უფლის იმედი....(1 თავი)
გაზაფხულის ბოლო დღეები იწურებოდა,მიუხედავად ამისა, საღამოობით მაინც იგრძნობოდა სასიამოვნო სუსხი..ნანა თავჩაქინდრული,თავის ფიქრებში ჩაძირული მიაბიჯებდა სკვერში..არ ჩქარობდა სახლში წასვლას,პირიქით დროს წელავდა რომ რაც შეიძლება გვიან მისულიყო სახლში, და საერთოდ სხვაგან წასასვლელი რომ ჰქონოდა დაუფიქრებლად წავიდოდა და სამუდამოდ მოშორდებოდა სახლს,რომელიც მასში იწვევდა შიშს,ზიზღს და ამავე დროს საყვარელი ადამიანის მონატრებას..სკოლა დაამთავრა თუ არა იმ წელსვე ჩააბრა და წარმატებით დახურა პირველი კურსი..მეორე კურსის სტუდენტი იყო როცა თავს საშინელი ამბავი დაატყდა და მისი საყრდენი,მისი სიცოხლის მთავარი ძალა დედა გამოაცალა ხელიდან უმძიმესმა დაავადებამ..მას მერე სასწავლებელში არ მისულა აგერ 2 წელია..მისი ჯგუფელები ხშირად ხვდებოდნენ ნანას,მათ დანახვაზე თვალებზე ცრემლები მოადგებოდა,თავს არიდებდა...სწავლის გაგრძელებაზე ოცნებობდა მაგრამ ფული არ ქონდა,მამა ხომ ხშირად ნასვამი მოდიოდა,თავი ძლივს გაჰქონდათ.. -ნეტა სად შოულობს მამაჩემი სასმლის ფულს?!-უკვირდა ნანას..მამის გარდა არავინ ჰყავდა,მიუხედავად იმისა რომ ხშირად მთვრალი მოდოდა და უსაქმურად ატარებდა დღეებს ქუჩაში,ნანას ის მაინც ძალიან უყვარდა და პატივს სცემდა,მის გარდა არავინ ჰყავდა ..მხარში ამოუგებოდა და დასაძინებლად ოთახში შეიყვანდა,შემდეგ იჯდა და გულამოსკვნით ტიროდა..დიდი ხნის წვალების შემდეგ სამუშაო იშოვა,ერთ-ერთ რესტორანში თებშების მრეცხავი იყო.იცოდა სწავლისთვის ფულს ვერ მოაგროვებდა მაგრამ თავს მაინც გაიტანდა,მშიერი არ ივლიდა და ტანსაცმელი მაინც ექნებოდა..ზუსტად 3 თვის წინ მამამისმა ქალი მოიყვანა სახლსი და ნანას სიხარულით ამცნო-ეს იქნება შენი ჩვენი პატრონიო.ნანას ეგოა გული გაუსკდებოდა..ხმა არ ამოუღია..შეეგუა ან სხვა რა გზა ჰქონდა?!ნანა უმალ მიხვდა რომ ეს ქალი სუფთა სულის არ იყო,მის დასანახად ქმარს თბლად ექცეოდა თავს ევლებოდა,ხოლო მამის დასანახად ნანას ექცეოდა,როგორც მზრუნველი და მასზე გადაყოლილი ქალი...მალე მიხვდა ნანა რომ ეს ქალი(ნაზი) მხოლოდ მათ ბინაზე დახარბებული სულმდაბალი ადამიანი იყო..სახლი კი ნანას,მართლაც რომ დიდი ჰქონდა,რომელიც დედამისს მემკვიდერეობით გადასცა ბაბუამ(დედის მამამ)..ნანა თავისთვის იყ დრისით მუშაობდა და საღამოს მხოლოდ ნახევარი საათით თუ ნახავდა დედინაცვალს და მამას..იმდენად სძულდა ეს ქალი რომ არა მამამისი დაუფიქრებლად გააგდებდა,მაგრამ იცოდა არჩევანის წინაშე რომ ყოფილიყო მამა აუცილებლად მის საყვარელ ცოლს აირჩევდა და ნანას გააგდებდნენ ქუჩაში,როგორც უკმაყოფილო და დაუნახავ შვილს,რომელმაც ვერ დააფასა მამის სითბო და იმ ქალის ზრუნვა..ამიტომ არ უნდოდა ნანას მისვლა სახლში,მაგრამ ვაი რომ წასასვლელი არსად ჰქონდა..სახლში შეშულს სამზარეულოდან საუბარი შემოესმა,ნაზი შედარებით ხმამაღლა საუბრობდა და გამალებით არწმუნებდა მამამისს რაღაცაში.ნანას ცნობისმოპყვარეობამ სძლია და მიაყურადა..ახლა კი გარკვევთ გაიგონა -დაფიქრდი საყვარელო ნუთუ მე ჩვენთვის ცუდი მინდა?(ნაზი) -ხო მაგრამ არ ვიცი ნაზი არვიცი..ასე უცებ ვერ გადავწყვეტთ,თან ნანასაც უნდა ვუთხრათ..(მამა) -მთავარი შენი აზრია,ის შენი შვილია და უნდა დაგყვეს უპრობლემოდ,შენ მისთვის კარგი გინდა,არა ჩვენ მისთვის კარგი გვინდა..თან არაფერში გვჭირდება ამხელა ბინა,გავყიდით და პატარას ვიყიდით,დარჩენილი ფულით ნანაც ისწავლის და ჩვენც გვეყოფა..მთავარია შენ დაიყოლიო შენი შვილი(ნაზი) ნანას ეგონა თავში რაღაცა ჩამარტყესო..შევარდა გაგიჯებული სამზარეულოში და მXეცის თვალებით უყურებდა ორივეს -არ გაბედოთ და ეგ მეორედ აგარ გაიფიქროთ,ეს დედაჩემის ბინაა და არავის ააქვს უფლება მასზე.არც მამას და მითუმეტეს შენ ქალბატონო..დაივიწყეთ!ამას არ დავუშვებ სანამ ცოცხალი ვარ..იმხელა ხმაზე ყვიროდა გიჟს გავდა..არავის არაფერი უთქვამს..მამამ თავი დახარა..ნაზი კი გაიძურწა სამზარეულოდან.ნანა ტირილით შევარდა თავის ოთახში და კარები ჩაკეტა.ვინ იცის რამდენ ხანს ტიროდა და დედის სურათს იხუტებდა გულში..როდის,როდის ჩაეძინა ძალაგამოცლლს.... ესეც ახალი იტორია..არვიცი როგორ მოგეწონებათ..ველი თქვენს შეფასებებს..გმალობთ წინასწარ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.