც მაშინვე გონს მოეგო.. ჩვენი ხელებისგან თავი გაითავისუფლა და მართას მივარდა, გოგონამ რაღაც უთხრა, შემდეგ კი გული წაუვიდა და უტას ჩაუვარდა მკლავებში. მაშინვე ხელში აიყვანა და ჩემს მანქანაში ჩასვა უკანა სკამზე, თვითონ კი გვერდით მიუჯდა და მისი თავი მხარზე დაიდო... ათას სისულელეს ეჩურჩულებოდა ყურში... მე და გაბრიელმა კიდევ ერთხელ შევხედეთ უცნობს, მაგრამ მივხვდით, რომ მასთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა, სასწრაფოში დავრეკეთ, მისამართი ჩავაწერინეთ და მანქანებში ჩავსხედით... უტა კი განაგრძობდა მართას ყურში სისულეების ჩურჩულს და მთელი ძალით იბღუჯავდა მის თითებს თავის ტორებში....


საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა... თუმცა არაფერი არ მახსოვდა.. ძლივს წამოვიზლაზნე ფეხზე და გარეთ გასვლა დავაპირე, მაგრამ საწოლის გვერდით სავარძელში მძინარი უტა რომ დავინახე, ოდნავ შევკივლე.. უტა შეიშმუშნა, თუმცა არ გაღვიძებია. თანდათან თავში ყველაფერი დალაგდა და მომხდარიც გავიხსენე... არც კი ვიცი რას ვგრძნობდი, არც მეშინოდა, აღარც ტირილი მინდოდა, უბრალოდ სიცარიელეს... და წყენას უტას მიმართ... თუმცა მისი სახე და ცრემლები რომ გამახსენდა, მაშინვე დავწყნარდი და ახლა სხვა გრძნობამ შემიპყრო... რომლის სახელიც სამწუხაროდ არ ვიცოდი... თვალები ამემღვრა, მასთან ახლოს მივედი და სახეზე დავაკვირდი. ძილშიც კი წარბები ჰქონდა შეჭმუხნული. ოდნავ მივეფერე სახეზე , მაგრამ ისევ შეიშმუშნა და მაშინვე გავეცალე, შემდეგ მუშტად შეკრულ ხელებზე დავაკვრიდი , მარჯვენაზე სისხლი ჰქონდა, თვიდან ვიფიქრე, რომ იმ კაცის სისხლი იყო, მაგრამ როცა ახლოდან დავაკვირდი, მივხვდი , რომ ხელი ჰქონდა გადატყავებული... სააბაზანოში შევიპარე ფეხაკრეფით, რომ წამლების ყუთი გამომეტანა, თუმცა სარკეში ჩემს გამოსახულებას მოვკარი თვალი და ყუთი ხელიდან გამივარდა. წარბი და ტუჩი გახეთქილი მქონდა, თვალი კი დალურჯებული , ინერციით რამდენიმე ნაბიჯი უკან გადავდგი და ოდნავ მოვიხარე წელში, თუმცა მწავე ტკივილი ვიგრძენი. ნელა ავიწიემაისური და გული ლამის გამისკდა, როცა მუცელზე მთელი ადგილი ვერ ვიპოვნე, მთელი მუცელი და წელი სისხლჩაქცევებით მქონდა სავსე... სარკეში ჩემს გამოსახულებას თვალს არ ვაშორებდი, აღარაფერზე არ ვფიქრობდი, ჯერ ერთი ცრემლი წამომივიდა, მერე მეორე... ასე მორიგეობით ცვლიდნენ ცრემლები ერთმანეთს ჩემს სახეზე სანამ ბოლო ხმაზე არ ავქვითინდი...
-მართაა.... სააბაზანოში შემოვარდა შეშინებული უტა და მთელი ძალით მიმიხუტა გულზე. დავინახე , როგორ იდგნენ სააბაზანოს კართან შეშინებული გაბრიელი და მათე, მათ უკნიდან კი ბარბარე იჭყიტებოდა, კატო შემოსვლას ცდილობდა, თუმცა გავრიელს ხელი ჰქონდა ჩაჭიდებული და შემოსვლის საშუალებას არ აძლევდა... -სკვინჩა, მაპატიე, გევედრები... თუ გინდა გამარტყი, მიყვირე... არ ვიცი, არაკაცი ვარ, გევედრები მაპატიე, აღარასდროს დაგტოვებ მარტოს... მეჩურჩულებოდა უტა ყურში.. მე კი უფროდაუფრო ვუმატებდი ტირილს, ბოლოს , ძალაგამოცლილი უტას მკლავებში მივესვენე, მან კი ხელში ამიყვანა და ისევ ჩემს ოთახში შემიყვანა, კატოს კი გვირილის ჩაის მომზადება სთხოვა. ოთახში არავინ შემოსულა. მან საწოლში ჩამაწვინა და თვითონაც გვერდით მომიწვა.... მთელი ძალით ვიყავი უტაზე ჩაბღაუჭებული, ისიც მაგრად მიკრავდა გულში , თითქოს გავექცეოდით ერთმანეთს სადმე... ვგრძნობდი, როგორ მიმძიმდებოდა თვალები, საბოლოოდ კი მასზე ჩახუტებულს დამეძინა.

დილით თვალი რომ გავახილე, უტა აღარსად იყო... ფეხზე ძლივს წამოვდექი. საჭირო ნივთები ავიღე და სააბაზანომდე მივლასლასდი, სარკეს შეგნებულად ვარიდებდი თვალს. კარგა ხანს ვიდექი გრილი წყლის ქვეშ და როგორც იყო ვინებე და გამოვედი სააბაზანოდან... თითქოს ცხოვრების ხალისი დამიბრუნდა.. ტანსაცმელი ავიღე და სამზარეულოში გავედი , სადაც მაგიდასთან შემომსხდარი ბაბი და კატო დამხვდნენ.
-მართაა... როგორ ხაარ?? მაშინვე მოცვივდნენ ჩემთან და თვალიერება დამიწყეს.
-ჰოო... ნუ გამჭყლითავთ ახლა.. გამეცინა და გოგოებს გადავეხვიე. -ბიჭები სად არიან? ვიკითხე მას შემდეგ, რაც მეც მაგიდასთან მოვკალათდი.
-რაღაც საქმეზე გავიდნენ, საღამოს მოვლენ არ ინერვიულო. მიპასუხა ბაბიმ და თბილად გამიღიმა.
-რა საქმეზე?? ავღელდი მე.
-ნუ ნერვიულობ. უტა სამსახურში წავიდა, რომ რაღაც საქმეები მოაგვაროს და რამდენიმე დღე გაგითავისუფლოს. ბიჭები კი საჭირო პროდუქტებზე წავიდნენ. მიპასუხა ამჯერად კატომ და ყურებამდე გამიკრიჭა.
-მოიცა კაცო, რა პროდუქტები, რა სამსახური. დავიბენი მე.
-მოკლედ, გუშინ ლელა მთელი ღამე აქ იყო და თქვა, რომ ესეთს სამსახურში ვერ გაგიშვებს, ერთი კვირა გაგათავისუფლა და უტაც ასევე, ყურადღების მიქცევა დასჭირდება და მარტო არ დატოვო არც ერთ წამსო.. ჰოდა ბიჭებმა გადაწყვიტეს, რომ ერთი კვირით მათესთან წავიდეთ აგარაკზე რაჭაში. მიპასუხა ბაბიმ.
-ვაიმე, რა სირცხვილია ჯერ არ დამიწყია მუშაობა და უკვე შვებულება? ხელებში თავი ჩავრგე მე
-რა სირცხვილი გოგო, გუშინ ლელამ რომ დაგინახა, ლამის გული გაუსკდა. მიდი ახლა შენ ჩაი დალიე და მე მანამდე ტანსაცმელს გაგიმზადებ, მითხრა კატომ, თავზე მაკოცა და ჩემს ოთახში წაცუნცულდა. ღიმილით გავაყოლე დაქალს თვალი ...
-მართაა.. მართლა კარგად ხარ?? მკითხა სერიოზული სახით ბარბარემ.
-კიი ბაბი მართლა კარგად ვარ. ოდნავ შესამჩნევად გავუღიმე და ფიქრებში წასულმა ჩაი მოვსვი. მალე მოსაღამოვდა კიდეც და ბიჭებიც მოვიდნენ, არ ვიცი, შეთანხმდნენ თუ რა იყო, მაგრამ წინა ღამეზე ხმას არ იღებდა არც ერთი. სიცილ-სიცილით ჩაიტანეს ბარგი ქვევით და მანქანებში გადაანაწილეს. სამივე თავისი მანქანით მოდიოდა, ამიტომ ჩვენ უნდა გადავნაწილებულიყავით. კატო უხმოდ ჩაუხტა გაბრიელს მანქანაში. რაზეც მისი ღიმილიც დაიმსახურა. უტამ მკლავში ჩამავლო ხელი და ხმის ამოღება არ მაცალა, ისე შემიკრა ღვედი, მხოლოდ ბაბიღა დარჩა, თავიდან ჩვენთან უნდოდა ჩაჯდომა, მაგრამ უტამ შეუღრინა, -მარტო ატარე ახლა ის ბიჭი ამხელა გზაზეო და მათეს მანქანისკენ გაუშვა. მანაც უხალისოდ გამოაღო კარი და თ ვალებამღვრეული მათეს გვერდით მოკალათდა. რაღაც ეჭვი მქონდა მათზე, თუმცა არ მიყვარდა ბევრი კითხვების დასმა, თუ თვითონ ჩათვლიდნენ საჭიროდ, თვითონვე მეტყოდნენ რამეს...


-სკვინჩაა....მითხრა უტამ , როცა თითქმის მცხეთას გავცდით... მის ერთ სიტყვაში იმდენი ემოციის ამოკითხვა შეიძლებოდა იმ წამს, რომ ყველანაირი სიტყვა ზედმეტად მივიჩნიე. ვგრძნობდი სირცხვილსაც, დაძაბულობასაც, უხერხულობასაც, ტკივილსაც, ხმა უკანკალებდა... მე სიტყვის გაგრძელება არ ვადროვე, მისკენ მივიწიე და მთელი გრძნობით ვაკოცე ლოყაზე.
-ვიცი უტა, ვიცი... ყველაფერი ვიცი რისი თქმაც გინდა და არაა საჭირო... ვუთხარი ისე , რომ სახე არ მომიშორებია მისი ლოყისთვის... და მომენტალურად ვიგრძენი, როგორ მოადუნა თითები საჭეზე და როგორ ჩაეფუშა კისერზე მფეთქავი ცისფერი ძარღვი.
-აი მაგიტომ მევასები რაა.... ყველაზე მაგარი ტიპი ხარ ... უუუხ.. მითხრა და მთელი ძაალით მაკოცა თავზე. რაზეც ჩემი მუჯლუგუნიც დაიმსახურა.
-ნელა შე ნადირო, მომძვრა თავი . ჩავიბურდღუნე მე და მუსიკა ჩავრთე... ორივემ ერთხმად შემოვძახეთ სიხარულის ყიჟინა, როცა პირველივე სიმღერა muse-uprising აღმოჩნდა. ხმამაღლა ავყევით და თავებს არანორმალურებივით ვიქნევდით.
-უტა.. რაღაც მინდა გითხრა რა.. ვუთხარი დაძაბულმა, მას შემდეგ , რაც სიმღერით დავიქანცეთ. არ ვიცოდი, სწორად ვიქცეოდი თუ არა, მაგრამ გარშემომყოფებს შორის ის ყველაზე მეტად მე მედნობოდა და მე მისმენდა, ამიტომ გადავწყვიტე, იქამდე მეთქვა რამე, სანამ სიტუაცია დაიძაბებოდა და შემპარავი ხმით განვაგრძე. -ოღონდ არ გაბრაზდე, გევედრდები.. დავინახე, როგორ დაეჭიმა ყბის კუნთები და მაქსმიმალური ძალით შეეცადა, რომ მშვიდად ეკითხა.
-რა მოხდა მართა? სახელით მხოლოდ მაშინ მომმართავდა, როცა რაღაც სერიოზული ხდებოდა.
-აუ....ხომ არ გაბრაზდები??
-მეტყვი თუ არა რა მოხდა? მოთმინებას კარგავდა უტა.
-ისაა.. დარწმუნებული არ ვარ ოღონდ, ვარაუდს გეუბნები. მგონი შენს დას და მათეს ერთმანეთი მოსწონთ. მივაყარე ელვის სისწრაფით და მოსალოდნელი ღრიალის მოლოდინში გავისუსე.. მაგრამ თვალები შუბლზე ამივიდა, როცა დავინახე, რომ უტას ღიმილისგან ტუჩის კუთხე ოდნავ ჩაეტეხა... -შენ რა ამ წამს გაიღიმე? გაოგნებული ვუყურებდი მე.
-დიდი ხანია მიხვდი? ღიმილით მკითხა უტამ.
-მეღადავები? ანუ იცოდი? სიტყვებს ვერ ვპოულობდი ჩემი გაოცების გამოსახატად.
-რა სულელი ხარ სკვიჩა. როგორ ფიქრობ, მე რომ არ მდომოდა, მოახერხებდნენ ერთად ამდენი დროის გატარებას? თუ სულელი გგონივარ და გგონია ვერ ვხედავ, როგორი თვალებით უყურებენ ერთმენეთს... ამას ჯერ კიდევ მაშინ ვგრძნობდი, როცა გერმანიაში მივდიოდი და მათეს ვუტოვებდი პატარა ბარბარეს... თვითონაც ვერ აცნობიერებდა, თავის გრძნობებს.. მერე ჩამოვედი და თვალებში ვეღარ მიყურებდნენ ვერც ერთი... თუმცა არ ვერევი, ბოლო გამოცდას ვუწყობ მათეს... მინდა ძალა მოიკრიბოს, მოვიდეს და თვითონ მითხრას ყველაფერი. ღიმილს არ იშორებდა უტა სახიდან , მე კი გაოცებას.
-მოიცა, ანუ საერთოდ არ ბრაზდები? ვკითხე ინტერესით.
-არა... დიდიხანია გადავაბიჯე იმ სტერეოტიპს, რომ არ შეიძლება ძმაკაცის დის შეყვარება. ისინი არ არიან ნამდვილი და -ძმა, ისევე , როგორც მე და შენ არ ვართ ნამდვილი ძმები.. მითხრა მან და ამ ხნის მანძილზე პირველად შემომხედა.
-მოიცა, რას გულისხმობ? ჩემი თვალები შუბლიდან უკვე კეფისკენ მიიწევდნენ.
-იმას, რომ ჩემი ნებართვა აქვთ მათეს და ბარბარეს. მათეს საკუთარ თავზე კარგად ვიცნობ და ვიცი, რაზეა წამსვლელი ბარბარეს გამო.. მეც მეტი რა მინდა.. შეჩვეული ჭირი ჯობს შეუჩვეველ ლხინსო, არ გაგიგია?? მკითხა და გაეცინა ჩემი სახის დანახვაზე. მე იმდენად ვიყავი იმ წამს უტათი აღფრთოვანებული, რომ სულ გადამავიწყდა,წეღანდელ თემაზე ჩაღრმავება, მივვარდი და მაგრად ჩავეხუტე, თუმცა გონზე ჩემი გულის ხმამ მომიყვანა... ისე გამალებით მიცემდა, მეგონა რომ უტაც გაიგებდა და უცებ მოვშორდი, მისი გაოცებული მზერა არ გამომპარვია, კითხვით კი არაფერი უკითხავს. პირველად ამიჩქარდა გული მასთან ჩახუტებისას... -ჯანდაბა, რა მემართება?? გავიფიქრე ჩემთვის , მინას მივადე თავი და თვალები დავხუჭე.


კატო
საღამოს , როცა ბიჭები მოვიდნენ, გამგზავრება აღარ გადავდეთ და შებინდებისას თბილისიდან გავედით. მე რა თქმა უნდა, გაბრიელს ჩავუჯექი მანქანაში. ვგრძნობდი, რომ მოვწონდი, მაგრამ ჯიუტად არ მიტყდებოდა და არც მე ვიმჩნევდი ჯიუტად არაფერს, მაგრამ ყურადღების მიქცევას კი სულ ვცდილობდი, არც ამჯერად დავაკელი ცდა, შავი მოკლე კაბა ჩავიცვი, რომელიც იმდენად მქონდა მოტკეცილი სუნთქვა მიჭირდა, საკმაოდ ღრმად ჰქონდა გული ამოჭრილი და საკმაოდ მომიჩანდა მკერდი. გაზაფხული იწურებოდა და თბილისში საკმაოდ ცხელოდა, თუმცა თხელი ჟაკეტი მაინც ხელში მეჭირა, გზაში რომ არ შემცივნოდა. არ გამომპარვია, როგორ მიყურებდა გაბრიელი, როცა ამ კაბაში დამინახა, მაგრამ კომპლიმენტი მაინც არ უთქვამს, რაზეც გული მომივიდა და მთელი გზა გაბრაზებული ვიჯექი. მომენტებში ვგრძნობდი, როგორ აპარებდა ჩემკენ მზერას და მერე ისევ გზას გახედავდა ხოლმე. მეც მისკენ გავაპარე მზერა. თეთრი მაისური ეცვა, რომელიც რუჯზე ძალიან უხდებოდა... ყბების კუნთები დაჭიმული ჰქონდა... იმდენად მიზიდავდა,რომ აზროვნების უნარს მაკარგვინებდა... რამდენჯერაც გადავწყვიტე მისი თავიდან ამოგდება, იმდენჯერ რაღაც არაორდინალური გააკეთა და ახლიდან ჩავეფალი გაბრიელის სამყაროში.. ახლაც იგივეს აკეთებდა... საშინელი გრძნობაა , როცა საყვარელი ადამიანი გვერდით გყავს, იცი, რომ მასაც უყვარხარ, მაგრამ არაფერს გებუნნება, გეთამაშება... შენ კი ვერ ეხები, ვერ ეუბნები საკუთარ გრძნობებზე ვერაფერს....- როგორ მამწარებ გაბრიელ, როგორ მინდა , ერთხელ და სამუდამოდ გაგტეხო... უამრავი ფიქრი ცვლიდა ერთმანეთს ჩემს გონებაში. ვუყურებდი, ის კი გზას არ აშორებდა თვალს...მოულოდნელად, ვიღაცამ ცუდად ჩაგვიჭრა გზა, წინ გადაგვიხტა და გაბრიელმაც ავარიისგან თავის აცილების მიზნით, მანქანა სავალი ნაწილიდან სწრაფად გადაიყვანა და მოულოდნელად დაამუხრუჭა, რომ მდინარეში არ გადავჩეხილიყავით. მე წონასწორობა ვეღარ შევინარჩუნე და ფანჯარას მივარტყი თავი.
-კარგად ხაარ?? მომვარდა შეშინებული გაბრიელი და ღვედი მომხსნა. ხმა არ გამიცია, ვაკვირდებოდი, მის ლამაზ სახეს, თვალებს, ტუჩებს, ისე მინდოდა იმ წამს ჩავხუტებოდი... -კარგად ხარ? გამიმეორა კიდევ ერთხელ, ხმა რომ არ გავეცი და სახე ახლოს მომიტანა სახესთან... იმდენად ახლოს, რომ მის სუნთქვას ვგრძნობდი... კიდევ ერთხელ ჩავიკარგე მის თვალებში, მერე კი ოდნავ წამოვიწიე, თვალები მივნაბე და ჩემი ტუჩები მის ტუჩებს მივაწებე... ვიგრძენი როგორ გაოცდა და დაიძაბა, მერე კი უცებ მოდუნდა და ამდენი ხნის გრძნობებს გასაქანი მისცა, მთელი ვნებით მკოცნიდა. ძლივს მოვწყდით ერთმანეთს. -რატომ მაგიჟებ კატო? რა გინდა?? მკითხა სუნთქვა გახშირებულმა.
-იმიტომ, რომ შენ თვითონ მაგიჟებ. ვუპასუხე გაბუსხულმა. მას გაეცინა და კიდევ ერთხელ დამწვდა ტუჩებზე...


გვიან ღამით ჩავედით რაჭაში. ძალიან ბნელოდა და ვერაფერს ვერ ვარჩევდი.. მაშინვე დასაძინებლად წავედით.. სახლი საკმაოდ დიდი იყო, თუმცა გოგონებმა მაინც ერთად გადავწყვიტეთ დაძინება, ბიჭები კი ცალ-ცაკლე ოთახებში განთავსდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დაღლილები ვიყავით, საჭორაო ძალა მაინც გამოვნახეთ და გემრიელადაც გავჭორეთ ბიჭები.. დილის 8 საათი იყო, რომ ჩაგვეძინა....
ძალიან გამიჭირდა გაღვიძება. ხელით ტელეფონი მოვძებნე და საათს დავაკვრდი. 4 ხდებოდა. მაშინვე ფეხზე წამოვდექი, ტანსაცმელი გადავიცვი, პირსახოცი ავიღე და თვალების სრესვით წავლასლასდი სააბაზანოსკენ... დაუკაკუნებლად შევაღე სააბაზანოს კარი და მომენტალურად გამოვფხიზლდი, როცა საცვლების ამარა უტა დავინახე.
-გამოვდივარ ახლავე. მითხრა ღიმილით და კარი ცხვირწინ მომიხურა.
-აუუ მაგრად გაკლია, იქნებ კარი ჩაკეტო? არაჩვეულებრივი ფუნქცია აქვს 21-ე საუკუნის კარს-იკეტება კრეტინო.. ვბურდღუნებდი მე.
-დიდხანს უნდა იჩხუბო? ჩემს წინ აისვეტა უტა წელს ზემოთ ისევ შიშველი და ამაყად ამზეურებდა თავის შოკოლადის კუბიკებს.
-ეეეე........... მაიკა არგაქვს პრიმატო? ვუღრიალე მე.
-კაი რა გჭირს, რა გოგოსავით დაიმორცხვე? მითხრა და იმდენად ახლოს მოიწია ჩემთან, რომ მისი ცხვირი ჩემსას ეხებოდა. სახე მთლიანად გამიწითლდა და ფეხში მთელი ძალით ამოვარტყი ფეხი, თუმცა მან აიცილა. -ეგეთები ჩემთან არ ჭრის, ზედმეტად კარგად გიცნობ. გაიღიმა და უფრო ახლოს მოვიდა ჩემთან. იმდენად დავიბენი, რომ ინერციით რამდენიმე ნაბიჯი უკან გადავდგი, თუმცა წონასწორობა ვერ შევიკავე და უტას ფეხებთან გავიშხლართე. წამში ისეთი ხარხარი აუტყდა, მეგონა სახლი თავზე მენგრეოდა.
-იქნებ წამომაყენო? ვუთხარი შებეზრებული სახით, როცა ხითხითს მორჩა.
-კარგა ხანია ძირს გაშხლართული არ მინახიხარრ.... ახლიდან აუტყდა სიცილი მას. აი ზუსტად ასეთ მომენტებში ვრწმუნდებოდი ხოლმე, რომ მისთვის მხოლოდ მეგობარი ვიყავი და მეტი არაფერი... სხვა გოგოებს თავს ევლებოდა, ცივ ნიავს არ აკარებდა, ყველა უარყოფით თვისებას მალავდა და მხოლოდ დადებითს აჩენდა. ჩემთან პირიქით იყო. ყველა დადებით თვისებას მალავდა, თუმცა უარყოფითს ამზეურებდა მთელი სისრულით,რომ ვეკითხებოდი, ასე რატომ იქცეოდა , მპასუხობდა,რომ დასამალი არაფერი ჰქონდა ჩემთან. როგორც იყო ავიზლაზნე და გაბრაზებული შევვარდი სააბაზანოში. კარს მიღმაც მესმოდა მისი ხითხითი და უნებურად მეც გამეცინა. -რა იდიოტია.. ჩავილაპარაკე ჩემთვის და თავი ცხელ წყალს შევაფარე.
საღამოს „ვისაუზმეთ“, მთელი ღამის უძილოებმა საღამოს გავიღვიძეთ და ღამე საუზმით დავიწყეთ... სეირნობა მომდევნო დღისთვის გადავდეთ, იმ დღეს კი ფილმების ყურებით შემოვიფარგლეთ... წინასწარ გამზადებულ „შინდლერის სიას“ ვუყურეთ და მე კიდევ ერთხელ დავიმსახურე ყველას დაცინვა, გულამოსკვნილი ვბღაოდი და ყურადღებას არ ვაქცევდი ბიჭების ხითხითს... 9 საათი ხდებოდა და ჯოკრის თამაში გადავწყვიტეთ. თუმცა მე და უტა თამაშგარე აღვმოჩნდით, რადგან გაბრიელმე მეწყვილედ კატო აირჩია, ბაბიმ კი უხერხულად გადახედა მათეს..
-მგონი ზედმეტები ვართ აქ.. ჩამჩურჩულა ღიმილით უტამ და გარეთ გამიყვანა...
-აარაა,, ხანდახან როგორი მიხვედრილი ხარ რა ჩემო შოკოლადის ბიჭო. გავუცინე მე და ჰამაკში მოვთავსდი.
-როდემდე უნდა მეძახო შოკოლადის ბიჭი? მკითხა გამომწვევად უტამ, ძალით წამომმწია წინ, და ფეხები ძირს ჩამომაწევინა, თვითონ კი წამოწვა და თავი კალთაში ჩამიდო. მე დაუფიქრებლად მოვხადე თავიდან კეპი და თითები თმაში ავუთამაშე. -მმმმ.... სიამოვნებისგან ამოიზმუვლა უტამ...
-რა იყო, არ მოგწონს? თავი მოვისულელე მე და თმიდან ხელი ავაცალე.
-ხო არ გადაირიე. ხელი ისევ ძველ ადგილას დამაბრუნებინა, მეორე ხელი კი თავის გულთან დამადებინა და თვალები მილულა.... ხმას არ ვიღებდით არც ერთი... ერთიხელით თმაზე ვეფერებოდი, მეორე კი მის გულზე მედო და ვგრძნობდი, როგორ ნელ-ნელა მატულობდა მისი დარტყმის სიხშირე... უტა კი ოდნავ შესამჩნევად იღიმოდა, მუცელზე ეწყო ხელები და სულ ოდნავ ეხებოდა ჩემს თითებს... -მართა... შემაჟრჟოლა მისმა ხმამ, სულ უკანკალებდა და რაღაცნაირად ჩახრიწვოდა...
-ჰოო... ოდნავ შესამჩნევად ვუთხარი და ვიგრძენი, როგორ დამეძაბა მთელი სხეული.
-არ მაკოცებ? მკითხა იგივე ტონით და ამჯერად მას დაეძაბა სხეული... თითქოს დენმა დამარტყა.. რამდენიმე წამი გავშეშდი შემდეგ კი ნელა დავიხარე და შუბლზე ვაკოცე. -შუბლზე იცი ვის კოცნიან? მითხრა და დავინახე, რომ ოდნავ ჩაეღიმა.
-ვის?
-ვის და დებილებს... ისევ ღიმილმა გადაურბინა სახეზე.
-კიდევ საყვარელ ადამიანებს... ჩავილაპარაკე ხმადაბლა, ამჯერად კი აშკარად გაეღიმა და ქათქათა კბილები გამოაჩინა ბაგეებს შორის, თვალებს კი არ ახელდა... მე მის თმაში განვარძე თამაში.. რამდენიმე წუთში კი ისევ მკითხა.
-მართა , არ მაკოცებ? ამჯერად მე გამეღიმა.. დავიხარე და ნაზად ვაკოცე ლოყაზე...
-ლოყაზე იმათ კოცნიან, ვინც მოსწონთ... მითხრა ღიმილით. მე ისევ დავიხარე და ამჯერად თვალებზე ვაკოცე....
-თვალებზე იმათ კოცნიან, ვისაც ძალიან ძალიან უფრთხილდებიან და არ უნდათ, რომ ოდესმე ამ თვალებზე ცრემლი ნახონ.. მე ისევ გამეღიმა... ისევ დავიხარე და ცხვირზე ვაკოცე...
-ცხვირზე კიდევ იმათ კოცნიან, ვისაც ძალიან საყვარლად თვლიან... ამჯერად მას გაეღიმა... ისევ დავიხარე და ყელში ვაკოცე მოწყვეტით. დავინახე როგორ დააყარა ბუსუსებმა მთელს სხეულზე...
-აიი ეგ კი აღარ ქნა მეტჯერ... პირველად გაახილა თვალი და ტონი დაასერიოზულა. გული ამიჩქარდა, თითქონს გონზე მოვედი. მისი თავი ჩემი მუხლებიდან გადავდე და სახლისკენ წავედი, თუმცა მისმა ხმამ შემაჩერა. -მართა, არ გინდა ჩამეხუტო? ისეთი უცხო იყო მისი ტემბრი, თითქოს პირველად ვისმენდი, რაღაცნაირი ღრმა, სევდიანი, ინტერესიანი, ბოხი და თან ხრინწიანი...
-კიი....ვუპასუხე, მაგრამ მისკენ არ შევბრუნებულვარ და რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი სახლისკენ.
-მართა არ გინდა ჩამეხუტო? იგივე ტონით გაიმეორა უტამ... მე კი უკან შებრუნებას ვერ ვბედავდი..
-კიიი.. გაუბედავად ჩავილაპარაკე ჩემთვის..
-მაშინ, ჩემკენ შემობრუნდი.. მე გაუბედავად შევბრუნდი მისკენ. ხელები ძირს ქონდა ჩამოყრილი, თავი მარცხენა მხარეს გადაეწია და რაღაცნაირი სევდით და მოლოდინით სავსე თვალებით მიყურებდა.. რამდენიმე წამი ვუყურე. ადგილიდან არ იძვროდა, ბოლოს კი ინსტინქტის მონა გავხდი, სირბილით გავიარე უტამდე მანძილი და მთელი ძალით ჩავეხუტე. ვიგრძენი , როგორ მოდუნდა და გაეღიმა, თვითონაც შემომხვია თავისი ძლიერი მკლავები... იმდენად ძლიერად მეხვეოდა, რომ სუნთქვა აღარ შემეძლო. გავიბრძოლე, რომ მისი მკლავებისგან თავი დამეხსნა, თუმცა ვერ შევძელი. -ტყუილად ფართხალებ, ხო იცი, რომ მაინც არ გაგიშვებ ეხლა?? დაწყნარდი რა... ჩამჩურჩულა ყურში და თავი მის გულზე დამადებინა.. ის იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი წამი, წამი, როცა მისი გულის ცემა ვიგრძენი... კარგა ხანს ვიდექით ასე, გონზე კი კატოს ყვირილმა მომიყვანა..
-რა გაყვირებს გოგო? გავძახე ისე, რომ უტას მკლავებისგან ისევ მქონდა თავი გათავისუფლებული..
-დროზეე.. ბატონი ლევანი გირეკაავს.. ყვირილს განაგრძობდა კატო... -სად ჯანდაბაში ხარ? მე და უტა სახლისგან ცოტა მოშორებით ვიყავით , ხეებში ჩამალულები და ვერ გვხედავდნენ.
-ვაიმე, მოვდივარ ახლავე. ვუთხარი და წასასვლელად მოვემზადე, მაგრამ უტამ გამაჩერა.
-ვინაა ლევანი?
-ჩემი მასწავლებელი იყო კონსერვატორიაში, მარტო მაგ კაცს ვცემდი პატივს. მივაყარე სწრაფად.
-კარგი, მიდი გაიქეცი.. მითხრა ღიმილით და ხელი გამიშვა. მეც საპასუხოდ გავუღიმე და თავპირისმტვრევით გავვარდი სახლამდე და ტელეფონს დავწვდი.
-დიახ ბატონო ლევან..
-როგორ ხარ შვილო?
-არამიშავს, მადლობა, თქვენ როგორ ხართ?
-კარგად ვარ მართა , კარგად, სად ხარ? შენი ნახვა მინდა.
-რაჭაში ვარ რამდენიმე დღით, რა ხდება?
-მისმინე, გავიგე, რომ იმ ამბების მერე, მუსიკას ჩამოშორდი და ძალიან გაბრაზებული. ვარ მაგრამ ამაზე მერე, ახლა კი მომისმინე, შენი მონაცემები გადავაგზავნე ინგლისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კოლეჯში და დღეს მოვიდა პასუხი, რომ მიგიღეს და 1 წლით უფასოდ გიწვევენ სასწავლებლად.. მომახარა ლევანმა..
-ვაიმე, უღრმესი მადლობა ბატონო ლევან, მაგრამ არ მგონია, ახლა თბილისიდან სადმე წასვლა მინდოდეს. ძლივს ავაწყვე ცხოვრება, იმდენი კარგი რამე ხდება ჩემთან.... ჩავილაპარაკე მე და წამის წინ მომხდარი გამახსენდა, რამაც ღიმილი მომგვარა.
-დარწმუნებული ხარ მართა? ასეთი შანსი მეორედ აღარ მოგეცემა. ხმა დაუსერიოზულდა ლევანს.
-დიახ ბატონო ლევან.. ვუთხარი მტკიცედ.
-კარგი შვილო, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის , მოსაფიქრებლად 2 დღეს გაძლევ, თუ გადაიფიქრე, მაშინვე დამირეკე... იქნებ ამ ორ დღეში დაჭკვიანდე, ამ შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლება შვილო...
-კარგით ბატონო ლევან, თუ გადავიფიქრებ, აუცილებლად დაგიკავშირდებით. ვუთხარი ღიმილით.
-კარგი მართა, ველი შენს ზარს. მითხრა პროფესორმა და ტელეფონი გამითიშა... ღიმილმა გადამირბინა სახეზე. მართალია, უარი ვთქვი, მაგრამ მესიამოვნა, რომ როგორღაც ჩემი ტალანტიც დააფასეს და ერთი ადდამიანი მაინც იყო ჩემს გვერდით... იმ წამს ყველაზე მეტად მინდოდა უტასთან ჩახუტება და ისევ წეღანდელ ადგილს მივაშურე, მაგრამ იქ უტასთან ერთად მდგარი მათე შევნიშნე. ბიჭები რაღაცაზე კამათობდნენ. მე უკან სახლში შესვლა დავაპირე, მაგრამ ჩემი სახელს მოვკარი ყური და დაინტერესებული ხეს ამოვეფარე, რომ უფრო კარგად გამეგო რაზეც საუბრობნენ.
-დარწმუნებული ხარ, რომ არ მოგწონს მართა? ჰკითხა მათემ . პასუხის მოლოდინში კი მე დამეძაბა მთელი სხეული.
-რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ არ მომწონს?! როდესაც მე გოგო მომწონს, მას ყველა გამვლელი თვალს აყოლებს იმდენად სექსუალური და ლამაზია.. მართა კი... მართა უბრალოდ ჩემი მეგობარია, რომელსაც ისე ვუყურებ, როგორც ვთქვათ შენ , ან გაბრიელს, რა მოწონებაზე მელაპრაკები ღადაობ? გოგოდაც კი ვერ აღვიქვამ... ვგრძნობდი როგორ ამტკივდა ყველა უჯრედი სხეულში... ცრემლებმა თავისით მონახეს გზა ჩემს თვალებზე... ისევ ვტიროდი... ჯადაბა..... ჩემს ოთახში შევვარდი და კარი ჩავკეტე, რომ არავის შევეწუხებინე, გული რომ ვიჯერე ტირილით, ტელეფონი მოვიმარჯვე და ნაცნობი ნომერი ავკრიფე, საყვარელი ხმაც მაშინვე გავიგე ყურმილში.
-ბატონო ლევან, მე ვარ, გადავიფიქრე, მართლაც სისულელე იქნება ასეთ შანსზე უარის თქმა, ხვალვე თბილისში ვიქნები და რაც მალე წავალ ინგლისში , მით უკეთესი........ ვუთხარი და როცა ლევანის გულთბილი სიტყვები მოვისმინე ტელეფონი გავთიშე და ძილის სამყაროში გადავეშვი.........



№1 სტუმარი darina

Oho dzalian kargi wavides inglisshi da iqidan iseti magari gogo dabrundes, rom utam fexebshi chauvardes, chemi vache ra magari vinme iyo, ragac utam ver momxibla, shen ki umagresi gogo xar.

 


№2 სტუმარი Teo..

Kargia rom midis Marta.imedi maqvs formashi hadgeba da mere mainteresebs utas reaqcia... Shokoladi gogo xar shen,axali tavit rom gamaxare.

 


№3 სტუმარი anne

"Marta ar makoceb" dialogze davdni da metki gons moego tko es bichi magram aaahaaaa :/

 


№4  offline წევრი ირინა

anne
"Marta ar makoceb" dialogze davdni da metki gons moego tko es bichi magram aaahaaaa :/



gons moego cota, magram eg mxilod martas piqri chans axal tavs daelode❤️❤️❤️❤️

 


№5 სტუმარი anne

ირინა
anne
"Marta ar makoceb" dialogze davdni da metki gons moego tko es bichi magram aaahaaaa :/

Sulmoutkmelad da gulis panckvalit veli *____*

gons moego cota, magram eg mxilod martas piqri chans axal tavs daelode❤️❤️❤️❤️


Sulmoutkmelad da gulis panckvalit veli *__*

 


№6  offline წევრი ირინა

anne
ირინა
anne
"Marta ar makoceb" dialogze davdni da metki gons moego tko es bichi magram aaahaaaa :/

Sulmoutkmelad da gulis panckvalit veli *____*

gons moego cota, magram eg mxilod martas piqri chans axal tavs daelode❤️❤️❤️❤️


Sulmoutkmelad da gulis panckvalit veli *__*


au neta sheidzlebodes adre davdo((( magram mxolod 12 is mere davdeb((

 


№7  offline წევრი kora

მაინც მომწონს ეს ბიჭი, არადა არ იმსახურებს ჩემს სიმპატიებს wink ისე კი არ მომეწონება მოვლენების ისეთი განვითარება თუ კი მხოლოდ ამ გოგოს გარეგნობის ცვლილბის მერე შეუყვარდება. ცოცხალი თოჯინა ხომ არაა, რომ ბარბი როგორც კი გახდება ეგრევე შეუყვარდეს?! აი ეგრე თუ მოცდა მერე აღარ მენდომება ეგ წყვილი ერთად და ისეთი ბიჭი გამოაჩინე მის ცხოვრებაში რომ სინანულით გასკდეს გულზე ჩვენი უტა! am
არადა მაინც არ მინდა ეს ორი ცალ-ცალკე sad მოუთმენლად გელოდებიიიი love
--------------------
kira.G

 


№8 სტუმარი lile

vaimeee ra kargia ai ikidan rom dzaaan magari gogo dabrundes mere vnaxot utas chamomcydari ybaa :-D:-D:-D:-D♥♥♥♥♥

 


№9  offline წევრი შამხათი

აუ რა კარგი ხარ, ეს ისტორიაც ძალიან მომწონს, საიტზე რომ შემოვდივარ, პირველად ამას ვეძებ რომ წავიკითხო. ნიჭიერი ხარ, ნამდვილად გამოგდის წერა, თან შენეული სტილი გაქვს, არაბანალური, რაც ძალიან მომწონს. მოკლედ, ერთგული მკითხველი ვხდები შენი love

 


№10  offline წევრი ირინა

kora
მაინც მომწონს ეს ბიჭი, არადა არ იმსახურებს ჩემს სიმპატიებს wink ისე კი არ მომეწონება მოვლენების ისეთი განვითარება თუ კი მხოლოდ ამ გოგოს გარეგნობის ცვლილბის მერე შეუყვარდება. ცოცხალი თოჯინა ხომ არაა, რომ ბარბი როგორც კი გახდება ეგრევე შეუყვარდეს?! აი ეგრე თუ მოცდა მერე აღარ მენდომება ეგ წყვილი ერთად და ისეთი ბიჭი გამოაჩინე მის ცხოვრებაში რომ სინანულით გასკდეს გულზე ჩვენი უტა! am
არადა მაინც არ მინდა ეს ორი ცალ-ცალკე sad მოუთმენლად გელოდებიიიი love



koraa axal tavs daelode. araa uta cudi bichi . ubralod am tavshi mxilod martas piqri chans❤️❤️

lile
vaimeee ra kargia ai ikidan rom dzaaan magari gogo dabrundes mere vnaxot utas chamomcydari ybaa :-D:-D:-D:-D♥♥♥♥♥



arc martas elis kargi dge me tviton erti suli maqvs rodis davasruleb an tavs titebs ver vacheteb dilidan ise vbechdav❤️

შამხათი
აუ რა კარგი ხარ, ეს ისტორიაც ძალიან მომწონს, საიტზე რომ შემოვდივარ, პირველად ამას ვეძებ რომ წავიკითხო. ნიჭიერი ხარ, ნამდვილად გამოგდის წერა, თან შენეული სტილი გაქვს, არაბანალური, რაც ძალიან მომწონს. მოკლედ, ერთგული მკითხველი ვხდები შენი love



dzalian didi madloba shen❤️ imedia rom imedebs ar gagicrueb❤️

 


№11 სტუმარი lile

ise tormetamde dadebas ratom ver axerxeb?

 


№12  offline წევრი ირინა

lile
ise tormetamde dadebas ratom ver axerxeb?


saiti ar madzlevs sashualebas. 24 saatshi erti ragacis dadebis upleba maqvs da celiec 12s))))

 


№13 სტუმარი lile

ox es saiti raaa :-D:-D:-D vin shekmna saertod? :-D:-D ♥♥♥

 


№14  offline წევრი BvBArMy

დრეს წავიკითხე ყველა თავი, როგორ პირველი ისე ეს მეორე ისტორია ძალიან კარგია. <3 ახალ თავს ველოდები. ^_^
--------------------
I Hate Everything About You

 


№15 სტუმარი Black

Ra vqnat biwebi martlac asetebi vart..;Dmagari gogo xar iro da kidev chveni gemovneba mausikasi emtxveva tanac zustad;) <3

 


№16  offline წევრი ირინა

Black
Ra vqnat biwebi martlac asetebi vart..;Dmagari gogo xar iro da kidev chveni gemovneba mausikasi emtxveva tanac zustad;) <3


xo vici egetebi rom xart))) da martla vemtxvevit musikashi?? moxaria dzaan da kidev iros mxolod axloblebi medzaxian da rom wavikitxe nacnobi megone)))

 


№17 სტუმარი Black

Ki martla vemtxvevit;) xoda awi mec viqnebi nacnobi da iros dagidzaxeb<3sayvareli xar dzalian:Dvelodebi shemdeg tavs da aba shen ici gagvaxare ra..:D

 


№18  offline წევრი ირინა

Black
Ki martla vemtxvevit;) xoda awi mec viqnebi nacnobi da iros dagidzaxeb<3sayvareli xar dzalian:Dvelodebi shemdeg tavs da aba shen ici gagvaxare ra..:D

ვა ვაა :)) მადლობა შენ , ნაცნობო :) <3 კი 12 ის მერე ავტვირთავ :) <3

 


№19  offline წევრი S.likuna

au male dadee raa magaria dzaan dzaan

 


№20 სტუმარი lile

ara maimuni ro ar viyo vin mkitxavs ra chemi sakmea maraa :-D:-D mainv gkitxav da ar gabrazde shegidzlia tavi aarido da araperi mipasuxo. ai sheni istoriebi sxvebisgan imit gansxvavdrba rom grdznobit tan dzaaan grdznobit cer tan kitxva ro ar gezareba ise da yvela praza da sityva ro gainteresebs ise nu cota gramatikuli shecdoma sheidzleba dzaan cota gageparos mara araushavs chkara bechtav tan albat :-D:-D:-D da tan marto siyvaruli xom ar aris ara ak tkivilicaaa sixarulic da yvelaperi erti cxovrebaaa moyolili kargad da sainteresot banalurebis gareshe rac mtavaria da rac momcons. xo es ise cinasityvaoba :-D:-D axla mtavari kitxsa ( sheyvarebuli gyaavs an tu giyvars vinme)♥♥♥♥♥:-D

 


№21  offline წევრი ირინა

S.likuna
au male dadee raa magaria dzaan dzaan

საგამოს დავდებ <3 <3 12 ის მეერე :*

lile
ara maimuni ro ar viyo vin mkitxavs ra chemi sakmea maraa :-D:-D mainv gkitxav da ar gabrazde shegidzlia tavi aarido da araperi mipasuxo. ai sheni istoriebi sxvebisgan imit gansxvavdrba rom grdznobit tan dzaaan grdznobit cer tan kitxva ro ar gezareba ise da yvela praza da sityva ro gainteresebs ise nu cota gramatikuli shecdoma sheidzleba dzaan cota gageparos mara araushavs chkara bechtav tan albat :-D:-D:-D da tan marto siyvaruli xom ar aris ara ak tkivilicaaa sixarulic da yvelaperi erti cxovrebaaa moyolili kargad da sainteresot banalurebis gareshe rac mtavaria da rac momcons. xo es ise cinasityvaoba :-D:-D axla mtavari kitxsa ( sheyvarebuli gyaavs an tu giyvars vinme)♥♥♥♥♥:-D



ლილე :დ :დ არა, შეყვარებული არ მყავს... არც მიყვარს ვინმე :)) :D :D :D

 


№22 სტუმარი Lile

Cudia cudi :-D:-D ♥♥♥

 


№23  offline წევრი ირინა

Lile
Cudia cudi :-D:-D ♥♥♥

:D :D

 


№24 სტუმარი lile

dade ukve tu ara jer

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent