emotions -it's love
დეკემბრის 28 იყო, მე დედაენის ბაღში " book corner-ში" ვიჯექი მარტო, ერთი ფინჯანი ლიმნიანი ჩაისა და ჩარკვიანის "მშვიდი ცურვით" ხელში. მთლიანად ჩაკარგული წიგნში, ვერც კი ვხედავდი ჩემს ირგვლივ მყოფ ხალხს, გარესაყაროსგან სრულიად მოწყვეტილს მესმოდა Damien Rice-ის Cheers darlin და ვკითხულობდი ჩარკვიანს, როცა სრულიად მოულოდნელად ჩემს ფინჯანზე ჩამოწყობილ თითებს, რაღაც გაყინული შეეხო. გაოცებულმა დავხედე ჩემს თითებზე ჩამოდებულ უგრძელეს და ულამაზეს თითებს, შემდეგ კი თითქმის პირღიამ გაოცებისგან თითების პატრონს შევხედე და ზღვისფერ თვალებში ჩავიკარგე... ისე მივშტერებოდი უცნობს ვერც კი ვიაზრებდი ჩემს საქციელს და ვერც ჩემს იმჟამინდელ მდგომარეობას. ბოლოს, როგორც იქნა გონს მოვეგე, ხელები ფინჯანს სწრაფი მოძრაობით მოვაშორე და ჩემს აკანკალებულ მუხლის თავებზე ჩამოვდე. მას გაეღიმა, აი იცით როგორ?! გვერდულად ჩაეღიმა და თალები ჩემს თითებს გამოაყოლა. ჩუმად ვისხედით, არც ვიცოდი რაუნდა მეთქვა, ისიც არ იღებდა ხმას, ცოტახანში კი ჩემ ლიმნიან ჩაის დასწვდა და ძალიან მშვიდად მოსვა. მე გაოცებისგან ენა ჩამივარდა. -რრას აკეთებ? სრულიად სხვა ხმით და ენის ბორძიკით ვკითხე უცნობს , მან კი მშვიდი სახით გამომხედა და ღიმილით მიპასუხა. -ჩაის ვსვამ, სხვათაშორის ძალიან გემრიელია. -ვინ მოგცა უფლება ? სიმშვიდეს ჯერ კიდევ ვინარჩუნებდი. -უფლება რისთვის? -უფლება ყველაფრისთვის. სხვაგან ადგილი ვერ ნახე ? ან რატომ სვამ ჩემს ჩაის, ჩემივე ჭიქიდან?! -ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. მიპასუხა და მრავლის მთქმელად ჩამიკრა თვალი. ამაზე გავცოფდი, სასწრაფოდ ავდექი,უთხელეს სარაფანზე პალტო შეოვიცვი , ჩაის ფული მაგიდაზე დავტოვე, ჩემს ლუგზაკსა და წიგნს ხელი მოვკიდე და ვითომდ გრაციოზულად დავტოვე კაფე. მხოლოდ გარეთ გაოსვლისას ვიგრძენი და მივხვდი, თუ როგორი სიქაჯე გამოვავლინე, მაგრამ სხვაგვარად არ შემეძლო. ვერ ვიტან ასეთი ტიპის ბიჭებს. უეცრად, რომ მოგეჭრებიან და შენ ხარჯზე ბოლომდე ისწორებენ... ხასიათიც გამიფჭდა, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, გასეირნების პერპესქტივა კი მხიბლავდა. Arctic Monkeys - 505 ჩავრთე ბოლო ხმაზე, გზას გავუყევი და ტირილი მომინდა, ყოველთვის ასე ხდება, რადგან ამ სიმღერაზე ყოველთვის ერთი-ერთი მოთხრობა მახსენდება. გზას მივუყვებოდი და ვფიქრობდი პერონაჯების უცნაურობაზე, ჩვენს ცხოვრებაზე და იმაზე თუ როგორი უსამართლოა ის! მიუხედავად იმისა,რომ მთელი გზა სხვადასხვა რამეზე ვფიქრობდი , მაინც გამახსენდებოდა ხოლმე უცნობის ულამაზესი წყლიან თვალები და მისი თითები. 31-ში, 4 დაქალთან ერთად ვიჯექი და უმეცოიოდ ვსვამდი არაყს, როცა უცხო ნომრიდან sms-ი მომივიდა "გილოცავ ტატა." ერთი გაფიქრება ისიც ვიფიქრე, იქნებ უცნობი იყოთქო, მაგრამ თავი გავაქნიე და კიდევ ერთხელ მოვსვი მწარე სითხე. საერთდ არ გამოჩენილა "ის", მეც თითქოს აღარც მახსოვდა მისი არსებობა , როცა ისევ გამოჩნდა და ისევ ყველაფერი ამირია. ისევ 28 იყო მხოლოდ თებერვალი, ილიაუნიდან გამოვედი და გადავწყვიტე ცოტახანს მზიურში დამეცადა მეგობრისთვის, ამინდიც მშვენიერი იყო... ჰოდა მეც გავუყევი გზას და ერთ-ერთ სკამზე ჩამოვჯექი , კვლავ წიგნს ვკითხულობდი "სამოსელ პირველს" მუსიკის თანხლებით, როცა კვლავ ვიგრძენი გაყინული ხელები ჩემს მაჯაზე , გავხედე და ისევ ისე მიღიმოდა , თავისებურად .ყურსასმენი მოვიხსენი და შევხედე , ის კი გაუნძრევლად მომჩერებოდა, მისი სუნთქვა კი სახეზე მეფინებოდა, ბოლოს კი სრულიად მოულოდნელად დაარღვია სიჩუმე. -გჯერა, რომ დედამიწას სიყვარული ატრიალებს ?! -მჯერა. -გყვარებია? -არა! -აბა რატომ გჯერა ? -აუცილებლად შემიყვარდება და იმიტომ. აღარაფერი უთქვას, უბრალოდ ჩემი ხელი თავისაში მოიქცია და ჩემი თითებით დაიწყო თამაში. მე კი გაუცნობიერებლად მის მხარს ჩამოვადე თავი და თვალები დავხუჭე. ვგრძნობდი მის თითებს ჩემსაზე, მის სუნამუს ვისუნთქავდი და გული ყოველ წამს უფრო და უფრო სწრაფად მიცემდა. უეცრად მან ისევ დაიწყო ლაპარაკი. -იცი?! მეც მჯერა ამ სიტყვების -შენ გყვარებია ?! -ალბათ კი, და ალბათ ახლაც მიყვარს. ჩემთვის ეს "ალბათ" ცოტა გასაკვირი იყო, მაგრამ არ მიკითხავს რატომ "ალბათ". ცოტახანში კი ადგა და წავიდა, ყველაფრის გარეშე. მე კი დამტოვა ისევ პირდაღებული. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.