შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა გაგიცანი...(4)


17-03-2016, 19:59
ავტორი Shameless
ნანახია 1 738

  სხეულზე მომეკრო და კისერზე მომხვია ცალი ხელი, მერე ნელა გადაინაცვლა ტივტივასკენ და მომშორდა.
  პატარა გამოუცდელი ბიჭივით ამიჩქარდა გული. ვუყურებდი და ვერ ვხვდებოდი, რა მიზიდავდა ასე ამ გოგოში.
  არ ვლაპარაკობდით. ერთმანეთს ვუყურებდით თვალებში. და ამ მომენტში გავიაზრე. შემიყვარდა. ჩემთვისვე სასაცილოდ ჟღერდა. ასე მალე როგორ მოვახერხე-მეთქი, ვფიქრობდი. ალბათ მართალია ის, რომ შეყვარებისთვის სულ რაღაც 0.12 წამია საჭირო. 
  მალე უკან გამოვცურეთ. უნებურად შევხედე ტასოს და ისე მიმიზიდა მისმა გამოყვანილმა წელმა და პატარა მკერდმა, მეგონა გავგიჟდებოდი.
  ქვებზე დაჯდა.
-იომ დაგირეკა?-ჰკითხა ანამ.
-კი, დღეს.-ტასოს გაეღიმა.-რაღაცაზე ვიჩხუბეთ და...
-თქვენ სულ როგორ ჩხუბობთ.-ანამ უკმაყოფილო სახით შეხედა ტასოს.
-ცხოვრებამ მოიტანა.-გაიცინა და თავი უკან გადახარა.-დავიღალე...-ჩაილაპარაკა თავისთვის და ეს ალბათ მარტო მე გავიგე.
  პლიაჟიდან 7 საათისთვის წამოვედით და სანამ სახლში ავიდოდით, საკალმახეში შევედით. სანდრომ 2 პიცა და კოკა-კოლები შეუკვეთა.
-გოგოებო, რამე ხო არ დავამატო?
-არა, სანდრო, მადლობა.-უთხრა ანამ.
-მე ნუ მიხდი მადლობას, დღეს ჩემი საყვარელი ძმა იხდის.-გაეცინა.
-შემომატენეს.-ვთქვი სიცილით.
-ნაწილს მე გადავიხდი.-თქვა ტასომ ღიმილით.
-არ გინდა, მაქვს ფული.
-ხო, მაგრამ...-გავხედე და გავაჩერე.-კარგი ხო, შენ იხდი.
  სახლში დაახლოებით 2 საათში ავედით.
-პირველი მე ვბანაობ.-წამოიყვირა ანამ და სახლში შევარდა.
-ძალიან ეშხიანია.-უცებ თქვა სანდრომ და მაშინვე გაჩუმდა.
-ჰო, ანა ეგეთია. საოცარი ადამიანია.-დაეთანხმა ტასო და გაეღიმა.
-დიდი ხანია მეგობრობთ?
-მეხუთე კლასიდან. 11 წელი გამოდის.-თვითონვე გაიკვირვა.-რამდენი წელი გასულა, ჰაჰა.-გაიცინა.
  ღამის 12 იყო. არ მეძინებოდა. გარეთ გამოვედი. ტასო იქ იჯდა და ცაში იყურებოდა.
-ანამ დაიძინა?
-ჰო, დაღლილი იყო.
-შენ?
- რავი, არც ისე. უხასიათოდ ვარ.
-რატომ?
-აზრზე არ ვარ.
-მეგონა, ყოველთვის პოზიტიური იყავი.
-ვცდილობ, მაგრამ შეუძლებელია ყოველთვის მხოლოდ კარგ ხასიათზე ყოფნა.-გაჩუმდა.-სამწუხაროდ...-თქვა ბოლოს და მძიმედ ამოისუნთქა.
-რამე მოხდა?
-არაფერი ისეთი. 
  აღარაფერი მითქვამს. მასთან მივედი და გვერდით მივუჯექი. თვალები ცრემლიანი ჰქონდა. მინდოდა ჩავხუტებოდი, მაგრამ თავი შევიკავე.
-ჰაჰა, რა საოცრებაა. ერთად არ ვართ, მაგრამ მაინც ისე მტკივა მისი სხვა ურთიერთობები, თითქოს მე მღალატობდეს.
-რას გულისხმობ?-გავიკვირვე, თითქოს ვერ ვხვდებოდი რომ ცალმხრივ, გაუმართლებელ სიყვარულს გულისხმობდა.
-არაფერს, უბრალოდ თქმა მინდოდა.
-თუ გინდა დამელაპარაკე.
-არა იყოს.-გამიღიმა.
-შენი ნებაა.
  ჩემკენ აღარ გამოუხედავს. თმა ლამაზად ეშვებოდა მხრებზე, წელამდე. ვეღარ მოვითმინე და ბოლოებით დავიწყე თამაში. თავი ჩემკენ გადმოხარა. უსიტყვოდ მივხვდი და თმებზე მოფერება დავუწყე. კატასავით გაინაზა. გამეღიმა. 
-თავს დაგადებ რა.-მითხრა ჩუმად და ისე, რომ პასუხს არ დალოდებია, ტკბილად მოკალათდა ჩემს მუხლებზე.-
ასე ვმშვიდდები. იმედია არ გაღიზიანებ.-გაიცინა.
-არა.-გავუღიმე და თმაზე მოფერება განვაგრძე.
  ცაში ვიყურებოდი და ვერაფერზე ვფიქრობდი. ცხოვრებაში მეორედ, ერთ ადამიანთან ყოფნისას მხოლოდ მასზე ვფიქრობ და სხვა არაფერი მაღელვებს. მეორედ...თითქმის 5 წელი გავიდა. საინტერესოა, როგორ არის?
  თავი გავაქნიე. "მაინც გამერია სხვაზე ფიქრები. რატომ მეტირება? სისულელეა. კატო დაბრუნდეს? ჰაჰა, რისი იმედი მაქვს? სასაცილოა". გავიღიმე, მძიმედ ამოვისუნთქე და ტასოს შევხედე. ჩასძინებია. ფრთხილად ავიყვანე ხელში. ოთახში შევიყვანე და დავაწვინე. ერთხელ გავუღიმე მძინარეს და გამოვედი. ისევ ეზოში დავჯექი. 
-კატო...-ჩავილაპარაკე ჩემთვის და თავი ჩავხარე.
  რატომ გამახსენდა მაინცდამაინც ახლა? ასე ძალიან ჰგავს წინა გრძნობა ამ გრძნობას? ისე, ხასიათებით როგორ გვანან. საერთოდ, თითქმის ერთნაირები არიან. იქნებ ამიტომ შემიყვარდა ტასო? არ ვიცი. უბრალოდ ვგრძნობ რომ მჭირდება.
  ცრემლი წამომივიდა.  სასწრაფოდ შევიმშრალე და სახლში შევედი. აშკარად საუკეთესო არჩევანი ახლა ძილია, რადგან სხვანაირად ამ აზრებს თავიდან ვერ ამოვიგდებ.
  მეორე დილა გათენდა. ჩემმა ძმამ 8-ზე გამაღვიძა.
-წამო პლიაჟზე რა.
-ახლა?-ძლივს წამოვწიე თავი.
-ჰო, ჰო, გათენდა უკვე.
-როგორ მეზიზღები. მინდა დაგაგდო და ცხვირ-პირი გაგიერთიანო.
-მაგასაც მოესწრები, ახლა კიდე ადექი. გოგოები გველოდებიან.-ეს გავიგე თუ არა, წამოვხტი.
-ცოტა ადრე ვერ თქვი?
-მე საიდან ვიცოდი თუ ასეთი რეაქცია გექნებოდა.-გაუკვირდა.
-ოო, გამოვალ 2 წუთში.
-რომელი მოგწონს? აღიარე.-მხარი წამკრა.
-საიდან მოიტანე.-მოვიღუშე.
-კარგი რა, ფაქტი სახეზეა.-გაიცინა და უკუღმა ჩაცმულ მაისურზე მიმითითა.-დამშვიდდი, არ მოგკლავენ დაგვიანებისთვის. ისე, ტასოა, არა?-მითხრა და გამომცდელი თვალებით შემომხედა.
