სულ მარტო.. (1)
არ ვიცი როგორ დავიწყო ჩემი ისტორია. ალბად ჯობია რომ ჯერ გაგეცნოთ. 1998 წლის 17 ივნისს დავიბადე, ქალაქ ბორჯომში. მარიტა ვანიშვილი ვარ. ბორჯომი პატარა მყუდრო და ლამაზი ქალაქია, ბევრი ხალხი არ ცხოვრობს მაგრამ ვინც ცხოვრობს საკმაოდ ჭორიკანა. ლამაზი ვარ თქო ვერ გეტყვით, არაფრით გამორჩეული გოგო ვარ, მოკლე ყავისფერი თმით და მწვანე თვალებით, ცოტა პუტკუნა. 1 წლის ვიყავი, მშობლები რომ დამეღუპა, მას შემდეგ ბებო მზრდიდა. მინდა რომ ჩემი ისტორიის თხრობა სანამ დღევანდელ დღემდე მოვალ, 2 წლის წინ მომხდარი ამბიდან დავიწყო რომ ჩემს ცხოვრებას გაეცნოთ. 2 წლის უკან. -ალო -მარიტ, ნათია ვარ, დღეს კონცერტია თეატრში კონცერტია და წავიდეთ რაა გეხვეწები. -ნათ, ბებო არ გამომიშვებს ხოიცი. -კითხე მიდი რა. -ჰმ, კაი კაი. ბებოს ვკითხო? კონცერტზე? შანსი არაა არ გამიშვებს. ნუ, კაი ჰო. ვკითხავ. -ბებოოოო, ბე -რა ჭირი გინდა? -ჭირი არ მინდა. კონცერტია დღეს და გამიშვებ? -დიდიხანია არ გიწანწალია. მაწანწალა. -გამიშვებ თუ არა? ვატყობ უკვე ვიტირებ. -არა. და დაეგდე სახლში. წადი საჭმელი გააკეთე ან სახლი დაალაგე როდის უნდა იქცე ოჯახის ქალად. -წავალ გთხოვ რა გეხვეწები რაიყო სულ სახლში ვარ ისეც. -არა ქუჩის ქალივით იწანწალე და ხალხი აალაპარაკე მიდი. შენს ასაკში დედაჩემი ერთს თვალებს რო დამიბრიალებდა სად შევმძვრალიყავი იმას ვუყურებდი. ახლანდელ თაობას არც შიში გაქვთ და არც რიდი. -კაი. აჰა, ესეც შენი კონცერტი. მოსაკლავი ხარ ნათია რა გინდოდა ვერ ვიჯექი ჩემთვის წყნარად? ეჰ. დღე ნელ-ნელა გადის. საჭმელი გავაკეთე სახლიც მივალაგე. კონკია ჩემზე კარგად ცხოვრობდა მგონი. წავალ კიდე ვთხოვ. -ბებო, წავალ რა -1 საათში სახლში იყავი. დაგირეკავ და ვაი უბედურო რო არ მიპასუხო. -მადლობა არის. მმ, რა ჩავიცვა? სადაა ჩემი ჯარის შარვალი? როგორც, მახსოვს კარადაში. აი აქაა. გრძელი პერანგიც, თმა ავიწიოთ და ვსიო მზად ვარ. ახლა ნათიას დავურეკოთ. -გამოდი მოვდივარ. -კარგი სიცოცხლე. ნათიას შევხვდი და კონცერტზე ერთად მივდივართ. ამათ ხო მეტი საქმე არ აქვთ რამდენნი არიან. მე და ნათიას ფეხზე გვიწევს დგომა გვერდით ვიყურები და ოჰ ამას ვის ვხედავთ ბორჯომის მშვენება თვით დემეტრე გვალია. ისე ამ მეგრელს ბორჯომში რა უნდა ნეტა ვიცოდე. ნუ იყოს მე რას მიშლის. -მარიტა როგორ ხარ? სოც.ქსელში მოგწერე რამოდენიმეჯერ და რატო არ მწერ, თავს იფასებ? ნეტა რა აცინებს ამ იდიოტს? თავის დაფასებაა რო არ მივწერო? -დემეტრე. მინდა და არ გწერ. -ჩემზე გოგოები აფრენენ და შენ შემთხვევით გადახრები ხოარ გაქ? აჰაჰაჰაჰაჰა -რა ხუმარა ხარ ფისო. -ძალიან. ჯერ ერთი საათი არ გასულა, მაგრამ დარბაზიდან გამოვდივარ და სახლში მივდივარ. საშინლად მშია. საჭმელს ვჭამ და სახლს ვათვალიერებ. ნეტა ბებო სადაა? ღმერთო რამდენი მოგონება მაქ ამ სახლთან. კაი გვეყოს. წავალ დავიძინებ. 3 დღე გადის დემეტრე სოც.ქსელში მწერს მაგრამ არც კი ვპასუხობ. დღეს სახლში სტუმრები მყავს ბიძაჩემმა მაღაზიაში გამაგზავნა და მეც მივბოდიალობ ფეხით. ფუ ამის, დემეტრე მინდოდა ეხლა მე რო შემხვედროდა? -მარიტა დამელოდე ერთ წამს. -რა გინდა? უცებ ქვედა ტუჩზე საშინელ ტკივილს და ვიღაცის კბილებს ვგრძნობ. ვიღაცის? დემეტრე თუ მოგეწონებათ გავაგრძელებ. გთხოვთ დამიკომენტაროთ რაიმე შეცდომა თუმაქ რათა გამოვასწორო.მიყვარხართ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.