დაფარული გრძნობები #2
საჭესთან მე ვიჯექი,გვერდით გადარეული ბელა მეჯდა,ფეხები მაღლა ჰქონდა შემოწყობილი და მუსიკას ხმამაღლა ჰყვებოდა.უკან,პატარა ბავშვივით გაბუსხული ანჟელიკა იჯდა.ახლა ის,ძალიან ჰგავდა ბარბის თოჯინას,ღია ცისფერ თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებდა,თმები გაზაფცულის პეპელასავით ნაზი და შრიალა ჰქონდა,თხელ ვარდისფერ ტუჩებს გაბრაზების ნიშნად პრუწავდა და ბელას უბდღვერდა. -აუ დამსვი რა, დამსვი!-ჯუჯღუნებს ლიკა. -მოკეტე!-იღრინება ბელა და შავ ლენონებს ისწორებს. -ლიდა,დამსვას თორემ...თორემ დავკოდავ!-მუშტი იღერებს ანჟელიკა. -რაიო?-გაოცდა ბელა. -ჰო,თხასავით დაგკოდავ! -შენ მართლა ტვინ დაკოდილო-აკისკისდა ბელა,აი,ლიკამ კი ტირილი დაიწყო. -ახლა ორვემ ჩაიჯვი*თ!ბელა გადადი უკან ლიკასთან!-ვიკივლე და მანქანა გავაჩერე. -ჰო,რას მიბრიელებ თვალებს მიდი გადადი თორემ ორივეს გარეთ გაგსვამთ! -იდიოტო!-შუღრინა ბელამ ლიკას და გვერდით მიუჯდა.კმაყოფილმა ჩავიცინე და გზა განვაგრძე. *** მთელი გზა დანა პირს არ გვიხსნიდა.ლიკა მოწყენილი იჯდა,ცისფერი თვალები დაეხუჭა და თავი ბელას მხარზე ედო.'ხომ არ ჩასძინებია მეთქი' გავიფიქრებდი თუმცა მისი ჩუმი ოხვრა როგორც კი ყურთასმენას მოსწვდებოდა გული მეთანღებოდა.ვიცოდი,ლიკას რომ ახლა ძალიან უჭირდა,რომ გიგის სიყვარული ანადგურებდა და შინაგანად ფიტავდა ჩემს პოზიტიურ მეგობარს.სწორედ,გიგის სიყვარულმა ჩამოაშორა ძმასთან,ყველა წვრილმანზე ბავშვივით იბუტებოდა და ყურადღებას ითხოვდა ვატოსგან.ეს ერთგვარი ეგოიზმიც იყო,ანჟელიკა ძმებს იყო მიჯაჭვული და მათთან სხვა ქალის დანახვა ჭკუიდან შლიდა.მითუმეტეს რომ გაურკვეველი მიზეზით ირაკლის საზღვარგარეთ მოუწია გადასვლა.ყველა გარემო ფაქტორებმა იმოქმედეს მასზე...მე ხომ ვიცი როგორ სტკიოდა გიგის იგნორი,დაუნახავობა.ის ხომ ჩემს მხარზე ტირილით ათენებდა ღამეებს და ხსნას ჩემთან და ბელასთან საუბრით ელოდა. -ლიკა,კარგად ხარ?-ვკითხები ნაღვლიანად. -აჰ,კი,არამიშავს...უბრალოდ ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს ვიღაც ყელში ხელს მიჭერს.სუნთქვაც კი მიჭირს,ასე მგონია ვიხრჩობი და ვხავი,თუმცა მშველელი არავინ მყავს,არავის ველი... -ზედმეტად აბუქებ ანჟელიკა!-წამოიძახა ბელამ და სავარძლიადან წამოიწია.-ისე საუბრობ თითქოს რაღაც საშინელება შეგემთხვა და კვდები! არასწორია შენი მსჯელობა! ყველაფერს ცუდი თვალით,პესიმისტურად უყურებ,შენი თავი თუ არა ჩვენ მაინც შეგვიბრალე...არ მინდა ასეთს გიყურებდე.-ჩაილაპარკა ბელამ და ატირებული მეგობარი გულში ჩაიკრა. *** ანაკლიაში ბელას მამას სახლი აქვს...შარშანწინდელი კაზანტიპის გამო იყიდეს,საოჯახო სასტუმროს ტიპის სამსართულიანი სახლი, ზღვის პირას, რომელიც წელს მთლიანად ჩვენს კუთვნილებაშია! სამივემ დავინაწილეთ საქმეები და დალაგება დავიწყეთ.გვიანობამდე ვფერთხეთ და ვწმინდეთ შემდეგ კი დაქანცულები ჩვენ-ჩვენ ოთახებში შევიხიზნეთ. დილას ადრე ავდექით მოლაპარაკების თანახმად,მსუბუქად წავიხემსეთ და მინი შორტებით,კაბებით, სარაფნებით გავედით პლიაჟზე. -რა ნეტარებაა-ამბობს ბროწეულისფრად შეფაკლული ბელა და გვერს იცვლის. -ეჰ,რაკარგია როცა გული ჩიტივით თავისუფალი გაქვს,არაფერი გაღელვებს...-ამოიკნავლა ლიკამ და სათვალეები შეისწორა. -შენ რა იცი,იქნებ ჩვენც გვიყვარს და გულში დამალულ ნაღველს, ღიმილით ვნიღბავთ?-წამოიძახა ბელამ. -ვინ გიყვარს ბელა?-სათვალეები მოიშორა ლიკამ. -არის ერთი...-ამოიბლუკუნა და სწრაფი ნებიჯებით გაეშურა წყლისკენ. -ეცადე გამხიარულდე-დამაიმედებლად გავუღიმე ანჟელიკას და მზეს მივეფიცხე. *** უჩვეულოდ კარგად მიილია ერთი კვირა,გოგონები კარგად დავიბრაწეთ და კანიც მაცდურად,შოკოლადისფრად შეგვიფერადდა.ყოველ საღამოს ვსეირნობდით ბულვარში,ზღვის პირას და ვმხიარულობდით... თუმცა სამივემ კარგად ვიცოდით რა ტკივილი იმალებოდა ერთი შეხვედრით ბედნირ და უღიმღამო დღეებში. ეგოისტურ გრძნობას ვყავდი შებყრობილი,მენატრებოდა ვატო...გულში ერთად ყოფნის პერსპექტივებს მრავლად ვისახავდი,თუმცა ვიცოდი მე ვატოს არ შევუყვარდებოდი. გვიანი ღამე იყო,ძილი ვერაფრით მომეკარა...ფანჯრიდან მთვარის სხივები შემოდიოდა და თვალებში ურცხვად მანათებდა.ზანტად წამოვდექი საწოლიდან და სამზარეულოში ჩავედი.შორიდან მოვკარი თვალი აივანზე გადამდგარ ბელას და გული ჩამეწვა,არ ამხელდა,არ იმჩნევდა, თუმცა ვგრძნობდი მის ტკივილს. კარადიდან ორი ჭიქა გამოვიტანე, ყავა მოვზადე და აივანზე გავედი.იდაყვებით ეყრდნობოდა მოაჯირს და მოლივლივე ზღვაზე ჰქონდა მზერა გადატანილი.ყავა მოაჯირზე ჩამოვდგი და უკნიდან მივეხუტე.ვიგრძენი როგორ აუჩქარდა გული,მისი ცივი,გათოშილი ხელები ჩემსაში მოვიქციე გავუთბე და ოხშივარ ადენილი ყავა მივაწოდე. -ლიდა,სანამდე შეიძლება ტკივილის დამალვა?-სიჩუმე ბელას ხმამ დაარღვია. -ტკივილი?-მწარედ გამეცინა... -უნდა მოიოხო გული,განდევნო ყველა გრძნიბა რაც ტანჯცას იწვევს თორემ უარესად დაიტანჯები.მე ვიცი ბელა რომ გაწუხებს რაღაც,ისიც ვიცი რომ თქმა გიჭირს.თუმცა მე შენი მეგობარი ვარ.მეგობრები კი იმიტომ არსებობენ რომ ერთმანეთი ანუგეშონ,გაამხნევონ... -17 წლის ვიყავი როცა მივხვდი მომწნდა-ჩახლეჩილ იხმით დაიწყო ბელამ- ,19-ისას ვაღიარე რომ მიყვარდა...მაგრამ უიმედოდ,უსაზღვროდ და უნამუსოდ...არ ვიცი რა შემიყვარდა მასში,ის თვალები რომლის სხივებიც გულში სანთელივით მეღვინთებოდნენ თუ მისი ჯმუხი ხასიათი,სიკეთე...გუნება შემიყვარდა...-გმატყდარი ხმით საუბრობდა ბელა და მძიმედ სუნთქავდა.-საშინელ სიტუაციაში ვარ,ვმალავ და ვხვდები მალე სუნთქცაც კი გამიძნელდება...წელიწადნახევარია რაც არ მინახავს,დავივიწყებ მეთქი მაგრამ ვერა...-ხმამაღლა ატირდა ბელა. -მე შენთან ვარ ბელ,მე ყველაზე კარგად მესმის შენი ჩემო ლამაზო... *** სამივენი კოცონთან ვისხედით,ბელა და ლიკა გაყურსულები მისმენდენენ,გიტარას ვურკრავდი და ვმღეროდი...არაფერი მესმოდა არც აკორდები, ბგერები.მხოლდ აგიზგიზებულ ცეცხლზე მქონდა მზერა მიყინული და ვგრძნობდი როგორ მისველდებოდა მლაშე სითხისგან ცრემლები... I could put my arms around every boy I see But they'd only remind me of you I went to the doctor and guess what he told me Guess what he told me He said, "Girl, you better try to have fun no matter what you do." But he's a fool `Cause nothing compares Nothing compares 2 u -გავისეირნებ!-ფეხზე წამოხტა ბელა და სანაპიროს დაუყვა.ღამის ფონზე მაინც შევამჩნიე მის თვალებში აბრჭყვიალებული ცრემლი.იმ წამს,საშინალდ მეტკინა ბელა! გიტარა ქვიშაზე დავდე, უპერდონოდ დავტოვე ლიკა და ბელას დავედევნე.ზღვის ზვირთებს ფეხებით იგერიებდა და შიგადაშიგ გაურკვევლად ბუტბუტებდა, ჩემთვუს გაურკვეველ სიტყვებს. -ბელუსაა!-ნაძალადევი ღიმილი ავიკარი სახეზე და უკნიდან მივეხუტე. -გ ი ლ ო ც ა ვ!_დავიკივლე ენერგიულად, ჯიბიდან პაწაწინა მედალიონი ამოვიღე და ყელზე გავუკეთე. -მინდა იცოდე რომ უზომოდ მიყვარხარ! -არც კი მახსოვდა ეს დღე.მადლობა ლიდა რომ ჩემი საყრდენი ძალა ხარ,ყველაზე დიდი საჩუქარი ხარ უფლიგან ჩემთვის ბოძებული!-ცრემლიანი თვალებით ამომხედა და მთელი ძალით ჩამეხუტა. *** თბილისში ადრე მოგვიწია დაბრუნება...მწრთვნემა დამიბარა და წამოსასვლელი შემექმნა გოგონებმა კი პროტესტი გამოთქვეს და უკან დამედევნენ. *** შინ ახალი დაბრუნებული ვიყავი,დაღლილს ფეხები დივანზე ამეკეცა და ფორთოხლის წვენს ვწრუპავდი.არაული ვიყავი...ერთის მხრივ მიხაროდა შემოთავასზება რომლითაც ჩემი კარიერული წინსვლა გარანტირებული მქონდა,მეორეს მხრივ კი ოჯახი,მეგობრები მაბრკოლებდა.ვიცდი რომ გამიჭირდებოდა მათ გარეშე თუმცა ასეთ მნიშვნელოვან მიწვევას ვერ გავუშვებდი ხელიდან...იქნებ ეს ნაბიჯი ჩემს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლიდა,ვატოს დავივიწყებდი და გულიდანაც მოვიშორებდი ნაღველს,რომელიც უკვე მკლავდა,მანადგურებდა... ფიქრებიდან ზარის ხმამ გამომაფხიზლა,ზანდატ წამოვდექი და კარი გავაღე.თვალებ დასიებული,ატირებული ანჟელიკა კარებს ეყრდნობოდა და ისტერიკულად ტიროდა... -ადამიანო,ამოღეღე რა მოხდა!-მოთმინება დაკარგულმა მხრებში წავავლე ხელი და შევანჯღრიე. -ბელას და ირაკლის შევუსწარი!-დაიკივლა და კარებთან ჩაცურდა. მზიან ამინდს რომ უეცრად მოვარდნილი გრიგალი და წვიმა რომ შეცვლის,ისე აიშალა გრძნობები ჩემში...პირველად ტკივილი ვიგრძენი,მაგრამ არა ჩემი,ბელასი! ვიცოდი მისი იმპულსურობის ამბავი. აკანკალებული ხელი საფეთქელზე მივიდე და მოტირალი ლიკა სახლში შევიყვანე. -ეგ ბოზ*! როგორ გაბედა ჩემს ძმასთან რომანის გაბმა! კახპ* ეგა!მოვკლავ,ჩემი ხელით დავახრჩობ!_მძვინვარბდა ლიკა.ხელებ ჩამოყრილი მივესვენე დივნის საზურგეს და თვალები დავხუჭე.ვგრძნობდი როგორ ცვლიდა ჩუმ ტირილს ემოციური,საშინელი ისტერიკა... ძლივს მოკრებული ძალებით დავალევინე დამამშვიდებელი ლიკას საწოლში ჩავაწვინე და ბელას სანახავად გავიქეცი... იმედია მოგეწონებათ...გამიზიაეთ თქვენი აზრი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.