-ნერვებს ნუ მიშლი.
-ანუ, უბრალოდ ანა შენი ტიპაჟი არაა, თუ წარსულიდან ვიმსჯელებთ.
-ეგ საერთოდ არაა გასახსენებელი.-შევხედე გაღიზიანებულმა.
  მხოლოდ გუშინ გამახსენდა და ახლა ყველაფერი მასთან დაკავშირებული ნელ-ნელა ამოტივტივებას დაიწყებს. ბედის დაცინვაა, მეტი არაფერი.
  როგორც ჩანს, სანდრო მიხვდა რომ არასაჭირო რაღაც გაიხსენა, მომიახლოვდა, მხარზე დამადო ხელი და თბილად მითხრა:
-მაპატიე. გარეთ დაგელოდები.-ოთახიდან გავიდა.
  ჩავიცვი და მეც შევუერთდი ბავშვებს. მთელი გზა ჩუმად მივდიოდი. თითქოს უჩვეულო არაფერი იყო, იმიტომ რომ ისედაც ცოტას ვლაპარაკობ, მაგრამ ტასო მაინც მოვიდა ჩემთან და მხიარული, ღიმილიანი სახით მკითხა:
-რაზე ფიქრობ ასეთი შეწუხებული სახით?
-აა...არაფერზე.-შევიშმუშნე.
  როგორ გავს. ასე მგონია კატო მიდგას გვერდით. რომ დაენახა ჩემი ჩაფიქრებული სახე, ისიც ზუსტად ასე დაინტერესდებოდა და ასეთივე გაღიმებული და სიცოცხლით სავსე სახით მკითხავდა ამას. რატომ გამახსენდა, რა საჭირო იყო.
  უცებ ტასომ ხელი მომკიდა და ჩქარა გაიქცა წინ.
-ანა, სანდრო, ბოლო ვინც იქნება ის იყიდის ცივ ლუდს ყველასთვის.
  ხელი არ გაუშვია. ძალიან ჩქარა გავიქეცით. იმდენად თავისუფლად ვიგრძენი თავი, თვალები დავხუჭე და უბრალოდ მივყევი ტასოს. გოგოების მხიარული ყვირილი მესმოდა და ჩემი ძმის გინება, რადგან ბოლო აღმოჩნდა. გზაში ტელეფონი დაუვარდა, ამიტომ ყველამ გავასწარით. ხმამაღლა ვიცინოდით.
-გუშინ ყველაფერი მე შემეტენა, დღეს ლუდს უკვე შენ იკისრებ.-ვუთხარი გახარებული და უდარდელი სახით.
  პლიაჟზე ვიყავით და ცივ ლუდს ვსვამდით. მშვენიერი გრძნობა იყო. მზიანი ამინდი, გრილი სიო და ცივი სასმელი. ჩემი დილა ასე კარგად უკვე დიდი ხანია არ დაწყებულა.
  ტასო გვერდზე მომიჯდა და მხარზე დამეყრდნო. იცინოდა.
-მე დამცინი?-ვუთხარი გაკვირვებულმა.
-არა, საიდან მოიტანე.-თვითონაც გაიოცა.
-აბა რაზე იცინი?
-არაფერზე. უბრალოდ ბედნიერად ვგრძნობ თავს.-უზომოდ საყვარლად გამიღიმა.
-შენ წარმოიდგინე, მეც.
-ანუ გაამართლა.-ჩაილაპარაკა თავისთვის და პასუხს არც დალოდებია, პირდაპირ წყლისკენ გაიქცა.
  შორიდან ვუყურებდი და ვტკბებოდი მისი სილამაზით.
-ბავშვებო, ჩამოდით რა. რას მიახმით მაგ ნაპირს.-მოგვაძახა სიცილით და ჩაყვინთა.
-წამოდით.-ანაც წამოდგა და უკვე ზღვისკენ მიდიოდა, რომ ტასოს ტელეფონმა დაურეკა.
  ანამ ყურმილი აიღო.
-იო? როგორ ხარ? კარგად. არა წყალშია. დავუძახო? კარგი, ვეტყვი და დაგირეკავს მერე. ხო მიდი. ნახვამდის.-ყურმილი დაკიდა და წყალში ჩავიდა.
  სანდრომ გატაცებული მზერა გააყოლა.
-მაინც ვერ ეშვები მისი დაკერვის აზრს?
-ასე მგონია, რომ არ დავკერო, მერე ვინანებ, მაგრამ თან თავს ვიკავებ.
-კარგია, ეგრე გააგრძელე. დამიჯერე, რომ დაკერო ორმაგად ინანებ.
-შეიძლება, მაგრამ ისეთია...ვერ გადმოვცემ. იმდენად ეშხიანია, ვერ ვუძლებ.-ამაზე აღარაფერი ვუპასუხე.
  წამოვდექი, ისიც. ზღვაში ჩავედით. ცივი წყალი იყო. ჟრუანტელმა მთელს სხეულში დამიარა. გოგოები მოგვიახლოვდნენ.
-დიდხანს აპირებთ ასე დგომას?-გვკითხა ანამ და სანდროს წყალი შეასხა.
-აა, ცივია.-სანდრომ ჩქარა ჩაყვინთა.
  სიცილი დავიწყე.
-შენ რა გაცინებს?-გავიგე ტასოს სიცილნარევი ხმა.
  მეც გამწუწეს საყვარლად. ჩავყვინთე.
-აუ ტასო, გახსოვს ქვებს რომ ვიდებდით და ისე რომ ვჩერდებოდით წყლის ქვეშ?-იკითხა ანამ.
-აჰამ. გინდა ახლაც?
-აუ კი რა. ბიჭებო, დიდი ქვა გაგვიძრეთ.
  გოგოებს უარს ხო არ ვეტყოდით, ხოდა დავიწყეთ ჩვენც დიდი ქვის ძებნა. როგორც იქნა ვიპოვეთ. საბოლოოდ ჩვენც გავერთეთ. ერთმანეთს ვეჯიბრებოდით, ვინ გაძლებდა ყველაზე დიდხანს. საბოლოო ჯამში გავიმარჯვე.
-მთელი დღე ეგეთი ამაყი სახით უნდა იარო?-მკითხა პლიაჟიდან წამოსვლისას სანდრომ.
-რა თქმა უნდა.-მხიარულად ვუპასუხე.
-პატარა ბავშვი ხო არ ხარ, რა წვრილმანები გიხარია.
-ამ ცხოვრებაში ასეთი წვრილმანები თუ არ გახარებენ, დარჩენილხარ დეპრესიული.-გავიცინე.-მგონი გშურს.
-არანაირად.
-კარგით, ბიჭებო, გეყოთ. მართლა პატარებივით ნუ იქცევით.-ანა ჩადგა ჩვენს შორის და მხრებზე დაგვეყრდნო.
-არ ვჭამოთ?-ტასო საკალმახესთან შეჩერდა.
-კი, კი, წამოდით.-სანდრო შესასვლელისკენ წავიდა.
  ვისადილეთ. სახლში 2 საათისთვის ავედით. იღრუბლებოდა.
-აუ, არ გაწვიმდეს რა.-წუწუნით თქვა ანამ.-პლიაჟზე მინდა, ზაგარი მინდა, თბილისში თეთრი ხო არ ჩავალ.
-ანა, რა პანიკებში ვარდები. ხვალ კი არ მივდივართ.-ტასომ გაიცინა.-ახლა კიდე...პირველი მე ვბანაობ!-იყვირა და სახლში შევარდა.
-დამპალო.-ანა გაეკიდა.-მე მინდოდა შესვლა. აუ, ტასო, კარგი რა.
-სულ შენ შედიხარ პირველი, მეც მაცადე ერთხელ, რა მოგივა.-იცინოდა.
-ოო, კარგი, ოღონდ მალე, თორემ შემოგივარდები და შტურმით აგიღებ.
-ჰო, ჰო, ვიცი.
  მე და სანდრო ვუსმენდით ამ ხმატკბილ დიალოგს და გვეცინებოდა.
-აშკარად ცხოვრება გაგვიმხიარულეს.-მითხრა და სკამზე დაჯდა.
-ჰო, გეთანხმები.-გამეღიმა.-რაღაცნაირები არიან.
-სიცოცხლით სავსეები. ასე მეგონა ასეთი მხიარული აღარასდროს ვიქნებოდი. თითქოს 8 წლის წინანდელ ზაფხულში დავბრუნდი.
-ჰაჰა, ხო...-მწარედ გამეღიმა, ისევ კატო გამახსენდა.
-მე, შენ, ნიკუშა, მარი, ნია, კატო.-რამდენი ვიყავით. კარგად მახსოვს ეგ დრო. 18წლის გავხდით თუ არა მე,ნია და ნიკუშა, ჩვენს მშობლებს ტვინი წავუღეთ მარტო გაშვებაზე, ძლივს დავითანხმეთ.
-მაშინაც კვარიათში არ ვიყავით?
-კი, ზუსტად ამ სახლში.
-მოიცა, ის მწვანე სახლი იყო.-გამიკვირდა.
-დებილი ხარ? მეპატრონე მაინც არ გახსოვს?
-ხო იცი, ხალხს ცუდად ვიმახსოვრებ, თან იმ ერთი კვირის განმავლობაში მხოლოდ 2-ჯერ ვნახე, ამიტომ ნუ გიკვირს.
-ჰო, ეგეც მართალია. კარგი დრო იყო, ფაქტია.
-გაგრძელება არც ისე.
-კატო?
-ნუ მახსენებ, გთხოვ რა. თან მარტო ჩემზე არ ვამბობდი.
-ნია?
-ჰო...
-ეგეც მართალია.
-საინტერესოა, მარი და ნიკუშა რას შვებიან?
-არ ვიცი. ბოლოს 2 წლის წინ ვნახე.
-მაშინ მარი 16-ის იყო, ხო?
-ხო და რა დამავიწყებს, ნიკუშა კერავდა.
-ეგ გაქანებული მექალთანე იყო, გოგოსავით რომ ჩამეცვა, მეც დამკერავდა.
-ჰაჰა, მაგაში გეთანხმები.
-არადა მარის მაგრად უყვარდა. კატოს უყვებოდა ხოლმე.
-და დისთვისაო. უბრალოდ კატო პატარა იყო და რას გაიგებდა.
-მეც პატარა ვიყავი.
-ჰო. არ მჯერა რომ იმ ზაფხულიდან ამდენი ხანი გავიდა. რამდენი რაღაც მოხდა.
  მძიმედ ამოვისუნთქე. ამ დროს სახლიდან ანა გამოვიდა.
-ტასო ჯერ არ გამოსულა?-ჰკითხა სანდრომ.
-ორი წუთის წინ შევიდა.-გაიცინა.
  ჩვენთან დაჯდა. ერთმანეთს უყურებდნენ და ეღიმებოდათ. მინდოდა რამენაირად ხელი შემეშალა, მაგრამ ამის მაგივრად ავდექი და სახლში შევედი. ტასო აბაზანის კარებთან დამხვდა.
-ასე მალე გამოხვედი?
-ჰო, უბრალოდ გადავივლე.
-ანას დავუძახო?
-იყოს, გავალ და ვეტყვი.-გამიღიმა და გარეთ გავიდა.
  ოთახში შევედი. ლოგინზე წამოვწექი.
-კატო...როგორ ხარ?-ჩავილაპარაკე ჩემთვის და თვალები დავხუჭე.
  სანამ ჩემი ჯერი არ დადგა, ასე ვიყავი. სააბაზანოდან გამოვედი. წვიმდა, ამიტომ ბავშვები შიგნით იყვნენ და ლაპარაკობდნენ. მეც მათთან დავჯექი.
  ტასომ ტელეფონი აიღო და უცებ ანას ახედა გაოცებულმა.
-იომ დამირეკა?
-ა, უი, ხო, სულ დამავიწყდა მეთქვა, მთხოვა გადმომირეკოსო.
-და ამას ახლა მეუბნები? 9-ის ნახევარი იყო რომ დამირეკა. კარგი რა ანა.
-არაუშავს ტასო, ამით ქვეყანა არ დაქცეულა.
-ვისთვის როგორ.-გამწარებული წამოდგა და ოთახში შევარდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent