შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არასდროს უშენოდ! (6)


18-03-2016, 14:24
ავტორი natia_888
ნანახია 1 954

***
სახლამდე მისასვლელად ხუთი წუთიც არ დაგვჭირვებია, თან თუ გავითვალისწინებთ, რომ საჭესთან სანდრო იჯდა.
აქამდე არ მითქვამს რომ სანდრო არაჩვეულებრივი მძღოლია? მართლაც საოცრად მართავს ავტომობილს. მე, ზოგადად, სიჩქარი ძალიან მიყვარს, მაგრამ თუ მძღოლის პროფესიონალიზმში დარწმუნებული არ ვარ თავს მშვიდად ვერ ვგრძნობ. როცა სანდროს გვერდი ვზივარ, სავარძელში მთელი სხეულით ვეშვები და თავს განცხრომას ვაძლევ.
მომდევნო სამი დღის გატარება სანდროს სიახლოვეს მომიწევდა. ზოგადად ეს ყმაწვილი გამუდმებით ჩემს სიახლოვეს ტრიალებს, მაგრამ რატომღაც წინათგრძნობა მკარნახობდა, რომ ეს სამი დღე განსაკუთრებული იქნებოდა.
სანდრომ სახლთან დამტოვა, გარკვევით გამიმეორა ოთხ საათზე ეზოში იყავი, არ მალოდინოო და წამში მოსწყდა ადგილს.
სახლში მარტო მამა იყო, სამსახურიდან ადრე დაბრუნებულა და შინ ნებივრობდა. დედა როგორც ჩანს ჯერ კიდევ სამსახურშიათქო, გავიფიქრე და „გეხვეწები“ ღიმილით მამასკენ გავემართე.
- მააა - სავარძლის სახელურზე, რომელშიც რეზო იჯდა, ფრთხილად შემოვსკუპდი და მამას ლოყაზე ვაკოცე.
- გისმენ პრინცესა. - რაც თავი მახსოვს მამა ასე მომმართავს. მისი თვალები იმედენად თბილი და მზრუნველია სულში მყუდროებად მეღვრება. მის თმაში შერეული ჭაღარა მიყვარს, ისევე როგორც შეპარულად დამჭკნარი ხელები.
- რაღაც უნდა გთხოვო. - უფრო ფართედ გავიღიმე.
- კატიუშა ნუ მეკრიჭები, გიშვებ ყაზბეგში. დედამ დაგიბარა მაღაზიაში ჩაირბინოს და სამგზავროდ სურსათი იყიდოს. ჩანთას რომ ჩაალაგებს დამირეკოს, არაფერი დარჩესო.
- ღმერთო ჩემო, როგორ ძალიან მიყვარხართ. - მამას მთელი ძალით ჩავეხუტე, მანაც მკლავები მომხვია და შუბლზე მაკოცა.
- მიდი გაიქეცი ახლა. თუ გინდა მაღაზიაში რომ მიხვალ, მაშინაც დაურეკე მაკას, თორე მერე რაღაც დაგრჩება საყიდელი და ახალად ჩაგაგზავნის. - ორივეს გაგვეღიმა.
- კაი მა ჩავირბენ და ამოვალ უცებ. - კარისკენ მკვირცხლი ნაბიჯით გავწიე.
- ქალბატონო მაღაზიის გამყიდველთან ან მეპატრონესთან ხომ არ მეგობრობ. - მამას გზაში დაწეულ სიტყვებზე შევდექი და მისკენ მივიხედე.
- არა მა, არც კი ვიცნობ, რაიყო? - კოპებშეყრილმა ვკითხე.
- აბა საჩუქრად ვინ გამოგატანს იქიდან პროდუქტს? - ახლაღა გამახსენდა, რომ ფული არ მიმქონდა.
- უპს. - დავიმანჭე.
- მოდი აქ. - მამამ ხელი ჯიბისკენ წაიღო, საფულიდან ახალთახალი კუპიურები და საკრედიტო ბარათი ამოიღო. - აგერ ამით რაც გჭირდება ყველაფერი იყიდე - ჯერ ბარათი გამომიწოდა. - ეს კი გზად წაიღე. - შემდეგ კუპიურები. მეც უმალ გამოვართვი, მადლობის ნიშნად კიდევ ერთხელ ვაკოცე და მაღაზიისკენ ავიღე გეზი.
მშრალი საჭმელი და ბევრი სასუსნაო ვიყიდე, მაკამ დაიჟინა წყალიც იყიდე, აუცილებლად დაგჭირდებაო, კიდევ მსგავსი „ყოველშემთხვევაში“ რაღაცეები მაყიდინა, სამგზავრო ჩანთა ასჯერ მაინც გადამამოწმებინა არაფერი დაგრჩესო. ჭკუაც დამარიგა და ზუსტად ოთხ საათზე სანდროს მანქანაში ვიჯექი.

***

- ბავშვებს ჩვენ უნდა გავუაროთ? - გაკვირვებულმა ვკითხე სანდროს, როცა მანქანაში ვერავინ დავინახე.
- არა, ბავშვები უკვე ყაზბეგის გზას ადგანან. ჩვენ მარტო წავალთ. - ახალგაზრდამ ალმაცერად გამიღიმა და კმაყოფილი მზერა მესროლა.
- რაო? - აღვშფოთდი.
- რაიმე არ მოგწონთ ქალბატონო? - ირონიულად იკითხა.
- სწორედ რომ. - ანალოგიური ინტონაციით ვუპასუხე.
- გამანდეთ თქვენი უკმაყოფილების მიზეზი. - ამ ადამიანთან სერიოზული საუბარი ურთულესი საქმეა.
- ყველაფერი დღესავით ნათელია.
- მომიტევეთ ჩემი უმეცრობა, მაგრამ ვერ ვხვდები.
- კეთილი, განგიმართავთ. განა შესაძლოა კმაყოფილი ვიყო, როდესაც საათების მანძილზე თქვენთან ერთად მომიწევს მარტო დარჩენა?
- ხომ არ ღელავთ?
- ცოტა არ იყოს.
- სერიოზულად? - ინტერესითა და გაკვირვებით სავსე თვალებით შემომხედა.
- გიკვირს? - მტკიცე მზერით გავხედე.
- კატო ჩემი გეშინია? - სრულებით აღარ ხუმრობდა.
- ალბათ არა. - მეც სერიოზულად ვუპასუხე.
- ალბათ? კატ მომისმინე. - მიყვარს, როცა წინადადებას ასეთი მომართვით იწყებს. - მე დედამიწის ზუსრგე უკანასკნელი ადამიანი ვარ, ვისიც უნდა გეშინოდეს... რომ ვიცოდე ჩემი სუნთქვა რამეს გიშავებს, აღარ ვისუნთქებდი... - წამით გაჩუმდა, თითქოს ჩაფიქრდაო, მერე სახე ალმაცერმა ღიმილმა, თითქმის შეუმჩნეველმა, მაგრამ მაინც აშკარამ, გაუნათა და განაგრძო. - რაღაც დებილობა გამომივიდა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ შენ არასდროს არაფერს დაგიშავებ, შენ თავს ვფიცავარ, შენ სიცოცხლეს გეფიცები! - განაბული ვუსმენდი. - არც მე ვიცი, ასეთი რა გამიკეთე, რომ ასე ღრმად შემოხვედი ჩემში, მაგრამ ფაქტია, რომ აქ ხარ - ხელი გულზე დაიდო. - და სულ იქნები. არასდროს დამავიწყდება გოგო, რომელიც სავაჭრო ცენტრის კიბეებთან სამი წლის ბავშვივით წიკვინებდა და ისეთი საყვარელი იყო, მას შემდეგ მისი სახე გულსა და გონებაშ ერთბაშად ჩამებეჭდა. მე სულ შენთნ ვიქნები, იმისთვის რომ დაგიცვა, არასდროს არაფერს გავნებ... უბრალოდ შენს გვერდით ვიტრიალებ, მუდამ შენს გვერდით.... არასდროს უშენოდ!!! - მთელს სხეულში ჟრუანტელმა დამიარა, აი ახლაც კი ვგრძნობ იმ მომენტში განცდილს, ახლაც კი მეყინება სისხლი ძარღვებში და თითოეულ უჯრედს სათითაოდ ესმის მისი ხავედროვანი ხმა „არასდროს უშენოდ“...

----------------------

ჩემო კარგებო, ძალიან ძალიან დიდი ბოდიში, რომ ამდენხანს დავიკარგე.... უბრალოდ ბევრი რამ აება ერთმანეთს და ვეღარ მოვიცალე წერისთვის :( კიდევ დიდი ბოდიში, რომ პატარა თავია, მაგრამ გპირდებით მომდევლოს მალევე ავტვირთავ....

იმედია დღევანდელი ნაწილი მოგეწონებათ... მიყვარხართ ძალიან და იცოდეთ, თითოეული ნახვა და კომენტარი უზომოდ მახარებს <3 <3 <3



№1 სტუმარი darina

Imedia es mainc damtavrdeba tkbilad, ra vqna me am bichze chkua meketeba.

 


№2  offline წევრი natia_888

darina
Imedia es mainc damtavrdeba tkbilad, ra vqna me am bichze chkua meketeba.


იმედია დამთავრდება <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent