შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა გაგიცანი...(1)


14-03-2016, 21:21
ავტორი Shameless
ნანახია 1 877

თეატრალური? არ მესმის როგორ, როდის მოასწრო?-გავიგე დედაჩემის განრისხებული ყვირილი.
-თმას ღერა-ღერა დავაცლი. ლუკა, მოეთრიე აქ.-მამაჩემის მკაცრ გამოხედვას ოთახის ჩაკეტილი კარის მიღმაც ვგრძნობდი.
  უცებ ბრახუნი. ისევ შიში და დეპრესიული აზრები. მათთვის შემზარავი ის იყო რომ ბიზნესი თეატრსა და მუსიკაზე გავცვალე. მთელი ცხოვრება ტვინს მიჭამდნენ, შენ ოჯახის ბიზნესი უნდა გააგრძელო, როგორც ამას შენი უფროსი ძმა აკეთებს. აიღე მისგან მაგალითი. ძალიან დამჯერი ბავშვი ვიყავი, სანამ მივხვდი რომ ჩემი არჩევანი იყო როგორ და რისთვის ვიცხოვრებდი. ვიცი, იმედებს ვუცრუებდი მშობლებს, ძმას, ამას ჯერ კიდევ მაშინ მივხვდი, როცა პირველი ტატუ გავიკეთე, მერე დავიკიდე და ავიშვი, რადგან არც მე შემეძლო მეტი.
-გამოეთრიე.-იღრიალა მამაჩემმა.
  კარი გავაღე, გამბედაობა მოვიკრიბე და მამაჩემს წინ დავუდექი.
-როგორ ბედავ და როგორ არცხვენ ჩვენს ოჯახს. თეატრალური? ამდენი წელი იმისთვის გარიგე ჭკუა, რომ მესამე კურსზე გაგიჟებულიყავი და შენი ცხოვრება თავდაყირა დაგეყენებინა? უსირცხვილო ხარ. ახლავე გამოასწორე შენი შეცდომა.
-არ ვაპირებ, იმიტომ რომ ეს შეცდომა არაა.-ვცდილობდი ხმა არ ამკანკალებოდა.
  მწარე ტკივილი ვიგრძენი მარჯვენა ლოყაში. მამაჩემმა სილა გამაწნა. ნერვები მომეშალა. ოთახში შევვარდი, უკვე გამზადებულ ზურგჩანთას დავავლე ხელი და კარებისკენ წავედი.
-ახლა თუ წახვალ, უკან აღარასოდეს მიგიღებთ.-მკაცრად მითხრა მამაჩემმა.
-თუ არც.-კარი გავიჯახუნე.
  განადგურებული ვიყავი. რატომ არ ესმით ჩემი მშობლებს, თუმცა ალბათ არც უნდათ გამიგონ. 20 წელი მათ ჭკუაზე ვიცხოვრე, მერე რა რომ 21-ე წელზე გადავირიე. მე მე ვარ და ამას ვერ შევცვლი.
  ჩემი ძმის სახლში წავედი.
-სანდრო, შეიძლება შენთან ვიცხოვრო?-ვკითხე თავჩაღუნულმა.
-იცხოვრე, მაგრამ რა მოხდა?-გაუკვირდა.
  მოვუყევი. დამალვას აზრი მაინც არ ჰქონდა. არც გავუკრიტიკებივარ, მაგრამ არც მხარი დაუჭერია. პრინციპში არც არაფერს ველოდებოდი მისგან.
  ჩემი ძმა, სანდრო კერესელიძე, 26 წლის წარმატებული ბიზნესმენი და ჩვენი ოჯახის ბიზნეს-კომპანიის გენერალური დირექტორია. მამაჩემმა, აკაკი კერესელიძემ, ეს კომპანია მამისგან მიიღო და იმის მერე რაც დედაჩემი, ელენე ვაშაკიძე ცოლად შეირთო, მასთან ერთად ხელმძღვანელობდა. ასე ვთქვათ, ბიზნესმენების ოჯახია, ერთადერთი მე გამოვედი "არასწორი", არასტანდარტული ცხოვრების სტილით, მაგრამ რას ვიზამთ.
  მშობლებს არ ველაპარაკებოდი. სანდროს შუამავლობით მიკავშირდებოდნენ, თუმცა მე არც ოთახიდან გამოვდიოდი და თითქმის ვშიმშილობდი. ყურსასმენები, მუსიკა და ჩემთვის ეს საკმარისი იყო.
  არ ვიცი ჩემს ძმას რამ უბიძგა, მაგრამ აგვისტოს ბოლოსკენ, როცა შვებულებაში გავიდა, ზღვაზე წასვლა შემომთავაზა. ალბათ შევეცოდე მთელი ზაფხული თბილისში რადგან ვიყავი. ჩემი რა მიდიოდა, დავთანხმდი. დიდად არ მადარდებდა სად მივეცემოდი დეპრესიას ზღვის ცხელ ქვებზე თუ თბილისის ცხელ ასფალტზე.
  24 აგვისტოს, დილით 6 საათზე გზას გავუყევით. მთელი გზა ხმა არ ამომიღია. მუსიკებს ვუსმენდი და ახალ მელოდიებს ვიფიქრებდი ჩემს თავში. ჩემი ძმა თავისთვის იყო.
  კვარიათში 11 საათზე ჩავედით. მთაში ერთ სტაფილოსფერ სახლში გავჩერდით. ჩემი ძმის ნაცნობი იყო მეპატრონე, ამიტომ დიდი სიხარულით მიგვიღო, ნუ ამას მიმიკებით მივხვდი, რადგან ყურსასმენები ისევ მეკეთა და არაფერი მაინტერესებდა. ეზოში კიდევ ერთი მანქანა იდგა, როგორც ჩანს სხვებიც არიან. . ჩემს ბარგს დავავლე ხელი და მეპატრონის მიერ მოჩენილ ოთახში შევედი. ლოგინზე ჩამოვჯექი და გარშემო მიმოვიხედე. მალე სანდროც ამოვიდა. ყურსასმენები გამოვიძრე.
-პლიაჟზე ჩავიდეთ?-ვკითხე უინტერესოდ.
-მე მაგრად მეძინება და შენ თუ გინდა ჩადი.
-კაი, მაინც უსაქმურად ვარ.
  გამოვიცვალე და დაღმართს ფეხით ჩავუყევი. ზღვა ძალიან მიყვარს, ამიტომ შეიძლება სულ ცოტათი მაინც, მაგრამ გულზე მომეშვა, როცა წყალი დავინახე და ჰაერში გაჟღენთილი მარილიანი სურნელი ვიგრძენი. ოდნავ გამეღიმა. წყალში ჩავედი, ცოტა გავცურე და მერე ერთ-ერთი თავისუფალი შეზლონგი დავიკავე ვიღაც ახალგაზრდა გოგოს გვერდით. არც მიმიქცევია ყურადღება ვინ იყო ან როგორ გამოიყურებოდა, სანამ...
 



№1  offline წევრი natia-natia

დამაინტერესა გააგრძელე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent