შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გიჟი დაქალის გვერდით... ნაწილი მესამე (თ.ჯ)


14-03-2016, 23:20
ავტორი თამუნა
ნანახია 1 826

არ ვიცი, მაგრამ მთელი დღე რატომღაც უცნაური შეგრძნება მქონდა, ველოდებოდი ყველა ამოცანის ერთდროულად ამოხსნას, ყველა გაურკვევლობის გარკვევას... თუმცა ვიცოდი ჩემი სიგიჟეც არ იქნებოდა საკმარისი რეალობის ისე აღსაქმელად, რაც უკვე მოხდა წარსულში... იმედს ვიტოვებდი, რომ სალო აუცილებლად მეტყოდა მისი ტკივილის, ან ბედნიერი ცხოვრების შესახებ, ვიცოდი, რომ რაღაც ისე არ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო...
.................................................................................................................................................................
გ ა ს ა ო ც ა რ ი ა . . .
ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც ველოდი, სალომ დამირეკა, დამირეკა და მითხრა თავისი ცხოვრების შესახებ, ცოტათი ვიჯავრე მის გამო, თუმცა დავმშვიდდი, რადგან ვიცოდი, რომ ახლა არაფერი უჭირდა, შეიძლებოდა ადრე უფრო პატარა და სულელი იყო, მაგრამ ახლა უკვე დიდი გოგო იყო, ძალიან დიდი, ლამაზი, ჭკვიანი, ბედნიერი ღიმილით და ბენიერი ცხოვრებით... ხო რაღაც ჭირდა, რასაც ჯერ ვერ მიმხელდა, რადგან მე არ აღვმოჩნდი მხად მისთვის მომესმინა, თუმცა მომდევნო შეხვედრაზე აუცილებლად მომიყვებოდა მისი სიყვარულის ისტორიას, იმ ლამაზი და ბედნიერი სიყვარულის ისტორიას, რომელზეც საუბრს ჯერ-ჯერობით ჩემთან ერიდებოდა, ერიდებოდა ან არ უნდოდა ჯერ, ჯერ ხომ ჩვენ არ ვიყავით ისე ახლობლები, რომ ერთმანეთის ცხოვრების შესახებ ყველა დეტალი გვცოდნოდა, თანაც მოყოლის გარეშე...
.................................................................................................................................................................
დილით დამირეკეს, რომ ინტერვიუ ჩამეწერა ერთ-ერთი ბაღის აღმზრდელთან, ვიცოდი ეს საქმე დიდ დროს წაირებდა, თუმცა, როგორც სხვა დროს, ამ დღესაც დიდი სიამოვნებით დავთანხმდი ჩემს ერთ-ერთ ძალიან საყვარელ საქმიანობას და წავედი იმ მისამართზე, რომელზეც დაბარებული ვიყავი... სამწუხაროდ დღესაც ვერ შევხვდებოდი სალოს, რომელთანაც ისეთი ხშირი ურთიერთობაც კი ვერ გამომდიოდა, რომ ერთმანეთის პროფესიის შესახებ რამე გვცოდნოდა, თუმცა მე ხომ ისიც კი არ ვიცოდი დიდი ხნის განმავლობაში, რომ ოჯახი ჰყავდა, პატარა ლამაზი ოჯახი, მისი სრული შემადგენლობით... ბედნიერი ვიყავი ძალიან, რომ მას ვიცნობდი... ვიცოდი, რომ მასაც იგივე განცდები ჰქონდა ჩემს მიმართ და ვიცოდი, რომ დღეს თუ არა ხვალ მაინც შევხვდებოდით და მაშინ მაინც მოვუყვებოდით ერთმანეთს იმ ყველაფერს რაც ჩვენს ცხოვრებაში ჩვენს შეხვედრამდე მოხდა...
.................................................................................................................................................................
ფიქრებში გართული, მალევე ავღმოჩნდი დათქმულ ადგილას, სადაც მელოდნენ, ეს ერთი თითქოს და ჩვეულებრივი, მაგრამ მყუდრო და ძალიან ლამაზი ბავშვური სამყარო იყო...
პირველად, რომ შევედი ბაღში ის მოგონებები სამწუხროდ არ მქონდა მეხსიერებაში, თუმცა შიგადაშიგ დალექილი მოგონებები ერთდროულად გამიცოცხლდა, ძალიან მიყვარს ეს გარემო, ძალიან ლამაზ და უდარდელ ხანას მაგონებს...
ირგვლივ ისეთი სურნელი იყო გაზაფხულის მოსვლას რომ ახლავს თან, ჩემი გაზაფხულიც მოსულიყო, ასე ჩუმად, თითქოს დაუპატიჟებლად, მაგრამ მაინც ჩვეული სიმყუდროვით და მოლოდინებით... გაზაფხულის შემდეგ უფრო ლამაზია ჩემი ცხოვრება, თან ყოველი წლის გაზაფხულის შემდეგ... ამ თვეში უამრავი ლამაზი, ბავშვური ბედნიერი წუთები მახსენდება, თუნდაც აპრილის თვე, ჩემი აპრილი...
.................................................................................................................................................................
__უკაცრავად, სალომე მასწავლებელთან მაქვს შეხვედრა, ხომ ვერ მეტყოდით, სად ვნახავ?
__მობრძანდით, თქვენ ალბათ რედაქციიდან ხართ, დილით დაგვირეკეს მოვალთო.
__დიახ, თქვენ სალომე ბრძანდებით?
__არა, არა ჩემო კარგო, მე დიდი ხანია სალომეს ასაკიდან გამოვედი, ჩვენი სალომე ჩემი შვილის ტოლაა თითქმის, აქეთ მიბრძანდით მარჯვნივ პირველი კარია.
__გმადლობთ ქალბატონო.
__გაიხარე შვილო.
.................................................................................................................................................................
__უკაცრავად შეიძლება?_ფრთხილად დავაკაკუნე კარზე და ოდნავ შევაღე.
__მობრძანდით.
რა ნაცნობი ხმაა, თან რა ახლობელი, გავაღე კარი და ესეც ჩემი სასწაული, შეგრძნება მთელი დღე ისეთი მქონდა, რომ ნაკლებ სიურპრიზს ვერც დავიჯერებდი...
__სალო?!
__თათ.
__აქ რას აკეთებ?
__მე? მე კი არა შენ რა გინდა აქ? ხომ კარგად ხარ? ან ჩემი მისამართი როგორ გაიგე, არც იცოდი სად ვმუშაობდი, შემოდი, რაღაც სერიოზული მოხდა, ხო? მითხარი გთხოვ მოდი აქ დაჯექი, წყალს მოგიტან ფერი არ გაქვს, ისევ ისე ხარ? ხომ სვამ წამლებს, ან რა გჭირს საერთოდ, ხმა ამოიღე...
__სალ არ გელოდი აქ, თორემ მე კარგად ვარ აქ სალომესთან ინტერვიუზე ვარ მოსული, და რა გამოდის?! რომ ის სალომე შენ ხარ?!
__ააა ანუ ეს ის სულელური დამთხვევაა ჩვენ რომ ბედისწერას ვეძახით და შენ რომ გჯერა...
__მე არ მჯერა, შენ უფრო გჯერა ხოლმე.
__სასაცილოხარ ნუ ბუზღუნებ, კარებს დავხურავ და დავიწყოთ ინტერვიუს ჩაწერა, თორემ ხომ ვიცი მე შენი ამბავი გადამათენებიებ დღეს აქ ბაღში, დამისვამ კითხვებს და პასუხიც უნდა გაგცე, რადგან შენ თვით სრულყოფილება ხარ ეს პროფესიაც ასე სრულყოფლად გამოგადგება ახლა ჩემთან მიმართებაში, თუმცა გაითვალისწინე აქ მხოლოდ ბაღთან დაკავშირებულ საკითხებზე შეგიძლია მკითხო, პირადი კითხვები ერთ საათში, როცა შესვენება დამეწყება სადმე გავიდეთ...
__ოღონდ კაფეში არა, არც ბაღში...
__კარგი, მაშინ მადროვე პირად თვითფრინავს შევუკვეთავ, მერე ფულს გადავურიცხავ და რომელ კონტინენტზეც ისურვებ იქ წავიდეთ ყავის დასალევად, კარგი?!
__გაიცინე მაინც, თორემ ზოგჯერ შენი სულელური აზრების გაგება მიჭირს, ღიმილის გარეშე...
__კარგი გეყოს, მართლა, მოშინაურდი, თუ გინდა ერთ საწოლს გამოგიყობ აქ თუ დაეტევი, და დარჩი ხოლმე ძილის დროს, როცა დაიღლები ...
__ხუმრობის გარეშე ვერ ძლებ... ნუ გავიწყდება, რომ შენზე სტატიას ვამზადებ, შენს ბაღზე ასე რომ ყველაფერს დავწერ.
__ამას ვერ დაწერ სულელო.
__არც ვაპირებდი სალ, წამო ახლავე გავიდეთ სადმე, თუ შეგიძლია, იქ მომიყევი ბაღზეც, მანამდე კი რამდენიმე ოთახში ფოტოს გადავირებ სტატიისთვის. კარგი?!
__კარგი წამოდი.
__ამ ჯერად მე მაცლი ხუმრობას, შენ სერიოზული პასუხები მომიმზადე.
__უკვე ხუმრობ, ხო, მოგეცადა ჯერ.
რამდენიმე ფოტო გადავუღე ბაღს ბავშვებთან ერთად და შემდეგ ახლოს შევედით კაფეში. იმედი მქონდა აქედანაც არ გამოგვაგდებდნენ, თუმცა ამ ჯერად ორივეს სერიოზული საქმე გვქონდა ერთმანეთთან, სალაპარაკო იმ თემებზე რაც ასე ძალიან გვაინტერესებდა. თავიდან რამდენიმე ფორმალური კითხვა დავსვი, რომ შემდეგ მომემზადებინა სტატია იმ ბაღზე სადაც სალო მუშაობდა, შემდეგ კი ძირითად თემებზე გადავედი, ძირითად ანუ ჩემი პირადული კითხვები წამოვიდა მისი მისამართით. ეს ერთი მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი ტემა იყო, თუმცა გულის მომატებული ღელვა იმაზე მეტყველებდა, რომ ძალიან ვღელავდი, რადგან დღეს ზუსტად ახლა, გავიგებდი იმ ამბავს, რისი გაგებაც უბრალოდ ძალიან მინდოდა, ეს იყო ჩემტვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი, ამბავი, რომელიც რას ეხებოდა ზუსტად, დანამდვილებით არც კი ვიცოდი. ერთი რაც ვიცოდი, ის იყო, რომ სალომეს ბევრი რამ ჰქონდა მოსაყოლი თუმცა დროც მხოლოდ ჩვეთვის იყო იმ დღეს, თითქოს წამზომი გაჩერდა, საათსაც შემოეყინა ისრები და მხოლოდ სალომეს ტუჩების მოძრაობას აღიქვამდა, რომლის სტაფილოსფერი ტუჩსაცხიც თითქმის ყველა იქ შემომსვლელის ყურადღებას იპყრობდა, თუმცა მხოლოდ ესეც არ იყო მიზეზი იმის, რომ სალო ყველას მოსწონდა, ჩემი გიჟი გოგო, ამ ქვეყნად ყველას მერჩივნა, ჩემი თხაბუცა ძალიან ლამაზი იყო, ისეთი ლამაზი, როგორიც საბავშვო ზღაპრებში მყავს წარმოდგენილი პრინცესები, ძალიან ლამაზი და კარგი.
ამბავი, კი რომელიც მან მომიყვა შემდეგნაირად ჟღერდა...
.................................................................................................................................................................
თამარ ჯიშკარიანი
14.03.2016.



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

ვაიმე რა მაგარი ისტორიააა... გავგიჟდი მწერალო შენზე... ვგიჟდები შენი სიყვარულით გაჟღენთილ სიტყვებზე... ღიმილს მგგვრი... ბედნიერების ღიმილს. მადლობა ჩემო გოგო ამ ღიმილისთვის... შენ მაინც ხომ იცი ეს ისტორია რას ნიშნავს ჩემთვის.

 


№2  offline წევრი თამუნა

terooo
ვაიმე რა მაგარი ისტორიააა... გავგიჟდი მწერალო შენზე... ვგიჟდები შენი სიყვარულით გაჟღენთილ სიტყვებზე... ღიმილს მგგვრი... ბედნიერების ღიმილს. მადლობა ჩემო გოგო ამ ღიმილისთვის... შენ მაინც ხომ იცი ეს ისტორია რას ნიშნავს ჩემთვის.

ჩემი გემრიელი გოგო ხარ შენ, ძალიან მიყვარხარ... ეს ისტორია ყველაზე ბედნიერ განცდებს მიტოვებს წერის დროს, იმედი მაქვს მომდევნო თავიც მოგეწონება... გენაცვალე.
--------------------
ჩემი სიგიჟე შენს მიმართ არარსებული სიყვარულია...

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

love ველოდები.. სასწაულად ველოდები... იცი როგორ მენერვიულება... ამ ისტორიიის თითოეული სიტყვა, ბედნიერების და სევდი საფარი გადადის ჩემს სახეს. იცი? აი, ასე უცებ, უბრალოდ და მარტივად შემიყვარდი, მომენატრე და ყველაზე მეტად შენი ჩახუტება მინდა love მაბედნიერებთ შენ და შენი ისტორიის გმირები..
ეს, ორი ერთად? და თან სერიოზულად? love

 


№4 სტუმარი Black

Chemi tamunia umagresi mwerali da poetia<3kargi iyo..chemo tatuli

 


№5 სტუმარი nin_nitsa

umagresi xar da istoriac dzalian magaria

 


№6  offline აქტიური მკითხველი terooo

აი, ეს ისტორია წაიღებს ძლივს შეკოწიწებულ ნებისყოფასა და ნერვენს... იცი მთელი დღეა გელიი... არ ჩანხარ

 


№7  offline წევრი თამუნა

terooo
აი, ეს ისტორია წაიღებს ძლივს შეკოწიწებულ ნებისყოფასა და ნერვენს... იცი მთელი დღეა გელიი... არ ჩანხარ

მოვედი ჩემო ანგელოზო, ახლავე ავკრებ და დავდებ ...
მადლობა სითბოსთვის და გვერდით დგომისთვის.

Black
Chemi tamunia umagresi mwerali da poetia<3kargi iyo..chemo tatuli

მადლობა ნოე, გაიხარე ჩემო კარგო, მომენატრე...

nin_nitsa
umagresi xar da istoriac dzalian magaria

დიდი მადლობა ნინი, გაიხარე ...
--------------------
ჩემი სიგიჟე შენს მიმართ არარსებული სიყვარულია...

 


№8 სტუმარი Black

Am bolo dros 11ze vitishebi samsaxuris gadamkide:(hoda gvian vnaxulob siaxleebs..mec momenatrelove

 


№9  offline აქტიური მკითხველი terooo

ჩემი სტაფილოსფერი ტუჩსაცხი...
რატომ არ ვკითხულობდი ნორმალურად, რატომ არ შემეძლო შენი აზრების წაკითხვა, რატომ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent