გიჟი დაქალის გვერდით... ნაწილი მეოთხე (თ.ჯ)
__ისტორიის მოყოლა ძალიან მიჭირს შენთვის თათ, თანაც შენ არ ხარ ამ ისტორიის თვითმხილველი, ვიცი რომ ყველაფრის გახსენება მომიწევს, თუმცა იმედი მაქვს, რომ ყველაფერს გავიხსენებ, თანაც ისე, რომ ცრემლები მეყოს, მეყოს ცრემლები იმ ტკივილის და ნაწილობრივ სიხარულის გამოსახატადაც, იმ ყველაფრის სათქმელად, რაც კი მე გადავიტანე, ყველაფერი კი არც ისე მარტივად მოხდა... მე და დათო, მე და ჩემი მეუღლე, ბავშვობიდანვე კარგი მეგობრები ვიყავით, ჩვენ ერთმანეთის ცხოვრებით ვცხოვრობდით, ვიყავით ისე, როგორც ვიყავით და ორივემ ვიცოდით რომ ეს მხოლოდ მეგობრობა იყო, თუმცა ორივემ არა, არამგონია მაშინ მას უკვე ვუყვარდი, ვუყვარდი, ისე როგორც დღეს, როგორც მაშინ იმ დღეს... __დაწყნარდი სალ. __არაუშავს, გავაგრძელებ, მოვყვები და კიდევ ერთხელ მოვიშუშებ ჩემს შეუხორცებელ გულის იარას... მტკივა თათ, გესმის?! მტკივა, გულში ღრმად მტკივა, თანაც ძალიან, უსასრულოდ, მგონია, რომ ეს ტკივილი გულიდან გამოვა, გამოვა და მერე ისევ ჩემს გულში დაბრუნდება, დაბრუნდება ისევ და ისევ ხელახლა გამანადგურებს, დამცლის ყველაფრიდან, ყველა დღემდე შემორჩენილი ლამაზი გრძნობის მიღმა, მხოლოდ ჩემს უსუსურ სახეს დატოვებს... მხოლოდ უსუსურ ქალს დატოვებს, რომელმაც ისიც კი არ იცის, როგორ, ან რანაირად მოვიდა ამ ეტაპზე, ყავს ქმარი, ყავს შვილი და ეს ყველაფერი, თითქოს და არარსებული სასწაულია ან ჩემი მხრიდან ვერ დანახული სასწაული, ან რეალობა, რომელსაც დღემდე ვერ ვეგუები... როდესაც სკოლა დავამთავრე, მე სასწავლებლად თბილისში ჩავირიცხე, იქ დათო ვერ ჩამომაკითხავდა, ეს ჩვენს ხშირ მიმოსვლას და ნახვას უშლიდა ხელს... თუმცა ჩვენ მაინც საუკეთესო მეგობრები ვიყავით, ვიყავთ ისე, როგორც მანამდე, თითქოს და არაფერი შეცვლილიყო ჩვენს ურთიერთობაში, თუმცა რაღაც კი ნამდვილად შეიცვალა, ის და მე, მე და ის, თითქოს და რაღაც ზებუნებრივი ძალით ვიყავით ერთმანეთთან დაკავშირებული, სულ მასზე მეფიქრებოდათქო ვერ ვიტყვი, თუმცა მის გარეშეც არც ერთი დღე არ ტენდებოდა, ის ჩემი ბავშვობა, ჩემი თავშესაფარი ჩემი, ჩემი გულის ნაწილი იყო... წინააღმდეგი იყო, რომ მას ასე დიდიხნით დავშორებოდი, თუმცა ვიცოდი, რომ ეს მხოლოდ მეგობრობის გამო ხდებოდა, ვერ ვხვდებოდი მის ჩემდამი დაუოკებელ წყურვილს, წყურვილს რომ ერთად ერთ ოჯახად გვეცხოვრა მთელი ცხოვრების მანძილზე... მე მაშინ მხოლოდ 19 წლის ვიყავი, პატარა, გამოუცდელი, ბავშვური, ვიცოდი, ვიცოდი, რომ მთელი ცა და დედამიწა ცემი იყო, უფრო სწორედ მაშინ ასე მეგონა, ასე წარმომედგინა, თუმცა ეს ნამდვილად არ აღმოჩნდა რეალობა, მე ვერ შევძელი, ჩემი სიყვარულის თუ სიმპათიის შენარჩუნება ერთი ძალიან ლამაზი და კეთილშობილი ყმაწვილის, რომელიც დღემდე მხოლოდ ლამაზ მოგონებად რჩება ჩემს გულში და ეს ადამიანი სულაც არ იყო დათო, თათ... ეს იყო გუგა... __გუგა?! __დიახ, გუგა, ჩემი სტუდენტობის ლამაზი სიზმარი, ჩვენ ვერ შევძელით ვერც ზღაპრის დაწყება და ვერც რეალური სამყაროს მოწყობა... ჩვენ უკვე არ არსებობდა, რადგან მე დათომ სამუდამოდ მის გულში დამიტოვა, და არა მარტო გულში, მის გონებაში, მის ცხოვრებაში, მის ნაწილად მაქცია, მე მისი ნაწილი გავხდი, მართალია ჩემი თანხმობის გარეშე, თუმცა რაღაც იყო კი... ნამდვილად იყო რაღაც თანხმობის მაგვარი, მაშინ თუმცა ეს არ იყო თანხმობა სიყვარულის გამო, ეს უფრო დიდი მეგობრობა იყო, რომელიც ჩვენი ბარბის დაბადებით დასრულდა... __გაჩერდი, დაწყნარდი სალ, ცოტა ფერზე მოდი, დღეს ნუღარ მეტყვი მეტს, არ იჯავრო, მე აქ ვარ, თან ბარბი გყავს... დეიდას გოგო... __იცი, იცი როგორ მიჭირს ახლა ამ ყველაფრის გადალახვა?! ვიცი, ვიცი, რომ ვერ შევძლებ ამ ტკივილის შეგუებას, უფრო სწორედ ისე გახსენებას, რომ გული იმ დღესავით არ მეტკინოს, როგორც მაშინ, როცა მე ჩამოვედი სტუმრად ბაბოსთან, დათომ, ამის შესახებ არ იცოდა, უნდა გავხუმრებოდი... ბავშვობა მომინდა უცებ, მან კი ეს ბავშვური საქციელი დიდი გოგოს საქციელად ჩათვალა და სწორედ იმ დღეს იმ დღეს გავხდი მისი, მისი ცოლი, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ... თუმცა დღეს ის ჩემი ქმარი და ჩვენი შვილის მამაა... __და მიყვარს?! __რათქმაუნდა მიყვარს, რადგან ის ჩვენი შვილის მამაა, ჩემი ბარბის მამა. ...................................................................................................................... თამარ ჯიშკარიანი 3.მარტი.2016წ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.