როდესაც მარტო რჩები (2)
ნია ჩემი მეგობარი ჩემი და იყო! მაგრამ ისიც წაიყვანეს ისე რო ჩემთვის არავის უკიტხავს. ნიას წასვლის შემდეგ ადგილს ვერ ვპოულობ, მინდა ერთხელ მაინც ვნახო და ჩავეხუტო. ვხედავ ყოველ დღე როგორ ერთობიან ჩემი თანატოლები, როგორ სხედან მაგიდასთან და ხატავენ საოცნებო ქალაქ. ერთხელ ნიაკომც დახატა საოცნებო ქალაქი, ღმერთო ის ძალიან ლამაზი იყო! მე და ნიამ ერთმანეთს შევპირდით რო იქ ერთად წავიდოდით! ქალბატონ ნესტანს მოწყინდა ალბად დაღვრემილი სახის ყურება და მან დიდ კედელთან წამიყვანა სადაც ბავშვები თავის ნატვრას წერდნენ, კედელი მართლაც დიდი იყო და იქვე კუთხეში მეც ამოვტიფრე „ მინდა პატარა სახლი კიბეებით, სადაც მე ნია და გაბრიელი ვიცხოვრებთ“. ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი ოცნება! დღეები ბავშთასახლში ქარიშხალივით მიქრის, ვგრძნობ როგორ ვიცვლები, ასაკიც მემატება, მაგრამ ისევ და ისევ უბედური ვარ. ნიას წასვლის შემდეგ 5 წელი გავიდა და თითქოს ის ისევ ჩემს გვერდითა. 9 წლის ასაკში მეგობარი შევიძინე, მართალია მასთან მხოლოდ 3 ზაფხული გავატარე მაგრამ ეს 3 ზაფხული ჩემთვის დაუვიწყარი იყო. ყველაზე კარგი რაც კი ოდესმე გამიკეთებია ეს მისი გაცნობა და მეობრობა იყო სანამ კვლავ არ დამინგრიეს ბედნიერი წუთები. 16 წლის გოგო ვარ რომელმაც ყველაფერი დაკარგა და ოცნებების გარდა არაფერი გააჩნია. ცხოვრებაში იმდენი რაღაცის გადატანა მომიწია ღმერთის არსებობაშიც კი შემეპარა ეჭვი მაგრამ 16 წლის ბავშვს არ მაქვს უფლება ვთქვა მორჩა ჩემი სიცოცხლე დამთავრდა ყველაფერი რადგან იქ სადღაც შორს ჩემი ძმა მელოდება რომელსაც პირობა მივეცი ’’როდესაც დიდი გავიზრდები მე გიპოვი და ისევ ერთად ვიქნებით’’ ეს დღეც დადგება მალე მე დავტოვებ საერთო საცხოვრებელს და ვიპოვი მას! მაგრამ მანამდე თავს არმივცემ უფლებას ხელი ჩავიქნიო ცხოვრებაზე. ერთადერთი რისთვისაც მინდა სიცოცხლე ეს ჩემი ძმაა, მაზე ფიქრით ვაღამებ და იმ იმედით ვიძინებ რო მას ერთხელ მაინც სიზმარში ვნახავ. 2 წლის შემდეგ ძვირფასო დღიურო 18 გავხდი ! როგორც იქნა! 10 წლის შემდეგ ისევ შემიძლია გაბრიელის და ნიას ნახვა! დღეს უბედნიერესი ადამიანი ვარ რადგან ჩემს წინ დიდი ჭიშკარი რამოდენიმე წუთში გაიღება და მე აქედან წავალ, ესეც ასე ჭიშკარი გაიღო და მე ფეხი გადავდგი ჩემს ახალ ცხოვრებაში. გახარებული ჩემს სახლს მივუახლოვდი სადაც დავიბადე და სადაც ბედნიერი წუთები გამიტარებია ჩემს მშობლებთან ერთად. კარზე ბედნიერი ღიმილით ვაკაკუნებ როდესაც ვიღაცამ უკნიდან დამიძახა - გოგონა ვინმეს ეძებ? მკითხა დაახლოებით 60 წლის ქალმა. - დიახ! თქვენ აქ ცხოვრობთ? ვკითხე მე - ამ ოჯახის რახარ? კითხვით მიპასუხა - გამარჯობა! ბოდიში სულ დამავიწყდა, მე ანა ვარ აქ მე ვცხოვრობდი ( ვუთხარი და ხელი გავუშვირე ჩამოსართმევად) - შენ ანა მონდგომერი ხარ? რეზო და მარია მონდგომერების ქალიშვილი?! - დიახ, მე ვარ ! - ვაიმე ანუკი რამხელა გაზრდილხარ! ძალიან შეცვლილხარ! ( გადამეხვია) - თქვენ მიცნობთ? ვკითხე მე - რათქმაუნდა გიცნობ, ჩემს ხელში გაიზარდე! მე ლილი ვარ! არგახსოვარ? - ლილი ბებო! დავიყვირე და სიხარულისგან გადავეხვიე! ( ლილი ბებო ჩემი ოჯახის მეგობარი იყო დედა მასთან მტოვებდა ხოლმე როდესაც სადმე წავიდოდა ) - ძალიან გამიხარდა შენი ნახვა! შენ ალბად შორი გზიდან მოდიხარ შემოდი ჩემთან! ახლახანს გამოვდგი ღუმელიდან უგემრიელესი პეროგი და ერთად ვჭამოთ (შეუძლებელია ლილი ბებოს პეროგზე ვინმემ ვარი თქვას! ) ლილი ბებომ მითხრა რო ჩემი მშობლების დაღუპვის შემდეგ სახლი სახელმწიფომ შეისყიდა და ახლა ის იყიდება. ლილი ბებომ მასთან ცხოვრების უფლება მომცა, ოთახიც გამომიყო. მე მართალია ძალიან გამიხარდა მასთან დარჩენის უფლე რო მომცა მაგრამ თავს უხერხულად ვგრძნობ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.