სიყვარული
ისეთი მოწყენილი ამინდი იყო,როგორ ხასიათზეც ვიყავი.დღემ უაზროდ ჩაიარა,მეგობრები ვნახე, ისეთ,არაფრის მომცემ თემებზე ვისაუბრეთ,როგორც ყოველთის.წამიერად გამოვითიშე და დავფიქრდი.მარტო მოწყენილი კი არა უცნაური დღე იყო,ვიცოდი რაღაც მოხდებოდა! ჩემმა მეგობარმა,თათამ გასეირნება მოინდომა,რა თქმა უნდა,უარი არ მითქვამს და გავისეირნეთ,არც ყავაზე გვითქვამს უარი და ერთ კაფეში შვედით.ყურადღება არავისთის მიგვიგცევია,ჩვენთის ვიყავით,მაგრამ როგორც სჩანს სხვამ მოგვაგცია ყურადღება ჩვენ.ზურგს უკან რაღაც ხმა მომესმა,თათას ეკითხებოდა იცოდა თუ არა იტალიური: -იცით თქვენ ძლიან გავხართ იტალიელს,მითხარით რომ იცით იტალიური. -არა არ ვიცი(უღიმის) -შეიძლება თქვენს მაგიდასთან გადმოვიდე?! -რა თქმა უნდა. გადმოვიდა და მაშინვე ვიცანი,ჩვენი დროის ერთ-ერთი ცნობილი პოეტი იყო ის ახალგაზრდა,ძალიან მომწონდა მისი შემოქმედება,განსხვავებული სტილი ჰქონდა,გამიხარდა მისი დანახვა და გამიკვირდა,როგორ ვერ შევამჩნიე. არვიცი რამდენ ხანს ვსაუბრობდით,ან უკეთესი იქნება საუბრობდნენ თათა და ჩვენი პოეტი.მან პირდაპირ უთხრა თათას,რომ მოეწონა და მასთან შეხვედრა უნდოდა,ამის გაგონებაზე სუნთქვა შემეკვრა,არა იმიტომ,რომ შემშურდა,იმიტომ ,რომ მას ცოლ-შვილი ჰყავდა.თათამ ეს არ იცოდა,ისიც არ იცოდა პოეტი იყო თუ რა წარმომავლობის იყო ის ახალგაზრდა.გასაკვირი ის არის,რომ მან უთხრა: -იცი მე ცოლი მყავს,ჩვენ მესამე შვილს ველოდებით. -კი,რა თქმა უნდა(ისეთი გამომეტყველება ჰქონდა,კარგი გეყო ხუმრობა). საუბარში ჩავერთე და დავუდასტურე თათას მისთვის სასიხარულო სიახლე,სახე შეეცვალა,მაგრამ არ შეიმჩნია. არ არის მნიშვნელოვანი რა თემებზე ისაუბრეს,შეხვდნენ თუ არა ერთმანეთს,მოეწონა თუ არა პოეტს თათა და ა.შ იმ საღამოს შემდეგ ყოველდღე ერთსა და იმავე საკითხზე ვფიქრობ,იმდენი კითხვა მიჩნდება,რომ რეალურად ვეღარ ვხდები რისი გაგება მინდა. ახალგაზრდა პოეტის შემოქმედება უფრო მაღალ საფეხურზე იყო,ვიდრე თავად პოეტი.სად გაქრა სიყვარული?! ან არსებობდა კი როდესმე?! ნუთუ ხალხმა დაკარგა მეუღლის პატივისცემა? შვილის სიყვარული?! მაშინ,როცა მისი მეუღლე მუცლით მის მესამე შვილს ატარებს ის სადღაც კაფეში გოგოს ''აბავს'',ამ დროს მისი მეუღლე მის ორ ბიჭს უვლის.ეს იყო პოეტი,რომელიც ხალხში სარგებლობდა,როგორც წესიერი,ვაჯკაცური,კეთილი,გამბედავი და არვიცი კიდევ როგორი,ძალიან კარგი სახელით.დაახლოებით ერთ საათში წაიშალა მისი სახელი ჩემი გონებიდან,როგორც პიროვნება ჩემი აზრით ის ''ჩამოალაბორენტეეს''. პოეტს,რომლის შემოქმედება გაჟღენთილია ღვთაებრივი სიყვარულის თემით,როგორც სჩანს წარმოდგენა არ ჰქონია და არ ესმის მისი არსი. ვიზიარებ გალაკტიონის სიტყვებს:''უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე''.მჯეროდა ჭეშმარიტი სიყვარულის,მჯეროდა,რომ მზე მართლას სიყვარულით არსებობდა ცის კამარაზე.მისმა საქციელმა კი ყველაფერი თავზე დამანგრია ,აღარ მინდოდა არცერთი ნაწარმოების,ლექსის,მოთხრობის წაკითხვა,რომელიც სიყვარულის თემაზე იყო. მან თითქოს ჩემს გულს დაღი დაასვა თავისი საქციელით,გამიქრო ცხოვრების სურვილი, დამაჯერა,რომ სიყვარული ეს მხოლოდ გამოგონილი რამაა,რომ ის რეალურად არ არსებობს.დამაჯერა,რომ დედამიწაძე გაქრა ურთიერთპატივისცემაც,სიყვარულიც,მეგობრობაც,ეს ყველაფერი ისეთი საშინელი იყო.გზაში ტირილი მინდოდა,როცა წარმოვიდგინე თუ როგორ მივიდოდა სახლში და როგორ ჩაიხუტებდა მის მეუღლეს,მეუღლეს,რომელსაც ცოტახნის წინ შეურაწყოფა მიაყენა ,ყველაზე საშინელი ის არის,რომ ალბათ ვერ გაიაზრა თავისი საქციელი. იმ დღეს მივხვდი,რომ ყველაფრისთვის რეალურად უნდა შმეხედა..მისმა საქციელმა დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე,მაგრამ ვერ დავიჯერე,რომ სიყვარული გაქრა და დასამრდა სამარადისოდ ჩვენ სამყაროში.კანტი წერს:''ორი რამ მაოცებს:ვარსკვლავიანი ცა ჩემ ზემოთ და ზნეობრივი კანონი ჩემში"-მე გავოცდი ამ ადამიანში უზნეობით,მას ის საერთოდ არ გააჩნდა . მაგრამ მაინც,სიყვარული არსებობს! მივხვდი,რომ უზნეო ადამინთა საქციელი გავლენას კი არ უნდა ახდენდეს ჩვნეზე,უნდა გვაფიქრებდეს და გვაძლევდეს ძალას,რომ შევიცვალოთ უკეთესობისკენ,რომ არ დავემსგავსოთ მათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.