შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

'მარჯანიშვილზე' (თავი პირველი)


16-03-2016, 00:52
ნანახია 2 120

" მარჯანიშვილზე"
თავი პირველი
უბრალო გამვლელისთვისაც რომ გეკითხათ ყველა გეტყოდათ როგორი იყო პირველების ოჯახი. განთქმული იყო დათა პატიოსნებით და ალბათ სწორედ ამიტო განიცადა მთელმა დოლიძემ მისი გარდაცვალება. ბავშვობის ფრაგმენტებიდან მახსოვს , როგორ დადიოდნენ ქუჩებში შავებში ჩაცმული ადამიანები და იოანა. მაშინ ჯერ კიდევ პატარა იყო და ნეთელ ფერებში შემოსილი დააბიჯებდა გამვლელებს შორის. რომ შეგეხედათ იტყოდით ამხელა ტკივილს როგორ უმკლავდებაო. გულწრფელი ღიმილი იცოდა, აი ისეთი მთელ შინაგან სამყაროს, რომ ამოგიტრიალებდა და გრძნობების ქარბორბალას დაატრიალებდა.
მერე დრო გავიდა.
წლებმა სხვა ცხოვრება მოიტანა. გრძელთმიანი იოანაც გაიზარდა, მაგრამ ღიმილი უცვლელი დარჩა. ისევ ტკეპნიდა დოლიძის ქუჩებს,ისევ ფერად ტანსაცმელში გამოწყობილი და ისევ ნახევრად დაობლებული.
თუ დოლიძეზე გაივლიდით ყოველთვის გაგახსენდებოდათ იოანა პირველი. ბავშვობიდან გამოირჩეოდა განხვავებული გარეგნობით. ალბათ , ამიტომ იყო მამამისმა მასსავით ლამაზი და განსხვავებული სახელი რომ დაარქვა. დათასთვის იყო მხოლოდ იოანა, დანარჩენებისთვის უბრალოდ ანა. ლამაზი ტანის პატრონი იყო, შორიდანვე ეტყობოდა საკუთარი თავის მოვლას რამდენ დროს უთმობდა.
ოჯახი ყავდა მცირერიცხოვანი, მაგრამ ყველასთვის მისაბაძი და სასურველი. დედამისი ელენე ცნობილი დიზაინერი და იოანას ერთადერთი მეგობარი იყო. მიუხედავად იმისა, რომ უმცროსი პირველი ოჯახში ერთადერთი ბავშვი იყო,დამეფიცება,რომ ეგოისტი ან ჭირვეული არასდროს ყოფილა. ყოველთვის აკმაყოფილებდა ის რაც ჰქონდა და არასდროს იბრძოდა რაღაც მიუღწეველისთვის. სამაგიეროდ ჰქონდა ამბიციები ესწავლა კარგად და უცხოეთში წასულიყო. დედის დახმარებით იცოდა ამას აუცილებლად მიაღწევდა, მაგრამ გადაწყვიტა ყველაფრისთვის თავისით მიეღწია.
სიახლეები არასდროს აშინებდა, პირიქით განახლების მოყვარული იყო და არასდროს უკან არ იხევდა. ახლა კი თავისუფალი უნივერსიტეტის შესასვლელში დგას და რაღაც ახლისთვის ემზადება.სუნთქვითი ვარჯიშები წვალებით ჩაიტარა, გულში სამამდე დაითვალა და შენობაში მყარი ნაბიჯით შევიდა. აუდიტორიის კარების შეღებას აპირებდა,ვიღაცამ მეორე მხრიდან რომ დაქაჩა და თან გადაიყოლა. მწარე დაცემამ და ცივმა იატაკმა თითქოს სხვა პლანეტაზე გაგზავნა და სულ დაავიწყა პირველი დღის მარცხი.მერე იგრძნო ვიღაცის ხელებმა როგორ აწიეს და შეანჯღრიეს. თვალები ნელ-ნელა გაახილა და ბავშვურ, შეწუხებულ სახეს რომ გადააწყდა ჯანდაბაში მოისროლა სალანძღავი სიტყვები და გაჭირვებით გაიღიმა.
-ძაან გატკინე?-შეწუხებულმა ამოიოხრა.
-არა,კარგად ვარ-ღიმილით ჩაიბურტყუნა.არადა თავი ჯერ კიდევ გაბრუებული ჰქონდა.
-ექიმის კაბინეტამდე მიგაცილებ-მხარზე ხელი შემოხვია და რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა.
-საჭირო არ არის-უხერხულად შეიშმუშნა და ხელი გააშვებინა.
-მაგრამ...
-დაივიწყე-თავი გადააქნია და გზა განაგრძო.

****
ლექციის ბოლომდე აწუხებდა თავის ტკივილი. ლექტორის ხმა ბუნდოვნად ჩაესმოდა.იმდენად გაწელილი მოეჩვენა, რომ ლექციის დამთავრებისთანავე ემოციები მძაფრად გამოხატა და ფეხზე წამოხტა. მხედველობა დაებინდა და წაბარბაცდა. წვალებით გაიარა მანძილი კარებამდე და შენობა დატოვა.
სეირნობა უყვარდა ხოლმე , განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თავს შეუძლოდ გრძნობდა. გზაზე აპირებდა გადასვლას რამოდენიმე ნაბიჯი რომ გადადგა და გამაყრუებელმა ხმამ კიდევ ერთხელ შეაჯახა დედამიწას. მერე, დღეს უკვე მეორედ, ვიღაცის თბილი ხელები იგრძნო და საბოლოოდ შეერწყა წყვდიადს.
***

მაქსიმე ნაკანი სიცხისგან გაბრუებულ პლეხანოვზე ცხოვრობდა . ყველაზე „ვიდუხა“ სიცილი იცოდა . მისი ერთი გამოხედვა და გადამწვარი იყავი . პლეხანოვივით ცხელი იყო . გოგოების მთელი ჯარი დასდევდა ხოლმე უკან . ტიპი იყო რა, მიუწვდომელი , სიმპატიური , განსხვავებული . ვერავინ რომ ვერაფერს უბედავდა ისეთი . ნახევარი სკოლა მასზე ირეოდა . რომ გეთქვათ ნაკანთან ერთად გამივლიაო თავს მოიკლავდნენ და არ დაგიჯერებდნენ . დაგიჯერებდნენ და შეგეტენებოდნენ.
თვალები? !
თვალები ჰქონდა რაღაც სასწაული. ლურჯი , კამკამა , ამოუცნობი, აი ისეთი თხემიდან ტერფამდე რომ ჩაგძირავდა და დაგიმონებდა.
არ არსებობდა პლეხანოვი ნაკანის გარეშე . ერთი მთლიანი სრულყოფა იყო და ამტკიცებდა თეორიას , რომ 1+1=1.
დასასრული ხომ ყველაფერს აქვს? ხოდა ამ თეორიასაც ბოლო მოუღო რამოდენიმე წლით უცხოეთში რომ გადაიკარგა . არ ემეტებოდა პლეხანოვს გასაშვებად,მაგრამ მწყობრად დაწყობილმა ქვებმა ვერაფერი მოახერხეს . ასე და ამგვარად გაუცხოვდნენ პლეხანოელები მაქსიმესთვის . მაქსიმე პლეხანოვისთვის და თითქოს გაწვიმდა . გაწვიმდა თბილისში მხოლოდ მარჯანიშვილზე , ნაკანების ოჯახში.
დიმიტრი ნაკანი თმაში ჭაღარაშერეული , სერიოზული და გონიერი ბიზნესმენი იყო . უმცროსი ნაკანისთვის რომ გეკითხათ მომავალში როგორი გინდა იყოო დაუფიქრებლად მიგითითებდათ მამამისზე . ყველაზე მეტად აფასებდა მამას.
ჩამოსვლისთანავე დაიწყო მუშაობა , უყვარდა თავისი საქმიანობა და სწორედ ამიტომაც დაამთავრა ყველაფერი მაღალ დონეზე. ისე როგორც მას შეეფერებოდა. გამომძიებელი ბიჭი და მამას სიამაყე იყო.
არც გუკა ჩამოუვარდებოდა სიმპატიურობით . უბრალოდ ეს ორი რადიკალურად განსხვავებულნი იყვნენ . გუკა ნაკანი ჯერ მხოლოდ პირველკურსელი და ძმისგან განსხვავებით სასწაულად მხიარული და გულთბილი ბიჭი იყო. ალბათ, ამიტომაც დაიმუხტა იოანა დადებითად მასთან პირველივე შეხვედრისას.



№1 სტუმარი Nana

Momewona dzalian ganagrdze imedia ar daagvianeb<3

 


№2  offline წევრი sofi_rio

ვაიიიიიიიიი! რა საინტერესოა! ველიახალთავს!

 


№3  offline წევრი cancara

Gagrdzelw kargia

 


№4 სტუმარი Guest ელენე

ძაან ძაან კაიააა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent