შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორი ჭიქა ვისკი (10)


17-03-2016, 15:22
ავტორი new yorker
ნანახია 6 022

უცნაური შეგრძნებები თავგზის არევის პირველი მტერია.
ხანდახან გრძნობ რომ ძალიან ახლოს და ამასთან ერთად იმაზე შორს ხარ რომ ბოლო ხმაზე რომ იყვირო ვერავინ გაიგებს.
ხმას ყველას მიაწვდენ, მაგრამ ვერავინ გაიგებს,
ვერავინ გაგიგებს და ეს განგრევს, ბოლოს გიღებს.
ხანდახან, ყველაზე ახლოს ხარ და გგონია რომ იმდენად ახლოსაც, რომ არც კი შეგიძლია შინაგანად ასე შორს იყო.
გგონია, რომ ყველაფერი იცი, მაგრამ სინამდვილეში იმდენ მნიშვნელოვან ეტაპს ტოვებ, იმდენ გარდატეხას, გადაფასებას, გაცივებას, იმდენ ცვლილებას ტოვებ რომ ეს სიახლოვეც ყველანაირ აზრს გიკარგავს.
ხანდახან კიდევ, ეს ყველაფერი წარმოსახვაა და ყველაფერი ისევ ისეა, როგორც ადრე...

* * *
ვუყურებ და ვხვდები რომ ამაზე ლამაზი ჩემ ცხოვრებაში არაფერი მომხდარა.
ტვინში ვგრძნობ მისი კანის სურნელს და ვხვდები როგორ მეცლება ერთი-მეორის მიყოლებით მოთმინების ძაფები.
მე ვიცი რასაც ნიშნავს ჩემი წასვლა.
ანა ვერ ახსნის.
მთელ სხეულში დაიწყებენ მისი ფიქრები რევოლუციას, როგორც ყოველთვის მეც გამიზიარებს დანაშაულებების ნახევარს საკუთარი სიმშვიდის გამო და მაინც ასეთი მშვიდი, წყნარი და ნაზი გააგრძელებს თბილისის ხედით ტკბობას.
უცნაურად ვარ.
/მირაჟი/
ეს სიტყვა ხსნის ალბათ ყველაზე უკეთ ჩემ მდგომარეობას.
ხელებში დაგროვილ მოფერების სურვილს ტვინში ვკლავ,
გულს მაინც ვერაფერს ვუხერხებ და თითქოს ვხედავ როგორ სწრაფად უცემს ყელში რაღაც დაბნეულობის მსგავსი არტერია.
რამდენიმე წამით ის ფიქრიც მახრჩობს რომ შევტრიალდები, გავიცინებ, ვეტყვი რომ აღარ გვინდა ამდენი თამაში, ჩავეხუტები, ვაკოცებ და -ფიქრს ვწყვეტ.
მივდივარ.

* * *

ყიფიანის სიგიჟეები რა თქმა უნდა არც იმ ღამით დასრულებულა, არც შემდეგით და არც შემდეგით.
ყიფიანი იყო ადამიანი, რომელიც არაფრისგან ქმნიდა დღესასწაულებს და დღესასწაულებისგან-სასწაულებს.
თუ ოდესმე გექნებათ იმის შეგრძნება რომ გაწერილი სცენარით ფილმში თამაშობთ, აუცილებლად გამიხსენეთ და წინასწარ გეტყვით რომ ამ შეგრძნებას ახლავს
უამრავი დეჟა-ვუ,
რეალობის არაადეკვატური აღქმა,
უაზრო თავისუფლების შეგრძნება და სხვა უამრავი ძალიან, ძალიან მაგარი ემოცია.
* * *
ერთი წამით მაინც როგორ არ ფიქრობს იმაზე რომ მე ასე მტკივა.
რომ მე ვკვდები ისე ცუდად ვარ.
რატომ აქვს ასეთი აუღელვებელი სახე.
რატომ მოდის, დგება, მიყურებს, ცივად იღიმის, ხმას არ იღებს, ისევ მიყურებს
და მერე უბრალოდ მიდის.
დავიჯერო არც კი უფიქრია რომ მენატრება?
დავიჯერო ფიქრობს რომ იმარჯვებს?
მე ხომ ვიცი,
არა,
მე ხომ მჯერა რომ შენ ასეთი არ ხარ სანდრო?
შენ ხომ ჩემ ნაბიჯებს, შენკენ, გამარჯვებად არ თვლი.
შენ ხომ არ ფიქრობ რომ თუ მე აქ ვარ, შენ გაიმარჯვე.
შენ ხომ იცი რომ მენატრები?!
შენ ხომ იცი?!
შენ ყველაფერი იცი.
ისიც იცი, რაც ჩემ თავში ხდება და მე არ ვიცი.
მე ყველაფრის სხვანაირად გაგება მინდა.
მინდა რომ შენი წასვლა ისევ დაბრუნებას მივაწერო.
ყველაფერი ჩვენ რატომ დაგვემართა?
ალბათ იმიტომაც აღარ ვცვლით არაფერს.
მე ვიცი რომ შენ არ მოხვალ,
არც მე მოვალ.
სულელი ვარ, ნამდვილი სულელი.

ან ეს სარაფანი რატომ ჩავიცვი.


* * *
-კარგად გადაიღე, კითხვას რომ დავუსვამ, კადრი სახეზე გააჩერე და ყველა რეაქცია კარგად დაიჭირე, ეს უნდა იყოს კვირის ბომბი.

------
-ქალბატონო ანა, იცით რა თქვა თქვენმა ყოფილმა მეუღლემ ჩვენთან ინტერვიუში? -უზომოდ კმაყოფილი და გამარჯვებული სახით იდგა ჟურნალისტი.
-გააჩნია რა კითხეთ. -მშვიდად უპასუხა ანამ.
-რა ვკითხეთ და... თქვენზე ვკითხეთ... -დაბნევა არ შეიმჩნია ჟურნალისტმა.
-და ჩემზე რა კითხეთ? -ისევ მშვიდად პასუხობდა ანა.
-თქვენს ურთიერთობაზე... -ძველ კმაყოფილებას დაუბრუნდა ჟურნალისტი -იცით რომ მას ისევ
-ვუყვარვარ? -არ დაასრულებინა ჟურნალისტს წინადადება.
ოპერატორის და ჟურნალისტის გაოცებული სახე ყველა ზღვარს გაცდა.
-დიახ -სიტუაციაში გარკვევას ეცადა ჟურნალისტი.
-კი, ეგ ინტერვიუს გარეშეც ვიცი. დღეს დილითაც მომწერა.
-მოგწერათ? რა მოგწერათ? -ცნობისმოყვარეობისგან აუკიაფდა თვალები ჟურნალისტს.

სადარბაზოდან ნია გამოვიდა და სახეზე ფერები გადაუვიდა კიდევ ერთხელ ამ მოუსვენარი ჟურნალისტის დანახვაზე. მანქანაში ჩაჯდა და იქიდან ადევნებდა თვალყურს.
-რომ ვუყვარვარ -გაუღიმა ანამ და თვითონაც მანქანაში ჩაჯდა. -კარგად. -მანქანა დაქოქა და ეზოდან გავიდა.

-წაშალე. ეს სად გავუშვა, იტყვიან რომ დაგვცინიან.
-ეგრეცაა. -თავი გადააქნია ოპერატორმა და კამერა ჩანთაში ჩადო.

მშვიდ ფონს ქმნიდა ნიას სიმღერები მანქანაში.
-ასე ყოველდღე უნდა დაგხვდნენ და რაღაცები გკითხონ?
-სანამ არ დაიღლებიან ალბათ კი.
-შენ არ დაიღალე?
-არ ვიცი.
-მართლა მოგწერა? თუ მოატყუე?
-მართლა მომწერა.
-მერე, შენ? რა უპასუხე?
-არაფერი ნია.
-უკვე ისეთი დიდი ხარ, -მინა ჩამოწია ნიამ და სიგარეტს მოუკიდა. -ნამდვილი ქალი, ან კიდევ, უბრალოდ ქალივით იქცევი, მაგრამ ისე გიხდება, ისე... -თვალები დახუჭა და საზურგეს მიეყრდნო -რაღაც ისეთი ხარ, წყნარი, მშვიდი, -ყველა ეპითეტზე თავს არხევდა და იღიმოდა -თან იმდენს ფიქრობ, აფასებ, მნიშვნელობას ანიჭებ -მზერა გაუშტერდა შენობის სახურავზე ნიას. -არადა ჯერ რა დრო გავიდა? არც არაფერი, 2 წელი არაფერია. აი მე და ბუბა ჯერ მხოლოდ ორი წელი შეყვარებულები ვართ და არც ვიცი შენ ეტაპამდე როდის მოვალ... -ნელა გადახედა ანას, რომელიც ურეაქციოდ უყურებდა გზას. -ერთადერთი რაც არასდროს იცვლება შენში, შენი სახის მიმიკაა, პირველო. -ბრაზი აერია ხმაში. -ირგვლივ რა ხდება, რას გელაპარაკები და შენ კიდე ვითომც არაფერი. -აგრძელებდა ისევ ისეთი მონოტონური ხმით ნია. -მაგრამ მაინც ისე შეიცვალე, -ისევ დაუთბა ხმა -ვერც ვერასდროს ვიფიქრებდი შენი დილა თუ ვისკით არ დაიწყებოდა -ამ მიზეზის მოყვანისთვის ირონიულად გაეღიმა ორივეს -არა, მაინც სად წაიღე ეს შენი ხასიათი რა?! ასე რამ შეგცვალა? სიყვარულმა? მე მგონია რომ არ არის მაგის ბრალი...
მე რით არ მეშველა,
არადა
გიჟივით მიყვარს ბუბა.
-არის რაღაცები -მოკლედ მოუჭრა ანამ.
-აჰა, შენი სიბრძნის კიდევ ერთი გამოფრენა. ვხედავ რაღაცები რომ არის, სხვანაირად ვერც იქნება. -ანას მოკლე პასუხით გაღიზიანებულმა მეორე ღერს გაუკიდა და სახეზე მიაშტერდა -ისე, როგორი უფრო მომწონხარ ვეღარ ვხვდები. -ანა ისევ ისე, უემოციოდ აგრძელებდა გზას -პირველო ნუ მაიგნორებ, შენ გელაპარაკები.
-არ გაიგნორებ, უბრალოდ მე რა გითხრა, რომელი უფრო მოგწონდე?
-ნუ ჩამიღრმავდი, უბრალოდ მელაპარაკე.
-არ ვიცი რა გელაპარაკო. მკითხე ახალ ჯინსებზე, ჩანთაზე, კოსმეტიკაზე, პარიზზე, რამე სხვაზე მკითხე და დაგელაპარაკები... ოღონდ სანდროზე ნუ მთხოვ რომ გელაპარაკო და ნურც იმაზე თუ როგორი ვარ ეხლა, რაც ისედაც სანდროსთანაა პირდაპირ კავშირში.
-გაგიკვირდება და არც ეგ ჯინსები, ჩანთა, კოსმეტიკა და არც ეგ შენი პარიზი არ არი ჩემთვის ამაზე მნიშვნელოვანი და აი ასე თავის არიდებით და თემის გადატანით მე არაფერს მაკლებ რომ იცოდე. სულ გავიწყდება ვინ ვარ, სულ. გგონია რომ გავიქცევი და ყველაფერს საჯაროდ მოვყვები, უაზრო პანიკაში ხარ, სულ ყველაფრის გეშინია, მოლანდებასავით დადიხარ და თავს გვაჩვენებ თითქოს ეს ყველაფერი ასე არ არის.
-დავიღალე ნია, -გულწრფელი თხოვნით შეაწყვეტინა ლაპარაკი ნიას. -ძალიან დავიღალე.

ლალის ეზოში შეუხვიეს და ზუსტად ლალის სადარბაზოსთან გააჩერეს მანქანა.

* * *
მზე ისე იპარება სახლში გაჩერება შეუძლებელი ხდება.
ამ გაუსაძლისი მდგომარეობის მიხედვით, სამასკაციან ოჯახში, სამზარეულოში ცხელ ყავასთან დაბალ ხმაზე საუბრობდნენ მაია და მარიამი.
-ისე მომენატრა -ღიმილით თქვა მარიამმა და მაიას ქვემოდან ახედა.
-მეც. -ღრმად ამოისუნთქა და სევდიანად გაეღიმა. -სულ მგონია რომ ესემესი მომივა, ,,მაი, ძალიან მშია“, მოვა აკადემიიდან, თავის ნახატებს, ნახაზებს, ჩანთას და საერთოდ ყველაფერს დაყრის და აი მანდ, სადაც შენ ზიხარ, ფეხებს შემოკეცავს, კარგად მოკალათდება და გემრიელად შეჭამს.-ისეთი სიზუსტით და დეტალურად აღწერდა ყველაფერს მაია, მარიამს უბრალოდ ეღიმებოდა.
-ჰო, ზუსტად. ისეთი საყვარელია. სულ სადღაც დაფრინავს. დავურეკო?
გული აუჩქარდა მარიამის იდეაზე მაიას.
-არ ვიცი, მე რა ვიცი. მოიკითხე, ორი კვირაა არაფერი მსმენია. მე ვერ ვურეკავ, არც თვითონ რეკავს, სანდროს კიდე როგორ ვკითხავ... -შვილის ნაღვლიანი და გაბრაზებული სახე გაახსენდა მაიას.
-ჰოდა დავურეკავ. -ტელეფონის მოსატანად გავიდა მარიამი.

* * *
მაირამის ნომრის დანახვაზე, ღიმილი გადაეკრა სახეზე ანას და ტელეფონთან ერთად აივანზე გავიდა.
-მარიამ, როგორ ხარ?
-შენ როგორ ხარ?
-ნორმალურად. ვეღარ დავრეკე...
-ვხვდები, რა სისულელეა, არ არი საჭირო. -მარიამის კეთილ პასუხზე უფრო მეტად გაეღიმა ანას.
-მაია როგორაა? -ტელეფონში თავისი სახელის გაგონებაზე ბედნიერებისგან ხელები აუკანკალდა მაიას.
-ნორმალურად. მოგვენატრე.
-მეც. -უნდოდა ეთქვა ,,გამოგივლით“ ,,გამომიარეთ“, ან რაიმე მსგავსი მაგრამ მოუწია ყველა სიტყვის გაკონტროლება.
-არ გამოგვივლი? -დაუფიქრებლად შესთავაზა მარიამმა და როცა მიხვდა რაც გააკეთა, მაიასთან ერთად დაკარგა სახეზე ფერი.
-მარიამ... -მეტი არაფერი უთქვამს ანას.
-ხო, ვიცი, ვხვდები, უბრალოდ, მართლა ისე მომენატრე...
-მეც ძალიან.
-აკადემიმაში რას შვრები? -სიტუაციის განსამუხტად კითხა მარიამმა.
-რა ვიცი, არ დავდივარ. -კიდევ ერთი აუხსნელი წინადადება ანასგან.
-რას აპირებ? -ღრმად ჩაისუნთქა მარიამმა.
-ვნახოთ, შეიძლება დედაჩემთან წავიდე, ცოტა ხნით მაინც, ან საბუთები გავაგზავნო რომელიმე აკადემიაში.
-რა? -გაოცება ვერ დამალა მარიამმა. არც მაიას გამოპარვია ანას გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა რომ მკრთალად ესმოდა, ის რაც ყველაზე მეტად დაწყვეტდა გულს, კარგად გაიგო. -როდის აპირებ?
-ჯერ არ ვიცი, შეიძლება სულ არ წავიდე, ვნახოთ.
-მე არ მინდა რომ წახვიდე. -ბავშივით გამოუვიდა მარიამს და სამივეს გაეცინათ.
-ისეთი საყვარელი ხარ მარიამ. -სიცილს ვერ იკავებდა ანა -უნდა წავიდე, მამიდაჩემთან ვარ და გაგიჟდება, ისედაც ვერ ვნახულობ.
-ჰო მიდი, გკოცნი.
-მეც.

ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და კიდევ ერთ ულამაზესს ხედს მოავლო თვალი აივნიდან.
მერე ისევ შიგნით შევიდა და ლალისთან და ნიასთან ერთად განაგრძო საუბარი.

__________________
ღმერთო,
მემგონი დავბრუნდი.
მზად ვარ მოვისმინო ყველა ბრაზი!
იმას რასაც თქვენ განიცდით ეხლა, ვინც მიუხედავად ამდენი ხნისა მელოდებოდით, ზუსტად მაგას ქვია მირაჟი.
მიყვარხართ.



№1 სტუმარი ann))

პირველი ვაარ :D

 


რა ბრაზი,შენ დაბრუნდი !!!!!!! ოხ როგორ მინდოდა ამ ისტორიის წაკითხვა და თავს ვიკავებდი იმიტომ რომ დასრულებული არ იყო და მეგონდა არ დასრულდებოდა. მიხარიხარ

 


№3  offline წევრი მოიისფრო

მიყვარხარს გაჩვენენბ მე შენ!
რას გავს ეს?
დაგვიანება გამიგია, მაგრამ ეს ?
ეს იყო ჰორიზონტიდან აორთქლება!
თავიდან "ნიკი" რომ ვნახე მეგონა მომეჩვენა მაგრამ ძალიან გამახარე,ამ "დაბრუნებით" ამიტომ გადამირჩი ახლა.
მომწონს შენი ისტორიები და წარმატებებს გისურვებ!
დაგვაინება არ გაბედო იცოდე!

 


№4  offline წევრი Zamtaradze25

როგორც ყოველთვის შეუდარებელი "ქამბექი" მოაწყვე უბრალოდ ვგიჟდები !!

 


№5  offline წევრი Nate

ხელში ვეფხისტყაოსანი მიჭირავს, 100 სტროფი დამჩა.. ისე უცებ შემოვიარე, დავინახეე მეათე თავი და გამიხარდა..მერედა რაგამიხარდა!!!სად მივაგდე წიგნი აღარც მახსოვს! "ჩავუჯექი"ტკბილ თავს და ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. შენი ისტორიები მაგიჟებს ძალიან მიყვარს! ისტორიას ჭირდება ფიფქები,პულსი...ძალიანმაგრებია. მინნდა გითხრა რომ შენი მუდმივი მკითხველივარ!ეს ისტორიაც განსაკუთრებულია,მიყვარს ალექსანდეც და ალექსანდრეს ანანოც (ანა).ფბზე შენი პოსტი რომ ვნახე თავიდან ვერ მივხვდიმერე ოდნავ გამეღიმა, მერე ბედნიერებისგან გამაჟრჟოლა!იმედია აღარ დაიკარგები და იმედებს არ გაგვიცრუებ! წარმატებები შენ, იქნებ მალე დადო?! ველი..მიხარიხარ (თანაც იმდენად, რომ ამ კომითაც ვერ გამოვხატავ, არადა ყველაზე დიდი კომენტარია რაცც რაც კი საიტზე დამიწერია) love wink tongue

 


№6  offline წევრი new yorker

ისევ მეოცნებე
ჰოდა ეხლა თამამად შეგიძლია რომ წაიკითხო ^^

მოიისფრო
დედა მიბრაზდება ხოლმე ეგრე :D და შენც ძალიან კარგად გამოგდის, ჰაჰა ^^

Zamtaradze25

ვგიჟდები ესეთ რაღაცებს რომ მეუბნებიან ^^

Nate

ვაი, შენ რეპეტიტორთან ბოდიში მაშინ, გადაეცი რომ ცოტა დროს მეც წავიღებ ხოლმე ^^ მადლობა ამდენი კეთილი სიტყვისთვის <3

 


№7  offline წევრი ket-kat

რა ვთქვა ...))) ძალიან მიხარია რომ გამოჩნდი <3 და ელე ძველი ისტორიები რომლებიც წაიშალა საიტიდან დაგვიდე რა ისევ ან შენს ბლოგზე მაინც ატვირთე <3

 


№8  offline წევრი eni

მართლა ძალიან მომნატრებია მე შენი უმაგრესი და უტკბილესიი ისტორიებიი საოცრად გამახარეე <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3

 


№9 სტუმარი Anna

როგორ გამიხარდი love

 


მეჩვენება თუ ეს მართლა შენ ხარ belay ვერ ვიჯერებ wassat არვიცი , ნამდვილად არ მახსოვს შენს ისტორიაზე თუ მაქვს დაწერილი კომენტარი ,მაგრამ რაც მთავარია ყველა ისტორია მაქვს წაკითხული . winked პირველად რომ გიპოვე აქ და შენი მოთხრობების კითხვა დავიწყე ზახული იყო .სავარაუდოდ, ორი დღე და ღამე გავათენე შენი მოთხრობების კითხვაში და შოკში ვიყავი , ოღონდ მართლა . სასწაულად წერ ! სასწაულად გადმოცემს თითოეულ გრძნობას .
როგორ ხარ იცი ? - დაწყნარებულ ზღვას , რომ ააღელვებ ისეთი და ბევრ ჟრუანტელს რომ მოგვრი ადამიანს... feel არვიცი სხვა რა უნდა გითხრა , მაგრამ ის კი ვიცი , რომ შენი მოთხრობების კითხვაში გათენებული ღამეები ყველაზე მაგარი იყო. love love იმედი მაქვს კიდევ ბევრი ახალი შოკი მოკურად მაგარი ისტორია იქნება love

 


№11  offline წევრი sofi_rio

არმჯერა! მომეჩვენა ხო? ა რ ა რ ს ე ბ ო ბ ს ! მიყვარხარ მე შენ ელენიკო! იმაზე მეტადვიდრე შენწარმოგიდგენია! ისეგამახარე ა;ბათ 1 კვირა დადებილებული ვივლი!

 


№12  offline მოდერი nicol

მე ამ საიტს მაშინ შემოვუერთდი, როცა შენ თითქმის აღარაფერს დებდი. თავიდან ისტორიებს წასაკითხად ავტორების მიხედვით ვარჩევდი. რომელიმე ისტორია თუ მომეწონებოდა მის ყველა ისტორიას დავუყვებოდი და თავიდან ბოლომდე ვკითხულობდი. აღარ მახსოვს, როგორ ვიპოვე შენი " ცოტა ხნით ნუცუბიძეზე" მაგრამ ფაქტია, რომ მეორე ნაწილი ჯერ საიტზე არ გედო და გუგლით ვიპოვე შენს ბლოგზე. შენ ერთ-ერთი ის ავტორი ხარ, რომლის პროფილიც რამდენიმე დღე დამახსოვრებული მქონდა მობილურში და ვკითხულობდი ყველგან. ეს ისტორია არ წამიკითხავს, იმიტომ რომ დასრულებული არ გქონდა. ახლა ძალიან გამიხარდა გაგრძელება რომ გადაწყვიტე. აუცილებლად წავიკითხავ. წარმატებებს გისურვებ.
--------------------
თინა ნიკოლ

 


№13  offline წევრი BadBadgirl ^^

კომენტარის დასაწერად ემოციები უნდა დავალაგო თქო და მგონი უფრო ავირიე! ყოველდღე დიდი ხნის მანძილზე რო შემოვდიოდი და არაფერი მხვდებოდა, ეხლა იმის იმედიც აღარ მქონდა რო გააგრძელებდი, ეს უკვე გითხარი, მადლობაც გითხარი და კიდე ბევრ მადლობას გეტყვი, იმედისთვის:)
მარტო ისტორიის გაგრძელება არ არის ეს ჩემთვის, ბევრად მეტია, ბევრად:)
იმედია აღარ დაგვტოვებ (
შენი ყველა ისტორია მაქვს წაკითხული (როგორც მახსოვს) ''ისტორიას ჭირდება ფიფქების'' გარდა, ხოდა კიდევ ერთი ბედნიერება მაქვს წინ !

 


№14  offline წევრი Pepper

ეს რა დაინახა ჩემმა თვალებმა.
პირველი ადამიანი ხარ ვისი ისტორიაც წავიკითხე ამ საიტზე.
მხოლოდ შენს ისტორიებს ვკითხულობდი ხოლმე.
აღფრთოვანებული ვიყავი შენით.
ალბათ არც დაიჯერებ მაგრამ რამდენიმე დღის წინ გავიფიქრე კიდეც სად არის ნიუიორკერი მომენატრა მისი მოთხრობებითქო და დღეს რომ დავინახე ახალი თავი თვალებს არ ვუჯერებდი.
ეს ისტორია არ მქონდა ეაკითხული ამიტომ ერთი სულო მქონდა ლექციები დამთავრებულიყო რომ წამეკითხა ყველა.
ყველა ავტორს პატივს ვცემ ამ საიტზე და ბევრის ისტორიებს ვკითხულობ მაგრამ შენ უბრალოდ საუკეთესო ხარ !
ახლა ხომ საერთოდ
მთელი ათი თავი ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე.
საოცარი ხარ. უნიჭიერესი.
სასწაული ისტორიააა.
მთელი ემოციებით დატვირთული.
მომწონს ძალიან ანა
ალექსანდრეზე ვგიჟდები
წყვილოა რაღაც საოცრად ორიგინალური
მაინტერესებს ძალიან რატომ დაშორდნენ.
ველი შემდეგ თავსსს <3
იმედია მალე დადებ <3
სიყვარულით შენი ისტორიების გაგიჟებული ფანი <3

 


№15  offline წევრი new yorker

ისე მიყვარხართ რო უკვე მეშინია, რეებს მიწერთ, ნორმალურები თუ ხართ, მე თქვენზე ვგიჟდები ადამიანებო ვგიჟ დე ბი!!! თუ გესმით?!

 


№16  offline მოდერი 13.

ახლა ვიგრძენი, რამდენი დრო გასულა.
მომნატრებია.
და თან, როგორ.
--------------------
ნინი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent