რთულია კიდევ ენდო 12
-ალექსანდრე,არ მესმის შენი. -მჭირდები მარიამ,ძალიან მჭირდები.ვგრძნობ რომ მხოლოდ შენ შეგიძლია ჩემი გადარჩენა.მხოლოდ შენში ვხედავ გზას.შენ მაიძულებ მოგისმინო,დავფიქრდე, ცდილობ დამანახო სწორი გზა და მეც დაუფიქრებლად გენდობი და ვაკათებ იმას რასაც შენ მეუბნები.გენდობი გესმის?მეც არ ვიცი როგორ ან რატომ მაგრამ გენდობი.სხვისადმი ნდობა ისევ დაკარგული მაქვს,მაგრამ შენ სხვა ხარ,სრულიად განსხვავებული.ვიცი რომ პატარა ხარ,ვიცი ბავშვი ხარ, ჩემთან შედარებით ცხოვრებისგან გამოუცდელი.შენ განსხავავებული ხარ.არაფერს მალავ,ამბობ რასაც გრძნობ,ყოველთვის ცდილობ შენს გარშემო მყოფები ბედნიერები იყვნენ,ეს ჩემს თავზეც გამოვცადე.ანგელოზი ხარ,რომელიც ამ პატარა სამყაროს იმისთვის მოევლინა,რომ ჩემნაირი იდიოტებისგან იხსნას.რომ სწორი გზა დაგვანახოს და ჩვენთან იყოს,არ მიგვატოვებს. გოგონა გაოცებული უსმენდა ბიჭს,არ ელოდა მისგან ამ ყველაფერს. -კი მაგრამ ალექსანდრე ამ ყველაფერს რატომ მეუბნები? -უბრალოდ მომინდა მეთქვა, სამსახურიდან არ გაგიშვებ არასდროს,რადგან მჭირდები, შენ შეუცვლელი ხარ,ვერც ჩემი ცხოვრებიდან ვერ გაგიშვებ,რადგან პირდაპირ ისე მოქმედებ ჩემზე როგორც ნარკოტიკი.პატარა ხარ,ბავშვი ხარ,ბავშვი ძალიან დიდი შინაგანი სამყაროთი,რომლის ამოცნობასაც დიდი დრო არ სჭირდება,იმიტომ რომ გადაშლილი წიგნი ხარ,რომლის მარტივად წაკითხვაც შეიძლება,სუფთა და სპეტაკი ხარ,აი ეს მომწონს შენში. ყოველი შენი ახალი მოქმედება მაოცებს,არასდროს იცი რას მოიმოქმედებ,უბრალოდ დარწმუნებული ვარ რომ ცუდს არაფერს ჩაიდენ. შენ არ ჰგავხარ ყველას,შენ გამორჩეული ხარ.ისევ მოეხვია გოგოს და აი ამ დროს იგრძნო მარიამის სხეულის რეაქცია.გოგონას სხეულში თითქოს ელექტრონებმა დაუარესო,ისე გააჟრჟოლა სიამოვნებისგან,როდესაც ალექსანდრე შეეხო.ბიჭმაც კარგად იგრძნო ეს და უფრო მაგრად მიიკრა მკერდზე. -მენდობი მარიამ? გოგონამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.მაშინ წამომყევი.გოგონას ხელი გაუწოდა,მანაც გამოწვდილ ხელს თავისი ხელი შეაგება და გაჰყვა.მაგრამ შუა გზაზე გაჩერდნენ რადგან ალექსანდრეს ტელეფონმა დარეკა.არ პასუხობდა,ტელეფონი გათიშა,მაგრამ ახლა მრიამის ტელეფონი აწკრიალდა. -სამსახურიდან რეკავენ ალექსანდრე უნდა ვუპასუხო,იქნებ რა ხდება. -არ გინდა გათიშე. -არა უნდა ვიპასუხო და ტელეფონს უპასუხა. -დიახ,გისმენთ. -მარიამ ხატია ვარ,ბატონი ალექსანდრე ხომ არ იცი სადაა.ვურეკავ და ტელეფონი გათიშა. -რა ხდება რამე სასწრაფოა? -ბატონი ზურა აბაშიძეა მოსული და ამბობს რომ სასწრაფო საქმეა,გადაუდებელია და აუცილებლად უნდა ნახოს ბატონი ალექსანდრე.მე კი ვერაფრით ვუკავშირდები.ადამიანი გიჟს ჰგავს ისეთ დღეშია და ელოდება ალექსანდრეს. -კარგი ხატია,არ ინერვიულო,მე დავუკავშირდები და გადავცემ ყველაფერს.გოგონამ ტელეფონი გამორთო. -რა ხდება? -შენთან ზურა აბაშიძეა მოსული და სასწრაფოდ ითხოვს შენთან შეხვედრასო. -ზურა აბაშიძე?ამდენი წელია არ მინახავს და ახლა რა მოხდა?სასწრაფოდ უნდა დავბრუნდეთ. ძალიან მალე უკვე სამსახურში იყვნენ,კაბინეტში შევიდნენ და იქ დახვდათ ზურა.ის მიესალმა ბიჭს მოიკითხა და პირდაპირ საქმეზე გადავიდა. -ალექსანდრე მარტო უნდა გესაუბრო,ეს საკმაოდ პირადულია,ორივეს გვეხება. -შეგიძლია თქვა,მარიამი მაინც გაიგებს ყველაფერს.მას უფრო ვენდობი ვიდრე საკუთარ თავს.გოგოსკენ გაიხედა და თვალი ჩაუკრა.რაზეც გოგონას ლოყები შეუფაკლდა. -კარგი ალექსანდრე როგორც გინდა.საქმე ელენეს და გაბრიელს ეხებათ.ამ სახელების გაგონებაზე ალექსანდრეს თვალები აენთო. -რა ხდება,დაბრუნდნენ?ნახე? -არა.მომისმინე ჯერ.ვიცი რომ დიდი ხანია ელენეს ეძებ და ვერ იპოვე,ახლა კი თვითონ გამოჩნდა,უბრალოდ დამირეკა და დახმარება მთხოვა.მე და შენ ძმაკაცები ნამდვილად არ ვართ,მაგრამ იმდენად გცემ პატივს რომ ამას ვერ დაგიმალავდი.ელენესგან ამას ვერასდროს გაიგებდი და ჩავთვალე რომ უნდა გცოდნოდა. -რა არის ასეთი,ნუღარ მიედმოედები თქვი დროზე.უკვე ვეღარ ითმენდა ალრქსანდრე,ცეცხლი ეკიდა მთელს სხეულზე. -ალექსანდრე გაბრიელი შენი შვილი არ არის,მამამისი მე ვყოფილვარ,ეს მხოლოდ დღეს გავიგე,მაშინ როდესაც ელენემ დამირეკა და სიმართლე მითხრა.დამიჯერე ეს სპეციალურად არ გამიკეთებია.მაშინ შენ მივლინებაში იყავი,ჩემთან მოვიდა სახლში,ძალიან მთვრალი ვიყავი და რა მოხდა მეც არ მახსოვს ზუსტად.მან მითხრა რომ გაბრიელის მამა შენ კი არა მე ვარ და რომ მათ ჩემი დახმარება სჭირდებათ. -სად არის ეგ ნაბო...ი მოვკლავ,ამჯერად ვერსად წავა,ვერ გამექცევა ეგ ბო...ი,ქუჩის ქალი.ალექანდრე ადამიანს აღარ ჰგავდა,მონსტრს ჰგავდა,რომელიც დაუფიქრებლად გადათელავდა ყველას და ყველაფერს. მარიამმა ბიჭის დამშვიდება სცადა მაგრამ უშედეგოდ. -ალექსანდრე ბოლომდე არ მითქვამს,გაბრიელი ცუდად არის,არ ვიცი რა სჭირს ზუსტად მაგრამ ვიცი, რომ ზურგის ძვლის ტვინის გდანერგვა ესაჭიროება.სასწრაფო ოპერაცია სჭირდება.შენ იმიტომ გითხარი რომ ამდენი წელი მამამისი შენ იყავი.სრული უფლება გაქვს სიმართლე რომ გცოდნოდა. -სად არიან?უნდა ვნახო სად არიან?შენ ხომ იცი არა?მითხარი სად არიან,აუცილებლად უნდა ვნახო. -ალექსანდრე,ჯერ ბავშვს სჭირდება დახმარება და ელენეზე მერე იფიქრე,მერე გადაწყვიტე და ისე გამოვიტანე განაჩენი,ახლა უბრალოდ შვილის გადარჩენაზე იფიქრე. სანდროს თვალებში ისევ სევდამ დაისადგირა ძალიან დიდ ტკივილთან ერთად. -შვილზე რომელიც ჩემიც კი არ ყოფილა და მე ამდენი ხანი მივტიროდი.იმის გამო მივტიროდი რომ მკახპ...მ მომატყა და ცხოვრება ამირია. ჩემი გაბუსი თურმე ჩემიც კი არ ყოფილა.გამწარებულზე ვისკის ბოთლი გაისროლა და კედელს მიანარცხა,იქვე იდგა მარიამი და ნამსხცრევები პირაპირ ზედ შეეყარა.გოგნამ კივილი დაიწყი. -ღმერთო მტკივა,თვალები,ჩემი თვალები,ვერაფერს ვხედავ,მეწვის,მტკივა.კიოდა გოგონა.ზურა მაშინვე მარიამთან მივარდა. -თვალები არ გაახილო მარიამ,შეეცადე არ აწვალო,ხელით არ შეეხო.ალექსანდრემ მათ გამოხედა და მხოლოდ მაშინ მიხვდა რა მოხდა როდესაც მარიამის თვალებთან სისიხლი დაინახა.ისიც მაშინვე მივარდა გოგოს. -მარიამ,ჩემო პატარავ,მაპატიე გთხოვ.ხელში აიყვანა და სასწრაფოდ საავადმყოფოში წაიყვანა.მისვლისთანავე შემოეხვივნენ პაციენტს.ექიმმა გასინჯა მარიამი და სასწრაფოდ საოპერაციოდ მოამზადეთო გასცა ბრძანება. -ექიმო რა ხდება,მითხარით გთხოვთ. -ბატონო ალექსანდრე თვალებში შუშის ნამსხვრევები აქვს და სასწრაფოდ ოპერაცია უნდა გაუკეთდეს. -ეს რას ნიშნავს?ამის გამო მხედველობის პრობლემა ხომ არ ექნება? -ჯერ ვერაფერს გეტყვით,ეს იმაზეა დამოკიდებული რამდენად ღრმად იქნება ნამსხვრევები თვალში.ახლა მაპატიეთ უნდა დაგტოვოთ,ოპერაცია უნდა დავიწყოთ. ალექსანდრეს ექიმის სიტყვები ექოსავით ჩაესმოდა. მაშინვე ბიჭებთან დარეკა და სულ მალე ყველა იქ გაჩნდა.სალომე გიჟივით მივარდა ძმას. -რა მოუვიდა ჩემს პატარას?რა ხდება სანდრო? -მას თვალში მინის ნამსხვრევები აქვს და ოპერაციას უკეთებენ. -რა?როგორ მოხდა ეს?(ნინი) სანდრომ ყველაფერი მოყვა და ყველა სახტად დარჩა ამ ამბის გამგონე.ხმას ვერავინ იღებდა,ეს ყველასთვის შოკი იყო.ყველა აზრზე მხოლოდ ექიმის ხმამ მოიყვანა. -ოპერაციამ კარგად ჩაიარა,ჯერ ვერაფერს გეტყვით,არ ვიცით მხედველობა დაუქვეითდება,საერთოდ ვეღარ დაინახავს თუ ისევ ჩვეულებრივად გაგრძელდება ყველაფერი.ამას მხოლოდ სახვევებს რომ მოვხანით მერე გავარკვევთ. -ექიმო ანუ შანსი არის იმის რომ მარიამმა საერთოდ ვეღარ დაინახოს? -დიახ,მარჯვენა თვალში საკმაოდ ღრმად იყო მინის ნატეხი,ამიტომ წინასწარ ვერაფერს გეტყვით.დაახლოებით ხუთ დღეში სახვევენს მოვხსნით და მაშინ გავიგებთ შედეგს. -არა ღმერთო გთხოვ ოღონდ ეს არა(სალო) -არ დაუშვათ რომ დაბრმავდეს,გთხოვთ რამე გააკეთეთ(ნინი) -მაპატიეთ გოგონა,მე ექიმი ვარ ღმერთი არა.რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე,სხვა მე მეტი არაფერი შემიძლია.ექიმმა იქაურობა დატოვა. ალექსანდრე კედელთან ჩაიკეცა,მერე იატაკზე დაჯდა,სახე ხელებში მოიქცია და გაუაზრებლად დაიწყო ლაპარაკი. -ჩემი ბრალია,ყველაფერი ჩემი ბრალია,მარიამი არაფერ შუაშია,მან ჩემი და ელენეს გამო პასუხი არ უნდა აგოს.არა ის ამას არ იმსახურებს.ყველაფერი ჩემი და იმ კახპ...ს ბრალია.მარიამს რომ რამე დაემარათოს მოვკლავ,გეფიცებით მოვკლავ. -სანდრო დაწყნარდი გთხოვ(სალო) -მარიამმა შეიძლება მხედველობა ჩემს გამო დაკარგოს,მოვკვდები რომ მისმა ლამაზმა მწვანე თვალებმა ვერაფრის დანახვა ვერ შეძლონ.ამას საკუთარ თავს ვერასდროს ვაპატიებ. -სანდრო ძმა ეს შემთხვევითობა იყო,შენი ბრალი არაფერი არ არის(გიო) -თქვენც ხომ იცით რომ ჩემი ბრალია.იცით მაინც რას ნიშნავს ეს პატარა ბავშვი ჩემთვის?მას რომ რამე მოუვიდეს,არ ვიცი,ამის გაფიქრებაც არ მინდა. -მას არაფერი მოუვა დამშვიდდი.ყველაფერი კარგად იქნება.(ბექა) -მისმა ლამაზმა თვალებმა რომ ვეღარ შეძლონ გამოხედვა გავგიჟდები.მის თვალებში რომ სიბნელემ დაისადგუროს ვერ ავიტან.ის ჯერ სულ ბავშვია,დიდი ბავშვი,რომელიც მენდობოდა,ის რომ გონს მოვა და ყველაფერს გაიგებს,ხომ ხვდებით რომ ამას არასდროს მაპატიებს?სამუდამოდ მომიშორებს თავისი ცხოვრებიდან.მე კი მის გარეშე უკვე აღარ შემიძლია.ყველა ადამიანის მიმართ ნდობა სწორედ მან დამიბრუნა.თავისი ბავშვურობით,გულერფელობით,დამაჯერა რომ შეიძლება ისევ ენდო.დამანახა ის რომ ყველა ერთნაირი არ არის და ის რომ ანგელოზები მართლა არსებობენ.ვერ დავუშვებ რამე მოუვიდეს.მისი თვალები ჩემთვის იმაზე მეტს ნიშნავს ვიდრე თქვენ გგონიათ.ის ისევ კარგად უნდა გახდეს,ვერ ავიტან რომ შემიძულოს,ვერ ავიტან რომ თავიდან მომიშოროს.მე ის მჭირდება,ის ჩემი ნაწილია და ამას ვერაფერი შეცვლის. -ალექსანდრე მარიამი შეგიყვარდა ხომ?შენ ის გიყვარს ხო?სხვანაირად ასე ვერ ილაპარაკებდი.(სალო) -არ ვიცი ეს რა არის მაგრამ ვიცი რომ ის ჩემი ნაწილია და მე მის გარეშე არაფერს წარმოვადგენ. ალექსანდრემ დატოვა იქაურობა და ექიმთან შევიდა. -ექიმო,რამდენი პროცენტია იმისი შანსი რომ მარიამი სრულიად კარგად შეძლებს ისევ დანახვას? -ალექსანდრე საქმე იმაშია რომ ორმოცდაათი ორმოცდაათზეა,შესაძლოა რომ საერთოდ არაფერი მოხდეს,მაგრამ თუ მხედველობა დაკარგა,სამწუხაროდ ეს სამუდამოდ მოხდება,რადგან მისი გამოჯანმრთელება არ მოხდება. ალექსანდრემ ექიმის კაბინეტი განადგურებულმა დატოვა.დერეფანში იჯდა და ყველაფერზე ერთად ფიქრობდა.უცრბ ექთნის ხმა გაიგო. პაციენტი გონს მოვიდა ექიმო,წამობრძანდით.ალექსანდრეც უკან გაყვა და სულმოუთქმრლად ელოდა როდის გამოვიდოდა ექიმი. ისიც გამოჩნდა და მაშინვე მას შემოეხვია ყველა. -ექიმო როგორ არის?(სალო) -ჯერჯერობით მხოლოდ გონს მოვიდა,იკითხა თავისი მდგომარეობა,ყველაფერი იცის. -შეიძლება შევიდეთ?(ალექსანდრე) -სამწუხაროდ თვითონ გვთხოვა რომ არავინ შემოუშვათ,არავის ნახვა არ მინდაო.სანდროს გული შეეკუმშა.მკერდში საშინელი ტკივილი იგრძნო.იქიდან უსტყვოდ წამოვიდა,მანქანაში ჩაჯდა და საოცარი სისწრაფით გავარდა თვითონაც არ იცოდა სად.გაუაზრებლად მიდიოდა,მერე მანქანა გააჩერა და ფეხით განაგრძო გზა.ცოთახანში კი ნარიყალას ნანგერევებზე ამოყო თავი.როდესაც მიხვდა სად იყო,ის სითბო ისევ იგრძნო რაც დღეს,აქ ყოფნის დროს მარიამის ჩახუტებისას რომ იგრძნო.ცრემლებმა თავისდაუნებურად იწყეს დენა. -მარიამ მაჭირდები,არ მიმატოვო გთხოვ,მარტოობისთვოის,უშენოდ ყოფნისთვის ნუ გამიმეტებ გთხოვ.უცებ სანდროს ტელეფონი აწკრიალდა. -სად ჯანდაბაში ხარ ბიჭო გოგოს შენი ნახვა უნდა მალე მოდი.რა ვუთხრათ სად არისთქო? -რა მარიამს ჩემი ნახვა უნდა?მოვდივარ,მოვდივარ.სწრაფად დაეშვა მანქანისკენ და უკვე რამდენიმე წუთში პალატის კართან იდგა.გული საშინლად უცემდა რადგან ეშინოდა რომ ეს მისი და მარიამის უკანასკნელი შეხვედრა იქნებოდა.ფეხებს ძლივ ითრევდა.პალატის კარი ჩუმად შეხსნა და ოთახში ფეხაკრეფით შეიპარა.მარიამმა თავი შემოაბრუნა.სხმას არცერთი არ იღებდა,სანდრომ იფიქრა ალბათ ვერ გაიგო რომ შემოვედიო და ამ დროს მარიამის ხმაც გაისმა. -ვიცი რომ აქ ხარ,ვგრძნობ.ახლოს მოდი,ასე შორს ნუ დაგახარ. სანდრო ახლოს მივიდა გოგოსთან,ისე უნდოდა შეხებოდა და მოფერებოდა მაგრამ ეშინოდა.თითქოს გოგომ იგრძნო ალექსანდრეს სურვილი,ხელი გაუწოდა და უთხრა. -ხელი მომკიდე და აქ დაჯექი ჩემთან.ნუ ნერვიულობ,ეს შენი ბრალი არ ყოფილა,ყველაფერი შემთხვევით მოხდა.ნუ ღელავ,ხელები გიკანკალებს,მართალია ვერ ვხედავ მაგრამ ვგრძნობ რასაც განიცდი და ეს არ მომწონს.შენ არაფერ შუაში ხარ. -როგორ შეგიძლია ასეთი იყო?სხვა შენს ადგიზე აქიდან გამაგდებდა და გამომლანძღავდა,შენ კი აქით ცდილობ ჩემს დამშვიდებას.ასეთი რომ ხარ სწორედ ამიტომ... -რა სწორედ ამიტომ? -ამიტომ ვარ აღფრთოვანებული შენით. სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა ეს თქვა. -არა ალექსანდრე,უბრალოდ სწორად ფიქრის და განაჯის უნარი უნდა გქონდეს და მაშინ ყველაფერს სწორად გაიგებ.მხოლოდ ეს არის.ახლა კი ერთი რამ მინდა მხოლოდ.ჩემთან დარჩი და არ წახვიდე რა. -შენთან ვიქნები პატარავ,არ დაგტოვებ ერთი წამითაც კი.სულ შენთან ვიქნები. გოგონას ჩაეხუტა,გვერდით მიუწვა და შუბლზე აკოცა.მთელი ხუთი დღე მართლა ისე გავიდა რომ მარიამს გვერდიდან არ შორდებოდა.მხოლოდ ტანსაცმლის გამოსაცვლელად მიდიოდა და მალევე ბრუნდებოდა უკან.სახვევის მოხსნის დღეც დადგა და სულმოითქმელად ელოდა ყველა ამ წუთს.ალექსანდრე პალატაში იყო.ექიმმა სახვევი მოხსნა. -ახლა ნელ-ნელა გაახილე თვალები და მითხარი რას იგრძნობ.გოგონამ გაახილა -მეწვის ექიმო და ისევ დახუჭა -ეს ბინებრივიცაა,ნუ გეშინია,კიდევ ერთხელ სცადე.მარიამმა თვალები გაახილა. -აბა ახლა რას ხედავ? -მაღალი მამაკაცის სილუეტს რომელიც ალექსანდრე ონიანს ეკუთვნის და თეთრ ხალათში გამოწყობილ ექიმს ანუ თქვენ.ნუ ცოტა ბუნდოვნად ვხედავ,თუმცა ვხედავ. -ეს ასეც უნდა იყოს.მალე ყველაფერი ნორმაში ჩადგება და ისევ შესანიშნავი მხედველობა გექნება. მარიამს წამლები გამოუწერეს და სახლში გაწერეს.სალომ თავისთან წაიყვანა. -შენებმა არაფერი იციან და ვინმემ ხომ უნდა მოგხედოს.ამიტომ ჩემთან იქნები. გოგოც დათანხმდა.ალექსანდრე გვერდიდან არ შორდებოდა,სულ თავს დასტრიალებდა.მალე სრულიად გამოჯანმრთელდა და ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა. მალე გაიგი რომ ალექსანდრე ელენეს და გაბრიელის სანახავად წასვლას აპირებდა.ჩეხეთში იყვნრნ,პრაღაში და იქ მიდიოდა. -ალექსანდრე მეც წამოვალ შენთან ერთად. -გამორიცხულია,შენ აქ დარჩები. -არა იქ მარტო არ გაგიშვებ,ღმერთმა იცის რას მოიმოქმედებ და იქ შენი მარტო წასვლა არ შეიძლება. -ხოდა სწორედ ამიტომ.შენ რომ რამე დაგემართოს ისევ,გავგიჟდები. -ალექს გთხოოვ. -კარგი ხო.ვერ ვხვდები როგორ შეგიძლია ასე მატარო შენს ჭკუაზე ამხელა კაცი და ნუღარ იყირები კნუტის თვალებით გეყოფა.მიდი მალე გაემზადე. რამდენიმე წუთში მზად იყო და უკვე რამდენიმე საათში პრაღაში ბრძანდებოდნენ.ჯერ სასტუმროში მივიდნენ,იქიდან კი პირადპირ საავადმყოფოში წავიდნენ.შესასვლელში ზურა შეხვდათ. -როგორ ხარ ზურა? -საშინლად ალექსანდრე,გაბრიელი ცუდად არის,მართალია დავამტკიცე რომ მამამისი ვარ მაგრამ ამან ვერ გვიშელა,დონორად არ გამოვდგები.რა გავაკეთო არ ვიცი. -ჩემი ბიჭის ნახვა მინდა ახლავე. -რათქმაუნდა ოღონდ ელენეც იქაა. -ახლა მხოლოდ გაბრიელი მაინტერესებს, ელენეს მერე მივხედავ. პალატაში შევიდნენ.პატარა გაბრიელის დანახვაზე ალექსანდრე ლამის ცუდას გახდა.თვალებიდან ცრემლებმა იწყეს დენა,ბავშვს რომ ასეთ მდგომარეობაში ხედავდა.საოცრად ფერ დაკარგულს და დასუსტებულს.შემდეგ ელენეს გახედა და ის გრძნობა რასაც გრძნობდა მონატრება კი არა ზიზღზე უარესი რამ იყო.პატარასთან მივიდა მოეფერა,აკოცა,ცოტახანს ასე იყო.მერე მათთან მარიამი მივიდა ისიც მოეფერა,აკოცა და ლაპარაკი დაუწყო პატარას.სანდრომ მარიამს ჩასაჩურჩულა ახლავე მოვალო,წამოდგა ელენეს ხელი დაავლო და გარეთ გაიყვანა.მარიამი პატარა გაბრიელს სასაცილო ამბებს უყვებოდა,ეფერებოდა და პატარასაც ჩაეძინა.მერე ექიმის კაბინეტში შევიდა და დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ გამოვიდა.ალექსანდრეს ძებნა დაიწყო და გარეთ გავიდა.საავადმყოფოსთან იქვე ტყე იყო.ალბათ აქ გავიდოდნენ სასაუბროდო და არც შემცდარა.ტყეს როგორც კი მიუახლოვდა ალექსანდრეს ყვირილის ხმაც გაიგო.მაშინვე ნაბიჯებს უმატა და ალექსანდრე და ელენე რომ დაინახა კინაღამ გაგიჟდა.მაშინვე ეცა ალექსანდრეს და შეეცადა გოგოსთვის ხელები გაეშვებინებინა რომელიც ყელზე ჰქონდა მოჭერილი და ახრჩობდა. -გეყოფა ალექსანდრე,გთხოვ გაუშვი.მოკვდება ალექსანდრე გაუშვი. -ის არ იმსახურებს სიცოცხლეს,ის არაფერს არ იმსახურებს ამის გარდა. -ალექსანდრე გაბრიელზე იფიქრე,ის ავადაა,მას ახლა დედა სჭირდება,რას ეტყვი დედას რომ მოიკითხავს?გთხოვ გაუშვი. -არ მაინტერესებს,ასეთი ქუჩის ქალები დედებადაც არ გამოდგებიან,გაბრიელი მის გარეშე თავს უკეთ იგრძნობს. მარიამი ხვდებოდა რომ ასე არაფერი გამოვიდოდა და უნდა ემოქმედა,რაღაც მოიფიქრა და თან მაშინვე განახორციელა.ბიჭის სახე თავისკენ შემოაბრუნა და ტუჩებში აკოცა.ეს ისეთი მოულოდნელი იყო ალექსანდრე გაოცდა,თუმცა მისი ხელები მოდუნდა და ელენეს ყელიდან მარიამის წელზე გადაინაცვლა.მიუხედავად სიტუაციისა ეს კოცნა საშინლად ესიამოვნა.აღარ უნდოდა რომ დასრულებულიყო.მარიამმა როცა გააცნობიერა რომ ელენე თავისუფალი იყო,მოშორდა ალექსანდრეს და ელენეს წინ გადაეფარა. -გთხოვ ალექსანდრე,შენთვის ცოტათი თუ მაინც ვნიშნავ რამეს,წადი უკან დაბრუნდი,გაბრიელს სჭირდები,ანალიზი ჩაიტარე და იქნებ დაეხმარო.მას ახლა ყველაზე მეტად დედა და მამა სჭირდება.ნუ ჩაიდენ სისულელეს.გთხობვ არაფერი მითხრა უბრალოდ წადი. ალექსანდრე წავიდაარიამი კი ელენეს მოუბრუნდა. -მე არ მაქვს უფლება შენი განსჯის,მსაჯული მხოლოდ უფალია.ასე რომ მიდი შენს შვილთანას სჭირდები. -მადლობა რომ გადამარჩინე,ამას არასდროს დაგივიწყებ. ელენეც წავიდა,მარიამი ხის ძირში ჩამოჯდა და იმაზე ფიქრი დაიყო რაც მოხდა.მიხვდა რომ საშინლად ესიამოვნა ალექსანდრეს ბაგეების შეხება.მერე სასტუმროში დაბრუნდა.ორი დღე მალე გავიდა და პასუხებიც გაიგეს.ზურა ექიმის კაბინეტიდან ისეთი სახით გამოვიდა ყველაფერი ნათელი იყო. -შენ დინორად არ გამოდგები ძმაო.ალექსანდრემ თავზე შემოიწყო ხელები და სკამზე ჩამოჯდა.იცებ დერეფანში გახარებული ელენე გამოვარდა,დონორი გამოჩნდა,ჩემი ბიჭი ისევ ირბენს,ისევ ითამაშებს.მაშინვე მარიამთან მივიდა და ჩაეხუტა. -მადლობა იმისთვია რომ ამის საშუალება მოგვეცი.ვერასდროს ამოვალთ შენი ვალიდან. -რა?მარიამ დონორი შენ ხარ?იცი რომ ამით შეიძლება შენს ჯანმრთელობას ავნო და მაინც თანახმა ხარ? - მთავარია გაბრიელი იყოს კარგად,მე არაფერი მომივა,გადავიტან.ალექსანდრე გოგოს მოეხვია. -ანგელოზი ხარ მარიამ,ნამდვილი ანგელოზი. ექიმი მოვიდა და მარიამი წაიყვანა, -საოპერაციოდ მოვემზადოთ,დასაკარგი დრო ნამდვილად არ გვაქვს.ოპერაცია დაიწყო,საკმაოდ დიდხანს,რამდენიმე საათი გაგრძელდა და ექიმიც გამოვიდა როგორც იქნა. -როგორ არიან ექიმო?(ელენე) -ღვთის წყალობით ყველაფერმა კარგად ჩაიარა.ორივე კარგადაა. მარიამი და გაბრიელი ორივე მალე გამოკეთდა.მალე პაციენტები გაწერეს.სასტუმროში გადაინაცვლეს.ალექსანდრე მარიამთან იყო,როცა ზურამ დაურეკა. -გისმენ ზურა,რა ხდება? -შენი ნახვა მინდა ცოტახნით.დახმარება მჭირდება და ჩამოდი რა. -კარგი ახლავე. -სად მიდიხარ ალექს? -ზურას ვნახავ და ახლავე მოვალ. -კარგი მიდი. -მარიამ იცი მიყვარხარ. გოგონას თვალები გაუფართოვდა -რა?გამიმეორე. -მიყვარხარ,მართალია ამის სათქმელად არც შესაბამისი დრო არის და არც ადგილი,მაგრამ მომიმდა რომ მეთქვა.მიყვარხარ მარიამ,ძალიან მიყვარხარ.შენ ჩემი ნაწილი ხარ.ამას პირველად ვგრძნობ.შენ ხარ სწორედ ის ვინც ნამდვილად მიყვარს.ჩემთვის ყველაფერი ხარ.მერე გოგოსთან მივიდა,მისი სახე ხელებში მოიქცია და ტუჩებში აკოცა. აი ეს იყო ნამდვილი კოცნა,პირველი კოცნა საყვარელ,პირველ მამაკაცს მიუძღვნა.გრძნობდა რომ ალექსანდრეს ბაგეები აგიჟებდა,ეს კოცნა არ იყო უბრალოდ კოცნა.თავი ზღაპარში ეგონა და არ სურდა რომ ზღაპარი დასრულებულიყო.ყველაზე ბედნიერი სწორედ ახლა იყო.ალექსნდრემ მარიამს კიდევ ერთხელ აკოცა და ზურას სანახავად წავიდა.ზურას დერეფანში შეხვდა. -რა ხდება ზურა,ხომ მშვიდობაა? -ალექსანდრე გადავწყვიტე ბავშვზე მეურვეობა მოვითხოვო.ჩემი შვილი ჩემთნ უნდა იყოს.ელენეს ნაირი დედა არაფერში შჭირდება. -ანუ გინდა რომ ელენეს ბავშვი წაართვა? -არ მითხრა რო გეცოდება. -არა,პირიქით ეს სასჯელი ელენესთვის მცირედია. -ხოდა შენი გვერდში დგომის იმედი მქონდეს? -რათქმაუნდა.ყველანაირად დაგეხმარები,ოღონდ გახსოვდეს გაბრიელი ჩემი შვილიც არის. -რათქმაუნდა,ეს სულ მემახსოვრება. ბიჭები ერთმანეთს დაშორდნენ.აექსანდრე უკან დაბრუნდა და ფოიეში ელენეს შეეეხა.მარიამი კი ამ დროს თავს უბედნიერეს ადამიანად გრძნობდა.ამიტომ ადგა,ჩაიცვა და გასეირნება გადაწყვიტა.ელენემ ალექსანდრე შეაჩერა და ლაპარაკი დაუწყო. -ყველაფერი გავიგონე.მართლა გინდა რომ შვილი წამართვა? -შენ უარესს იმსახურებ.მარიამს უნდა უმადლოდე შენს დამპალ სიცოცხლეს.რაც დაიმსახურე იმას მიიღებ. -შენ,შენ გამიმეტებ ამისთვის?იმის მერე,ჩვენი ასეთი ძლიერი სიყვარულის მერე შენ მე გამმიმეტებ? -ჩვენი სიყვარულის გამო?რომელ სიყვარულზე მელაპარაკები?ერთი ხელის მოსმით რომ გაანადგურე?შენ საერთოდ იცი რა არის სიყვარული? მე მიყვარდი,მართლა ძალიან მიყვარდი,თუმცა იმაზე მეტად მძულხარ ვიდრე მიყვარდი.შენ არარაობა ხარ.შენ არავინ არ ხარ. -ანუ აღარ გიყვარვარ? -შენ დამცინი ხო?ამას სერიოზულად მეკითხები?მაინც რა ადამიანი ხარ? როგორ შეგიძლია ასეთი სულმდაბალი იყო?წადი,გთხოვ წადი და აღარ შემხვდე აღარსად,თორემ შემდეგში მარიამი ვერ გადაგარჩენს. -ჯერ ერთ რამეს შევამოწმებ,მერე კი წავალ. ელენე ალექსანდრესთან მივიდა და ტუჩებში აკოცა.ამ დროს ლიფტიდან მარიამი გამოვიდა და ელენე და ალექსანდრე რომ დაინახა ცუდად გახდა.ალექსანდრეს თვალები გაუფართოვდა,ელენე მაშინვე მოიშორა და მარიამი რომ დაინახა,მისკენ წავიდა.მარიამი ისევ ლიფტში შებრუნდა და თავის ნომერში ავიდა.ალექსანდრე გამოეკიდა,მაგრამ ვერ მოასწრო.გოგომ კარები გადაკეტა და საწოლზე ემბრიონის ფორმაში დაწვა.ცრემლებმა კი თავისით იწყეს დენა და გზას იკვლევდნენ მარიამის სახეზე. -მარიამ გთხოვ კარი გამიღე,ყველაფერი არასწორად გაიგე.გთხოვ მომეცი საშუალება აგიხსნა.შემომიშვი გთხოვ.ყველაფერი უნდა აგიხსნა,წინასწარ დასკვნებს ნუ გააკეთებ,მარიამ ჩემო პატარავ,გთხოვ გამიღე. მარიამი არ გატოკებულა,უბრალოდ საწოლზე იწვა და ტიროდა.ალექსანდრე კი უიმედოდ ჩამოჯდა მარიამის ოთახის კართან.შემდეგ კი თითქოს რაღაც გაახსენდაო,წამოვარდა და სასწრაფოდ ჩაირბინა კიბეები. ესეც ახალი თავი.მაპატიეთ დაგვიანებისთვის,მთელი დღე ვტვირთავდი გუშინ და ვერ ავტივრთე,რატოგაც ჭედავდა. მადლობა ყველას.მიყვარხართ ძალიან და ველი თქვენს შეფასებებს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.