შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიზანდასახული


15-03-2016, 02:32
ავტორი ეკატერინე
ნანახია 2 464

-რას აკეთებ?! ხო გითხარი სახლი მიგელაგებინა?! უსაქმურო!
-რატო ვარ უსაქმური ვერ ხედავ ვმეცადინეობ!(მე)_ მეტი აღარ შემიძლია. ერთხელაც იქნება ამ ქალს გავგლეჯ...-ბრაზისგან სახე მქონდა აწითლებული. მზად ვიყავი წამოვხტომოდი და ყელში ვცემოდი ჩემს დედინაცვალს. ასე ვთქვათ სიცოცხლე გამიმწარა.

პატარა ვიყავი დედა რომ გარდამეცვალა. დამრჩა მოსიყვარულე მამა, რომელიც მოკრივე იყო და ხშირად იღებდა მონაწილეობას „ბრძოლა წესების გარეშეში“. დედის გარდაცვალებიდან რამდენიმე წელიწადშიი ცოლი მოიყვანა. ქალი რომელიც არაფერს მითმობს. ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევს. ალბათ ჰგონია რო თავისი „ტუტუცი“ შვილი დაიჩაგრება ჩემს გვერდით. მყავს დეიდები და ბებია რომლებიც ცდილობენ მიპატრონონ, მაგრამ არ გამოზდით, მათ თავიანთი ოჯახები აქვთ. ჩემს სახლში თითმის ყოველ დღე ჩხუბია, ხოდა გადავწყვიტე ამ ალიაქოთ გავცილებოდი და ბებიაჩემთან გადავსულიყავი საცხოვრებლად.
-მამა, ნათია! მე მირჩევნია ბებიაჩემთან წავიდე საცხოვრებლად. ბებიაჩემის სახლიდან სკოლა უფრო ახლოს არის (მიზეზი მოვიგონე)
-ანა იქნებ აქ დარჩენილიყავი. მე ვერ მოგაქცევ ყურადღებას ბებიაშენთან თუ იქნები...
-მამა მემგონი უკვე საკმარისად დიდი ვარ იმისთვის რომ ჩემს თავს ვერ მივაქციო ყურადღება. მოკლედ არ მაინტერესებს. დამღალა ყოველდღიურმა ჩხუბმა. მინდა ცოტა დავისვენი და გავცილდე აქაურობას.. -უკვე ვეღარ მოვითბინე და ავფეთქდი, ცრემლებმა იწყეს უაზროდ დენა, სახე ამიხურდა და ერთი სული მქონდა როდის გავიქცეოდი იქიდან.
-რა გატირებს გოგო? შენ ნორმალური თუ ხარ? ვინ გეჩხუბება? (ნათია)
ნათია ნორმალურად ელაპარაკე ანას! (მამა)
-ამდენი ხნის მანძილზე ნათიას ყოველთვის ანგარიშს ვუწევდი და არ ვეუბნებოდი მამაჩემს მაგის ისტერიკების შესახებ და ალბათ დღეს... დღეს იყო ის ბოლო წვეთი რამაც ამდენი გამაბედინა და ხმა ამოვიღე.. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო მოვკიდე ჩემს ბარგს ხელი და წავედი ბებიაჩემთან. მაშინ მეთერთმეტე კლასელი ვიყავი. ბევრი ჭკუაც არ მქონდა თავში. მეგონა ყველაფერი ვიცოდი. მეგონა დოდი ვიყავი, მაგრამ ეს ასე არ იყო. ნათიას საქციელების გულისთვის მამაჩემმა ლეპტოპი მიყიდა და მის მაგივრად მომიხადა ბოდიში. მეც არაფერი შევიმჩნიე და ახლად შეძენილი ლეპტოპის ხშირი მომხმარებელი გავხდი. ერთხელ ერთ-ერთ საიტზე შევედი სადაც შეგეძლო თან გეთამაშა თან 'გეჩათავა'.
-გამარჯობა(უცნობი)
-გაგიმარჯოს-კარგ ხასიათზე ვიყავი და დავიწყე უცობთან მიმოწერა.
-როგორ ხარ? (უცნობი)
-კარგად შენ? -(მე)
-მეც კარგად. ახალი რა არის შენკენ?- თითქოსდა მიცნობდეს, გამეცინდა და ავყევი.
-ბებიასთან გადავედი საცხოვრებლად :). შენკენ რა არის ახალიი -(მე)
-ხვალ ჩამოვდივარ გერმანიიდან თბილისში. გინდა შევხვდეთ? (უცნობი)
- რამ გაგიჩინა ეგ სურვილი (მე)
-რავი უბრალოდ. რაზეც გინდა იმაზე დაგპატიჟებ :)) მოდი ესე ვქნათ, შენ თუ მოიგებ, ერთ სურვილს აგისრულებ და მე თუ მოვიგებ შენ ამისრულებ ერთ სურვილს, გაწყოობს? (უცნობი)
-რავიცი, კი :) (მე) -თამაში მის სასარგებლოდ დასრულდა. მისი სურვილი შეხვედრა იყო. მეც დავთანხმდი. ერთი შეხვედრით ხომ არაფერი დაშავდებოდა. შეხვედრის დღე დავნიშნეთ. ნომრები გავცვალეთ და ერთმანეთს დავემშვიდოვეთ.
აი დადგა შეხვედრის დღეც. შევედი კაფეში და დავჯექი დანიშნულ ადგილას. შევუკვეთე ჩემთვის ჩაი და ნამცხვარი. რამდენიმე წუთსი შეკვეთა მომიტანეს და მეც ფემრიელად შევექეცი ჩემს საყვარელ ნამცხვარს, თან მობილურში ჩავიცქირებოდი, რომ უეცრად ვიღაცამ ჩაახველა? მეც ავხედე.
-გამარჯობა, ეს ადგილი თავისუფალია? (უცნობი)
-ვინ ბრძანდებით? (მე)
მე აგერ გვერძე სუფრაზე ვიჯექი და შეგამჩნიეთ. საკმაოდ სექსუალურად გამოიყურებით, ვერ მოვითბინე და მოვედი (უცნობი)
- რამდენს ბედავთ! -სახე ამიხურდა ბრაზისგან. _ თქვენ მე ვინ გგონივართ?! _ წამოვხტი ფეხზე. ამ დრის კაფეში შემოდის ვინმე ათლეტური ანაგობის, მწვანე თვალება სიმპატიური ბიჭი და სასწრაფოდ ჩვენკენ გამოემართა.
-გოგო ხმას დაუწიე! _ უცნობმა შემომბრღვირა და ის იყო ხელი აღმართა ვითომ დასარტყმელად, რომ მწვანეთვალებამ ხელი ხელში ჩაავლო და თავისკენ შეაბრუნა.
-რაშია საქმე?_ მწვანეთვალებამ საკმაოდ აგრესიულად ჰკითხა უცნობს
-რა შენი საქმეა?! მე ამ გოგოს ველაპარაკები _ დაკავებული ხელი გაითავისუფლა და მწვანე თვალებას საკმაოდ ძლიერად დაარტყა ორივე ხელი მკერდში. ნერვიულობისგან ავკანკალდი. მეგონა ერთმანეთს დახოცავდნენ. ვგრძნობდი როგორ გადამეკრა თვალებზე ბინდი და დავკარგე გონი.
-გოგონა! გოგონა! გამოფხიზლდით_ ყრუდ ჩამესმა ქალის ხმა. სისველე ვიგრძენი სახეზე, რამდენიმე ლანდი დამყურებდა თავზზე



№1 სტუმარი A

O.... Sainteresoa..... Male gaagrdzele ra....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent