შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გავისეირნოთ?! გარე განათება ჩაქრა..... (5)


16-03-2016, 00:00
ავტორი ირინა
ნანახია 5 963

გეგმები შეგვეცვალა და ბათუმში ორი დღით ადრე წავედით... გამთენიისას უკვე შავი ზღვის სანაპიროს ნესტიან ჰაერს ვსუნთქავდით.. -ნეტავ როდის ჩამოვა? კატომ თქვა კიდევ ერთი თვეც და ჩამოვაო.... რას გიზამ მართა რომ ჩამოხვალ, შენ ხომ წარმოდგენაც არ გაქვს... ისე უნდა გაწვალო, უკან წასვლა მოგინდეს... სასტუმროში წინასწარ დაჯავშნილ ნომრებში მოვთავსდით. მე ცალკე მქონდა ოთახი აღებული, ბიჭებს კი ერთად, გოგონებმაც ერთად არჩიეს ძილი. სწრაფად გამოვიცვალე და ბიჭებთან შევედი, მაგრამ ორივეს გაგუდულს ეძინა.. გოგონების კარზე მივაკაკუნე და იქიდანაც რომ ვერ გავიგე პასუხი, მარტო წავედი გარეთ სასეირნოდ... სანაპიროზე დავეხეტებოდი და ვუყურებდი, როგორ იღვიძებდა ნელ-ნელა ბათუმი... სიარულმა დამღალა და პირველივე კაფეს მივაშურე, რომელიც ღია იყო... ყავას შევექცეოდი და თან უკიდეგანო ზღვას გავყურებდი. ტელეფონის ხმამ მომიყვანა გონს, კატო იყო, რომელიც მატყობინებდა, რომ სანაპიროზე აპირებდნენ გასვლას, სასტუმროსთან ახლოს და პირდაპირ იქ მივსულიყავი.. ზლაზვნით წამოვდექი ფეხზე, ფული მაგიდაზე დავტოვე და დანიშნულების ადგილისკენ გავემართე... ადგილზე მისულმა, შეზლონგზე დავაგდე ტელეფონი და საფულე, შემდეგ მაისური გავიხადე და იქვე ჩამოვჯექი... ორი წუთი არ იქნებოდა გასული, რომ ჩემს წინ გოგონა ამოვიდა ზღვიდან და პირსახოცს დასწვდა შეზლონგზე.. სახეს არ დავკირვებულვარ, ვარდისფერი საცურაო კოსტუმი ეცვა და სასწაულად ლამაზი ტანი ჰქონდა, თვალს ვერ ვწყვეტდი... საშუალო სიმაღლის იყო, თუმცა ულამაზესი აღნაგობით... გამოკვეთილი მკერდი... წვრილი წელი.... და უკანალი... რომელსაც თვალი უბრალოდ ვეღარ მოვწყვიტე... ხორბლისფერ კანზე წინწკლებად ეყარა წყლის წვეთები.. ჯერ არ იყო გარუჯული.-ალბათ , ახალი ჩამოსულია, ვიფიქრე მე და კიდევ ერთხელ უტიფრად ავათვალიერე.. სახეზე დავაპირე შეხედვა, თუმცა ზუსტად ამ დროს შებრუნდა წინ და საყურებლად მისი ზურგი დამიტოვა, პატარა, თითქმის უჩინარი მხრები ჰქონდა.. ქვევით ჩამოვაყოლე მზერა და ის იყო 18+ ფიქრებში უნდა წავსულიყავი, რომ მის წინ ვიღაც ახმახი აღიმართა და მიესალმა... გოგონამ რამდენიმე წამი დააყოვნა, შემდეგ კი თვითონაც უპასუხა... და მაგ წამს რომ არ ვმჯდარიყავი, აუცილებლად წავიქცეოდი... მის ხმაში მართა ამოვიცანი, არასდროს , არავიში არ ამერეოდა ეს ხავერდოვანი ხმა... მაგრამ არა, მართა ასე არ გამოიყურება... მართა... ჩემი მართა... ნუთუ ისაა??? წამოდგომა მინდოდა, რომ სახეზე დავკვირვებოდი, მაგრამ ადგილზე ვიყავი მიყინული. სამაგიეროდ სმენა დავძაბე... არა ნამდვილად ის იყო, სხვას ვის ეხერხება კიდევ 10 წუთის განმავლობაში ასე გაამწაროს ბიჭი, როგორც მან ეს საცოდავი უცნობი გაამწარა. -როგორ შეცვლილა.... ან ტანს რა დამართა??? ვუყურებ და ვერ ვცნობ... ღმერთო როგორ მინდოდა იმ წამს მივსულიყავი და ჩავხუტებოდი.. მხოლოს აუტანელ მონატრებას ვგრძნობდი, რომელსაც 1 წლის განმავლობაში გმირულად ვფარავდი, წამიერად სადღაც გააქრა ყველანაირი ბრაზი, რომ ასე მარტო მიმაგდო და ხმისამოუღებლად წაბრძანდა ინგლისში... შურისძიების სურვილი, ჩახუტების სურვილმა გადაფარა... ე.ი. ერთ თვეში ჩამოხვალ ხო?? სკვინჩა... ჩამეღიმა მის გულიპრყვილობაზე, მაგრამ მომენტალურად შემეყინა სახეზე ღიმილი, როცა მის ბაგეებს ჩემი სახელი მოწყდა.... ნელა წამოვდექი და ორ ნაბიჯში უკვე მათ გვერდით ვიყავი...
-უტა ვიღაა? იკითხა გაკვირვებულმა უცნობმა.
-მე ვარ.. ჩავილაპარაკე სერიოზული ტონით და პირველად შევხედე თვალებში მართას.. გაოგნებული მიყურებდა.. მე კიდევ ერთხელ მომცელა , როცა ამდენი ხსნის უნახავ, დიდ, მწვანე თვაებს წავაწყდი... სახეზე ოდნავ მოკიდებოდა მზე და საყვარლად გასჩენოდა ცხვირთან ჭორფლები... არ ვიცი, რა ძალა მეყო, რომ თავი შევიკავე და არ ჩავეხუტე... უცნობი მაშინვე მოგვშორდა, როგორც კი მე დამინახა... მე კი ვუყურებდი გაოგნებულ მართას და არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი... -ჩავეხუტო? ვუთხრა როგორ მენატრებოდა? როგორ მიყვარს???-არა, ხომ არ დაგავიწყდა როგორ გაგამწარა, როცა ასე ხმის ამოუღებლად მიგატოვა, სამაგიერო უნდა გადაუხადო... ამომძახა ჩემმა ბოროტმა მემ და მეც მას დავუჯერე. მართა შებარბაცდა და წამის მეასედში მასთან გავჩნდი, რომ არ წაქცეულიყო და ხელი შემოვხვიე წელზე... ისე მეუცხოვა, მეგონა სხვა ადამიანი იყო.. გული ამიჩქარდა მასთან შეხებისას, მაგრამ სამწუხაროდ ჩემი კეთილი მე ნოკაუტში იყო და ვერ ახერხებდა შებრძოლებასაც კი, ამიტომ ადვილად დავემორჩილე ჩემს ბოროტ მხარეს და მაქსიმალური ძალით დავთრგუნე ჩემი ნამდვილი გრძნობები...
-ფეხზე ისევ ვერ ისწავლე მყარად დგომა? ვკითხე ირონიულად და ხელი გავუშვი... თუმცა თვალევს არ ვაშორებდი, კი არადა, ვერ ვაშორებდი, მთლოანად ავათვალიერე და ცუდად გავხდი კინაღამ... ახლოდან გაცილებით უფრო ლამაზი იყო... მშვენიერი იყო.... მაგრამ მე მისი თვალები უფრო მომწონდა, ძველი მართას დიდი მწვანე თვალები, პაჭუა ცხვირი, ზედ ოდნავი ჭორფლით და სულ გაბუშტული ტუჩები... რომელთა მისაკუთრებაზეც უკვე კარგა ხანია ვოცნებობ.... მინდა ვიყო პირველი და უკანასკნელი, ვისაც ის აკოცებს, ვის თვალებშიც ჩემი სახე აირეკლება... ჩემი კეთილი მე გონს მოდიოდა, თუმცა ბოროტმა იმძლავრა, ჰაერში დატრიალდა და მთელი ძალით შემოარტყა წიხლი... კეთილ მეს ისევ გული წაუვიდა და უსულოდ მიეგდო ჩემი გულის კუნჭულში.
-ამმისთვის წახვედი ერთი წლით დაუმშვიდობბებლად საქართველოდან? ვკითხე და კიდევ ერთხელ შევათვალიერე... გულში თბილი ტალღა ჩამეღვარა, როცა მითხრა, რომ ჩემს გამო წასულა... რომ მე ისეთი გოგონები მომწონს, ვისაც ყველა თვალს აყოლებს და ახლა თვითონ გახდა აასეთი... ნუთუ მხოლოდ იმისთვის წავიდა, რომ ასეთი დაბრუნებულიყო და ჩემთვის თავი მოეწონებინა? ანუ ჩემთვის მისი აზრი მნიშვნელოვანია? ფიქრები ერთმანეთს ცვლიდა ჩემს თავში , მოულოდნელად კი მხარზე გადავიკიდე და ზღვაში შევედი... ისეთი საყვარელი იყო, მხოლოდ თავი უჩანდა და გაბრაზებული მიბრიალებდა თავის მწვანე თვალებს..
-ესეიგი მოგწონვარ ხო? ისევ თამაშის ხასიათზე მოვედი, მაგრამ პასუხის მოლოდინში დავიძაბე... მან კი გიჟი მიწოდა და ყველანაირი ჩემი აზრი უარყო.... ისევ გაბუსხული ტუჩებით მიხსინდა, რომ იდიოტი ვიყავი და არ მოვწონდი... მე კი ღიმილს ვერ ვიკავებდი მისი ყურებისას. მითხრა, რომ არც მოვწონდი, არც მოვწონვარ და არც მოვეწონები ოდესმე... მე კი თამაშს განვაგრძობდი და უფრო მეტად მიფანცქალებდა გული, მისი აკანკალებული ნიკაპის და დაბნეული თვალების დანახვისას.
-დარწმუნებული ხარ , რომ არ მოგწონვარ? ჩავეკითხე მე.
-სრულებით.. აღელდა.
-და არც არასდროს მოგწონდი? ახლოს მივედი მასთან და დავინახე როგორ გააჟრჟოლა.. ჩამეღიმა.
-არასდროს... ჩაილაპარაკა კანკალით.
-და არც არასდროს მოგეწონები ხო?! უფრო ახლოს მივედი, ოდნავ ვეხებოდი ტანით და მთელ სხეულში ბუსუსებმა დამაყარა... მისმა სუნთქამ კი, რომლიც გახშირებოდა, ლამის ჭკუიდან შემშალა.
-არასდროს... ამოიჩურჩულა. მაგრამ საპირისპირო კი იგულისხმა.. ერთიანად თრთოდა ....
-მაგასაც ვნახავთ.. ვუთხარი და მუცელზე შემოვისვი.. ტვინში სისხლი ამივარდა, როცა მისი სხეული ამეკრო, ხელები ინსტიქტურად კისერზე შემომხვია და თავბრუ დამახვია... ვსო... მეტი აღარ შემეძლო.. გიჟივით დავეტაკე ტუჩებზე და მთელი ემოციით დავუწყე კოცნა... გაოგნებული იყო თავიდან და ფართხალებდა, შემდეგ კი თვითონაც გახსნა ოდნავ ბაგე და მაკოცა... ყველაფერი იგრძნობოდა ამ ერთ კოცნაში, მონატრება, სიყვარული, ბრაზი, წყენა, ვნება.......... მთელი ძალით ვიკრავდი სხეულზე და ჭკუიდან ვიშლებოდი.... ვიცოდი, რომ თუ არ გავჩერდებოდი, მერე გვიანი იქნებოდა.. თავს ვეღარ გავაკონტროლებდი, უკანასკნელი ნებისყოფა მოვიკრიფე და უკან დავაბრუნე წყალში. აღარ შეიძლებოდა იმ წამს ჩვენი ერთად ყოფნა, რადგან ეჭვი შემეპარა საკუთარ ნებისყოფაში, დარწმუნებული ვიყავი, რომ კიდევ ვერ შევიკავებდი თავს... ამიტომ ზურგზე დავწექი და ძლიერად მოვუსვი მკლავები, თან სიცილიტ მივაძახე...
-ამის მერეც ეცადე, არ მოგეწონო.... შემდეგ კი მუცელზე გადავბრუნდი და თავბრუდახვეულმა გავცურე ჰორიზონტისკენ.... რომ წყალს საღად აზროვნების უნარი დაებრუნებინა ჩემთვის............





გაოგნებული დამტოვა, თვითონ კი ნელ-ნელა უახლოვდებოდა ჰორიზონტის ხაზს, ძლივსღა ვხედავდი მის თავს..-არა, რა გააკეთა ეს?? ან ჯანდაბა, როგორ ავყევი? ახლა ხომ მიხვდება?? ჯანდაბაა.. ჯანდაბა...... როგორ ვერ გიტან უტა , მაცადე შენ, ვნახოთ ვინ ვის აჯობებს... გავიფიქრე მე და ნაპირისკენ გავცურე, თუმცა კატომ ჩემს დანახვაზე იმხელა ხმაზე იკივლა, რომ ინერციით ლამის ისევ წყალში გადავვარდი.. გიჟივით მომვარდა და ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა ისე მეხუტებოდა.. რამდენიმე წამში მას ბაბი, გაბი და მათეც შეუერთდნენ და ყველა ერთად მეხვეოდა...
-ჰოოო... დამახრჩეთ ბარემმმ... ამოვიხავლე მე და შეზლონგზე ძალაგამოცლილი მივესვენე, როცა ხელი გამიშვეს...
-გოგოოო... აბა ერთ თვეში ჩამოვალო?? ვაიმეე როგორ გამხდარხარ... რა სხვანაირი ხარ... ან რა ტანი გაქვს... ან.... ანნ... გილოცავ პროფესორი ხარ დღეიდან..... საქართველოში ყველა მუსიკალური დაწესებულება ფეხ ქვეშ გაგეგებაა.... არ ცხრებოდა კატო და სხვებს სიტყვის თქმის საშუალებას არ აძლევდა.
-გოგო, იქნებ ამოასუნთქო ადამიანი და აცადო ხმის ამოღება... შეუღრინა გაბრიელმა.. რაზეც მე მათემ და ბარბარემ სიცილი ვერ შევიკავეთ.
-დამანებე თავი...მე შენთვის არაფერი მიკითხავს და თუ არ მოგწონს ჩემი საუბარი წაბრძანდი საერთოდ. გაიბუსხა კატო , მას არც გაბრიელი ჩამორჩა , წარბები შეჭმუხნა და ჩემ გვერდით დაეხეთქა შეზლონგზე..
-ქალბატონო, რა რა გოგო ხარრრ........ წაუსტვინა მათემ , რასაც გაბრიელის გამხიარულებაც მოყვა..
-აბა ტოოო..... ვაფშე სხვანაირი ხარ, რაო იმ გამოტვინებულმა რო დაგინახა? ჩამეძია გაბრიელი...
-რავიცი მე, რა აუტანელიც იყო, ისეთივე დარჩა... წამკბინა, ნერვები მომიშალა და ახლა დაცურავს, რა ენაღვლება.. ამოვიბურტყუნე გამწარებულმმა..
-თქვენ დიდხანს უნდა გააგრძელოთ ერთმანეთის ჯიბრზე მოქცევა?? რას ვერ იყობთ რას?? დაიტანჯეთ თქვენც და ჩვენც ბოლო მოგვიღეთ.. გაეცინა ბარბარეს და ინსტიქტურად მათეს გადახედა...
-ოოო ... ეტყობა ჩემი აქ არ ყოფნის დროს სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა, მე კიდევ მეგონა , რომ მინიმუმ ორ ქორწილში მაინც ამოვყოფდი თავს ჩამოსვლისთანავე. ვცადე სიტუაციის განმუხტვა, მაგრამ მგონი საპირისპირო გამომივიდა...
-მე წყალში ჩავალ . თქვა გაბიმ და მაისური იქვე მიაგდო.. ნელი ნაბიჯით წავიდა ზღვამდე და ზანტადვე გაცურა. არ გამომპარვია კატოს მოწყენილი სახე..
-მეც რაღაც საქმეები მაქვს გოგოებო, შუადღისთის გნახავთ. გაიღიმა მათემ გასაღები ხელში აათამაშა, თავზე მაკოცა და ისევ სასტომროსკენ წავიდა.. ამჯერად ბარბარეს აუწყლიანდა თვალები...
-რა გჭირთ თქვენ ეე??? ვკითხე გოგონებს, როცა მარტოები დავიგულე. -ბაბი, წერილში ხო გითხარი, რომ უტამ ყველაფერი იცის? რატომ არ მივიდა მათე სალაპარაკოდ? სკაიპით შეგნებულად არ ვლაპარაკობდი ასეთ თემებზე... და თქვენ აქ რა მოგიწყვიათ.. ან კატო, თქვენ რაღა გჭირთ? ხო კარგად მიდიოდა ყველაფერი, რამ გადაგრიათ საერთოდ? გაოცებას ვერ ვმალავდი..
-აუუ მართაა... შენი წასვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.. უტა თავის თავში ჩაიკეტა, აღარავის გვიკარებდა, კრინტს არ ძრავდა შენზე, მაგრამ სულ გაღიზიანებული იყო, თითქმის აღარ გვხვდებოდა , მეც მხოლოდ სახლში ვნახულობდი, მაგრამ სამსახურიდან ისეთი დაქანცული მოდიოდა, პირდაპირ იძინებდა და დილით კი უკვე წასული მხვდებოდა ხოლმე, მათემ გადაწყვიტა , რომ ამ მდგომარეობაში მისთვის ჩვენი ამბავი არ უნდა ეთქვა, რადგან უარესად აღელდებოდა და ახლა ხო ხედავ, მააქსიმალურად შორს იჭერს თავს ჩემგან.. ამოიტირა ბაბიმ.
-მე კიდევ ნერვებს მიშლიდა, ამდენი ხნის განმავლობაში რომ არ მნახულობდა ხოლმე, სულ უტასთან და მათესთან ერთად იყო, აღარც ჩემთან აღარ ამოდიოდა, ნახვაზე ლაპარაკი ზედმეტია, რამდენჯერ დავუკერე, მე თვითონ ვნახე, მაგრამ სულ რაღაც სააქმე ჰქონდა , ჰოდა ერთ დღესაც ვეღარ მოვითმინე და გამწარებულმა საშინელი სიტყვები ვეძახე, შენი დანახვა აღარ მინდა, ახლოს არ გამეკარო, მეზიზღებითქო და მსგავსი საშინელებები... მან კი ბრალი დამდო, რომ მისი არ მესმოდა და არ მინდოდა გამეგო, რომ ამ ეტაპზე მართლა ბევრი საქმე ჰქოდა და იმის მაგივრად , რომ გვერდში დავდგომოდი, ისტერიკებს ვუწყობდი, მეც უფრო გავგიჟდი და სულ კარგად იყავითქო და წამოვედი............ ამჯერად კატომ ამოიოხრა და გული ამოაყოლა.....
-ვაიმეე....... ცუდადაა საქმე, როგორც ჩანს , ჩემი და უტას გამო თქვენც პრობლემები შეგქმნიათ, მაგრამ არაუშავს გოგოებო.... აი ნახავთ, ისე გავამწარებთ ბიჭებს... ისე... ჩავილაპარაკე და ეეშმაკურად გამეღიმა.... -რაღაც გეგმა მაქვს და იმედია, ხელს შემიწყობთ , რომ ყველაფერი კარგად გამოვიდეს..
-მოიცა, რას გულისხმობ? ისე ეშმაკურად გიციმციმებს თვალები, კარგს არაფერს არ უნდა ფიქრობდე... ჩამეკითხა ბარბარე და გამომცდელად შემომხედა..
-რას და საღამომდე დავაიგნოროთ ბიჭები, თავი ავარიდოთ, ცხვირი ავუბზუოთ და ერთი სიტყვით, ისე ვქნათ, რომ ჩვენმა ქცევამ დააინტრიგოთ და თან მიხვდნენ, რომ რაღაცაზე ნაწყენები ვართ.. ანუ ნორმალური გოგოებივით ვიქცევით დღეს რა... საღამოსთვის კი ბიჭებს სიტყვას ჩამოვუგდებთ, რომ კლუბში მივდივართ და თუ ენდომებათ წამოვლენ, დამიჯერეთ, რომ მარტოებს არ გაგვიშვებენ და იქ გაჩნდებიან... აი კლუბისთვის კი განსაკუთრებულად ვემზადებით... ყველაზე, ყველაზე ლამაზები უნდა ვიყოთ იმ საღამოს, რომ პირები დააღონ, მაგრამ ძალიან შორს ნუ შევალთ, ფლირტი არ გვინდა, თორე ამათი დარტყმული ხასიათი რომ ვიცი რაღაც შარს ატეხავენ.... მე გეგმა გავაცანი გოგოებს და როცა მათ სახეზე ისეთივე ეშმაკური ღიმილი დავინახე , როგორიც მე მქონდა, კმაყოფილმა ყელები მოვიფშვნიტე..-ახლა გასწავლი უტა მე შენ ჭკუას,მერე ვნახოთ, ვის ვინ მოსწონს.. გავიფიქრე მე....
-მშვენიერია... თანახმა ვართ ორივე.. წამოიყვირა კატომ და ბაბის ნაცვლადაც დამთანხმდა.
-წამოდით, ზღვაში შევიდეთ, ცოტა ვიცუროთ მერე კი გავირუჯოთ, საღამომდე ნამზეური არ გვაწყენდა.. შემოგვთავაზა ბარბარემ და მოსაცმელი გაიხადა... მე ისედაც საცურაო კოსტუმით ვიჯექი და ხმისგაუცემლად წავედი ზღვისკენ , ორ წამში კი გოგოებმა დამიმშვენეს გვერდი და მოხდენილად შევცურეთ შავი ზღვის ჯერ ისევ ცივ ტალღებში.. ამ დროის განმავლობაში უტა წყლიდან არ ამოსულა და თვალებს ვაცეცებდი, რომ როგორმე მეპოვნა...
-აი იქითაა... მიმითითა კატომ სიცილით მარჯვენა მხარეს , საკმაოდ მოშორებით, სადაც უტა ვიღაც ქალთან ერთად ცურავდა.
-არ ვეძებდი... ჩავიბურტყუნე მე...
-ჰოოო... როგორ არა, არც ეს ეძებს გაბრიელს.. მითხრა ბარბარემ სიცილით და კატოს დაძაბული სახისკენ გამახედა, ამჯერად მე გამეცინა... -კატო, შენი ბიჭი მარცხნივაა. ამჯერად კატო გავახედეთ მარცხნივ და გაბრიელის თავი დავანახეთ, რომელიც ნაპირისგან ძალიან შორს იყო და უფრო შორს აპირებდა გაცურვას.
-ფუჰ... კრეტინი.. ჩაილიაპარაკა გაბრაზებულმა კატომ... ჩვენ კი სიცილი ვეღარ შევიკავეთ....-უიი გოგოოოო.... შენ საერთოდ რაა.. როგორ გახდი ესე? ვაიმე რა ლამაზი ხარ იცი? აი სუპერ გოგო ხარ რა.. საერთოდ რამდენი კილო ხარ? ისე ნუ იზამ რომ ანორექსია დაიმართო ახლა.. მომაძახა კატომ და აღტაცებულმა შემომხედა.
-კაი დროს შეამჩნიე.. გამეცინა მე.-ვარჯიში ჩემო ეკატერინე და პარალელურად დიეტა, აი შედეგიც, 45 კილო ვარ და მაქსიმალურად ვცდილობ, რომ შევინარჩ...... სიტყვა ბარბარემ გამაწყვეტინა.
-გოგოებო, აქ მოდით. ის ჩვენგან ორიოდე მეტრის დაშორებით იდგა და რაღაცას თვალს არ აშორებდა. ორივემ მასთან მივცურეთ და მის მზერას გავაყოლეთ თვალი. -არა, მაინც რაზე ლაპარაკობენ ასე მხიარულად ჰა?? -გვკითხა და უტადაგვანახა, რომელიც ჩვენგან ზურგით იდგა და ვიღაც ქალს ესაუბრებოდა, ქალიც გულიანად კისკისებდა და დიდ და ლამაზ მკერდს ამაყად იღერებდა..
-ოჰოო...დიდ ქალებზეც გადასულა ხო?? დიდ ქალებზე და დიდი ქალების დიდ ბურთებზე.. ჩავილაპარაკე ჩემთვის, მაგრამ გოგოებმა გაიგეს და ისეთი ხარხარი ატეხეს, ახლომახლო ყველა ჩვენ გვიყურებდა...
-ვაიმეეე..... აააა........ საღოოოლლლ.... სიცილით ჩაბჟირდა კატო..
-ბაბიი, ვინაა ის ქალი, იცნობ?? ვკითხე ისევ მოცინარ ბარბარეს და უტას გავხედე..
-მმმ.... არაა.. არ ავიცნობ. მიპასუხა მან, თუმცა მომეჩვენა, რომ პასუხი შეცვალა, ყურადღება აღარ მიმიქცევია, ისევ ეშმაკები ამითამაშდნენ თვალებში და ცუდად ჩამეღიმა...
-აჰა, ესეიგი არ იცნობ ხო? ძალიან კარგი... ახლა მიყურეთ გოგოებო.... მივუბრუნდი გაოცებულ გოგოებს, დასამშვიდობებლად ხელი დავუქნიე და უტასკენ გავცურე. -ახლა გაჩვენებ მე შენ, განანებ დილანდელ საქციელს ვაჟბატონო... ვფიქრობდი და ამასობაში უტამდეც მივედი, ჩემგან ზურგით იდგა და ვერ შემამჩნია, აი ქალს რაც შეეხება, ახლოდან გაააააცილებით დიიიდი , დიიიიიიიდი, უუუუუუუუუუზარმაზარი მკერდი ჰქონდა, აი ისეთი უზარმაზარი საზამთროები რომ არის ხოლმე ზაფხულის ბოლოს, სიმწიფისგან დასკდომაზე რომ არიან... ჩემს ფიქრზე მე თვითონ ჩავიფხუკუნე...-დაგაგემოვნებინებ ბატონო უტა, შუა ზღვაში ტკბილ საზამთროს... გავიფიქრე მე და წყალში ჩავყვინთე, რამდენჯერმე ძლიერად მოვუსვი ხელი, რომ ნაპირზე კარგად ჩავსულიყავი, როგორც იქნა უტას ფეხები დავინახე, მივუახლოვდი, კოჭებთან წავავლე ხელი და ორივე ფეხი ჩემსკენ გამოვწიე, მან წონასწორობა ვეღარ შეიკავა და პირდაპირ იმ ქალს დააცხრა სახით სიამაყეებზე... სწრაფად ამოვყვინთე , რომ ეს სანახაობა არ გამომპარვოდა და კინაღამ შევწუხდი, როცა უტას თავი ქალის დასახეთქად გამზადებულ საზამთროებს შორის დავინახე... ქალი კი ლოყებშეფაკლული იდგა და ხმას ვერ იღებდა... არაა... იმ მკერდის ფონზე, მიქელაძის თავი ზედმეტად პატარა მოჩანდა, არადა სულ თავგასიებულს ვეძახდი ხოლმე.... ძლივს გაითავისულა სახე ქალის მკერდიდან, ჯერ მას შეხედა , მერე კი მე შემომხედა... მართლა, გეფიცებით, მართლა მინდოდა, რომ არ გამცინებოდა... ტუჩს ისე ვიკვნეტდი, მგონი სისხლიც წამომივიდა, უცებ ავფხუკინდი, მაგრამ მერე თავი ხელში ავიყვანე, უკაცრავადთქო მივაძახე და სწრაფად გავცურე უკან , სიცილისგან ჩაბჟირებული გოგოებისკენ, თუმცა ბოლომდე ვერ მივაღწიე, სიცილისგან ძალა წამერთვა და შუაში გავჩერდი.. ვეღარც მივდიოდი, უბრალოდ ვხარხარებდი და არ ვიმჩნევდი გარშემომყოფების რეაქციას... რამდენიმე წუთი მაინც ვიდექი ასე.. სანამ ნაცნობმა ხმამ არ გამომაფხიზლა...
-მოდი აქქ... იღრიალა უტამ და მეც ზანტად შევბრუნდი მისკენ, სწრაფად მოცურავდა და როცა მისი სახე დავინახე, კიდევ ერთხელ წამსკდა სიცილი... უარესად გაწიწმატდა, ტურბო ჩართო უკვე, ისე მოქროდა ჩემსკენ... მისი სახე ახლოდან რომ დავინახე, გული შემიღონდა, ნაპირამდე ავბობღდი და სულ „ვაი დედას“ ძახილით გავიქეცი ფეხშიშველი ქვიან სანაპიროზე... ნაცარქექიას და დევს ვგავდით იმ წამს, მაგრამ მე გუდის ყველი მაკლდა, რომ წვენი გამომედინა, სამაგიეროდ ის ნადირი იყო ნამდვილი დევი, სულ ლაწა-ლუწი აუტეხა სანაპიროს ქვებს..
-მოდი გოგო ააქ... ღრიალებდა უტა... უცებ თვალი გოგოებს მოვკარი, რომლებიც სიცილისგან ერთმანეთს ეყუდებოდნენ... ისეავ გამახსენდა წეღანდელი და წამით შევყოვნდი, იქვე ჩავიკეცე სიცილით და დავინახე, რომ დევი მეწეოდა... ფეხზე წამოვდექი და გაქცევა დავაპირე , თუმცა მწვავე ტკივილი ვიგრძენი ფეხის გულზე და მოწყვეტით დავეცი ძირს.. ფეხის გულზე დავიხედე, შუშის ნამსხვრევი შემრჭობოდა სისხლი მომდიოდა... ნამსხვრევის ამოღება ვცადე, მაგრამ ძალიან მტკიოდა და ვერ მოვახერხე..
-დებილო... მომვარდა ჯუჯღუნით უტა და ჩემი ფეხი მუხლებზე დაიდო... რომ დავინახე კიდევ ერთხელ ამიტყდა სიცილი, დავინახე, რომ ოდნავ ჩაეღიმა და უარესად გამეცინა...- აი სულ ეს არის, თქვა და შუშის ნამსხვრევი ხელში შეათამაშა. -ახლა მზად ხარ , რომ მოგკლა, რამ გადაგრია გოგო, ნომრმალური ხარ? ჩემი ინგლისურის მასწავლებელი იყო ტოო...
-ვაიმე.. მართლა? პირველად შემრცხვა ჩემი ქცევის..
-ჰოო შე არანორმალურო მართლა.. მითხრა და ხელში ამიტაცა. -ფეხზე მაინც ჩაგეცვა და ისე გაქცეულიყავი არ შეგეძლო? სულ ხიფათში როგორ ხარ? არ ჩუმდებოდა უტა.. მე მის ძლიერ კისერს შემოვხვიე მკლავები და კომფორტულად მოვკალათდი მის მკლავებზე, კიდევ გამეცინა , როცა მისი სახე დავინახე და ამჯერად ვეღარც მან ვეღარ შეიკავა სიცილი. -არა , უნდა ვაღიარო, სულ მიზიდავდა ხოლმე ამ ქალის მკერდი და აჰა... შენ წამში დამიკმაყოფილე ბავშვობის ინტერესი... სიცილს არ წყვეტდა უტა...
-აა.... რა სანახავი იყავი, უნდა გენახა.. ვაიმე ვაიიი.. მუცელზე ხელს ვიჭერდი და გულიანად ვიცინოდი.. მოულოდნელად კი დასერიოზულდა ... ჯერ სახეზე შემომხედა... შემდეგ მკერდამდე ჩააყოლა მზერა და ზედ დამაშტერდა... სახე შეეცვალა, რაღანცაირი ნაპერწკლები დავინახე მის თვალებში..--ეეე სად მიყურებ??? გამოვარკვიე ფიქრებიდან...
-ყურებზე მართა... ვერ ხედავ სად გიყურებ??? მკერდზე.... ლამაზია... ჩაილაპარაკა და ნერწყვი გადაყლაპა...
-შენ ხო კარგად ხარ? სულ გაუბერე? დამსვი ახლავე... ავფართხალდი მეც და ჩემი გულიც...
-დაეტიე სადაც ხარ რა... მაგისთვის არ წახვედი ?! რომ თვალები დამრჩენოდა შენზე? მკითხა ირონიულად...
-ჰოდა , გავამართლე კიდეც ჩემი მიზანი, იდიოტივით მომჩერები ხარ მკერდზე და ნერწყებს ყლაპავ... რაო უტა, მოგეწონე?! ირონია არ დავაკელი არც მე...
-ეჰ... კოვზი ნაცარში უნდა ჩაგიგდო , მე გონებრივადაც სექსუალური ქალები მომწონს და არა ღლაპები, რომლებიც ისე ერთობიან, როგორც შენ გაერთე წეღან... ისევ ირონია...
-ჰო რას ვიზამთ, საბედნიეროდ, რაღაცაში მაინც ვეწყობით ერთმანეთს.. არც მე მომწონს შენნაირი ტიპები, თავიანთ თავში დაჯერებული იდიოტები, რომლებსაც რეალურად არაფრის ტ...ი არ აქვთ, უბრალოდ ლაპარაკობენ და ლაპარაკობენ........ დავგესლე მე.
-ზედმეტი მოგდის. მითხრა მშვიდად, მაგრამ ვიგრძენი როგორ დაეჭიმა ყველა კუნთი...
-რას მელაპარაკები, მართლა? დამსვი მაშინ ჩემით წამოვალ და აღარ მოგიწევს, რომ მომისმინო.
-ნერვებს მიშლი...
-ცივი წყალი დალიე...
-უზრდელი ხარ..
-შენ ერთუჯრედიანი.
-ბევრს ტლიკინებ...
-შენ უფრო მეტს...
-არ ვიცი რას გიზამ მართა...
-მე ვიცი, რასაც გიზამ უტა...
-რას?
-......... შენი საქმე არაა..
-გაკლია.
-შენც... ოდნავ ეღიმებოდა, თუმცა არ მითმობდა.
-არ დამითმობ ხო?
-არც იოცნებო...
-ისევ ისეთი აუტანელი ხარ მართა.
-შენ ისევ ისეთი ტვინნაღრძობი უტა... საუბარში არ ვრჩებოდი მას... როგორც იქნა მივაღწიეთ შეზლონგამდეც, სადაც გოგონები დაგვხვდნენ, ჯერ მე შემომხედეს, მერე უტას და ორივეს სიცილი წასკდა. მეც ვეღარ შევიკავე თავი და ავხითხითხი. გაბრაზებულმა მიქელაძემ კი შეზლონგზე დამაგდო და ისევ ზღვაში შევიდა...
-გოგოებოო.. ინგლისურის მასწავლებელი ყოფილააა.... სიცილს უფრო ვუმატე ... მერე კი მტკივან ფეხზე დავიხედე, აშკარად საჭიროებდა დამუშავებას, ამიტომ ზლაზვნით წამოვდექი, მაისური გადავიცვი და კოჭლობით წავედი სასტუმრომდე, გოგოებიც არ ჩამომრჩნენ... ნომრებში ჯერ წყალი გადავივლეთ, შემდეგ კი ბარბარემ ჭრილობა დამიმუშავა..
-არ მოგშივდათ? ვკითხე მათ.
-აუუ კიი რაა.. წამო აქვე ჩავიდეთ, ქვევით კარგი კაფეა, თან ზღვაზ გადაყურებს პირდაპირ... შემოგვთავაზა კატომ..
-კარგი, ჩავიცვამ და წავიდეთ.. მე ფეხზე წამოვდექი და უცებ ამოვარჩიე მოკლე შორტი და თეთრი , გამჭვირვალე, გრძელმკლავიანი მაისური, თმა უბრალოდ გავიშალე .. სიარულის დროს ფეხი არ მტკიოდა, პატარა ჭრილობა იყოდა ალბათ, არც შემაწუხებდა... სწრაფად მოვწესრიგდით და გარეთ გავედით, მაგრამ კართან აყუდებული უტა რომ დავინახე, კიდევ ავხარხარდი.... რამდენიმე წამი ჩუმად იდგა და მიყურებდა, მაგრამ რომ აღარ დავწყნარდი, მხარზე მომიგდო და ჩემი კივილის მიუხედავად საკმაოდ მშვიდად უთხრა გოგოებს, რომ ბიჭები ქვევით, კაფეში იყვნენ უკვე და ჩვენ გველოდებოდნენ.... გოგოებმაც არ მომაქციეს ყურადღება და წინ წავიდნენ.. მე კი ისევ ვჭყიპინებდი და ვფართხალებდი, თუმცა საშველი არსაიდან არ იყო..
-ეეე ნადიროო.. დამსვიი, ამომიტრიალდა ტვინიი.... ვკიოდი მე.
-შენ დიდი ხანია ტვინი ამოტრიალებული გაქვს.. მითხრა სერიოზულად.
-ეგრე ხო? ჩავილაპარაკე გესლიანად და უკან...ზე ვუჩქმიტე მთელი ძალით..
-შენ ხო არ გაგიჟდი გოგო? კინაღამ ხელიდან გამივარდი. ამოიგმინა უტამ.
-შენ არ თქვი, ტვინი გაქვს ამოტრიალებულიო, ჰოდა არაფერია ჩემგან გასაკვირი. ვუპასუხე საკმაოდ მშვიდად.
-მეთამაშები? მკითხა ირონიულად.
-მმმ... რავი აბა...
-ძალიან კარგი, ვნახოთ ვინ გაიმარჯვებს. მითხრა და ამჯერად მან წამომარტყა საკმაოდ მწარედ საჯ...ზე ხელი...
-ბიჭოო... დეგენერატო, დამსვი ახლავე , დამსვი.. სულ შეიშალე?? ვკიოდი მე.
-შენთვის თუ შეიძლება, ჩემთვის რატომ არ შეიძლება?! მკითხა ისევ ირონიულად.
-დებილო, მე გოგო ვარ...
-ოჰ.. როდიდან მოყოლებული? მკითხა და ძირს დამსვა. უცებ მიმოვიხედე გარშემო და აღმოჩნდა , რო უკვე კაფეში ვიყავით... ყველა ჩვენ გვიყურებდა... დარცხვენილი დავჯექი სკამზე და ბავშვების ღადაობას ყურადღება არ მივაქციე, სახე თმაში ჩავმალე.. ცოტახანში კი უტას გავუბღვირე ავისმომასწავებლად, ის კი ღიმილით მიყურებდა და თვალს არ მაშორებდა...
-იდიოტი.. ჩავილაპარაკე ჩემთვის , თვალი მოვაშორე და გარემო მოვათვალიერე... ულამაზესი, ღია კაფე იყო... მთლიანად თეთრად შეღებილი, პალმის პატარა ხეები იდგა რამდენიმეგან, ორ კედელი კი მთლიანად გამწვანებისთვის დაეთმოთ... ძალიან დიდი სივრცე იყო და თეთრი ფერი, ღია ფანჯრებთან და უკიდეგანო ზღვასთან ერთად, უფრო აფართოვებდა იქაურობას... დარბაზის ცენტრში შავი როიალი იდგა, გვერდით კი სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტები ეწყო.. -ალბათ საღამოობით ბენდი უკრავს ხოლმე.. გავიფიქრე ჩემთვის და ვიგრძენი როგორ ამიჩქარდა პულსაცია, გულისცემის სიხშირემ იმატა და თითები გამიბუჟდა.. მზერა როიალზე მქონდა გაშტერებული და სხვაზე ვეღარაფერზე ვფიქრობდი.... რამდენი ხანია საქართველოში არ დამიკრავს... როგორ მომენატრა... ინგლისში ყოფნის დროს, ვოკალის გაკვეთილებსაც ვესწრებოდი და ცოტა სიმღერაც ვისწავლე... მასწავლებელი მეუბნებოდა, რომ სულში ჩამწვდომი ხმა მქონდა... -როგორ მინდა, როგორ ძალიან მინდა რომ დავუკრა... ნელა წამოვდექი ფეხზე, არ მივაქციე ყურადღება ბავშვების კითხვებს... ისე მივედი როიალთან აღარც მახსოვს, ნელა მივეფერე კლავიშებს, სკამზე ჩამოვჯექი და რამდენიმე ნოტი გავაჟღერე... სხეულში თბილი ტალღა ჩამეღვარა... ახლა მხოლოდ ტანკი თუ გამიტანდა, თორემ ჩემინებით არ ვაპირებდი ინსტრუმენტთან დაშორებას. თმა მსუბუქად შევიკარი იმ რეზინით, რომელიც ხელზე მეკეთა და კლავიშებზე მსუბუქად ავათამაშე თითები....Marketa Irglova & Glen Hansard - If you want me-ს ვუკრავდი და თან ვმღეროდი.... ვმღეროდი და უტას ვერ ვიგდებდი თავიდან.... რატომ გადავწყვიტე ამ სიმღერის შესრულება?! მე თვითონაც არ ვიცი, უბრალოდ იმ წამს მტკიოდა, „უტა“ მტკიოდა და ასეთი ტკივილი ერთი წლის განმავლობაში მიღებდა ბოლოს, იმდენად მენატრებოდა ხოლმე,რომ ყოველღამე ვფიქრობდი უკან დაბრუნებაზე, მაგრამ დილით ისევ ვცვლიდი გადაწყვეტილებას... ამ სიმღერას კი ვუკრავდი და ვუკრავდი... ვტიროდი და ვტიროდი...... ამ სიმღერით მენატრებოდა, მტკიოდა...
ჩემი თითები არ წყვეტდა კლავიშებზე სრიალს, ჩემი ხმა კი ნელ-ნელა აკანკალდა, დიდი ბურთი გამეჩხირა , მთელი ერთი წლის ტკივილს ვატანდი ამ ერთ მუსიკას და მაქსიმალურად ვცდილობდი, გაჩხერილი ბურთის გადაყლაპვას, სანამ ჩემს წინ, როიალთან უტა არ აისვეტა ამღვრეული სახით...როცა მის თვალებს შევხედე, საბოლოოდ წამერთვა ძალა და ცრემლები წამომცვივდა.. კლავიშებს დავხედე, რომ ჩემი ცრემლი არ დაენახა, თუმცა მის დაჟინებულ მზერას მაინც ვგრძნობდი.... სიმღერა დავასრულე და რამდენიმე წამი სკამზე მივიყინე, ჩემთან ერთად გაიყინა მთელი კაფეც, რომელშიც საკმაოდ ბევრ ხალხს მოეყარა თავი და გაოგნებულები მიყურებდნენ, ორ წამში კი ისეთი აპლოდისმენტები ატყდა, არამარე გააყრუა... წამოვდექი, ოდნავ დავუკარი ხალხს თავი და უტასგან შეუმჩნევლად თვალები მოვიწმინდე, იმდენი ხანი არ წყდებოდა აპლოდისმენტები, რომ კიდეევ ერთხელ გადავწყვიტე დამეკრა, ოღონდ ყოველგვარი სევდის, ცრემლის და სიმღერის გარეშე... მიქელაძისთვის ისევ არ შემიხედავს.. ბავშვების მაგიდისკენ შევტრიალდი ყურებამდე გავუკრიჭე და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ინებეს და ადგილები დაიკავეს, მეც მივუჯექი ახლიდან როიალს... უტა კი ისევ იდგა და მიყურებდა, თუმცა არაფერს ამბობდა... ამჯერად astor piazzolla: libertango -შევასრულე და დასევდიანებული განწყობა წამში გამოვასწორე.... მთელი ოსტატობა გამოვიყენე, რომ ნაწარმოები კარგად შემესრულებინა და შედეგმაც არ დააყოვნა, ხალხი აღფრთოვანებული მიკრავდა ტაშს და ღიმილს ვერ იშორებდნენ სახიდან.. ოდნავ დავუკარი ისევ თავი გარშემომყოფებს, გავუღიმე და ჩემი მაგიდისკენ გავწიე.. რამდენიმე წამში კი უტაც შემომიერთდა.
-საღოლ ძმააოოოოო..... აი მალადეეც... წამოხტა გაბრიელი ფეხზე და ცერა თითი ჰაერში აწია.. აი ეს მესმისს.... ბავშვებმაც მას მიბაძეს. მხოლოდ უტა იჯდა ჩუმად..
-ისე, დღეს ჩვენ კლუბში მივდივართ, თუ გინდათ წამოდით. ჩავილაპარაკე მე და გულგრილად მოვსვი ალუბლის წვენი, თითქოს დიდად არ მადარდებდა, წამოვიდოდნენ თუ არა.
-აუ კაი რა. რა კლუბი, დაეტიეთ სადაც ხართ... საღამოს ვისეირნოთ და გავერთოთ რამით. ჩვენ მაგრად გვეზარება კლუბი. დაიწუწუნა მათემ და ბიჭებს გადახედა, მათაც თანხმობის ნიშნად თავი დაუქნიეს.
-კი ბატონო, როგორც გნებავთ. თქვენ ისეირნეთ, ჩვენ კი კლუბში წავალთ, აქედან არც ისე შორს არაა, თუ გადაწყვეტთ მოდით.. კლუბის სახელი მივაძახე ბიჭებს და გოგოებთან ერთად წამოვდექი.
-უკვე მიდიხართ? გვკითხა აქამდე ჩუმად მჯრმა უტამ.
-როგორც ხედავ... არა რაა... რომ არ წამეკბინა , ისე ვერ ვისვენებდი.. მეგონა გაგვაჩერებდა და გვეტყოდა, ჩვენც მოვდივართო, მაგრამ ნურას უკაცრავად!!!
-კაი, მაგრად აბა... მოგვაძახა და ალუბლის წვენი მოსვა..
-დავაი ბრატცი, სბოგამ... ვუთხარი და დავინახე, როგორ გადაასხა პირში ჩაგუბებული ალუბლის წვენი უტამ , მის მოპირდაპირედ მჯდომ გაბრიელს..
-ეე ბიჭო შენ შ...გ ხო არ გაქვს? ფეხზე წამოხტა გავრიელი, მათე კი სიცილით მაგიდას თავს ურტყამდა...
-არა, ჩვენ აქ უკვე ზედმეტები ვართ, ვუთხარი გოგონებს და ნომრებისკენ გავეშურეთ... ცოტა წავუძინეთ და საღამოს 9 საათისთვის უკვე მზადება დავიწყეთ... და დაახლოებით 11 -ის ნახევრისთვის დავამთავრეთ. ერთმანეთი კმაყოფილებმა შევათვალიერეთ. კატოს ატმისფერი, ფრიალა , ზედმეტად მოკლე კაბა ეცვა , მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან ერთად.. ბარბარემ თეთრ ქვედაბოლოზე და ამავე ფერის მოკლე ტოპზე შეაჩერა არჩევანი, შავ ღია ფეხსამელთან ერთად... აი მე რაც შემეხება , შავი , ტანზე მაქსიმალურად მოტმასნული შავი კაბა მოვირგე, რომელიც მუხლს საგრძნობლად იყო აცილებული, გული და ზურგი კი ღრმად ჰქონდა ამოჭრილი, თავიდან მაღალქუსლიანის ჩაცვმას ვაპირებდი, თუმცა ნატკენ ფეხზე ვერ მოვახერხე და უბრალოდ შავ-თეთრი „კონვერსები“ ამოვიცვი, მუქი წითელი ტუჩისსაცხი წავისვი, დატალღული თმა კი უბრალოდ გავიშალე და მარცხენა მხარეს გადავიყარე მაქსიმალურად.....
-აი მესმიიის..... წაუსტვინა კატომ და სამახსოვრო სურათები გადაიღო...
-ნეტა ბიჭები არ მოვლენ? ჩაილაპარაკა ბაბიმ.
-არა, არ მოვლენ, იქ დაგვხვდებიან.. ჩავიღიმე ეშმაკურად და გარეთ გავედი, ბაბი და კატოც უკან გამომყვნენ, პირველივე ტაქსი გავაჩერეთ და დაახლოებით 10 წუთში უკვე კლუბში ვიყავით. არ შევმცდარვარ, ყურადღება ნამდვილად მივიქციეთ... ყველა ჩვენ გვაშტერდებოდა, ჩვენც ამით გათამამებულებმა ტანის რხევით დავიწყეთ თავისუფალი მაგიდის ძებნა, მაგრამ იმდენი ხალხი იყო, რომ გაგვიჭირდა, კიდევ ერთხელ მოვავლეთ უზარმაზარ კლუბს თვალი, მაგრამ ბიჭები ვერსად დავლანდეთ.
-მაგიდას ეძებთ? მომესმა ნაცნობი ხმა.. ნელა ავხედე ხმის პატრონს და დილანდელი „შვარცენეგერი“ შემრჩა...
-ოოოჰ.... ალქსანდრე არ ხარ ბიჭო შენ ნაკაშიძე?? გამეცინა მე.
-ამჯერად მიცანი ხო?? გაეცინა მასაც და პირველად დავაკვირდი, რომ ძალიან სიმპატიური იყო..
-კიი გიცანი.. გაიცანი ესენი ჩემი დაქალები არიან. კატო და ბარბარე, გავაცანი გოგოები ნაკაშიძეს..
-სასიამოვნოა.. გოგოებო, თუ მაგიდას ეძებთ, ტყუილად ირჯებით, აღარაა თავისუფალი მაგიდები. მე სამ ძმაკაცთან ერთად ვარ და თუ გინდათ, შემოგვიერთდით.. გვითხრა ალექსანდრემ და ყოველგვარი ირონიის გარეშე შემოგვხედა. მაგრამ , როცა ჩვენი დაბნეული სახეები დაინახა, თბილად ჩაეცინა...-კარგი , მაშინ იყოს ნება თქვენი... დაგითმობთ მაგიდას ქალბატონებო...
-და თქვენ სად წახვალთ მერე? ჰკითხა გაოგნებულმა კატომ.
-ჩვენ ბართან დავსხდებით, არაა პრობლემა.. გაგვიღიმა მან..
-ვაა ვაააა... არ ყოფილხარ შენ ალექსანდრე დასაკარგი კაცი, ხომ იცი... მხარზე ხელი დავარტყი მე..
-ვახ, მაგჟებს ეს გოგო რაა.. გაეცინა მას. რამდენიმე წუთში უკვე მაგიდასთან ვისხედით და გარემოს ვზვერავდით, თუმცა ბიჭები არსადჩანდნენ. ალექსანდრემ მისი საძმაკაცო გაგვაცნო, მათაც ღიმილით, ყოველგვარი თავისმობეზრების გარეშე დაგვითმეს თავიანთი ადგილი და ბართან გადაინაცვვლეს.
-გოგო ეგ ალექსანდრე თვალს არ გაშორებს. ყურში ჩამჩურჩულა კატომ.
-ვინ ალექსანდრე? ვინაა ალექსანდრე? ჩავილაპარაკე მე და ისევ გარემოს თვალიერება განვაგრძე.
-ვინც ადგილი დაგითმო , უმადურო.. წაიღრინა ბარბარემ..
- აა უიი... ხო კაი ბიჭია.. სიტყვა არ მქონდა დამთვრებული, რომ ბიჭები ჩვენთან მოვიდნენ და ცეკვა შემოგვთავაზეს. ჩვენც უარი არ გვითქვამს, მადლობა ხომ უნდა გადაგვეხადა როგორღაც... განწყობამაც არ დააყოვნა, რადგან Scsi 9 feat. Katya Ryba - The show is not mine ჩაირთო და მეც მთელი არსებით ჩავიკარგე მუსიკაში.. სულ აღარ მახსოვდა აღარავინ... თუმცა გონზე გაბრიელის და მათეს გამოჩენამ მომიყვანა. გაბრიელმა ხმისამოუღებლად მოკიდა მკავში ხელი კატოს და თითქმის სირბილით გაიყვანა დარბაზიდან.. მათემ კი „წამოდი ერთი წუთი, სალაპარაკო მაქვსო“ უთხრა ბარბარეს და წინ წავიდა, გოგონაც უკან გაყვა... გამეღიმა... გამოვიდა ჩვენი გეგმა... ნუთუ უტა არ მოვიდა?! გავიფიქრე ჩემთვის და იმ მხარეს გავიხედე, საიდანაც ბიჭები მოვიდნენ... მალე დავინახე კიდეც, ერთ ერთ მაგიდასთან იჯდა და ქვევიდან მიყურებდა წარბებშეჭმუხნული... მე კი ცეკვას არ ვწყვეტდი... ამჯერად Mojo Lounge || The Show Must Go On (Chill Out Tribute To Queen) ჩაირთო... მეც მივყვებოდი მელოდიას და სულ აღარ მახსოვდა, რომ გვერდით ალექსანდრე მყავდა, სანამ თვითონ არ შემახსენა.
-ძალიან ლამაზი ხარ.. მითხრა და წელზე ხელი შემომხვია. გველნაკბენივით შევხტი და მისი ხელი სწრაფად მოვიშორე.
-ალექსანდრე, მოდი რა პირდაპირ გეტყვი, არ მიყვარს გაურკვევლობები. პირველ რიგში დიდი მადლობა მაგიდა რომ დაგვითმეთ, ძალიან კარგი საქციელი იყო ეგ შენი მხრიდან, მაგრამ ნუ იფიქრებ რა , რომ რამე გრძნობა გამიჩნდება ამით შენს მიმართ... არის უკვე ვიღაც , ვინც საკმარისად მირევს ტვინს და მეტი აღარ მჭირდება რა... კიდევ, დილანდელი დევი ხომ გახსოვს?? ახლა აქ ზის და დაბღვერილი გვიყურებს და იმის მიუხედავად, რომ მესამე მსოფლიო ომი გვაქვს გაჩაღებული, დამიჯერე, კიდევ ერთხელ რომ დამადო თითი, თავის მუშტებზე აგაცეკვებს, ოღონდ ეს მართლა მეგობრული რჩევაა.. ასე რომ მგონი ჯობს, რომ მშვიდად დავშორდეთ ერთმანეთს... ჩავამთავრე სიტყვით გამოსვლა და მის სახეს დავაკვირდი, მეგონა გამიბრაზდებოდა, ის კი უბრალოდ მიღიმოდა.
-კარგი გოგო ხარ მართა, ძალიან კარგი... სხვა გოგოები ამ შანსს გამოიყენებდნენ და კისერზე ჩამომეკიდებოდნენ, რომ ბიჭები ეეჭვიანებინათ.. შენ კიდევ ძალიან პირდაპირი და მართალი ადამიანი ხარ.. კარგი ძმაკაცი იქნებოდი. მითხრა ღიმილით.
-ჰოო,,, მსმენია უკვე ეგეთი... გავუღიმე მეც..
-კარგი, წავალ მაშინ მე.. სასიამოვნო იყო შენი გაცნობა. მითხრა, მერე მომიახლოვდა, თავზე მაკოცა და დაუმშვიდობებლად წავიდა... ოდნავ გამეღიმა და ისევ უტასკენ გავაპარე მზერა, თუმცა იქ აღარ დამხვდა.-ალბათ წავიდა , ვიფიქრე მე და კლუბი მოვათვალიერე, მაგრამ ჩემი სიმღერა დაიწყო და სიხარულისგან ადგილზე შევხტი, არ მეგონა, თუ ამ კლუბში მოვისმენდი.. წყნარად აჟღერდა In a manner of speaking - Nouvelle Vague და მეც ნელა ავაყოლე ტანი მელოდიას... თვალები დავხუჭე და შევეცადე მაქსიმალურად ჩავკარგულიყავი ასე საყვარელი მუსიკის ნოტებში..... ზურგიდან ძლიერი მკავები შემომეხვივნენ... არც შევბრუნებულვარ.. ოდნავ გამეღიმა და ხმადაბლა ჩავილაპარაკე :-დაგაგვიანდა..
ხმა არ გაუცია... ჩემთან ერთად ირხეოდა მუსიკის ნოტებზე და თითებს ჩემს მუცელზე დაასრიალებდა... მუსიკა უკვე დასასრულს უახლოვდებოდა, რომ თავისკენ შემაბრუნა.
-რა უნდოდა? მკითხა მკაცრად.
-ჩემთან ცეკვა...
-ეგ დავინახე.. წელზე ხელი რატომ შემოგხვია? უფრო გაუმკაცრდა ხმა.
-ლამაზი ხარო, მითხრა.. ვუპასუხე ისევ მშვიდად და ვიგრძენი როგორ დაეჭიმა სხეული...
-თავზე რატომ გაკოცა? გამოსცრა კბილებში.
-საყვარელი ხარო, მითხრა.. სიმშვიდეს წარმატებით ვინარჩუნებდი.
-და ახლა სადაა??? სახე მთლიანად შეეშალა.
-წავიდა, ვუთხარი, რომ აქ დევი იჯდა, რომელიც თვალს არ გვაშორებდა და კიდევ რომ დაეკარებინა ჩემთვის თითი, ეს დევი თავის მუშტებზე ააცეკვებდა , ჩვენ შორის გაჩაღებული ომის მიუხედავად... ისიც ადგა და წავიდა.. დავასრულე თხროვა და დავინახე, როგორ ჩაუტყდა ტუჩის კუთხე.. რამდენიმე წამში კი ისევ გამკაცრდა.
-მეორეჯერ აღარ ვნახო შენს ახლოს, თორემ მართლა მომიწევს შენი სიტყვის შესრულება, მითუმეტეს არ დავინახო, რომ თითი დაგაკაროს, გაიგე???
-აუფ... და შენ რა გინდა? ვკითხე გაბრაზებულმა.
-ის, რომ არ აქვს უფლება, ხელი მოგხვიოს , ან თავზე გაკოცოს.. ან საერთოდ თითი დაგაკაროს...
-რას მელაპარაკები? რატომ ვითომ?
-იმიტომ , რომ მაგის უფლება მარტო მე მაქვს... მარტო მე მაქვს უფლება წელზე ასე მოგხვიო ხელი, მითხრა და მთელი ძალით ამიკრო სხეულზე... მარტო მე მაქვს უფლება, რომ გაკოცო თავზე... თავისი ცხელი ტუჩები თავზე მომადო. -მარტო მე მაქვს უფლება, რომ შუბლზე გაკოცო... ამჯერად შუბლზე გადავიდა.. ცხვირიც და ეგ დიდი თვალებიც მარტო ჩემია... ცხვირზე და თვალებზე დამწვდა... მთელ ტანში ჟრუანტელი მივლიდა, კიდევ კარგი ხელები ძლიერად ჰქონდა შემოხვეული,თორემ ეჭვი მაქვს, ვერ შევინარჩუნებდი წონასწორობას. შენი ნიკაპიც მარტო ჩემია... ახლა ნიკაპზე დამიტოვა სველი კოცნა, არც შენს პატარა ყელს დავუთმობ ვინმეს... ნიკაპიდან არტერიაზე გადააცოცა თავისი ტუჩები... ლაპარაკობდა ისე, რომ ბაგეს არ აშორებდა ჩემს კანს..-ეს ხომ რა თქმა უნდა , ჩემია. მომაშტერდა ტუჩებზე და როცა ჩემი შეფაკლული სახე და აკანკალებული ტანი დაინახა, ოდნავ ჩაეღიმა და გიჟივით დამწვდა ტუჩებზე.. აზრადაც კი არ მომსვლია მასთან შეწინააღმდეგება.. ორივე ხელი კისერზე მოვხვიე, ვიგრძენი მისი ღიმილი და მეც მთელი გრძნობით დავეწაფე მის დიდ, სისხლისფერ ტუჩებს......



№1  offline წევრი milangirl

ვაიმე ვგიჟდები ამ წყვილზე. ძალიან მაგარი ისტორიაა. კარგია ყოველ დღე რომ დებ, თანაც საკმაოდ დიდ თავებს. ძალიან ვხალისობ ამ ისტორიის კითხვისას

 


№2  offline წევრი gvanciii kereselidze

Uff rakargii iyoo <3
--------------------
G.ke

 


№3 სტუმარი darina

rogorc yoveltvis iseti dadebiti emociebit mmuxyav, rom icode ra magari vinme xar, shens ertgul mkitxvelad maqcie, adre vtqvi ragac utam chems gulamde ver miagwiametqi, magram axla chemi sityva ukan.mimaqvs rogori sayvarlebi arian, rom chxuboben is ufro momwons.

 


№4  offline წევრი ირინა

milangirl
ვაიმე ვგიჟდები ამ წყვილზე. ძალიან მაგარი ისტორიაა. კარგია ყოველ დღე რომ დებ, თანაც საკმაოდ დიდ თავებს. ძალიან ვხალისობ ამ ისტორიის კითხვისას


au dzalian didi madloba shenn❤️❤️❤️

darina
rogorc yoveltvis iseti dadebiti emociebit mmuxyav, rom icode ra magari vinme xar, shens ertgul mkitxvelad maqcie, adre vtqvi ragac utam chems gulamde ver miagwiametqi, magram axla chemi sityva ukan.mimaqvs rogori sayvarlebi arian, rom chxuboben is ufro momwons.



darinaa xom gitxariaraa uta cudi bichotqo tandatanupro metad mogewoneba❤️❤️

gvanciii kereselidze
Uff rakargii iyoo <3



gvanci❤️❤️❤️

 


№5  offline აქტიური მკითხველი lalita

ჰა ჰა ჰა რა ჩაუტარა...მაგარი იყო.

 


№6 სტუმარი lile

shen darcmunebuli xar,rom aravin giyvars :-D:-D:-D:-D♥♥♥♥♥♥

 


№7  offline წევრი ირინა

lile
shen darcmunebuli xar,rom aravin giyvars :-D:-D:-D:-D♥♥♥♥♥♥

auuu ))) saidan moitane ro miyvars:დ:დ ogond martla:dd

 


№8  offline წევრი cancara

Magaria gagrdzele

 


№9 სტუმარი lile

kai sixarulo xmas ar vixeb. jandabas tu ar ginda ar tkva kaco :-D:-D:-D:-D:-D ♥♥♥♥

 


№10  offline წევრი ირინა

lile
kai sixarulo xmas ar vixeb. jandabas tu ar ginda ar tkva kaco :-D:-D:-D:-D:-D ♥♥♥♥


araa dasamali ra maqvs martla aravin miyvars prosta bevri meubneba sheyvarebuli xaro? da ar vici rato uchndebat rg kitxva da magitom gkitxe:დდდდ

 


№11  offline წევრი kora

უფფ კარგი და გემრიელი წასაკითხი იყო love წინა თავში ავღნიშნე, რომ უტასადმი პირვანდელი სიმპატიები გამიქრა თქო, მაგრაააამ ამ თავში რა ამბებიც დატრიალდა სადღა შემიძლია არ მომწონდეს ეს ბიჭი wink ძალიან მაგარი წყვილია, მხიარული და დადებითი მუხტი მოდის ისტორიიდან love
--------------------
kira.G

 


№12  offline წევრი ირინა

kora
უფფ კარგი და გემრიელი წასაკითხი იყო love წინა თავში ავღნიშნე, რომ უტასადმი პირვანდელი სიმპატიები გამიქრა თქო, მაგრაააამ ამ თავში რა ამბებიც დატრიალდა სადღა შემიძლია არ მომწონდეს ეს ბიჭი wink ძალიან მაგარი წყვილია, მხიარული და დადებითი მუხტი მოდის ისტორიიდან love



ხოო მართლა არაა უტა ცუდი)))))

 


№13  offline მოდერი bibo

ვაფრენ მარწყვო მე შენზე სასწაული საოცრება ხარ ვგიჟდები...ამათზე სათითოდ და ყველაზე ერთად ტორტის უდიდესო ნაჭერო ვაშლატამავ და მარწყვო

 


№14  offline წევრი ირინა

bibo
ვაფრენ მარწყვო მე შენზე სასწაული საოცრება ხარ ვგიჟდები...ამათზე სათითოდ და ყველაზე ერთად ტორტის უდიდესო ნაჭერო ვაშლატამავ და მარწყვო



vaimeee))) madlobaa❤️❤️❤️

 


№15 სტუმარი lile

hm :-D:-D ratom uchnebato kitxva gamagijeb me shen. kai gagimxel me miyvarxar tan dzaaaaaaaaaaaaaaaaan ♥♥♥♥♥

 


№16  offline წევრი შამხათი

აუ რა კარგი იყო, კარგახანს გულისცემას ვარეგულირებდი:)))
მაგარი გოგო ხარ love

 


№17  offline წევრი ირინა

lile
hm :-D:-D ratom uchnebato kitxva gamagijeb me shen. kai gagimxel me miyvarxar tan dzaaaaaaaaaaaaaaaaan ♥♥♥♥♥


lileee)))) mere mxolod axla unda ferqva gogooo:დდდ❤️❤️

შამხათი
აუ რა კარგი იყო, კარგახანს გულისცემას ვარეგულირებდი:)))
მაგარი გოგო ხარ love


რა საყვარელი ხარ❤️❤️ მადლობა

 


№18  offline წევრი S.likuna

dzaaan magari iko.

 


№19  offline წევრი ირინა

S.likuna
dzaaan magari iko.



madloba❤️❤️

 


№20 სტუმარი lile

bevri laparaki ar unda axla male dade mere :-D:-D:-D:-D ♥♥♥♥

 


№21  offline წევრი ირინა

au bavshvebo bodishi magram dges ver vaswreb dadebas((( samsaxurshi bevri saqme maqvs da ver vaswreb

 


№22 სტუმარი Black

Iro<3mshvenieri mwerali xar,kargi tavi iyo da aucileblad veli shemdeg tavs<3

 


№23  offline წევრი ირინა

Black
Iro<3mshvenieri mwerali xar,kargi tavi iyo da aucileblad veli shemdeg tavs<3



didi madlobaa❤️❤️ ra kargi xar shen❤️❤️ magram dges ver davdeb. ver vaswreb da bodishi

 


№24  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

აი რა ვთქვა არ ვიცი უმაგრესი მართლაც რომ შესანიშნავი იყო love love ველოდები გაგრძელებას <3

 


№25 სტუმარი lile

kai xval ro gavixvidzeb dadebuli iyos :-D:-D:-D xo sakmes ar mocde kaco♥♥♥

 


№26 სტუმარი Ninii

აუ ძაან კააი იყო ^_^ მალეე დადეე რაა❤❤

 


№27 სტუმარი lile

axla ver dadeb?

shendegs rodis dadeb?

 


№28  offline წევრი ირინა

lile
axla ver dadeb?

shendegs rodis dadeb?

sagamos davdeb lile. samwuxarod ver movaswari dawera samsaxuris gamo

 


№29  offline წევრი nini31323

შენ ვინ ყოფილხარ გოგო,გადავირიე ძაან მაგარია.ამ გოგოს დიალოგზე ხო სიცილით გავსკდი. ძაან მაგარი ხარ მალე დადეეეე შემდეგი თავი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent