ლურჯი მთვარე 11თავი
11 ''ლომკის''ის შეტევა,ერთად გადავიტანეთ ლაპარაკით,როგორც მას სტკიოდა და კანკალებდა,ისე მეც მტკოდა.მეც მასავით მეფხანებოდა სხეული და მეც კანში ვირჭობდი ფრჩხილებს.მთელი გზა გაუჩერებლად ველაპარაკებოდი,ათას სასიყვარულო სიტყვას ვეუბნებოდი,ვთხოვდი,გაეხსენებინა თავისი ბავშვობა,რა ახსოვდა ადრეული წლებიდან,რა უყვარდა,რა მოსწონდა,რა შეიცვალა ახლა.ირაკლი გაჭირვებით,ძლივს შენარჩუნებული ნერვებით იხსენებდა ბავშვობას.მაშინ,როცა ის სახლში,საწოლში დავიგულე,დამშვიდებული და ჩაძინებული,სახლიდან გაღწევის გზის ძებნა დავიწყე. უნდა მეჩქარა,თორემ ვიცოდი ყოველთვის ვერ გაუძლებდა ირაკლი. დედაჩემის მეთვალყურეობას ვერ გავექცეოდი და ამიტომ ღამით საკეტი გავაფუჭე,ისე მოვშალე,რომ მთლიანად თუ არ გამოცვლიდნენ კარს, საკეტს ვერ დაკეტავდნენ.დილით ადრიანად ავდექი და მასთან წავედი.კარი ღია დამხვდა,ცუდის მოლოდინში ფეხები ამიკანკალდა.კედელს მივეყრდენი თვალები დავხუჭე,ჩემი თავი შევამზადე,იმისთვის რაც იქ დამხვდებოდა,მერე ღრმად ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე.მისაღებში არ დამხვდა,ოთახისკენ წავედი,ღია კარიდან კარგად ვხედავდი მუცელზე მწოლ ირაკლის,შვებით ამოვისუნთქე,თითქოს ტვირთი მოეხსნა.კაიფში არ იყო,ამ დროს ზურგზე იწვა და ჭერს უყურებდახოლმე.გამოვბრუნდი,დივანზე ჩამოვჯექი,პატარა მაგიდას გადავხედე,ერთი ღერი სიგარეტი ეგდო,ავიღე,მოვუკიდე და ნაფაზის დასარტყმელად მოვემზადე,ჯერ ფეხები შემოვაწყვე მაგიდაზე,მერე თავი გადავწიე საზურგეზე და სიგარეტი პირში ჩავიდე,კვამლმა ლამის დამახრჩო,ხველა ამიტყდა. -მასე არა,ფილტვებში უნდა გაუშვა-შეშინებული წამოვხტი ირაკლის ხმაზე და სიგარეტი ზურგს უკან დავმალე,გაღებულ კართან იდგა,ფეხშიშველი,მხოლოდ შარვალი ეცვა და ცალი ხელით კარის ჩარჩოს ეყრდნობოდა.მერე ჩემკენ წამოვიდა, ზურგზე მომიარა,სიგარეტი ჩამომართვა და ნაფაზი დაარტყა.გამეცინა. -მასწავლიი?-ახლოს მივედი,მხარზე ჩამოვადე თავი და წელზე შემოვეხვიე. -ყავა გამიკეთე რააა-გამიღიმა და აივანზე გავიდა.მეც ღიმილით გავაყოლე თვალი და სამზარეულოში გავედი,ყავა გავამზადე,მაგრამ შაქარი ვერ ვნახე. -უშაქროა,არ გქონია შაქარი-ყავა რკინის მოაჯირზე შემოვდე და ისევ ირაკლის შემოვეხვიე,ამჯერად უკნიდან.სიგარეტის ნამწვი პირდაპირ ეზოში გადააგდო და ჩემკენ შემობრუნდა.ორივე ხელი კისერში შემიცურა და ტუჩებში მაკოცა,სიგარეტის და კიდევ რაღაც ტკბილის ჩემო ჰქონდა,თვალები დავხუჭე,მივყევი.მომშორდა,მერე ისევ მსუბუქად მაკოცა და ყავა მოსვა. -გატკბილდა-ცალყბად გაეცინა. ირაკლის სიმშვიდემ მხოლოდ ორ დღეს გასტანა.საღამო იყო,ოთახში ვიჯექი და ქულების დადების მოლოდინში ინტერნეტში ძრომიალით გამყავდა დრო.ტელეფონი აწკრიალდა,ირაკლის სურათმა ეკრანზე,გული გამიჩერა. -იკა -დად...ვკვდები...-ღრიალებდა. -ნუ გეშინია,დაწყნარდი, ახლავე,მოვდივარ -ტელეფონი გავთიშე და გარდერობიდან ორი კაბა,მაისურები და შარვალი ჩამოვიღე,აბაზანიდან ჩემი პირადი ჰიგიენის ნივთები გამოვიტანე და ხაკისფერ ზურგჩანთაში დაუდევრად ჩავყარე. -სად მიდიხარ?-აკანკალებული ხმით დამადგა დედაჩემი თავზე.შევცბი,მერე შევბრუნდი,ორივე ხელი მკლავზე მოვკიდე,საწოლზე ძალით ჩამოვსვი და მის წინ ჩამოვჯექი. -დედა,უნდა წავიდე,მასთან გადავდივარ-დავიწყე გაბედულად-არაფერი მითხრა გთხოოვ...გეფიცები სრულიად ვიაზრებ რას ვაკეთებ...გთხოვ,ნუ შემიშლი ხელს. -გადადიხარ?რას აკეთებ ხვდებიი?რატომ იღუპავ თავს?-უკვე ტიროდა,ორივე ხელი დავუჭირე,თვალებში ჩავხედე,მიჭირდა მისთვ ის თვალის გასწორება,მაგრამ ისე არასდროს არაფერი მდომებია,როგორც მაშინ ირაკლისთან გადასვლა. -დე,გთხოვ,ნუ მიწყენ.გამიგე...ამას მაინც გავაკეთებ,მიყვარს...ვერ მივატოვებ დე...-ნერვიულობისგან მეც ვტიროდი,ერთიანად ვკანკალებდი.დედას არაფერი უთქვამს,ხელები მშვიდად გაინთავისუფლა ჩემი ხელებისგან,თვალები შეიმშრალა და უთქმელად გავიდა ოთახიდან.გაოგნებულმა გავაყოლე თვალი,მერე ჩანთას ხელი დავავლე და გარეთ გავედი. -აქ ვარ,შენთან ვარ-დაფეთებული შევვარდი სახლში და ჩავეხუტე.ხელები ისეთი ძალით შემომხვია,მუცელი მეტკინა.თავი მხარზე დამადო და მხრის ძვალს ჩაეჭიდა კბილებით,მე კვნესა,მას კი ღმუილი აღმოხდა.ტკივილისგან გული გამეგლიჯა,ვგრძნობდი გონებას დავკარგავდი და ხელი მთელი ძალით ვკარი.ჩაწითლებული თვალებით შემომხედა,გალურჯებული ტუჩები მაგრად მოკუმა და მინის მაგიდას ამოარტყა ფეხი.ყვიროდა,იგინებოდა ლეწავდა და ქშინავდა.უბრალოდ გავერიდე,აივანზე გავედი და ნაკბენი ადგილი ხელით მოვისინჯე.თითები წითლად შემეღება,ამეწვა.ცრემლები წამომივიდა,არ მიტირია უბრალოდ ცრემლი წამომივიდა,სრულიად უგრძნობად,უმტკივნეულოდ.უბრალოდ ხელის ზურგი გავისვი თვალებზე და ცრემლი მოვიწმინდე.სპირტის სუნმა,ჯერ ცხვირის წვერი ამიწვა,მერე ნაკბენი.უსიტყვოდ მომიწმინდა,მერე ბინტი დამადო და პლასტირი დამაკრა. ჩემ უკან იდგა,მის ცხელ სუნთქვას ხერხემალზე ვგრძნობდი და მალები მწკრივიდან ამოხტომას ლამობდნენ.ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე და მკერდზე ზურგით მივეკარი.მისი ხელები მუცელზე შემოვიხვიე და თავი მივადე.მისი მთავარი არტერია ჩემს ყურთან ფეთქავდა. -შენ ჰაერი ხარ,ჰაერი და მიწა...უშენოდ ვერ ვსუნთქავ,უშენოდ მიწაც მეცლება ფეხქვეშ.შენ როცა ჩემთან ხარ მყარად ვდგავარ ფეხზე,შენს გარეშე მგონია მიწისძვრაა,ვირყევი,ყველაფერი ბრუნავს,იშლება... -მოვედი,შენთან ვრჩები-მისთვის არ შემიხედავს ისე ვუთხარი. -სუულ?-დაიძაბა,ხელი შემიშვა და განზე გადგა.-რატომ? -გჭირდები-ნერვიულად ჩაიცინა. -მჭირდები...-ზურგი შემაქცია,ოთახში საწოლზე დაწვა,ხელები მუცელზე დაილაგა და ჭერს მიაშტერდა.ვუყურებდი და ვხვდებოდი ჩემგან რადენად შორს იყო,რაც უფრო ვიწევდი მისკენ,მით უფრო ვშორდებოდი.თითქოს გამირბოდა.ეშინოდა,თავს მარიდებდა. გული მეტკინა,არ შევიმჩნიე,უბრალოდ სივრცეს გავუღიმე,მერე მუსიკა ჩავრთე.ერთხანს ვიდექი ღია კართან,სუსტი ნიავის სასიამოვნო ქროლვას ვუშვერდი სახეს და ტანზე ეკლები მაყრიდა.უარესად გავხდი,როცა მუსიკა შეიცვალა და soap and skin-spiracles დაიწყო.ვიდექი მოფრიალე ფარდასთან და მის ჩრდილქვეშ წოლიარე ირაკლის ვაკვირდებოდი.დავინახე,როგორ გამოიწოდა ხელი ჩემკენ,მაგრამ არ გამოუხედავს,გული ამიჩქარდა,ხელი მისკენ გავიშვირე და გვერდით მივუწექი.ირაკლის თავი ჩემკენ მოებრუნებინა და თვალებში მიყურებდა,მეც მასავით მუცელზე დავილაგე ხელები.ვიწექით ასე ჩაბნელებულ ოთახში,რომელსაც აივნიდან შემოსული ლამპიონის შუქი ანათევდა,ვიწექით მუსიკით,სუნთქვით და ერთმანეთით სავსე ოთახში,სადაც ის იყო ირაკლი და მე არ ვიცოდი ვინ ვიყავი.მხოლოდ მას ვხედავდი,მას ვგრძნობდი და ის მინდოდა.მის შავ თვალებში ჯერ ირონია გაკრთა,შემდეგ ინტერესი,ვნება,სურვილი,ყველაფრის გამანადგურებელი სურვილი.ჩემკენ გადმოიწია,თვალები თვალებთან ისე ახლოს მომიტანა,შეუძლებელ იყო მეყურებინა,მეტკინა,დავხუჭე.მისმა ხელმა ჩემი თმა ხელში მოიგროვა,ოდნავ დამქაჩა.არ მტკენია,არც შევმკრთლვარ ,არც თვალი გამიხელია,გავიგე, როგორ გაეცინა, თმა სახეზე ისე დამაფარა თვალი,რომ გავახილე სიბნელე იყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.