შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პატიოსანი არაკაცი -1


17-03-2016, 07:51
ავტორი megan95
ნანახია 1 702

სკოლა ერთი წლის წინ დავამთავრე,უნივერსიტეტში არ ჩამიბარებია,რატომღაც არ მქონდა სურვილი,ვიცოდი თანხის გადახდა გამიჭირდებოდა,ამიტომ გადავწყვიტე მუშაობა დამეწყო.ცოტა ხნის შემდეგ ერთ-ერთ მაღაზიაში დავიწყე მუშაობა კონსულტანტად,თავიდან არ მიჭირდა მე ხომ სულ რაგაც 18 წლის გოგო ვიყავი და უკვე ჩემი ხელფასი მქონდა,მაგრამ მივხვდი რომ ეს კარგს აარფერს მომიტანდა და წინსვლა არ მექნებოდა,ამიტომ გადავწყვიტე მომზადების გარეშე ჩამებარებინა.ვემზადებოდი 4 თვის მანძილზე წინა ეროვნული გამოცდების ტესტებით,ინტერნეტის საშუალებით და აი დადგა ის დროც რომ ეროვნული გამოცდებიც მოახლოვდა.
ერთ დღესაც ტელეფონზე უცხო ნომერი რეკავს:
-გამარჯობა
-გამარჯობათ ვინ ბრძანდებით?
-მე თქვენი ფარული თაყვანისმცემელი ვარ და მინდა,რომ კარგად გაგიცნო
-უკაცრავათ,მაგრამ არ ვაპირებ ტელეფონით ვიგაცის გაცნობას და საერთოდ ვინ მოგცათ ჩემი ნომერი,არ მცალია შენთვის და აქ აღარ დარეკო.
ტელეფონი გავუთიშე,მაგრამ დამაინტერესა ვინ იყო და ვიფირე ისევ მორიგი ხუმრობა იქნებოდა ჩემი მეგობრებისგან.
მეორე დღეს სამსახურის შემდეგ გარეთ გავედი სასეირნოდ უბანში,როგორც ყოველთვის პარკში ვიკრიბებოდით მე და ჩემი მეგობრები,ამ დროს ისევ ზარია ისევ იმ ნომრიდან:

-კიდევ გამარჯობა
-მე ხომ გაგაფრთხილე არ დამირეკო თქო
-რატომ მეჩხუბები?მე უბრალოდ შენი გაცნობა მინდა და ისე ეხლა შენს წინ ვარ და გიყურებ,ძაან ლამაზი ხაარ
-რატომღაც მე ვერ გხედავ
-ვერ დამინახავ შორიდან გიყურებ და ეს დღეებია შორიდან გაკვირდები.
-ხოდა მიყურე შორიდან და ნუღარ მირეკავ
ისევ გავუთიშე ტელეფონი და პარკში ვიყურები აქეთ-იქით,მაგრამ ვერ ვამჩნევ ვერავის.
სალი-:გოგო წინ გაიხედე თეთრი ბმვ დგას და აშკარად ეგ ბიჭი ჩვენ გვიყურებ
-კი მაგრამ ვისი მანქანა აქ არ მინახავს არასდროს და არამგონია ეგ იყოს.
სალი-: თუ არ ვცდები ბიჭები იცნობენ რამდენჯერმე დავინახე გიოსთან და ლევანისთან ერთად
-კარგი დავურეკავ და გავარკვევ,თუ ეგენი მეღადავებიან არ ვიცი რას ვუზავ.
ცოტახნის შემდეგ ბიჭებიც მოვიდნენ:
გიო-: რა არის რა ხდება?
-რა ხდება კი არა ეგ ბიჭი ვინაა თეთრი მანქანით რო დგას წინ
ლევანი-:ჩვენი მეგობარია რა მოხდა?
-ერთი კვირაა ვიგაც მირეკავს და მაწუხებს და ეხლა მითხრა წინ ვდგევარ და გიყურებო,უეჭველი ეგაა
გიო-:ჰაჰაჰაა ღადაობ გოგო? ეგ იცი ვინააა,მაგას რო ფული აქ მთელი ეს უბანი რომ შეკრიბო,მგონი მაგდენი არ ექნებათ,დღემდე არ ვიცით სად მუშაობს.
-კარგი ნომერს განახებ მაშინ და ეგებ იცნო ნომერი.
გიო-:ბიჭო ლევან მგონი მართლა ეგაა,ნომერი მაგისია ,აუუ ჩემი შენ რა ბედი გაქ "მაგდუშ" რა ბიჭი აგიგდია და შენ კიდე ჩხუბობ მირეკავსოო?
-არ მაინტერესებ ვინა და ფული რამდენი აქვს,რა მნიშვნელობა აქვს მაგას.
ლევანი-:კარგი ეხლა ჩვენ მივალთ და ვკითხავთ "დათოს" რა ხდება
-ააა დათო ქვიაა ?გასაგებია მეც მაინტერესებს ერთი რა პასუხს გაგცემთ...
მე და სალი შორიდან ვუყურებდით,როგორ ელაპარაკებოდნენ ბიჭები,გავიდა 15 წუთი და გავიხედეთ ჩვენსკენ წამოვიდნენ ლევანი და გიო მომღიმარი სახეებით.
_გიო:მოკლედ მაგდა ველაპარაკეთ დათოს და გვითხრა,რომ მომწონს ეგ გოგო და მინდა კარგად გავიცნოვო,ხოდა ეხლა ნერვები არ მოგვიშალო ძაან გთხოოვ წამოდი და გაგაცნობ,მერე რა მოხდა?
-ადამიანო არ მინდა მაგის გაცნობა და მაძალებთ?
-ლევანი:შენ არ გინდა და ჩვენ გვინდა ,რომ გაიცნოთ და ეხლა პარკის მეორე მხრიდან მოვა მანქანით და წამოხვაალ
ჩემდა უნებურად მომკიდეს ორივემ ხელი და წამიყვნეს,თან ჩემი დაქალიც წამოგვყვა,მანქანაში ჩავჯექი და ხმას არ ვიღებდი,ამ დროს დათო შემომიტრიალდა და მომესალმა მეც მივესალმე,ცოტა დავიბენი,მე რატომღაც პატარა ბიჭი მეგონა,ცანცარა და გათამამებული,მაგრამ ჩემს წინ 30-წლამდე მამაკაცი აღმოჩნდა,დასტოინი და გაწონასწორებული.
-დათო:აბა მაგდა სად წავიდეთ?
-მე არ ვაპირებ არსად წასვლას,უბრალოდ მაინტერესებს ჩემი გაცნობა რატომ გინდოდა
-დათო:მაგას მერე აგიხსნი,ეხლა კი წავიდეთ დავსხდეთ სადმე და ვილაპარაკოთ.
მეც უნებურად დავთანხმდი და წავედით ერთ-ერთ კაფეში,მთელი გზის მანძილზე ხმას არ ვიღებდი ,ბიჭები დათოსთან ლაპარაკობდნენ და აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ,ვერც კი წარმოიდგენდნენ რომ ამ ხნის მანძილზე დათოს მე მოვწონდი.კაფეში ერთი საათი გავჩერდით,მე არაფერს არ მივკარებივარ,ერთადერთი ყავას ვსვავდი და ვუყურებდი დათოს და ბიჭებს ,როგორ საუბრობდნენ იმაზე,რომ დათოს განვადებას არ აძლევდნენ ბანკში და ამ დროს 4 მილიონი ქონდა კარტაზე,სალიც მომღიმარი სახით გვიყურებდა მე და დათოს,რატომღაც ჩემს დაქალსაც მოეწონა,ერთი მე ვიჯექი და ვფიქრობდი,რაში ჭირდება ამხელა კაცს ჩემსავით პატარა გოგო,იმის თქმაც არ მინდოდა,რომ მაღაზიაში ვმუშაობდი,თითქოს მიტყდებოდა და ამდენმა უაზრო ფიქრმა უფრო დამგრუზა.ცოტახნის შემდეგ წამოედით დათოსაც გამოვემშვიდობე და ვიფიქრე,რომ აღარ ვნახავდი არასდროს ჩემი შესაფერისი არ იყო.მაგრამ გადიოდა დრო და დათო გვერდიდან აგარ მცილდებოდა,სადაც მივდიოდი მოდიოდა,სულ ცდილობდა გავემხიარულებინე,მჩუქნიდა ძვრიან სუნამოებს,აქსესუარებს და მეც მომწონდა ეს ყველაფერი,მაგრამ მაინც არ ვცდილობდი ურთიერთობაზე დავთანხმებოდი,თითქოს რაღაც მაკავებდა.
ეროვნული გამოცდებიც დაიწყო,ვნერვიულობდი გამოცდებზე,ერთი სული მქონდა პასუხს როდის გავიგებდი,ყველაზე ძაან კი დათო მგულშემატკივრობა და ეს ძაან მომწონდა,რამოდენიმე ხანშიც გავიგე რომ გამოცდები წარმატებით ჩავაბარე და ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში მოვხვდი ,თუმცა გრანტი არ ამიღია მაგრამ მაინც მიხაროდა,იმედი მქონდა რომ ჩემი შრომით გადავიხდიდი სწავლის ფულს.უზომოდ ბედნიერი ვიყავი თითქოს ყველაფერი ერთად მოხდა კარგი ჩემს ცხოვრებაში,დათოს მიმართ შევიცვალე,მეც მომწონდა და რამდენიმე ხანში უკვე "შეყვარებული წყვილი" ვიყავით.დავდიდოთ ყოველდღე კაფეებში,რესტორნებში,კლუბებში და რაც მთავარია ჩემს მეგობრებსაც ისე მოსწონდათ დათო,თითქოს შურდათ კიდეც ჩემი.ამ ყველაფრისგან თითქოს მეც თავში ამივარდა.უფრო თავდაჯერებული გავხდი,თუცა მაინც ვცდილობდი დათოსთვის ის არ მეგრძნობინებინა,რომ მასთან ფულის გამო ვიყავი,მთხოვდა სწავლის ფულს მე გადაგიხდი,ახალ ტელეფონს გიყიდი,ბოლოს მანქანაც უნდოდა ეყიდა,მაგრამ ყველაფერზე უარი ვუთხარი,რასაც აკეთებდა ისიც საკმარისი იყო ჩემთვის,ხელფასიდან თანხას ვინახავდი,რომ მეც გამეკეთებინა საჩუქარი.თუმცა ყველაფერი ისე კარგად არ იყო როგორც მე მეგონა.
ამასობაში გავიგე რომ დათოს შვილი ყავდა,თუმცა ცოლს გაცილებული იყო,ყველამ ყველაფერი იცოდა ჩემს გარდა და ყველა მალავდა სიმართლეს,გამწარებულ გულზე დავშორდი და მისი სახელის გაგონებაც არ მინდოდა,ხოომ შეეძლო რომ სიმართლე თავიდანვე ეთქვა და ჩემთვის არ დაემალა,უფრო გავუგებდი.არ ვიცოდი რა გამეკეთებინა,გონება არეული მქონდა,თუმცა დათო არ მომეშვა და იმდენი გააკეთა შემომირიგა, მისი საეჭვო ცხოვრება არ მასვენებდა სულ ეჭვის ქვეშ ვიყავი,აღმოჩნდა რომ სახლი სადაც ცხოვრობდა მისი არ იყო,რომ არც ის მილიონები იყო მისი,კარგ სამსახურში მუშაობდა ნორმალურ ხელპასზე და ეს ყველაფერიც ნახევარი ბანკის ვალებით ქონდა ჩემთვის გაკეთებული,რომ მე მეფიქრა ბევრი ფული ქონდა,თითქოს ამან უფრო დამამშვიდა.
გადავწყვიტე ყველაფერი მოგვეკლო,არსად აგარ მინდოდა წასვლა უბრალოდ სახლში დავმჯდარიყავით და ისედაც მშვენივრად ვატარებდით დროს,ხარჯებიც შეუმცირდებოდა და როგორმე დავითანხმე,რომ ამდენი ფულის ხარჯვას თანხა მოეგროვებინა და პატარა ერთ ოთახიანი ბინა ეყიდა,ამ ყველაფერზე ხვეწანა მუდარით დავითანხმე,ჩემს წინ მშენებარეში ვაყიდინე ფართი, ნახევარი ბანკიდან გამოვატანინე და ნახევარი თვითონ ქონდა გადანახული,მიხაროდა ნახევარ წელში უნდა დასრულებულიყო მშენებლობა,ყოველ კვირას მივდიოდით და ვნახულობდით როგორ მიმდინარეობდა მშენებლობა,სულ მეუბნებოდა ჩვენი სახლი რომ აშენდება ერთად გადავალთ საცხოვრებლადოო,მეც უკვე დარწმუნებით ვიცოდი რომ დათოს ვუყვარდი და ეჭვი არ მეპარებოდა მის სიტყვებში.


გაგრძელება იქნებააა.....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent