როცა გაგიცანი...(3)
-გირეკავდნენ.-ტელეფონი მომაწოდა და თვითონ გოგოებისკენ გაიხედა.-გამარჯობა, სანდრო. -მე ანა, ეს ტასო, სასიამოვმოა. -ჩემთვისაც. სანდრო და ანა ერთმანეთს თვალს არ აშორებდნენ. მივხვდი რომ საწყალი გოგო უკვე გაება ჩემი ძმის მახეში. იმედია სანდრო დროზე მოვა აზრზე და სისულელეებს არ გააკეთებს. ტასოსკენ გავიხედე და უჩვეულოდ ვიგრძენი თავი. მისი ღიმილი მხიბლავდა, თითქოს მისით ვიყავი გატაცებული. -ლუკა, გირეკავდნენ-მეთქი.-სანდრომ დაჟინებით გამიმეორა. -მერე მე რა ვქნა.-გავღიზიანდი. -წესიერად.-მკაცრად მითხრა. -წავალ წამოვწვები. უკანმოუხედავად წავედი ჩემი ოთახისკენ და პირდაპირ ლოგინზე დავეგდე. ფიქრები, ფიქრები, ფიქრები...აღარ შემიძლია. ტელეფონი ავიღე. "დედაჩემი იქნებოდა", გავიფიქრე და ეკრანს შევხედე. გამოტოვებული ზარები: კო. გამიკვირდა. რა უნდოდა ჩემგან. გადავურეკე. -ნიაკო, ხო მშვიდობაა?-ვკითხე, ცოტა არ იყოს დაბნეულმა. -კი კი, როგორ ხარ? -კარგად შენ? -კარგად, კარგად. სანდრო ჩემს ზარებს არ პასუხობს და ვიფიქრე შენ აიღებდი. -რამე მოხდა? იჩხუბეთ? -არა, ჰო იცი რა ტიპიცაა, დღემდე ვერ მიმიღო. -ჰო, მაგრამ... -რა მაგრამ, ლუკა, ფაქტია რომ ცოლად კი არა, უბრალოდ ნაცნობადაც არ მაღიარებს. არადა რა კარგად იწყებოდა ყველაფერი, მაგრამ...-გაეცინა.-კარგი, წავედი. შენ რატომ გაწუხებ ჩემი პრობლემებით, არ ვიცი, ალბათ იმიტომ რომ ჩვენი რეალური დამოკიდებულება მარტო შენ იცი. -არ მაწუხებ, როცა მოგინდება დამირეკე. სესი მომიკითხე და ჩემგან ბევრი აკოცე. -აუცილებლად.-გაეცინა.-მადლობა. -ეგ მეორედ არ მითხრა. საუბარი დავამთავრეთ. მძიმედ ამოვისუნთქე. შვილზე მაინც თუ ფიქრობს ჩემი ძმა, არ ვიცი. -ნიას ელაპარაკე?-გავიგე უცებ ჩემი ძმის ხმა. -ჰა?-წამოვიწიე. -გეკითხები, ნიას ელაპარაკე-მეთქი? -ეგრეც რომ იყოს, რა მერე? -ვინ მოგცა უფლება მას ელაპარაკო? -სანდრო, ზედმეტები მოგდის, ხვდები მაინც? -შენ მარიგებ ჭკუას?-ცინიკურად გაეცინა. -გგონია საჭირო არაა? -არანაირად. -სანდრო, მის ზარებს მაინც უპასუხე. -შენ რატომ ერევი ჩემ და ნიას ურთიერთობაში? -ჩემი მეგობარია და მეცოდება შენნაირი უგულო ადამიანის ხელში. -ჰაჰა, კარგი რა, ნუ მაცინებ. შენც კარგად იცი რომ არ მიყვარს და ზედმეტს მოითხოვ ჩემგან. -ანას დაკერვაზე ფიქრობ, ჰო? -ჰო, მერე? -რომ დაკერავ და შეაყვარებ თავს, მერე რას ეტყვი, ბოდიში ცოლ-შვილი მყავს და შენთან ვერ ვიქნები, ამიტომ მოდი დავშორდეთ? -ჯერ არაფერი გამიკეთებია და წინასწარ რატომ საზღვრავ? -იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ვიცი, ზუსტად ასე იქნება. -მე ხო არ ვერევი შენს ცხოვრებაში და მოდი შენც ნუ ჩაერევი ჩემსაში, არანაირად არ გეხება. -რას ნიშნავს არ მეხება?!-ავიჭერი.-ჩემი ძმა ხარ! რა ნამუსით უნდა ვთქვა რომ შენი ცხოვრება მე არ მეხება?-ვუღრიალე გამწარებულმა, მერე მივხვდი რომ აქ სხვებიც იყვნენ და უხერხულობისგან შევიშმუშნე. სანდროს გავხედე. გაკვირვებული მიყურებდა, მერე მძიმედ ამოისუნთქა და ლოგინზე დაჯდა. თავჩახრილი თმებს იჩეჩავდა, მერე სახეზე ხელაფარებულმა, სევდიანი თვალებით ამომხედა. -ვიცი. ცოლი, შვილი, ყველაფერი ეს ზედმეტად ადრე ავიკიდე ტვირთად, არ ვიყავი მზად. უბრალოდ ვნებებს ავყევი. ახლაც არ ვარ მზად ოჯახის ყოლისთვის, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 2 წლის შვილი მყავს. უბრალოდ, უკან ვეღარ ვიხევ. გზა არ მაქვს. ბავშვს ვერ ვტოვებ, ნიაც მეცოდება. ვიცი რომ ვუყვარვარ და ამისთვის მეზიზღება ასე ძალიან. მინდა მასაც შევძულდე და თვითონ წავიდეს ჩემგან, თუმცა ამას რომ ვცდილობ, ჩემი თავი ჩემთვისვე ამაზრზენად მეჩვენება. აღარ ვიცი რა ვქნა. ვიცი, ვერც შენ მომცემ რჩევას, ან რა რჩევამ უნდა მიშველოს. ყელში მაქვს ყველაფერი. ვიხრჩობი ჩემივე დაშვებულ შეცდომებში. შენც იმდენი დაგიშავე, მეგონა გეზიზღებოდი და თურმე ასე არ ყოფილა, ვერ წარმოიდგენ ეს ჩემთვის რამდენს ნიშნავს.-თქვა და ლოგინზე გადაწვა. -და რატომ იქცევი ეგრე? ვინმე გაძალებს? -არა, მეც არ ვიცი. ალბათ შენც, როგორც ნია, მეზიზღებოდი, იმიტომ რომ ჩემგან განსხვავებით შეძელი მშობლებს შეწინააღმდეგებოდი და შენი გაგეტანა, მე კი ნამდვილი ჩმორივით მათ უსიტყვოდ დავემორჩილე და წინასწარ დალაგებული ცხოვრება ავირჩიე მდიდარი მამიკოს ფრთის ქვეშ. ჩემი თავი მეზიზღება ამის გამო. -რაზე ოცნებობდი?-ჩემს ამ კითხვაზე ჩაიცინა. -თეატრალურზე.-ამომხედა. -არ მოველოდი.-გაკვირვებულმა გავიცინე.-არა სერიოზულად, რას არ წარმოვიდგენდი, მაგრამ, თეატრალური? -წარმოიდგინე, მსახიობი ძმა რომ გეყოლებოდი. -მერე სირცხვილით თავი გარეთ როგორ გამეყო?-გავიცინე. -არაა სასაცილო.-მითხრა სრული სერიოზულობით და ლოგინიდან წამოდგა. ოთახიდან გავედით. უბრალო ლაპარაკიც კი თურმე რამდენს ნიშნავს. გოგოები ისევ ეზოში ისხდნენ და რაღაცაზე იცინოდნენ. -აუ, აუ, გახსოვს? მაშინ როგორ შემრცხვა. მინდოდა გავმქრალიყავი.-ტასომ გაიცინა. -დემე სიცილით გასკდა. -ხელს ხო არ შეგიშლით?-ჩემი ძმა თავისებურად შეიჭრა მათ საუბარში. -არა, ნამდვილად არა.-ანამ სანდროს გაუღიმა. -ძალიან კარგი.-ჩემს ძმას მეტი რა უნდოდა, გვერდზე მიუჯდა. "გამოუსწორებელი"-გავიფიქრე ჩემთვის და ყველასგან მოშორებულ სკამზე დავჯექი. -უფრო შორს წადი, თორემ ვერ გხედავთ.-მითხრა სანდრომ და გაეცინა. უკმაყოფილო სახით წამოვდექი სკამიდან და ტასოს მივუჯექი გვერდით. -გოგოებო, დღეს რამე გეგმები გაქვთ?-ჩემი ძმა დროს არ კარგავს. -რავი, პლიაჟზე ვაპირებთ ჩასვლას 5-ისთვის. -ჩვენც ეგრე, ერთად ჩავიდეთ? -რავი, ცუდი აზრი ნამდვილად არაა.-ანამ გაიცინა. სანდროს უცნაური გამოხედვა დავიჭირე, რომლითაც მან ანას შეხედა. გულგრილ დამოკიდებულებას მოშორებული და ვნებებს აყოლილი გამოხედვა იყო. ფაქტია, ჩემი ძმა უზომოდ მოიხიბლა ანას ეშხიანი გარეგნობით. თუმცა ვაღიარებ, მას მართლაც ლამაზი და იდუმალი მომწვანო-თაფლისფერი თვალები ჰქონდა, თან ზუსტად ისეთი, როგორიც ჩემს ძმას ყველაზე მეტად იზიდავს. ტასოს გავხედე, ვიღაცას წერდა, თან ეღიმებოდა, თუმცა ამ ღიმილს ბედნიერს ვერ დავარქმევდი, უფრო სევდიანი იყო, აი ისეთი, თითქოს სადაცაა ატირდებოდა. უცებ წამოხტა. -საზამთრო არ გინდათ?-იკითხა მხიარულად და უკვე სახლისკენ აიღო გეზი. -აუ კიი, ხანდახან როგორ მიყვარხარ ტასიკო.-ანამ გაუცინა. -დაგეხმარები.-მეც წამოვდექი. -არ გინდა იყოს, ნუ შეწუხდები.-თითქოს მიმანიშნა "მარტო ყოფნა მინდაო". ნაბიჯის გადაუდგმელად ისევ დავჯექი და თავი გამოუსადეგარ ნივთად ვიგრძენი. "იმედია შევცდი და არ იტირებს" გავიფიქრე ჩემთვის და ნიკაპი მაგიდის პირს ჩამოვადე. თვალები სახლისკენ მქონდა და ველოდებოდი მის გამოსვლას. -რაზე ჩააბარე?-ანას ჰკითხა სანდრომ. -თეატრალურში, სამსახიობოზე.-"არა, ასეთი დამთხვევები უბრალოდ ვერ იარსებებს" გავიფიქრე ჩემთვის ამ პასუხის შემდეგ. -რა კარგია. მეც მინდოდა, მაგრამ...არ გამომივიდა.-მიუხედავად იმისა, რომ სანდროს არ ვუყურებდი, მაშინვე მივხვდი როგორი სახე ექნებოდა, როგორი ღიმილი. -ცუდია. რაზე სწავლობ? -უკვე დავამთავრე. ბიზნეს-კომპანიაში ვმუშაობ. -აუ, რა მაგარია. მოიცა, რამდენის ხარ? მე ჯერ მხოლოდ მესამე წელია თეატრალურში ვარ. -26ის. ჰაჰა მხოლოდ?-სანდროს გაეცინა. -ტასომ რაზე ჩააბარა?-მეც ჩავერთე საუბარში ისე, რომ მათკენ არც გამიხედავს. -ფსიქოლოგიურზე. -საინტერესოა.-ჩავიბურტყუნე ჩემთვის და ფიქრი განვაგრძე. ფსიქოლოგიური...რა საინტერესო სფერო აურჩევია. ვფიქრობ მასზე და მეღიმება. არც არაფერი მომხდარა ჩვენს შორის, მაგრამ ვხვდები, გაცნობის მომენტიდან რაღაც შეიცვალა ჩემში. თითქოს გულში ღრმად ჩამალული გრძნობა ამოტივდივდა. ვეღარ მოვითმინე და სახლში შევედი. სამზარეულოსკენ წავედი. კარების გაღებას ვაპირებდი, მაგრამ ტასოს ხმა გავიგე და გავჩერდი. -რაზე ვიჩხუბეთ?-იცინოდა. სამზარეულოში ჩუმად შევიხედე. -ჰაჰა, ასე მალე მოგენატრე? კარგი, მოგატყუებ და მეც. კარგი ხო, ვხუმრობ, მართლა მომენატრე. რატომ არ ხარ აქ. ეჰ.-უზომოდ დიდი სიყვარულით გაიღიმა.-მიდი, წადი, თორემ ანუკა მცემს. მოკითხვა გადაეცი ჩემგან. გკოცნით. ყურმილი დაკიდა და გაღიმებული სახით ჭერს ახედა. უზომოდ ბედნიერი ჩანდა. -საზამთრო...-გავბედე და ვუთხარი. -ხო, გამომაქვს.-მითხრა და საყვარლად გამიღიმა. -მოდი დაგეხმარები. -მაშინ ის აიღე. მადლობა. თვალისმომჭრელი, თავისუფალი, პოზიტიური. ყველანაირად საოცარი გოგო იყო. 5 საათისთვის პლიაჟზე ჩავედით. ტასოს ისევ ისე ეცვა, როგორც დილით, მაგრამ ახლა უკვე ვიცნობდი და სულ სხვანაირად ვუყურებდი, თუმცა ამაში რას ვგულისხმობ, მეც არ ვიცი. წყალში შევიდა. მეც არ დავაყოვნე. ჩუმად იდგა დს ჰორიზონტს გაჰყურებდა. ჩუმად მივეპარე და წყალი შევასხი. გაოგნებულმა გამომხედა და საპასუხოდ გამწუწა. გავეკიდე, მაგრამ სანამ დავიჭერდი, ჩაყვინთა და გაქრა. მეც ჩავყვინთე და ტივტივასთან მივცურე. -ჰეეი, მეც აქ ვარ.-ტასო ჩემკენ მოცურავდა. ხელი გავუწოდე. ჩამკიდა თუ არა, მაშინვე ჩემკენ მოვიზიდე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.