შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უნდა წავიდე დასასრული


17-03-2016, 23:12
ავტორი NA NO
ნანახია 3 278

14
თითოეული სიტყვის მნიშვნელობა იმდენად მტკივნეული გასააზრებელი იყო ჩემთვის, რომ მერჩივნა საერთოდ სმენადობა დამეკარგა... იმ გულის ტკენით და იმის გააზრებით რომ გაბრიელს ჩემთვის ცოლობის თხოვნა უნდოდა და ახლა ჩემი უაზრო ახირებების გამო გადაიფიქრა თავის მოკვლის სურვილს მიჩენდა და ჩემი ყოველი ემოცია მგონი სახეზე მეხატა
-ანუ მორჩა გაბრიელ?
- ხო ყველაფერი მორჩა, მე და შენ შეყვარებულები ვერ ვიქნებით, უბრალოდ აღარ შემიძლია გიყურო მაშინ როცა დროს ძლივს-ძლივოით გამოვნახავთ... შენი მარტო დატოვებაც მაშინებს, ჩემთვის იმდენად სუსტი და ბავშვური ხარ მეშინია ვინმემ რამე არ დაგიშავოს... უბრალოდ არ მინდა არცერთი წამის უშენოდ გატარება, ამიტომაც დღესვე მომყავხარ ცოლად. გაპროტესტებას აზრი არ აქვს აგნეს, მე და შენ ყველაფერს მოვერევით... შენ იცი რომ მიყვარხარ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ ბედნიერები ვიყოთ და ჩვენი წარსული დავივიწყოთ... ისევ იგივე თემას უნდა დავუბრუნდე და გითხრა რომ შენ სწორედ იმ პერიოდში გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში როდესაც ქალი ჩემთვის მხოლოდ მაცდურად შენიღბული ამორძალი იყო, შენ ჩემი გრძნობები დაალაგე, იმდენად მეამიტი და გულღია ხარ რომ მაგიჟებს შენი მიმდომობა და საკუთარი თავის გაუფასურება, მე მინდა რომ გვერდში გედგე გაგაძლიერო და საკუთარი თავის რწმენა დაგიბრუნო, ასე რომ წავედით ახლა ტაძარში
-გაბრიელ ეს მოულოდნელი იყო ჩემთვის, ცრემლები თავისით მცვიოდა და ვერ გამეგო რა მატირებდა, უნდა ვაღიარო ბევრჯერ მიფიქრია გაბრიელის ცოლობაზე, თუმცა თავს ვარიდებდი ამ აზრებს, მეშინოდა მომავლის, თუმცა ახლა ვხვდები ამ ადამიანის გამო ვცდიდი მომავლისკენ გზის გაკაფვას, უფრო იმიტომ რომ შემიყვარდა, შეჩვევა დამოწონება უდიდეს გრძნობად იქცა ჩემთვის...
-ნუ ტირიხარ სულელო, ყველაფერი კარგად იქნება ჩემი ხომ გჯერა?
-მჯერა
-და მაინც არ გითქვამს მომყვები თუ არა
-შენ ჩემთვის არც არაფერი გიკითხავს
-ხო რად უნდოდა მაგას კითხვა
-არც არაფრად, მე და შენ ხომ უთქმელად გვესმის ერთმანეთის
-ახლავე გადავამოწმებ მაგას
-როგორ გა... სიტყვის დამთავრება არ მაცალა გაბრიელის ტუჩებმა რომლებიც მომთხოვნად მირევდნენ აზრებს და ბოლოს აზროვნების უნარსაც მიკარგავდნენ... საყოველთაოდ გავრცელებული აზრი რომ ამ დროს სპილოები და პეპლები დაქრიან მუცელში, ჩემს შემთხვევაში გაქარწყლდაა.... უბრალოდ სასიამოვნოდ გავბჟუვდი, გული ამიჩქარდა და გამოვეთიშე სააქაოდან
-აგნეს ვგიჟდები შენზე
-ბუნდოვნად მესმოდა გაბრიელის ხმა, უბრალოდ სულელივით ვიღიმოდი და თან ვგრძნობდი როგორ ვწითლდებოდი
-ჩემი ნუ გრცხვენია ხო?
-ხო
-პრაქტიკა გაკლია,
-ნუ ხარ საძაგელი
-მერე რა ეს მე ძალიან მახარეებს, ხელები ჩამჭიდა და გზას გახედა... ბედნიერი ვარ ჩემი ცოლი რომ გერქმევა
-მეც ბედნიერი ვარ, ,,ქმარო“ მეხამუშება ეს სიტყვა
-შევეჩვევით ამ სტატუსს, ლილეს ელენეს და იოანეს დავურეკე და ტაძარში გველოდებიან, ჩემი მეჯვარე იოანე იქნება
-თუ იოანე იქნება მაშინ მე ელენეს ვთხოვ,
-ლილე და იოანე როდის დააყენებენ საშველს მათ ურთიერთობას
-არ ვიცი გაბო, მაგრამ ერთ იდეა მომივიდა
-მგონი მეც
-პირველ რიგში იოანეს დაველაპარაკოთ, ხომ იცი ლილეც არ იქნება უარზე მაგრამ ჩვენ ერთგვარი კატალიზატორები ვიქნებით მათთვის
-რა გამჭრიახი ცოლი მყავს
-კაი ნუ იტყვი... არ მჯერა
-მიხარიაა ასეთი დაუჯერებელი მოვლენა შენთვის დაჯერებადი თუ გავხადე, არა ვიცოდიი რომ გიყვარდიი მაგრამ ასეე?
-ხო შენზე ვოცნებობდი გაბრიელ
-ვიციი, სიცილით გადმომხედა ლოყაზე ტუჩები მომაწება
-ნუ ხუმრობ მასე ტორემ აღარ წამოგყვები ცოლად და იქნები მარტო
-ხოო როგორ გიყვარს ეს მუქარები, არ გამომყვები და მოვიყვან სხვას
-რომელ სხვას დედამიწის ზურგზე ჩემს მეტი ქალი არ არსებობს შენთვის
-ეგ ბრძანებაა თუ შხსენებული რეალობა, ჩემო ტკბილო
-როგორიც გინდა ისეთი ინტერპრეტაცია გაუკეტე საყვარელო ქმარო ამ სიტყვებს...

****
ტაძარში გაბრიელს მოძღვარი და იოანე დაგვხვდნენ, გოგოებს ცოტა აგვიანდებოდათ და ამიტომაც იოანესთან მშვიდად ლაპარაკს მოვასწრებდით
-თქვენ კარგად ი გიქრით თავში გვრიტებო, მაგრამ ასე მოულოდნელად რა ბზიკმა გიკბინათ, თქვენ კაი ვერ ითმენთ მაგრამ ჩვენ ხომ გვინდა მომზადებაა...
-ოო ბევრს ნუ ლაპარაკობ თუ ძმახარ რაა
-პატარძალი ხარ ბოლოსდაბოლოს რას მებლატავებიი შენ? არ დაგავიწყდეს ნაზი უნდა იყო
-გაგანაზებ ახლა მე შენ, სხვათა შორის შენც ქორწინდები დღეს
-გაბრიელ ლილეს ცოლობა ვთხოვე და არ მახსოვს?
-ჯერ არ გითხოვია, მაგრამ არ გინდა ერთად დავიწეროთ ჯვარი და ქორწილიც ერთად გავაკეთოთ
-დღეს? ასე მალე? არა ლილეზე და ჩვენს ქორწილზე როგორ არ მიფიქრია, მიფიქრია კიარა ტექსტსაც კი ვამზადებ როგორ ვთხოვო ცოლობა, მაგრამ მისი რეაქციის მეშინია დიდი ხანი არაა რაც ერთად ვართ
-არც ჩვენ ვართ მრავალწლიანი სიყვარულის მატარებლებიი, ერთი წელიც არაა ცოტა იმისთვის რომ გრძნობებში და სურვილში გაერკვიო ასე რომ
-ვიფიქრებ გაბრიელ მაგაზე
-ცოტა მალე მოიფიქრე იოანე თორემ გოგოებიც მოვიდნენ, მე და გაბრიელს კი გვეჩქარება
-გაბრიელ შენს საცოლეს რაღა ჭირს? რა მოუთმენლობა სტანჯავს?
-დაგტანჯავ მე შენ კარგად....
-ვაიმე როგორ გავიხარდა ბავშვებო, მაგრამ ასე ფაცხაფუცხით რომ გამოგვაქციეთ, ხვალ ვერ დაიწერდით ჯვარს? მოგვაყარეს საყვედურები გოგოებმა და გაბუსხულებმა მაგრამ ბედნიერი სახეებით მოგვაშტერდნენ
-დრო არ იცდის ლილეეე არააა, თვალი ჩაუკრა გაბრიელმა ჩემს დაქალს და თავით იოანეზე მიანიშნა, ამანაც მიუხვდა ჩანაფიქრს და იოანეს ხელი ჩასჭიდა
-ერთი აზრი მომივიდა და უნდა გითხრათ შეილება ჩერჩეტი გოგოს შთაბეჭდილებას დავტოვებ ახლა რასაც ვიტყვი მაგრამ უნდა ვთქვა, აუცილებელი არაა უხერხულობის გამო ვინმე რამეს დათანხმდეს...


15
-იო რას იტყვი დავიწეროთ ჯვარი ჩვენც?
-მომესმა ხო? ეს გოგო გამაგიჟებს ღმერთო რა დავაშავე ასე რომ მსჯიი, ხომ შეიძლება რამის თქმა დამაცადო ცხოვრებაში? სიყვარულის ახსნა შენ არ მაცადე, ცოლობის თხოვნა მინდოდა და აქეთ მთხოვე, ბავშვი რომ გვეყოლება ახალი ამბით კიდე შენ გამახარებ მე რა ვქნა მეე?
-შენც კაი სულელი ხარ ქმარო, წავედით ახლა დავიწეროთ ჯვარი,
ჩემს გათხოვებაზე არასდროს მიფიქრია თუმცა ლილეს ქორწილზე ალბათ ყველაზე მეტი მაქ ნაფიქრი და ვერ წარმოვიდგენდი ასე უბრალო გარემოში თუ დათანხმდებოდა ჯვრისწერას, სულ პომპეზურობა უყვარდა და მისგან რაღაც გრანდიოზულს ველოდიი... თუმცა სადაც მე შემცვალა სიყვარულმა ლილეს შეცვლა რა მოსატანია.... ოთხივე ბედნიერებით გაბერილები გამოვედით ტაძრიდან, ელენეც არანაკლებ გახარებული იყო ჩვენი დაწყვილებით... ახლა უფრო მეტად ვგრძნობდი მხარდაჭერას და გვერდში დგომას, ის შისიც რომელიც სულს მიფორიაქებდა სადღაც გაქრა და განვთავისუფლდი... საღამოს მამაჩემი და გაბრიელის მშობლები ერთად შევკრიბეთ და ახალი ამბავი ვახარეთ, ყველამ კარგად იცოდა ჩვენი ურთიერთობის შესახებ თუმცა ჩვენი ჯვრისწერა მაინც მოულოდნელი იყო ყველასთვის
-ასე მალე თუ გადაწყვეტდით ყველაფერს არ მეგონა შვილო თუმცა ძალიან მახარებს ეს ფაქტი, ბედნიერი ვარ იმით რომ ვიცი გაბრიელთან უბედური არ იქნები და ბედნიერების იმ წილს მიიღებ რომელიც შენ გეკუთნის შვილო.. მართალია მე და დედაშენი კარგი მშობლები არ ვიყავით, ბევრ რამეს გაკლებდით..
-გეყოფა მამა დღეს ნამდვილად არ მინდა წარსულის გახსენება, ძალიან მიყვარხარ და მინდა დიდხანს მყავდე გვერდით...
-მეც შვილო... მეამაყები ჩემო ლამაზო
სახლში ცოტათი ხალხი მომრავლდა და მეც სურვილი გამიმძაფრდა მთელი გრძნობეი გადმომელაგებინა, უბრალოდ არ მიყვარს ჩემი გრძნიბების დამალვა, ამის გამო გული ბევრჯერ მტკენია თუმცა სისულელეების გამო თავის დაფასებას და ჩემი თავის ტანჯვას მირჩევნია ყველაფერი ღიად ვთქვა
-ერთი წუთით ყურადღებას ვითხოვ, - სამწუხაროდ თუ საბედნიეროს ერთი წლის წინ შემექმნა ისეთი პრობლემა რომელმაც საოცრად დამაფრთხო და წამშალა, რომ ვთქვა სულიერად ძლიერი გოგო ვარ თქო უნდა მოვიტყუო, რადგან ჩემზე სუსტი და მშიშარა არ მეგულება არავინ... პრობლემას რომ გავქცეოდი ჩემს ჯგუფელს და მეგობარს ელენეს მივმართე დასახმარებლად და როგორც ყოველთვის ახლაც ჩემს გვერდით დადგა, თავის ბებოსთან გამიშვა ამღაში, ამ მშვენიერ სოფელზე აღტაცების გარეშე საუბარი არ შემიძლია, ამაყი ვარ იმით რომ იქ თამთინა ბებო გავიცანი, ჩემი ბებო... ამ ყველაფრისთვის კი დიდი მადლობა შენ ელენე ძალიან მიყვარხარ და გაფასებ, თუმცა სწორედ იქ შევხვდი ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდ ბედნიერებას, ჩემ საყრდენს, ჩემს სიყვარულს და ჩემს მეორე ნახევარს... როგორც ხდება ხოლმე თავიდან ვერ გავუგეთ ერთმანეთს, თუმცა ალბათ იმ ტკივილმა გაგვაერთიანა რომელსაც ცალ-ცალკე განვიცდიდით... არცერთს არ გვიცდია ჩვენი გრძნობების დამალვა.. გაბრიელ მე შენ მიყვარხარ და სიკვდილამდე ასე იქნება, ბედნიერი ვარ რომ გაგიცანი და კიდევ უფრო ბედნიერი და ამაყი ვარ რომ შენი ცოლი მქვია, დიდი მადლობა იმისთვის რომ ჩემი დაკარგული მე დამიბრუნე, უბრალოდ მე აღარ მეშინია....
-ჩემო სულელო ვგიჟდები შენზე, ჩვენს სახლში არ წავიდეთ? მიჩურჩულა გაბრიელმა და მეც უცებ წამოვყავი თავი
-მოიცა ჩვენს სახლში? აქ არ ვრჩებოდი?
-არა ჩემო დედოფალო დედამთილთან ვერ გაცხოვრებ შენ არ იცი დედაჩემი როგორი მკაცრია
-ნუ ხარ საზიზღარი, დედაშენზე თბილი და კარგი ქალი მეორე არ ვიციი მე, რატომ არ მითხარი სახლი თუ იყიდე?
-მოულოდნელი მინდოდა ყოფილიყო და გამომივიდა კიდეც, გავიდეთ ახლა აქედან სანამ კიდევ მოვიდა ვინმე
-გაბრიელ ვიყოთ ცოტა ხანს, გული ამოვარდნას მქონდა, ერთ ადგილას ვერ ვისვენებდი, თუმცა გაბრიელთან მარტო დარჩენა მაშინებდა
-ნუ გეშინია სულელი გოგოსავით
-რა შუაში იყო ახლა აქ სულელი?
-მხოლოდ ჩემი სულელი....
-მხოლოდ შენი....

* * *


-თამთინა ბებო ამ თეფშებს მაინც გავიტან რაა, ამოვიბუტბუტე გულმოსულმა და ცრემლებს გადმოცვენის საშუალება არ მივეცი
-რას ქვია ბებო შენ გაიტან? რისთვისაა ელენეე გაიტანს ის, ამდენი წელია ამ სახლში არ უბზრიალი და არ უტრიალია, ამ ორსულ გოგოს საქმეს როგორ დაგავალებ წადი ბებო და შენს ჯღუ ქმარს მიხედე რო დაგინახავს იქნეა გაიცინოს ქალაუ
-არ არის ბებო ჯღუ, ისევ გაბუტული მოვტრიალდი და გაბრიელისკენ წავედი, რომელიც გაცხარებით უხსნიდა იოანეს რაღაცას
-რა მალე გეცვლება შენც ხასიათი, თიმცა რა რა მიკვირს ვისი შვილი გიზის მანდ
-ზუსტად ამ პაწაწუნას ბრალია, უიმე
-რა ბებო რა მოხდა
-ბებო ჭერამი მინდა
-აქ რა უნდა ბებო ჭერამს
-რო მინდაა, გაბრიელ! გაბრიელ! ჭერამი მინდაა
-აგნეს ორი წუთი მოიცადე და მერე მითხარი კიდევ გინდა თუ არაა
-ოო რა ცუდი ბიჭი ხარ რაა, შენს შვილს უნდა მე რას მედიდგულეი ერთი? აუ ახლა ვაშლი მინდაა
-ახლავე ცოლო მაგაზე გაწყენინებთ შენ და ჩვენს გოგოს
-არაა გოგო
-მამის გული ყოველთვის გრძნობს გოგოა თუ ბიჭი
-ვინ დაასკვნა ეგ ერთი მაჩვენე
-გაჩვენებ ორ თვეში


*****

პატარა ნენეს დაბადებამ კიდევ უფრო გაგვამთლიანა და გაგვაბედნიერა.. ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა... არ არსებობს ისეთი რამ რაც არ შეიძლება არ შეიცვალოს, მით უფრო კი ადამიანი, ის ყოველთვის განიცდის ტრანსფორმაციას... უნივერსიტეტში მოვახერხე და სტატუსი აღვიდგინე, დიდად არ მინდოდა ბავშვი ძიძისთვის დამეტოვებინა თუმცა სხვა გზა ნამდვილად არ გამაჩნდა, მარტო გაბრიელის დედა ამ პატარა ჭირვეულ გოგოს ვერ მიხედავდა, ყველანაირად მამას გავს, მასსავით უხასიათოა, ხანდახან ისე შეკრავს წარბებს მეშინია... კარგად მახსოვს ნინე პირველად რომ ვაბანავეთ მე და გაბრიელმა ორივენი ნინესთან ერთად ვტიროდით, ცხოვრებასი ისე არაფრის შემშინებია, როგორც მაშინ, მესინოდა რამე არ ტკენოდა და ალბათ მაშინ ხვდები თუ რა არის ცხოვრების ნამდვილი მიზანი და კიდევ ვისთვის უნდა იცხოვრო....



№1  offline წევრი NA NO

არ ვიცი რა იყო მაგრამ მადლობაა :*

 


№2  offline წევრი gvanciii kereselidze

Saocrebaa tkbilii da gemrieli tavi iyooo <3
--------------------
G.ke

 


№3  offline წევრი NA NO

gvanciii kereselidze
Saocrebaa tkbilii da gemrieli tavi iyooo <3


:* :* :* მადლობ

 


№4 სტუმარი darina

dzalian.tbili istoria iyooo, bednieri dasasrulit, gamatbo.

 


№5  offline წევრი NA NO

darina
dzalian.tbili istoria iyooo, bednieri dasasrulit, gamatbo.

მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent