ფერადი გრძნობები(დასასრული)
18მარტი ეს დღე ნიას ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი დღე უნდა ყოფილიყო,რადგან ამ დღეს ნია სრულწლოვანი ხდებოდა. როცა პატარა იყო ნია ამ დღეს ხშირად წარმოიდგენდა ხოლმე,საოცნებო დაბადების დღე მის წარმოსახვაში კი ასეთი იყო:ეცმებოდა ლამაზი კაბა,თმა სადად და ლამაზად ექნებოდა,მის დაბადების დღეზე კი ყველა მის მეგობარს დაპატიჟებდა,ექნებოდა უზარმაზარი ტორტი:ტორტის პირველ ნაჭერს კი რათქმაუნდა საყვარელ დედიკოს სოფია ახმეტელს გაასინჯებდა ხოლო ტორტის მეორე ნაჭერს კი,მამიკოს ვანიკო ვიბლიანს უწილადებდა. ამ დღესთან დაკავშირებითკიდევ უამრავი გეგმა ჰქონდა ნიას,რადგან ეს დღე მის ცხოვრებაში დაუვიწყარი უნდა ყოფილიყო,მაგრამ ცხოვრებაში ხომ ყველაფერი ისე არ ხდება როგორც გვინდა. ცხოვრება ეს ხომ ზღაპარია,რომელშიც კარგთან ერთად ბევრი ცუდი რამ ხდება. მართალია ყველა ზღაპარში სიკეთე იმარჯვებს,მაგრამ ყველა ზღაპარი სავსეა მოულოდნელობებით უცნაური ხიფათით სავსე თავგადასავლებით. ნიას ცხოვრებაც ასეთი სახიფათო თავგადასავლებით იყო სავსე. ნიამ იცოდა,რომ ეს დღე ისეთი ვერ იქნებოდა როგორზეც ოცნებობდა ამასთან მან ისიც კი არ იცოდა იზეიმებდნენ თუ არა მის დაბადების დღეს მეტრეველები,რადგან ის ახლა აღარ იყო მშობლების მზრუნველობის ქვეშ და არც ის დიდებული სახლი იყო მისი. მეტრეველები სულაც არ იყვნენ ვალდებულნი გაეზიარებინათ ნიას სიხარული და აღენიშნათ მისი დაბადების დღე. ნიას ამის იმედი სულაც არ ჰქონია,რადგან მან იცოდა,რომ საყვარელ ადამიანებთან ერთად ოცნებებიც დაკარგა იცოდა,რომ ყველაფერი ძველებურად ვეღარ იქნებოდა. თუმცა ამ მწარე რეალობის მიუხედავად მეტრეველების სახში იყო ერთი მეტრეველი,რომელსაც ახსოვდა ნიას დაბადების დღე, სწორედ მისი ინიციატივით მეტრეველებმა ეს საპასუხისმგებლო და ფრიად მნიშვნელოვანი მისია საკუთარ თავზე იკისრეს,მაგრამ ესეც კი არ დასცალდა საბრალო ნიას. როცა ის წვეულებისთვის ემზადებოდა და ნიკას ნაჩუქარ ულამაზეს კაბას ირგებდა ამ დროს მის ოთახში ერეკლე შეიჭრა: -აქ რას აკეთებ?(ნია) -გილოცავ ნია მიზანს მიაღწიე(ერეკლე) -რას გულისხმობ?(ნია) -კარგი რა გეყოფა, თავს ყველას უმწიკვლო,უცოდველ გოგონად აჩვენებ,მაგრამ მე ვერ მომატყუებ ძალიან კარგად ვიცი რასაც წარმოადგენ,(ერეკლე) -ცდები ყველა შენნაირი არ არის(ნია) -ასეთი უნამუსო როგორ ხარ? ჯერ იყოდა ვითომ სახლი გაყიდე,მერე ჩემს ძმას ჩაუსახლდი ახლა კი ყველას შენს ნებაზე ატარებ. ეს ყველაფერი არ იკმარე,არ იკმარე ის,რომ ამ ხნის განმავლობაში ჩემი ძმის კმაყოფაზე ცხოვრობ და ახლა მათ მოსთხოვე შენთვის დაბადების დღე გადაეხადათ ნუთუ სულაც არ გრცხვენია? ნია ნუთუ ამ სახლიდან წასვლას საერთოდ არ აპირებ,შენ რა გინდა სამუდამოდ აქ დარჩე?რას უკეთებ ასეთს ჩემს ძმას რითი მოაჯადოვე ასე. ვიცი შენი ნიღაბი შენი უმანკო,უცოდველი სახეა შენი ცრემლების დანახვაზე კი ჩემი ძმა სანთელივით დნება. ყოჩაღ ნია,ქედს ვიხრი შენს წინაშე შეუდარებელი მსახიობი ხარ ვერავინ შეგედრება,მაგრამ თუ შენი მოზანი ფული მოგცემ რამდენსაც გინდა იმდენ ფულს მოგცემ,ოღონდ მოშორდი ამ სახლიდან,წადი ჩვენი ცხოვრებიდან თავი დაგვანებე,მშვიდად ცხოვრების უფლება მოგვეცი(ერეკლე) -შეწყვიტე!შენი გამოხტომები უკვე ყელში ამომივიდა. რა გინდა ჩემგან? რა დაგიშავე მითხარი ასე რატომ გძულვარ? ასეთი ბოროტი როგორ ხარ? იცი ზოგჯერ მიკვირს,რომ შენ დემეტრეს ძმა ხარ ნუთუ მას სულაც არ გავხარ? არა! შენ დემონი ხარ მასთან შედარებით ნამდვილი დემონი,ის კი ანგელოზია გესმის? ნამდვილი ანგელოზი. მისნაირი კეთილი ადამიანი ცხოვრებაში არასდროს შემხვედრია ის მფარველი ანგელოზივით მაშინ მომევლინა როცა გვერდით არავინ მყავდა და დახმარება ძალიან მჭირდებოდა,მაგრამ ამას შენ ვერ მიხვდები,რადგან შენნაირი მდაბიო და არამზადა ადამიანი ვერასოდეს მიხვდება რა არის სიკეთე და რას ნიშნავს იყო კეთილი! შენნაირ ადამიანთან ურთიერთობას ვერ შევძლებ,რადგან ჩვენ ერთმანეთისგან ძალიან განვსხვავდებით ამიტომ ერთმანეთს ვერასოდეს გავუგებთ. მე წავალ! წავალ ამ სახლიდან,მაგრამ გახსოვდეს სხვისი უბედურების ხარჯზე საკუთარ ბედნიერებას ვერ ააგებ(ნია) ერეკლეს არაფერი უთქვამს ანდა კი რა უნდა ეთქვა? ნიას სიტყვებმა ის საშინლად გააცოფა ნამდვილ გიჟს გავდა, ფსიქიატრიულიდან გამოქცეულ გიჟს,ამიტომ როგორც მისნაირ გიჟებს ჩვევით ისიც ისეთივე გადარეული გავარდა ნიას ოთახიდან,ხოლო რაც შეეხება ნიას მას მართლაც არ შეეძლო ამდენი დამცირების ატანა ამიტომაც მიიღო მან სახლიდან წასვლის გადაწყვეტილება. საბრალო გოგონა ბარგს ტირილით ალაგებდა მხოლოდ ძველი ნივთები მიჰქონდა,მეტრეველების არცერთი საჩუქრისთვის მას ხელი არ უხლია. მიდიოდა, მაგრამ არ იცოდა სად გული კი საშინლად სტკიოდა,რადგან წასასვლელი არსად ჰქონდა გადაწყვიტა სასაფლაოზე წასულიყო და თავისი მშობლების საფლავზე ეტირა. ნია მარტო მიაბოტებდა უკვე ჩაბნელებულ ქუჩაში ცრემლები კი მექანიკურად სწყდებოდნენ მის გიშრისფერ თვალებს და თმებს უსველებდნენ. სასაფლაოზე მისვლისთანავე ნია მაშინვე პირქვე დაემო მშობლების საფლავებზე და ტირილი დაიწყო. საბრალო გოგოს ახლა ყველაზე მეტად ისინი აკლდა,ყველაზე მეტად მათი ჩახუტება ენატრებოდა მათი თბილი სხეულების მაგივრად კი,ცივი ქვის ლოდებთან უხდებოდა ჩახუტება. ენატრებოდა,საშინლად ენატრებოდა დედის სითბო და ალერსი ეს ყოველივე მას ჰაერივით სჭირდებოდა. ცხოვრების ამ რთული გამოცდის შემდეგ ნიამ გადაწყვიტა გასცლოდა ბოროტების სავანეს და ნუგეში სხვა ქვეყანაში ეძებნა. 19მარტი. ნია პარიზში წასასლელად ემზადებოდა წასვლამდე კი გადაწყვეტილი ჰქონდა ნატალისთან შეევლო, რათა მისთვის ყველაფერი აეხსნა. -მივდივარ(ნია) -არასწორად იქცევი ნია,შენ თუ წახვალ პრობლემები თავისით არ მოგვარდება. შენ რა გინდა ყველა მიატოვო და ასე უბრალოდ წახვიდე?(ნატალი) -დასაკარგი არაფერი მაქვს,მე უკვე ყველაფერი დავკარგე(ნია) -ამით იმის თქმა გინდა,რომ ჩვენ შენთვის არაფერს წარმოვადგენტ?შენი არ მესმის მეგობრებზე ასე იოლად როგორ ამბობ უარს? ან ნიკა? დავიჯერო მასაც მიატოვებ?(ნატალი) -ნიკა რა შუაშია?(ნია) -შუაში კი არა თავშია,შენ რა გგონია ვერ ვხვდები როგორ გიყვარს?გგონია ამას ვერავინ ამჩნევს? ცდები ყველამ ყველაფერი იცის ვერავის ვერაფერს დაუმალავ(ნატალი) -ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს(ნია) -ვერ ვიჯერებ მხოლოდ საკუთარ თავზე როგორ ფიქრობ,ასეთი ეგოისტი როდიდან გახდი? არა შენ ასეთი არ იყავი ნია(ნატალი) -მშვიდობით!(ნია) -ესეიგი მაინც არ იშლი შენსას,კარგი წადი წადი და ცხოვრება აიწყვე დარწმუნებული ვარ მეგობრების დავიწყება არ გაგიჭირდება(ნატალი) ნიას არ ეგონა,რომ წასვლა ასეთი ძნელი იქნებოდა არც ის ეგონა,რომ ნატალის გულს ასე ატკენდა,მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ის იტანჯებოდა,რადგან უკვე მეორედ კარგავდა საყვარელ ადამინაებს. მან იცოდა,რომ მისი საქციელით მეგობრებს გულს ძალიან ატკენდა,მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა ის აუცილებლად უნდა გასცლოდა სამყაროს სადაც მისი ადგილი არ იყო. მას არ ეშინოდა მომავლი მას წარსულის ეშინოდა,რადგან იცოდა,რომ წარსული დავიწყებას ვერასდროს შეძლებდა. და აი ნია უკვე თვითფრინავის კაბინაში დინჯად და თავდახრილი მიაბიჯებდა მან ასევე დინჯად და აუღელვებლად დაიკავა თავისი ადგილი. ფიქრებში გართულმა კი სულ ვერ შენიშნა ვინ ეჯდა გვერდით.მისდა გასაოცრად ეს ის მგზავრი იყო რომლის ნატიფი სახე და მომნუსხვნელი მზერა დანახვისთანავე შეიცნო ნიამ და რომლი იქ ყოფნასაც ვერასდროს წარმოიდგენდა. ეს ყმაწვილი კი მეტრეველების პრინცი გახლდათ,ბედნიერებისგან სახეგაცისკროვნებულსა და დაბნეულს მხოლოდ რამოდენიმე სიტყვა აღმოხდა: -შენ?შენ აქ რას აკეთებ?(ნია) -აქ რას ვაკეთებ? მე იქ უნდა ვიყო სადაც შენ ხარ.. მე სხვანაირად არ შემიძლია... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.