შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეგობრობის მოთხივნა (თავი 12)


17-03-2016, 17:36
ავტორი I.am.dreamer
ნანახია 1 591

არდადეგები ისე დაიწყო სესილი სკოლაში არ მოსულა, მხოლოდ ინტერნეტით ვეხმიანებოდით ერათმანეთს ძალინ იშვიათად ბოლოს კი კონტაქტი სრულიად გაწყვიტა ჩემთან.
-სესილია მსიინავ... - გაბრაზებულმა მივწერე როცა ყველა ჩემი შეტყობინება უპასუხოდ დატოვა.
-იცი რა? ვიცი რომ მაწვალებ მაგრამ კარგი რა არ მოგბეზრდა?- მივხვდი რომ უბრალოდ მეღადავებოდა და მეც შევეშვი და ამ ყველაფერს იუმორით შევხვდი.
•••
-სესილია ადექი გაგვიანდება.
-ჰო მაცა ცოტახანი- ამოიბურდღუნა სესიმ და თვალები უსევ დახუჭა.
-ს ე ს ი ლ ი !!! - დედის ტონი იმდენად მკაცრი იყო სესილიმ სწრაფად ჭყიტა თვალები და ლოგინიდან წამოხტა.
-ჯანდაბა მარცხენა ფეხი... ესეიგი თარსი დღეა. - საწოლიდან ადგა თან თვალებს ისრესდა . ცოტა გამობენტერებული იყო და თავბრუ ესხმოდასავით.
-აბა სესი ბრთხილად ნუ გადაკიჩე... მაქეთ სკამია... სწორ ხაზზე იმოძრავეთ მიქალაქევ... იქეთ კომოდია გოგო სწორ ხაზზე-მეთქი - თან კარადისკემ მიდიოდა თან თავს ამხნევებდა მანამ სანამ ნახევარწუთიანი სწრაფად ადგომისგან გამოწვეული თავბრუსხვევა გაუვლიდა.
-ვაიმე დედაააა ფუ შენიიი... აუჩ...
-რა გაღრიალებს? - დაფეთებული ნატო სესისთან შევარდა ოთახში.
-არაფერი დე უბრალოდ ფეხის ნეკა თითით შევამოწმე კომოდი ისევ თავის ადგილას თუ იდგა. - სიმწრის სიცილით უთხრა.
-ცოტა ფრთხილად იყავი ხოლმე. ჩაიცვი და წადი.
წასასვლელად მომზადებამ ყოველგვარი ექსესების გარეშე ჩაიარა. სესილიმ ზურგჩანთა მოიკიდა და გაჩერებაზე გავიდა რათა 6 ნომერ სამარშრუტო ფაქს დალოდებოდა რომელიც საცურაო აუზ "ლაგუნამდე" მიიყვანდა.
და აი ნანატრი საღებავ გადაქლექილი, წინაფარჩამოგდებული, ბოლოს ფარნავაზის დროს გარეცხილი მარშრუტიც მოღოღდა.
6 ნომერს არასდროს არ ყავს ბევრი მგზავრი. სკამები თითქმის ცარიელია ეს კი კომფორტული მგზავრობის გარანტიაა, მაგრამ , როცა სესიმ ფეხი ადგა მარშრუტში იგი იმდენად გადაჭედილი დახვდა ძლივს შეეკვეხა ათასი რჯულის ხალხში.
-"ბედი არ მაქ" - გაიფიქრა თავისთვის და ფანჯარას ზურგით მიეყდნო. რომ არ წაქცეულიყო ხელი მინის ქვედა მხარეს მიადო. თუმცა ვიღაც პუტკუმა მაღალი ქალი ზუსტად იმ ადგილს საჯდომით მიებრჯინა და სესის ხელი მიუჭყლიტა.
-"მძულს ეს მომენტი... სქელტრაკავ გაიწიეეე".
-"აწი უნდა ჩავიდე"
-უკაცრავად გააჩერეთ-იყვირა სესიმ , თუმცა მძღოლმა ვერ გაიგონა და "ლაგუნას" გასცდა. მერე ვიღაცამ უთხრა ბავს გაუჩერეთ ჩასვლა უნდაო.
ძლივს გაკვეთა ხალხის ერთმანეთზე გადანასკვული მასა მძღოლისკენ წავიდა. უცებ ვიღაცამ ხელი უჯიკა და პატარა ბაბშს რომ არ შესკდომოდა ორივე ხელით პირველი სკამის საზურგეს ჩაებღაუჭა ამუს გამო ხელში არსებული ხურდები ძირს დაუცვივდა.
-"ჯანდაბა ჯანდაბა ჯანდაბა რა იდიოტი ვარ "
ხურდა აღარ აუღია უფრო სწორად ვერ აიღო და ჯიბიდან ლარიანი დააძრო მძღოლს გაუწოდა და როგორც იქნა ძირს ჩამოაღწია.
-"ღმერთო მიყვარს ტროტუარი , მიწა, ასფალტი, ხღეში, გქვა, ყველაფერი რაც ძირსაა და არა აქოთებულ ასანთის კოლოფისხელა მარშრუტში"
ვინაიდან გვიან გაუჩერეს ერთი გაჩერების ფეხიდ გავლა მოუხდა. ნახევარი გზაც არ ქონდა გავლილი რომ რაღაცამ "ფხრიწ" დაიძახა. ეს ზურგჩანთა იყო რომლის ორივე სახელურიც ზედა მხარეს ამოწყდა. ჩანთა მძიმე იყო რადგან შიგნით გამოსაცვლელებთან ერთად მათემატიკის ორი სახელმძღვანელო თავისი რვეულებით და ბიბლიოთეკუს 450 გვერდიანი სტენდალის "წითელი და შავი" ედო.
- ამაზე ვარესი რაღა უნდა დამემართოს?
აფხუკუნებული და გაბრაზებული სესილი დიდი ფაცხა-ფუცხით შევარდა "ლაგუნაში" და პირდაპირ გასახდელისკენ გაიქცა მას მერე რაც მისი კომფიდენციალურობა შეამოწმეს.
ჩანთა გადმოჩიჩქნა და საცურაო კოსტუმის ძებნა დაიწყო რომელიც დედამის უნდა ჩაედო ჩანთაში.
-ეს რაუბედურებაა? რაჯანდაბა ჩამიდო ამ ქალმა?
ფეხების ბაკუნს მოყვა და ორჯერ მიერტყა ხელი კარება. აი ისე ამერიკულ ფილმებში რომ იციან გაბრაზებულ გულზე.
-უკაცრავად მალე გამოდიხართ?
ვიღაც მოადგა გასახდელს.
-"ფუუ მოშორდი აქედან" გაიფიქრა სესილიმ და სწრაფად დაიწყო გამიცვლა-დიახ ცოტახანი თუ შეიძლება.
სწრაფად გამოეწყო მისი მამიდაშვილის "ჰელოუ კიტის" ფურჩალებიან ბიკინში და ტოპის მსგავს ბიუსჰალტერში.
ასე შვიდი წლის ბავშვივით ჩაცმული გამოტანტალდა თავისი გახეული ჩანთით და პირდაპირ აუზისკენ გაემართა. არ მოუსმენია მწვრთნელისთვის ისე ჩახტა წყალში სხვებთან ერთად.
-ბავშვებო დღეს ერთი ძალინ მაგარი ბიჭი გავარჯიშებთ ჩვენი "ლაგუნას" წარმატებული მოსწავლეა და ბევრ შეჯიბრებეში მოიგია.
ამ ახალმა ამბავმა დიდი გაიცება და მოლოდინი გამოიწვია 12-13 წლის საზოგადოებაში სესის გამოკლებით. ყველაფერის გამომეტყველებით ჩაყვინა და გაცურა.
-გამარჯობათ მე გაბრიელი ვარ.
-"აი სად დაგერხა სესილია უბედურის დღეზე გაჩენილო" - ეს იყო მისი პირველი რეაქცია ამოყვინთვიდან როცა გაბრიელი დაინახა.
ისეთი სიმპატიური იყო...
მოკლე საცურაო შორტი და კუბიკები... ოხ მშვენიერი კუნთები... და უნაკლო სახე...
სესილი სამის დადნა და წყალს შეერია. იმდენად მოულოდნელი იყო მისთვის გაბრიელის იქ ნახვა როგორც ჩემთვის იქნება როცა ტომ ჰარდს პირადად შევხდები.
ტომ ჰარდის გარდა კიდევ ბევრის ნახვა ჩამაგდებდა
კომაში მაგრამ ამის ჩამოთვლა რომ დავიწყო კარგა ხანს ვერ მოვრჩები.
თემიდან გადავუხვიე მოდით საწყისს დავუბრუნდეთ.
საოცრად მომხიბვლელმა გაბრიელმა მთლიანად ააფორიაქა სესი და იმ ფაქტმა რომ თვითონ პატარა ბავშვივით იყო გამოწყობილი მის უიღბლას კიდევ ერთხელ გასვა ხაზი.
-ვა მარი არ ვიცოდი ცურვაზე თუ დადიოდი.
დაახლოებით ვარჯიშის დაწყებიდა ათი წუთის შემდეგ შენიშნა გაბრიელმა გოგონა რომელიც იმალებიდა და მასთამ მიცურა.
-გამარჯობა. არც მე ვუცოდი მოცურავე რომ იყავი. რატო მიმალავდი?- ძველი თემაა შეახსენა ის დიალოგი როცა გაბო უთხრა ჩემი სპორტის სფერო საიდუმლოაო.
-ო კაი რა დაიკიდე.- თავზე ხელი გადაუსვა და როცა თვალი ჩააყოლა გაეღიმა მერე ჩაყვინთა და ამოყვინთულს ისეთი ისტერიული სისცილი აუტყდა კინაღამ დაიხრჩო.
-რაგაციმებს? დალაგებული ხო ხარ? - სესილი კი მიხვდა რაშიც იყო საქმე მაგრამ...
-არა მართლა არ ვიცი ხოლმე ესე მაგრამ... რა გაცვია ტო? - თან ცხენივით ჭიხვინებდა და ბავშვებს ანიშნებდა ჩაყვინთეთო. - ამდა ამ პატარებში რაგინდა?
-ნუ დამცინი... დებილო - გაუთამამდა სესი - დედაჩემს შეეშალა და ჩემი დეიდაშვილის საცურაო კოსტუმი გამომატანა... ასაკით პატარააა მაგრამ ფიზიკურად ჩემხელაა... შეწყვიტე სიცილიიიიი... ავად ვიყავი და მწვრთნელმა რომ გაგიცდა პატარებთანაც იარეო გაიგე?- ისე ელაოარაკებოდა თითქო კარგა ხნის ძმაკაცები ყოფილიყვნენ.
-კაი გაგიტყდა? - ტონი შეეცვალა გაბრიელს და წყლის შხეფები გაყარა ხელის მოძრაობით.
-რა რა გამიტყდა უბრალოდ... - სესიმაც ვერ შეიკავა თავინდა სიცილი წასკდა.
ასე იდგნენ და იცინოდნენ კარგა ხანს სანამ მწვრთნელმა არ დაუძახა გაბრიელს სხვა ვარჯიშიც აჩვემე ბაბშვებსო.
იმდენი იცინეს და გაერთნენ პირველად აღვივსე სესილის მიმართ შურით. ნუ თეთრი შური იყო მაგრამ აზრი?
-ყოჩაღ ბავშვებო დღეისთვის კმარა.
მოცურავეთა სასტავი დაიშალა. სესიმ გამოიცვალა და "ლაგუნა" დატოვა.
-აჰ საით მეტალჰედო? - ნაცნობი ხმა ნაზად მოხვდა სესი ყურს და უბიძგა უკამ შებრუნებულიყო.
-სახლში- მორცხვად გაიღიმა და ჩანთას დაეპორწიალა.
-სახლში არა ის... - კეფა მოიფხანა და პაუზის შემდეგ განაგრძო - წამო შაურმა ვჭამოთ მე გპატიჟებ.
-არა გააფრინე? -სახე შეიშმუშნა და უკან გადადგა ნაბიჯი.
-აუფ გიჟვს ვგავარ? შეურაცყოფას შეურაცყიფაზე ნუ მაყენებ თორემ... თორემ ორივე შაურმას მე შევჭამ.
-და ამდენი საჭმელი რომ გაგასუქებს და შენს კუნთებს ფორმას დაუკარგავს?
-ოპააა... ვიღაცა ჩემს გარეგნობაზე ზრუნავსსს... რა ხდება სესილია ტვილდიანი? - ორივეს პანიკური სიცილი აუტყდათ გაბრიელი კი სესის მიუახლოვდა და ხელი გადახვია. - წამო წამო რაა მშია ძაან მარტო მეზარება.
იმდენად უნდოდა სესის წასვლა ეშმაკს სულსაც მიყიდიდა მაგრამ ვირივით გაჯიუტდა და უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.
-ჯერ ჩემთვის უარი არც ერთ გოგოს არ უთქვამს და მუტყდება.
-კაი კაი წავიდეთ. - ისეთი ხმა მიიღო თითქოს ნაძალადევად მიყვებოდა თუმცა გულში ისე უხაროდა მეცხრე კი არა მეცამეტე ცაზე იყო.
შაურმის "თოხლაობამ" ფანტასტიურად ჩაიარა. ორი მხარე კმაყოფილი იყო როგორც საჭმელით ასევე საუბრით და გართობით.
-ორის აიღეთ - ხურდა გაუწოდა გაბრიელმა მძღოლს.
-არ იყო საჭირო გაბრიელ- დაიმირცხვა სესიმ და უკანა სავარძელზე მოკალათდა.
-როგორმე 6 ლარიანი შაურმა გიყიდე და სამგზავროსაც შევწვდები. მამაჩემი არაა აქ თორე მანქანით წამოგვიყვანდა.
გზაში მეტალზე და ჩემთვის უცნობ
ტერმინოლოგიაზე საუბრობდნენ.
-პაჩი მინდა ძააან საკეტს უნდა მუვაკერო. - საუბარი სესიმ დაიწყო.
ესიგი ახლა აგიხსნით რა არის პაჩი. ანუ იყიდება გამზადებული ბენდების წარწერები რომელსაც ნებისმიერ ტანსაცმელზე მიამაგრებ. ვერ გაიგეთ ხო რა ვიბოდიალე? არ იჯავროთ ვერც მე.
-ხო კაია. მიგიტან თუ გინდა სახლში ზედმეტი უნდა მქონდეს.
-არა არა მაგიტომ არ მითქვამს. - გახეული ჩანთა მიიხუტა სესიმ და ფეხზე ადგა. - ჩემი ჩასვლის დროა. მადლობა გაბრიელ.
გაბრიელიც ადგა და სესი გადაკიცნა.
იქვე კინაღამ მოკვდა სესილი. გაბიელის მხურვალე ლოყა სესილისას მოხვდა და წამით ერთ მთლიანობად იქცა.
-"ვაიმე როგორ მიყვარხარ" - გულში გაიფიქრა და სამარშრუტო ტაქსიდან ჩავიდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent