შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიზანდასახული 2


16-03-2016, 11:30
ავტორი ეკატერინე
ნანახია 2 354

-გოგონა კარგად ხართ? _მკითხა მიმტანმა
-დიახ _ წამოდგომა ვცადე. ძლიერი ხელი ჩამავლო მხარში მწვანეთვალებამ და წამოდგომაში დამეხმარა. სკამზე მომაკალათეს და წყალი მომირბენინეს. მწვანეთვალება წინ ჩამომიჯდა
-გამარჯობა ანა! _ გამიღიმა და თვალებში ჩამაცქერდა.
-გამარჯობა! შენ ალბათ ნიკა ხომ? _ ვკითხე მე.
-ნამდვილად_ ჩაეღიმა ტუჩის კუთხეში ისე რომ თვალი არ მოუცილებია ჩემთვის _ არ ც თუ ისე სასიამოვნო სიტუაციაში შევხვდით ერთმანეთს, მაგრამ ეგ არაფერია, გავა დრო გაგვეცინება
- ხო ნამდვილად_ ვეღარ გავუძელი მის მზერას და თავი დავხარე.
-მოდი უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი, მე ნიკა აბულაძე ვარ, 24 წლის. ვსწავლობ გერმანიაში სამედიცინოზე. ეხლა შენი ჯერია
- მე ანა დუმბაზე ვარ. უკვე მეთორმეტე კლასელი _ გავუღიმე
- საკმაოდ ლამაზი ხარ ანა. შენს თვალებში რაღაც იმალება, რაღაც დიდი და განსაკუთრებული _ გაიღიმა და უფრო დაჟინებით ჩამაშტერდა თვალებში, თითქოს ცდილობდა გაერკვია რა ხდებოდა ჩემს სულში
- გეყოფა ასე ყურება_ გამიმკაცრდა ტონი
-კარგი ნუ ბრაზობ _ მითხრა მან. ბევრი ვისაუბრეთ, ბევრი ვიცინეთ. ბევრიც ვისეირნეთ, ბოლოს საათს დავხედე და აღმოვაჩინე რომ საკმაოდ გვიანი იყო. ქუჩებიც დაცარიელდა. საკმაოდ მეშინოდა. ვიცოდი ბევრი არანორმალური დადიოდა ქუჩაში. ნიკასაც ვერ ვენდობოდი. ის ხომ პირველად ვნახე, არ ვიცოდი რას წარმოადგენდა თანაც ინტერნეტით გავიცანი. საბედნიეროდ მამაჩემი ბავშვობაში მასწავლიდა კრივს, ვერ ვიტყვი რომ კრივში დახვეწილი ვარ მაგრამ დღემდე ვცდილობ ფორმაში ვიყო. მხოლოდ ჩემი ცოდნა მაძლევდა უფლებას ცოტა დაცულად მეგრძნო თავი. შევუბრუნდი ნიკას და ვუთხარი
- ნიკა, სასიამოვნო იყო შენი გაცნობა, მაგრამ მინდა გითხრა რომ აღარ ვაპირებ შენთან შეხვედრას. ახლა კარგად იყავი, უნდა წავიდე_ გაოცებულმა შემომხედა
-მეგონა გავუგეთ ერთმანეთს, ვერ გავიგე რაშია საქმე? რამე პრობლემა გაქვს? _ მკითხა მან.
-არა არანაირი. მგონი უნდა გესმოდეს. მე შენთან შედარებით გაცილებით პატარა ვარ. ჩვენი მეგობრობა არ გამოვა. შენ სხვა ინტერესები გაქვს მე სხვა, თან არ ვაპირებ ინტერნეტით გაცნობილ ბიჭთან მეგობრობას _ გავუღიმე და მის პასუხს არც დავლოდებივარ ისე გამოვბრუნდი და წამოვედი. ერთ ადგილას გაშეშდა და იდგა უაზროდ სანამ თვალს არ მოვეფარე. მეშინოდა... ყველასი მეშინოდა. ბიჭებისგან ათასი სისაძაგლე მქონდა მოსმენილი, ამის გამო ყველას მიმართ ნდობა დავკარგე. ჩემთვის განსაკუთრებული ადამიანი მხოლოდ ჩემს წარმოდგენებში არსებობდა. სახლში მივედი. ბებიაჩემმა კარი გამიღო. მკაცრი სახით შემომხედა
-ვისთან ეგდე? (ბებიაჩემი)
-რას ნიშნავს ვისთან ვეგდე? -გავიკვირვე
-ნათიამ დარეკა და მითხრა რომ ვიღაც კათან იყავი და კოციდით ერთმანეთს
-ვაა, მართლა? თუ ეგრეა დაამტკიცოს- ისე გავბრაზდი ჩემს ბრაზს საზღვარი არ ჰქონდა. ვიფიქრე ნათიას მივუვარდებოდი ამ ტყუილის გამო და ვეჩხუბებოდი, მაგრამ მაქსიმალურად ვეცადე თავი შემეკავებინა.
- რა ლაპარაკია- შეჰყვირა ბებიაჩემმა
-კარგი რა ბები, ეხლა შენ გჯერაა ნათიას ნათქვამის? მაგას ცილისწამება ჰქვია და მეტი არაფერი -გაბრაზებულმა ვიყვირე და გავვარდი ჩემს ოთახში.მთელი ღამე ვფიქრობდი. ვერ მოვინელე ნათიას საქციელი. თან ბებიაჩემმაც როგორ დაიჯერა მაგის ნათქვამი? ბრაზისგან გადავწვიტე ყველაზე შური მეძია, მაგრამ როგორ? ჯერ იქიდან დავიწყე, ვინც რას მიბრძანებდა საპირისპიროს ვაკეთებდი. გამთენიისას ნიკას მივწრრე
„ნიკა აზრი შევიცვალე, მოდი ვიმეგობროთ“. ავდექი ლოგინიდან დილის ექვსი საათი იყო, მზე ამოდიოდა. სპორტულად ჩავიცვი და ემოციების დასახარჯად ძველ ხერხს მივმართე გავედი გარეთ სავარჯიშოდ, თან თავიდან არ ამომდიოდა ნათიას საქციელი და ბებიაჩემის რეაქია. იქნებ მამაჩემსაც უთხრა, მაგრამ მამაჩემი ხო დამირეკავდა მაგ შემთხვევაში, ან საერთოდ რაში სჭირდება ნათიას ეგეთი საქციელები არ მესმის. ბედის ირონით ტყეში შევუხვიე და შორიდან მანქნა შევნიშნე. ნლეა ჩავუარე მანქანას და დავინახე ნათიას შვილი ტასო... ისიც სპორტულებში ჩაცმული - ალბათ ჩემსავით სავარჯიშოდ გამოვიდა მაგრამ ამ მანქანასთან რა უნდა?- გავიფიქრე. თვითონ ვერ მხედავდა, მივუახლოვდი და ვხედავ „ტუტუცი“ ქალბატონი და უცნობი ბიჭი როგორ შეეწებნენ ერთმანეთს მთელი სხეულებით, როგორ საძაგლად ეალერსებოდნენ ერთმანეთს. უცნობმა მთელი სხეული ხელებით დაუსრისა.
-ტასია- შევყვირე ხმამაღლა - რას აკეთებ? არ გრცხვენიაა?
- ანა აქ რას აკეთებ (დაიბნა, არ იცოდა რა ექნა)
- მე კი არა შენ რას აკეთებ? პრინციპში დაიკიდე... არ მაინტერესებს ახლა ყველაფერი გასაგებია... -და გავაგრძელე ჩემი გზა. ტასო გამომეკიდა
- ანა გეხვეწები მამაჩემს არ უთხრა
- ეგ მამაშენი კი არა მამაჩვენია, ჯერ ერთი... მერედა დედაშენმა თუ იცის ეს ყველაფერი
-ამმ... რა გითხრა?
- სიმართლე ტასო, სი მარ თლე -დავუმარცვე
- კი იცის
- ყველაერიი?
- კი ყვეაფერი იცის
- ქალიშვილი რომ აღარ ხარ ეგეც იციის?
- მოიცაა.... შენ საიდან იცი რო არ ვარ?
- არაა მე არ ვიცოდი, მაგრამ ამწუთას გამოტყდი შენთვითონ... ყველაფერი გასაგებია... აი თურმე რატო მერჩის დედაშენი. ნუ ნერვიულობ მე არავის არაფერს არ ვეტყვი... ეხლა თავი დამანებე ნერვები აღარ მყოფნის - გზა გავარძელე და ტასიამ თავის დასამშვიდებლად მაინც მკითხა შორიდან
- ნამდვილად არავის არ ეტყვიი?
- არათქო ხო გითხარი... -გავძახე შორიდან ბრაზმორეულმა. ცოტახანში მესიჯი მომდის... უკვე სახლში ავდიოდი- „ გამიხარდა ჩემთან ურთიერთობას რომ არ წვეტ, დღეიდან მეგობრები ვართ ხომ?“ (ნიკა)
-„კი მეგობრები ვართ“ (მე)
- „დღეს შევხვდეთ“ (ნიკა)
- „ სხვა დროს იყოს კარგიი“
- „კარგი როგორც გინდა“
იმდენად დაღლილი ვიყავი ემოციებისგან მხოლოდ წამოწოლა და ძილი მინდოდა მეტი არაფერი. ის იყო უნდა ჩამძინებოდა რომ ახლა მამაჩემი შემოვარდა ოთახში
-ანა რაშია საქმე. ყველაფერი მომიყევი (მამა)
- მამა გეხვეწები ეხლა დამაძინე და სხვა დროს მოგიყვები. ამ დღემ მშვიდად ჩაიარა. უკვე აგვისტოს შუა რიცხვები იყო. ნიკას პაემანი დავუნიშნე ჩემი ნებით... რამ გამათამამა მე თვითონაც არ ვიცი, ისეთი თამამი ვიყავი როგორც არასდროს... ბიჭების ატანა არ მქონდა.. ეს ზიზღი ერთი ადამიანის გამო გამიჩნდა ყველას მიმართ. სკოლაში მოვწონდი, უარი რომ ვუთხარი ყველანაირ ურთიერთობაზე, იცრუა და თქვა თითქოს მე მსუბუქი ყოფაქცევის გოგო ვიყავი... ყველას უყვებოდა ზღაპრებს... თუ როგორ და რანაირად გვქონდა ურთიერთობა. იმდენად დამცირებული და განადგურებული ვიყავი სხვა სკოლაში გადავედი, მაგრამ ამით სიტუაცია არ გამოსწორებულა. ვგეგმავდი როგორ გამენადგურებინა ის ადამიანი მაგრამ მის წინააღმდეგ ვერაფერი მოვიფიქრე გარდა მუშტი-კრივისა. დავხვდი პადიეზდში და კარგადაც მივბეგვე. ის დღე ჩემთვის ყველაზე ბედნიერი იყო.რამდენმაც გაიგო ამ ზღაპრების შესახებ ყველამ სცდა ჩემთან ურთიერთობა, მაგრამ ვერაფერს ვერ იღებდნენ. ეს სიტუაცია მამწარებდა და მეტად მაბოროტებდა.



№1 სტუმარი Ba

კaia<3velodebi shemdeg tavs;)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent