შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აი ასე .. ყველაფერი ხდება (2ნაწ.2თავი)


17-03-2016, 14:01
ავტორი daiana
ნანახია 3 229

-დროზე გამოდი დარბაზიდან და ჩემთან მოდი - სახლის კარი აფორიაქებულმა გამოაღო,იქვე მდგარ დედას შუბლზე აკოცა,მამას ხელის აწევით მიესალმა და ოთახისკენ წავიდა - ბიჭო,ნუ წუწუნებ .. გამოდი!ისეთ ამბავს გეტყვი .. ბომბას! - ათი წუთის შემდეგ ოთახში ინტერესიანი მზერითშემოვიდა თარაში,ოდნავ მოზრდილი წვერით,ღია ჯინსით,შავი მაისურით და როგორც ყოველთვის კედებით.
-იცოდე,თუ რამე სერიოზული არ არის და ის გოგო ტყუილად დამატოვებინე .. დაგჭრი,ძმობას გეფიცები! - დაიმუქრა და საწოლზე გადაწვა - აუუ ტო,როგორ მეძინება!
-არ დაიძინო ახლა! - იცოდა ორ წუთში შეეძლო დაძინება - დღეს ელენე ვნახე .. - წამების განმავლობაში ოთახში სიჩუმემ დაისადგურა,ბიჭმა ჯერ დემეტრეს გახედა გაოცებულმა,მერე კარს,მერე ისევ დემეტრეს და ასე მონაცვლეობით .. - მოგძვრება ეგ თავი ..
-ელენე? ანუ დღეს მე არავინ მომლანდებია?
-რას ბურტყუნებ?
-ბიჭო დღეს სპორტ დარბაზში ხო შევედი,სიცილი გავიგონე.ლამის ადგილზე გავქვავდი განოს სიცილს ისე მივამსგავზე,უკან გავიხედე მარა ზურგით იდგა და ვერ გავარჩიე ეგ იყო თუ არა .. მარა ბიჭო,მის თმებს .. მთელი მსოფლიოს ქალების თმებისგან გავარჩევ რაა .. - რაღაცნაირად არეულმა ამოილუღლუღა და ტელეფონს დახედა - არ მჯერა,შენ თავსვფიცავარ რა !
-რა არი ბიჭო დაუჯერებელი?
-არვიცი .. არვიცი ..
...
-არა,შანსი არა .. მატყუენ ხო? მოიგონე ხო? გთხოვ მითხარი რომ მოიგონე,მითხარი რომ მატყუებ .. -ანერვიულებული დააბოტებდა ოთახში და უაზროდ ბურტყუნებდა.მასაც შოკის მსგავსი რამ დაემართა სიახლის გაგების შემდეგ.აფორიაქებული მიუჯდა დაქალს გვერდით,სივრცეს გაუშტერა თავი და თითქოსდა ახლა დაფიქრდა რამხელა შარი ელოდათ წინ - ანუ რა გამოდის? -ხელიები ჰაერში გაშალა - დაბრუნდნენ ისევ ჩვენს ცხოვრებაში? - ელენეს გახედა,გოგონას არაფრის მთქმელი თვალები სულს უყინავდა,იცოდა ელენე ადვილად დანებდედობა,იცოდა ასეთ დიდ „ბომბს“ ელენე ვერ გადაიტანდა,იცოდა ახლა მის პატარა ელენეს სჭირდებოდა,იცოდა სულის ატკიებამდე იცოდა რომ მისი ელენე ახლა სულ სხვა განზომილებასში იყო და დახმარება სჭირდებოდა.
-განო - ცრემლიანი თვალები შეანათა ჩაფიქრებულს - მოვკვდები .. ხომ იცი? შენ მაინც ხომ იცი? შენ იცი მე რა გადავიტანე 3 წლის წინ ... მოვკვდები,მე დემეტრეს ვეღარ გადავიტან .. ! - თავი მუხლებზე დაადო და ნაგროები ცრემლები ერთიანად გადმოუშვა.სამი წლის წინანდელს კიდევ ერთხელ ტკივილით იხსენებდა,ჯერ კიდევ ტკიოდა .. ანდაც ვის არ ეტკინებოდა შვილის დაკარგვა? დემეტრეც ანერვიულებდა .. ბიჭის მიმართ არც სამი წლის წინ იყო ცივი და ახლა ხომ საერთოდ .. იქ,შემთხვევის ადგილას სურვილმა დააჩო რომ ჩახუტებოდა,მაგრამ მხოლოდ სურვილი იყო რომელსაც განხორციელება არ ეწერა ..
-ელე - თმაზე ხელი პატარა ბავშვივით გადაუსვა - შენ უნდა იყო ახლა ყველაზე ძლიერი! როგორც აქამდე იყავი ძლიერი,ახლაც ისეთი უნდა იყო!მე ის ელენე მჭირდება სამი წლის წინ აქედან რომ წავიდა,მიზანდასახული,ძლიერი .. ის ელენე მჭირდება გესმის? მე იმ ელენემ გამაძლიერა - არადა ყველაფერი პირიქით იყო,განოს სიძლიერემ ჩაუნერგა ელენეს, რომ უნდა ებრძოლა,განომ შთააონა,რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა .. - ასეთი ელენე..ახლა რომ ხარ,მე მეტჯერ არ უნდა ვნახო! გასაგებია?! - მკაცრად ჩაილაპარაკა და მოკუნტული გოგონა გაასწორა,აწეწილი თმები დაულაგა,ცრემლიანი ლოყევი გაუსუფთავა და გამამხნევებლად გაუღიმა - გაიღიმე ჩემო პატარავ,გაიღიმე! ხვალ ..
-ხვალ უარესი იქნება,დღეს უნდა გავიღიმო! - განოს „საფირომო“ ფრაზა თავად დაამტავრა.
...
იმ შეხვედრიდან დაახლოებით ორი თვე იყო გასული.თითქოსდა ყველაფერი თავის რიტმს დაუბრუნდა,მაგრამ ვერცერთის გული ვერ ისვენებდა.იცოდნენ ისევ შეხვდებოდნენ ერთმანეთს,თბილისი არც იმდენად დიდი იყო რომ მთელი ცხოვრება ერთმანეთი შემთხვევით მაინც ვერ ენახათ.არ შემდგარი წყვილიც ნერვიულობდა..ნუ რაღა არ შემდგარი!გრძნობები ორივეს გააჩნდათ ერთმანეთის მიმართ.სულ კი ლანძღავდნენ ერთმანეთს განო და თარაში მაგრამ ზედმეტი სიყვარულით ..
-ელე ქვემოთ გელოდები,სახლისთვის რაღაცეები გვაქ საყიდელი და გავიაროთ სავაჭრო ცენტრში ..
სავაჭრო ცენტრის „ურიკა“ მოიხელთეს და რიგებს შორის ბოდიალი დაიწყეს,განოს „დავთრით“ დაემშვენებინა ხელი და ელენეს ყველა საჭირო პროდუქთს კარნახობდა,თან ხალისობდნენ,ყველა უაზრო დეტალზეც კი ეცინებოდათ.ვინმე რომ შეამჩნევდათ სწრაფად სერიოზულდებოდნენ .. გიჟები არ ვეგონონოთ ვინმეს-ო.
-კარგი რა განო .. ეს სასმელები რად გინდა? - უკმაყოფილომ გადაუხვია სასმელების სექციაში და მისთვის უცნობ ბოთლებს დაუწყო თვალიერება.განო უკან კმაყოფილი სახით მოყვებდა გაბრაზებულ დაქალს,მაგრამ ოდნავ წინ მდგარმა სილუეტმა ყველაფერი დაავიწყა,დალაგებული გული აუფორიაქა და სიმწრით აწყობილი ძლიერი ბუნება დაუნგრია..
-ელენე - აკანკალებული ხელი ელენეს ფრთხილად შეახო ზურგზე - იცოდე არ დაიბნე!მე ის ძლიერი ელენე მჭირდება ხომ იცი?
-განო გაგიარა ჯიშმა? - გაღიმებულმა დაძაბულ დაქალს გახედა,მერე წინ გაიხედა და ისიც წამის მეასედში ცვილის ფიგურას დაემსგავსა,ყველა ემოცია ერთ დროულად დაეჯახა.გულში მწველი,მსერავი ტკივილი იგრძნო,დანახულისგან მთლიანად „მონუსხულმა“ ხელები „ურიკას“ მოუჭირა ის ბრაზი,ამოუცნობი გრძოობა რომ გადაეტანა .. პულსაცია ნულს გაიტოლდა და მერე სწრაფადვე ავარდა ასსზე..კიდურებმა ფუნქციონირება შეწყვიტეს,სისხლიც თითქოს შედედდა და მკვრივ ფენად გადაიქცა.ხელის მტევნები სულ დაულურჯდა .. გული კი სულ ქვასავით გაეყინა .. განო? არც განო იყო უკეთ! დანახულმა ორივეს ერთმაირი გრძნობები მოჰგვარა.და მაინც ეჭვიანობა .. როგორი დამპალი გრძნობა არა? როგორც უნდა ისე გათამაშებს და გაცეკვებს! მაგრამ მონატრებაზე მწარე ეგ გრძნობა! ისეთი სიძლიერით გეჯახება ადამიანს წონასწორობის უნარსაც კი გაკარგვინებს .. აი ასე!
ერთმენათზე აკრულები უაზროდ უყურებდნენ მათ წინ მოძრავ სილუეტებს და გული მართლაც გაყინვოდათ,სხეულთან ერთად.არ ჰქონდათ უფლება,არა! მაგრამ ამ „გაყინულ“ გულს რას უბრძანებ? ვერაფერს!სამი წლის წინ ხომ ორივემ თავიანთი ნებითა და სურვილებით დაამთავრეს ყველაფერი?! მაგრამ დაამთავრეს კი?!
-განო .. - გაყინული,სუსხიანი ხმა ცხოვრებაში პირველად გაიგო ელენესგან გაიანემ - წავიდეთ,სასწრაფოდ! - ერთ ადგილზე გაშეშებულ დაქალს ხელი კრა და წინ გააგდო,უკან კი მათთვის საყვარელი სილუეტები მოიტოვეს მათთვის არასასიამოვნო გოგონებთან ერთად..!
სალაროსთან რაც შეილება სწრაფად დაცალეს „ურიკა“,პარკები გაინაწილეს და ავტო სადგომისკენ წავიდნენ.საბარგულში ჩაალაგეს პარკები და ბედი არ გინდა კაცს?! მათ გვერდით მდგომი მანქანის ხმაც გაისმა,ყურადღებას არ მიაქცევდნენ რომ არა ნაცნონი მანქანის ფირმა,ნაცნობი ნომერი და იქედან გადმოსული ნაცნობი .. აპ! საყვარელი ადამიანების სხეულები,რომლებიც როგორც არაფრის ისე ყველაფრის მთქმელი თვალებით უყურებდნენ! და ამ უცნაურ მზერაში იკითხებოდა ყველაფერი ერთად.
-ვაჰ! - თეატრალურად გაშალა ხელები თარაშმა და გოგონებს გაუღიმა - დემე,ძველი ნაცნობები როგორ გალამაზებულან არა?! - ირონიით ნათქვამ სიტყვებში შეფარული კომპლიმენტთან ერთად მონატრების ნოტებიც იგრძნობოდა .. - დაქალებულან,გაზრდილან .. იმედია გონებრივადაც გაიზარდნენ ..! თორე ჩვენზე კარგად ვის ახსოვს ამათი უტვინო საქციელები .. - აგდებული ტონით ლაპარაკობდა,ხელებს ძლიერად მუშტავდა .. და მაინც რამხელა საყვედური იკითხებოდა მის დამცინავ-ირონიულ სიტყვებში.
-ხო აი ჩვენ გავიზარდეთ,დავქალდით,გავლამაზდით და დავჭკვიანდით კიდევაც! მაგრამ - რაგეგონათ? ასე ადვილად დათმობდა განო? ნურას უკაცრავად! - აი თქვენზე .. ცოტა დაფიქრება შეიძლება - ამრეზიით ახედა წვერმოზრდილ ბიჭს და გამომწვევად თვალი ჩაუკრა.
-არა ეს არ გაზრდილა - განოსკენ თითი გაიშვირა და მზერა გაშტერებულ ძმაკაცს მხარზე ხელი გაკრა ..
-განო წასვლის დროა - აფორიაქებულმა,აკანკალებული ხმით მოუწოდა განოს წასვლა.
-არც ეს გაზრდილა .. - დემეტრემ ელენესკენ გაიშვირა საჩვენებელი თითი - ისევ ისეთი .. პატარა და მორცხვა ..
-თქვენი საქმე ნამდვილად არა ჩვენ გავიზარდეთ თუ არა - გაღიზიანებულმა მორცხვა ელენემაც გაიბრძოლა.
-სამი წლის წინ ხომ იყო? - გაცეცხლებულმა დემეტრემ წამებში მოიშორა სიმშვიდის მანტრა და ცხოვრელური ხმით დაიღრიალა - სამი წლის წინ ხომ ორივეს გვეკითხებოდა თქვენი გაზრდა არ გაზრდა .. - ისევ გამწარებული ყვიროდა.
-ეგ სამი წლის წინ იყო დემეტრე .. სამი წლის წინ,ახლა ყველაფერი შეიცვალა ..
-შენ გაჩუმდი .. ხმას ნუ იღებ - ამჯერად თარაშმა დაიწყო ყვირილი - არ გაბედო და რამე არ თქვა! გეფიცები სამი წლის ტანჯვას დღესვე გაზღვევინებ იცოდე მეტად ხმა არ ამოიღო - განოს მისამარით დაიყვირა და გოგონას ორ ნაბიჯში აესვეტა წინ,დემეტრემაც იგივე გააკეთა,ელენეს ნორმაზე ახლოს დაუდგა წინ,ამ ქცევამ ერთიც და მეორეც დააბნია,არ ელოდნენ და ჰე ახლა ..
-გადი - თითქმის ორივემ ერთად ამოიჩურჩულეს და მათზე „დამხობილ“ ბიჭებს იმ მზერით ახედეს სამი წლის წინ ოირვეს რომ აგიჟებდა ..
-ახლა ეს რომ არ გავაკეთო .. მოვკვდები - წამოიყვირა თარაშმა და განოს ათრთოლებულ ბაეებს გიჟივით დაეტაკა.
-ახლა ეს რომ არ გავკეთო .. ჩათვალე მკვდარი ვარ - დემეტრე ელენეს მარწყვივით წითელ ბაგეებს დაეპატრონა.
დეჟავიუ.



ამ ისტორიიის პირველი ნაწილისი ორი თავი მაქვს მემგონი წაკითხული პირველი ნაწილი ვერ ვნახე ამ საიტზე იქნებ დამეხმარო
--------------------
romantikosi mwerali

 


№2  offline წევრი daiana

lann❤
ამ ისტორიიის პირველი ნაწილისი ორი თავი მაქვს მემგონი წაკითხული პირველი ნაწილი ვერ ვნახე ამ საიტზე იქნებ დამეხმარო

ამ ისტორიის პირველი ნაწილი მე სრულად მაქვს დააწერილი,ალბათ თქვენ სხვა წაიკითხეთ იგივე სათაურით.

 


შესაძლებელია ამ ისტორიის პირველ ნაწილს ვნახავ მაშინ
--------------------
romantikosi mwerali

 


№4 სტუმარი tamuna

Es chemi favoriti istoriaaaa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent